შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების კოვბოი


20-06-2026, 23:12
ავტორი La dolce vita
ნანახია 228

ივნისის შუა რიცხვები იყო და ყველაფერს ბუღი ასდიოდა. ეს პერიოდი ყოველთვის ქაოსურია. დღის გადატანილ სიცხეს გამოქცეული ხალხი საღამოობით სახლებისკენ მიისწრაფოდა, თუმცა მე ეს არ მეხებოდა. მორიგი პრეზენტაცია მქონდა იმ რომანზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე. ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ვიდექი და მკითხველების შეკითხვებს ვპასუხობდი. ეს ახალი არ იყო — რიგით მეოთხე წიგნის საღამოს ვმართავდი და, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, დამღალა ამ ყველაფერმა. ჩემი ახალი რომანი გაცილებით პოპულარული და გაყიდვადი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, რაც მახარებდა კიდეც, მაგრამ ამდენმა ხალხმა და ხმაურმა ძალა გამომაცალა.
დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა, სახლში რომ დავბრუნდი. ისეთი გადაღლილი ვიყავი, პირდაპირ აბაზანისკენ გავემართე. როგორც კი ცხელი წყლის ჭავლი სხეულს შეეხო, მაშინვე მოვდუნდი და მთელი დღის დაძაბულობა მომეხსნა. აბაზანიდან გამოსულმა საღამურები ჩავიცვი, ყავა მოვიმზადე და აივანზე გავედი. კიდევ კარგი, საღამოს მაინც იყო ცოტა სიგრილე.
— სიამოვნებით წავიდოდი სადმე, სადაც დროებით მაინც მოვწყდებოდი ამ ქაოსს, — ჩავილაპარაკე და განათებულ ქუჩებს გავხედე.
ამ ფიქრებში ჩაკარგულს ვერც გავიგე, როგორ შემოვიდა ჩემი უფროსი ძმა. ხმაურით დაიძრა ჩემკენ.
— ლინდა, შენ კიდევ არ გძინავს? — სიცილით მითხრა.
— ახლა მოვედი სახლში და არ მეძინება. შენ სად იყავი?
— სამსახურში. ჩვენს კომპანიას იუბილე ჰქონდა და უფროსმა ყველა სამოგზაურო ტურით დაგვასაჩუქრა, — ამოთქვა და მაგიდაზე ბილეთები დააწყო.
— აუ, რა კარგია! სად მიდიხარ? — ინტერესით ვკითხე.
— საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ სამოთრაკში.
— მერე რა სახე ჩამოგტირის? არ გიხარია, რომ მიდიხარ?
— საქმეც ის არის, რომ ვერ მივდივარ. თამოსთან ერთად მინდოდა წასვლა, მაგრამ მას არ სცალია, მის გარეშე კი არ მინდა, — დაღონებულმა ამოთქვა.
— მოიცა, ანუ ტყუილად იკარგება ეს ტური? — წამოვიძახე გაოგნებულმა.
— თუ გინდა, შენ წადი ჩემს მაგივრად, — გამეკრიჭა გიო.
— მართლა? მე მჩუქნი?
— ჰო, აბა, საოცდაობა იქნება მისი ასე დატოვება! ხოდა, ჩემს ნაცვლად შენ წახვალ.
— რომ იცოდე, როგორ გამახარე! ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობდი, რომ სადმე დასასვენებლად წავსულიყავი, — სიხარულისგან ტაში შემოვაკარი და გიოს მოვეხვიე.
— ხედავ, რა ოქრო ძმა გყავს? — გაეცინა მას. — ბილეთები ნაყიდია, კუნძულზე სახლიც ნაქირავებია. რომ ჩახვალ, უთხარი, რომ შენ გამოგიშვეს.
— კარგი, და როდის მივფრინავ?
— ორ დღეში, ზეგ დილის რეისით მოგიწევს საბერძნეთში გაფრენა.
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. აჟიტირებული ვიყავი და ჯერაც ვერ ვიჯერებდი, რაც მოხდა. როგორ ზუსტ დროს მომიტანა გიორგიმ ეს ბილეთები! ბოლოს და ბოლოს, თავს დავაღწევდი ამ ყოველდღიურ ქაოსს და გადავიკარგებოდი ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მიცნობდა. გული მიგრძნობდა, რომ წინ ახალი, საინტერესო ამბები მელოდა და იქ ყოფნით ისეთ შთაგონებას მივიღებდი, რაც ახალი რომანის წერაში დამეხმარებოდა.
დილით ადრე, როგორც კი ავდექი, მაშინვე მზადება დავიწყე. ზღვის ტანსაცმელი ჩავალაგე და ალბათ ასჯერ გადავამოწმე, რამე ხომ არ მრჩებოდა. მთელი დღე ასე გავიდა, საღამოს კი ლიტერატურულ კაფეში მეგობრებს შევხვდი. ყველაზე ახლოს მე ვცხოვრობდი ამ კაფესთან, ამიტომ სანამ აქამდე მოაღწევდნენ, ფინჯანი ყავა შევუკვეთე და პარალელურად ტელეფონში კუნძულის დათვალიერება დავიწყე; ჯერაც ვერ ვიჯერებდი, რომ ხვალ უკვე იქ ვიქნებოდი. ამასობაში გოგოებიც მოვიდნენ და, რა თქმა უნდა, მათაც ვუამბე, რომ ხვალ დილით მივემგზავრებოდი.
— რა მაგარია, ლინდა, დასასვენებლად მიდიხარ კუნძულზე? — ნინამ აღტაცებით წამოიძახა.
— ჰო, მეც ვერ ვიჯერებ ჯერ, რომ მივემგზავრები, — ამოვთქვი მე.
— იქნებ ვინმე კარგი ბიჭიც გაიცნო იქ, — სიცილით წამოიძახა სოფომ.
— სოფია, რა დროს ეგ არის? ზედმეტი თავის ტკივილი არ მჭირდება მე... — უკმაყოფილოდ წამოვიძახე.
— აბა, შინაბერად უნდა დარჩე, გოგო? უკვე ოცდაცხრის ხარ, — სიცილით გააქნია თავი.
— მე ასეც მშვენივრად ვარ.
დიდხანს აღარ გავჩერებულვართ კაფეში — ხვალ ადრე ვიყავი ასადგომი, ამიტომ მალევე დავიშალეთ. ახლოვდებოდა გამგზავრების დროც და სულ უფრო იმატებდა ჩემში მღელვარება. რა მელოდა წინ, ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ წინ დიდი თავგადასავლები მელოდა. ეს ღამე საგრძნობლად ნელა გავიდა. რატომ ხდება ისე, რომ ყოველთვის, როდესაც სადმე აპირებ წასვლას, დრო იწელება და ძალიან ნელა თენდება?
დილის შვიდი საათი იქნებოდა, ჩემმა მაღვიძარამ რომ დარეკა და მეც უმალ ფეხზე წამოვხტი; სწრაფად გავემზადე და წასასვლელად მოვემზადე. ჩემებს მოვეხვიე და დავემშვიდობე — მომდევნო ორი თვე მათ ვერ ვნახავდი. ეს ცოტა მანაღვლიანებდა, მაგრამ ჩემს საოცნებო გამგზავრებაზეც არ ვიტყოდი უარს. გიორგიმ აეროპორტამდე მიმაცილა, ხოდა წასვლის წინ გამაფრთხილა, ჭკვიანად ყოფილიყავი და ვინმე ბერძენთან ერთად არ ჩამოვსულიყავი იქიდან. „ამის გამოსწორება ხომ არ არის... სულ როგორ შეუძლია იხუმროს?“ — გავიფიქრე მე. ტერმინალთან მივედი, რეგისტრაცია გავიარე, შემდეგ კი თვითმფრინავში ავედი და ილუმინატორთან ჩამოვჯექი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ფრენის შიშიც აღარ მაწუხებდა. აქედან სამოთრაკემდე დაახლოებით თხუთმეტი-ჩვიდმეტი საათი იყო; სანამ ათენამდე ჩავიდოდი, შემეძლო დამეძინა.
ათენის აეროპორტში ჩამოსულს, მგზავრთა ნაკადში მიმავალს, გული სიხარულისგან მიცემდა. ჩემი თავგადასავალი ოფიციალურად დაიწყო. თუმცა, როცა აეროპორტის უზარმაზარ ტერმინალში გავედი, მივხვდი, რომ ყველაზე დამღლელი ნაწილი ჯერ კიდევ წინ მელოდა. სამოთრაკემდე მისასვლელად ათენიდან კიდევ ერთი მოკლე ფრენა მქონდა ალექსანდრუპოლისამდე. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ მგზავრობა შემემოკლებინა. თვითმფრინავში, რომელიც პროპელერებით დადიოდა და პატარა ავტობუსს ჰგავდა, დაღლილობისგან თვალები მეხუჭებოდა. ალექსანდრუპოლისში რომ ჩავედი, უკვე შუადღე გადასულიყო. აეროპორტიდან ტაქსით პორტამდე მივედი. პორტი სრულიად განსხვავებული სამყარო იყო: ზღვის მარილიანი სუნი, ხმაურიანი ბორნები და მზე, რომელიც პირდაპირ თავზე მადგა.
— საბერძნეთში ყოველთვის ასე ცხელა? — ჩავილაპარაკე ჩემთვის და ჩემოდანი მჭიდროდ მივიხუტე.
ბორანის ბილეთი ჯერ კიდევ გუშინ მქონდა ნაყიდი. დაახლოებით ორსაათიანი მოლოდინი მომიწია, ვიდრე უზარმაზარი თეთრი გემი ნაპირს მიადგებოდა. ბორანი ისეთი დიდი იყო, რომ მანქანებს და სატვირთოებსაც კი „ყლაპავდა“.
ბორანზე რომ ავედი, მაშინვე გემბანისკენ გავეშურე. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ თმებს სახეზე მაფარებდა, მაგრამ ეს არ მაწუხებდა. წინ, ჰორიზონტზე, ნელ-ნელა იკვეთებოდა სამოთრაკეს მუქი, კლდოვანი სილუეტი. ის ისეთი იდუმალი და მიუწვდომელი ჩანდა, რომ წამით დავიბენი კიდეც — მართლა მე ვიყავი აქ? მე, ლინდა, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ თბილისის ხმაურში ვცდილობდი დამალვას? მგზავრობის ეს ბოლო ორი საათი ყველაზე მშვიდი იყო. მზის ჩასვლა იწყებოდა, ზღვა კი ოქროსფრად იცვლებოდა. გემბანზე ვიდექი, ხელები რკინის მოაჯირზე მქონდა მოჭიდებული და ვგრძნობდი, როგორ მტოვებდა სტრესი. როცა საბოლოოდ კამარიოტისის (კუნძულის პორტის) ნაპირს მივუახლოვდით, უკვე ბინდდებოდა. პორტში ჩამოსულ მგზავრებს ადგილობრივები ხვდებოდნენ, ვიღაც ტაქსებს იძახებდა, ვიღაცას სასტუმროდან ელოდებოდნენ. მე კი ჩემოდანი გადმოვათრიე და შევჩერდი.
გარშემო მიმოვიხედე, ვეძებდი იმ ადამიანს, რომელზეც გიორგიმ მითხრა, რომ სახლამდე მიმიყვანდა. და აი, ნავსადგურის ბეტონის ღობესთან, ჩრდილში მდგომი მტვრიანი ჯიპი დავინახე. დავინახე ახალგაზრდა კაცი, რომელიც საბერძნეთის კვალობაზე ცოტა არ იყოს შეუფერებლად გამოიყურებოდა; ტეხასური ქუდი ეფარა და მოკლედ, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამცინებოდა მის ჩაცმულობაზე. „კოვბოი საბერძნეთში“, — გავიფიქრე და ამ დროს ეს უცნობიც მომიახლოვდა. ვაპირებდი ინგლისურად მეთქვა რამე, მაგრამ როცა ქართულად მითხრა „გამარჯობაო“, აი აქ სრული შოკი მივიღე. რა გამოდის, რომ ეს ვითომ კოვბოი ქართველია?
— გამარჯობა, თქვენ ხართ ლინდა, ხომ ასეა? — მითხრა და უცნაური მზერით გადმომხედა.
— დიახ, — მოკლედ ვუპასუხე. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინ იყო. აი, მერე გენახათ თქვენ ჩემი გაოცება! ამაზე ცოტა მოგვიანებით... ახლა დავუბრუნდეთ იმას, რომ ეს ვაჟბატონი თვალს არ მაშორებდა.
— კარგი, წავიდეთ, — ჩაილაპარაკა, ჩემოდანს ხელი დაავლო და მანქანისკენ დაიძრა. მეც, როგორც დამჯერი ბავშვი, უკან ავედევნე.
მანქანაში მოვთავსდი და უხერხულად ვიგრძენი თავი. კუნძულის ჰაერი ღია ფანჯრებიდან შემოდიოდა და ზღვის არომატი ყოველ ნაბიჯში იგრძნობოდა. საჭეს ისე მართავდა, ერთხელაც კი არ გამოუხედავს ჩემსკენ. „არა, შენც კარგი ვინმე ხარ, ჩემო თავო, რატომ უნდა გამოეხედა შენსკენ? შენნაირები ალბათ ქვეყანა ტურისტი ჰყავს ნანახი, ან არ ეტყობა, რა მექალთანეც იქნება... მგზავრობისგან ისე ვიყავი გადაღლილი, რომ ყურადღებას აღარც ვაქცევდი იმ უცნობს. ერთი სული მქონდა, დროზე მივსულიყავი და დამესვენა, მაგრამ ამ სიჩუმემ უარესად დამთრგუნა, ამიტომ საუბარი ისევ მე წამოვიწყე:
— რა უცნაურია, რატომ არის ცარიელი აქაურობა? — წამოვიძახე გაკვირვებით. მან სარკიდან გამომხედა და მშვიდად მომიგო:
— იმიტომ, რომ ეს ადგილი არ არის გლამურული ტურისტული ზონა, ეს ადგილი უფრო მოწყვეტილია ხალხმრავლობას, არის უფრო ველური და მისტიკური. კი ჩამოდიან ზოგჯერ, მაგრამ უფრო ისინი, ვისაც მშვიდად უნდათ დასვენება.
— გასაგებია, — ჩავილაპარაკე მე. — მალე მივალთ კოტეჯამდე?
— კოტეჯი კუნძულის მეორე მხარეს არის.
აღარაფერი ვუთხარი, ისედაც მივხვდი, რომ იქამდე კიდევ გრძელი გზა მქონდა გასავლელი. რამდენიმე საათში, როგორც იქნა, მივედით დანიშნულების ადგილამდე. კოტეჯამდე მიმაცილა და გასაღები გადმომცა. მადლობის თქმა მინდოდა, მაგრამ ისე წავიდა, არაფრის თქმა არ დამაცადა. როგორც კი შიგნით შევედი, პირველი რაც გავაკეთე, წყალი გადავივლე. როგორც კი მოვრჩი წყლის პროცედურებს, ხალათი გადავიცვი, შემდეგ ოთახში დავბრუნდი, ჩემებს გადავურეკე და ვუთხარი, რომ კარგად ვიმგზავრე და უკვე ადგილზე ვიყავი. საუბრის შემდეგ ბევრი აღარ მიფიქრია, მაშინვე მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.
მეორე დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა. თავი გაჭირვებით წამოვყავი — ვინ უნდა ყოფილიყო ამ დილით? ფეხზე წამოვდექი, ხალათი გავისწორე და კარის გასაღებად გავემართე. იქ კი შუა ხნის სასიამოვნო გარეგნობის ქალი დამხვდა.
— დილამშვიდობისა! — ღიმილით მომესალმა.
მე კიდევ ერთხელ დავრჩი გაოცებული, რადგან უკვე მეორედ მესაუბრებიან ქართულად.
— გამარჯობა, — მკრთალად გავუღიმე.
— ჩვენ უნდა ვისაუზმოთ და გამოხვალთ თუ აქ მოგიტანოთ?
— აჰ, გამოვალ, — ვუთხარი ქალს.
— კარგი, გელოდებით, — მითხრა მან და წავიდა.
სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მინდოდა ამ უცხო ხალხში გასვლა და მათთან ერთად საუზმობა, მაგრამ მომერიდა. სწრაფად გავემზადე, თმები უბრალოდ გადავივარცხნე, თხელი გრილი კაბა ჩავიცვი და გარეთ გავედი. რამხელა ეზო ჰქონიათ, ახლა შევამჩნიე; როგორც ჩანს, ფერმა აქვთ. საინტერესოა, ჩემი ძმის უფროსმა ასეთ ადგილას რატომ გამოუშვა? ეს ხომ საკურორტო ზონა არ არის და არც ცნობილი, მაგრამ ალბათ ასეც ხდება. თან ამ კუნძულზე მის მაგივრად მე ვარ, რას წარმოვიდგენდი ამ უკაცრიელ კუნძულზე თუ მოვხვდებოდი? მაგრამ მე ხომ სწორედ ყველაფრისგან შორს მინდოდა წასვლა! როგორც იქნა, მივაგენი მათ სასადილო ოთახს და მორიდებულად მივესალმე იმავე ასაკის კაცს — რატომღაც იმ უცნობ „კოვბოის“ მივამსგავსე.
— გამარჯობა, — გავუღიმე და იქვე ჩამოვჯექი.
— გაგიმარჯოს, შვილო, — თბილი ღიმილით მითხრა.
ცოტა არ იყოს დაბნეული ვიყავი ქართულად მოსაუბრეებს რომ ვხედავდი. საინტერესოა, ველოდი, რომ ტიპიური ბერძნები დამხვდებოდნენ, მაგრამ შევცდი.
— ალბათ გიკვირს ქართულად საუბარს რომ ისმენ, არა? — გაეცინა კაცს.
— რაღა დაგიმალოთ და, კი.
— ჩვენ აქ უკვე წლებია ვცხოვრობთ, მანამდე ათენში ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ აქ გადმოვედით, — ამიხსნა კაცმა.
— გასაგებია. უი, ხო, დამავიწყდა გაგცნობოდით, მე ლინდა გავაშელი ვარ, მწერალი, — ღიმილით ვუთხარი და ჩამოვჯექი.
— სასიამოვნოა, შვილო, მე გურამი ვარ, ეს ჩემი მეუღლეა, ლეილა. კიდევ ვაჟი გვყავს, მალე მოვა, — მითხრა კაცმა და სწორედ ამ დროს გაისმა მისი ხმაც.
— ოო, ჩვენს სტუმარს გაუღვიძია, — გაისმა კაცის ბოხი ხმა და მეც მისკენ გავიხედე.
— არ არსებობს... — წამოვიძახე გაოგნებულმა.



ეს არის საზაფზულო საგადავასვლო რომანტიკული დრამა, თუ დაგღალათ, ქაოსურმა ცხოვრებამ და პრობლემებმა, მაშინ ეს თქვენთვის არის.
თავები დაიდება კვირაში ერთხელ ან ორჯერ, რადგან ჯერ წერის პროცესშია ეს ისტორია, დასრულებული, რომ დამედო შეიძლება,არც დამესრულებინა, რადგან სიცხე გონება მიფანტავს, ასე კი მეცოდინება, რომ ელიან და უფრო კონცენტრილებული ვიქნები წერაზე.
გამიზიარეთ, თქვენი შთაბეჭდილებები.



№1  offline წევრი La dolce vita

ოთხ დღანი ლოდინის შემდეგ ძლივს გამოქვეყნდა რა😂🤦 და ჩემი ნერვებიც შეიწირა, მოკლედ ვისაც დაგაინტერესებთ ეს ამბავი, მეგობრებო, სავარაუდოდ, ამ ისტოეიას უკვე მარტო, ჩემს პჯრად ბლოგზე დავდებ, ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ მომძებნოთ khatia's liberary ფეისბუქზე.❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ძალიან კარგია. გთხოვთ აქაც დაამატოთ ხოლმე

 


№3  offline წევრი La dolce vita

სტუმარი სტუმარი
ძალიან კარგია. გთხოვთ აქაც დაამატოთ ხოლმე

მადლობა.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent