შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული პაიკი, თავი 15

7-08-2026, 05:26
ავტორი lility
ნანახია 2 097

თავი მეთხუთმეტე

გაუსაძლისად ციოდა სახლში, ყველაფერი დაიფარა რაც კი რამ თბილი მოეძებნებოდა შინ, მაგრამ ვერაფრით გათბა. იმდენად შემაწუხებელი იყო სიცივე, რომ სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, როცა კარზე კვლავ კაკუნი გაისმა. ახლა ვინღა უნდა ყოფილიყო? ნელ-ნელა გადაიძრო საბნების და პლედის ფენები და კარის გასაღებად გაემართა
- მარია?
- ლილი, საყვარელო, გილოცავ ახალ წელს - კარის ზღურბლზე თავიდან ფეხებამდე შეფუთული მარია ელოდა, რომელსაც ორივე ხელი დატვირთული ჰქონდა სანოვაგით.
- მეც...მეც გილოცავ - დაბნეულობისგან ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი ლილიმ - შემოდი, შემოდი - დაამატა ქალის მომლოდინე სახის დანახვისას
- მადლობა საყვარელო, სამზარეულო საითაა? ამეებს დავაწყობ
- მარცხნივ, წამოდი გაჩვენებ
- კარგი ძვირფასო
- ბოდიში ცოტა არეულობაა და
- რა გაქვს საბოდიშო? ვიცი, გიორგიმ მომიყვა - ამ სიტყვების გაგონებისას ლილის თავზარი დაეცა, ნეტავ რა მოუყვა? რამდენად დეტალურად? აქ გიორგიმ გამოაგზავნა? თითქოს მისი აზრები წაიკითხაო, მარიამ გააგრძელა საუბარი
- მითხრა რომ იკამათეთ და სახლში დაბრუნდი, რაზე - ეგ არ უთქვამს, არც ჩავძიებივარ. მთხოვა რომ სანახავად მოვსულიყავი და ჩემთან წამოყვანაზე დამეთანხმებინე
- რა? არა მარია, მადლობთ, მაგრამ აქ კარგად ვარ
- რანაირად ხარ კარგად შვილო? გათბობა არ გაქვს, შუქი არ გაქვს, წყალი მაინც გაქვს? - და ონკანისკენ გასწია რომ წყალი მოეშვა, იქიდან ერთი საცოდავი წვეთიც კი არ გადმოვარდნილა - აი წყალიც არ არის
- ჩართავენ მალე
- ვინ ჩართავს შვილო ახალი წლებია, არავინ არ მუშაობს ახლა
- გავძლებ ცოტა ხანი
- აი, რატომ ჯიუტობ ლილი? - ხელები დოინჯებად შემოიწყო გვერდებზე
- არ მინდა შეგაწუხოთ...
- რას ქვია შემაწუხო შვილო? ძალიან მეწყინა ახლა ეგ რომ მითხარი. ნუთუ ამდენი ხანი, ჩვენი ურთიერთობის შემდეგ ეგრე ვერ გამიცანი? მე შენ ახლობელ ადამიანად გთვლი, შენთვის არაა ეგრე?
- არა რას ამბობთ, ხომ იცით რომ ძალიან გაფასებთ
- აბა რატომ მეჯიუტები?
- უბრალოდ, თქვენი მეუღლეც ახლა გამოკეთდა, არ მინდა ტვირთად დაგაწვეთ
- ეგ მეორედ არ გაიმეორო - მარიასთვის უცხო, გაბრაზებული ხმა ჰქონდა ქალს. ლილის გულწრფელად შეწუხებული სახის შემხედვარე კი დამშვიდდა და თბილი ხმით მიუგო - მოდი, ჯერ ვჭამოთ, რაღაცნაირად ხარ შვილო შეცვლილი, გახდი ალბათ და მაგიტომ?
- აამ, არვიცი - უხერხულობისგან შეიშმუშნა გავაშელი, ნუთუ მართლა ასე შეიცვალა?
- მოდი, ახალი წლის შემობრძანება დავლოცოთ და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, კარგი?
- კარგი - შიმშილის ისეთმა გრშძნობამ შემოუტია ლილის, უარი ვერ უთხრა. მარიას ყველაფერი ჩაეწყო და გაემზარებინა, თეფშები, ჭიქები და ჩანგლებიც კი, თითქოს სადღაც გადაკარგულში მიდიოდა და არა სახლში. მოხსნა თუ არა თავი საჭმელს, გემრიელმა სურნელებამ აავსო ოთახი. ტოლმა, ხაჭაპური, საცივი, გოზინაყი, ოლივიე - მოკლედ სრული, მინი საახალწლო სუფრა ჩაელაგებინა.
- იმედია სახლშიც დატოვე რამე - სიცილით მიუგო პირგამოტენილმა ლილიმ, როცა მარიას უგემრიელეს ტოლმას დასწვდა დასამატებად.
- კი, შენ მაგაზე არ ინერვიულო, იქაც დაგხვდება რომ წავალთ
- მე ეგ არ მიგულისხმია
- ვიცი, ვიცი რაც იგულისხმე. - ცოტა ხანი ჩუმად გააგრძელეს ჭამა. გონზე მოსვლა აცადა ლილის ქალმა და დაბალი ხმით დაიწყო თხრობა:
- არ ვიცი შვილო თქვენს შორის რა მოხდა და არც დაგაძალებ მოყოლას, მაგრამ მინდა იცნობდე ჩემებურ გიორგისაც, კარგი?
- ჩემსა და გიორგის შორის არაფერი ხდება, არც მოხდება, ასე რომ საჭირო არ არის გიორგიზე საუბარი
- შვილო მე ცოტა კი დავბერდი, მაგრამ სულელი არ ვარ. გგონია ვერ ვამჩნევდი როგორ უყურებდი ან როგორ გიყურებდა? გგონია ყველა მეორე გოგო მოჰყავს სახლში? გიყვართ შვილო ერთმანეთი, უბრალოდ ჯერ ვერ გაგიზარებიათ ორთავეს ეგ. - ლილის გაოცებისგან თვალები დაექაჩა
- ეგრე რატომ მიყურებ, ბრმაც კი დაინახავდა თქვენს შორის რაც ხდებოდა
- არაფერი არ ხდებოდა - ლოყები წითლად შეეფაკლა ქალს
- ლილი !
- კარგი, კარგი, გისმენ, მაგრამ იცოდე, რაც არ უნდა მომიყვე, ჩემს გადაწყვეტილებას ვერ შევცვლი მარია - მიხვდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა და დანებდა გავაშელი.
- ჯერ მომისმინე, იცი? თავიდან სახლში რომ მოგიყვანა იმედი მომეცა… იმედი რომ უკეთესობისკენ შემოატრიალებდა მის ცხოვრებას. სამზარეულოში ერთად მსხდრებს რომ გიყურებდით გული სითბოთი მევსებოდა. მეგონა წესიერი გოგო იპოვნა როგორც იქნა…ვფიქრობდი, ტკივილიან წარსულს დაავიწყებდი…
- არც მე მქონდა იოლი ცხოვრება, მაგრამ ჩემი ტრამვების გამო სხვებისთვის ტკივილი არ მიმიყენებია - სუსხი იგრძნობოდა ლილის ყოველ სიტყვაში.
- ვიცი დედი, შენ ძლიერი გოგო ხარ… განა ვერ გამჩნევ? განა ვერ გხედავ? ყველაფერს ვამჩნევ შვილო. არც კი ვიცი ამ ერთი ციდა ტანში სად გეტევა ეგ ძალა. გიორგი კი შეხედავ მთასავითაა, მაგრამ გული ნამსხვრევებად აქვს ქცეული. სწორედ მაგ ტკივილმა დააბრმავა, შენ რომ ვერ დაგინახა.
- მათ ოჯახში გიორგის დაბადებიდან ვმუშაობ. - დაუბრუნდა თემას და თვალი ჰორიზონტს გაუშტერა - არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა. ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი. აი, ყველა კარგი თვისება რომ ერთიანად დაამადლა გამგებამ, ისეთი. გიორგიც მას ჰგავდა, გიჟდებოდა დედამისზე. ზოგადად ბიჭები მამებს ბაძავენ ხოლმე, მაგრამ გიორგი - არა. დედამისის პატარა კუდი იყო, რასაც ის აკეთებდა, გიორგიც ებაძებოდა. ამის გამო ხშირად ჰქონდათ სახლში ჩხუბი, ქალაჩუნა იზრდებაო - გაჰყვიროდა ხოლმე ნოდარი.იმდენად კეთილი, დამჯერი და გულუბრყვილო იყო, თავისას გაიხდიდა და სხვას ჩააცმევდა. უქნია კიდეც, ერთხელ, შუა ზამთარში, რაგბის ვარჯიშზე ვიღაცას მისი ქურთუკი წაუღია და ჟაკეტი დაუტოვებია. ხმა არ ამოუღია ჟაკეტით დაბრუნდა სახშლი და გვარიანადაც გაცივდა. ცოტა ხნის შემდეგ მამამისმა შეამჩინა რომ გუნდის ფორმა არ ეცვა. გამოკითხეს, ყველაფერი მოუყვა მშობლებს და ხმა რატომ არ ამოიღეო რომ ჩაეძივნენ, უთხრა, რომ იმას ეტყობა მეტი არ ჰქონდა და მე ბევრი ქურთუკი მაქვს ისედაცო თქვა.
გიორგის მამა ზოგადად საშინელი კაცი იყო, მთვრალს უფრო საშინელი ხასიათი ჰქონდა. რაც უფრო იზრდებოდა გიორგი, მით უფრო შორდებოდა მამამისს, მით უმეტეს რაც მისი ბინძური ბიზნესების შესახებ მიუვიდა ინფორმაცია. თავად ნოდარიმ დაიბარა 15 წლის რომ იყო და უთხრა დროა ნელ-ნელა საქმეში გაერკვიოო. დიდი ჩხუბი იყო მახსოვს, ნინოც სასტიკი წინააღმდეგი იყო და არ ვიცი როგორ, მაგრამ დაიყოლია ცოლმა, რომ ბიზნესებში გარკვევა გიორგის სრულწლოვანებამდე გადაედოთ.
მუდმივად ღალატობდა საწყალ ნინოს. 16 წლის იყო გიორგი ღალატის ამბავი რომ გაიგო. გადაირია, ეხვეწა ნინოს გაშორდი და წავიდეთო, მაგრამ დედამისი არ გაჰყვა. არ ვიცი, სიყვარულის თუ ნოდარის შიშის გამო... არა და ჰქონდა წასასვლელი, თან როგორი, ნინოს ოჯახი ძალიან შეძლებული იყო, თან ნოდარისნაირი კი არა, ნამდვილი არისტოკრატული ოჯახი ჰქონდათ, ქალაქში თითით საჩვენებელი. ძმა ჰყავდა ისეთი… არაფერს მოაკლებდა ერთი სიტყვა რომ ეთქვა…
ზოგადად, ნოდარიც ხვდებოდა, რომ ნინო ასი თავით სჯობდა და ვერ იტანდა თავისი პატარა ეგო ქალის აღმატებულობას. ვერც მის სილამაზეს, ვერც მის განათლებას, ეტიკეტს, აღზრდას, სიკეთეს - საერთოდ ვერაფერს. ბედის ირონიაა, ცოლად რის გამოც მოიყვანა, რაც მანამდე ეამაყებოდა ქალში, სწორედ იმ მიზეზებისგამოვე შეიძულა, როგორც პატარა კაცებს, პატარა ადამიანებს სჩვევიათ, ხომ იცი.
მუდმივად ამცირებდა, მაგრამ ნინო ამას ყველასგან კარგად მალავდა. უყვარდა საწყალს, ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა... - წამით მოგონებებში ჩაიძირა და შემდეგ გააგრძელა - მოკლედ, მამის ღალატის ამბავი რომ გაიგო გადაირია გიორგი. წამოვიდა სახლიდან, დედამისსაც ბევრი ეხვეწა, მაგრამ ის არ გამოჰყვა, მე გამაყოლა სამაგიროდ, ვიცი შვილისგან არ ანსხვავებ და გთხოვ მიმიხედეო.
რაგბს ძალიან კარგად თამაშონდა, ნაკრებში იყო. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თავისი ფინანსებიც ჰქონდა მაგრამ იმდენი არა ასეთი ცხოვრება მოეწყო, ამიტომ ბიძამისმა გაუმართა ხელი. მაგაზე სულ გადაირია ნოდარი, როგორ ბედავს ჩემს ოჯახში ერევა ნიკოლოზიო.
18 წლამდე ამ ბრძოლაში იყვნენ, საბოლოოდ დედამისთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა რდგან მამამისს არ შორდებოდა და სახლიდან წამოსვლის შემდეგ თითქმის აღარ ეკონტაქტებოდა. უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, მაგრამ ერთმანეთთან ყოფნაც ტკივილს აყენებდათ. გიორგის სტიკიოდა დედამისის ტანჯვა, ნინოს კი - დაკარგული შვილი.
ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ ერთ საბედისწერო დღეს საწყალი ნინო არ გარდაიცვალა - ღრმად ამოიოხრა ქალმა და თვალის კუთხეში მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. აშკარად ჯერ კიდევ განიცდიდა მის გარდაცვალებას.
ლილი ენაჩავარდნილი უსმენდა. მარიამ მძიმე დუმილის შემდგომ გააგრძელა თხრობა
- გული გაუსკდა. ექიმებმა მიზეზი ვერ დაადგინეს.
ვერც დაადგენენ რადგან ნერვიულობისგან, სტრესისგან, სევდისგან, უბედურებისგან გამსკდარ გულს არანაირი ნიშანი არ ატყვია, ალბათ...
სულ გადაირია გიორგი, მამამისს ადანაშაულებდა. მისი ბიზნესების გადმობარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, დანახვაც კი არ უნდოდა.
თავსაც იდანაშაულებდა, ბოლო ორი წელი გაბრაზებული რომ იყო და წესიერად არ ეკონტაქტებოდა დედას.
ჩაიკეტა და სახლიდან არ გამოდიოდა, მთელი სამყარო ჩამოეშალა.
არც ჭამდა, ლოგინსაც კი არ ტოვებდა.
საზღვარგარეთის ტრანსფერებზე უარი თქვა. კარიერა სრულად დაივიწყდა, მაშინ როცა ცხოვრების მწვერვალებისკენ უნდა ევლო, უკიდურეს ფსკერზე დაიწყო დაშვება.
მაშინ გაიცნო გვანცა.
სუფთა ჰაერივით შემოიჭრა მის ცხოვრებაში. ანგელოზივით ლამაზი იყო და თითქოს მისიაც ეგეთი ჰქონდა.
გიორგის თავდავიწყებით შეუყვარდა. გლოვის პერიოდი მან გადაატანინა, თორემ მეგონა ხელში ჩამაკვდებოდა და მალე მიჰყვებოდა საწყალ დედამისს.
მეეგონა გვეშველა, გადამირჩინა ბავშვი თქო და ამ დროს 180 გრადუსით შეცვალა გიორგი.
თავდაპირველად მოწევა დაიწყო, შემდეგ გაამრავალფეროვნა ასორტიმენტი.
ბიჭს, რომელსაც ცხოვრებაში არ დაულევია, ჯერ პარასკეობით ვხედავდი ნასვამს, შემედეგ შაბათ-კვირა, ბოლოს კი - მთელი კვირა, არ ფხიძლდებოდა. ყველა მეგობარი ჩამოიშორა, ვინც კი რამეს ურჩევდა.
ცუდ წრეში ატარებდა გვანვა. კლუბიდან - კლუბში, შემდეგ უკვე სხვა ნივთიერებების გასინჯვაც დაიწყო.
ორ წელში იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ რამდენჯერმე გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან ზედოზირების გამო.
სარეველასავით მოქმედებდა ეს გოგო მასზე. მე ხშირად მითხოვდნენ და ვერაფერში ვერეოდი. როგორც კი გვანცაზე საუბარს ვიწყებდი უზომო აგრესია ერთვებოდა გიორგის.
ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ ბოლოს კომაში არ ჩავარდა გიორგი.
მაშინ მიაკითხა მამამისმა. შემთხვევით მეც მაგ დროს ვიყავი კლინიკაში, საჭმელი მივუტანე ბავშვს და მაშინ მოვისიმინე... ნეტა არ მომესმინა - ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა:
- მამამისმა უთხრა, რომ გვანცა მან დაიქირავა, იმისთვის რომ გიორგი ბიზნესში ჩართვაზე დაეყოლიებინა და დედამისის გარდაცვალება გადაეტანა... იმისთვის რომ წუმპეში ჩაეთრია გესმის? საკუთარმა მამამ რა გაუკეთა? როგორ მოატყუა? მთელი სამყარო დაექცა დაექცა თავზე გიორგის, ჯერ დედამისის გარდაცვალება მონელებული არ ჰქონდა და ახლა, ნამდვილი სიყვარული რომ ეგონა, თურმე დაქირავებული ყოფილა და თან, მამამისის მიერ. ფულს უხდიდა რომ გიორგისთან ყოფილიყო, გესმის? მისი პირველი სიყვარული, თავიდან ბოლომდე ნოდარის დადგმული სპექტაკლი აღმოჩნდა. რა დამამცირებელი და როგორი, როგორი მტკივნეულია, როცა გგონია რომ ვიღაცას მთელი გულით უყვარხარ, რომ შენს გადასარჩენად მოავლინა სამყარომ და ამ დროს...დედამისის ბეჭედი ჰქონია გიორგის გამზადებული…ხელი უნდა ეთხოვა.
- როგორც აღმოჩნდა - დასასრულისკენ წაიყვანა თხრობა მარიამ - გვანცას, კახამ, ნოდარის კონკურენტმა, ორჯერ მეტი გადაუხადა გიორგის დაღუპვაში, თან რაღაც ნათესაური კავშირიც ჰქონიათ, ზუსტად არ მახსოვს...ამიტომაც ჩაერია მამამისი და ყველაფერი მოახსენა გიორგის. თურმე, კახას მითითებებს ასრულებდა ეს გოგო და საჭმელში რაღაცეებს ურევდა, რომ მალე გამხდარიყო დამოკიდებული... ვიცოდი, ვიცოდი რომ ჩემი გაზრდილი გიორგი და ნინოს შვილი, ეგეთ საწამლავს თავისი ნებით არ გაეკარებოდა. ალბათ სხვანაირად ვერაფრით დაიყოლია გვანცამ გიორგი, მიუხედავად მისი უზომო გავლენისა, მაინც არ გადადგა ეგ ნაბიჯი, მაგრამ... მეც ამიტომ მითხოვდნენ ასე ხშირად, რომ ხელი არ შემეშალა ამ ალქაჯის ქცევებისთვის.
- საბოლოოდ, გიორგის ამბავი ბიძამისმაც გაიგო და ამერიკაში წაიყვანა, უმკურნალა, ფეხზე დააყენა, კაცად აქცია. მაგრამ მამამისი იქაც არ ეშვებოდა, არ ასვენებდა. ამიტომ ჩამოვიდა წელს რომ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა. არ ვიცი რა მოხდა მათ შორის, რა იყო მაგ თავისუფლების საფასური, მაგრამ ნოდარმა ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტა გიორგის ცხოვრებაში ჩარევა და მისი ბიზნესების გადაბარების მოთხოვნა. დარწმუნებული ვარ, ისეთ რაღაცას მოსთხოვდა გიორგის, რომ კიდევ ერთხელ გადაებიჯებინა თავისი თავისთვის და ღირსებისთვის, ისე არ გაუშვებდა ეგ კაცი. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მაგის მერე დაიწყო ისევ დალევა გიორგიმ... ალბათ, მაინც თავისი გაიტანა ნოდარმა.
- მე ვიყავი მისი თავისუფლების საფასური - გულში დაასრულა თხრობა ქალმა. ხმამაღლა კი არაფერი უთქვამს. შოკირებული იყო, როგორ შეიძლებოდა საკუთარ შვილს ასე მოქცეოდა კაცი! მაგრამ რა უკვირს, არც მამამისი იყო მშობლობის ნამდვილი ეტალონი... ახლა გასაგები გახდა რატომ აღარავის აღარ ენდობოდა გიორგი, განსაკუთრებით კი - ლილის. ისიც ხომ მამამისის „არჩეული“ კადრი იყო... ალბათ მთელი ეს დრო ეგონა, რომ მასაც ისევე უხდიდა ფულს ნოდარი, როგორც გვანცას...რამდენ გაუგებრობას ჰქონდა მათ შორის ადგილი..
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მარია მოგონებებმა გაიტაცა, ლილიმ კი არ იცოდა რა უნდა ეთქვა. სიჩუმე მაცივრის ამუშავების ხმამ დაარღვია.
- რა? შუქი მოვიდა? - სკამიდან წამოხტა ლილი და ჩამრთველს ხელი შეახო - ნათურის თბილმა შუქმა ოთახი გაანათა.
- არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოაგვარებდა - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მარიამ. მიხვდა ლილი ვისაც გულისხმობდა, ზედმეტი ახსნა არ სჭირდებოდა. გიორგის ხელწერა იყო. ყოველთვის ჩუმად, უთქმელად აგვარებდა პრობლემებს. ამჩნევდა მცირე, უმცირეს დეტალებსაც კი, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ და სიტყვის დაუცდენლად ასეწორებდა მათ. გიორგის სახლში ცხოვრებისას ბევრჯერ შენიშნა მისი ეს თვისება ლილიმ, მაშინ, როცა მის კარადაში სეზონის შესაბამისი ტანისსამოსი ჩნდებოდა, ისე რომ არ უთხოვია. არასდროს ელეოდა ჰიგიენის ნივთები, ყოველთვის ხვდებოდა ახალი წიგნები ბიბლიოთეკაში... უთქმელდ, უსიტყვოდ, ყოველგვარი მადლიერების მოლოდინის გარეშე... იგივე ეხებოდა სახლის საქმეებს. მაშინ, როცა სველი ტანსაცმლის მძიმე კალათის ეზოში თრევისას, გიორგიმ მოჰკრა თვალი, მეორე დღეს სარეცხის საშრობი მოიტანა სახლში. ფანჯრების წმენდისას მეორე სართულიდან კინაღამ რომ გადმოვარდა და გიორგის რომ არ შეეშველებინა ხელი - დაიმტვრეოდა კიდეც. მაგის შემდეგ გაჩნდა სახლში მინების საწმენდი რობოტი, შემდეგ რობოტი მტვერსასრუტი და ერთი სიტყვით, ნელ-ნელა ყიდულობდა ტექნიკას, რომელიც ქალის ცხოვრებას აადვილებდა. თავიდან თავს იტყუებდა, რომ ამას სახლის კეთილმოწყობისთვის აკეთებდა და არა მასზე ზრუნვის გამო... მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ სიმართლე სხვა იყო.
- ძალიან მძიმე ამბავია რაც მომიყევი მარია, ნამდვილად...დრო მჭირდება რომ გავიაზრო... მაგრამ ეგ გიორგის საქციელს და ჩემს მიმართ დამოკიდებულებას, სამწუხაროდ ვერ გამოასწორებს. ვერც ვერანაირი საქციელი, რომელიც ისევ საკუთარი სინდისისა და დანაშაულის გრძნობის შესამსუბუქებლად გააკეთა.
- ასე ძალიან გატკინა გული შვილო? - თვალებში ცრემლი ჰქონდა ჩამდგარი მარიას, ვერ ცნობდა ლილის, მის ადგილას ის გულუბრყვილო, ოცი წლის ბავშვი კი არა გაზრდილი, ჩამოყალიბებული ქალი იდგა, რომელსაც აშკარად იმაზე მეტი ტკივილი მოუვლინა განგებამ, ვიდრე მისი ასაკის ადამიანს ეკუთვნოდა. ლილიმ პასუხი ვერ გასცა, მაგრად დახუჭა თვალები და ღრმად ამოისუნთქა.
ამასობაში გიორგი სახლში ადგილს ვერ პოულობდა, ამ დილით წავიდა ლილი, თუმცა უკვე საშინელი სიცარიელე იდგა გარშემო. უაზროდ დაეხეტებოდა სახლის ყველა ოთახში, სამზარეულოში, მისაღებში თუ სამუშაო ოთახში შესვლისას, ლილის გამოჩენას ელოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე სასტიკად უცრუებოდა იმედი. მის ოთახში შესვლას ვერ ბედავდა, იცოდა ისევ იქნებოდა დარჩენილი ლილის ვანილის სურნელი და ამას ვერ გადაიტანდა... ადგილს ვერ პოულობდა, არ იცოდა რა ექნა, როგორ გამოესწორებინა საკუთარი საქციელი, როგორ დაებრუნებინა ლილი სახლში. მართალია გივი და კახა უკვე აღარ შეაწუხებდნენ, ერთხელ და სამუდამოდ მაგრამ იქ როგორ დაეტოვებინა? იმ სოროში? სიცივეში? ან საერთოდ აქამდე როგორ ცხოვრობდა, რამდენი ისეთი გაჭირვება გადაიტანა, რაზეც გიორგის წარმოდგენა არ ჰქონდა? ფიქრებისგან თავი უსკდებოდა და მარიასგან სიახლეებს სულმოუთქმელად ელოდა. ნეტა გაჰყვებოდა სახლში? იმედია გაჰყვება, არ უნდა მარტო იყოს, არ შეიძლება ახლა მისი მარტო დატოვება... ისეთი თვალები ჰქონდა... ისე უყურებდა ბოლო შეხვედრისას, თითქოს მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო... არა, ამაზე არ უნდა იფიქროს. ნეტავ ეს ოხერი კომუნიკაციები მაინც აღუდგინონ მალე! ხელები უკანკალებდა და პირი უშრებოდა ისე უნდოდა დალევა, მაგრამ იმ ღამის შემდეგ დაიფიცა, რომ სასმელს არ მიეკარებოდა. ო, ღმერთო, როგორ უნდოდა, მხოლოდ ერთი წვეთი, ერთი ყლუპი, ერთი ჭიქა... და საღად აზროვნებას შეძლებდა, გაეფანტებოდა ეს ბინდი გონებას რომ აწევს...
ფიქრებიდან მარიას ზარმა გამოაფხიზლა
- გიორგი
- გისმენ მარია
- არ წამომყვა დედა, შუქი მოვიდა და დავრჩებიო - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი გამრეკელმა.
- გასაგებია, მადლობა მარია და ბოდიში რომ შეგაწუხე
- არ გრცხვენია შვილო? მაგას როგორ მეუბნები
- რომ მრცხვენია და ასეთ საქმეზე რომ გაგიშვი, მაგიტომაც გეუბნები - ყურმილის მეორე მხრიდან მცირე პაუზის შემდეგ, მარიამ განაგრძო
- შვილო, არ ვიცი, ამის თქმის უფლება მაქვს თუ არა, არ მინდა გეწყინოს
- მითხარი - უყოყმანოდ უპასუხა გიორგიმ და თვალები ღრმად დახუჭა.
- ლილი ლამის ვეღარ ვიცანი, ისეთი შეცვლილია... არ ვიცი რა აწყენინე ამისთანა, მაგრამ იცოდე, ყველაფერი გააკეთე რომ გამოასწორო, დამპირდი... ლილი ისეთი გოგოა, ისეთი იშვიათი... ცუდად მოქცევას არ იმსახურებდა
- ვიცი მარია, მართალი ხარ
- კარგი შვილო, აღარ მოგაცდენ
- მადლობა კიდევ ერთხელ, შენთან ვალში ვარ.
- ნუ სულელობ ერთი, როგორ მინდა მოგქაჩო ეგ შენი აწეწილი თმები და ჭკუაზე მოგიყვანო
- ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ისევ ექვსი წლის ვიყო - მოჩვენებითი გაბრაზებით უთხრა გიორგიმ
- ექვსი წლის რომ აღარ ხარ, საქციელებით უნდა დაამტკიცო ეგ - სიცილით მიუგო მარიამ და ყურმილი დაკიდა.

№1  offline წევრი La dolce vita

ჰო, მძიმე სიტუაციაა. ასეთ დროს, მართლა ძნელია რაიმე თქვა. როცა მამა საკუთარ შვილს სწირავს და მის ცხოვრებას ანგრევს, სიტყვები უბრალოდ აღარ გყოფნის.

მართალია, გიორგიზე ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ მიხარია, რომ მაინც ცდილობს შეცდომების გამოსწორებას. თუ მართლა უყვარს, მხოლოდ სიტყვები არ ეყოფა — საკუთარი თავი უნდა შეცვალოს. დიდი ბრძოლა მოუწევს, რომ გატეხილი გაამთელოს, დაკარგული ნდობა აღადგინოს და დაამტკიცოს, რომ ნამდვილად შეიცვალა.

რაც შეეხება ლილის, ძალიან მომეწონა, რომ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ გული არ მოულბა. მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც ზოგჯერ უპატიებელია. დიახ, ადამიანს შეუძლია აპატიოს, რადგან პატიება, პირველ რიგში, საკუთარი გულის გათავისუფლებაა წყენისგან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვალდებულია იმ ადამიანთან დარჩეს ან მაშინვე შეურიგდეს.

ვფიქრობ, ორივეს სჭირდება დრო, საკუთარ თავთან დარჩენა და ყველაფრის გააზრება.

მოკლედ, ჩემი აზრით, ორი გზა არსებობს: ან გიორგი დიდი ძალისხმევით გაივლის ნამდვილ ტრანსფორმაციას, სულიერად გაძლიერდება, დაიმსახურებს ლილის ნდობასა და სიყვარულს და გახდება მართლაც ღირსეული ადამიანი, ან ვერ შეძლებს ამას, საკუთარ თავს დაიღუპავს და მათი გზები სამუდამოდ გაიყოფა.

და მაინც, ძალიან საინტერესოა, რომელ გზას აირჩევს ავტორი.

ველოდები. ❤️

№2  offline წევრი lility

La dolce vita

როგორც ყოველთვის ძალიან სწორი შეფასება <3 ვნახავთ საითკენ წავა ისტორია

№3 სტუმარი სტუმარი მარი

საოცარი იყო, ყოველგვარი კომენტარის გარეშე. ამ ისტორიაზე დამოკიდებული გაგვხადე. ბრავო, უდავოდ ნიშიერი ადამიანი ხართ. ველიზთ გაგრძელებას

№4  offline წევრი lility

სტუმარი მარი
საოცარი იყო, ყოველგვარი კომენტარის გარეშე. ამ ისტორიაზე დამოკიდებული გაგვხადე. ბრავო, უდავოდ ნიშიერი ადამიანი ხართ. ველიზთ გაგრძელებას

როგორ მახარებს თქვენი ასეთი კომენტარი, ვერ წარმოიდგენთ <3

№5  offline წევრი La dolce vita

lility
La dolce vita
ჰო, მძიმე სიტუაციაა. ასეთ დროს, მართლა ძნელია რაიმე თქვა. როცა მამა საკუთარ შვილს სწირავს და მის ცხოვრებას ანგრევს, სიტყვები უბრალოდ აღარ გყოფნის.

მართალია, გიორგიზე ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ მიხარია, რომ მაინც ცდილობს შეცდომების გამოსწორებას. თუ მართლა უყვარს, მხოლოდ სიტყვები არ ეყოფა — საკუთარი თავი უნდა შეცვალოს. დიდი ბრძოლა მოუწევს, რომ გატეხილი გაამთელოს, დაკარგული ნდობა აღადგინოს და დაამტკიცოს, რომ ნამდვილად შეიცვალა.

რაც შეეხება ლილის, ძალიან მომეწონა, რომ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ გული არ მოულბა. მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც ზოგჯერ უპატიებელია. დიახ, ადამიანს შეუძლია აპატიოს, რადგან პატიება, პირველ რიგში, საკუთარი გულის გათავისუფლებაა წყენისგან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვალდებულია იმ ადამიანთან დარჩეს ან მაშინვე შეურიგდეს.

ვფიქრობ, ორივეს სჭირდება დრო, საკუთარ თავთან დარჩენა და ყველაფრის გააზრება.

მოკლედ, ჩემი აზრით, ორი გზა არსებობს: ან გიორგი დიდი ძალისხმევით გაივლის ნამდვილ ტრანსფორმაციას, სულიერად გაძლიერდება, დაიმსახურებს ლილის ნდობასა და სიყვარულს და გახდება მართლაც ღირსეული ადამიანი, ან ვერ შეძლებს ამას, საკუთარ თავს დაიღუპავს და მათი გზები სამუდამოდ გაიყოფა.

და მაინც, ძალიან საინტერესოა, რომელ გზას აირჩევს ავტორი.

ველოდები. ❤️

როგორც ყოველთვის ძალიან სწორი შეფასება <3 ვნახავთ საითკენ წავა ისტორია

მიხარია, თუ ემთხვევა ჩემი შეფასებები, სიუჟეტს.❤️

№6 სტუმარი ჰო

ყველაფერში გეთანხმებით.
ყველას თავისებურად მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი. რაც რა თქმა უნდა თავის კვალს ტოვებს.
პირადზე ვიტყოდი, სიცოცხლის 100 წელი რომ მქონდეს დარჩენილი, ასივეს ხალხის გარეშე გავატარებდი, უბრალოდ დავიღალე ამდენი აფერისტისგან. ბევრი წყენა მახსოვს ყველასგან, ნორმალური სულ 1-2 თუ მინახავს.
ძნელია ადამიანის პოვნა დღეს, უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ.
პირადზე მეტს არ დავწერ.
,,მარტინ იდენი" რომ წავიკითხე თავის დროზე რაღაცეები მეცნო. სამწუხაროდ რეალობა ესეთია

№7  offline წევრი La dolce vita

ჰო

მართალი ხართ, რეალობა სულ სხვაა — მძიმე, ზოგჯერ კი გაუსაძლისიც, მით უმეტეს მაშინ, როცა შენს ირგვლივ მხოლოდ ნეგატივი, სიბოროტე და აფერისტობა სუფევს. ასეთ დროს სიტყვებიც კი ზედმეტი ხდება.

ეს ისტორიაც სწორედ ამიტომ მიმაჩნია ძალიან რეალისტურად. მე მას ლამაზ სასიყვარულო ამბად არ ვუყურებ. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრებამ გააუბედურა. ორივეს საკუთარი ტრავმები აქვს წარსულიდან, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ერთი ცდილობს ამ ტკივილს გაუმკლავდეს, მეორე კი ვერ ახერხებს.

სამწუხაროდ, გიორგის არ ეყო ის შინაგანი ძალა, სიმტკიცე და ნებისყოფა, რომ წარსულის პრობლემები დაეძლია. სწორედ ამიტომ იქცა ისეთ ადამიანად, როგორიც არის. თუმცა მთავარი კითხვა მაინც ის რჩება — შეძლებს თუ არა შეცვლას?

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი მარტივად არ იცვლება. ამისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. ხშირად საჭიროა მკურნალობა, რეაბილიტაცია, საკუთარი პრობლემების აღიარება და ხანგრძლივი ბრძოლა საკუთარ თავთან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დამოკიდებულების შემთხვევაში.

თუ გიორგის ნამდვილად მოუნდება შეცვლა, ჯერ საკუთარ თავზე მოუწევს მუშაობა, ბევრი ტკივილის, შრომისა და ბრძოლის გავლა. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება უფლება, ლილისთან დაბრუნებაზე იფიქროს.

საბოლოოდ, მათი გზა ორიდან ერთს მიიყვანს: ან ორივე შეიცვლება და ერთად იპოვიან სიმშვიდეს, ან ვერ შეძლებენ წარსულის დაძლევას და თითოეული თავის გზას გააგრძელებს.

№8  offline წევრი La dolce vita

ჰო
La dolce vita
lility
La dolce vita
ჰო, მძიმე სიტუაციაა. ასეთ დროს, მართლა ძნელია რაიმე თქვა. როცა მამა საკუთარ შვილს სწირავს და მის ცხოვრებას ანგრევს, სიტყვები უბრალოდ აღარ გყოფნის.

მართალია, გიორგიზე ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ მიხარია, რომ მაინც ცდილობს შეცდომების გამოსწორებას. თუ მართლა უყვარს, მხოლოდ სიტყვები არ ეყოფა — საკუთარი თავი უნდა შეცვალოს. დიდი ბრძოლა მოუწევს, რომ გატეხილი გაამთელოს, დაკარგული ნდობა აღადგინოს და დაამტკიცოს, რომ ნამდვილად შეიცვალა.

რაც შეეხება ლილის, ძალიან მომეწონა, რომ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ გული არ მოულბა. მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც ზოგჯერ უპატიებელია. დიახ, ადამიანს შეუძლია აპატიოს, რადგან პატიება, პირველ რიგში, საკუთარი გულის გათავისუფლებაა წყენისგან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვალდებულია იმ ადამიანთან დარჩეს ან მაშინვე შეურიგდეს.

ვფიქრობ, ორივეს სჭირდება დრო, საკუთარ თავთან დარჩენა და ყველაფრის გააზრება.

მოკლედ, ჩემი აზრით, ორი გზა არსებობს: ან გიორგი დიდი ძალისხმევით გაივლის ნამდვილ ტრანსფორმაციას, სულიერად გაძლიერდება, დაიმსახურებს ლილის ნდობასა და სიყვარულს და გახდება მართლაც ღირსეული ადამიანი, ან ვერ შეძლებს ამას, საკუთარ თავს დაიღუპავს და მათი გზები სამუდამოდ გაიყოფა.

და მაინც, ძალიან საინტერესოა, რომელ გზას აირჩევს ავტორი.

ველოდები. ❤️

როგორც ყოველთვის ძალიან სწორი შეფასება <3 ვნახავთ საითკენ წავა ისტორია

მიხარია, თუ ემთხვევა ჩემი შეფასებები, სიუჟეტს.❤️

ყველაფერში გეთანხმებით.
ყველას თავისებურად მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი. რაც რა თქმა უნდა თავის კვალს ტოვებს.
პირადზე ვიტყოდი, სიცოცხლის 100 წელი რომ მქონდეს დარჩენილი, ასივეს ხალხის გარეშე გავატარებდი, უბრალოდ დავიღალე ამდენი აფერისტისგან. ბევრი წყენა მახსოვს ყველასგან, ნორმალური სულ 1-2 თუ მინახავს.
ძნელია ადამიანის პოვნა დღეს, უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ.
პირადზე მეტს არ დავწერ.
,,მარტინ იდენი" რომ წავიკითხე თავის დროზე რაღაცეები მეცნო. სამწუხაროდ რეალობა ესეთია

მესმის თქვენი, რადგან ჩემს ირგვლივაც ზუსტად მსგავსი რეალობაა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში ღირსეული და გულწრფელი ადამიანები სულ უფრო იშვიათად გვხვდებიან. ხშირად ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან — იმდენად კარგად ატარებენ ნიღბებს, რომ თავიდან ვერ გაარჩევ, სინამდვილეში ვინ როგორია.

თავიდან გეალერსებიან, გეფერებიან, ნდობას გიჩენენ, მაგრამ დგება დრო, როცა ნიღაბი ცვივა და ნამდვილ სახეს ხედავ. ეს მეც არაერთხელ გამომიცდია და, სამწუხაროდ, ძალიან მწარედ. ყოველ ჯერზე, როცა ვიღაცას ვენდე, ცხოვრება თუ უფალმა თვალი ამიხილა და დამანახვა, რომ ის ადამიანი სანდო არ იყო, მიუხედავად იმისა, რამდენად ახლობელი შეიძლებოდა ყოფილიყო.

სწორედ ამიტომ, დღეს უკვე დისტანციას ვიცავ. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების რწმენა დავკარგე, უბრალოდ ვისწავლე, რომ ნდობა ადვილად არ უნდა გასცე.

ასეთია, სამწუხაროდ, ცხოვრება. ბოროტება ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უნდა დავემორჩილოთ. ღირსეული ადამიანები ხშირად უფრო მეტ ტკივილს იტანენ, თუმცა საბოლოოდ სწორედ სიკეთე, სიმართლე და სინდისი რჩება ყველაზე დიდ ძალად. ამიტომ ნუ მივაქცევთ ასეთ ადამიანებს ზედმეტ ყურადღებას და ვეცადოთ, თავად არ დავკარგოთ ის სიკეთე, რაც ჩვენშია.

№9 სტუმარი ჰო

La dolce vita-ს გეთანხმებით ყველაფერში.
თუმცა იმაზე ვერა რომ ბოროტება სულ იარსებებს.
რადგან დადგება დრო და ბოროტებას ღმერთი წაშლის დედამიწიდან და დარჩება მხოლოდ სიკეთე.

№10 სტუმარი ფფ

საოცრად წერთ ♥️

№11 სტუმარი სტუმარი ლიაკო

საოცარი გოგო ხართ, საოცარი იისტორიით, ერთს გთხოვთ მარტო, არ მინდა რომ ბოროტებამ გაიმარჯვოს. ისედაც იმდენი ცუდი ხდება გარშემო, რომ ჩემი გული ამას ვეღარ გაუძლებს. როდის დადებთ გაგრძელებას?შეგვეხმიანეთ

№12  offline წევრი La dolce vita

ჰო
La dolce vita-ს გეთანხმებით ყველაფერში.
თუმცა იმაზე ვერა რომ ბოროტება სულ იარსებებს.
რადგან დადგება დრო და ბოროტებას ღმერთი წაშლის დედამიწიდან და დარჩება მხოლოდ სიკეთე.

ალბათ ჩემი კომენტარი ცოტა სხვანაირად გაიგეთ. 😊 მე საერთოდ არ მიგულისხმია, რომ ბოროტება მარადიულად იარსებებს. პირიქით, მჯერა, რომ ღმერთი აუცილებლად მოუღებს მას ბოლოს და ეს დღეც აუცილებლად დადგება.

მე მხოლოდ აწმყოზე ვსაუბრობდი — იმ რეალობაზე, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. სანამ ღმერთი საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ბოროტებას, ის ჯერ კიდევ მოქმედებს, ადამიანებს ტკივილს აყენებს და ბევრ უსამართლობას ვხედავთ. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში და არა ის, რომ ბოროტება სამუდამოდ იარსებებს.

№13 სტუმარი ჰო

🖒
ეხლა გასაგებია კი, მეც მაგის იმედი მაქვს☺

№14 სტუმარი სტუმარი გვანცა

ახსლ თავს როდის ატვირთავთ? მოუთმენლად გელით.

№15 სტუმარი ნია

დარწმუნებული ვიყავი გიორგის საშინელი ტრამვები და დიდი გული ქონდა ის კარგი ადამიანია მაგრამ ცხორებაზე გულგატეხილი არ მიკვირს იმ ღამიმდელი მისი საქციელი მამაკაცების უმეტესობა სამწუხაროა მაგრამ ასე მოიქცეოდა რამდენი უბედურებისგან იხსნა ლილი უნდოდა სწავლა გაეგრძელებინა გვერდში უდგა ცდილობდა მის სიკეთეზე ეზრუნა იმ ღამით ლილიც არ იყო სწორი გამოიწვია კაცი ნასვამი გაბრაზებული რწმენა დაკარგული ზეციდან ნუ ჩამოვფრინდებით და ნუ ვიტყვით რომ მამაკაცების უმრავლესობა მასე არ მოიქცეოდა ინანიებს განიცდის თავის საქციელს ლილიც რწმენა დაკარგული შეურაცყოფილი გოგოა მამისგან გაუბედურებული რა თქმა უნდა უცებ არ გაივლის ეს ტკივილი ლილისაც ქონდა გრძნობა გიორგის მიმართ მეც ვისურვებდი ყველაფერი გამოასწორონ და ერთად იყვნენ რატო გვიკვირს როდესაც კაცი ქალს იტაცებს და იძულებით ხდის მის ცოლად ის ნაკლებად ცოდოა? უძნელესია მოძალადეა ასეთი ყველა მამაკაკაცი მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ მშვენიერი ოჯახი ყალიბდება რა გაეწყობა უნდა იბრძოლონ სიყვარულისთვის და ერთმანეთს გვერდში დაუდგენ დარწმუნელებული ვარ გიორგი ყველაფერს გააკეთებს ლილის სიყვარულისთვის ლილიც უსიყვარულოდ გაზრდილი დაუცველი გოგოა რომელსაც ადამიანური სითბო ენატრება ძალიამ მომწონს თქვენი ნამუშევარი ყოჩაღ ნამდვილად არ უნდა მიატოვოთ წერა გელოდებით საუკეთესო ხართ ამჟამამად საიტზე გელოდებით

№16 სტუმარი სტუმარი Nina

თამამად ვიტყვი რომ ამ საიტზე თქვენ ფურორი მოახდინეთ და თქვენი სიტყვა თქვით, თანაც ისეთი რომლის გაგრძელებასაც ყოველ წუთს ველით, მადლობა თქვენ ამისთვის.

№17  offline წევრი lility

სტუმარი Nina
თამამად ვიტყვი რომ ამ საიტზე თქვენ ფურორი მოახდინეთ და თქვენი სიტყვა თქვით, თანაც ისეთი რომლის გაგრძელებასაც ყოველ წუთს ველით, მადლობა თქვენ ამისთვის.

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ! <3

№18  offline წევრი lility

ნია
დარწმუნებული ვიყავი გიორგის საშინელი ტრამვები და დიდი გული ქონდა ის კარგი ადამიანია მაგრამ ცხორებაზე გულგატეხილი არ მიკვირს იმ ღამიმდელი მისი საქციელი მამაკაცების უმეტესობა სამწუხაროა მაგრამ ასე მოიქცეოდა რამდენი უბედურებისგან იხსნა ლილი უნდოდა სწავლა გაეგრძელებინა გვერდში უდგა ცდილობდა მის სიკეთეზე ეზრუნა იმ ღამით ლილიც არ იყო სწორი გამოიწვია კაცი ნასვამი გაბრაზებული რწმენა დაკარგული ზეციდან ნუ ჩამოვფრინდებით და ნუ ვიტყვით რომ მამაკაცების უმრავლესობა მასე არ მოიქცეოდა ინანიებს განიცდის თავის საქციელს ლილიც რწმენა დაკარგული შეურაცყოფილი გოგოა მამისგან გაუბედურებული რა თქმა უნდა უცებ არ გაივლის ეს ტკივილი ლილისაც ქონდა გრძნობა გიორგის მიმართ მეც ვისურვებდი ყველაფერი გამოასწორონ და ერთად იყვნენ რატო გვიკვირს როდესაც კაცი ქალს იტაცებს და იძულებით ხდის მის ცოლად ის ნაკლებად ცოდოა? უძნელესია მოძალადეა ასეთი ყველა მამაკაკაცი მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ მშვენიერი ოჯახი ყალიბდება რა გაეწყობა უნდა იბრძოლონ სიყვარულისთვის და ერთმანეთს გვერდში დაუდგენ დარწმუნელებული ვარ გიორგი ყველაფერს გააკეთებს ლილის სიყვარულისთვის ლილიც უსიყვარულოდ გაზრდილი დაუცველი გოგოა რომელსაც ადამიანური სითბო ენატრება ძალიამ მომწონს თქვენი ნამუშევარი ყოჩაღ ნამდვილად არ უნდა მიატოვოთ წერა გელოდებით საუკეთესო ხართ ამჟამამად საიტზე გელოდებით

დიდი მადლობა ნია ამ კომენტარისთვის <3

№19 სტუმარი სტუმარი მარი

იქნებ დაწეროთ შემდეგი თავი როდის იქნება? ძალიან გთხოვთ

№20 სტუმარი სტუმარი მარი

პასუხი მოგვწერეთ როდის ატვირთავთ

№21 სტუმარი სტუმარი Lility

სტუმარი მარი
პასუხი მოგვწერეთ როდის ატვირთავთ

სალამი, სამშაბათს ❤️

№22 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ერთ რჩევას მოგცემთ, თუ მიიღებთ რათქმაუნდა, რადგან ინტერესი დიდია თქვენი ისტორიისადმი და აუდიტორიაც დიდი გყავთ, ეს მოწონენენიდან და კომენტარებიდანაც ჩანს, იქნებ გაზარდოთ თავის მოცულობა და ისე დადოთ, ან ცოტა მალ მალე, ლოდინი ღლით ადამიანებს და დამიჯეტეთ ინტეტესიც ნელდება, ან კიდევ ჯერ ფაამთავრეთ და ისე დადეთ ერთნაირად.

№23 სტუმარი სტუმარი Nina

დაიწყო უსასრულოდ ლოდინიი???

№24 სტუმარი სტუმარი Nina

დაიწყო უსასრულოდ ლოდინიი???

№25  offline წევრი La dolce vita

სტუმარი Nina
დაიწყო უსასრულოდ ლოდინიი???

ხომ თქვა, რომ სამშაბათს, ავტვირთაო, დამარჩენს უკვე ადმინისტრაცია განაგებს და მხოლოდ ადმინებს, აქვთ წვდომა.სისტემასთან, რომ გამოაქვეყნონ, დამიჯერეთ, ავტირებიც არანაკლებ მოლოდინში არიან, როდის გამოქვეყნებს ადმინისტრაცია, ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რადგან ზოგჯერ ერთი ლვირაც კი აგვიანებენ.

№26 სტუმარი ჰოო

[როდესაც კაცი ქალს იტაცებს და იძულებით ხდის მის ცოლად ის ნაკლებად ცოდოა? უძნელესია მოძალადეა ასეთი ყველა მამაკაკაცი მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ მშვენიერი ოჯახი ყალიბდება]
😖
მგონი ტყვილა დავწერე კომენტარები წინა თავში.
ჯერ იმ კაცს რა ვუთხარი, თავისი ვაჟკაცობით, პატიოსნებით, აზრონებით რომ ქალს თავს ვერ შეაყვარებს და იძულებული გახდება მოიტაცოს, იძალადოს და ცოლად ისე შეირთოს.
და რა მშვენიერი ოჯახი ხალხო, სად დაფრინავთ?
არ ინგრევა კი ხანდახან, მაგრამ ვაი მაგ არ დანგრევას,

№27  offline წევრი La dolce vita

ჰოო

თქვენ, როგორც ყოველთვის, სწორად მსჯელობთ. მეც მინდოდა რამე დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ვიფიქრე, აზრი აღარ ჰქონდა — განსხვავებული აზრის ადამიანს მაინც ვერაფერს შევაცვლევინებ.

რაც შეეხება მოტაცებას, მართლა ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება დღესაც ვინმემ ამის გამართლება სცადოს. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? ეს ხომ ძალიან მოძველებული და არაჯანსაღი მიდგომაა. ქართველებში ასეთი შემთხვევები დღეს უკვე ძალიან იშვიათია, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი ტრადიცია ზოგიერთ აზერბაიჯანულ და ჩეჩნურ ოჯახში ჯერ კიდევ გვხვდება.

ვერც იმას ვიგებ, რატომ ცდილობენ ზოგიერთი ადამიანი მოტაცების რომანტიზებას. ჩემთვის ეს თემა განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან თავის დროზე დედაჩემიც მოიტაცეს — მხოლოდ 17 წლის იყო. მართალია, ეს ნაწილობრივ შეთანხმებულიც ყოფილა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბედნიერი ცხოვრება მაინც არ ჰქონია და ძალიან ბევრი ტანჯვა გამოიარა. შეიძლება მილიონში ერთ შემთხვევას ჰქონდეს კარგი დასასრული, მაგრამ ეს გამონაკლისია და არა წესი.

სწორედ ამიტომ ვერ ვიტან ასეთ „ტრადიციებს“. თუ ადამიანი მართლა მოგწონს, მისი ნდობა, პატივისცემა და სიყვარული უნდა დაიმსახურო და არა ძალით, ცხოველური საქციელით, საკუთარი სურვილი თავს მოახვიო. სიყვარული არასოდეს უნდა იწყებოდეს იძულებით.

და ბოლოს, ყველა კაციც ერთნაირი არ არის. არსებობენ ღირსეული, პატიოსანი და ადამიანური კაცებიც, რომლებიც ქალის არჩევანსა და ღირსებას პატივს სცემენ.

№28 სტუმარი ნია

მეც მასე ვფიქრობ შეუძლებლად მიმაჩნია უსიყვარულოდ მამაკაცის შეხება .აგრამ ბევრი ოჯახი ვიცი დროთავანმავლობაში ბევრ კარგ თვისებებს აღმოაჩენენ ერთმანეთში და უყვარდებათ პირადად მე არასოდეს შემიყვარდებოდა მაგრამ მე გიორგის არ ვთვლი მოძალადეთ რადგან ის ცდილობდა თავი აერიდებინა ასეთი სიტუაციისთვის ცდილობხა მაგრამ უნდობლობასაც ვერ ერეოდა გა ნა ის არიყო განადგურებული ლამის გაგიჟებული მამამის და ჰვანცას საქციელიდან ? ლილის იმ ღამით ზედმეტი მოუვიხა ვინ იცის გიორგიმ რა ბრძოლები გაიარა ლილის მამა და მისი მევალეები რომ ჩამოეშორებია თავიდან ძალიან ცუდ განწყობაზდ იყო შეიძლება ვეტც დაეცვა ლილი ლილის ეს როგორმე უნდა ეგრძნო და უაზროდ გათიშულ კაცს უნდა გარიდებოდა კაცების იმრავლესობა ისედაც არ გამოირჩევიან დიდი თავშეკავებით მარტო იყვნენ და იმის ნაცვლად ლილის ცოტათი მაინც ეგრძნონინებინა მადლობელი იყო იმისი რომ მოძალადეებისგა იხსნა დაუპირისპირდა ნუ რა ვიცი რა თქმა უნდა ყველას სხვადასხვა აზრი გვაქვს თუნდაც სიყვარულზე ზოგი გარეგნობით იყვარებს ზოგო ქონებისთვის ზოგი ს,ვადა სხვა მიზეზით ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია ერთგულება თანაგრძნობა ურთირთიერთ გაგება მადლიერება რომ მიცავს მეიმედება ისინი ხომ იქამდე ვერ მივიდენ შეიძლებოდა იმ ღამით თავი აერიდებინა ამ ყველაფრისთვის მითუმეტეს ლილის გიორგის მეტი ამ ქვეყნად. აინც არავინ ეგულებოდა მოიმედედ გიორგიმ არც კი ივოდა ლილი რა უცოდველი იყო კაცმა აფექტის სიტუაციაში მეტი ვერ მოზომა რა თქმა უნდა ძალიან ცუდად გამოვიდა ყველაფერი მაგრამ გაგებაც შეიძლება ორვე გულგატეხილი და განადგურებულია

№29 სტუმარი ჰოო

La dolce vita-ს გეთანხმები ყველაფერში.
ერთს დავწერ კიდევ, ძველად ფშავლებში მოტაცება ხდებოდა, მაგრამ ქალის გაუპატიურებას ერიდებოდნენ, რადგან ეს მოსისხლეობას იწვევდა. ასევე მშობლები რომ მიაკითხავდნენ, თუ ქალს არ უნდოდა დარჩენა, არ დატოვებდნენ.
ზოგჯერ მოსწონდა გოგოს ვაჟი, მაგრამ ეტყოდა: ,,ეხლა ჩემებს წავყვები, რომ ოჯახის სახელი არ შევარცხვინოო, მერე მოდი ჩემთან ოჯახში, მოითხოვე ჩემი თავი და გამოგყვებიო" (წაკითხული მაქვს მთის ტრადიციები)
სამწუხაროდ ბარში სულ სხვანაირად იყო ყველაფერი.
მთაში უფრო იყო ქალის უფლება დაცული, ქალი, (თუნდაც ბავშვი გოგო) მანდილს რომ ჩააგდებდა, მოჩხუბარი კაცები ჩერდებოდნენ. (ვაჟას პოემა ,,მანდილი)
ასე რომ ზოგი კაი ტრადიციაც გვქონდა, (რომლებიც დაივიწყა ხალხმა) თუმცა მოტაცება მაინც მიუღებელია.
რაც შეეხება ნიას კომენტარს, გვესმის კი გიორგის ამბავიც, მაგრამ რა ვქნათ, ძალადობას ვერ გავამართლებთ.
კაცს მაინც მეტი თავის კონტროლი უნდა ჰქონდეს. მე ასე მიმაჩნია

№30  offline წევრი lility

სტუმარი Nina
დაიწყო უსასრულოდ ლოდინიი???

ავტვირთე ნინა, ალბათ მალე გამოქვეყნდება <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent