შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ოთხმოცდახუთი მიზეზი,რომ შემყვარებოდი" (ნაწილი V)


გუშინ, 23:34
ავტორი Mariana_045
ნანახია 31

ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება...ზოგჯერ თვეები, წლები… უამრავი პატარა საქციელი, რომლითაც ადამიანს უმტკიცებ,რომ მასთან უსაფრთხოდ იგრძნობ თავს...მაგრამ დაკარგვას?ზოგჯერ მხოლოდ ერთი წამიც კი ჰყოფნის....როგორ ფიქრობთ, ნდობის მოპოვებაა უფრო რთული თუ მისი დაკარგვა?ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია...ბედისწერა ხომ ერთი დიდი ბორბალია -არასდროს იცი, საით გადაბრუნდება, როდის შეიცვლის მიმართულებას და რა შედეგებს მოგიტანს...დღეს შეიძლება ყველაფერი ისე იყოს, როგორც ყოველთვის გინდოდა, ხვალ კი ერთმა შემთხვევითმა მოვლენამ მთელი შენი სამყარო თავდაყირა დააყენოს...სიყვარულიც ასეა…არასდროს იცი, რა მოხდება მაშინ, როცა ადამიანს საკუთარ სულს ანდობ...როცა გულამდე მიუშვებ...როცა მის წინაშე ყველა კედელს ჩამოანგრევ და მის ხელში ყველაზე ძვირფასს - საკუთარ გულს - დატოვებ...იმ წამს ყველაზე ბედნიერი ხარ, რადგან გგონია, რომ იპოვე ადამიანი, რომელსაც შენი გულის ფრთხილად დაჭერა შეუძლია...მაგრამ შემდეგ ბედისწერის ბორბალი ტრიალდება…და სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდე, ხდება მიზეზი იმისა, რომ საკუთარ გულს ვეღარ ცნობ...გული ხომ ფაიფურის ჭიქას ჰგავს - ერთხელ თუ ხელიდან გაგივარდა, შეიძლება ისევ ააწყო, ნაფლეთები შეაწებო, მაგრამ ისეთი აღარასდროს იქნება...ბზარები დარჩება...ისეთი პატარა, თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველი ხაზები, რომლებიც მხოლოდ შენ იცი, სად გადის...ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ოდესღაც მთელი გულით გჯეროდა - ეს ადამიანი არასდროს გატკენდა...ალბათ, ამიტომაც არის ნდობა ასეთი ძვირფასი...მის მოპოვებას დრო სჭირდება, დაკარგვას - ერთი წამი...და ბედისწერის ბორბალი კი ისევ ტრიალებს…ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვილოცოთ - შემდეგ შემოტრიალებაზე ჩვენი გული ნაფლეთებად აღარ იქცეს...
პირველი საღამო გაგას გარეშე ჯოჯოხეთი აღმოჩნდა.ყველაფერი მას მახსენებდა...სადაც გავიხედებოდი, ყველგან მისი სახე მხვდებოდა...იმ ღამეს რამდენჯერმე ავიღე ტელეფონი და ჩვენი ფოტოები თავიდან ბოლომდე გადავათვალიერე...ერთ ფოტოზე დიდხანს გავჩერდი...ის ფოტო ორივეს განსაკუთრებით გვიყვარდა...სანაპიროზე ხელბურთს ვთამაშობდით... ორივე ქვიშაში ამოსვრილები ვიყავით, თმა არეულად გვქონდა, სახეები კი ისეთი გვქონდა, თითქოს იმ წუთას მთელ სამყაროში ჩვენ გარდა არავინ არსებობდა...ფოტოზე ზუსტად ის წამი იყო აღბეჭდილი, როცა ალეკოსა და დათოს თამაში მოვუგეთ...მე გაგას ვუყურებდი...გაგა მე...ისეთი გულწრფელი ღიმილი გვქონდა, რომ იმაზე ბედნიერ მომენტს ვერც კი წარმოვიდგენდი...იმ ღამეს ტირილსა და ჩვენი ფოტოების თვალიერებაში გამითენდა...მეორე დღესაც ვერ წავედი სამსახურში...მესამესაც...და მეოთხესაც...ორი დღე საწოლიდან საერთოდ არ ავმდგარვარ...არც ჭამის თავი მქონდა და არც ძილის...უბრალოდ ვიწექი და ვტიროდი...თვალებს რომ ვხუჭავდი, გაგას ვხედავდი...თვალებს რომ ვახელდი - მისი არყოფნა მხვდებოდა...ბოლოს ელენემ ვეღარ მოითმინა,ოთახში შემომივარდა, საწოლთან ჩამოჯდა და გაბრაზებულმა შემომხედა...
- გოგო, ნორმალური ხარ?!
- ელე...
- მთელი ცხოვრება ასე უნდა იგლოვო?!
- არ ვგლოვობ...
- აბა რას აკეთებ?! - პასუხი არ მქონდა.ელენემ ამოიოხრა და საბანი გადამხადა.
- ადექი.
- არ მინდა.
- ადექი, მარი.
- არ შემიძლია.
- შეგიძლია... და თუ არ შეგიძლია, მე აგაყენებ. - იმ საღამოს ძლივს შემაჭამა რაღაც.მომდევნო დილით კი სამსახურში წასვლა გადავწყვიტე.ალბათ იმიტომ, რომ სახლში ყოფნა უფრო მეტად მტკენდა.დილით სასტუმროში თითქმის ქურდივით შევიპარე.მეშინოდა, სადმე გაგა არ შემხვედროდა.მთელი დღე ყველა კუთხეს ვაკვირდებოდი.თუ მისი ხმა მომესმებოდა, მაშინვე სხვა მხარეს მივდიოდი.თუ ვინმე ამბობდა მის სახელს, ვითომ ვერ ვიგებდი.მეგონა, საერთოდ არ მოვიდოდა.მაგრამ საღამოს, ვახშმის დროს, სასადილოს კარი გაიღო...თავი ავწიე...გაგა შემოვიდა...გული მაშინვე მომეწურა...ჩემკენ არც გამოუხედავს...თითქოს საერთოდ არ მიცნობდა...მშვიდად აიღო საჭმელი და იმ მაგიდასთან დაჯდა, სადაც ყოველთვის ჯდებოდა...ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ადრე...მხოლოდ ერთი რამ იყო შეცვლილი...აღარ იღიმოდა...სახე გაცილებით მკაცრი ჰქონდა...ისეთი, როგორიც პირველ დღეებში,სანამ ერთმანეთს გავიცნობდით...ერთი წამით გავიფიქრე აივნის უჟმური დაბრუნდა მეთქი...ჩემ წინ ისევ ის სერიოზული ბიჭი იჯდა, რომელსაც თითქოს საერთოდ არ ვაინტერესებდი...და ასე გაგრძელდა ერთი კვირა...მთელი ერთი კვირა...მე ვმუშაობდი და მისთვის თვალის არიდებას ვცდილობდი...ის მოდიოდა, ჭამდა, თავის მეგობრებთან საუბრობდა და ისე იქცეოდა, თითქოს ჩემს არსებობას ვერ ამჩნევდა...მაგრამ სწორედ ამ ერთმა კვირამ გაგვაგებია ყველაზე მთავარი...მის გარეშე ყოფნა არ შემეძლო...მას კი ჩემ გარეშე...მე ის მჭირდებოდა...მეშვიდე დღის საღამოს სასადილოში მარტო დავრჩი...თეფშებს ვწმენდდი...თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს ჩვეულებრივი საღამო იყო...სწორედ მაშინ კარისკენ გამექცა მზერა...გაგა იდგა...უბრალოდ იდგა და მიყურებდა...ხელიდან თეფში გამისხლტა...ერთი...მეორე...მესამე...ერთიანად დამიცვივდა ყველა თეფში...ხმაურით ყველა დაიმსხვრა იატაკზე...ერთი კვირის შემდეგ პირველად ვიყავით ასე ახლოს...იმ წამს ორივემ ვიცოდით,რომ ეს საუბარი ვეღარ გადაიდებოდა...თეფშების დამსხვრევის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა, როცა გაგა ჩემკენ წამოვიდა...ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.ისიც ჩუმად იყო.მხოლოდ იატაკზე დაყრილ ნამსხვრევებს დახედა, მერე ისევ მე შემომხედა.
- ხელი ხომ არ დაიზიანე? - თავი გავაქნიე.
- არა.
- კარგი. - რამდენიმე წამით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.გაგა ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- მარი, ამჯერად ვერსად გაიქცევი. - მის სიტყვებზე თვალები ამიწყლიანდა.
- რატომ მოხვედი? - გაგამ ამოიოხრა.
- იმიტომ, რომ ერთი კვირაა ორივე ვიტანჯებით. - თავი დავხარე.
- მე კარგად ვარ.
- არა, არ ხარ.
- საიდან იცი?
- გხედავ როგორაც ხარ...და იმიტომაც, რომ ვიცი, რატომ გამექეცი. - თავი სწრაფად ავწიე.
- რა იცი?
- გვანცამ მითხრა. - გული შემეკუმშა...არ ვიცი რატომ...ალბათ მეშინოდა...მეშინოდა იმის,რაც გაგასგან უნდა გამეგო...
- ყველაფერი?
- ყველაფერი. - მაშინვე გვერდზე გავიხედე,გაგამ საუბარი ისევ მშვიდი ტონით გააგრძელა -სანამ აქ ჩამოვიდოდი, ნინოსთან უკვე დასრულებული მქონდა ყველაფერი.
- ვიცი...
- არა, მარი...არ იცი...რომ გცოდნოდა, იმ დღეს ასე არ გამექცეოდი... - მის ხმაში პირველად ვიგრძენი წყენა... ცრემლი ჩამომიგორდა.
- მე უბრალოდ შემეშინდა.მეგონა, რომ... - სიტყვა გამიწყდა - მეგონა, რომ ჩემთან იყავი, მაგრამ სინამდვილეში ისევ მასზე ფიქრობდი.
- არა. - გაგამ თავი გააქნია.
- გვანცამ მითხრა, რომ შეიძლება დროის გასაყვანად იყავი ჩემთან.
- გვანცა ცდებოდა
- მაგრამ ის შენი დაა. მან შენზე ბევრი რამ იცის. - გაგას გაეღიმა, თუმცა თვალებში სევდა ჰქონდა.
- შეიძლება ჩემი და იყოს, მაგრამ ჩემს გულში რა ხდება, ეგ ჩემზე უკეთ არავინ იცის. - ამ სიტყვებზე ხმა ჩამიწყდა.გაგა კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.
- მარი, მე შენთან იმიტომ არ დამიწყია ურთიერთობა, რომ ვინმე დამევიწყებინა.
- მაშინ რატომ? - პასუხი დაუყოვნებლივ გამცა.
- იმიტომ, რომ მომეწონე...მერე კი...შემიყვარდი...იმაზე მეტად, ვიდრე ველოდი. - ცრემლები წამომივიდა.
- მაშინ რატომ არ მომწერე მთელი ეს დღეები? - გაგას სახე შეეცვალა.
- იმიტომ, რომ შენ თვითონ მითხარი, შენი ცხოვრებიდან წავსულიყავი.
- გაგა... - საუბარი გამაწყვეტინა.
- არ მინდა კიდევ ერთხელ გავიქცეთ ერთმანეთისგან იმის გამო, რაც სხვამ გითხრა. - ხელი ნელა გამომიწოდა...რამდენიმე წამი მის ხელს ვუყურებდი.
- არ ვიცი, შემიძლია თუ არა...
- შეგიძლია...საერთოდ არ იქნება მარტივი. მაგრამ თუ ორივეს გვინდა, რომ გამოვიდეს, ერთი კვირით ჩუმად ყოფნა აღარ შეიძლება. - თვალებიდან ცრემლები მომდიოდა...თავი ავწიე და თვალებში შევხედე.
- და თუ ისევ შემეშინდება?ან ისევ გავიქეცი? - გაეღიმა.
- დაგეწევი.
- ასე დარწმუნებული ხარ?
- შენზე? - ჩუმად გაეცინა. - უკვე კი. - ცრემლები ისევ მომდიოდა, მაგრამ ამჯერად ტირილს ღიმილიც ერეოდა.
- სულელი ხარ, გაგა.
- ვიცი...სიყვარული მარტივი არასდროს ყოფილა, მარ...კარგად მომისმინე...ის ჩემი წარსულია...შენ კი ჩემი აწმყო ხარ.
- ძალიან მომენატრე. - მის სახეზე ისეთი ღიმილი გაჩნდა, როგორსაც ბოლო დღეებში ვეღარ ვხედავდი...
- მეც...თან ძალიან. - მის სიტყვებზე ხმა ჩამიწყდა.რამდენიმე წამით უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით...მერე ძლივს ვუთხარი...
- მაპატიებ?
- ერთი პირობით.
- რა პირობით?
- მეორედ ჩემგან გაქცევას ნუ გადაწყვეტ. - ცრემლი ისევ ჩამომიგორდა ლოყაზე
შერიგების შემდეგ თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა.ოღონდ ერთი განსხვავებით - ახლა უკვე ორივემ ვიცოდით, რას ვგრძნობდით.პირველი დღეები ცოტა უცნაური იყო.ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ადამიანთან, რომელსაც ერთი კვირის წინ ვუთხარი, ჩემი ცხოვრებიდან წასულიყო და ახლა ისევ ჩემ გვერდით იდგა.გაგა კი თითქოს საერთოდ არ აპირებდა ამ უხერხულობისთვის ყურადღების მიქცევას...დილით ისევ მწერდა...დღეს ერთად ვატარებდით...საღამოს უზაროდ დავსეირნობით...ერთ საღამოს სასტუმროს ეზოში ვისხედით.გაგა ყავას სვამდა, მე კი მის გვერდით ვიჯექი.
- რატომ მიყურებ? - ვკითხე.
- უბრალოდ.
- რა უბრალოდ?
- მაინტერესებს, როგორ მოახერხე, რომ ერთ კვირაში ასე მომენატრე.
- მე კი არ მომენატრე.
- არა?
- არა.
- კარგი - ყავა მოსვა და გვერდზე გაიხედა. - მაშინ სახლში რომ მიხვალ, აღარ მოგწერ
- ეგ არ მითქვამს.
- მაგრამ მითხარი, არ მომენატრეო.
- ხოო...არ მომენატრე... უბრალოდ შენი შეტყობინებები მომწონს. - გაეცინა.
- ეგეც სიყვარულია, მარი.
- ნუ იწყებ. -შემდეგ სანაპიროზე მარტო გავედით.ქარი ქროდა.ფეხსაცმელები ხელში გვეჭირა და სველ ქვიშაზე მივდიოდით.
- იცი, ყველაზე მეტად რა მახსოვს? - ვკითხე.
- რა?
- ის დღე, პირველად რომ დაგინახე.
- ჩემი სერიოზული სახე?
- ჰო.
- და მაინც მოგეწონე?
- სამწუხაროდ. - გაეცინა
- თავიდან მეც არ მომწონდი საერთოდ
- მატყუებ.
- არა.
- აბა რატომ მიყურებდი სულ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, რატომ იყავი ასეთი თბილი
- და ახლა?
- ახლა იმიტომ გიყურებ, რომ მიყვარხარ. - გული გამიჩერდა.ეს სიტყვა პირველად მითხრა ასე პირდაპირ.
- კიდევ ერთხელ თქვი.
- არ ვიტყვი.
- გაგა...
- არა.
- გთხოვ. - გამიღიმა.
- მიყვარხარ. - თავი მის მხარზე დავდე...იმ ღამეს დიდხანს ვიარეთ სანაპიროზე...დილით კი მზის ამოსვლასაც ერთად შევხდით...ნელ-ნელა გაგას დასვენებაც დასრულდა.ის თბილისში დაბრუნდა, მე კი ბათუმში დავრჩი.თავიდან მეგონა, რომ იმ უცნაურ მანძილს უნდა შევჩვეოდით, რომელიც ერთმანეთისგან გვაშორებდა.მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა.სწავლის გაგრძელება თბილისში გადავწყვიტე და მობილობით იქ გადავედი.როცა ეს ამბავი გაგას ვუთხარი, რამდენიმე წამით ჩუმად იყო.
- ანუ თბილისში გადმოდიხარ?
- ჰო.
- მართლა?
- მართლა.
- ჩემთან ახლოს? - გამეცინა.
- შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. -იმ დღიდან ბინის ძებნა დაიწყო...ცდილობდა მის სახლთან ახლოს ენახა ბიუჯეტურ ფასად პატარა და საყვარელი ბინა...დიდი დრო არც დაჭირვებია...ბინაც მომიძებნა და იქირავა...თავიდან ვეწინააღმდეგებოდი.
- გაგა, მე თვითონ მოვაგვარებ.
- ვიცი.
- მაშინ დამაცადე...
- არა,რა თქმა უნდა,მშვიდად უნდა ვიყო,რომ უსაფრთხო ადგილას იცხოვრებ...
- ძალიან ჯიუტი ხარ.
- შენც. - თბილისში წასვლის წინა დღით ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე.ტანსაცმელს კარადიდან ვიღებდი, რამდენიმე წამით ხელში ვაჩერებდი, მერე ისევ უკან ვაბრუნებდი.თითქოს თითოეულ ნივთთან ერთად იმ ოთახიდან რაღაცას ვიპარავდი.ბოლოს ჩემოდანში პირველი მაისური ჩავდე...მერე მეორე...ჯინსები...კაბები...ფეხსაცმელები...წიგნები...პატარა ნივთები, რომლებსაც ვერასდროს ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იმ დღეს ყველა მათგანი უცნაურად მნიშვნელოვანი გახდა...ჩემი ოთახი ნელ-ნელა იცლებოდა...კედლებზე აღარაფერი რჩებოდა...კარადა ნახევრად ცარიელი იყო...როცა ბოლოს ოთახის შუაში დავდექი, პირველად დავინახე, როგორი ცარიელი ყოფილა ჩემი ოთახი ნივთების გარეშე.სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე თბილისში გადავბარგდი...სადგურზე ელენე გამომყვა...ჩემს ჩემოდანს რომ შეხედა, ტირილი დაიწყო.
- არ მჯერა,მტოვებ? - პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი მატარებლის გასვლის გამოცხადება გაისმა, ორივე გავჩუმდით...ჩამეხუტა...თან ორივე ვტიროდით...
- ჭკვიანად იყავი.
- ვიქნები.
- უნივერსიტეტი არ მიატოვო.
- არ მივატოვებ.
- ბინის კარი ბევრჯერ გადაკეტე.
- კარგი,გადავკეტავ. - ბოლოს დაიბნა.
- ბედნიერი იყავი, შავტუხ. - გამეღიმა.
- ვეცდები - მატარებელში რომ ავედი, ფანჯარასთან დავჯექი.ელე ისევ იქ იდგა.ხელს მიქნევდა...მატარებელი ნელა დაიძრა...ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ მცირდებოდა სადგური, როგორ ქრებოდა ნაცნობი სანაპირო...თავი მინას მივადე.მთელი გზა ვფიქრობდი.თბილისზე.უნივერსიტეტზე.ახალ ბინაზე.ახალ ცხოვრებაზე.მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ერთ ადამიანზე.გაგაზე.იმ დღეს გაგას ვარჯიში ჰქონდა...დილით დამირეკა.
- მარ, დღეს რომელ საათზე ჩამოდიხარ?
- დაახლოებით შუადღის პირველი საათისკენ.
- კარგი.
- შენ ვარჯიში არ გაქვს?
- მაქვს.
- მაშინ ნუ ინერვიულებ. ბინაში თვითონ მივალ. - ტელეფონი გავთიშე და საერთოდ არ მიფიქრია, რომ შეიძლება რამე სხვანაირად მომხდარიყო.მატარებელში მთელი გზა ფანჯრიდან ვიყურებოდი.მატარებელი სადგურში რომ შევიდა, ჩანთა ავიღე და ჩამოვედი.სადგურში ხალხი ირეოდა.ვიღაცას ელოდებოდნენ.ვიღაცები ერთმანეთს ხვდებოდნენ.მე კი მარტო ვიდექი და ტელეფონში მისამართს ვამოწმებდი.უცებ უკნიდან ნაცნობი ხმა გავიგე.
- ქალბატონო, მარტო აპირებ ამდენი ბარგის თრევას? - გავშეშდი.ნელა შევბრუნდი.გაგა იდგა.ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ისეთი ღიმილით მიყურებდა, თითქოს საერთოდ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი.
- შენ აქ რას აკეთებ?!
- გელოდები.
- მაგრამ ვარჯიში?
- მგონი... მწვრთნელმა ცოტა დააგვიანა - თავი გავაქნიე.
- მე მეგონა, მარტო მომიწევდა წასვლა.
- ჩემი გოგო თბილისში პირველად ჩამოდის და სადგურში მარტო დავტოვებდი? - ამ სიტყვებზე გამეღიმა.
- „ჩემი გოგო“?
- რამე არასწორად ვთქვი?
- არა...
- მომენატრე. - უცებ აღარ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა.უბრალოდ მივედი და ჩავეხუტე.გაგამაც ხელები მომხვია.რამდენიმე წამით ასე ვიდექით სადგურის შუაგულში, ხალხის ხმაურში, მაგრამ იმ წამს თითქოს გარშემო აღარავინ არსებობდა.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება თბილისში, - ჩუმად მითხრა.თავი მის მხარზე მქონდა მიყრდნობილი.
- ახლა მართლა აღარ გავიქცევი.
- შესწორება...ვეღარ გაიქცევი პატარა ქალბატონო - გახსოვთ, გკითხეთ, ნდობის მოპოვება უფრო ადვილია თუ მისი დაკარგვა-მეთქი?აბა, რას ფიქრობ მკითხველო,რომელი უფრო მარტივია?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent