შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხული შემოსულა,ლენ (სრულად)


დღეს, 02:50
ავტორი სიო დარიანი
ნანახია 89


პატარა,მყუდრო ოთახში ურცხვად შეიპარა მზის სხივები. თბილისი ნელ-ნელა უბრუნდებოდა დილის ჩვეულ რიტმს. ქალაქის ფუსფუსა ხმამ საწოლში მძინარე გოგონას ყურამდეც მიაღწია, ოქროსფერ თმაში აბურდულმა სხეულმა კი მხოლოდ გვერდი იცვალა მზისა და ხმაურისგან თავის დასაღწევად, თუმცა ტელეფონის ხმამ დიდხანს არ ადროვა ლენას საწოლში ნებივრობა.
- მმმმ - უმისამართოდ ამოიზმუვლა თვალებდახუჭულმა მას შემდეგ, რაც ტელეფონს უპასუხა.
- ვიცი, რომ შენთვის ხუთი წუთი ძილიც ძალიან მნიშვნელოვნია, მაგრამ ორი მიზეზის გამო უნდა მაპატიო შენი გაღვიძება. პირველი - შენი საუკეთესო მეგობარი ვარ და მეორე - ჭაბუკიანმა შეგიძლიათ შენ და ლენა წახვიდეთ დღეს „ნანასეულის“ პრეზენტაციაზეო - უცებ მიაყარა მეორე მხრიდან თეკლემ
- მჰმ
- ნუ ზმუი მაგდალენა და გამოფხიზლდი - უცებ გაახელინა თვალები მეგობრის აწეულმა ტონმა. თმები გაისწორა და უსიამოვნო სახით საწოლზე წამოჯდა.
- შენი წყალობით მეც ვფხიზლობ და ჩემი მეზობლებიც, თეკლე - თვალები მოიფშვნიტა - რაო ჭაბუკიანმა, მოეწონა რეფერატი?
- მააშ?! შემდეგ კვირაში აუდიტორიაში უნდა წარვადგინოთ ოღონდ, წიკლაური ალბათ შურისგან გასკდება როცა გაიგებს, რომ ჩვენ მივდივართ - ეშმაკურად ჩაიცინა თეკლემ, თუმცა მეგობრისგან საპასუხო სიცილი ვერ მოისმინა
- ლენ, არ მითხრა, რომ ისევ ვერ წამოხვალ... - უცებ დაუსერიოზულდა ტემბრი. მაგდალენამ მძიმედ ამოიხვნეშა.
- ვმუშაობ საღამოს, არამგონია დათომ სმენა გადამაცვლევინოს- ჩუმად ამოილაპარაკა ყურმილში
- ლენა, სულ წამოდი მაგ სამსახურიდან. მე მოგცემ ზაფხულისთვის გადადებული თანხიდან ფულს და მერე დამიბრუნებ, როცა ახალს იპოვი. ზაფხულამდე თან დიდი დროა. ყველაფერში გიშლის უკვე ხელს, ხომ ხედავ?
- ვიცი მე შენი „მერე დაბრუნება“, ჯერ შენი დანოკაუტება მომიწევს და მერე ამ ფულის ჯიბეში ჩაკუჭვა - თბილად გაეღიმა მეგობრის მზრუნველობაზე და ამასთანავე, მის მეამიტურ, არარეალურ რჩევაზე, რომელიც თეკლეს ხშირად ახასიათებდა ხოლმე.
- არ არის გასამაზი ამბავი, ხო იცი? მართალია ჩვენ უბრალოდ სტენდთან ვიდგებით, მაგრამ ახალი ღვინის პრეზენტაციას მოვისმენთ. ახალ ადამიანებს გავიცნობთ... თან რამდენი ვიწვალეთ ლენა. მოკლედ, დათოს მიწერე და საღამოს გამოგივლი, ექვსზე იქ უნდა ვიყოთ.
- ჰო, ვნახოთ.
მობილური გათიშა გოგონამ და საწოლიდან წამოდგა. ტუმბოზე დადებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძღვრინა, ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და ღრმა ნაპასი დაარტყა. მაგდალენა გელაშვილისთვის უცხო არ იყო დატვირთული გრაფიკი - სამსახურიდან სამსახურში სირბილი და დაღლილობის იგნორირება. თექვსმეტი წლიდან მუხლჩაუხრელად მუშაობდა უკეთესი მომავლისთვის. ლენას ბავშვობა ძალიან შორს იყო იმ რეალობისგან, რომელშიც დედა მას იავნანას უმღეროდა, მამა კი ძილისწინ საბანს უსწორებდა. თორმეტი წლის ასაკში დაკარგული დედა, ლენასთვის არ იყო მხოლოდ გარდაცვლილი მშობელი. მარინა ის ერთადერთი რგოლი იყო , რომელიც ოჯახს „ოჯახად“ აქცევდა.
მისი სიკვდილის შემდეგ მაგდალენას ერთადერთ იმედად მამა - ირაკლი გელაშვილი დარჩა, თუმცა ეს იმედიც მალევე გამოეცალა ხელიდან. პატარა ლენა დიდხანს ცდილობდა მამის თვალებში სითბო ეპოვა, თუმცა იქ მხოლოდ სიცარიელე ხვდებოდა. კაცი, რომელიც შვილის მიმართ დიდი მზრუნველობით არც არასდროს გამოირჩეოდა, ახლა ლენას ან საერთოდ არ იმჩნევდა, ან თუ იმჩნევდა, ისე ექცეოდა, როგორც უბრალო გამვლელს.
ლენას ეს ყველაფერი თავიდან გულს სტკენდა, ორმხრივ დაობლებულს ვერ გაეგო თუ რა იყო მისი დანაშაული, თუმცა წლების გასვლასთან ერთად მამა-შვილს შორის გაუცხოება ბუნებრივ მდგომარეობად იქცა. ირაკლი მხოლოდ მაშინ მიუგდებდა ორ სიტყვას, როცა ფხიზელი იყო - ასეთი დღეები კი თითზე ჩამოსათვლელი გახლდათ. ლენამაც საკუთარ თავზე ფიქრი და ზრუნვა დაიწყო.

მათი კომუნიკაცია მას შემდეგ გახშირდა, რაც გოგონამ 16 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა, შესაბამისად, ირაკლისთვის ის შემოსავლის წყაროდ იქცა. თავდაპირველად, გოგონა მორჩილად აძლევდა საკუთარი ანაზღაურების ნაწილს კაცს, რომელსაც მამასაც აღარ ეძახდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 18 წლის ასაკში, როდესაც უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ფულის დაგროვება გახდა საჭირო, კატეგორიულად განაცხადა უარი, მცირე კამათის შემდეგ კი ლენას მკაცრმა ხასიათმა თავისი გაიტანა და პირველად იგრძნო, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი მის ხელში გადავიდა.

საბოლოოდ, შრომისმოყვარე და ნიჭიერი მაგდალენა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად უნივერსიტეტის ფონდის მხარდაჭერაც მოიპოვა, ამას კი საქართველოს ბანკის სტიპენდიაც დაემატა. ამ ყველაფრის ფონზე თამამად შეძლო საკუთარი, პატარა ბინის ქირაობა და ორ სამსახურში მუშაობით საკუთარ თავსაც შეძლებისდაგვარად ირჩენდა. მამასთან კონტაქტი ფაქტობრივად გაწყვიტა, მხოლოდ მაშინ ურეკავდა ირაკლი გოგონას, როცა ფული სჭირდებოდა.
სიგარეტის ნამწვავი ფანჯრის რაფაზე ჩააქრო და ნელა ჩახტა იატაკზე. კომფორტულად გაიზმორა და გონებაში დათოსთვის გასაგზავნი წინადადებების დალაგება დაიწყო. ტელეფონი მოიმარჯვა და ესემესი სწრაფად გააგზავნა.
„დათო, თუ შეგიძლია, დღევანდელი სმენიდან ამომშალე, აუცილებელია.“
„კარგი, ლენა. ხვალ ჩაგსვა?“
„კი, მადლობა“
ტელეფონი საწოლზე მიაგდო და სამზარეულოში ზმორებ-ზმორებით გავიდა. ქურაზე ჩაიდანი დაადგა. იქვე, კედელს მიეყრდნო და ერთ წერტილს გაუსწორა თვალი. ძალიან კარგად იცოდა, რომ დათო უარს არ ეტყოდა. პრობლემა ერთი დღის დაკარგული თანხა იყო, რომელიც ლენას ასე ძალიან ენანებოდა და ასე ძალიან სჭირდებოდა საარსებოდ, თუმცა ამას თეკლეს ვერ ეტყოდა. გოგონა ისედაც ყოველთვის ეხმარებოდა ფინანსურად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ლენას ყოველთვის აწუხებდა უხერხულობის გრძნობა, ამიტომ ხან რას იმიზეზებდა - ხან რას. თუმცა, ახლა კარგად გაიაზრა, რომ მსგავს შესაძლებლობაზე უკვე მესამედ უარის თქმა კარგი გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა ერთი დღის ხელფასი სოციალურ განვითარებაში გაეცვალა და თავისი შრომის საფასური მიეღო. ერთი თვე მუშაობდნენ გოგონები კვლევის ანგარიშზე, რომელიც ლექტორისთვის უნდა წარედგინათ. ავთანდილ ჭაბუკიანიც, წამახალისებელ საჩუქრად, საუკეთესო რეფერატის ავტორებს ერთ-ერთი ღვინის ბრენდის პრეზენტაციაზე უშვებდა. ლენა კარგად ხვდებოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მსგავს შეხვედრების მისი სოციალური წრის გაფართოებისა და პიროვნული განვითარებისთვის, თუნდაც უბრალოდ ღვინის ჩამომსხმელი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, მეოთხედ უარის თქმა ვეღარ გაბედა. თეკლეს მიწერა, რომ ყველაფერი მოაგვარა. საღამოს ექვსამდე შემდეგი კვირისთვის მოსამზადებელი მასალა გადაიკითხა. ექვისთვის უკვე მზად იყო და მორჩილად ელოდებოდა თეკლეს ზარს,რომელმაც დიდხანს არ დააყოვნა.
- ლენა, მოვედი.
- კარგი, ჩამოვდივარ.
სახლიდან გასვლამდე გოგონამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი. სადა, მაგრამ ელეგანტური კაბა უმშვენებდა ლამაზ სხეულს. ოქროსფერი თმა კი მხრებზე გადმოშლოდა. ანარეკლთან ახლოს მიიწია და საკუთარ სახეს გაფაციცებით დააკვირდა. ღია ფერის, ჩამქრალი თვალები უმზერდნენ მას, რომელშიც ძლივსღა შეინიშნებოდა სულ პატარა ნაპერწკალი. ოდნავ გაუღიმა საკუთარ თავს და მალევე კიბეზე დაეშვა მეგობართან შესახვედრად
*********
„ნანასეულის“ პრეზენტაცია ქალაქის ერთ-ერთ ელეგანტურ სივრცეში იმართებოდა. შესასვლელში უკვე იგრძნობოდა ღვინის არომატი და მსუბუქი მუსიკა. ლენამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გემოვნებით მორთული გარემო მოათვალიერა. მაგიდებზე ლამაზად განლაგებულიყო ჭიქები, ბოთლები და ეტიკეტები. ნელ-ნელა უკვე ხალხიც იკრიბებოდა.
ლენას და თეკლეს თავიანთი ადგილები უჩვენეს.
- „ნანასეულის“ მხოლოდ საფერავი გამისინჯავს, ოჯალეშსაც უქებენ, მაგრამ ეს ახალი ღვინის წარდგენა ძალიან მაინტერესებს. - ხელში ფრთხილად აიღო ბოთლი თეკლემ და ეტიკეტს ინტერესით დააჩერდა.
- ლენ, ამას შეხედე... - წარბშეკრულმა გაუტრიალა ბოთლი მეგობარს - უსახელოურის და ოჯალეშის მიქსია.
- ვახ, რაღაც ექსპერიმენტს გავს, საინტერესო იქნება - ინტერესით გაეღიმა გოგონას და ბოთლს აკურატულად მოხსნა საცობი. ინტერესის ჭინკები დაუხტოდნენ გოგონებს თვალებში, თუმცა ჯერ არ დასცალდათ ღვინის დაგემოვნება. მოსული სტუმრები მიადგათ დახლთან და მათაც მომსახურეობა დაიწყეს. ადამიანთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. გოგონებმა ძალიან კარგად იცოდნენ „ნანასეულის“ პოპულარობის შესახებ, თუმცა ამდენ ხალხსაც არ ელოდნენ. ჭიქას ჭიქაზე ავსებდნენ და თავაზიანი ღიმილით აწვდიდნენ მოსულებს. ცოტახანში ხალხის ნაკადმა იკლო.
- გთხოვ, ჯერ მე გავალ საპირფარეშოში, თორე სადაცაა თავს შევირცხვენ - მუდარის თვალებით შეხედა თეკლემ ლენას, პასუხს არც დალოდებია ისე გაიქცა დარბაზიდან. ლენას გაეცინა და სკამზე ჩამოჯდა. გარემო მოათვალიერა. ჯერ დახლთან მისვლას არავინ ჩქარობდა, ამიტომ დრო იხელთა და საკუთარ თავსაც ჩამოუსხა ღვინო. მოგრძო, ოვალური ფორმის ჭიქა ხელში შეათამაშა და სისხლისფერი სითხით ერთ მესამედზე შეავსო. ჭიქა ფეხით დაიჭირა. ჯერ სიგანეზე გახედა, შემდეგ წინ დახარა და ინტერესით დააკვირდა ზემოდან. ახალგაზრდა, წითელი ღვინო გამომწვევად უმზერდა ლენას. თვალები დახუჭა და სასიამოვნოდ შეისუნთქა მათრობელას არომატი. ოდნავ გაუპო ღიმილმა ლამაზი ბაგეები გოგონას.
- მოგწონს? - გაისმა ბოხი ხმა წინიდან. გოგონამ სწრაფად გაახილა თვალები და წინ მდგომი კაცი ინტერესით შეათვალიერა. შავი თმა და გამოკვეთილი ნაკვთები იდეალურ კომბინაციას ქმნიდნენ ყორანივით შავ თვალებთან. ლენამ აშკარად დალანდა ოდნავი ღიმილი მოსულის სახეზე.
- არ ვიცი - უპასუხა გულწრფელად - ჯერ არ გამისინჯავს.
თავის ოდნავი დაკვრით მამაკაცმა ღვინის დაგემოვნებისკენ მიუთითა. ლენამ ჭიქიდან პატარა ყლუპი მოსვა. წინ მდგომი ინტერესით აკვირდებოდა გოგონას სახეზე არსებულ ყველა მიმიკას.
- ტენი აქვს - ჩაფიქრიანებულმა ამოთქვა - მაგრამ ბოლოში... ცოტა მძიმდება - ჭიქას ჩააკვირდა გოგონა, თითქოს მიზეზს სწორედ მასში ეძებდა.
- ჰო, არა? - თავსთვისაც ჩამოისხა მამაკაცმა ღვინო - კიდევ რას ფიქრობ? - უკვე აშკარა ღიმილით უყურებდა გოგონას.
- დასაწყისი ძალიან სუფთა აქვს. არომატიც კარგია. უსახელოური აშკარად იგრძნობა…მაგრამ ბოლოში ოჯალეში ზედმეტად წინ გადმოდის, თითქოს ერთმანეთს ბოლომდე ვერ უთავსდებიან, ვერ უგებენ...
მამაკაცი ჩუმად უსმენდა. თვალები ოდნავ დაწვრილებოდა და მასში ინტერესის აშკარა ნაპერწკლები ჩასდგომოდა.
- და რა უნდა ქნან, რომ „გაუგონ“ - ხელები გადაიჯვარედინა
ლენამ მხრები ოდნავ აიჩეჩა.
- ან პროპორციები უნდა შეცვალონ… - ჭიქას დახედა - ან დრო მისცენ, ჯერჯერობით ორივე ჯიუტობს
- ღვინის ჯიშებზე ვსაუბრობთ, ხო? - სიცილით უთხრა და ფარულად შეათვალიერა გოგო ტერფიდან თხემამდე
- კი, საინტერესოა, არა? ადამიანურ ურთიერთობებს ჰგავს - ლენასაც გაეცინა - საბოლოო ჯამში, მგონია რომ იჩქარეს. საინტერესო ექსპერიმენტია, მაგრამ ნაჩქარები. სამწუხაროა ამდენ ადამიანს იმედი რომ გაუცრუვდება - დაუფიქრებლად წარმოთქვა გათამამებულმა გოგონამ.
მამაკაცმა წარბი ოდნავ ასწია. უხერხული სიჩუმე წამყვანის ხმამ დაარღვია. სცენასთან ოგე ახვლედიანს უხმობდნენ.
- მართლა? ანუ, იმედი გაგიცრუვდა?
- შეიძლება.. ან უბრალოდ უფრო მეტის მოლოდინი მქონდა.
მამაკაცმა თავი ოდნავ დაუქნია, ცოტახანი ხმის ამოუღებლად აკვირდებოდა გოგონას.
- მოდი - თქვა ბოლოს მშვიდად და გოგონას ხელი გაუწოდა.
- სად? - უცებ შეცბა ლენა
- არ გაინტერესებს როგორ დაიცავს ღვინის შემქმნელი შენ მიერ დაწუნებულს? - გაეცინა და დაუკითხავად ჩაჰკიდა ლენას ხელი. გოგონამ ღვინის ჭიქა ნაჩქარევად დადო და სწრაფად გაჰყვა უცნობს დაბნეული სახით. მშვიდად გაარღვიეს ხალხის რბო და სცენასთან ახლოს დადგნენ.
- ყველა ჩვენ რატომ გვიყურებს - ნერვიულად გადაუჩურჩულა გვერდით მდგომს ლენამ.
- რა გქვია? - მომნუსხველად უყურებდა მამაკაცი გოგონას
- ლენა?! მაგდალენა.
- ლენა.. შევეცდები ძალიანაც არ გაწყენინო, ბოლოს და ბოლოს ჩემს ღვინოზე ვსაუბრობთ - ეშმაკურად ჩაუღიმა მამაკაცმა და სცენისკენ წავიდა. ლენას ხმა გაუქრა და ნერვიულად გააყოლა მიმავალის სილუეტს თვალი.
- ოგე, გთხოვთ... - ოდნავი თავის დაკვრით მიანიშნა წამყვანმა მიკროფონისკენ „ნანასეულის“ აღმასრულებელ დირქტორს. ბიჭი სცენის შუაში დადგა, ნელა მოავლო თვალი დარბაზს და ბოლოს მზერა ლენაზე შეაჩერა.
- საღამო მშვიდობისა - ოდნავ ღიმილიანი ხმით დაიწყო საუბარი მამაკაცმა - პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. დღევანდელ დღეს მთელი ჩვენი გუნდი მოუთმენლად ელოდა. როგორც იცით, „ნანასეულის“ უკან უამრავი ის ადამიანი დგას, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობდნენ მისი გაუმჯობესებისთვის. ბრენდის ისტორია სათავეს ერთი პატარა ოჯახიდან იღებს, რომელსაც საფუძველი თემურ ახველდიანმა ჩაუყარა. რა თქმა უნდა, იმ დროს მან არ იცოდა რომ ბრენდს ქმნიდა. მისთვის ეს მხოლოდ საოჯახო ბიზნესი იყო, რომელიც შემდგომ მისმა შვილმა - ლევანმა გააგრძელა, დღეს კი მას მე ვუდგავარ სათავეში. სწორედ ჩემი ინიციატივით შეიქმნა ღვინო, რომელიც დღეს თქვენ წინაშეა წარმოდგენილი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ექსპერიმენტია და როგორც ყველა ექსპერიმენტს, მასაც აქვს გარკვეული რისკები - ბიჭი ლენას უყურებდა თვალებში - თუმცა სწორედ ამ რისკების წყალობით ვქმნით რაღაც ახალს, რაღაც ისეთს, რომელსაც აქამდე ვერ გავბედავდით. იმედი მაქვს ეს ღვინო ყველას ძალიან შეგაყვარებთ თავს! მის სტრუქტურას დეტალურად კი დემეტრე ლაშხი გაგაცნობთ! - მონოლოგი დაასრულა ოგემ და სცენა თავის მეგობარსა და პარტნიორს დაუთმო. მქუხარე ტაშის ფონზე ჩამოვიდა სცენიდან. თვალებით ლენას ეძებდა, თუმცა გზა რამდენიმე მამაკაცმა გადაუღობა და ღვინის ექსპორტზე გაუბა საუბარი.
- მაგდალენა, ოგე ახვლედიანი თვალს რომ არ გაშორებდა სცენიდან მხოლოდ მე შევნიშნე და მომელანდა თუ მართლა ეგრე იყო? - გაკვირვებული სახით ამოუდგა ლენას გვერდით თეკლე
- სიტყვით გამოსვლამდე ბართან მომადგა, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო და თვალწინ გამოვულანძე ახალი ღვინო
- რა ქენი?...
- მეორედ არ გამამეორებინო გთხოვ.. რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ მით უფრო მისკდება გული - ნერვიულად ამოთქვა და თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო ლენამ
- არც კი გამისინჯავს... მართლა ეგეთი ცუდია ეგრე რომ ლანძღე? ან ეგეთი თუ არის, ამხელა პრეზენტაცია ძმარს მოუწყვეს?
- ძმარი არ არის თეკლე - გაეცინა - უბრალოდ, ის არ არის რასაც ელი და ეგ ცუდია.
- კაი ლენა, ძაან არ იცოდეს ახლა აქ ნახევარმა ოჯალეშის ტანინები ურტყამს ამ ღვინოს თუ ფიგო - თვალები აატრიალა თეკლემ - ბართან ვიქნები მე, შენ შეეცადე დიდ ახვლედიანს არ გადაეყარო სადმე - სიცილით გაეცალა მეგობარს. ლენამ სიცილით გამოუყო ენა. მართალი იყო თეკლე, ახლა ოგესთან საუბარი ყველაზე უკანასკნელი იყო რაც ლენას სურდა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი პოზიციის გამყარება კარგი არგუმენტებით შეეძლო. დარბაზის კუთხეში ღია აივნის კარი დალანდა და მისკენ წავიდა. ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მოხვდა აწითლებულ სახეზე. ვერ იტანდა მაგდალენა ჩახუთულობას და განსაკუთრებით იმ ჩახუთულობას რომელიც ხალხის მიერ იყო გამოწვეული. მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო და თვალები მილულა.
- მაგდალენა გელაშვილი, ამას ვის ვხედავ- ნაცნობი ხმა მოესმა უკნიდან და სასწრაფოდ გატრიალდა.
- როგორც ყოველთვის, ულამაზესად გამოიყურებით - ბოროტი ღიმილით უახლოვდებოდა კაცი ლენას. მოახლოებასთან ერთად, ლამპიონის შუქზე დეტალურად დაინახა გოგონამ მისთვის საზარელი მწვანე თვალები, რომლებშიც ყოველთვის გაურკვეველი გრძნობები იკითხებოდა.
- შენ აქ რა გინდა? - მკცარი ხმით ჰკითხა წარბშეკრულმა.
- რა საჭიროა უხეშობა, მაგდალენა - გოგონას სახელი განსაკუთრებით გამოჰყო კაცმა. - თითქოს უცხო ვიყო
- აქ რა გინდა მეთქი? - ცდილობდა დაძაბულობა არ შეემჩნია გოგონას.
- მე სულ იქ ვარ, სადაც შენ, დაგავიწყდა? - ტუჩის ცალ კუთხე ჩატეხა ბიჭმა და ლენას კიდევ უფრო იუახლოვდა
- მოახლოება არ გაბედო, ილია - უკან გადადაგა ნაბიჯი, მაგრამ მოაჯირს მიეკრო
- რატომ? უკვე რომ მაქვს უფლება? - უკვე ძალიან ახლოს იყო ილია, წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია გოგონას.
- ნუ ბოდავ და ხელები მომაშორე - ხელი უხეშად მოაშორებინა გოგონამ.
- საინტერესოა... როგორ განსხვავდებით მამა-შვილი ერთმანეთისგან... შვილი ამაყია - მამა უსუსური, შვილი შრომობს - მამა ლოთობს, შვილს ვძულვარ - მამა ტ*აკს მილოკავს - ოდნავ უწევდა ხმას ილია.
- მართალია, თქვენ ორნი უფრო ჰგავხართ ერთმანეთს, ორივე ბინძური სულის ადამიანები ხართ - ზიზღით ამოთქვა ლენამ. ილიას მწვანე თვალები ჭაობისფერი გაუხდა. გოგონა მოაჯირს მიახეთქა და კისერში წვდა
- ამ ბინძური სულის ადამიანთან წააგო *ლე მამაშენმა ნახევარი მილიონი, ხოდა ამ ბინძური სულის მქონე ადამიანს შეუძლია ტვინი გაასხმევინოს იქვე ირაკლის, მრაგრამ კიდევ იცი რა შეუძლია? ვაჭრობა. მამაშენმა გაგყიდა ლენა და მე, როგორც ბინძურმა ადამიანმა გიყიდე. დღეს თუ ხვალ ჩემი ცოლი იქნები და როდესმე მოგატხევ ამ რქებს, ხო გაიგე? - ლენამ ოდნავ ამოიხრიალა და კისრიდან მამაკაცის ხელების მოშორება სცადა, კაციც მალე მოშორდა. მტკივან კისერზე ხელები მოისვა და ხველებით სულის მოთქმას შეეცადა. მწყობიდან გამოსული ილია ჯერკიდევ ანთებული თვალებით უყურებდა გოგონას.
- მაპატიე.. ლენა.. არ მინდოდა... შენ მაიძულე...
- არ მომეკარო - ჩამწყდარი ხმით თქვა ლენამ. ბიჭმა გოგონას გაფრთხილება არაფრად ჩააგდო და წელზე ხელი შემოხვია წამოყენების მიზნით.
- ხელი გამიშვი.. ცხოველო - ლენამ მუშტები დაუშინა
- დაწყნარდი- ისევ ხელებში მოიმწყვდია ილიამ აფართხალებული გოგონა - არ მინდოდა დღეს და თან ასე ამ ამბის თქმა, მაგრამ სიმართლეა.
- არასოდეს გავხდები შენი ცოლი, ილია, ეს ძალიან კარგად იცი - თვალიდან ცრემლი ჩამოუვარდა გოგონას.
- დღეს არა, ხვალ არა, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გახდები. ახლა დამშვიდდი და ხვალ გნახავ. - ოდნავ შეუშვა ხელი ილიამ, სანამ ბოლომდე გაათავისუფლებდა თავზე აკოცა და აივანი დატოვა. ლენას ცრემლები ნამავდა მის ვარდისფერ ლოყებს. ირაკლისგან მშობლურ სითბოს უკვე კარგა ხანია აღარ ელოდა, თუმცა ვერ დაეჯერბინა რომ საკუთარ მამას შვილის გაყიდვა შეეძლო. სწრაფად ამოიღო მობილური ტელეფონი და მივიწყებული ნომერი აკრიფა.
- ალო - უემოციო ხმა გაისმა მობილურიდან
- ირაკლი...
- ლენა? - თითქოს ცოტა გამოფხიზლდა - რა მოხდა?
ლენას სიმწრისგან გაეცინა. სველი სახიდან ახალი ცრემლი მოიწმინდა.
- მართლა გაინტერესებს?
- რა ტონია ეგ? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კაცმა - რა გინდა?
- ილია კოპალიანი ვნახე - რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა
- და?.. - ლენას ირონიულად გაეღიმა
- და მითხრა, რომ ნახევარი მილიონის გაქვს მასთან წაგებული. ასევე, - ხმა გაუმკაცრდა - თქვენს პატარა გარიგებაზეც მომიყვა.
- რა გინდა რომ გითხრა?
- სიმართლე
- პრობლემაში ვარ...ძალიან დიდი პრობლემაა
- ირაკლი, მართალია?
- სხვა გზა არ მქონდა...
- ანუ, მართალია - მშვიდი ტონით თქვა გოგონამ. - რა გამიკეთე საერთოდ ხვდები? - ჩამწყდარი ხმით ამოთქვა
- ლენა, მოვაგვარებ, ვიშოვი იმ ფულს და მოვაგვარებ - მუდარის ტონით ამოთქვა ირაკლიმ.
- მამობაზე კი არა, ადამიანობაზეც კი არ უნდა ჰქონდეს შენნაირ ადამიანს პრეტენზია - ტელეფონი გათიშა ლენამ ღრმად ამოისუნთქა. ისევ მარტო იყო. ისევ მარტო გაუმკლავდებოდა ამ პრობლემას. ხელი მკერდთან მიიდო.
- ძლიერი ხარ, ძლიერი ხარ მაგდალენა... გადალახავ. - თვალები დახუჭა. ნახევარი მილიონი უნდა ეშოვა. ირაკლის იმედი არაფერში ჰქონდა, მითუმეტეს თუ ეს საქმე ვალს ეხებოდა. პოლიციაში ვერ წავიდოდა, კოპალიანებს ყველგან ჰყავდათ თავისი ხალხი, უპატრონო ლენა კი ყველგან დაიჩაგრებოდა. ვერც გაქცევით უშველიდა თავს, ილია აუცილებლად აედევნებოდა.
- რამეს მოვიფიქრებ - მტკიცედ ამოთქვა, ცრემლები მოიწმინდა და კარისკენ შეტრიალდა, როცა ნაცნობ სხეულს შეასკდა.
- ფრთხილად.. - ზემოდან დახედა ახვლედიანმა გოგონას აწითლებულ ცხვირსა და ლოყებს. ლენამ კიდევ ერთხელ მოისვა თვალებზე ხელები, ცრემლების ბოლომდე ამოსაშრობად.
- დიდი ხანია აქ ხარ? - შეეცადა ჩვეულებრივი ხმა დაებრუნებინა
- საკმარისად - მოკლედ უპასუხა. ლენას ყელში რაღაც გაეჩხირა, შავ თვალებში მიაჩერდა კაცს. გვერდის ავლა დააპირა, როდესაც მკლავში წვდა ოგე
- გამიშვი
- არა
ლენამ გაბრაზებულმა შეხედა
- გმირობა არ მჭირდება
- არც ვაპირებ - უბრალოდ უპასუხა - უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მარტო არ ხარ ამ სიტუაციაში
- და შენ რა იცი რა სიტუაციაა - ცინიკურად ჩაეცინა გოგონას
- გისმენდით... ნახევარი მილიონი სახუმარო თემა არ არის, თან სტუდენტი გოგონასთვის - ლენას თვალები გაუფართოვდა
- ხოდა, მითუმეტეს არ გეხება - ჩაილაპარაკა
- ილია კოპალიანი ვეღარ მოგიახლოვდება, ლენა - მტკიცედ ჩაილაპარაკა - შეხებას კი არა, ორ მეტრში მოახლოებასაც ვეღარ გაბედავს - თავდაჯერებული ღიმილით შეანათა თავისი შავი თვალები ლენას მწვანეებს. გოგონას ნერვიულად გაეცინა.
- შენ არ იცნობ ილიას
- ჩემზე კარგად არავინ იცნობს ილიას. - ლენამ გაკვირვებული თვალები მიანათა
- ოგე, ნუ ჩაერევი, ჩემი პრობლემაა
- არა ლენა, ქალზე მოძალადე ნებისმიერი კაცი არის ჩემი პრობლემა - ბრაზი გაუკრთა თვალებში - მაგრამ ესეც რომ არ იყოს, მე მაინც ჩემი მიზეზი მაქვს.
- არ ვიცი რა მიზეზი გაქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ძალიან მაინტერესებს როგორ აპირებ ილია კოპალიანის მოშორებას
- ცოლად უნდა გამომყვე. - ოდნავი ღიმილით უთხრა გოგონას. ლენას ნერვიულად გაეცინა.
- ხუმრობ, ხო?
- არანაირად
- მგონი ბოლომდე არ მოგისმენია ჩემი და იმ ავადმყოფის საუბარი - ცოლად მოყვანას მაძალებს ისიც! რა ხდება დღეს საერთოდ, ღმერთო! - გაკვირვებული უყურებდა ლენა.
- რა იყო? იმ ს*რზე კაი ტიპი აღარ ვარ? - ისევ ჩატეხა ტუჩის კუთხე ბიჭმა
- კარგი, ნახვამდის - უემოციოდ გაუარა გვერდი ლენამ, თუმცა ბიჭმა კვლავ მოქაჩა მკლავზე
- კარგი, ვსო, მეყო. მოკლედ, ვიცი მე ვინც არის ილია კოპალიანი და რისი გამკეთებელიც. ერთადერთი გზა ჩემი ცოლობაა ლენა. ვერასდროს შეეხება ოგე ახვლედიანის ცოლს, ამის პირობა ნამდვილად შემიძლია მოგცე. - ხმა დაეძაბა კაცს - ვალსაც მე გადავიხდი. - ჩუმად დაამატა ბოლოს.
- ვერ ვხვდები
- ფიქტიური ქორწინება იქნება. ყველანაირი სექსუალური კავშირის გარეშე. ერთადერთი, საჯაროდ თამაში მოგვიწევს და რა თქმა უნდა, პარტნიორებიც არ გვეყოლება.. - წარბი შეკრა ახვლედიანმა. ლენა, პირობას ვდებ არც ქორწინების დაშლის შემდგომ გაბედავს ილია შენთან ახლოს მოსვლას, თავზე ვიღებ შენი სწავლის დაფინანსებასაც, არა მარტო აგრარულში, არამედ საფრანგეთშიც, თან, ვიცი, გვასახელებ - ოდნავ გაეღიმა. უბრალოდ, ერთი რაღაც მინდა სანაცვლოდ... - გოგონა დაძაბული გაინაბა უსმენდა
- შემდეგი ერთი წელი ჩემს მშობლიურ მხარეში, ლეჩხუმში მოგვიწევს ცხოვრება, ჩემს ოჯახთან ერთად. ქორწილიც იქ გვექნება. არავინ არ უნდა გაიგოს ჩვენი ფიქტიურობის შესახებ. თუ ერთი ადამიანი მაინც მიხვდება, მაშინ არც ერთ პირობას არ შევასრულებ. - ლენა ჩუმად უყურებდა ბიჭს თვალებში.
- რა თქმა უნდა, ფიქრისთვის დრო გაქვს.
- შენ რა სარგებელი გექნება აქედან? რაში გაწყობს ფიქტიური ქორწინება?
- ისედაც ბევრი საფიქრალი გაქვს, კიდევ ეს რომ არ დაგიმატო
- და რატომ მე? დავიჯერო ეგეთი ლმობიერი ხარ, რომ ამ სცენამ გული აგიჩუყა და დახმარების ხელი გამომიწოდე? - ბიჭმა ცოტახანი მშვიდად უყურა ლენას მწვანეებს
- თუ გინდა, ეგრე იფიქრე. - ისევ ჩატეხა თავმომწონედ ტუჩის კუთხე
- უნდა დავფიქრდე - ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ
- ლენა?! - თეკლეს ხმა მოისმა უკნიდან. წყვილი გოგონასკენ შეტრილდა.
- უი, უკაცრავად, საუბარი შეგაწყვეტინეთ - 32 კბილი გამოაჩინა აივნის კართან მდგომმა
- არაუშავს, უკვე წასვლას ვაპირებდი. - თავაზიანი ღიმილი შეანათა ოგემ - ლენა, ხვალ შენს პასუხს დაველოდები. - საბოლოოდ გადაატარა ქალის თვალებს მზერა ახვლედიანმა და აივანი მალევე დატოვა
- ბოდიშიიი!?!? რა პასუხს ელოდება??? - აღტაცებული თეკლე ხტუნვით მიუახლოვდა მეგობარს, ლენას ნამტირალევი სახის დანახვაზე კი წამსვე გაუქრა ღიმილი სახიდან.
- ლენა?! - ხელები მხრებზე მოკიდა თეკლემ. ლენას ისტერიული ტირილი აუვარდა.
- სახლში წამიყვანე რა - საბოლოოდ გატყდა გოგონა მეგობრის მკლავებში. თეკლა ვერ გამოერკვა რა ხდებოდა, პირველად ხედავდა მის წინ მომტირალ მეგობარს, რომელსაც არ ჩვეოდა ემოციების მსგავსად გამომჟღავნება.
******
- თეკლა, დაჯექი თორე უარესად მხდის შენი ციბრუტივით ტრიალი - შეწუხებული სახით შეხედა მეგობარს, რომელიც უკვე რამდენიმე წუთი ბოლთას სცემდა.
- კაი, მოდი დავლაგდეთ - აფორიაქებულმა დემონსტრაციულად გაშალა ხელები საწოლზე მწოლიარე ლენას წინ - ცუდიდან-ნორმალურამდე დავალაგოთ ვერსიები
- არამგონია მეოთხედ რამე შეიცვალოს, თეკლე - მობეზრებულად აატრიალა თვალები
- ჩშშშ!! მოკლედ, ბოლო ადგილს ავადი ილია კოპალიანის ცოლობა იკავებს, ამის შემდეგ მოდის მის წინადადებაზე უარის თქმა, რაც ავტომატურად ნიშნავს ირაკლის სიკვდილს, შენს გაქცევას, ილიას ადევნებას და საბოლოოდ... მაინც მის ცოლობას...
- გამორიცხე ეგ ორი ვარიანტი, თეკლე
- ვიცი, უბრალოდ სიტუაციას ვხატავ, კარგად რომ გავიაზროთ, ჰო ხვდები..
- დაფას და მარკერს ითხოვ - სიცილით უთხრა მეგობარს - ღმერთო რა მაცინებს...
- ვაიმე, ხო, ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე, არ გაქვს?
- არა?...
- კაი, გავაგრძელოთ. ამის შემდგომ მოდის ნახევარი მილიონის შოვნა, რაც წინა ორ ვარიანტთან შედარებით, უფრო რაციონალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვინაიდან შენ ჩემ მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ დახმა..
- თეკლე, გამორიცხე!
- გავიგე, ხო! უიმე.. - უკმაყოფილოდ ამოთქვა თეკლემ - ხოდა რადგან უარს მეუბნები, მუშაობა მოგიწევს, მაგრამ ესეც არარეალურია. უნივერსიტეტს რომ თავი დანებო და სამ სამსახურში იმუშავო, მაინც ვერ მოაგროვებ ნახევარ მილიონს... ლენ, იქნებ აგეღო? ხომ იცი, მამაჩემი უარს არ გეტყვის...
- თეკლე, ვისაუბრეთ უკვე ამაზე და მორჩა!
- გავიგე, კარგი... - იცოდა თეკლემ თავისი მეგობრის სიჯიუტის ამბავი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს თანხას ეხებოდა.
- და ბოლოს, ოგე ახვლედიანს მიყვები ცოლად, ილია ჩამოგშორდება, ვალი იფარება, სწავლა გიფინანსდება... ვახ, ზედმეტად იდეალურია და ზუსტად ამიტომ ჩანს საშიშიც. თან ისიც არ ვიცით, თვითონ რა მიზეზი აქვს, ფაქტობრივად, ბრმად უნდა ენდო
- რეალურად, არასანდო ტიპის შთაბეჭდილებას არ ტოვებს - ყოყმანით თქვა ლენამ , საწოლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა
- თან ისეთ პონტშიც დაევასე .. - ეშმაკურად აათამაშა თეკლემ წარბები
- ნუ ბოდავ
- რას ვბოდავ, მთელი საღამო თვალებით გჭამდა
- რა გავაკეთო, თეკლე? - მეგობრისთვის არც კი შეუხედავს ისე დაუსვა შეკითხვა
- მგონი, ბოლო ვარიანტი ყველაზე ნორმალურია. რავიცი, მისი ოჯახიც ნორმალური ხალხი ჩანს. მაინდამაინც აქტიურიები არ არიან სოციალურ ქსელებში, მაგრამ ცუდი არაფერი გამიგია. რაც არ უნდა იყოს, მე სულ შენს გვერდით ვიქნები, ხომ იცი, ლენ?! - მეგობარს მიეხუტა თეკლე.
- ვიცი - თბილად უპასუხა ლენამ. - დარჩები დღეს ჩემთან?
- შენი შემოთავაზების გარეშეც ვაპირებდი - ლოყაზე ხმაურიანად აკოცა მეგობარს და საპირფარეშოსკენ გაეშურა თავის მოსაწერსიგებლად. ლენა მარტო დარჩა ღამისა და თავისი ფიქრების წინაშე.
მთელი ღამე ვერ მოხუჭა თვალი მაგდალენა გელაშვილმა. მისი არჩევანი ორ ბოროტებას შორის მერყეობდა, რომლიდანაც ერთი ნაცნობი, ხოლო მეორე უცნობი იყო. თავს მოიკლავდა, მაგრამ ილიას ცოლად არასდროს გაჰყვებოდა - ეს დარწმუნებით იცოდა.
ლენა პირველად თოთხმეტი წლის იყო, როდესაც ილია კოპალიანს შეხვდა. იმ დროს ირაკლისთან მეგობრობა ჯერ არ იყო სათაკილო საქმე, შესაბამისად ილიას მამას - ბაჩანასაც კარგი ურთიერთობა ქონდა უფროს გელაშვილთან. სწორედ კოპალიანებთან ვიზიტის დროს შეხვდნენ პირველად ბავშვები ერთმანეთს. ლენას ის დღე კარგად არ ახსოვდა - მხოლოდ დიდი სახლი, ზედმეტად ცივი ინტერიერი და მასზე რამდენიმე წლით უფროსი ბიჭი, რომელიც დაჟინებით უყურებდა მას. განსხვავებული სიტუაცია იყო ილიას შემთხხვევაში. კოპალიანს დღემდე დეტალურად ახსოვდა, თუ როგორ შეხვდა პირველად მაგდალენა გელაშვილს. როგორ შემოაბიჯა მის უფერულ სახლში მზის სხივმა - გოგოს სახით და როგორ გაუჩნდა მაშინვე ამ სხივის მისაკუთრების უდიდესი ჟინი. ილია ყველანაირად ცდილობდა დიდი დრო გაეტარებინა მასთან, თუმცა ლენა თავიდანვე არაფრად აგდებდა ბიჭს, თუმცა ვერ ხვდებოდა, რომ ეს უფრო მიმზიდვლეს ხდიდა მის თვალში. ილია ყველგან იყო, სადაც ლენა ფეხს დაადგამდა. ჯერ შემთხვევით, შემდეგ კი აშკარად განზრახ. თუ ლენა სკოლიდან გამოდიოდა - ილია მოპირდაპირე ქუჩაზე იდგა. თუ მეგობრებთან ერთად კაფეში იჯდა - რამდენიმე წუთში „შემთხვევით“ გაჩნდებოდა ილია და მისი სამეგობროც იმავე კაფეში. თავიდან ლენა ამას ბავშვურ მოწონებად აღიქვამდა, თუმცა როდესაც წამოიზარდა, გაღიზიანებაც გაჩნდა. არაერთხელ აუხსნა გოგონამ ბიჭს, რომ მისთვის თავი დაენებებინა, სიტყვიერად თუ საქციელებით. არაერთხელ დაუბრუნა მას ძვირიანი საჩუქრები თუ ყვავილები, თუმცა ილიასთვის ეს თამაში გახლდათ, რომლითაც უდიდეს სიამოვნებას იღებდა. საბოლოოდ, ყველაფერმა ზღვარს მაშინ მიაღწია, როდესაც კოპალიანი უკვე აშკარა ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. თავიდან ლენას თაყვანისმცემლებით დაიწყო - დალურჯებული ბიჭები გოგონას კართან ჩნდებოდნენ და მას მისი ცხოვრებიდან გაქრობას პირდებოდნენ. შემდეგ კი ლენაზეც გადავიდა - წლების დაგროვილი ობსესია ბიჭს აგიჟებდა. ლენამ მას თავი მაშინ დააღწია, როდესაც მარტო გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ესეც ილუზია აღმოჩნდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოარკვია. უცხო ნომერი რეკავდა. თეკლემაც გაახილა შეშუპებული თვალები და ინტერესით მიაჩერდა გოგონას.
- ოგეა?.. - ძილისგან ხმა დაბოხებოდა თეკლეს
- არ ვიცი, ვუპასუხო?.. –
- აბა რა უნდა ქნა, ლენა... - მაგდალენამ მშვიდად ჩაისუნთქა და თავდაჯერებულად უპასუხა ტელეფონს
- გისმენ
- დილამშვიდობისა. - ტანში გასცრა ბოხი ხმის გაგონებისას ლენას - ხომ არ გაგაღვიძე?
- არა...რეალურად არც მძინებია - ოდნავ ჩაიცინა
- ანუ, ბევრს ფიქრობდი. - მცირე პაუზა - რა გადაწყვიტე, მაგდალენა?
- თანახმა ვარ, უბრალოდ წინასწარ უნდა შევთანხმდეთ რაღაც პირობებზე
- რა თქმა უნდა. სამისკენ გამოგივლი, ბარგი ჩაალაგე და პირდაპირ გავალთ- მშვიდი ტონით უთხრა ბიჭმა
- დღეეს? უკვე? - დაბნეულმა უპასუხა - იქნებ ვერ ვთანხმდებით?
- ვთანხმდებით, ლენა. მზად დამხვდი, ლოდინი არ მიყვარს.
- კარგი...

რამდენიმე საათში ლენა ოგეს მანქანაში იჯდა და თბილისს ტოვებდა. მაქსიმალურად ცდილობდა დაძაბულობა არ შეემჩნია.
- შემდეგი ხუთი საათი ეგრე თუ უნდა იჯდე რამეს დაიმართებ ლენა, ისუნთქე მაინც..
- ჩვეულებრივად ვზივარ, რა გინდა
- მე არაფერი არ მინდა - მშვიდად გახედა ოგემ - შენ ხარ არაკომფორტულად და წინ დიდი გზა გვაქვს - გოგოსკენ გადაიხარა, ფეხებს შორის ხელი სწრაფად ჩაუცურა, სავარძელს დაქაჩა და უკან გაწია - ესე, ახლა უფრო კომფორტულად იქნები, მოეშვი
ლენამ არაფერი უპასუხა.
- ძალიან ცოტას ლაპარაკობ
- შენ ძალიან ბევრს - დაუფიქრებლად წამოისროლა სიტყვები ლენამ და მაშინვე ენაზე იკბინა
- ოჰო, გრძელი ენაც გვქონია - წარბები აზიდა
- იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ
- პირდაპირობა და ენის ტლიკინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, იცი?
- შენ დაიწყე - წარბშეკრულმა უპასუხა ლენამ, იცოდა მაინდამაინც მართალი რომ არ იყო, მაგრამ შინაგანი შფოთი მოსვენებას არ აძლევდა - მე არ მითხოვია შენი საცოლე გავმხდარიყავი
ოგემ საჭეზე თითები ოდნავ აათამაშა.
- მე არც მითხოვია... შემოგთავაზე.
- ძალიან იდეალური „შემოთავაზება“ იყო - თვალები აატრიალა ლენამ - ნახევარი მილიონი და ილიას გაქრობა
- რა გინდა, ეფექტურია - ცალყბად გაუღიმა - მახასიათებს ხოლმე
- აბსურდულია
- შეგიძლია ახლავე გადახვიდე - თქვა უცებ ოგემ. ლენამ წარბი შეკრა
- რა?
- თუ არ გინდა - მშვიდად გააგრძელა - ვჩერებ და უკან ბრუნდები. ლენა, ჩემს ოჯახში ფეხს შემოდგამ თუ არა, უკან დასახევი გზა აღარ გექნება, ეს დაიმახსოვრე.
მანქანაში ცოტახანი მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა. ოგე შეკრული წარბებით კუშტად იყურებოდა გზისკენ.
- მეშინია - მოულოდნელად თქვა ლენამ, ისე, თითქოს ეს სიტყვა შემთხვევით წამოცდა.
- ვიცი
- რა იცი?
- ეგ სახე ბევრჯერ მინახავს, უბრალოდ შენ კარგად მალავ.
- სხვა გზა არ მქვს - ხმამაღლა ამოისუნთქა ლენამ - შენ რატომ აკეთებ ამას?
- იმიტომ, რომ მე შემიძლია. - გოგონამ ირონიულად ჩაიცინა
- ძალიან კარგი მიზეზია
- საკმარისია - მოკლედ თქვა ოგემ
- ანუ, საიდუმლოა?... - პირდაპირ შეხედა ბიჭს
- ჯერ,კი.
- არ მიყვარს გაუგებრობა.
- მოგიწევს შეგუება - თვალებში წამით შეხედა ბიჭმა
- არ ვაპირებ - წარბებშეკრულ გოგონას ოგემ ოდნავ გაუღიმა
- ვნახოთ
ლენამ გაბრაზებული სახით გახედა და აღარ უპასუხა. გვერდი აქცია, ფეხები კომფორტულად მოკეცა და მორბენალ ხეებს მიაშტერდა ფანჯარაში. მალევე ჩაეძინა. ოგემ ფრთხილად გახედა ემბრიონის პოზაში მჯდომარე გოგონას, რომელიც წამიერად დაუცველ ფრინველს შეადარა. მისდაუნებურად დააკვირდა ქალის ლამაზ ნაკვთებს და მალევე გზას დაუბრუნა თავისი მზერა.
ლენამ იმ დროს გაიღვიძა, როცა უკვე დასავლეთ საქართველოში იყვნენ. სავარძელში გასწორდა და არ შეიმჩნია პლედი, რომელიც ძილში გადაეფარებინა ახვლედიანს მისთვის.
- ქუთაისში შევალთ მალე, ჯერ ისევ დიდი გზა გვაქვა გასავლელი, შეგიძლია კიდევ გამოიძინო
- არა, ზედმეტიც მომივიდა მგონი - აბურდული ოქროსფერი თმა ხელში მოიხვია და კოსად დაიმაგრა თავზე. ოგე ფარულად აპარებდა ცალ თვალს გოგოსკენ, რომელსაც ძილისგან თვალებთან ერთად ვარდისფერი ტუჩებიც შეშუპებოდა.
- სანამ ლეჩხუმამდე მივალთ, ერთმანეთი კარგად უნდა გავიცნოთ. საზოგადოების გარდა ჩემს ოჯახს უნდა დავაჯეროთ ჩვენი საოცარი სიყვარულის ისტორია და ყველაზე რთული ამბავი ეგ არის - გოგონას არ უყურებდა, ისე ესაუბრებოდა საჭის ტრიალში გართული ოგე.
- და ხო, მართლა, ეს არ დაგვავიწყდეს - სათავსოდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღო და ლენას გადააწოდა. გელაშვილმა ფრთხილად გახსნა ძველებური ზარდახშა ბეჭედი ამოიღო.
- ვაუ, ძალიან ლამაზია. ძველია აშკარად, ხო?
- ხო. დედაჩემის იყო.
- იყო? გარდაიცვალა? - ინტერესით გახედა გოგონამ
- კი - მოკლედ მოუჭრა ოგემ. - გაიკეთე, სულ რომ სიყვარულით ვიწვოდეთ, მაგ ბეჭედის გარეშე ვერავის დააჯერებ რომ ცოლად მომყავხარ.
ლენამ ბეჭედი გაიკეთა. მისი თეთრი და ნატიფი თითები უფრო მეტად დაამშვენა სამკაულმა, რომელსაც ცენტრში ზურმუხტის პატარა თვალი ჰქონდა.
- კარგი, მე დავიწყებ. მაგდალენა გელაშვილი. 24 წლის. ვცხოვრობ თბილისში, ვსწავლობ აგრარულზე, ნუ, ვსწავლობდი... ორ სამსახურში ვმუშაობ...ვმუშაობდი...კაფეში და ზოგჯერ ბარში. მყავს მამა, ირაკლი გელაშვილი, რომელთანაც კონტაქტი არ მაქვს და ერთი საუკეთესო მეგობარი - თეკლე ნარაკიძე. დედა თორმეტი წლის ასაკში გარდამეცვალა.
- ლენა, ის მაინტერესებს რაც არ ვიცი
- შენ რა იცი ვინ არის თეკლე.. ან ირაკლი - ეჭვნარევი თვალებით შეხედა გოგომ.
- მართლა გეგონა ესე ჰაერზე შემოგთავაზებდი ჩემს ცოლობას? - დამცინავად გადმოხედა ოგემ.
- ხო, რა თქმა უნდა - თავისთვის ჩაიბურტყუნა ლენამ - შენ მკითხე მაშინ რაც გაინტერესებს. ოგე რამდენიმე წამი გზისკენ იხედებოდა.
- რატომ აირჩიე მევენახეობა?
ლენა ცოტახანი ჩაფიქრდა.
- ბავშვობაში სოფელში დავდიოდით ხოლმე. მაშინ ჯერ კიდევ მქონდა ოჯახი - ირონიულად ჩაიცინა - დედას მეზობლის ვენახში დავყავდი , ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. მიყვებოდა ქართულ მითებს ვაზზე. მის მნიშვნელობაზე. რეალურ ადამიანად მიხატავდა. მეც წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ გავაშენებდით მე და დედა ვენახს და როგორ მოვუვლიდით ჩვენს ვაზს. - ოგე განაბული უსმენდა - ჰოდა, მინდოდა რამე ისეთი მეკეთებინა, რაც მის თავს გამახსენებდა.- თავისი მწვანეები შეანათა ბიჭს და გაუღიმა - კარგი, ახლა შენი ჯერია.
- ოგე ახვლედიანი, 28 წლის. ლეჩხუმში დავიბადე და გავიზარდე. მშობლები გარდამეცვალა რამდენიმე წლის წინ. ბაბუაც.. მყავს ბებია და პატარა და.
- ვიზიარებ.. - ჩუმად ამოთქვა გოგომ. ოგემ მხოლოდ თავი დაუქნია.
- ლეჩხუმში ცხოვრობენ, ხო?
- კი, ორივეს გაიცნობ.
- რამდენი წლის არის შენი და?
- ჩვიდმეტი წლის არის, წელს აბარებს უნივერსიტეტში.
- ძმის პროფესიას მიყვება თუ რაიმე სხვა აქვს გადაწყვეტილი?
- როგორც ვიცი, ჯერ არ გადაუწყვეტია.
- და შენ რატომ აირჩიე მევენახეობა?
- არ ამირჩევია, დამიტოვეს.
- ანუ, შენი სურვილით არ აკეთებ ამ საქმეს?
- ახლა კი, მაგრამ თავიდან სხვა გზა არ მქონდა.
- ეგ „სხვა გზა არ მქონდა“ ძალიან ხშირად ისმის დღეს - ოდნავ გაუღიმა ბიჭს
ოგეს ჩაეცინა
- მე მართლა არ მქონდა.
- მოიცა, ანუ მე მააქვს?
- გაქვს, უბრალოდ ცუდი. - ნიშნისმოგებით გადმოხედა ბიჭმა. ლენამ თვალები დააწვრილა.
- კარგი, როგორ გავიცანით ერთმანეთი? - სწრაფად გაუგრძელა ბიჭმა საუბარი
- შემთხვევით?.. მე კაფეში ვმუშაობდი შენ შემოხვედი და ბახ.
- ზედმეტად კლასიკურია.
- მაშინ შენ მოიფიქრე - ლენამ ფანჯარაში გაიხედა
- შენ ღვინის დეგუსტაციაზე მუშაობდი, მე სტუმრად მოვედი - ეშმაკური ღიმილით თქვა ბიჭმა. ლენას გაეცინა.
- და მერე?
- და მერე მოგეწონე. - ღიმილით თქვა ოგემ
- ძალიან თავდაჯერებული ხარ.
- რეალისტი ვარ.
- თავიდან ვიკამათეთ.. ღვინოზე. საბოლოოდ მიხვდი, რომ მართალი ვიყავი და თან ჩემს ქარიზმასაც ვერ გაუძელი - სიცილით აგრძელებდა ბიჭი.
- აჰა... აუცილებლად - ლენასაც ეღიმებოდა.
ლაპარაკში გზა უფრო და უფრო უმოკლდებოდათ. ნელ-ნელა მოიტოვეს უკან მამაქალაქის ძველი ქუჩები და სიმწვანეში გადაეშვნენ. ოგე გზადაგზა სოფლების ისტორიებს უყვებოდა ლენას. ვენახის მოვლის ხალხურ ვერსიებს აცნობდა. გელაშვილიც უფრო და უფრო ინტერესდებოდა ამ კუთხის ისტორიით, რომელზეც ბევრი არასდროს არაფერი მოესმინა. მალევე ზორბა მთებიც გამოჩნდნენ, ლენას ზურმუხტისფერი თვალები ანთებულნი უყურებდნენ მთების სიმწვანეს. სულ მალე მთებს მედიდურად გადმოჰყურა ხვამლმა.
- რა სილამაზეა - აღტაცებულმა ამოთქვა გოგონამ
- კი, ძალიან ლამაზია ლეჩხუმი. ლამაზი და დაუფასებელი. - სიყვარულით სავსე მზერა გადაატარა ახვლედიანმა მშობლიურ მთებს. - ეს ხვამლია - თითი ანიშნა ოგემ.
- მემატიანეს გადმოცემით, მეფეები აქ ინახავდნენ საგანძურს. როცა ქართლს გაუჭირდეს, ხვამლმა უნდა გადაარჩინოსო, ესე ეწერა თურმე - ამაყად თქვა ბიჭმა - პრომეთე და ამირანიც აქ უნდა მიეჯაჭვათ ლეგენდის თანახმად - სიცილით თქვა.
- ძალიან გიყვარს შენი მხარე, ხო?
- ძალიან. როგორ შეიძლება მთა არ გიყვარდეს, ლენა. - ღიმილით გადმოხედა ოგემ - შენც შეგიყვარდება.
- ვნახოთ.
უკვე შებინდებულიყო, როდესაც ლეჩხუმის პატარა სოფელს - თაკვერს მიუახლოვდნენ. გაზაფხულის ლეჩხუმში ჯერ კიდევ ზამთრის სუსხი დაჰქროდა, ამიტომ ლენა სავარძელზე მობუზულიყო. ოგემ უხმოდ გადმოაწოდა მოსაცმელი უკანა სავრძლიდან.
- მადლობა, არ მინდა. - კაცმა თითქოს ვერც კი გაიგო გოგონას ხმა ისე დაუდო კალთაზე თავისი მოსაცმელი.ლენამ სწრაფად მოიხურა შავი სპორტული ნაჭერი, კომფორტულად მოკალათდა და დააიგნორა ის სასიამოვნო სურნელი, რომელიც მას ასდიოდა. მალე ახვლედიანების სახლსაც მიადგნენ. მანქანამ სვლა შეანელა. ლენამ დიდ ეზოს მოავლო თვალი. შუაგულში ორ სართულიანი დიდი ხის სახლი იდგა, რომელსაც ძველებური იერი კვლავ შერჩენოდა. აივნის დიდ სვეტებს ვაზი შემოხვეოდა. ეზოს ბოლოშიც პატარა ვენახი გაეშენებინათ. სივრცე იდეალურად იყო ათვისებული პატარა ხეხილით და იქვე მდგრი ფანჩატურით. ახვლედიანი პირველი გადავიდა. მანქანას შემოუარა და ლენას კარი გაუღო. ეზოში სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძაღლის ყეფა არღვევდა მას.
- ჩამოდი - მშვიდად უთხრა კაცმა. ლენა გადმოვიდა და უკეთესად მოავლო თვალი გარემოს.
- მზად ხარ? - ჰკითხა ოგემ
- მგონი... - ჩუმად ამოილაპარაკა გოგონამ.
ოგემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. მხოლოდ თავი დაუქნია და ხელის მსუბუქი კვრით წაიყვანა სახლისკენს. ჯერ ეზოს ნახევრიც არ ჰქონდათ გავლილი, როდესაც სახლიდან ქარიშხალივით გამოვარდა გიშრისფერთმიანი გოგო.
- ოგეეე! - ხელგაშლილი პირდაპირ ძმას ჩამოეკიდა კისერზე ისე, თითქოს წლები არ ენახა.
- თებო, მასუნთქე, შე შეშლილო - სიცილით ძლივს თქვა ბიჭმა.
- მადლობა თქვი რომ არ გახრჩობ საერთოდ, აქ რომ დამტოვე კარგი იყო? დავიღალე ლეშკაშელებს შორის თეთრი მანდილის ჩაგდებით - გაბუსხულმა დაიწუწუნა. მოულოდნელად დაუსხლტდა ძმას ხელებიდან, თითქოს ახლა გაახსენდა მათ გვერდით მდგომი პიროვნება.
- ღმერთო, მართლა მოიყვანა ცოლი და თან, ქალია! - ოგეს დაბღვერილი სახე დააიგნორა თებომ და სიცილით გადაეხვია ლენას. გელაშვილმაც დაბნეულმა მოხვია ხელები.
- მე თებო ვარ. ოფიციალურად შენი მული. არაოფიციალურად შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი! - სახე უნათებდა უმცროს ახვლედიანს.
- თებო, სასიამოვნოა. ძალიან მიხარია შენი გაცნობა - მაქსიმალურად შეეცადა გულწრფელი ყოფილიყო.
- ძალიან ლამაზი ხარ! - კომპლიმენტით დაასაჩუქრა ახალი ოჯახის წევრი თებომ. ლენასაც ოდნავ შეეფაკლა ლოყები.
- დიდი მადლობა, შენც ძალიან ლამაზი ხარ...ძალიან ჰგავხარ ძმას - უნებლიედ დაამატა ლენამ.
- ანუ, მეც ლამაზი ვარ? - ჩაერთო ოგეც. სანამ გოგონა პასუხს გასცემდა, კარებში მოხუცი ქალი გამოჩნდა. ოდნავ მოხრილი, გამხდარი, ჭაღარა თმით და თბილი სახით.
- თებო, რას დააყუდე ბაღნები ამ სიცივეში გარეთ, შემოდით, შვილო - ღიმილიანი სახით გასძახა მოსულებს. ყველანი სახლისკენ დაიძრნენ. ლენამ ოგეს მძიმე ხელი იგრძნო წელზე.
- დინა, გაიცანი. ჩემი საცოლე - მაგდალენა გელაშვილი. - ღიმილით წარუდგინა.
- ბევრი რამე მსმენია შენზე, შვილო. კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს ოჯახში - მხურვალედ ჩაიკრა ლენა გულში - - შენ რომ იცოდე, რამდენი ხანი გელოდით - ჩუმად ჩაჩურჩულა გოგონას. ლენამაც გაკვირვება არ შეიმჩნია და ხელები მოხვია ქალს. მისთვის უკვე მივიწყებული, დედაშვილური სითბო ჩაეღვარა გულში. დინა ლენას შემდეგ მონატრებულ შვილიშვილს მოესიყვარულა და უკვე გაშლილი სუფრისკენ მიიპატიჟა სტუმრები. გელაშვილმა ოგეს მიერ გამოწეულ სკამზე მოიკალათა, გვერდით კი თავად მიუჯდა ახვლედიანი.
- მიირთვი, ლენა, არ მოგერიდოს - ღიმილით უყურებდა დიასახლისი მას.
- ხაჭაპური მე გავაკეთე, უნდა გასინჯო - ამაყად განაცხადა თებომ და თეფში მიაწოდა ლენას. გოგონა ყველანაირად ცდილობდა დაძაბულობა მოეხსნა. არ ელოდა მსგავს თბილ დახვედრას, ამიტომ არც უძნელდებოდა ეს პროცესი.
- ბებია ფიქრობდა, რომ ოგე არასდროს დაქორწინდებოდა. მე კი ვეჭვობდი, რომ საერთოდ არ მოსწონდა ქალები. - მოურიდებლად დაიწყო საუბარი უთებომ, რის გამოც დინასა და ოგეს დაბღვერილი მზერებიც მიიღო. ლენა მაქსიმალურად შეეცადა სიცილი შეეკავებინა.
- სულ გადაგრიეს შენ ლეშკაშელებმა - წარბებს არ ხსნიდა ოგე.
- ლეშკაშელები ჩემი კლასელები არიან. ვაჟიკო და ნუციკო - ტყუპები. ერთი სული მაქვს როდის გაიცნობ- აჟიტირებული თებო ტიტინს განაგრძობდა - ერთად გვინდა ჩაბარება თბილისში.
- რაზე გინდა ჩაბარება? - ღიმილით ჰკითხა
- არ ვიცი, რამდენიმე ვარიანტი მაქვს. შენ აგრარულში ხარ, ხო?
- კი, ახლა აკადემიური ავიღე. - მიხვდა წინასწარ რომ ჰყავდა ინფორმირებული ოჯახი ოგეს.
- ქორწინების გამო, შვილო? - ჩაერთო დინაც
- ეგრე გამოვიდა - მორცხვად უპასუხა
- ამდენი ხანი უცოლოდ დადიოდი, ცოტახანიც ვერ გაძლებდი? - შეუბღვირა ბიჭს დამ.
- ვერ გავძლებდი - მშვიდად უთხრა ოგემ. თებომ დანანებით გააქნია თავი.
- რითი მოგხიბლა ჩემმა გაუცინარმა ძმამ? - ლენა დაიბნა. ოგეს ტუჩის კუთხე აუთამაშდა და ინტერესით გახედა ლენას.
- მე მიცინის ხოლმე - მორცხვად თქვა გოგონამ.
მშვიდად ივახშმეს ახვლედიანებმა. დინა ბედნიერი შესცქეროდა წყვილს. თებოს წკრიალა ხმა კი იქაურობას უფრო სახალისოს ხდიდა.
- ჩემი ოთახი მოამზადე, დინა? - ოგეს ხმაზე ლენა დაიძაბა
- კი, შვილო. ყველაფერი მზად არის, შეგიძლიათ დაისვენოთ, მე და თებო მივხედავთ აქაურობას
- არა, მეც დაგეხმარებით - უარი განაცხადა ლენამ.
- დაღლილი ხარ, ლენა. სჯობს დაისვენო - მზრუნველად უთხრა დინამ და მეორე სართულზე გაისტუმრა წყვილი. ოგე თავის ოთახში შეუძღვა გოგონას.
- დინამ შენი ნივთებისთვისაც გაათავისუფლა კარადა. აბაზანაც ოთახში გვაქვს, შეგიძლია ამობარგდე.
- ერთად უნდა დავიძინოთ? - უსიამოვნოდ გასცრა გოგონას. ამაზე აქამდე ნამდვილად არ ეფიქა.
- არა, რა თქმა უნდა. პირველ სართულზე დავიძინებ და დილით დინას ავუხსნი, რომ ქორწილამდე სარეცელის გაყოფაზე კატეგორიული წინააღმდეგი ხარ. - ლენამ თვალები მოჭუტა
- ძალიან სასაცილო ხარ
- ვცდილობ
- ერთ საწოლში ძილი ნორმალურია ოგე? - ანერვიულებულმა თქვა
- დანიშნული წყვილისთვის? როგორც წესი, კი.
ლენამ ღრმად ამოისუნთქა და ოთახს მოავლო თვალი. ფართო საწოლი ოთახის შუაში იდგა. საკმარისად დიდი იმისთვის, რომ თეორიულად ერთმანეთის შეხების გარეშე დაეძინათ.
- ნუ გეშინია, ლენა. გარკვეული პირობები გვაქვს, რომლის დარღვევასაც არ ვაპირებ. დამშვიდდი. - ბიჭის დაბალმა ხმამ თითქოს დაამშვიდა.
- მადლობა - ჩუმადვე უპასუხა. ოგემ თავი დაუქნია.
- შეგიძლია შეხვიდე და გამოიცვალო - აბაზანისკენ ანიშნა. ლენამაც თავისი ნივთები აიღო და კარში გაუჩინარდა. სწრაფად მოწესრიგდა და კვლავ ოთახს დაუბრუნდა. ოგე აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
- შეიძლება ერთი ავიღო? - უკნიდან მიადგა გოგონა. კაცმა მშვიდად გაუწოდა კოლოფი.
- არ ვიცოდი, თუ ეწეოდი. - სანთებელა აანთო და თავად მოუკიდა გოგოს
- ხო, მაინდამაინც საამაყო ჩვევა არ არის - ღრმა ნაპასი დაარტყა და ჩაბნელებულ სივრცეს გახედა.
- ნელ-ნელა გაგიცნობ - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა. ლენამ აღარ უპასუხა. ცოტახანი სიჩუმეში იდგნენ. აუჩქარებლად ივსებდნენ ფილტვებს ნიკოტინით.
- ძალიან მშვიდი გარემოა - ჩუმად თქვა ლენამ
- ზოგჯერ, ზედმეტადაც.
- რატომ, არ მოგწონს? - ოგემ მხრები აიჩეჩა.
- როცა დიდი ხნით ხარ აქ, ეს სიმშვიდე ფიქრს გაიძულებს ხოლმე.
- და არ გიყვარს ფიქრი?
- ზოგ რაღაცაზე - არა
გაზაფხულის ქარმა დაუბერა. ლენა მობუზულ ბეღურას დაემსგავსა.
- ხვალ რას ვაპირებთ?
- დილით ადრე ვდგები, ვენახში უნდა ჩავიდე.
- მეც წამოვალ - ოგემ წარბები ასწია
- დილის ექვსზე?
- თუ აქ ვაპირებ ცხოვრებას, უნდა ვიცოდე მაინც სად აღმოვჩნდი.
- როგორც გინდა, უბრალოდ ასე არ წამოხვიდე, აქ ჯერ კიდევ ძალიან ცივა - გოგოსკენ შეტრიალდა, მოსაცმელის ელვა ყელამდე აუწია და ოთახში შევიდა.
- მალე შემოდი, გაცივდები - შიგნიდან მოაძახა და თავადაც შეუდგა თავის მოწესრიგებას. ლენამ კაცის რჩევა გაითვალისწინა და მალევე დაბრუნდა ოთახში, რომელიც ცარიელი დაუხვდა. დრო იხელთა და კომფორტულად შეწვა საწოლში. მალევე ახვლედიანიც გვერდით მიუწვა. ლენა მართალი აღმოჩნდა, საწოლის ზომიდან გამომდინარე, მშვიდად შეეძლო ძილი.
იმ ღამით, მიუხედავად დაღლილობისა, ლენას დიდხანს არ მიეკარა რული. მართალია, ოგე საწოლის ბოლოში იწვა, მაგრამ მისი არსებობა მაინც ზედმეტად შესამჩნევი იყო. ჭერს მიაშტერდა.
- ოგე?
- ჰო? - ბიჭმა დაუყონებლივ უპასუხა, ეტყობოდა, მასაც არ ეძინა.
- რატომ მე? - ოთახში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა
- ეგ უკვე მკითხე, ლენა
- გკითხე, და არ მიპასუხე
ოგემ ამოისუნთქა
- იმიტომ, რომ შენს ადგილას ბევრ სხვას უკვე ხელი ექნებოდა ჩაქნეული. მებრძოლი ხარ, ლენა.
ლენას გული უცნაურად შეეკუმშა
- ეგ კომპლიმენტია?
- უფრო, დაკვირვება.
- და, შენი მიზეზი? შენ რატომ გინდა ეს ქორწინება, ოგე?
ამჯერად სიჩუმე ბევრად დიდხანს გაგრძელდა.
- მეორედ ვეღარ მივცემ ვინმესთვის ტკენის უფლებას კოპალიანებს.
ლენას სუნთქვა შეეკრა. კაცის ხმაში ისეთი ტკივილი იყო, რომ სხვა კითხვის დასმა ვეღარ შეძლო. გოგონამ პირველად გაიფიქრა - ოგე ახვლედიანში იმაზე ბევრად მეტი ბზარი იყო, ვიდრე გარედან ჩანდა.
- დაიძინე, ლენა. ადრე უნდა ავდგეთ ხვალ. - კაცმა ზურგი აქცია და მალევე ჩაეძინა.
მეორე დილით, მაგდალენა ხმაურმა გააღვიძა. ძალდატანებით გაახილა თვალები და სამზადისში მყოფი ოგე დაინახა.
- რატომ არ გამაღვიძე - ხმაში ბრაზი შეეპარა. ოგეს გაეცინა.
- ნუ იღრინები, არ არის აუცილებელი შენი წამოსვლა. ცივა ძალიან. - მოსაცმელი მოიცვა ბიჭმა.
- ხომ გითხარი მინდა მეთქი - სააბაზანოსკენ აიღო გეზი - დამელოდე იცოდე - მუქარის ტონით დაუტოვა სიტყვები კაცს და კარი გაიხურა. ოგემ თავი ოდნავ გააქნია და ფანჯარასთან მივიდა. დილა ჯერ ბოლომდე არ გათენებულიყო. მთებს გვირგვინივით ედგა თხელი ნისლი თავზე. რამდენიმე წუთში ლენაც გამოვიდა. თმა ზემოთ აეწია, რაც მის სახეს კიდევ უფრო დახვეწილს ხდიდა.
- დანარჩენებს სძინავთ? - მოსაცმელი მოიცვა გოგონამ და ოგეს მიუტრიალდა.
- კი, სანამ დავბრუნდებით წესით გაიღვიძებენ. - ოთახი დატოვეს და სახლიდან გავიდნენ. დილის ლეჩხუმი უფრო მეტად ელამაზა გელაშვილს. ბუნებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაბრუნებული თავისი ხასხასა ფერები, ყველაფერი ოდნავ ჩამქრალი ჩანდა - თითქოს ნელ-ნელა იღვიძებდა.
- წავედით - გვერდი აუარა ოგემ და წინ გაუძღვა.
ლენა სწრაფად დაედევნა
- შორია?
- არა - მოკლედ უპასუხა.
ვიწრო ბილიკს დაადგნენ. ორივე მხრებიდან ვენახები გაშლილიყო, შიშველი ლერწებით, რომლებზეც ჯერ კიდევ არ ჩანდა ახალი სიცოცხლე. გზაში მიმავალთ ჩიტების ჭიკჭიკი და მოჩუხჩუხე მდინარის შორიდან მოსული ხმა ესმოდათ. ნელ-ნელა ბილიკი ოდნავ დაეშვა. დაბლობზე რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ვენახი გამოჩნდა. ლენას წარმოსახვაში, ეს ადგილი თაკვერის გულად იქცა.
- და აქ არ მოგყავდი? - ღიმილით უთხრა გოგომ და წინ გაიჭრა. ოგემ თვალი გააყოლა ლენას მოქნილ სხეულს, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა ვენახს. თავადაც უკან გაჰყვა. ცენტრში შესულებმა ვაზებს შორის მოძრავი სხეული დალანდეს. ოგემ თვალები მოჭუტა.
- ადრე მოსულა
- ვინ? - კაცი უკვე წყვილს უახლოვდებოდა.
- აბა, ბატონო ოგე - მომავალმა გამოსძახა - უკვე მოხვედით? - ნელ-ნელა უკეთესად დაინახა კაცის მაღალი სხეული ლენამ. ასაკით ოგეს ტოლი იქნებოდა, მხარ-ბეჭიანი, მაღალი სხეული ჰქონდა. მუქი ყავისფერი თმა და თვალში მოსახვედრი რაოდენობის ხალი მკაცრ სახეზე. პირზე ღიმილი გამოსახვოდა.
- დილა მშვიდობისა, გოლა. - გოლამ ხელზე გაკეთებული ხელთათმანი მოიძრო და ახვლედიანს გაუწოდა მარჯვენა.
- მშვიდობისა იყოს - კაცები მხრებით გადაეხვივნენ ერთმანეთს. გოლას თვალები ლენაზე შეჩერდა.
- გამარჯობა, ლენა - თავაზიანად მიესალმა კაცი გოგოს. გელაშვილს გაუკვირდა თავისი სახელის მოსმენა.
- დილა მშვიდობისა. - თავზიანად დაუბრუნა სალმი.
- ლენა, გაიცანი , ჩემი ნათესავი და უახლოესი მეგობარი, გოლა გვიშიანი.
- რა მდგომარეობაა? - თემა შეცვალა ოგემ. გოლამ მამობრივი მზერა მოავლო ვენახს. ლენას ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს მათ წინ მდგარმა კაცმა ყველაფერი იცოდა ფიქტიური ქორწინების შესახებ.
- უარესიც მინახავს - თქვა - მაგრამ კიდეებს თუ დროზე არ მივხედეთ, გაგვიფუჭდება. გაშენება უნდა.
- ხო, დამირეკა გაბრიელმა უკვე. სვეტებიც მზად არის. მალე წამოვიღებ ორბელიდან. - ოგემ ნელა გაიარა ვაზებს შორის, რამდენიმე ლერწი გადაამოწმა.
- გასხვლა დაწყებულია?
- ნაწილობრივ - უპასუხა გოლამ - რამდენიმე წუთში მოვლენ ბიჭები.
- როგორ მოგწონს თაკვერი, ლენა? - გოგონასკენ მიბრუნდა გოლა.
- ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს ვენახი და ოგეს სახლი ვნახე, მაგრამ უკვე ძალიან მომხიბლა. ძალიან ლამაზი მხარეა - გვიშიანს ესიამოვნა ქალის პასუხი.
- მიხარია - ოდნავ გაუღიმა
- საღამოს გელოდები, ხომ იცი? ბიჭებიც ჩამოდიან. - მხარზე ხელი დაარტყა ახვლედიანმა. - დღეს ჩვენც გეხმარებით. ლენა, წამო. - ვენახის კუთხეში მდგარი პატარა ხის შენობისკენ გაუძღვა კაცი ქალს. კარადა გამოაღო და ორი წყვილი ახალი ხელთათმანი გადმოიღო. უხმოდ მიაწოდა ლენას და თავადაც მოირგო ხელებზე. გოგონა სიცივისგან გაყინულ ხელებზე ძლივს იცვამდა ხელთათმანს. ახვლედიანმა ცალი თვალით შენიშნა მისი შეწუხებული სახე თავად დაეხმარა სწორად ჩაცმაში.
- გითხარი, ეციება მეთქი - ზემოდან დახედა გოგონას და გვერდი აუარა. ლენაც უხმოდ გაჰყვა ოგემ ვაზებს შორის რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. სასურველ ადგილზე გაჩერდა. უკვე ვენახში მომუშავეებიც მოსულიყვნენ. შორიდან ისმოდა ლერწების ჭრის ხმა.
- აქედან ვიწყებთ
ლენამ ირგვლივ მიმოიხედა
- რას?
ოგემ ჯიბიდან პატარა, მძიმე მაკრატელი ამოიღო და ლენას გაუწოდა.
- გასხვლას.
ლენამ ინსტრუმენტს დახედა, მაგრამ არ აიღო.
- არ ვიცი.
- რა არ იცი?
- როგორ უნდა გავსხლა...
- პრაქტიკებზე არ დაყავდით?
- ვერ ვახერხებდი, სამსახურის გამო დრო არ მქონდა ხოლმე.
- არაუშავს, გაჩვენებ.
ერთი ვაზი აირჩია, ლერწი თითებით ოდნავ გადახარა და კონკრეტულ ადგილას მიუთითა.
- ამას ხედავ? - ლენამ თავი დაუქნია - აქ უნდა მოჭრა.
ოგემ მაკრატელი ხელში გადაატრიალა და ლერწი ერთი მკვეთრი მოძრაობით მოჭრა. ხმამ სიჩუმეში მკაფიოდ გაიჟღერა.
- მარტივია.
ლენას ტუჩები ოდნავ შეეკუმშა.
- ეგ შენთვის.
ოგემ ხელი გაუწოდა.
- აბა, შენ სცადე.
ლენამ ბოლოს და ბოლოს აიღო მაკრატელი, თითებში მოიქცია, მაგრამ მაინც შეყოვნდა.
- არასწორად რომ მოვჭრა? - ოგე ახლოს მივიდა
- არაუშავს, არ არის ვაზი სუსტი მცენარე.
ფრთხილად შეეხო ლენა ვაზის ლერწს, ფრთხილადვე მოაჭრა არასასურველი ნაწილი. უხაროდა ვაზთან მუშაობა. ცდილობდა მაქსიმალურად დაკვირვებოდა ოგეს ქცევებს და რაც შეიძლება მეტი გაეგო მისგან. ორ საათიანი მუშაობის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ. მოსულებს კარშივე დახვდათ ხელებგადაჯვარედინებული თებო.
- პირველივე დღეს ვენახში რომ არ გაგექანებინა ეს გოგო, არ შეიძლებოდა? - თამამად უბღვერდა ძმას. ლენას ღიმილი მოგვარა გოგონას ქცევამ.
- ყველანაირად უკმაყოფილო როგორ ხარ, თებო. - უმცროსმა ახვლედიანმა ყურადღება არ მიაქცია ძმის საუბარს, ლენას ხელი გამოსდო და სამზარეულოში გაიყვანა.
- ყავას დალევ, ლენ?
- დავლევ - იქვე ჩამოუჯდა მაგდალენა - დინა სად არის?
- საქათმეში გავიდა, გუშინ ძაღლი ყეფდა და მგონი მელა ჩამოვიდაო. შაქარი რამდენი გინდა?
- უშაქრო. მასწავლებლებთან დადიხარ, თებო?
- კი. მე ვაჟა და ნუციკო ერთად დავდივართ, მეზობელ სოფელში. მანძილი ცოტა შორია და ვაჟას დავყავართ მანქანით. ზამთარში უფრო ჭირდა სიარული - დაჭრილი ვაშლი მიაწოდა ლენას. სამზარეულოში მზის სხივმა შემოანათა და ლენას თმა ოქროსფრად ააელვარა.
- ძალიან ლამაზი ფერის თმა გაქვს
- მადლობა, თებო - სიცილით უთხრა გოგონამ
- თბილისში გადასვლის შემდეგ აქაურობა არ მოგენატრება?
- ძალიან, მაგრამ ტყუპებიც იქ მეყოლებიან და როგორმე გადავიტან - გაუჩერებლად ტიტინებდა თებო.
- ქორწილის კაბა უკვე არჩეული გაქვს? - ამ კითხვას არ ელოდა ლენა.
- ჯერ არა - დაბნეულმა უპასუხა
- ძალიან კარგი, ერთად ავარჩიოთ - მხიარულად ჩაკბიჩა ახალი ვაშლი
- დილა მშვიდობისა - სამზარეულოში დინა შემოვიდა, ხელში კვერცებით სავსე კალათა ეჭირა - როგორ მოგეწონა ვენახი, შვილო? - ღიმილიანი სახე შეანათა გოგონას
- ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო ვენახში მუშაობა.
- აბა, თებოს კითხე რამდენად სასიამოვნოა - დაბღვერილმა გადახედა შვილიშვილს.
- სანამ ყავა გაკეთდება, მანამდე მოვწესრიგდები და ჩამოვალ - მორიდებით დატოვა სამზარეულო ლენამ და ოთახისკენ აუყვა კიბეს. კარის შეღებისას წელს ზემოთ შიშველი ახვლედიანის სხეულს აეკრა. დენდარტყმულივით გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი უკან
- მე.. ბოდიში... უნდა დამეკაკუნებინა. - ჩუმად ამოილაპარაკა და თვალი მოარიდა კაცის სხეულს, რომელიც ანტიკური ლიტერატურიდან გადმოსული პერსონაჟისას გავდა.
- არაუშავს, შენი ოთახიც არის - აუჩქარებლად გადაიცვა მაისური ოგემ. ტელეფონი ამოიღო და საწოლზე გადაწვა. ლენა ხმის ამოუღებლად გაუჩინარდა სააბაზანოში. მალევე მოწესრიგდა და ოთახში დაბრუნდა. კვლავ უნდა ჩასულიყო თებოსთან, როდესაც მისი მობილური ამღერდა. გოგონამ ოგეს ინტერესიანი მზერა დააიგნორა და აივანზე გავიდა.
- ეს არის ძმაკაცობა გელაშვილო? - ტელეფონში კიოდა თეკლე. ლენას ხმამაღლა გაეცინა.
- მაპატიე, ვერ მოვახერხე დარეკვა.
- გავთხოვდით და გვკიდია უკვე დაქალებიო? - არ ცხრებოდა თეკლე - კარგი, როგორი სიტუაციაა? შეგჭამეს ახვლედიანებმა? - ლენამ ფარული მზერა გააპარა კომფორტულად მოკალათებული ოგესკენ, რომელსაც ცალი ყური აივანზე ჰქონდა.
- ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო.
- რა ხდება ლენა? თუ რამე გიჭირს სპილო დაიძახე და მივხვდები, რომ გასაჭირში ხარ
- რაღაც იუმორი აღარ გივარგა - სიცილით უთხრა - ვენახში ვიყავი დღეს დილით. იცი რა ლამაზი იყო?
- ახლა შენი უნდა მშურდეს, თუ რა ხდება? - ლენას ისევ ხმამაღლა გაეცინა. - ჭაბუკიანი გაგიჟებას არის, რა გოგო წამართვა ახვლედიანმაო. აქ ლენა, როგორც სტუდენტი იგულისხმა, თუ ლენა, როგორც გოგო არ ვიცი...
- ნუ ბოდავ, თეკლე
- მარტო დავდივარ ეული და კიდევ კარგად ვარ! დამიბრუნეთ დაქალი!
- მალე გნახავ, არ მოგანატრებ თავს..
- ვიმახსოვრებ ბატონო! კარგი, წავედი ახლა, ლექცია მეწყება. მომწერე მაინც, მოღალატევ!
ტელეფონი გათიშა და ოთახში დაბრუნდა.
- ნერვიულობს, ხო?
- ვინ?
- თეკლე.
- რა აქვს სანერვიულო?
- ლენა, შენი აზრით მართლა მჯერა იმის, რომ შენმა საუკეთესო მეგობარმა არაფერი იცის ჩვენი ფიქტიური ქორწინების შესახებ?
- ნერვიულობს, რა თქმა უნდა. ერთი დღის გაცნობილ ადამიანს ცოლად გავყევი. - გაღიზიანებულმა ამოთქვა გოგომ
- ისე ნუ საუბრობ, თითქოს რამეს გაძალებდე ლენა - ხმა გაუმკაცრდა ოგესაც
- რა გინდა ოგე? ტაში დაგიკრა საოცარი იდეისთვის?
- ვგავარ ისეთ სი*ს რომელიც ტაშის დაკვრას ითხოვს? - ხმა დამძიმებოდა ახვლედიანს
- მე რა ვიცი შენ ვის გავხარ? არც კი გიცნობ
- ლენა, მწყობრიდან ნუ გამომიყვან, არ მოგეწონება - საშიშად მშვიდი იყო ოგეს ხმა.
- და რას იზამ? კოპალიანთან მიმაგდებ? რა მნიშვნელობა აქვს შენ დამმართებ რამეს თუ ის?
- არ გაბედო მეორედ მაგ ნაბი*ვარს შემადარო - თვალები უფრო შავი გაუხდა ახვლედიანს. ნელ-ნელა ამცირებდა მანძილს. - თან ერთი რაღაც გავიწყდება, შენ უკვე ჩემი ცოლი ხარ- ცივ კედელს აეკრო ლენა. კაცის ცხელი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა.
- გაიწიე - ჩამწყდარი ხმით უთხრა ქალმა
- სიტყვები აკონტროლე, მაგდალენა. - ოთახი დატოვა კაცმა და კარი გაიჯახუნა.
ანერვიულებული ლენა რამდენიმე წუთი სივრცეს უყურებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. შეეცადა როგორმე დამშვიდებულიყო. რამდენჯერმე ამოისუნთქა და სწრაფად დაეშვა პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე ადამიანის ხმა ისმოდა.
სამზარეულოში თებოს გარდა ორი ადამიანი დახვდა. ორი ხუჭუჭა, შოკოლადისფერკანიანი ბიჭი და გოგო. ლენა მარტივად მიხვდა უკვე ნახსენებ ლეშკაშელის ტყუპებს რომ უყურებდა.
- ლენაც მოსულა - აღტაცებით წამოიყვირა თებომ. ორი წყვილი თვალიც მისკენ შეტრიალდა.
- გაიცანით, ჩემი რძალი , მაგდალენა გელაშვილი - ამაყად გამოაცხადა ახბლედიანმა
- ვაჟა ლეშკაშელი - ხელი გაუწოდა ბიჭმა თავაზიანად
- სასიამოვნოა ბავშვებო - ღიმილი დაუბრუნა ბავშვებს
- მართლა როგორი ლამაზი ყოფილხარ! - სითბოთი სავსე თვალები შეანათა ნუციკომ
- დიდი მადლობა, მაგრამ დღეისთვის მეყო კომპლიმენტები - მორცხვად თქვა ლენამ
- ოგე სად წავიდა? გიჟივით გავარდა გარეთ. - ჩაეკითხა თებო ლენას. გელაშვილი წამიერად დაიბნა, თუმცა მალევე უპასუხა
- გოლასთან უნდა წასულიყო, როგორც ვიცი - ტუჩზე იკბინა ტყუილის თქმის დროს და ოთახში გაჩენილი უსიამოვნო შეგრძნება კვლავ დაუბრუნდა.
- აა… შენი ყავა უკვე გაცივდა, იმდენი ხანი გამოიკეტეთ ოთახში შენ და ოგე - დაუფიქრებლად წამოაყრანტალა გოგომ და ნუციკოს მუჯლუგუნიც დაიმსახურა. ვაჟას ჩუმ ჩაფხუკუნებაზე ლენამ წარბი აწია
- დღეს სტუმრებს ველოდებით, ყველანი აქ იქნებიან - სიტუაციას განმუხტვა სცადა თებომ - ყველას უნდა შენი გაცნობა.
- მერე ჭორაობის დრო გაქვთ? - ლაპარაკში ჩაერთო ახლახანს შემოსული დინა
- დინა ბებო, როგორ ხართ? - თავაზიანად მოიკითხა ვაჟიკომ ქალი
- ამ ქალბატონის ხელში კიდევ კარგად ვარ,ბეჩა - თავის გაქნევით გადახედა შვილიშვილს
- ჰე, აბა ნუციკო, თებო დავიწყოთ ტრიალი - ხელი შემოკრა ქალმა და მზადყოფნაში მოიყვანა ბავშვები. თებოს ფქვილის გაცრა დაავალა, ნუციკოს ლორის დაჭრა, ვაჟა წისქვილში გაგზავნა მჭადის ფქვილის ამოსატანად
- მე რაში დაგეხმაროთ? - თავაზიანად ჰკითხა მორიდებულმა ლენამ
- შენ დაისვენე, გენაცვალე. ისიც გეყოფა დილიდან ვენახში რომ წაგიყვანა გადარეულმა- ალერსით უთხრა დინამ
- რას ამბობთ, პირიქით, ჩემი იდეა იყო იქ წასვლა. ახლაც ძალიან მინდა რამეში დაგეხმაროთ - მუდარის სახით შეხედა ქალს. დინა წამიერად შეფიქრიანდა, თითქოს ყოყმანობდა, მაგრამ შემდეგ დაყვა ლენას სურვილს.
- კარგი, აბა ყველი გაამზადე ხაჭაპურისთვის. - ლენამ სწრაფად გაისუფთავა ხელები და სიხარულით ჩაერთო სამზადისში. ისედაც დამნაშავედ გრძნობდა თავს რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში, მისი საწუხარი ტყუილი იყო. არ იმსახურებდა ახვლედიანების ოჯახი ამხელა ტყუილს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ოგესთან ზედმეტი მოუვიდა. კარგად ხვდებოდა ლენა, რომ არ იყო მართალი, თუმცა ემოციურად იმდენად იყო გადამწვარი, თავს ვერ აკონტროლებდა. ამიტომ ცდილობდა როგორმე მაინც დახმარებოდა ოჯახის წევრებს იმ სამზადისში, რომელიც მისგან იყო გამოწვეული და სწორედ მისთვის ხდებოდა. სამზარეულოში ფუსფუსის პარალელურად ნუციკოსა და თებოს ეჭორავებოდა. გოგონებს მალე გაუგო. ნუციკოც თებოსავით გახსნილი გამოდგა, ამიტომ არ გაჭირვებია კომუნიკაციაში შესვლა.
- ოგეს არსად არ დავყავართ ხოლმე, იქნებ შენ მაინც დაელაპარაკო, ლენა - საწყლად ეწუწუნებოდნენ გოგონები გელაშვილს..
- დაველაპარაკები - გოგონაც აგრძელებდა მათ დაიმედებას და გულწრფელად უღიმოდა მათ.
საღამომდე ყველაფერი მზად ჰქონდათ. სუფრაც ნელ-ნელა გაიშალა. ვაჟამ ბუხარი დაანთო. ცოტახანში ოგეც დაბრუნდა სახლში, ღვინოსთან ერთად.
- სად ბრძანდებოდი? - გადაჯვარედინებული ხელებით დახვდა თებო ოგეს
- თებო, ჩემი ცოლის მაგივრადაც შენ რატომ ნერვიულობ? - თავზე აკოცა გოგონას წუწუნს შეჩვეულმა და თვალებით ლენას დაუწყო ძებნა
- ეს რა არისო? ცოლი მოიყვანე და მე აღარ ვინერვიულო?
- ოღონდ ვაჟიკომ ცოლი მოიყვანოს, მე შემეშვას და სულ აღარ ამოვიღებ ხმას. - წუწუნით ამოთქვა ნუციკომ
- ნუციკო, ენას ნუ ატლიკინებ, თორე სულ შინაბერას დაგტოვებ - არ ჩამორჩა ვაჟიკოც
- ღმერთო, დაიწყეს - თვალები აატრიალა თებომ
ოგემ სამზარეულოში შეიხედა, სადაც ლენა მჭადებს აცხობდა.
- დინა სად არის? - თითქოს აქ არაფერიო, ისე კითხა ახვლედიანმა
- არ ვიცი - ძალიან ცადა უხეში არ ყოფილიყო, მაგრამ თავს ვერ სძლია ლენამ. ოგემ ცალი წარბი ასწია.
- რას აკეთებ?
- მჭადს ვაცხობ
- იცი მერე?
- რომ არ ვიცოდე, გავაკეთებდი?
- არც გასხვლა იცოდი, მაგრამ კი გადაკრიჭე ნახევარი ჰექტარი ვენახი - ნიშნისმოგებით უთხრა ოგემ
- ხელს მიშლი - სხვა ვერაფერი მოიფიქრა უარესად გაღიზიანებულმა
- ქმარს ეგრე უნდა ელაპარაკო? სულ წავიდა ხელიდან ახლანდელი გოგოები
- რა ხუმრობებით ხარ, ახვლედიანო - ღიმილი ვერ დაფარა ლენამ
- ოჰო, გვარით მომმართავ? - კიტრი ააცალა თეფშიდან ლენას და მცირე დარტყმაც მიიღო მტევანზე
- თუ მოგწონს, შეგიძლია ჩემს გვარზე გადმოხვიდე - არ ჩერდებოდა ოგე
- საერთო ფეისბუქიც ხომ არ გავაკეთოთ?
- არა, ეგ ბანძობაა. მაგრამ შეგიძლია ასე დაიწერო - მაგდალენა გელაშვილი ახვლედიანისა - ღიმილით უთხრა. ლენასაც აღარ უცდია სიცილის შეკავება
- რაზე იცინით? ჩვენც გვინდა სიცილი - თავი შემოყო თებომ. უკან ნუციკოც მოყვა
- ლენას ჩვენი გვარი უნდა
- ახვლედიანზე გადადიხარ? - გაკვირვებით წამოიძახა ორივე გოგომ
- ბოდავს შენი ძმა, როგორც ყოველთვის - ოგეს ღიმილი წამში გაუქრა. ლენას ოთახის სცენა გაახსენდა და მიხვდა რაღაც რომ ვერ თქვა. ახვლედიანს თვალში ჭინკები ჩაუდგა.
- ამ ბოდვამ არ მოგხიბლა მერე, მაგდალენა? - გაზქურასთან მდგარი გოგოსკენ წავიდა ღიმილით და კისერში ხმაურიანად აკოცა. ლენას ხელიდან გაუვარდა მჭადი და ზეთიან ტაფაზე დაეცა.
- ვაიმე, ხომ არ დაიწვი? - შეშფოთდა თებო
- არა, არაფერია - არეული სახის დალაგებას ცდილობდა ლენა
- სხვლა უფრო კარგად გამოდის - ეშმაკური ღიმილით თქვა ოგემ და ოთახი დატოვა.
მალე შეიკრიბნენ ახვლედიანების სახლში ოჯახისთვის ძვირფასი ადამიანები. თებო და ნუცა ხალისით ავსებდნენ ნელ-ნელა ბარაქიან სუფრას, რომლის თავშიც ბერდია გვიშიანს დაეკავებინა საკუთარი ადგილი. კაცი მშვიდად ესაუბრებოდა გვერდით მჯდომ შვილს - გოლა გვიშიანს, რომელიც ფარულად აპარებდა დაკვირვებულ მზერას წინ მჯდომი წყვილისკენ. ლენა კარგად ხვდებოდა დაკვირვების ობიექტი რომ იყო, ამიტომ უფრო ცდილობდა შეყვარებული გოგონას როლი კარგად ეთამაშა.
- ამდენი ხანი სად არის გაბრიელი, შვილო? - ყოველთვის ანერვიულებდა გაბრიელ ჩაჩხიანი ახვლედიანების დიასახლისს.
- ნახევარი საათის წინ გამოვიდა ორბელიდან, წესით მალე უნდა მოვიდეს დინა ბებია
- მშვიდობით იაროს და, თუ უნდა სულ ორი საათი დაიგვიანოს - ნერვიულობდა ქალი
- გაბრიელზე უკვე ჩავიქნიე ხელი, დინა. მაინც ჯიბგირივით დაიარება აქეთ-იქეთ. - ჩაილაპარაკა ბერდიამ უსიამოვნოდ. დინამ თავი გადააქნია დანანების ნიშნად.
- ნუ მილანძღავთ ძმაკაცს - ხუმრობით თქვა ოგემ
- ესეც ეგეთი თავქარიანი იყო და მაგიტო წუხს იმ იდიოტის გამო, დაგავიწყდათ? - სიტყვა ჩააკვეხა ახლად შემოსულმა თებომ
- თებო, რა სიტყვებია, ბეჩა? - შენიშვნა მისცა დინამ - ნუციკო, დაუჯექი შენი ჭირიმე შენს ძმას, თებო შემოიტანს დანარჩენს - თბილად მიმართა ტყუპს ქალმა
- გეყურებათ კაცო ამნაირი რამე? გიჟივით დააქროლებს ამ მოსიარულე სიკვდილს. ჩემი და გოლასი არაფერი მაგას არ ესმის. მაგაზე ნერვიულობას შეეწირა დედამისიც - გაბრაზებას ვეღარ მალავდა კაცი
- ცოლი უნდა ბიჭს, ცოლი - თავისთვის ამოილაპარაკა დინამ და წყვილს გადახედა.
- ვაჟიკო, დაურეკე ცაროს, რატომ არ გადმოდის? - ბიჭს მიუტრიალდა ახლა ქალი
- მამას გაყვა ქუთაისში, დინა ბებო. ხვალ ჩამოვლენ წესით
- უკვე წავიდნენ ბეჩა? რომ ჩამოვა, უთხარი ჩემთან გადმოვიდეს, ახალი კვაწალიები მყავს გავატან რამდენიმეს - ბიჭმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
- ქორწილს როდის გეგმავთ ოგე? - დიალოგის გაბმა სცადა უფროსმა გვიშიანმა
- მაისში ვფიქრობთ, ცოტა დათბეს - გადახედა ლენას კაცმა და გაუღიმა. სახლის ფანჯრებში მანქანის ფარებმა შემოანათა.
- გაბო ჩამოვიდა მგონი - სუფრას აცნობა ნუციკომ.
- არა, ლაშხია - ფეხზე წამომდგარმა ახვლედიანმა თავი გაჰყო ფანჯარაში. ცოტახანში სახლში დემეტრე ლაშხმა შემოაიჯა.
- საღამო მშვიდობისა - თავი ოდნავ დახარა - მგონი დროზე ჩამოვედი
- კი, კარგად გივლია - მიეგება ოგე და გადაეხვია მეგობარს. დემეტრემ თანმიმდევრულად მოიკითხა ყველა -უფროსები პატივით, უმცროსები - თბილად. ბოლოს ლენასთან შეჩერდა.
- სასიამოვნოა, -თქვა მშვიდად და ხელი გაუწოდა, -დემეტრე.
ლენამაც გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. იცნო ლაშხი. სწორედ მაშინ ენახა გოგოს ის, როდესაც პირველად შეხვდა ოგეს.
- დაჯექი, შვილო. დაღლილი იქნები ნამგზავრი - სუფრისკენ მიიწვია დინამ დემეტრე. ამ დროს, ეზოში მუხრუჭის მძაფრი ხმა გაისმა. ოგემ და გოლამ ერთმანეთს გადახედეს.
- აი, ეს უკვე გაბრიელია - ჩაილაპარაკა გოლამ. კარიც დაუკაკუნებლად გაიღო.
- აქა მშვიდობააა - ხმამაღალი ძახილი გაისმა ოთახში. ქარივით შემოვარდა გაბრიელ ჩაჩხიანი. ხმაურით, სიცილითა და სითბოთი სავსე. ოგე ფეხზე წამოდგა ღიმილით.
- ოგე ახვლედიანო, მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა ჩუმად ცოლის მოყვანა - სიხარულით წავიდა ბავშვობის მეგობრისკენ გადასახვევად.
- ეს მაპატიე და შენს ქორწილზე დინმიკებს დავდგამ მთელს სოფელში - გულმხურვალედ გადაეხვივნენ ბიჭები ერთმანეთს. გაბრიელმა უფროსების ბრაზიანი მზერა დააიგნორა და ლენასკენ მიტრიალდა.
- ამ გოგოს გვიმალავდი ოგე მთელს თაკვერს? - ხელი გაუწოდა ლენას, ლენამაც თავაზიანად ჩამოართვა. გაბრიელი ჯენტლმენურად ეამბორა ქალის ხელს - ფრიად სასიამოვნოა, რძალო. არ მეგონა ამას თუ ვინმე გამოყვებოდა - ხუმრობას აგრძელებდა გვიშიანი.
- დაანახეთ ციცინო ბურჯალიანს ეს გოგო, გაუსკდა ქალს გული ინტერესით. ისიც დაწყნარდება და მიხეილიც დაისვენებს ცოლზე ნერვიულობით
- დინა ბებო, როგორ ხართ? - თავაზიანად მოიკითხა ქალი
- მე კარგად ვარ გაბო, შენ როგორ ხარ შვილო, შენ?
- რავიცი, დავქრივარ თქვენ მიერ ნაძაგები ჩემი რაშით და ვარ - მხრები აიჩეჩეჩა და სუფრასთან მჯდარ ვაჟიკოს ისედაც აბურდული თმები აუჩეჩა. ზემოდან დახედა ბიძაშვილს, მის ბრაზიან სახეს კი თვალი ჩაუკრა.
- ყველაზე პუნქტუალური ადამიანიც მოსულა - საბოლოოდ დაუბრუნდა სუფრას თებო. გოგონას წკრიალა ხმის გაგონებაზე ჩაჩხიანის თვალებში სხივები აკიაფდნენ.
- თებიკო, მოგანატრე თავი გოგო? შენც უნდა დამტუქსო? - თავზე აკოცა პატარა ახვლედიანს
- არ ხარ ღირსი, რო? - გვერდი-გვერდ დასხდნენ და ქართული პურობაც დაიწყო. ვაჟიკომ მერიქიფეს ფუნქცია შეითვისა, ჭიქები შეუვსო სუფრაზე მყოფთ.
- ხომ დალევ? ქვევრის ცოლიკაურია - გადაუჩურჩულა ოგემ ლენას
- დავლევ ცოტას, კი
- ხომ არ გააპათოლოგებ? შენი სიმთვრალე ჯერ არ ვიცი - ტუჩის კუთხით ჩაუცინა გოგოს
- ვნახოთ, თუ გამაბრაზებ, არ ვიცი რა მოხდება
- ოხ.. - გაკვირვებით გადახედა კაცმა და ღიმილი ვეღარ დამალა
- აბა, ღმერთს დიდება, თანამეინახენნო - ჭიქა ასწია ბერდიამ - ჯერ ღმერთი ვახსენოთ, თორემ მის გარეშე კაცი რა არის ... ქარს გაყოლილი ფოთოლა.
მისი ნებაა, დღეს აქ რომ ვსხედვართ, პური გვიდევს, ღვინო გვიდგას და ერთმანეთის ხმა გვესმის. ჩვენ რა ვართ, მიწის ხალხი ვართ, მაგრამ ღმერთი დიდია - ხედავს ჩვენს ფიქრსაც და ჩვენს გულსაც. თუ სიკეთეს ვაკეთებთ, იმასაც დაინახავს, თუ ფეხი დაგვიცდება, იმასაც გვაპატიებს, ოღონდ ჩვენ ვიყოთ გულით მართლები. ღმერთმა არ მოგვაკლოს ერთმანეთი, არ დაგვიშალოს ოჯახები, არ გაგვიცივოს კერა.
ჩვენს შვილებს გზა გაუნათოს, ჭირს მოაშოროს, ლხინი გაუმრავლოს.
ჩვენ, მოხუცებს, მოთმინება მოგვცეს და მადლიერება , რომ რაც გვარგუნა, იმას ვაკმაროთ ჩვენი გული. უფალს გაუმარჯოს, მის მადლსა და წყალობას გაუმარჯოს! - ჭიქა გამოცალა უფროსმა გვიშიანმა. უფლის სადღეგრძელო მშვიდად შეისვა, თუმცა ცოტახანში ადამიანების მხიარული საუბარი და ჭიქების ჭახუნი ისმოდა ახვლედიანების სახლში. დინას სიხარულის ცრემლებით ევსებოდა თვალები, როცა ასე სავსესა და ბედნიერს ხედავდა მის ოჯახს. ლენას თვალს არ აშორებდა და თითქოს, უთქმელად უხდიდა მადლობას იმისთვის, რაც ქალის აზრით, სწორედ გელაშვილის დამსახურება იყო....
ლენასთვის ეს ყველაფერი ახალი იყო. სუფრა, თავისი წესებითა და უხილავი კანონებით, თითქოს ცოცხალი ორგანიზმივით სუნთქავდა - თითოეულ მოძრაობას, თითოეულ სიტყვას თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. გოგონა ჩუმად აკვირდებოდა ყველაფერს: როგორ ასწევდნენ ჭიქებს, როგორ უსმენდნენ თამადას, როგორ ელოდებოდნენ ერთმანეთს.
- მიჭახუნების დროს, ჭიქას ყოველთვის ქვემოთ წევთ შენ და ოგე. ეს რამეს ნიშნავს თუ უბრალოდ მე მომხვდა თვალში? - ინტერესით შეხედა გვერდით მჯდომ დემეტრეს ლენამ. ლაშხს თბილად გაეღიმა.
- ქართულ სუფრაზე, ჭიქის მიჭახუნების დროს კაცი ამ ჟესტით თავმდაბლობას გამოხატავს. - დემეტრემ ჭიქა ნელა მოატრიალა თითებში და, თითქოს წარსულს გადახედაო, ჩაეცინა.
- ოგეს პირველად რომ შევხვდი… - დაიწყო მან, - სუფრაზე მოვხვდით ერთად. არც მე ვიცოდი კარგად მისი ხასიათი, არც მან - ჩემი. სადღეგრძელო ითქვა, ჭიქები ავწიეთ და როცა მივაჭახუნეთ ორივეს ჭიქა მაგიდის ზედაპირზე აღმოჩნდა. - ღიმილით გადახედა ლაშხმა გოგონას და გოლას გამოწვდილ ჭიქას დაუხვედრა ყვითელი სითხით სავსე თავისი ჭურჭელი. ლენას უცნაური სითბო ჩაეღვარა გულში.
- კარგი კაცია შენი ქმარი, ლენა - დაამატა ბოლოს დემეტრემ და სუფრის დიალოგში ჩაერთო.
- აბა, გიტარა მომართვით - თვალები დახუჭა და ხელები გაშალა დემონსტრაციულად შემთვრალმა გაბრიელმა. როცა პასუხი ვერ მიიღო ცალი თვალი გაახილა და გვერდით მჯდომ ვაჟიკოს მუჯლუგუნი კრა
- ადე, ბიჭო. მომიტანე თებოს გიტარა - თებოს სიცილი აუტყდა
- დამცინი, ხო? მთვრალ კაცს დაცინი და თავი ქალი გგონია? - წარმოსახვითი ცრემლი მოიწმინდა გაბომ
- კლოუნი ხარ - ღიმილით უთხრა თებომ
- სიმპატიური კლოუნი, თებიკო - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და გიტარა გამოართვა ვაჟიკოს. სიმებს ჩამოკრა ჩაჩხიანმა, ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული
შენ შვიდი ცის ანგელოზო, ერთხელ თუ გამიღიმე - დაბალი ხმით დაიწყო სიმღერა გაბრიელმა.

ღამეს თეთრად გაგითენებ, ზეცას გაგიგვირილებ
ჩუმად როგორ ჩაგიარო, ვერ ვიქნები მშვიდი მე!
ვახ რა სიმღერას გიმღერებ, სიმს ჩამოვკრავ შვიდივეს
ვახ რა სიმღერას გიმღერებ, სიმს ჩამოვკრავ შვიდივეს
თებოს გახედა გაბრიელ ჩაჩხიანმა. თვალებით ანიშნა, რომ უნდა აყოლოდა.
გაზაფხულის მოსვლა მიყვარს, თეთრად რომ გამიღიმებს - დაიწყო ორივემ
გულში ისე შემოფრინდი, აბა რას მოგიცილებ...
ღიმილით უყურებდნენ სუფრის წევრები გაბრიელისა და თებოს დუეტს. ერთს მეორე სიმღერა მოჰყვა, მეორეს მესამე. ჟრიამულობდა ახვლედიანების ოჯახი.
- ახლა მინდა მოსაგონარი ვთქვა - ჩუმად დაიწყო ბერდია გვიშიანმა - უდროო დროს წასული ახვლედიანების მოსაგონარი. ლევანისა და ნანას ხსოვნისა იყოს.კარგი ხალხის, ღირსეული ადამიანების. კაცი მაშინ არ კვდება, როცა მიწას მიაბარებენ... კაცი მაშინ კვდება, როდესაც მისი სახელი და საქმე იკარგება, ლევანი და ნანა ყოველთვის ჩვენს გულებში იქნებიან, სამარადჟამოდ. - რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა უფროსმა გვიშიანმა - მტარვალია წუთისოფელი... ერთი უბედურება არ იკმარა კარგი ხალხისთვის - თავი დანანებით გადააქნია - თემურ ახვლედიანის მოსაგონარის იყოს. მიწის კაცის - ცამდის ასულის დიდი კაცობით! უფალმა გაანათლოს ჩვენი ოჯახებიდან წასული ადამიანების ხსოვნა! - თებოს თვალებში ცრემლი ჩადგომოდა, სუფრა ენით აღუწერელ სევდას მოეცვა. გაბრიელსაც კი აღარ დასთამაშებდა სახეზე განუყრელი ღიმილი. ლენამ ოგეს გახედა, მის უემოციო სახეზე რაღაცის ამოკითხვას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
- ნეტა აქ მყავდეს სამივე და მე ვიყო იმ ცივ მიწაში - ამოიტირა დინამ.
- ბებო! - მკაცრად გადახედა თებომ
- შენ, გერლიანის ქალო, შენ იყავი და ხარ ამ ოჯახის ბურჯი. არ დაგავიწყდეს! - ჩუმად ამოთქვა შემთვრალმა ბერდიამ და გამაფრთხილებელი თითი დაუქნია დინას.
საღამო გაგრძელდა, ჩაჩხიანმა ისევ უკან დააბრუნდა ურცხვად გაპარული მხიარულება.
- მოწევა არ გინდა? - ჩუმად ჰკითხა შემთვრალმა ოგემ ლენას. გელაშვილმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. წყვილმა ბოდიშის მოხდით სუფრა დატოვა და აივანზე გავიდნენ.
- დიდი ხანია ეწევი? - ანთებული სანთებელა წაიღო ლენას ტუჩებში მოქცეული ღერისკენ ოგემ.
- 17 წლიდან - ფილტვები აივსო ნიკოტინით - სამწუხაროდ - დაამატა ჩუმად
- მშობლები როდის გარდაგეცვალა? - ფრთხილად ჰკითხა ქალმა
- თხუთმეტი წლის ასაკში. - ღრმა ნაპასი დაარტყა კაცმა - თემური ექვსო წლის წინ გარდაიცვალა.
- ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა... ვიზიარებ
- კი, ნამდვილად იყო. - სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები კაცმა.
- არ გცივა? - თემის გადატანა სცადა ახვლედიანმა.
- არა...მიყვარს გაზაფხული - თვალი მოავლო ნათურებით განათებულ არემარეს გოგომ - ყოველთვის რაღაც ახალთან ასოცირდებოდა, ახლის შემოსვლასთან, სითბოსთან - დაძაბულობა სადღაც გამქრალიყო. თვალს არ აშორებდა ახვლედიანი გოგონას.
- აქ მაისამდე არ შემოვა გაზაფხული, ცოტახანი კიდევ მოგიწევს ლოდინი
- მე მესმის ოგე.. - ჩუმად ლაპარაკობდა გელაშვილი - ყველაფერი მესმის..
- რა გესმის, ლენა?
- შენი მესმის. მიუხედავად იმისა, რომ შენი წილი ისტორია ჯერ არ მომისმენია, მინდა იცოდე, რომ ვცდილობ დაგინახო და... გაფასებ. - ოდნავ გვერდზე გადახარა თავი ახვლედიანმა.
- ჩემს დანახვას ცდილობ, ლენა? - ტუჩის კუთხე ჩაეტეხა კაცს და სივრცეს მიაპყრო შავი თვალები - შენ როგორ უნდა დამინახო, როცა მეც ვეღარ ვხედავ ჩემს თავს - მათრობელა სითხე ალაპარაკებდა ახვლედიანს
- ძალიან მოსწონხარ დინას. - შემოუტრიალდა გოგონას
- შევამჩნიე. და, ეგ უფრო ცუდად მხდის. მე არ ვიცი შენ რაში გჭირდება ეს ყველაფერი, მაგრამ თავს ძალიან ცუდ ადამიანად ვგრძნობ, ოგე. არ იმსახურებენ ეს ადამიანები ამას. ძალიან მამძიმებს...- ოთახში შეიხედა ლენამ, გაბრიელის ხმამაღალი სიცილი გარეთაც აღწევდა.
- შენ ვერ ხვდები, როგორ გაგიმართლა - სევდიანად ამოთქვა - რამხელა განძი გაქვს ამ ხალხის სახით - ოგემ ნათლად იგრძნო იმ დიდი დანაკლისის სიმძიმე, რომელსაც წლები დაატარებდა გელაშვილი. გოგონას გულში ჩაკვრა მოუნდა, მაგრამ წამსვე უკუაგდო საცეცებივით მოდებული მისთვის უცნაური ფიქრები.
- ბედნიერებას მე ვერ შეგპირდები, ლენა. მაგრამ შენს უსაფრთხოებას მანამ ვუზრუნველყოფ, სანამ სული მიდგას. ამას დაგპირდი თავიდანვე - გოგონას გაეღიმა.
- მჯერა შენი... მადლობა - ოგემ თავი დაუქნია.
- საეჭვოდ გადაიკარგა კოპალიანი, მეგონა დამირეკავდა მაინც.
- კოპალიანი აღარ დაგირეკავს- გოგონას ინტერესი ჩაუდგა თვალებში - იცის უკვე ვისი ცოლიც ხარ, აღარ ინერვიულო მასზე
- გვრიტებოო, მერცხლებოო, საით ხართ? - გაბრიელის ყვირილი ისმოდა შიგნიდან.
- მოიყვანეთ უყვე გაზაფხული ჩემო მახარობლებო? - ახლად შემოსულ წყვილს მიმართავდა ჩაჩხიანი.
- შენთან რა უნდა გაზაფხულს, გაბრიელ - აჯავრებდა თებო
- მართალი ხარ თებიკო, გაბრიელთან რა უნდა გაზაფხულს, ახვლედიანების კარს მოდგომია ოქროსთმიანი გოგოს სახით - თბილად გაიღიმა ლაშხმა.
**********
ნელ-ნელა მწვანე ფერი ეპარებოდა ლაჯანურის ხეობას. ცვარის თხელი ფენა გადაჰკროდა ახვლედიანების ეზოში აბიბინებულ ბალახს. მზეს უკვე კარგა ხნის გაცილებული ჰყავდა მთვარე - მისი მთავარი კონკურენტი. სახლის აივანზე ზმორებით გამოვიდა გაბრიელ ჩაჩხიანი, ხელში მინერალური წყალი ეჭირა.
- რა ლამაზი ხარ, შე დალოცვილო - მოაჯირს ჩამოეყრდნო ხელებით და მის წინ გადაშლილ ხვამლის მთას გადახედა, ასე ამაყად რომ გადმოჰყურებდა თავზე ლეჩხუმს.
- გამოფხიზლი, ჩაჩხიანო? - მოშიშვლებულ ზურგზე დაჰკრა ხელი ლაშხმა
- ცივიაა - ქალივით ამოიკნავლა გაბრიელმა - ნუ გადამიმტერებ დიმიტრიუს!
- რა გაკივლებს ძმობას გაფიცებ, გასკდა თავი ისედაც - ხელიდან ააცალა ბორჯომი და შუბლზე მიიდო დემეტრემ
- თუ არ შეგიძლია ბიძია, კი უნდა დადო მაგ ჭიქა ძირს, ყველა გაბრიელ ჩაჩხიანი ვერ იქნება - გაიჯგიმა ლეჩხუმელი
- რა გაყვირებთ ბიჭო, ლენა გააღვიძეთ - ტუჩებში მოქცეული სიგარეტით გამოვიდა აივანზე ოგე
- დემეტრემ გამტყიპა და..
- რა ვქენი?...
- შეეშვი ძმობას გაფიცებ - გაუკიდა სიგარეტს ახვლედიანმა - ნაბახუსევზე მაინც საიდან გაქვს ამხლა ენერგია, თუ ვხვდებოდე
- ვერ ჩაწვდები თქვენ ჩემს ფენომენს, არ მოცდეთ ტყუილად, მოკვდავებო
- ოგე, დილით მომოვიდა მეილი, კანადაშიც შევალთ, წესით. მოეწონათ ჩვენი ოჯალეშიც და უსახელოურიც. შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვენ. - საქმიანი საუბარი დაიწყო ლაშხმა.
- არ მეცლება მე ეს დღეები, ხო იცი? გადაიტანე, ან რომა გაუშვი, თუ რამე გაჭინაურდა მერე ჩავალ მეც. გაბო, ბოძები ჩამოიტანე? გასაშენებელია კიდეები
- კი, ადგილზეა ყველაფერი. გოლას ჩავაბარებ დეკლარაციას დღეს.
- ორბელის ვენახებზე რა ისმის? გაარკვიე რაღაც პრობლემა რომ იყო? საფერავი უეჭველი გვჭირდება, ხო იცი? - ინტერესით გახედა ლაშხმა.
- მოგვარების პროცესშია.
- ისე, თუ ვიაზრებდე მაგას ვაბშე. რა პონტში გაგირთულა ბაბუაშენმა ეგ ამბავი? - მოაჯირზე შემოჯდა გაბრიელი. გაუყრუა შეკითხვა ახვლედიანმა.
- კაი აქ მაინც ნუ მალაპარაკებთ ბიზნესზე, დამასვენეთ ცოტა - სკამზე ჩამოჯდა დემეტრე და თავქვეშ ამოიდო ხელები.
- ქორწილის დღე აარჩიეთ შენ და ლენამ?
- ორ მაისს ვფიქრობ
- ფიქრობ თუ ფიქრობთ? - ჩაეკითხა დემე ღიმილით
- უხხხ, აბა რა! აი, ესე. კაცი უნდა იყო ოჯახში, მამალი. ქორწილის დღეც შენ უნდა გადაწყვიტო და ბავშვების რაოდენობაც. ძირს გენდერული ბალანსი! - ყვიროდა გაბრიელი
- ოე, ბაია პატარაია, ძინავს ხალხს - დაუბღვირა ახვლედიანმა.
- გვიშიანს პროსტა საღოლ, არც ერთი განსხვავებული არ გაუმაზავს და დღეს დილით მაინც ვენახში გავიდა - ხელები აწია დემეტრემ
- ვენახი არის მაგის ხაშიც, მინერალურიც და ქალიც, რით ვერ გაიგეთ - განაგრძო გაბრიელმა და ხვამლს მოატარა ისევ თვალები.
- კაი, ხაში და მინერალური როგორღაც მესმის, მარა „ქალიც“ რანაირად არის ვენახი, ნუ გადამრიეთ
- შენ ვერ გაიგებ დიმიტრიუს. - ხელი აუქნია ჩაჩხიანმა- ეს არის სულიერი კავშირი, ვაზს უნდა გრძნობდე. შენ ისევ დოკუმენტებს მიხედე, თბილისელო პაკაზუხა
ოგეს ხმამაღლა გაეცინა. ქვემოდან ეზოში ვიღაცის ხმა გაისმა. ოგემ აივნის მოაჯირს გადახედა.
- გაიღვიძეს უკვე, ყავაზე ჩავდივარ, გინდათ რომელიმეს?
- ჩამო,ჩამო ჩავიდეთ
კიბეზე დაეშვნენ მეგობრები და დილაც დაიწყო ახვლედიანების ოჯახში.

განსხვავებული სიტუაცია იყო თბილისში. კოპალიანების სახლში უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც დილის დაწყებას არავინ ხვდებოდა სიხარულით. ფეხის წვერებზე დადიოდნენ სახლში მცხოვრებნი თუ მომუშავენი, როდესაც ილია კოპალიანის ოთახს გვერდს ჩაუვლიდნენ. კიბეებზე შავებში ჩაცმულმა ბიჭმა აირბინა და მოურიდებლად შეხსნა უკვე ნახსენები ოთახი.
- სულ გამო*ლევდი , ხო? - ბრაზიანი ხმა ჰქონდა რეზი გელენიძეს. ფარდები გადასწია და ფანჯრები გააღო. ილია მაგიდასთან იჯდა, სიგარეტით ხელში. იატაკზე გატეხილი ჭიქა და ვისკის ბოთლი ეგდო.
- რამდენიმე დღე დაგტოვე და ლოგინად ჩავარდი? - ხელიდან გამოგლიჯა სიგარეტის ღერი - თავი მოიწესრიგე, რას გავხარ - ზიზღით უყურებდა.
- წამართვეს - ამოიხრიალა კოპალიანმა
- რაღაცას გართმევენ მაშინ, როცა შენია, გაიგე ილია?!
- ჩემია
- რომც ყოფილიყო.. როცა სხვას მიყვება ცოლად ქალი, იქ მთავრდება შენი „ჩემია“
- მამამისს მოვკლავ
- ადექი, წყალი გადაივლე და მოწესრიგდი. გამოუშვი თავიდან ეგ სი*ი ფიქრები.
- ახვლედიანს გაყვა ცოლად, რეზი.
- ვინ ახვლედიანს? - სახე შეეცვალა კაცს
- ოგე ახვლედიანს - რეზიმ გაკვირვებით აზიდა წარბები.
- საიდან იცნობდა ლენა ოგე ახვლედიანს?
- არ იცნობდა, საქმეც ეგ არის. მეცოდინებოდა...
- ხო, შენ იასნია გეცოდინებოდა. - ცინიკურად ჩაიცინა
- უნდა გავარკვიო რა ხდება, ოგეს არ გაყვებოდა ლენა, ვიცი.
- ილია, ძმობას გაფიცებ რამე არ მიქარო, გათხოვილი ქალია. ახვლედიანზე გათხოვილი... - კოპალიანმა თვალები მტკივნეულად დახუჭა.
- მთელი ბავშვობა, თინეიჯერობა, ზრდასრულობა... მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრში გავატარე, რომ მაგდალენა ერთ დღეს ჩემი იქნებოდა. და, ახლა თქვენ მოდიხართ და მეუბნებით ახვლედიანს გაყვა ცოლად, ვსო უნდა გაუშვაო?! - ხმას უმატებდა ნელ-ნელა კოპალიანი - ლენა ჩემია, რეზი! ჩემია, ჩემი! იყო, არის და იქნება სულ, ხო გაიგეთ! - გულში ირტყამდა ხელებს კოპალიანი. რეზიმ სწრაფად მოჰკიდა ორივე ხელი და ძლიერად შეანჯღრია
- გეყოფა ილია - კბილებში გამოცრა - გესმის საერთოდ რას ლაპარაკობ?!
ილია რამდენიმე წამით გაშეშდა. სუნთქვა უჭირდა. თვალებში რაღაც ავადმყოფური სიჯიუტე ჩასდგომოდა.
- ვერ გავუშვებ, რეზი - მძიმედ ამოთქვა - არ შემიძლია.
რეზიმ ხელი გაუშვა და უკან დაიხია.
- როგორ გავუშვა? ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი. როგორ გავუშვა? - ბუტბუტებდა ილია - დღემდე შენახული მაქვს ის ლენტი, თმიდან რომ მოიხსნა, ჩემი ჭრილობის შესახვევად. ბაქსიმ მიკბინა.. გახსოვს ბაქსი, რეზი? - აცრემლიანებული თვალებით ამოხედა მეგობარს
- მახსოვს
- ბაჩანამ იმ დღესვე მოკლა ბაქსი... თეთრი ლენტი მეჭირა ხელში და ლენაზე ვფიქრობდი. ლენამ გამაძლებინა. ლენამ გადამარჩინა. იმ თეთრი ლენტივით არის ჩემს ცხოვრებაში მაგდალენაც, როგორ გავუშვა? სხვა კაცს როგორ ვანდო?
- თავიდან უნდა გეფიქრა მაგაზე, ილია. ზედმეტად ახლოს მიდიოდი, ყოველთვის.
- სხვანაირად არ შემეძლო
- დაღუპავ იმ გოგოს და თავსაც დაიღუპავ. და მე აღარ დაგიცავ, ეს დაიმახსოვრე - თითი დაუქნია მეგობარს. ილიამ მწარედ ჩაიცინა.
- არ მჭირდება შენი დაცვა.
- გჭირდება, უბრალოდ ვერ ხვდები. კაცობაში თუ შეგეშალა, მე ვერ გაპატიებ და ეს კარგად იცი.
რეზიმ იატაკზე დაყრილ ნამსხვრევებს დახედა. მერე ისევ ილიას ამოხედა.
- ადგები ახლა, იბანავებ და ჩაიცვამ. ბაჩანა ჩამოვიდა, მალე მოვა. - ილიამ ყურები ცქვიტა მამის სახელის გაგონებაზე.
რამდენიმე საათში კოპალიანების სახლს შავი რეინჯროვერი მოადგა. მანქანის უკანა სავარძლიდან ჭაღარა კაცი გადმოვიდა. ეზოში მყოფთ თავის დაკვრით მიესალმა და სახლში შევიდა.
- რას გავხარ - ამრეზით გახედა შვილს ბაჩანამ.
- ლენა გათხოვდა
- შენი ლენა? - გაიკვირვა კაცმა
- ხო, ჩემი ლენა...
- ვის გაყვა?
- ახვლედიანს - ბაჩანამ ფერი დაკარგა - ოგე ახვლედიანს.
- „ნანასეული“ მისი არ არის?
- რა მნიშვნელობა აქვს მამა
- რა ვქნათ, შეგუება მოგიწევს - ამოისუნთქა კაცმა
- რა?
- რაც გაიგე, თხუთმეტი წლის ლაწირაკივით უნდა იტირო აბა? ქალი დაილია ქვეყანაზე?
- არავის არ გესმით ჩემი, ხო? - ირონიულად ამოილაპარაკა ილიამ.
- ილია, ოდნავ მაინც დაემსგავსე კაცს - ზიზღით გახედა შვილს ბაჩანამ. ილიამ ცოტახანი უყურა მამას და ნაჩქარებად დატოვა სახლი.
ბაჩანა სავარძელში ჩაესვენა. დანაოჭებული ხელი თავზე მოისვა ოხვრით. შვილის მიერ წარმოთქმული გვარი უშნოდ უწიოდა ყურში. „ახვლედიანი“ მხოლოდ გვარი არ იყო მისთვის. თითქოს სუნი უდიოდა მას. წვიმის, ტალახისა და რკინის სუნი. ნელი მოძრაობით წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ტელეფონზე სწრაფად აკრიფა ნომერი.
- ოგე ახვლედიანზე ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება, დღესვე. მისი ყველა ნაბიჯი. - ჩუმად ჩასძახა ყურმილს - და კიდევ.. თვალი ადევნეთ ჩემს შვილსაც.
ტელეფონი გათიშა. ფანჯარაში საკუთარი ანარეკლი დაინახა - დაღლილი და დაძაბული.

- რეზი, სად ხარ?
- სახლში ვარ, გამოფხიზლდი?
- 15 წუთში მოვალ - ტელეფონი გათიშა კოპალიანმა და ჩიქობავაზე ჩაუხვია. მალევე მიაყენა რეზი გელენიძეს სახლთან მანქანა და აჩქარებით გადმოვიდა.
- დამთავრებული ამბავია,ილია. უნდა შეეშვა - დარწმუნებით ლაპარაკობდა გელენიძე.
- როგორ შევეშვა რეზი, როგორ? შენ მაინც როგორ არ გესმის ჩემი? - მუდარის თვალებით უყურებდა მეგობარს.
- პირველად გესმის ჩემგან ეს სიტყვები? რაც გაგიცანი მის მერე გიძახი - შეეშვი მაგ გოგოს, არ მოწონხარ მეთქი. თავიდან ბავშვური ახირება მეგონა, ვერც კი გავიაზრე როდის გადაგეზარდა აკვიატებაში
- ჩემს სიყვარულს აკვიატებს ეძახი, ბიჭო? - სინანულით თქვა
- შენ ეგ გოგო რომ გიყვარდეს ძმაო, თავის გზაზე გაუშვებდი და ბედნიერებას შეარგებდი, მარა არა! საყვარელი სათამაშოსავით გყავდა ყოველთვის ამოჩემებული
- არ არის ბედნიერი. კაცს არ იცნობდა ისე გაყვა ცოლად, როგორ არის ბედნიერი?
- მიზეზებზე რატო არ ფიქრობ? ჰა? - მოთმინება ეკარგებოდა უკვე გელენიძეს - რატო მოუწია უცნობ კაცზე გათხოვება? მაგაზე რატო არ ფიქრობ?
- გავარკვევ, აუცილებლად გავარკვევ.
- მე მაგაზე გაგაფრთხილე. და სიტყვას არ გადავდივარ, ეს კარგად იცი - გამაფრთხილებლად აწია წარბი. - გავდივარ, ანანო ჩამოდის საფრანგეთიდან, უნდა დავხვდე. წამოხვალ?
- ანანო ვინ არის?
- ჩემი დეიდაშვილი, რა გჭირს ბიჭო.
- კერესელიძე?
- ხო
- არა, მე საქმე მაქვს, საღამოს გნახავ
- ჭკვიანად, ილია! - გასვლამდე მიაძახა მეგობარს.

ლეჩხუმში მალევე გაირბინა რამდენიმე დღემ. ზამთრის მონარჩენი სუსხიც სადღაც გადაიკარგა. ნამდვილი გაზაფხული დაუდგა თაკვერს. ხალისობდნენ სოფლის პატარა გოგო-ბიჭები. ეზოებში თამაშობდნენ ათასგვარ გასართობს. ბირჟაზე იკრიბებოდნენ საღამოობით.
ლენაც ნელ-ნელა ეჩვეოდა ახვლედიანების გვერდით ცხოვრებას და ვერც იაზრებდა, ისე უყვარდებოდა ეს ოჯახი. ოგესთან დისტანციას ვერაფერი მოუხერხა. მალე ქორწილის დღეც ახლოვდებოდა. მთელი ოჯახი სამზადისში იყო.
- ლენა, აარჩიე საქორწილო კაბა, შვილო? - სამზარეულოში ისხდნენ დინა და ლენა.
- კი, თებო დამეხმარა, ხვალ უკვე აქ მექნება.
- ძალიან კარგი, შვილო. დარწმუნებული ვარ ულამაზესი იქნები - კმაყოფილებით დაუქნია თავი დინამ და ცომში ამოსვრილი ხელები წინსაფარზე მოიწმინდა.
- იმედია რეალურადაც მომეწონება.. ფოტოში მართლა ლამაზი იყო
- არ მოგეწონება და სხვას ავარჩევთ, ბეჩა. მთავარია შენ იყო ბედნიერი ქორწილის დღეს.
ლენამ პასუხი არ გასცა. სიტყვა „ბედნიერება“ უცნაურად გაისმა მის ყურში. დინა ცოტა ხანს ჩუმად აკვირდებოდა გოგოს.
- ნერვიულობ,ხო? - ლენამ თვალი აარიდა.
- ცოტა..
- ყველა ნერვიულობს, შვილო... - რბილად უთხრა ქალმა - სანამ თემური სვანეთიდან წამომიყვანდა, წინა ღამით თვალი არ მომიხუჭავს. დილით ისეთი დაღლილი ვიყავი, მეგონა ფეხზე ვერ დავდგებოდი. გზაში ხმა არ ამოუღია დიდხანს. ვიფიქრე, ნანობს -მეთქი, მაგრამ თაკვერს რომ მოვუახლოვდით, ხელი მომკიდა და მითხრა - „არ შეგეშინდეს, დინა...რასაც ვერ გაუძლებ, მე შევძლებ შენს მაგივრადაც-ო“. ეგეთი კაცი იყო, შვილო. სიტყვას რომ გეტყოდა, ბოლომდე მიყვებოდა, აბა? გვერდით რომ გედგა გრძნობდი. - თვალებში წყალი ჩაუდგა დინას. ოდნავ მიუახლოვდა გოგოს და ხელი ხელზე დაადო.
- ქორწილი მარტო სუფრა და ხალხი არ არის, ლენა. მთავარი ის არის, ვინ გიდგას გვერდით. თუ ერთხელ მაინც იგრძნობ, რომ ის კაცი შენს მხარეს დგას... შიში იმწუთს გაგიქრება. - ლენას თვალები აუწყლიანდა
- ნერვიულობის არ შეგრცხვეს, შვილო. მაგრამ მთლად არ შეაშინებიო თავი, ბეჩა! - გაეცინა ლენას. - ოგე არ ნერვიულობს? - გაუგრძელა ქალმა
- არვიცი... უფროსწორად, არა. ჩვეულებრივად არის. - დაიბნა ლენა.
- ჩვეულებრივი ოგე არ არსებობს - ჩუმად ჩაეცინა ქალს, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, უცებ მოექუფრა სახე.
- ბევრი ცუდი რამე გამოიარა ჩემმა ბიჭმა, ბევრი - ამოიტირა დინამ. ლენას ძალიან უნდოდა კითხვები დაესვა ქალისთვის, მაგრამ ოთახში ქარივით შემოვარდნენ ტყუპები.
- ლენაა, თებო შენს კაბას არ მაჩვენებს. მაჩვენე რაა - კატის თვალით უმზერდა ნუციკო
- ლენა, აჩვენე, თორე დილიდან ტვინი გაგვიბურღა მთელს ოჯახს, სადაცაა ლაჯანურში მოვისვრით! - ბრაზობდა ვაჟიკო - გვაგვიანდება თან, გაკვეთილი გვაქვს და ლამის კრუნჩხვებში ჩავარდა, სანამ კაბას არ ვნახავ არ წამოვალო
ლენას გაეცინა და მობილურში გახსნა კაბის ფოტო.
- აააააა - ამოიკივლა ნუცამ - ძაან ლამაზია, ლენაა
- დო ზა ნა, რა გაკივლებს შვილო - გულზე ხელს იდებდა ოთახში ახლად შემოსული გაბრიელი. დინა და ლენა გულიანად იცინოდნენ.
- ვინ არის შენი „შვილო“?
- ბიძაშვილო ხო ხარ? ხოდა, დამეკარგე ახლა აქედან.
- ნუ მელაპარაკები ბავშვივით, გაბო - გაიბუსა ნუციკო.
- ვაჟიკო, მომაშორე ეს. არ გაგვიანდებათ მასწავლებელთან, კაცო? მერე მე დამიძახებს ერთი სულიერი არაპუნქტუალურს - ბოლო წინადადება სპეციალურად ხმამაღლა წარმოთქვა გვერდით ოთახში მყოფი თებოს გასაგონად. ვაჟიკომ ძალით გაიყვანა ნუცა სახლიდან.
- გამაგიჟებენ, გამასუნელებენ - თავის ქნევით დატოვა ოთახი დინამაც.
- აბა, რძალო, როგორ ვართ?
- კარგად ვარ გაბო - გაეცინა ლენას - ემზადები ქორწილისთვის?
- მე მეკითხები გოგო მაგას? მე კი არა, შენ თუ ემზადები? უნდა დაუფსო თვალები ჭორიკანა მეზობლებს, ხო იცი? ციცინო არ უნდა გავახაროთ! - ხარხარებდა ლენა
- ვინ არის ეს ციცინო, რატო გადაეკიდე?
- ციცინო არის თუ არის. გაიცნობ, ლენაჩკა, გაიცნობ.. - თავს აქნევდა დანანებით გაბო - საწყალი გოგო - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და თავადვე გაეცინა თავის მასხარაობაზე.
- სად გყავს მიჯნური?
- ვენახშია. გოლამ მოაკითხა და გავიდნენ.
- ოჰ, ველად არის გაჭრილი, როგორც მიჯნურთა წესია? მხლებელი არ უვარგა პროსტა, გოლა ვერ ქაჩავს ავთანდილობას. მე რა პონტში არ დამირეკეს - ჩაფიქრიანებულმა ამოთქვა. ლენამ მხრები აიჩეჩა.
- მაგათ ნახე მე რა ვუქნა, თავზე რომ წავადგები ნურადინ ფრიდონი. - ნუ გეშინია რძალო, ნაადრევად არ დაგაქვრივებ - ხელი მოკიდა გოგოს, თითქოს სამუდამოდ ეფიცებოდა რაღაცას
- ვის დაქვრივებას აპირებ ჩაჩხიანო? - თავზე წამოადგა ოგე, გვერდით გოლაც ამოუდგა და ლენას თავაზიანად მიესალმა
- აგე, ტარიელიც მოსულა. - მხარზე მიარტყა ხელი ძმაკაცს - სად იყავით? გადასახვევთან გელოდებოდით. - საყვედური უთხრა მეგობრებს
- განათებები დაამონტაჟეს ვენახში. მიწაც მოვასწორეთ, წესით ყველა სტუმარი უნდა დავატიოთ. - რაღაცებს ინიშნავდა პლანშეტში გოლა. ოგე ლენას ამოუდგა გვერდით.
- გინდა ნახო როგორი გამოდის?
- კი, აბა?!
გოლამ პლანშეტში საქორწილოდ მოწყობილი ვენახის ფოტოები აჩვენა.
- რა იყო რძალო, რა სახე გაქვს? არ მოგეწონა?
- როგორ არა, გაბო.. ძალიან მომეწონა. რეალურადაც მინდა ვნახო
- ხვალ წამოგვყვევი, რა პრობლემაა - პლანშეტი შეინახა გოლამ. - გაბო, ცისტერნების სანახავად გავდივართ, წამოხვალ?
- წამოვალ, ჰო.
- თქვენ წადით და დაგეწევით. - წყვილი მარტო დატოვეს ბიჭებმა.
- რამეს შეცვლა თუ მოგინდება, მითხარი, არ მოგერიდოს
- რა აზრი აქვს, მაინც ყალბი ქორწილია.
- ქორწილი ქორწილია - მშვიდად უთხრა - ყალბიც კი.
- როგორ ფიქრობ, მამაშენის დაპატიჟება გინდა?
- არა
- რუსეთშია, ისე..
- შენ რა იცი? ან რუსეთში რა უნდა.
- როგორი არაკაციც არ უნდა ყოფილიყო, მისი შვილი მომყავდა ცოლად, მის გარეშე არ გამოვიდოდა, ლენა... - ლენას თვალები გაუფართოვდა.
- მამაჩემს შეხვდი?
- ჰო
- როგორ არის?
- არ ინერვიულო, უსაფრთხოდ არის. კოპალიანის ვალიც გაისტუმრა.
- გაისტუმრა თუ გაისტუმრე? - ოგემ ხმა არ გასცა.
- არ მინდა მისი არსებობის შესახებ რამე ვიცოდე. - თვალები აუწყლიანდა - ჩათვალე, ორივე მშობელი მკვდარი მყავს - ამას ოგეს ეუბნებოდა თუ თავის თავს არწმუნებდა, არ იცოდა გელაშვილმა.
- მესმის, მასზე უარს თუ იტყვი, მაგრამ იმასაც გავიგებ, შეცდომებს თუ აპატიებ - ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი მოწმინდა კაცმა.
- ლამაზი თვალები გაქვს - მშვიდად უყურებდა ოგე. ლენამ გაკვირვებულმა შეანათა თავისი მწვანეები. ახვლედინი თითქოს გამოერკვაო, ქალს მოშორდა და ნელა დატოვა ოთახი.
ვენახში ჩასულ ბიჭებს მზის შუქი პირდაპირ თვალებში ანათებდათ. მიწა ოდნავ ნესტიანი იყო, მაგრამ უკვე შრობას იწყებდა. მუშები აქეთ-იქეთ მოძრაობდნენ, ვიღაცები კაბელებს ამაგრებდნენ, სხვები - დიდი რკინის ცისტერნების ირგვლივ ტრიალებდნენ.
- აბა, ბიჭებო, რას ვშვრებით? - ხმამაღლა გასძახა გოლამ
- ეს ბოლო უნდა გადავწიოთ და დავამაგროთ! - უპასუხა ერთ-ერთმა მუშამ
გოლა მაშინვე მიუახლოვდა.
- ფრთხილად, ეს არასწორად დგას, ბალანსს დაკარგავს.
ოგე გვერდით ამოუდგა და ცისტერნას დააკვირდა.
- ქვემოდან საყრდენი აკლია.
- ხო, მეც შევნიშნე - დაუქნია თავი გაბომ - მოიცა, ბიჭებს ვეტყვი.
მუშებმა ბერკეტები მოიტანეს და ნელა დაიწყეს ცისტერნის გადაწევა.
- დაიცადეთ - თქვა უცებ ახვლედიანმა - არასწორად დგას. - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ბერკეტი უცებ გასრიალდა. ცისტერნა ოდნავ გადაიხარა.
- გააჩერეთ! - დაიყვირა გოლამ.
მუშა, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა, დაიბნა და ფეხი დაუცდა. ოგე სასწრაფოდ მიეშველა კაცს. ცისტერნის გვერდიდან გადმობჯენილი, ოდნავ დამახინჯებული რკინის ფირფიტა მოხვდა მკლავზე და კანი გაუხსნა. კაცმა კბილები ერთმანეთს მწარედ დააჭირა.
- ოგე! - გოლა მაშინვე მასთან გაჩნდა. ახვლედიანის მკლავიდან სწრაფად მოედინებოდა ბლანტი სითხე.
- არაფერია - ჩუმად თქვა.
- ეს არის ბიჭო არაფერი? შენ მართლა ტარიელი ხომ არ გგონია შენი თავი - სწრაფად მაიკის ნაგლეჯით გადაუხვია ღია ჭრილობა გაბრიელმა.
- გაბო, ნანიკოს გადააკითხე და უცებ მოიყვანე რა, მე სახლში წავიყვან - დაარიგა გოლამ მეგობარი და ექიმის მოსაყვანად გაუშვა.
სახლში სწრაფად შევიდნენ ბიჭები.
- დინაა! თებოო!- დასახმარებლად უხმობდა გოლა
- არ არიან სახლში, ნუ გაა*რაკე ერთი, რას დაპანიკდით - მძიმედ ჩამოჯდა სავარძელზე ოგე. ხმაურზე ლენა გამოვიდა.
- რა მოხდა? - შიში ჩაუდგა თვალებში ოგეს მკლავის შემხედვარეს - ოგე, რა გჭირს?
- შემთხვევით გავიჭერი, არაფერია.
- სად გაქვთ პირველადი დახმარების ყუთი? - არ დაიბნა გელაშვილი
- ექიმი მოვა მალე, ლენა - გოლას სიტყვები და სახლის კარში გაბრიელის გამოჩენა, ერთი იყო. უკან მოხუცი ქალი მოყვებოდა. ნანიკო თავაზიანად მესალმა ოთახში მყოფთ და თავის საქმეს შეუდგა.
- ასე მწარედ როგორ გაიჭერი, შვილო? - ფრთხილად სინჯავდა ჭრილობას. ლენა თვალს არ აშორებდა. - რამდენიმე ნაკერი უნდა დაგადო.
- აქ ვერ დამადებ?
- აქ არ მაქვს ინსტრუმენტები, შვილო.
- წაყევი, რატო ჭირვეულობ? - ჩაერთო ლენაც. ოგემ პასუხი არ გასცა.
- გაბრიელი წაგიყვანს ნანიკო დეიდა, აიღეთ ინსტრუმენტები და აქ გავკეროთ - საკითხის მოგვარება სცადა გოლამ.
- დამუშავება უნდა ჯერ ჭრილობას - ყოყმანობდა ქალი.
- მე დავუმუშავებ - გადაჭრით თქვა ლენამ და ოდნავ მოარიდა თვალი ოგეს მკლავს. კაცმა ეს დეტალი მაშინვე შენიშნა.
- არ არის საჭირო, ლენა.
- არის.
- იცი, შვილო? - ჩაეკითხა ნანიკო.
- ვიცი... კი.
- კარგი, მაშინ, სწრაფად წავიდეთ - ჩაჩხიანს გახედა ქალმა.
გოლა და ლენა ოთახში ასვლაში დაეხმარნენ ახვლედიანს. ფრთხილად დააწვინეს საწოლზე. გოლამ ოთახში პირველადი დახმარების ყუთი შემოიტანა. ლენამ ფრთხილად მოკიდა მაჯაზე ხელი. ახვლედიანმა ქალის თითების სიცივე და კანკალი ერთდროულად იგრძნო. ქვემოდან ამოხედა ლენას.
- შენ უფრო ნერვიულობ, ვიდრე მე.
- გაჩუმდი. - წარბები შეუკრა.
ფრთხილად გააგრძელა ჭრილობის დამუშავება. ოგე თვალს არ აშორებდა ლენას. ოთახის კუთხეში მდგარი გოლა, კი ყურადღებით აკვირდებოდა წყვილს.
- მე ქვემოთ ვიქნები, თუ რამე დაგჭირდეთ დამიძახეთ - პასუხს არც დალოდებია, ისე გაიხურა კარი გვიშიანმა.
ლენა ცდილობდა ოგესთვის არ შეეხედა და მთელი თავისი ყურადღება ჭრილობისკენ მიემართა.
- გეშინია სისხლის?
- სისხლის რომ მეშინოდეს ჭრილობას ხომ ვერ დაგიმუშავებდი?
- მაშინ არაკომფროტულად რატომ ხარ?
- საიდან მოიტანე?
- ხელები გიკანკალებს, ლენა - ოდნავ გაუღიმა კაცმა.
- გეჩვენება
ახვლედიანმა ხელში მოიქცია მისი ხელი.
- ძალიან ცივი ხარ - თვალს არ აშორებდა.
- თუ დამაცდი, კარგი იქნება - ხელი გამოგლიჯა ქალმა.
- სულ რატო მიბღვერ?
- შეეშვი შენს ფანტაზიებს ოგე და დამაცადე!
- აი, ახლაც - ისევ უღიმოდა კაცი.
ცოტახანში კარი შემოხსნა გაბრიელმა.
- ხოარ დაიცალე სისხლისგან, ტარიელ.
- შენ რაღა დაგემართა ბიჭო, ბავშვი ხომ არ ვარ - მობეზრებულად გადახედა მეგობარს. ნანიკომ მოუწონა ლენას ნახელავი და თავად განაგრძო საქმიანობა.
- ძალიან ღრმა ჭრილობა არ არის, პრობლემას არ შეგიქმნის, თუ კარგად მოუვლი. დღეში ორჯერ უნდა გაიწმინდოს - ლენას მიუტრიალდა ქალი - და ხელი არ დატვირთოს
- ნუ გეშინია ოგე, ქორწილამდე გაგივლის! - ხუმრობას არ წყვეტდა ჩაჩხიანი. - მთავარია გოლას არ აყვე და ვენახში არ ირბინო გიჟივით.
- არ ირბენს - მკაცრად თქვა ლენამ
- თქვენ შეგეკითხოთ? - ნელ-ნელა ბრაზდებოდა ახვლედიანი.
- აი, მზადაა... - ბინტი ფრთხილად გადაახვია ნანიკომ - დღეს დაისვენოს. გამაყუჩებელი უკვე დალეული აქვს. სიცხე თუ ექნება, დამირეკეთ, არ მოგერიდოთ, შვილო.
- სიცხე? - ჩაეკითხა ლენა
- ხო, ხანდახან ასეთ ჭრილობებზე რეაქცია აქვს ორგანიზმს. არაფერია სანერვიულო, მაგრამ ყურადღება უნდა. - ლენამ თავი დაუქნია.
- მივხედავ, კი
- ჩვენი ექიმბაში ლენაჩკა ყველაფერს მოაგვარებს, ქალბატონო ნანიკო - გაიჯგიმა გაბო - აბა წავედით, დავასვენოთ დაჭრილი ახვლედიანი. რძალო, მიმიხედე - თვალი ჩაუკრა ჩაჩხიანმა ლენას.
ოთახში კვლავ ორნი დარჩნენ.
- წამოდგომაში ხომ არ მოგეხმარო?
- არა, ბალიში გამისწორე უბრალოდ - ოდნავ შეიშმუშნა ოგე. ლენამ ზურგს უკან ამოდებული ბალიში გაუსწორა. მოშიშვლებულ მკერდს სახე მოარიდა.
- შრამი საიდან გაქვს? - მუცელზე არსებულ წითელ ხაზზე მიუთითა.
- ბავშვობიდან. - მოკლედ პასუხობდა ახვლედიანი.
- რა დაგემართა? მოუსვენარი ბავშვი იყავი?
- არა. დამჯერი ბავშვი ვიყავი. წყალი მომაწოდე, რა - გოგონამ სწრაფად შეუსრულა თხოვნა.
- შენ როგორი ბავშვი იყავი, ლენა?
- ჩვეულებრივი - მხრები აიჩეჩა - 12 წლამდე ჩვეულებრივი, მერე დიდი ბავშვი ვიყავი.
- დიდი ბავშვი რას ნიშნავს?
- ზრდასრულ ბავშვს. ირაკლისგან არაფერს ველოდი და ჩემი თავის გადარჩენაზე ვფიქრობი, ამიტომ ბავშვობაც მანდ დამთავრდა ჩემთვის. შენზეც მომიყევი, სულ მე რატომ მალაპარაკებ?
- რა გაინტერესებს?
- აი, საიდან გაქვს შრამი
- რატომ გადაეკიდე ამ შრამს
- რავიცი... ლამაზია
- რა არის? - ოგეს გულიანად გაეცინა.
- რა გაცინებს?
- სიტყვა „ლამაზი“ შრამის მიმართებით პირველად გავიგე, და ეგ. - ოგემ ლენას თმის ბოლოები თითებში მოიქცია.
- ზოგჯერ, მიკვირს. როგორ გაუძელი ამდენს, ასეთმა... ბავშვმა.
- ბავშვი რატომ ვარ? - შეიცხადა გელაშვილმა
- ბავშვობა ცუდია?
- 24 წლის ადამიანს რომ ეუბნები ბავშვი ხარო, აბა რა არის
- ხომ გეუბნები, ყველაფერზე მიბღვერთქო. წარბებს რომ კრავ ყველაზე მეტად მაშინ ემსგავსები ბავშვს... პატარა, უცოდველ ბავშვს
- მგონი შენ თავიც დაარტყი, ხო?
- და ზოგჯერ ენატლიკინასაც - წარბი აწია კაცმა.
- დინა გაგიჟდება მკლავს რომ დაინახავს - ჩაფიქრებით უთხრა ლენამ
- ვერ დაინახავს. - გაკვირვებულმა შეხედა გოგომ
- შენ ხომ შეგიძლია გამომიცვალო სახვევები? - განუმარტა ოგემ - ისე ვქნათ, დინამ რომ ვერ გაიგოს.
- არ მიყვარს ტყუილი.
- ამბობს ფიქტიურ ქორწინებაში მყოფი ქალი - გაეცინა ახვლედიანს.
კარზე დაკაკუნების ხმა გაისმა. ლენას პასუხის შემდეგ ოთახში თავი აცრემლიანებულმა თებომ შემოყო.
- შეიძლება?..
- მოდი, თებო - გაუღიმა გელაშილმა.
- რა დაგემართა? - ამოიტირა - როგორ მოახერხე? - ოგესკენ დაიძრა.
- აი, რა გატირებს გოგო, ნუგადამრევთ - გაღიზიანდა კაცი - მკლავი გავიჭერი, ხოარ მომკვდარვარ
- მე რა ვიცი, ნანუკას ციცოსთვის უთქვამს, ციცოს კიდე მთელი სოფლისთვის მოუდვია ჭორი, ახვლედიანი დაიჭრაო... - ამოიტირა გოგომ. ოგეს ხმამაღლა გაეცინა.
- დინამ არ უნდა გაიგოს, ხო იცი?
- ვიცი... როგორ გაიჭერი?
- შემთხვევით, ცისტერნაზე. კარგად ვარ, გამიკერა ნანუკამ. - თებომ თავი დაუქნია.
- მართლა კარგად ხარ? - თვალი გადაავლო შეხვეულ მკლავს
- კარგად ვარ თებო, ნუ გამომიტირებთ ერთი ნაკაწრის გამო
- კარგი, კარგი... - მზერა ეჭვნარევად მოარიდა უმცროსმა ახვლედიანმა ოგეს და ლენას მიუბრუნდა.
- ლენ, შენი კაბა ჩამოვიდა, ქვემოთ დევს.
- ვაიმე, უკვე?? ხვალ ველოდები - ფეხზე წამოდგა გოგო - ნახე უკვე?
- არა, შენ გელოდებოდი - კარისკენ დაიძრა ორივე.
- რამე ხომ არ გჭირდება? - ოგეს გახედა
- არა, თუ რამე, დაგიძახებთ. დავიძინებ.
- კარგი - ოთახიდან გაუჩინარდნენ გოგონები.
საწოლზე უკეთესად მოკალათდა ახვლედიანი. ტელეფონი მოიმარჯვა და ყურთან მიიდო.
- გისმენ, ოგე. რამე ხომ არ გჭირდება? - გაისმა გოლას ხმა
- არა, კარგად ვარ, ნუ გაახურეთ ერთი თუ ძმა ხარ
- რაგინდა ბიჭო, აღარ მოგიკითხო?
- მომიკითხე, პანიკების გარეშე ოღონდ.
- კაი, გისმენ მიდი, უცებ მითხარი ვენახში ვარ.
- დღეს საღამოს თეკლე და ანანო ჩამოდიან, ლენას მეგობრები. ლენამ არაფერი იცის, მე უნდა დავხვედროდი ქუთაისში. შენ უნდა წახვიდე ჩემ მაგივრად.
- აუჰ.. გაბრიელი რომ გავუშვათ? გასხვლას ვამთავრებთ დღეს.
- ნანიკო ყავს წაყვანილი ცაგერში.
- ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, ხო?
- შენ ხარ ყველაზე სანდო - გაეცინა ოგეს.
- რომელზე ჩამოდიან?
- შვიდისკენ უკვე იქ იქნებიან.
- კარგი, გავალ, ხო
- ჯიგარი ხარ
მობილური გათიშა და შეეცადა თვალი მოეხუჭა. მხარი შიგადაშიგ მტკივანად ახსენებდა თავს, თუმცა კაცი ყურადღებას არ ქცევდა. მისი გონება სხვაგან იყო. ცოტახანში ჩაეძინა კიდეც.

საღამოვდებოდა პრიუსის ტაქსი ჯაჭვის ხიდზე რომ გაჩერდა. მანქანიდან ორი გოგო გადმოვიდა, თავიანთი ჩემოდნებით.
- სად არის ეს გოლბეკი თუ ვიღაც - ჩემოდანს ძლივსძლივობით ექაჩებოდა ანანო კერესელიძე. თეკლემ ხმამაღლა გადაიხარხარა.
- წესით, უკვე აქ უნდა იყოს - მიდამო მოათვალიერა.
- აქ ვარ, გოლბეკი - უკნიდან მოესმათ ხმა. გოგონები გაშრნენ.
- გამარჯობა - უემოციოდ ჩაუარა ანოს გვერდი გოლა გვიშიანმა.
- გამარჯობა... გოლა ხო? - უხერხულად აიწურა თეკლე - მე თეკლე ვარ, სასიამოვნოა. ეს ანანოა - კაცი მხოლოდ თავის ქნევით შემოიფარგლა.
- აქვე მყავს მანქანა გაჩერებული, წამოდით - ჩემოდნები ისე დაიჭირა ხელში, თითქოს ნახევარკილოიანი კარტოფილის ცელოფნები ყოფილიყო. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და სწრაფად გაყვნენ კაცს.
- შენ ოგეს მეგობარი ხარ, ხო? - იმ სიჩუმის დარღვევა სცადა თეკლემ, უკვე ნახევარი საათი ყურებს რომ უწვავდა ლეჩხუმის გზაზე.
- კი.
- შენი მეგობარიც ეგეთი სიტყვაძუნწია? - ჩაერთო ანანოც. საჭესთან მჯდომა სარკიდან გამოხედა.
- შენც ლენას მეგობარი ხარ, ხო? - კითხვა დაუბრუნა ქალს უკან
- კი? - გოლა რამდენიმე წამი მიაშტერდა სარკეში მომზირალი ქალის თვალებს, პასუხი კი აღარ გასცა.
- ლენამ მომიყვა თქვენი ვენახის შესახებ, აღფრთოვანებული მწერდა ხოლმე, როგორც ვიცი შენ უვლი - საუბრის გაგრძელება სცადა თეკლემ.
- კი, მე ვუვლი.
- ჩვენც მეღვინეობაზე ვსწავლობთ, ანანო საფრანგეთში იყო გაცვლითი პროგრამით, ახლახანს ჩამოვიდა
გოლამ სარკეში კიდევ ერთხელ გაიხედა.
- კონკრეტულად სად იყავი?
- ბურგუნდიაში - გვიშიანმა წარბი ოდნავ ასწია.
- ცუდი ადგილი არ აგირჩევია
ანანომ ირონიულად ჩაიცინა.
- ცუდი ადგილი? ბურგუნდიაა... მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონი
- ვიცი - მშვიდად უპასუხა - პინო ნუარის და შარდონეს რეგიონია, არა?
ანანოს თვალები უცებ გაუნათდა
- კი! - ენთუზიაზმით თქვა - ვაზი ძალიან მკაცრად აქვთ გაკონტროლებული. პატარა ნაკვეთებია, „კლიმატებს“ ეძახიან. - გოლამ თავი ოდნავ დაუქნია.
- ვიცი ეგეც
- რა იცი ერთი?! ყველაფერზე მაგ „ვიცის“ რომ გაიძახი? - გაღიზიანებულმა ამოთქვა ანანომ, რასაც თეკლეს ჩუმი მუჯლუგუნიც მოჰყვა. გოლას ოდნავ ჩაეღიმა.
- ვიცი, რომ მაგ „კლიმატებში“ მოსავალი ხშირად ხელით იკრიფება და რაოდენობაზე მეტად ხარისხს აქცევენ ყურადღებას.
ანანომ ტუჩები მოკუმა, თეკლემ კი ღიმილი ვეღარ შეიკავა.
- და თქვენთან როგორაა? - გაუგრძელა საუბარი კერესელიძემ.
- ჩვენთან? საქართველოში?
- ჰო
- ანუ, საქართველოს შენად აღარ აღიქვამ? - ცინიკურად გაუღიმა გვიშიანმა.
- სიტყვებზე მეკიდები? - ცალი წარბი ასწია ანანომ. - ლეჩხუმი უნდა მეთქვა - დაამატა უცებ და კაცის შეკრული წარბები აღარ შეიმჩნია.
- ქვევრებს ვიყენებთ, მიწაში ჩაფლული დუღილი... განსხვავებული არაფერია.
- ჰო, ეგ საფრანგეთში ნამდვილად არ აქვთ - საუბარში ჩართვა სცადა თეკლემაც
- ქვევრი ჩვენთვის ტექნოლოგია კი არა, კულტურაა - გაეპასუხა გოლაც
- მართალია - დაეთანხმა ანანო - მაგრამ ხარისხის კონტროლი საფრანგეთში ბევრად მკაცრია. - გვიშიანმა ოდნავ გაიღიმა
- სამაგიეროდ, ჩვენი ღვინო ბევრად ცოცხალია
- და შარდონეს რა შეატყვე არაცოცხალის? - გაკვირვებით ამოთქვა ანანომ
- ჩვენი ღვინო ნაკლებად არის ხელოვნურად დარეგულირებული - მშვიდად თქვა - რაც ვენახში მოდის, იმას სვამ
- კაცმა მთელი საფრანგეთის ღვინო მკვდრად შერაცხა, გადაირევა ადამიანი - გაოცებით ამოთქვა
- მე ეგ არ მითქვამს - მშვიდად დაუბრუნა პასუხი გოლამ
- ჰო იგულისხმე?
- არა, შენ დაასკვენი
თეკლემ ისევ სცადა ჩარევა.
- რეალურად, ორივეს თავისი პლუსი აქვს, არა?
- აქვს. - ერთხმად წამოიძახეს ორივემ - უბრალოდ, საფრანგეთში უფრო სტაბილურია შედეგი. - დაამატა ანანომ.
გოლამ სარკეში შეხედა.
- ჩვენთან უფრო საინტერესოა.
გოგონას თვალები კაცისას შეხვდა.
- საინტერესო და არაპროგნოზირებადი.
- ზუსტად. - დაეთანხმა გოლა - და ეგ არის მთავარი.
რამდენიმე წამი ჩუმად იარეს. მერე ისევ ანანომ დაიწყო.
- შენ თვითონ აკეთებ ღვინოს?
- კი.
- და ექსპორტზე გაგაქვს?
- კი
- და აი, ისევ სიტყვაძუნწი გოლა დაგვიბრუნდა მეგობრებო - დემონსტრაციულად გადახედა თეკლეს. - არ გიყვარს ხო ბევრი ლაპარაკი?
- როგორი დაკვირვებული გოგო ყოფილხარ, საიდან მიხვდი? - ცინიკურად ჩაუცინა ისევ კაცმა
- დაკვირვებული ვარ, როგორც აღნიშნე - არც ანანო ჩამორჩა. თეკლე ხან ერთს გადახედავდა, ხან მეორეს. ვერ გაეგო სიტყვა სად ჩაეკვეხებინა, ან როგორ დაეშოშმინებინა ჰიპერაქტიული მეგობარი, რომელიც საუბართან ერთად, წინა სავარძელზე მჯდომი კაცის გაღიზიანებას არ წყვეტდა.
- ეს ხვამლია, ხო? - უცებ წამოიყვირა თეკლემ. არა იმიტომ, რომ მთის ნახვა გაუხარდა. ესეც იყო, მაგრამ უფრო მეტად ის ახარებდა, როგორმე მეგობრის ყურადღებას სხვა რამეზე რომ მიმართავდა.
- ხვამლია, კი - წამით გახედა გოლამ ნაცნობ ბუმბერაზს.
- ლამაზია ლეჩხუმი - თვალები მოატარა მთებს ანანომ. გოლამ ისევ გააპარა უკანა სავარძელზე მზერა სარკიდან.
*****
- რას აკეთებ? - შეკივლა ოთახში შესულმა ლენამ ოგეს დანახვის დროს, რომელიც გამეტებით ცდილობდა მკლავიანი მაისური როგორმე გადაეცვა.
- დამეხმარე რა - მაისურში აბურდულმა საწყლად გადმოხედა
- რა დაგეხმარო ოგე? ჯერ შენით როგორ წამოდექი? მერე რას აკეთებ საერთოდ? - არ ცხრებოდა გელაშვილი.
- აუ, დამღალეთ - თვალები აატრიალა - ქვემოთ მინდა ჩასვლა
- მერე, ვერ დამიძახე?
- და დინასთვის რა მეთქვა? იმიტომ ვეძახი ქვემოთ ჩამოსვლა მინდა და ჩემით არ შემიძლია რადგან ნაკერები მადევსთქო? - ფრთხილად მოაშორა ლენამ სხეულიდან შავი ნაჭერი და ფრთხილად გადააცვა ისევ.
- რამხელა თავი გაქვს
- ჭკვიანი ვარ და მაგიტო
- ფრთხილად გაუყარე ეს ხელი - ნელა მოძრაობდა ლენას ხელები, ოგეც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.
- დამეყრდენი და ისე წამოდექი - ხელი გაუწოდა ლენამ. ახვლედიანმა ქალის ხელს დახედა და ხმამაღლა გაეცინა.
- მართლა გგონია რომ დამიჭერ? - სიცილს ვერ წყვეტდა ოგე.
- შენ მე მართლა ბავშვი ხომ არ გგონივარ? მოდი მეთქი - ოგე ქალის ხელს დაეყრდნო, გელაშვილის ხელი საწოლამდე დავიდა. ოგეს ხმამაღალი სიცილი კვლავ გაგრძელდა.
- როგორი შეუპოვარი ხარ - ლენას შეკრულ წარბებზე კიდევ უფრო ხალისობდა ახვლედიანი.
- ხოდა, ნახვამდის. როგორმე თავადაც ადგები - გასვლას აპირებდა ლენა, ოგეს ხელი რომ იგრძნო მკლავზე
- კარგი, კარგი, მოდი- ნელა წამოდგა საწოლიდან. პირველ სართულზე ჩავიდნენ, მისაღებში.
- არ შეიმჩნიო, ხომ გახსოვს? - ყურში გადაჩურჩულა ლენას
- უკვე მერევა, იმდენ რაღაცას ვიტყუები - თვალები აატრიალა ლენამ.
- გაიღვიძე, შვილო? - დინამ გამოყო თავი სამზარეულოდან. - ჩაის ხომ არ დალევთ?
- არა, დინა ბებია, მადლობა - გაუღიმა ლენამ.
- თებო სად არის? - ჩაეკითხა ოგე გელაშვილს
- ნუციკოსთან გადავიდა. რატო ცქმუტავ?
- რას ვშვრები?
- ერთ ადგილზე ვერ ჩერდები, ელოდები ვინმეს?
- საიდან მოიტანე?
- აბა ფანჯარას რატომ უყურებ წამში ხუთჯერ?
- უკვე ნამდვილი ცოლივით იქცევი, ყოჩაღ ლენა - გაეღიმა ოგეს.
ეზოში მანქანის ხმა გაისმა. ცოტახანში კარში გოლა შემოვიდა.
- საღამო მშვიდობისა - ხელში ორი ჩემოდანი ეჭირა. ლენამ ინტერესით გახედა კაცს, შემდეგ კი ჩემოდნებს. გვიშიანის უკან ორი სხეული დალანდა.
- ლენაა - დაიყვირა თეკლემ და მეგობრისკენ წამოვიდა, თუმცა მის უკან მდგომმა ანანომ არ აცადა, წინ გადმოხტა და კივილით ჩაეფსკვნა მონატრებულ მეგობარს.
- ანანო? - გაკვირვებით აღმოხდა გელაშვილს - ვაიმე, როდის ჩამოხვედი? - თვალებში წყალი ჩასდგომოდა უკვე. თეკლეც გადაეხვია მეგობრებს.
- ვაიმე, როგორ მომენატრეთ, აქ რანაირად, როგორ? ანანო, როდის ჩამოხვედი? მე რატო არ მითხარი? - კითხვას კითხვაზე აყრიდა გელაშვილი.
- ოგეს დამსახურებაა - ამოიტირა თეკლემ. - ანანოს სასწრაფოდ უყიდა ბილეთები რამდენიმე დღით ადრე აქ რომ ყოფილიყო.
- ვიფიქრე, გოგონები წინასაქორწილო სამზადისისთვის დაგეხმარებოდნენ - ძლივსძლივობით წამოდგა ოგე და ლენას ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. გოგონამ შეფაკლული ლოყები არ შეიმჩნია და თეკლას ეშმაკურ მზერას თვალი აარიდა.
- ძმა ხარ, გოლა - მხარზე მიარტყა მეგობარს ხელი ახვლედიანმა - როგორ იმგაზვრეთ?
- უკეთესადაც შეიძლებოდა - წარბაეულმა ანანომ გოლას გახედა - როგორც იქნა, პირისპირ შევხვდით სიძე ბატონო. - ახლა ახვლედიანს გაუღიმა.
- მეც მიხარია შენი ნახვა, ანანო - გაეცინა ოგეს.

******
- მე როგორ არ გამაგებინე, ლენა? - ძლივს აჩერებდნენ ანანოს ოთახში განმარტოებული გოგონები
- კაი, ანო.. სხვა გამოსავალი არ მქონდა, ხო ხვდები შენც? - ცრემლებს ძლივს იკავებდა ლენა
- თან ოგეშიც ძალიან გაუმართლა - მეგობრის დაცვა სცადა თეკლემ
- საქმეც ეგაა. გაუმართლა! ამხელა რისკზე როგორ წახვედი? ან კაი, წახვედი. მე რატო არ გამაგებინე? მეზობელი ვარ თუ მეგობარი? რატო გგონია რომ ყოველთვის მარტო უნდა გადალახო პრობლმები?
- იმიტომ, რომ ასეა! მეგობრობა ვალდებულებას არ ნიშნავს!
- რას ამბობ,ლენა? - თეკლემ წყლიანი თვალები მიაპყრო მეგობარს
- ეგრეა, თეკლე, ეგრე. მე ვერ მოვალ ვერცერთთან და ვერ გეტყვით დედა მკვდარი მყავს, მამა ლაჩარი და თქვენ მიპატრონეთთქო. ისედაც საკმარისზე მეტს აკეთებდით ჩემთვის ყოველთვის!
- რა ვქნა ახლა, ვაწყენინო? - ბრაზით გადახედა თეკლეს ანანომ.
- რაც მთავარია, ჯერ-ჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის. საოცარ ოჯახში ვარ, ოღონდ ეს ფაქტი მაინდამაინც არ მეხმარება. თვალებს ძლივს ვუსწორებ ხოლმე დინას ამხელა ტყუილის შემეგ - ჩუმად ამოილაპარაკა ლენამ და სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან.
- გადამრევ შენ მე. ამის მერე, კიდე მე ვარ გიჟი. გოგო ოცი წუთის გაცნობილ კაცს გაყვა ცოლად, ვიღაც გიჟი ტიპი დასდევს და ემუქრება და ეს იმაზე ღელავს ფეიკ დედამთილი რას იფიქრებს მასზე - თავის ქნევით ჩამოჯდა სკამზე კერესელიძე.
- კაი, ოგეზე მოგვიყევი - სიტუაციის გამოსწორება სცადა თეკლემ
- რა მოგიყვეთ? ჩვეულებრივად ვთამაშობთ, როგორც შევთანხმდით.
- გოგონა, თქვენ ისე დახელოვნდით სამსახიობო უნარებში რომ ლოყების აწითლებასაც აკონტროლებთ უკვე? - ფეხი ფეხზე გადაიჯვარედინა ანანომ. თეკლამ ჩუმად ჩაიფხუკუნა
- რა?
- რა რა? ჯერ ოგემ ისე გაკოცა მეგონა ლოყას აგაძრობდა და მერე შენ ისე გაწითლდი, მეთქი ფოტოს გადავუღებ და მკერავს ჩავუგდებთქო. ეგეთი ფერის კაბა მინდა კაკრას
- შენ არ დაგაჭკვიანა არც საფრანგეთმა, ხო? - ღიმილის შეკავება სცადა ლენამ.
- დასაჭკვიანებელი რა მჭირდა რო?! - შეიცხადა ანომ. ოთახში თავი თებომ შემოყო.
- შეიძლება? ოგემ მითხრა ზემოთ არიანო და.. - მორცხვად შემოვიდა
- მოდი, თებო - გაუღიმა ლენამ.
- ვაიმე, როგორ გავხარ შენს ძმას! - ფეხზე წამოხტა ანანო. - მე ანანო ვარ, სასიამოვნოა - ხელი გაუწოდა გოგონას
- ჩემთვისაც - ღიმილივე დაუბრუნა ახვლედიანმა.
- ეს თეკლეა, თებო
- მგონი საუბრობდით და შეგაწყვეტინეთ, ხო?
- არა, არა.. მოდი, დაჯექი. ნუციკო რატომ არ წამოიყვანე?
- ვაჟიკოს ეთამაშება ჭადრაკს, ბოლო ორი ხელი ზედიზედ წააგო და გაგიჟებულია, მე გამოვეცალე - სიცილით თქვა თებომ
- ნუციკო და ვაჟიკო თებოს კლასელები არიან, ტყუპები, გაიცნობთ და გადაგრევენ თქვენც - ბოლო ნაპასი დაარტყა ლენამ და ბიჩოკი ღიმილით ჩააქრო საფერფლეში.
- ანოს კარგად გაუგებენ ანუ - ღიმილითვე დაამატა თეკლემ.
- თქვენ რაღაც კოალიციას კრავთ ჩემს წინააღმდეგ თუ რა ხდება?! თებო, შენ ხომ იქნები ჩემს პარტიაში ლამაზო? დავამარცხოთ გათამამებული მდედრები - თებო სიცილით უქნევდა თავს ანოს. მხიარულება გოგონებს კერესელიძეს ამღერებულმა მობილურმა დაურღვია. ბოდიშის მოხდით აივანზე გავიდა.
- ჰო რეზ - უპასუხა მობილურს
- ჩახვედი ანო?
- კი, კარგა ხანია უკვე აქ ვართ.
- რატო აიჩემე ეს მარტო წასვლა? წაგიყვანდით მე, კომფორტულად იმგზავრებდი შენც, მეც მშვიდად ვიქნებოდი და ლიანას კაკანსაც აღარ მოვუსმენდი
- ნუ წუწუნებ რეზიკო, არ იყო საჭირო შენი წამოსვლა. დაგვხვდნენ ჩვენ ისედაც.
- სად ხარ, რა ხალხში ხარ, ეგ მაინც გამაგებინე, ხო უნდა ვიცოდე, რომ უსაფრთხოდ ხარ?
- რეზი რა გჭირს? - გაღიზიანდა გოგონა - საფრანგეთში ყოფნისას არ ინტერესდებოდით ასე ძალიან და ჩემს ქვეყანაში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად რა უნდა დამემართოს? და ესეც რომ არ იყოს, ხუთი წლის ბავშვივით როცა მელაპარაკები ვერ ვიტან, ხომ იცი?
- აეეე, კაი ანო, დაზადნე - სიცილით უთხრა კაცმა - უბრალოდ ვნერვიულობ, ნუ გადამივლი
- ნუ მომექცევი შტერი 15 წლის გოგოსავით და არ გადაგივლი
- ჩემთვის სულ 15 წლის კიკინებიანი გოგო იქნები, ხო იცი? ჭკვიანად იყავი და თუ რამე, დამირეკე - სითბო გაერია კაცს ხმაში.
- დაგირეკავ ხო, დაგირეკავ - თვალები აატრიალა გოგომ - ლიანას უთხარი დამშვიდდეს, მყავს მე პატრონი და მაგათ წილ სანერვიულოსაც ეგ ნუ ინერვიულებს, შევღონდი - უკმაყოფილოდ გათიშა ტელეფონი და ოთახში დაბრუნდა.
- რა სახით ხარ, ხო მშვიდობაა? - ჩაეკითხა თეკლე
- ჩემი დეიდაშვილი იყო, ცოტა დამღალეს. თავი ისევ 15 წლის ბავშვი მგონია - მობეზრებით მიაგდო მობილური საწოლზე.
- მეც ეგრე ვარ, ოგე არც არსად მიშვებდა და არც არსად დავყავდი. მალე სრულწლოვანი გავხდები და მერე რას იზამს ძაან მაინტერესებს - წუწუნში აყვა თებოც
- არ ჭრის მაგათთან სრულწლოვანობა, ჰო ხედავ? სრულწლოვანი კი არა, ლამის ოცდახუთწელს მივუკაკუნე და მაინც მაკონტროლებენ დედაქალაქიდან.
- იმედია მეც ეგრე არ ვიქნები...
- შენ არც არასდროს გაკონტროლებდნენ და არც გაგაკონტროლებენ, თებიკო - კარში ოგეს ხმა გაისმა, გოგონების ყურადღება მისკენ მიიმართა.
- უფსს - ჩაიცინა ანომ.
- მჭორავთ ხო? - სიცილით თქვა კარს მიყრდნობილმა და თვალები თებოზე შეაჩერა. უმცროსმა ახვლედიანმა აშკარად დაინახა ძმის სფეროებში ჩამდგარი შეუმჩნეველი წყენა.
- დიახაც, გჭორავთ. გასაჭორი არ ხარ?! გამომკეტე აქ რაპუნცელივით - თავდასხმა არჩია თებომ.
- ნუ ფანტაზიორობ, თებო. სადაც გინდა, როცა გინდა იქ შეგიძლია წასვლა, უბრალოდ მარტო არა. გამოკეტვაა ეს? - წარბები აზიდა კაცმა.
- უიმე, აბა რა არის?! - აყვა ანოც - რა საჭიროა ეს უაზრო, გადაჭარბებული თავდაცვა?!
- საჭიროა, ანანო. მონსტრი ნუ გამოგყავართ - მშვიდი იყო კაცის ხმა. - ცოტახანი ცოლი რომ წაგართვათ მოსულა? მაინც მჭორავთ და ესეც დამიმატეთ- ღიმილით გახედა ლენას ოგემ.
- ცოლი თქვენია, ბატონო - დამონსტრაციულად გაშალა ხელები ანომ.
ლენა ნელა გაყვა უკან ახვლედიანს. აივანზე გავიდნენ.
- ხელი როგორ გაქვს? - სკამზე ჩამოჯდა ლენა.
- მშვენივრად - სიგარეტი გააბოლა ოგემ.
- შენზე არ ვჭორაობდით, უბრალოდ თემას მოყვა და..
- ვიცი - გააწყვეტინა კაცმა - რომც გეჭორავათ, არაფერია. რომ არ გეჭორავათ ეგ იქნებოდა გასაკვირი - გაუცინა ცოლს.
- არ ხარ სწორი თებოსთან, შენც ხო იცი? - კაცმა წარბები შეკრა
- აქ მაგაზე სალაპარაკოდ არ გამოვსულვარ, მაგრამ, მაინც, ჩემი მიზეზები მაქვს ლენა, რადგან ვამბობ, რომ მარტო არ გავა, ესე იგი ასეა საჭირო - თვალი თვალში გაუყარა ქალს
- და რა მიზეზები გაქვს?
- ყველაფრის მოყოლას არ ვაპირებ.
- მესმის, რომ ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ ოდნავ მაინც რომ შემიმსუბუქო არ შეგიძლია? არაფერს არ მეუბნები, ოგე. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ის კაცი, ვისაც ცოლად მივყვები. რაღაც დიდი კითხვისნიშანი ხარ ჩემთვის. მადლობელი ვარ რომ ზრუნავ, მიცავ, არ ვიცი, რასაც აკეთებ, მაგრამ ასე ვერ ვიცხოვრებ ერთი წელი ოგე.
- ნუ ყვირი
- დიდი ბოდიშ კიდე ტონს თუ ვერ ვაკონტროლებ - ფეხზე წამოდგა
- ლენა, ნუ ყვირი მეთქი - წარბები შეკრა ახვლედიანმა და ქვემოდან ამოხედა ქალს.
ლენამ ღრმად ამოისუნთქა და მზერა მოარიდა მის წინ მჯდარ კაცს.
- გცივა? - ცოლის ხელი თავისაში მოიქცია. ლენამ დააიგნორა მუცელში მოულოდნელად გაჩენილი მწველი გრძნობა
- არა
- აბა, სულ ცივი გაქვს ხელები?
- არა
- გამიბრაზდი? - გოგონამ ზემოდან დახედა
- არა - ოგემ ტუჩის ბოლო ჩატეხა.
- თუ არა, მაშინ კარგი - საზურგეს მიეყრდნო კაცი ღიმილით
- რა გინდოდა?
- ქორწილამდე ლაშქრობაში მინდა წავიდეთ, რას იტყვი?
- სად? ამ ხელით შენ როგორ წამოხვალ? - წარბები შეკრა ლენამ
- ცოტა დამღალეთ იცი?! ეგეთ ამბავს დინაც კი არ დაიმართებდა - თვალები აატრიალა კაცმა - ნაკერებს ამოვიღებ და მერე წავიდეთ.
- სად წავიდეთ?
- ხვამლზე. ცხენზე ჯირითი იცი? ან გოგოებმა იციან?
- მე არ ვიცი, თეკლემ და ანომ მგონი იციან, არ ვიცი.
- გოლას ცხენებით წავალთ. კი გაგვიჭირდა გაბრიელის დათანხმება, მაგრამ საბოლოოდ მოვახერხეთ - სიცილით თქვა კაცმა
- რაო, ჩემს რაშს არ გავცვლი გოლას რაშშიო? - აყვა ლენაც.
- ვა, ყოჩაღ. დაუმუღამე უკვე გაბოს?
- ვცდილობ ყველას „დაგიმუღამოთ“, ერთი სულიერი რომ არ მიშლიდეს რაღაცებში ხელს - ოგეს გაეღიმა.
- მოკლედ, გოგონებიც გააფრთხილე. წესით უნდა კარგი უნდა გამოვიდეს. თან ქორწილამდე ჩემები და შენები უფრო კარგად გაიცნობენ ერთმანეთს. ლაშხიც ჩამოვა ამ დღეებში თბილისიდან.
- თებოც ხომ მოდის? - ახვლედიანს გაეღიმა
- გინდა რომ წამოვიდეს?
- რა თქმა უნდა! ეგ არც უნდა გეკითხა, ოგე - საყვედური უთხრა ქალმა.
- როგორც უნდა. მისი გადასაწყვეტია. ნუ გგონივარ ოთხმოცდაათიანების მენტალიტეტის მქონე ტიპი ლენა.
- არ მგონიხარ
- კარგია, თუ არ გგონივარ - თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს.
- მაგრამ, ღირსი ხარ რომ მეგონო! - ბოლო სიტყვა დაუტოვა ქალმა და სახლში დაბრუნდა
- რაო ქმარუკამ ლენ?
- ანანო დავაბრუნოთ საფრანგეთშიო - ენა გამოუყო მეგობარს.
- ა, გინდა წავიდე?
- სად უნდა წახვიდე, ძლივს ჩამოგხიკეთ იქედან - ფანჯრის რაფაზე შემოჯდა თეკლე - საღამობიით სულ ასე გრილა ააქ?
- კი. არც მე ველოდი. ზოგადად, ლეჩხუმს არ ველოდი ასეთს. ისეთი ბუნებაა მიკვირს, ასეთი მიჩქმალული რატოა ეს კუთხე - გვერდით მიუჯდა ლენაც.
- ოგემ სალაშქროდ წასვლა შემომთავაზა ქორწილამდე, ჰო წამოხვალთ?
- აუ, შაბათ-კვირა დავამთხვიოთ რა, მასწავლებლის გაცდენა რომ არ მომიწიოს - ამოიწუწუნა თებომ
- ოქეი, ეგრე ვქნათ. კარვები გვააქვს მერე? - ჩაფიქრდა ანო
- დემე ჩამოიტანს თბილისიდან მგონი.
- დემე ვინღაა?
- დემეტრე ლაშხი, ოგეს მეგობარია.
- დემეტრე ლაშხი? - გაიკვირვა თეკლემ - იმ დღეს ეგეც იქ იყო ლენ, გახსოვს?
- კი, მახსოვს. ვიცანი ეგრევე სახლში რომ შემოვიდა - გაიცინა გელაშვილმა.
გვიანობამდე საუბრობდნენ გოგონები. თებომ მალე დატოვა ოთახი, დილით ადრე უნდა წასულიყო და ძილი სჭირდებოდა. ლენა თავს მშვიდად გრძნობდა თავისი გოგონების გვერდით. საუბრის დროს. ბევრ რამე ითქვა იმ ღამით. გელაშვილის დამძიმებული გულიც ნელ-ნელა მსუბუქდებოდა. ღამის 2 საათზე დატოვა ლენამ მეგობრების ოთახი. მათთან დარჩებოდა საკმარისი ზომის საწოლიც რომ ჰქონოდათ, თუმცა მგზავრობისგან დაღლილ მეგობრებს მოსვენების საშუალება მისცა. ფრთხილად შეაღო ოგეს ოთახის კარი, ცდილობდა წეზარში გახვეული კაცი არ გაეღვიძებინა. საპირფარეშოში გაუჩინარდა, თავი მოიწესრიგა და მალევე დაუბრუნდა ოთახს. სანამ დაიძინებდა ღერის მოწევა მოუნდა. ის-ის იყო აივანზე უნდა გასულიყო, მოგუდული ხმა რომ გაიგო მწოლიარესგან.
- ოგე, გღვიძავს? - გოგოს ხმა დაიკარგა სიჩუმეში. ჩუმი ოხვრა გაისმა ისევ.
- ოგე?
ჩუმად მიუახლოვდა მწოლიარეს, ზეწარი ფრთხილად მოაშორა. ოგეს სუნთქვა სწრაფი და არათანაბარი ეჩვენა. სახე სველად უბზინავდა. ხელისგული შუბლზე დაადო.
- ღმერთო, იწვი..
კაცმა რაღაც ამოილაპარაკა გაურკვევლად. ლენამ სწრაფად დატოვა ოთახი და საჭირო ნივთები მოიმარაგა. სველი ნაჭერი შუბლზე დაადო.
- ოგე, უნდა წამოდგე, სიცხე გაქვს - კაცის წამოწევა სცადა ქალმა, რათა როგორმე წამალი მიეცა, თუმცა მასზე ბევრად დიდი სხეულის წინაშე უძლური აღმოჩნდა.
- არ... წახვიდეთ - ხრიალებდა კაცი
- ოგე.. - ამოიტირა ლენამ. წამალი ძლივს-ძლივობით დაალევინა. შეძლებისდაგვარად გაუსწორა ბალიში.
- კარგად იქნები, აქ ვარ - ნერვიულად საუბრობდა ქალი. ახვლედიანმა ლენას ხელს ძლიერად მოუჭირა თავისი მტევანი.
- არ.. წახვიდეთ.. ნანა... - აბოდებდა კაცს
- ოგე, მტკენ - ცრემლებს ძლივს იკავებდა. ცდილობდა, როგორმე დაღწეოდა კაცის ფართო ხელებს.
- აქ ვარ, კარგად იქნები - მიხვდა გაჭიანურება არაფერს რომ არ არგებდა. ოგეს დაყვა, აღარ გაუძალიანდა. გვერდით მიუწვა ფრთხილად. ახვლედიანიც ინსტინქტურად მიეკრო, ცხელი შუბლი ქალის კისერთან ჩამალა. ნელ-ნელა დამშვიდდა. სუნთქვაც დაურეგულირდა. ლენა კიდევ ცოტა ხანს არ მოშორებია, მწოლიარე კაცზე ფიქრობდა. უცნაური იყო, იმ წამს საერთოდ არ ჰგავდა იმ ადამიანს, როგორსაც ლენა იცნობდა. კაცი, რომელსაც გარშემომყოფნი საუბრის დროს სიფრთხილით სიტყვებს ურჩევდნენ, ახლა პატარა ბავშვივით იყო აკრული ლენას სხეულს. გოგოს სასიამოვნო ტალღამ დაუარა სხეულში, მაგრამ ოგეს ხველამ მალევე გამოიყვანა ფიქრებიდან. აღელვებდა ახვლედიანი, წუხდა მისი წუხილით. როცა იგრძნო, რომ სიცხიანი შედარებით დამშვიდდა, ნელა მოშორდა საწოლს, სავარძელი მოაჩოჩა მის თავთან და იქვე მოკალათდა. დილამდე ყარაულობდა ლენა ოგეს ძილს. პერიოდულად სიცხეს უსინჯავდა და კაცის პატარა ამოგვინვაზეც ყურებს ცქვეტდა მაშინვე. გარიჟრაზზე ჩაეძინა გადაღლილს. დილას პირველს ახვლედიანს გაეღვიძა. უძლურად გრძნობდა თავს, ძლივს აზიდა ტანი მხარი რომ ეცვალა. სავარძელში მჯდარი ლენას დანახვისას წარბები ოდნავ შეჭმუხნა.
- ლენა - დაბალი, ჩახლეჩილი ხმით მიმართა და უფრო წამოიწია, ქალმა მაშინვე გაახილა თვალები
- რა მოხდა? ცუდად ხარ? - სწრაფად წამოიწია ქალი, კაცის შუბლს დაადო თავისი პატარა ხელი. ოგემ რამდენიმე წამი თვალი არ მოაშორა.
- კარგად ვარ
- სიცხე აღარ გაქვს მგონი - შეშინებული აცეცებდა დიდ მწვანე თვალებს.
- სავარძელში რატომ გძინავს? - დაბნეულმა მიმართა კაცმა
- სიცხე გქონდა, ძლივს დაგიწიე - დაღლილი ხმა ჰქონდა ლენას. - დინას ვეტყვი დღეს წვნიანი გააკეთოს, სითხე გჭირდება.
- შენ აქ გეძინა მთელი ღამე?
- არ მეძინა - ოგეს ტუჩის კუთხე შეუტოკდა.
- დაიძინე, უკეთ ვარ.
- გაისინჯე ჯერ სიცხე - თერმომეტრი მიაწოდა ლენამ.
- გაბრუებული ვარ - ჭერს მიშტერებოდა კაცი.
- ხო, იცის სიცხემ.
- ჩემზე ზრუნვა მოგწონს აშკარად - ოდნავ გაეღიმა
- ცოლის მოვალეობას ვასრულებ - გელაშვილმაც მსუბუქად გაუღიმა.
- კარგად გამოგდის
- ოგე, ღამე... ვიღაცას თხოვდი არ წახვიდეო.. - ნელ-ნელა დაიწყო ქალმა, თითქოს ყოყმანობდა, არ იცოდა ეთქვა, თუ არა. - ნანა ახსენე..
ლენა ცდილობდა მის სახეზე რაიმე ამოეკითხა, მაგრამ კაცი თითქოს ქვად ქცეულიყო.
- ნუ გეშინია, ლენა. საყვარელის სახელს არ ვაბოდებდი - სარკასტულად გადმოხედა ლენას - არ ვარ ეგ კაცი
- ეგ არც მიფიქრია, მაგრამ...
- დედაჩემი იყო - ლენას მოლოდინები გამართლდა. ზუსტად არ ახსოვდა ოგეს დედის სახელი, თუმცა ისიც ასე ვარაუდობდა.
- არ გინდა მომიყვე?
კაცმა ნელა გახედა ქალს, რამდენიმე წამი უყურა, შემდეგ ისევ ჭერს დაუბრუნა მზერა.
- დაიძინე ლენა, დაიღლებოდი, არ მაქვს სიცხე - მოწყობილობა მიაწოდა ქალს
- არ მეძინება - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა. ოგემ ხმამაღლა ამოიხვნეშა.
- როდესმე აუცილებლად მომიწევს ამაზე ლაპარაკი ხო? - ლენას გახედა, მაგრამ თითქოს თავის თავს უთხრაო. საწოლიდან წამოდგომა სცადა. გელაშვილი მაშინვე წამოვარდა სავარძლიდან.
- რას აკეთებ?
- სიგარეტი მინდა, დამშვიდდი, კარგად ვარ - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა კაცს - მომწონს, როცა ჩემზე ზრუნავ - დინჯი იყო ახვლედიანის ტონი. მისი ყველა მიხვრა-მოხვრა. სიგარეტის კოლოფიდან ღერი ამოაძვრინა და ფანჯარასთან დადგა. ლენა გვერდით დაუდგა, მიხვდა აღსარების ჩაბარების დრო რომ დამდგარიყო.
- ნანა ყველაზე კეთილი ადამიანი იყო... მზეს გავდა დედაჩემი - ნელა დაიწყო ოგემ, ლენას ოდნავ გაეღიმა.
- ბავშვობაში ძილის წინ ზღაპრებს მიკითხავდა. მეგონა იქ დახატული ანგელოზი ნანა იყო - გაეცინა კაცს - მერე გამიქრა ეგ ანგელოზი- ლენა თვალს არ აშორებდა.
- ავად იყო?
ოგემ თავი გააქნია
- ავარია.
- ცაგერში მივდიოდით, გელავერზე გადავარდა მანქანა - ღრმა ნაპასი დაარტყა კაცმა - პატარა ხეს დავეჯახეთ, ნანას მხარეს კარი ჩაიკეტა, მე მამაჩემმა გადმომაგდო ფანჯრიდან - ხმა დაუძიმდა ოგეს - მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა, ხემ ვეღარ დაიმაგრა მანქანა და ხრამში ჩავარდა. - ხმაში ემოცია თითქმის არ ეტყობოდა. უკვირდა ლენას ახვლედიანის სიმშვიდეც და სიცივეც.
- ოგე... - თვალებში ცრემლი ჩაუდგა ლენას
- თებო ხუთი წლის იყო, კარგად აღარც ახსოვს არც ერთი.
- მერე?...
- ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა . არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა პატარა თებოსთვის. ღამეებს ტირილში ატარებდა და ვერ ხვდებოდა სად იყვნენ მშბობლები - ბოლო ნაპასი დაარტყა და ნელა დააწვა საფერფლეში მოთავსებულ ბიჩოკს.
- მერე ყველაფერი შემძულდა. პირველ რიგში, ჩემი თავი. - თვალებში შეხედა ქალს - მძულდა ძმობას გოლა რომ უწევდა თებოს, მძულდა დინას მომტირალი სახის დანახვა ყოველ დღე, ნანას და ლევანის ცარიელი ოთახი, თემურის ლექციები კაცობაზე, გლოვაზე... მერე ეგ ბრაზიც გაქრა და გაუცხოვება დაიწყო. არ მადარდება არაფერი. ამაზე სულ მთლად გაგიჟდა ბაბუაჩემი - ისევ გაეცინა კაცს - გაბო პატარა იყო მაშინ, მარტივად ავიყოლიე და ხან სად ვიყავით, ხან სად... - ოგემ მეორე ღერს გაუკიდა
- ბაბუაჩემი სხვანაირი კაცი იყო... დილას შვილები დამარხა და საღამოს უკვე ფეხზე იყო - მწარედ ჩაეცინა - და მე გავიქეცი
- უბრალოდ შენებური გამკლავების ხერხი მოძებნე - მხარზე ხელი დაადო ლენამ
- შეიძლება, მაგრამ არ ვიყავი სწორი მაინც, ვხვდები მაგას. თებოსთან შემეშალა ყველაზე მეტად. ისიც მარტო იყო და უნდა დამენახა ეგ - ძარღვები დაეჭიმა კაცს
- ნუ იდანაშაულებ თავს, ოგე. თებოს ძალიან უყვარხარ...
- მაგაში ეჭვი დღემდე შემაქვს ხოლმე - ძალდატანებით გაიცინა ოგემ - თემურის გარდაცვალების მერე შეიცვალა ყველაფერი, თითქოს გონს მოვეგე, სახლს დავუბრუნდი.. მაგასაც არ ვიზამდი გოლა რომ არ მყოლოდა გვერდით. შენ.. - სიგარეტი ჩააქრო და ქალს მოუტრიალდა - მაგიტო ვაღმერთებ შენს ძალას ლენა... შენ ის შეძელი, რასაც მე გავექეცი. შენ, პატარა, სიფრიფანა გოგომ მხრებით ატარე ის ტვირთი, რომელსაც მე ვერ გავუმკლავდი - კისრის ძარღვები დაეჭიმა კაცს
- რაც მთავარია ხომ დაბრუნდი?.. რაღატო ტანჯავ შენს თავს?
- მე დავბრუნდი, მაგრამ თებოს დაავიწყდება ის წლები? დინას? მე დავივიწყებ ბაბუაჩემის მზერას?
- ცხოვრება უნდა გააგრძელო, შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მთავარია დავინახოთ ეს შეცდომები და მერე გამოსწორებაზეც ვიფიქროთ.. გაზაფხული ყოველთვის მოდის, ოგე.. - ახვლედიანი თვალს არ აშორებდა ქალს
- ჩემთან როდის მოვა ეგ გაზაფხული, ლენ? - ხელის ზურგით მიეფერა ქალს ლოყაზე და დანანებით გაუღიმა
- მოვა, შენ დაიჯერე.. და მოვა - ხელზე ხელი დაადო გელაშვილმა. ორივემ იგრძნო ჰაერში დატრიალებული სიკეკლუცის სურნელი. ის სურნელი, გაზაფხულის პირველ ქროლვას რომ მოჰყვება ხოლმე და ვარდივით გაფურჩქნის შეყვარებული კაცის გულს....

ჰამაკში ჩაწოლილ ლენას ხელში წიგნი ეჭირა. ჯერ კიდევ ადრე იყო, ამიტომ მხოლოდ მას და დინას ეღვიძა. ქალმა კატეგორიული უარი განაცხადა ლენას საქათმეში გაყოლაზე და ახლა ეზოს მეორე მხარეს საქმიანობდა.
გელაშვილი უაზროდ ფურცლავდა წიგნის გვერდებს, რამდენჯერმე იმავე აბზაცს ჩაუყვა თვალი, მაგრამ აზრები გაურბოდა. მისი ფიქრები ისევ იმ ღამეს უბრუნდებოდა. ოგეს ჩახლეჩილ ხმას. ფანჯარასთან მდგარ კაცს. მის შემაშინებლად მშვიდ სახეს და ყორანივით შავ თვალებს. ამ ფიქრებში გართულმა სახლიდან გამოსული ოგე დალანდა. ჩუმად ანიშნა დინას გარეთ ყოფნის ამბავი. ოგემაც მოსაცმელი მოიცვა ჭრილობის დასამალად და ისე დაუბრუნდა ეზოს.
მუქი სპორტული შარვალი და ღია ფერის მოსაცმელი ეცვა, რომელიც მაინც ვერ ფარავდა კაცის განიერ მხრებსა და იდეალურ აღნაგობას. ახლად გაღვიძებულს შავი თმა არეოდა. მძიმედ, აუჩქარებლად მიუახლოვდა ლენას.
- კარგია რომ ,მანიშნე. დინას ნერვიულობა ნაღდად არ მაწყობს ახლა, ისედაც ზედმეტად ბევრი მომვლელი მყავს- გაეცინა და ლენა აათვალიერა ტერფიდან თხემამდე. გელაშვილში ქალურმა სიკეკუცლემ გაიღვიძა, თავმომწონედ გადააჯვარედინა გრძელი ფეხები. ოგეს ჩაეღიმა.
- არ ვიცოდი ზრუნვით თუ წუხდებოდი
- ზედმეტი ყველაფერი შემაწუხებელია - სიგარეტს გაუკიდა კაცმა
- რას კითხულობ?
- „როგორ გავთხოვდე მილიონერზეს“ - ოგეს ხმამაღლა გაეცინა. ლენასაც ჩაეღიმა.
- და ასეთი რა წერია, ნახევარი საათი ერთ გვერდს რომ კითხულობ?
- რაღაცაზე ჩავფიქრდი და.. რას გიშვება მკლავი? - თემა შეცვალა ლენამ
- არის რა - გვერდით მიუწვა ქალს
- ისედაც ვიწროდ ვარ - ამოიწუწუნა ლენამ
- ნუ ფართხალებ, თორე იქედან დინა გვითვალთვალებს და ეგონება რო არ გევასები - ლენამ ინსტინქტურად გაიხედა მარჯვნივ და მართლაც დაინახა სასაცილოდ მდგარი ქალი, რომელიც შიგადაშიგ მზერას წყვილისკენ აპარებდა.
- აუ, რა საყვარელია - გაეცინა გელაშვილს. ოგე უკეთ მოკალათდა. ჰამაკი დაკოჩა და ლენა ავტომატურად მის მკერდს აეკრო.
- ჩახუტება თუ გინდოდა გეთქვა პირდაპირ, რატო მაწვალებ ამ დაჭრილ კაცს?
- შენ რამე სიზმარი ნახე თუ რა ნოტაზე გავიღვიძეთო? - არ ჩამორჩა გელაშვილიც
- ვნახე
- რა ნახე ერთი?
- ვერ გეტყვი, პატარა ხარ ჯერ. - ლენას ლოყები აუწითლდა. ოგემ გახედა და სიცილი ძლივს შეიკავა.
- რა? კოშმარი დამესიზმრა. რომ გითხრა შენც შეგეშინდება - მხრები აიჩეჩა კაცმა. ლენას ბრაზის ბურთი გაეჩხირა ყელში.
- რა გჭირს? გცხელა? არადა ლამის არაფერი გაცვია ქვემოთ, წესით არ უნდა გცხელოდეს - სახეზე მოკიდა ცალი ხელი კაცმა და ქალის გაღიზიანება განაგრძო - ლენა, სიცხე ხომ არ გადმოგდე? - ყალბ შეშფოთებას არ წყვეტდა კაცი. ლენამ სწრაფად მოიშორა ხელი სახიდან. ოგემ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
- ცუდი კაცი ხარ შენ, ახვლედიანო - გაბრაზებას ვერ მალავდა ლენა. ოგე ნელა დაიხარა ქალისკენ.
- სამაგიეროდ შენ ხარ საყვარელი, თან როცა ბრაზდები. მითქვამს ხო ეს აქამდეც? - კაცის სუნთქვას ტუჩებთან გრძნობდა ქალი. ლენამ იგრძო როგორ გამოტოვა ერთი დარტყმა გულმა. მდგომარეობიდან კაცის უხერხულად ჩახველებამ გამოიყვანა წყვილი. მათკენ გოლა მოდიოდა. ოგეს ეშმაკური ღიმილი არ მოშორებია, ისე წამოდგა ჰამაკიდან. გვიშიანი ლენას მიესალმა.
- ბოდიში შემოჭრისთვის, ოგე, ორი წუთის საქმე მაქვს - კაცის ზედმეტად მკაცრი გამომეტყველება ეუცნაურა ლენას. ოგე უხმოდ გაყვა გოლას მოშორებით. ლენას არ ესმოდა მათი საუბარი, მაგრამ კარგად ხედავდა კაცის მაღალ სილუეტს, რომელიც გოლასთან საუბრის დროს ოდნავადაც კი აღარ იღიმოდა.
- რა მოხდა?
- რომამ დამირეკა თბილისიდან - ოგემ სიგარეტს გაუკიდა და ინტერესიანი თვალები მიაპყრო ბავშვობის მეგობარს
- კოპალიანების ამბავია. პორტში ჩვენს კონტეინერებს კითხულობენ - ოგემ ღრმა ნაპასი დაარტყა.
- რას ამოწმებენ?
- ოფიციალურად არაფერს, არაოფიციალურად - შენს ნერვებს. - ოდნავ დააქნია თავი ოგემ
- ანუ, უკვე დაიწყეს, ასე მალე არ ველოდი
- კიდე არის რაღაც.. რამდენიმე დღეა შავი ქემრი დადის თაკვერში, გუშინ ჩვენს ვენახთანაც იყო - ოგემ წარბები შეკრა
- დარწმუნებული ხარ?
- ჩვენს ვენახში შემთხვევით არავინ მოდის, ოგე - თბილმა სიომ დაუბერა ახვლედიანების ეზოში. ოგემ ლენას გახედა, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა მოსაუბრე მეგობრებს.
- შენი აზრით ბაჩანაა თუ ილია? - ღრმა ნაპასი დაარტყა კაცმა
- ორივე
- მეც ეგრე ვფიქრობ. რაღაც იციან უკვე
- ან ეჭვობენ - გვიშიანმაც ფარული მზერა გააპარა ლენასკენ
- ოგე, მალე დაიწყება შენც ხო ხვდები? ლენა არ უნდა გარიო.. მითუმეტეს, თუ..
- გვიანია უკვე გოლა - მკაცრი იყო ახვლედიანის ხმა - რაც შეიძლება მალე მოვაწერთ ხელს. დღეს საღამოს ჩემთან ამოდი კაბინეტში და დეტალები გავიაროთ.
- გვიანი რა მხრივ არის? - ოდნავ გაღიმა კაცს. ახვლედიანმა პასუხი არ გასცა, კვლავ ლენას გახედა.
- გაბრიელისთვის თქმას როდის აპირებ? - ისევ გვიშიანმა გაუგრძელა.
- მალე, ლაშხიც ჩამოვა თან და..
- გაგიბრაზდება
- გადაუვლის.. გაბოა... - ბოლო ნაპასი დაარტყა კაცმა და ლენასთან დაბრუნდა
******
ღამე ჩამოწოლილიყო თაკვერში. ოგე თავისი სამუშაო ოთახის აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ოთახში გოლა ჩამომჯდარიყო. კარი გაბრიელ ჩაჩხიანმა შემოაღო.
- ღამის თორმეტზე რომ მიბარებ, გამაგებინე, კაცი მოკალი თუ ქორწილის წინ გაიაზრე რო გევასები, ლენა აღარ გინდა და სერენადა უნდა მიმღერო? - ოგეს ოდნავ ჩაეღიმა
- მესამე ვარიანტიც არსებობს - ბოლო ნაპასი დაარტყა და ოთახში დაბრუნდა
- ეგ აღარ მაინტერესებს, სად არის ფიალები?!
მალევე ოთახში დემეტრე ლაშხიც შემოვიდა. შავი ქურთუკი გაიხადა და იქვე მიკიდა.
- რა ხდება? - დაბნეული მზერა მოავლო ოთახს დემეტრემ. ოგემ ორივეს გადახედა.
- სამი დღეა კოპალიანები სოფელში გვითვალთვალებენ.. რამდენიმე დღის წინ პორტშიც ყოფილან.
- მოიცა.. კოპალიანები აქ რას აკეთებენ? - დაიბნა გაბრიელი
- გააჩნია - ჩაერთო გოლა - თუ ბაჩანა კოპალიანია, მაშინ ბიზნესის ამბავია და თუ ილია კოპალიანია.. მაშინ ლენას ეძებენ.
- დემე, ძმობას გაფიცებ რამე თუ გაიგე, ამიხსენი - მეგობარს გადახედა ჩაჩხიანმა. - რა შუაშია კოპალიანები ლენასთან ნუ გამომა*ლევეთ -
- კოპალიანებს აქ რა უნდათ საერთოდ, ეგ ვერ გავიგე მე - დემეტრე გაბრიელზე მეტად დაბნეულიყო.
ოგე რამდენიმე წამი ჩუმად იყო. მერე დემეტრეს გახედა.
- კოპალიანების ნახევარი ბიზნესი ახვლედიანების იყო.
- როგორ? - წარბები შეკრა ლაშხმა
- დემე, გიცნობ და მიცნობ, ხო ასეა? - მკაცრი იყო ახვლედიანის ტონი - ჩემი ბიზნესი, ცხოვრება, მომავალი განდე როცა „ნანასეული“ ჩაგაბარე, კარგად იცი ეგ შენ.
- ვიცი, მერე?
- ხოდა ისიც გეცოდინება, რაღაცებს ტყუილად რომ არ ვმალავ
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ გაბრიელი ათამაშებდა მაგიდის ზედაპირზე თითებს.
- კაცს არ ლაპარაკის ორი მიზეზი აქვს - სკამის სახელურს ჩამოადო ხელები ოგემ - ან ეშინია, ან რაღაცას იცავს. გაბრიელმა უხმოდ გახედა.
- მე არაფრის მეშინია - მშვიდად თქვა ოგემ - მაგრამ როცა საქმე მარტო შენ აღარ გეხება, ენასაც აკონტროლებ და ნაბიჯსაც. გაბომ და გოლამ იცის ეს ამბავი.. მამაჩემს და ბაჩანა კოპალიანს ერთად ქონდათ დაწყებული ყველაფერი. ვენახები, ექსპორტი, რუსეთი.
- მერე?
ოგეს მზერა სადღაც შორს დაიკარგა
- მამაჩემმა აღმოაჩინა, რომ ბაჩანა ფულს იპარავდა. რუსეთში ღვინო გადიოდა ჩვენი სახელით, მაგრამ მოგების ნახევარს ბაჩანა იჯიბავდა. ჩივილით დაემუქრა. ორი კვირის მერე მანქანა ხევში გადავარდა
გოლამ სიგარეტს გაუკიდა. გაბრიელი წარბებშეკრული ჩასჩერებოდა იატაკს.
- და შენ მანქანაში იყავი
ოგემ თავი დაუქნია
- მე გადავრჩი
დემემ სახეზე ხელი მოისვა
- დედა შევე*ცი.. კი აქვთ ნაბო*არი კომპანია მარა რას ვიფიქრებდი ამას ბიჭო. მიჩქმალეს ხო ეგ ამბავი, იასნია?
- ხო - ყბები დაეჭიმა ოგეს - მაშინ ვერაფერი დავამტკიცე. ბავშვი ვიყავი. ყველაფერი დახურეს და უბრალო ავარიად მონათლეს.
- კიდე.. - ამოისუნთქა ოგემ და გაბრიელს გახედა - ლენას ქორწინება ფიქტიურია.
სიჩუმე ჩამოვარდა. ოთახში მხოლოდ ჭრიჭინების ხმა შემოდიოდა აივნიდან. გაბრიელს ნერვიულად გაეცინა.
- რას ნიშნავს ფიქტიური?
- ტერმინი განგიმარტო გაბრიელ?
- მოიცა, მოიცა.. ახლა შენ მეუბნები რო ცოლი საქმისთვის მოიყვანე? - ოგე გაბრიელს უყურებდა
- სხვა გზა არ იყო
- სხვა გზა არ იყო და გოგოს ქორწინება დააძალე? ვაბშე ლენა როგორ დაითანხმე? საერთოდ რა ხდება, ახლა რატო ვიგებ ნუ გამომა*ლევებთ ბიჭო. შენ მაინც როგორ არ მითხარი? - აივანთან მდგარ გოლას გახედა ჩაჩხიანმა
- გაბრიელ, მორჩი - მშვიდი იყო ოგეს ხმა
- მიზეზი? - მოკლედ იკითხა დემეტრემ. ოგემ ამჯერად პირდაპირ მას გახედა.
- ორბელის ვენახები. ბაბუაჩემმა არ გადმომიფორმა. ვერ გამოვიყენებდი, სანამ ცოლს არ მოვიყვანდი.
გაბრიელმა ირონიულად გადაიხარხარა.
- რომანტიკა კი არა აგრარული ხელშეკრულება ყოფილა. კაცმა ქალი მოიყვანა ცოლად ყურძნის გამო - დემონსტრაციულად გაშალა ხელები
- ეგრე მიცნობ, გაბრიელ? - ოგეს სახეზე ემოცია არ იკითხებოდა
- არა, ოგე, არა. ვიცი მე შენ რა კაციც ხარ. ისიც ვიცი კიდე რაღაც რომ იქნება ამ ამბის უკან მარა ჩვენ როგორ არ გვითხარი, ბიჭო, როგორ? - წყენა დატყობოდა ჩაჩხიანს
- აგიხსენით უკვე და ვიცი რომ გაიგებთ - მოკლე იყო ახვლედიანის პასუხები.
- თქვი ბოლომდე - ჩაერია გოლა.
- ორბელის მიწაზე საფერავი მოდის, იშვიათი საფერავი - დაიწყო ოგემ
- და? - ჩაეკითხა გაბო
- და კოპალიანების ყველაზე სუსტი წერტილია ეგ - დემეტრემ გასცა პასუხი დავწრილებული თვალებით. ოგემ თავი დაუქნია.
- კი, ხარისხი. კოპალიანები რაოდენობაზე მუშაობენ. რუსეთში და ევროპაში ექსპორტს მასით ტენიან. ბოლო წლებში ჩაუვარდათ. გემო აღარ უვარგათ.
- შენ კიდე გინდა პრემიუმ ხარისხით ჩაძირო - მიუხვდა დემეტრე
- არა მარტო - ოგე ცოტა ხნით გაჩუმდა. კვლავ აივანთან დადგა. - მინდა „ნანასეულმა“ ისეთი საფერავი გაუშვას ბაზარზე რო კოპალიანების ღვინო მეორე დღესვე იაფ ფალსიფიკაციას დამესგავსოს - გაბომ დაუსტვინა. ოგეს ხმა მშვიდი იყო, მაგრამ ოთახში მყოფი ყველა ადამიანი იაზრებდა იმას, რომ ახვლედიანის ქმედებები და სურვილები აუცილებლად გასცდებოდა ბიზნესის საზღვრებს.
- მაგ ვენახში მიწა განსხვავებულია. კლდეა ქვეშ. ყურძენი ნელა მწიფდება. ლევანი სულ ამბობდა, ეგ ადგილი ოქროა, ოღონდ ვინც მოიცდის იმისთვისო. - დემეტრემ მაშინვე ახედა
- მამაშენის ჩანაფიქრი იყო?
- ჰო - რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. გაბომ ამოისუნთქა.
- ანუ, რეალურად მამაშენის საქმეს აგრძელებ
- რას აპირებ? - ოგემ ნელა ამოისუნთქა
- ჯერ საფერავს დავაყენებ - გაბომ წარბი შეკრა
- მარტო ღვინით არ ჩაიძირება ბაჩანა კოპალიანი - ჩუმად თქვა გოლამ
- ვიცი
- აბა? - ოგეს თვალებში ისევ ის ცივი სიმშვიდე დაბრუნდა
- ჯერ ფულს წავართმევ.. მერე გვარს - გაბრიელმა თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.
- კაი, ლენაზე მაინტერესებს, რა სარგებელი აქვს ქორწინებიდან? - გაბრიელისთვის არადამახასიათებელი ტონით საუბრობდა ჩაჩხიანი
- ილია კოპალიანს ლენა უყვარს - ჩუმად თქვა გოლამ
- რაა? - დაეძაბა ხმა დემეტრეს, გაბრიელს სიცილი ამოხდა
- შეყვარებული ყოფილა ბიჭი. კაცობას მე მაგ სი*ისგან არ მოველი, რა ქლიავიც ბავშვობაში იყო, ის დარჩა ბოლომდეც, მარა იმედია იმდენი შეგნება მაინც ექნება სხვის ცოლს თავი რომ დაანებოს - ირონიული ღიმილით თქვა გაბრიელმა
- შეყვარებული არ არის, ობსესიური დედამოტ*ნულია - გაეპასუხა ოგე
- რამდენი ხანია?
- ბავშვობიდან. ლენა სათამაშოა კოპალიანისთვის - უცნაურად საშიში გაუხდა ხმა ახვლედიანს - ძალიან უნდოდა, ვერ მიიღო, წაართვეს და ახლა ვაბშე გარეკა.
- ლენა?
- ლენა ყველანაირად ცდილობდა მოეშორებინა, არანაირი საბაბი არ მიუცია. ა, ხო კიდე. ლენას მამა ყავს, უბრალოდ ურთიერთობა არ აქვთ. რეალურად მამამისის გამო დატრიალდა მთელი ეს ამბები.
- მოიცა, მოიცა უკვე ერორი მაქვს.. ზედმეტად ბევრი ინფორმაციაა - ხელი ასწია გაბრიელმა - მამამისის სადღაა?
- რუსეთში წავიდა. ოფიციალურად ქვია ლენას მამა, თორე მაგ კაცს მამობის არაფერი ეტყობა - ღრმა ნაპასი დაარტყა ოგე - ილია კოპალიანთან თავისი შვილი წააგო.. კაზინოში.
ოგემ ჩუმად შეიგინა
- ორ კურდღელს დავიჭერდი ლენას ცოლად მოყვანით - გააგრძელა ოგემ - გოგოსაც გადავარჩენდი და ჩემი საქმესაც მივხედავდი.
- ანუ, ლენას არ ქონია არასდროს გრძნობები - ჩაეკითხა მაინც დემეტრე ლაშხი
- არა - მკვეთრად მოუჭრა ოგემ, გაბრიელს ოდნავ გაეღიმა
- ახლა ხვდებით? ილიას ლენა უნდა, ბაჩანას ახვლედიანების საბოლოოდ გაქრობა. - საბოლოოდ ახსნა სიტუაცია ოგემ
- შენ რა გინდა, ოგე, შენ?
- მე.. - წამიერად ჩაფიქრდა კაცი - თავიდან მხოლოდ ორბელის ვენახები მინდოდა - ბიჭებს ოდნავ ჩაეღიმათ.
- ლენამ იცის?
- არა
- და როდის ეტყვი?
- როცა დრო მოვა - ცალ თვალი დახუჭა კაცმა და ბოლო ნაპასი დაარტყა.
- კაი ახლა რა გეგმა გვაქვს? - ფეხზე წამოდგა გაბრიელი
- დაცვა მოვა ხვალ, ქორწილში უფრო ბევრნი იქნებიან - ხელები გადაიჯვარედინა გოლამ - სოფლის ბიჭებიც გაფრთხილებული მყავს, უცხო მანქანას თუ შენიშნავენ ეგრევე მეტყვიან
- გოგოები მარტო არსად გაუშვათ, განსაკუთრებით ქორწილში დამჭირდება ყველაზე დიდი ყურადღება. გაბო - ჩაჩხიანს გახედა ოგემ - ლენას კურსელებსაც კი ყურადღებას მიაქცევ ქორწილში. თუ რამის აქვს ილიას, ქორწილში აუცილებლად გამოჩნდება - გაბრიელმა თავი დააქნია
- გოგოებთან არაფერს იმჩნევთ, ხო იცით? - დააზუსტა გოლამ
- ვიცი, ვიცი.. - დაეთანხმა ლაშხი
- ანუ, იმ სი*ის მოქმედებას ველოდებით ჯეერ?
- კი, არ ინერვიულო გაბო, ძალიან დიდი ხნის დაგეგმილი ამბავია - ცინიკურად ჩაიცინა ოგემ
- ხოდა, მაგის გამო ღირსი ხარ მკითხავთან წავიდე და ჯადო გაგიკეთო! მე რანაირად არ მითხარი, რანაირად? - თავის ჩეულ მდგომარეობას დაუბრუნდა გაბრიელი. ოგეს ოდნავ გაეღიმა
ახვლედიანების ეზოში წყლის ხმა ისმოდა. ვიღაცას ონკანი დაეტოვებინა მოშვებული. სამზარეულოდან ნუციკოს და თებოს ჭორაობის ხმებთან ერთად, ხაჭაპურის სასიამოვნო სურნელი გამოდიოდა. დინა დილიდანვე დაბრუნებოდა ჩვეულ საქმეს. ლენა აივანზე იდგა. დიდი ზომის სვიტერი ეცვა და ხელში ყავა ეჭირა. ღიმილით აკვირდებოდა ეზოში მდგარ ბიჭებს.
გაბრიელი რაღაცაზე ხარხარებდა და თან დემეტრეს ისე უყვებოდა ისტორიას, მთელს ენერგიასა და ხელების მოძრაობას აქსოვდა შიგ. ოგე ცოტა მოშორებით იდგა.ტელეფონზე ლაპარაკობდა და მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა დაძაბულობა. ლენა უნებურად დააკვირდა. უცნაური კაცი იყო. იშვიათად უწევდა ხმას, მაგრამ როცა ოთახში შედიოდა ყველა ინსტიქტურად იძაბებოდა.
- წავიდეთ მაღაზიაში? - ანანო გამოვიდა აივანზე - თეკლეს გამზადებული აქვს „სპისოკი“ - გადაიხარხარა კერესელიძემ
- წავიდეთ, კი. თებოს და ნუციკოსაც ვეტყვი და ერთად გავიდეთ, ოგე მანქანას გვათხოვებს.
- სად მიდიხართ სადაქალო? - გაბოს ხმა გაიგეს ქვემოდან
- ნაშებში - გაეპასუხა ანანო
- აი, შენ თუ ეგეთი იაფფასიანი ხუმრობებით აპირებ ჩემთან პაექრობას, აქედანვე გაფრთხილებ, კონკურენტად არც კი აღგიქვამ
- მართლა ნაშებში მივდივართ, რა გინდა?! - შეიცხადა ანანომ - მაღაზიაში გავდივართ და თან უნდა დავთვალიერო ერთი ლეჩხუმელი კაცები
- თებო და ლენა დამიტოვეთ და თქვენ სადაც გინდათ იქ იარეთ
- აუჰ - გაეცინა ანანოს. ლენასაც გაეღიმა. ამ დროს ოგემ ტელეფონი გათიშა და აივნისკენ აიხედა.
- სად მიდიხართ?
- მაღაზიაში, თან სოფელშიც გავივლით ცოტას, თორე გაგვიგიჟდება ანანო სახლში ყოფნით - მშვიდად უპასუხა ლენამ. ოგემ რამდენიმე წამი უყურა.
- გაბო წაგიყვანთ - მშვიდად თქვა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ბიჭებისკენ დაიძრა
- რად მინდა გაბო? - თავი გამოყო სამზარეულოდან თებომ
- ახლა არ გინდა გაბო?! თავგასულო ასულო! - შეყვირა ჩაჩხიანმა. თებოს ხმამაღლა გაეცინა
- ოგე, მაღაზიაში გავდივართ ომში არა. რა საჭიროა გაბრიელის შეწუხება - წარბები შეკრა ლენამ, მაგრამ ოგეს კუშტი გამოხედვის შემდეგ საუბარი აღარ გააგრძელა.
- ჩემი მანქანით წადით - გასაღები გადასცა ახვლედიანმა ჩაჩხიანს.
- აბა, ცქრიალებო, ლამაზებო, კეკლუცებო. კი გიყვართ დაგვიანება, მაგრამ ერთი საათიც ნუ დამაყუდებთ აქ. - მანქანისკენ წავიდა გაბრიელი.
ახვლედიანების მანქანა ნელა დაეშვა სოფლის ვიწრო გზაზე. გოგონებს ფანჯრები ბოლომდე ჩამოეწიათ. გაზაფხულის გრილი ჰაერი სასიამოვნოდ ეცემოდათ სახეზე.
- ღმერთო, რა კარგი სუნია - თვალები დახუჭა ანანომ და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი - თბილისს რატომ აქვს ბენზინის და ნევროზის სუნი?!
- იმიტომ, რომ თბილისია - მშვიდად თქვა ლენამ
- აპ,აპ .. ძველი თბილისი არ გინახავს შენ - საკუთარი ქალაქის დაცვა სცადა თეკლემ
- „ძველ თბილისში“ რამდენიმე წლის წინანდელ თბილისს თუ გულისხმობ, კი ბატონო, თორე ახლა ყველა უბანი და ქუჩა ერთნაირია. კლავენ საწყალ ქალაქს - დანანებით ამოთქვა ანანომ
- ყველანი გადმოდით ლეჩხუმში და მოგვარდება პრობლემაც - ხელები შემოკრა თებომ. თეკლეს ხმამაღლა გაეცინა.
- შენ თვითონ მიბრძანდები ქალაქში ერთ წელში და აქ ვის ეპატიჟები ერთი? - მძღოლის სავარძლიდან ჩაერთო გაბრიელი
- მერე სამუდამოდ კი არ მივდივარ?
- რომც გინდოდეს, ვინ გაგიშვებდა სამუდამოდ თებიკო? - ანანომ ლენას ეშაკურად გაუღიმა და წინა სავარძლებზე მჯდარი ლეჩხუმლებისკენ ანიშნა თავით.
- ვინ დააკავებდა, რო? - პროვოკატორობა სცადა ნუციკომ
- გაბრიელ ჩაჩხიანი, იცნობ? - სარკიდან გამოხედა გაბრიელმა ნუციკოს - ამბობენ მთელი თაკვერი მაგ ბიჭზე ლაპარაკობსო, შენც გეცოდინება რამე
- აა, ის ხო? ტაფანარტყამი სახე რომ აქვს? - დაფიქრდა თებო
- თებროლე, ნუ სარგებლობ პრივილეგიებით - თითი დაუქნია გაბომ და გაეცინა.
თაკვერის პატარა ცენტრი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც ლენას წარმოედგინა გონებაში. შუაში პატარა მოედანი იყო. ერთ მხარეს ორსართულიანი, ნახევრად შეღებილი მაღაზია იდგა, რომლის აივანზეც სამი კაცი შემომჯდარიყო. ორი კამათელს აგორებდა, ერთიც კი თამაშს უყურებდა უკან გადაჯვარედინებული ხელებით. იქვე პატარა საცხობიდან ახალი პურის სუნი გამოდიოდა. მოპირდაპირე მხარეს მოხუცები შეკრებილიყვნენ და გულწრფელ სალამს ეუბნებოდნენ თანასოფლელს, რომელიც ურემში შებმულ ხარებს მიუძღვებოდა წინ.
როგორც კი მანქანა გაჩერდა, რამდენიმე თავმა ერთდროულად გამოიხედა მათკენ.
- აბა, თავი გამოიჩინეთ ქალაქელებო! - ღვედი შეიხსნა გაბრიელმა, მანქანიდან გადავიდა და გოგონებსაც გაუღო კარი.
- აუჰ.. ლეჩხუმის სუსის უფროსი გვიახლოვდება.. მოემზადეთ - გოგონები გააფრთხილა თებომ და მათკენ მომავალი ჭაღარა, ხელჯოხიანი კაცისკენ გაიხედა.
- თებროლე! - მოესმათ ხმამაღალი ძახილი - ესენი ვინ არიან ბაბუ?
- სტუმრები არიან დათო ბაბუ - ღიმილით უთხრა თებომ
- ჩვენი რძალი რომელია, ჩვენი რძალი? - თვალები მოჭუტა კაცმა და თითქოს მზე მოიჩრდილაო, შუბლთან მიიტანა ხელი.
- გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - ლენამ თავაზიანად გაუწოდა ხელი, კაცმაც მიაგება თავისი მარჯვენა.
- ლამაზი ყოფილა მართლა, ბაბუ. ახვლედიანების ოჯახს სხვანაირი არც შეეფერებოდა - ჩაიქირქილა კაცმა და უკან გაბრუნდა თავისი მეგობრებისკენ ახალი ამბის საცნობად.
- წავედით, თორე ნახევარ საათში მთელი სოფელი აქ გაჩნდება - მაღაზიისკენ უბიძგა ჩაჩხიანმა გოგოებს.
„შერეულ მაღაზიაში“ სასიამოვნოდ უცნაური სურნელი იდგა. თაროებში ერთმანეთზე ირეოდა შოკოლადები, სარეცხი ფხვნილები, ბურღულეული და მზესუმზირის შეფუთვები.
- თებოო! როგორ გამახარე! - დახლიდან გამოვიდა მოხუცი ქალი, ჯოხით ხელში. კოჭლობით მიუახლოვდა ახლად შესულ კლიენტებს და თბილად გადაეხვია მის წინ მდგარ გოგოს. - ასე უნდა დავიწყებაა? დინა სად არის?
- სახლშია, ლილი ბებო - თბილი იყო თებოს ტონიც. ქალის მზერა უცებ ლენაზე გაჩერდა.
- ეს არის ჩვენი გოგო? - ცრემლები ჩაუდგა თვალებში - მართლაც მზეს მიგიგავს პირ-სახე ,შვილო - ლენასაც გადაეხვია ლილი. ლენამ უხერხულად მოხვია ხელები ქალს.
- გაბრიელ, შენ განდო ეს ანგელოზივით გოგოები ოგემ?! - წყრომით მიმართა ქალმა ჩაჩხიანს.
- კაი რა ლილიკო, ნუ დაიწყებ ახლა - მობეზრებულად ამოთქვა კაცმა და დახლების თვალიერება განაგრძო - ჩემი შოკოლადები კიდე არ გაქვს? - წყენით მიმართა კაცმა
- გამაგიჟებს მე ეს ბიჭი! თავი გაიგიჟა მე უნდა ვიყო შენი დისტრიბუტორიო, უფასოდ მოაქვს ათასი პროდუქტი და კიდე მე მეწუწუნება შოკოლადები სად გაქვსო! იყიდე შვილო და დაგიდებ მაგერ თაროზე, წამოიღე მერე და გადაიხადე კიდე ფული! რა გიყო, რა! სუნელი არის ეს ახლა, აბა რა არის? - ქოთქოთებდა ქალი. გოგონებს გაეცინათ. თებომ თბილი მზერით გახედა დახლებთან მოსიარულე კაცს, რომელსაც მალე ანანოც ამოუდგა გვერდით.
- აყაჩაღებ გოგო ლილის? - სიცილით უთხრა გაბრიელმა და ჩიფსებით სავსე ხელებზე მიუთითა
- ლეჩხუმში ჩამოვედი და დიეტაზე ხო არ ვიქნები? - მხრები აიჩეჩა კერესელიძემ
- თბილისში როდის იყავი დიეტაზე? - დაცინა თეკლემ
- მენტალურად სულ! - ლენამ ხმამაღლა გაიცინა.
- შენ მართლა ოგეს ცოლი ხარ? - უკნიდან პატარა ბიჭის ხმა გაისმა. ლენამ კარისკენ გაიხედა. პატარა შვიდიოდე წლის ბიჭი იდგა, ცალი ხელით ნაყინი, ხოლო მეორეთი ველოსიპედი ეჭირა.
- ჯერ არ ვარ, მაგრამ მალე ვიქნები - გაუღიმა ლენამ
- ვერ იქნები! მე მოგიყვან ცოლად! - წარბები შეუკრა ბიჭმა. გაბრიელმა ხმამაღლა გადაიხარხარა
- ამ პატარა სპაიდერმენს დამიხედეთ - ცხვირზე ხელი მოუჭირა გაბრიელმა სიცილით - პირზე რძე არ შეგშრობია ჯერ!
- რძეს აღარ ვსვამ - გაბრაზდა ბიჭი - და თან ოგე ბებერია
- ნიკუშა! გაგონილა? - დაუბღვირა ლილიმ - როგორ ლაპარაკობ უფროსებზე ბოშო? - ნიკუშამ ყურიც კი არ ათხოვა ლილის ისე გაუგრძელა ლაპარაკი ლენას
- შენ ველოსიპედის ტარება იცი?
- კი - სიცილით უპასუხა თებომ
- მართლა? - სახე გაუბრწყინდა ნიკუშას - თებომ არ იცის, ერთხელ ჩემი დიდი ველოსიპედით ქათამს გადაურა - გაბრაზებული სახით გახედა თებოს. გაბრიელს კაკანი აუვარდა.
- ნიკუშა? სად წახვედი? მოდი აქ! - დაუძახა შორიდან ქალმა
- არ მცალია! ჩემს ცოლს ველაპარაკები! - მაღაზიაში სიცილი ატყდა.
- ვაი, ჩემო ძმაკაცო! ცოლს გახევენ თვალსა და ხელს შუა.
ლენას ისევ გაეცინა.
უცნაური იყო. რამდენიმე დღის წინ ეგონა, რომ ცხოვრება ენგრეოდა. ახლა კი ლეჩხუმის პატარა ცენტრში იდგა, ხელში პარკებით, გარშემო მოჩხუბარი ბავშვებით, მოჭორავე ქალებითა და გადარეული ახალგაზრდებით. და პირველად დიდი ხნის შემდეგ, სუნთქვა აღარ უჭირდა...
ლენამ შენობიდან გამოსვლისას ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ღვინის მაღაზია დალანდა.
- აუ, წამო რა შევიდეთ - მეგობრებს გახედა ქალმა
- დავიღალე, ფეხზე ძლივს ვდგავარ, მანქანაში ვიქნები მე - ამოიწუწუნა თეკლემ
- უიმე, არ მინდა, მარტო წავალ - თვალები აატრიალა ლენამ
- ლენ, გაბო მომკლავს მარტო რომ გაგიშვა.. - ჩუმად უთხრა თებომ
- ვაიმეე! როგორი დაშინებული ყავთ ბავშვი! - ამოიკივლა ანანომ - გოგო, რა უნდა დაემართოს ამ ციცქნა სოფელში. მაგარი დაკომპლექსებულები კი არიან ეს ჩვენი ბიჭები - ხელები გადაიჯვარედინა ანანომ
- არ იცნობ შენ ამათ, ანო.. - ოდნავ წყენით უთხრა თებომ - რადგან ასე აკეთებენ, ალბათ საბაბიც აქვთ..
- გოგოს ჭკუაც აურიეს, ხო ხედავთ!
- კაი, ნუ დაცხეთ ერთმანეთს.. მოვალ მალე
ჩანთა მიაჩეჩა ხელში ანანოს და მოპირდაპირე ქუჩისკენ გაემართა. ხის ძველებური კარი შეაღო და ერთიანად იგრძნო ღვინის სარდაფის სიცივე. მაღაზია ხელნაკეთი ნივთებით გაეფორმებინათ. თაროებზე რამდენიმე სახის ღვინის ბოთლები ეწყო. ლენამ ინტერესით გადაავლო თვალი ლამაზ ბოთლებს, ერთ-ერთი ხელში აიღო და ეტიკეტის კითხვას შეუდგა. რამდენიმე ბოთლი იყიდა და მალევე გამობრუნდა მაღაზიიდან. ის-ის იყო მანქანას უნდა დაბრუნებოდა, როცა მოშორებით ყვავილების მაღაზია დაინახა. სწრაფად გაემართა ყვავილებისკენ და კარი ნელა შეაღო. იქაურობა ცარიელი დაუხვდა.
- გამარჯობა? - ოდნავ ხმამაღლა დაიძახა ლენამ. არავინ გაეპასუხა. ყვავილებს მოავლო თვალი, კუთხიდან იასამნების კონები ეპრანჭებოდნენ გოგოს. ლენა ღიმილით მიუახლოვდა მას და თვალებდახუჭულმა შეიგრძნო გაზაფხულის ყვავილების სურნელი
- შენ ლენა ხარ, ხო? - უკნიდან მოესმა ქალის ხმა, გელაშვილი უცებ შეტრიალდა.
- გამარჯობა, კი.. მეგონა არავინ იყო..
- მე მზია ვარ, შვილო.. სასიამოვნო იყოს შენი მოსვლა ჩემს პატარა მაღაზიაში.. - თბილად გაუღიმა ქალმა
- მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა.. იასამნებს ავიღებ, თუ შეიძლება - ქალმა თბილად დაუქნია თავი და ყვავილები შეუფუთა გოგონას.
- ახვლედიანების რძალს ფულს არ გადავახდევინებ - წყენით მიმართა მზიამ და ლენას ჯიბეშივე დააბრუნებინა ამოღებული თანხა
- რას ამბობთ, მაშინ სერთოდ არ წავიღებ.. უხერხულია.. - შეწუხდა ლენა
- როგორ თუ არ წაიღებ?! მე.. ბევრი მინახავს ამ სოფელში.. ბევრს ქონია ფულიც და ძალაც, მაგრამ პატივი.. ყველამ ვერ დაიმსახურა, შვილო.
ლენა ინტერესით უსმენდა
- ოგეს მამა.. ლევანი, კარგი კაცი იყო. სოფელს დაეჯერებოდა მისი სიტყვა. ნანაც ეგეთი ქალი იყო, რომ შეხედავდი, იტყოდი ფერი ფერს და მადლი ღმერთსო! ოგეც ჩვენს თვალწინ გაიზარდა.. სხვანაირი ბავშვი იყო ყოველთვის.. დინჯი, სერიოზული, ზრდილი. მაგრამ აგრე იცის ცხოვრებამ, არ გაახარა ანგელოზივით ოჯახი.. - ცრემლი მოადგა ქალს თვალზე. ლენამ სევდიანად მოავლო თვალი იქაურობას.
- ჩემი წასვლის დროა.. დიდი მადლობა ყვავილებისთვის. მართლაც საოცარი ადგილია, იმედია ერთ დღეს მეც მექნება ჩემი ყვავილების მაღაზია - თბილად გაუღიმა ლენამ. მზიამ ყურადღებით შეხედა გოგონას. მერე ნელა გაეღიმა.
- მოიცა, თუ დრო გაქვს, რაღაც მინდა გაჩვენო.. - ლენას არ უნდოდა დაგვიანება, მაგრამ ქალს ხათრი ვეღარ გაუტეხა და თავი დაუქნია. მზიამ მაღაზიის უკან პატარა კარი გააღო.
- ეს არის ჩემი ნამდვილი სიმდიდრე - სიამაყით განუცხადა ლენას და გაშენებულ ყვავილების ბაღში გაიყვანა. შუაში პატარა ბილიკი მიუყვებოდა იქაურობას.
- ღმერთო.. - ჩუმად აღმოხდა ლენას - ულამაზესია..
- აქ ვიმალები ხოლმე - ჩაიცინა ქალმა - თორე სოფელში მარტო დარჩენა ჭირს.
ლენა ნელი ნაბიჯებით დაუყვა ბილიკს. თვალებით ეფერებოდა ყველა სახეობის ყვავილს.
- ნანასაც უყვარდა ყვავილები.. განსაკუთრებით იასამნები. ყოველ გაზაფხულზე მოდიოდა ჩემთან. აი, ზუსტად იქ იდგა ხოლმე - ხელი გაიშვირა ბილიკის ბოლოსკენ - და ნახევარი საათი მხოლოდ იასამნების სურნელს ისუნთქავდა ხოლმე.
ლენამ ინსტიქტურად დახედა მარჯვენა ხელზე გაკეთებულ ბეჭედს. გულში ჩაწყდა რაღაც. თითქოს უფრო ცოცხლად შეიგრძნო თაკვერში დატრიალებული ტრაგედია.
- 20 წუთი გავიდა უკვე.. - ჩუმად ამოილაპარაკა თებომ და მათკენ მომავალ გაბრიელს გახედა, სახე რომ წაშლოდა.
- არ იცის რამაზმა სად წავიდა. ღვინო იყიდა და მალევე გამოვიდაო - ანერვიულებული ქონდა ჩაჩხიანსაც ხმა - მარტო დასატოვებლები არ ხართ! ტელეფონი მაინც როგორ დატოვა ჩანთაში! - თავზე ხელები გადაისვა კაცმა და ჯიბიდან საჩქაროდ ამოიღო მობილური
- რატო პანიკობთ, მოვა, სად წავა.. - პოზიციას არ თმობდა ანანო, მაგრამ ეგრევე გაჩუმდა როცა ჩაჩხიანის განრისხებულ თვალებს გადააწყდა.
- ოგე.. - ტელეფონს გაეპასუხა გაბრიელი და ოდნავ მოშორებით გავიდა - კი, აქ ვართ ისევ.. კი, ვიცი რასაც დამმართებ.. არ გინდა წამოსვლა, გოლა გზაშია უკვე.. დამშვიდდი ძმობას გაფიცებ, ისედაც ცუდად ვარ
რამდენიმე წამში გოლას მანქანა გამოჩნდა.
- ადამიანს კი არა, ბატს ვერ განდობს კაცი ხო?! - შეუბღვირა მეგობარს
- რა ვქნა, შეჩ*მა, დავდებ თავს და მომაჭერით - ნერვიულობას აღარ მალავდა გაბრიელი. - წაიყვანე შენ გოგოები და ლენას მე მოვიყვან
- შენ არავის აღარ მოიყვან გაბრიელ - მკაცრი იყო გოლას ხმა
- ძმობას გაფიცებ, შემეშვი, ჩემი გამჭირვებია! წაიყვანე მეთქი გოგოები, ახვლედიანს მე თვითონ მოვუყვან ლენას - შეუვალი გახდა გაბრიელის ხმაც. გოლამ თავი დაუქნია ძმაკაცს და მანქანის კარი გაუღო შეშინებულ გოგონებს
- კარგად დაგითვალიერებიათ ლეჩხუმელი ბიჭები - მკაცრად გახედა ანანოს გოლამ
- ბავშვი ხომ არ არის, რა უაზრო ჩაჭედვები გაქვთ - თვალები აატრიალა ანანომ და მანქანის ფანჯრიდან გაიხედა - ვერ ვეწევი მე თქვენს აზროვნებას და კამათის თავიც აღარ მაქვს რა!
- უკაცრავად, ევროპული სტანდარტებით აგიხსნი მაშინ რო აქ ხალხი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ერთმანეთს
- აუ, დაიწყო ისევ. ევროპაში თუ ვიცხოვრე პასუხისმგებლობა არ გამაჩნია თუ რისი თქმა გინდა? ან ქალი მარტო მაღაზიაში ვერ უნდა შევიდეს? ნუ გადამრიეთ ხალხო! - თეკლე და თებო გასუსულები უგდებდნენ ყურს.
- მაღაზიაში შესვლა და უკვალოდ დაკარგვა მაინდამაინც არ გავს ერთმანეთს, ხო?
- რა მძიმე ხალხი ხართ...
ლენა და მზია მშვიდად ჭუკჭუკებდნენ ბაღში, როცა უკანა კარი ისეთი სიძლერით გაიღო, ორივე შეხტა.
- ლენა! - გაბრიელის ხმა გაისმა ბაღში. ჩაჩხიანი კართან იდგა, აშკარად სუნთქვა აჩქარებოდა. ლენა დაბნეული წამოდგა
- რა მოხდა?
- რა მოხდა?! - სიცილსა და ბრაზს შორის გაიჭედა გაბო - ნახევარი საათია გეძებ, გოგო! ჩანთა დატოვე, ტელეფონი დატოვე.. ოგე გაგიჟებულია!
- ნახევარი საათი?! - გაოცდა ლენა - ამენი ხანი გავიდა?..
- კი, ამდენი! - თმაში ხელები შეიცურა გაბრიელმა და ამოისუნთქა - შენ კიდე ყვავილების დედოფალასავით წამომჯდარხარ აქ! გამატყაოს ოგემ გინდა?!
- ჩემი ბრალია, შვილო.. ბაღი ვაჩვენე..
- არა, მზია დეიდა, თქვენ რა შუაში ხართ - მოერიდა ქალის კაცს
- ოგემ რაო? - გამოსვლისას კითხა ლენამ
- რა უნდა ეთქვა? ჯერ მე მომკლავს და მერე შენ მიგაყოლებს.. მე ასეთ თანმდიმდევრობას ვფიქრობ, მაგრამ პირიქითაც შეიძლება ისე
- ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით? - ცალი წარბი ასწია ქალმა
- ლენ, კოპალიანები არიან სოფელში.. არ უნდა გეუბნებოდეს ამას, მაგრამ უნდა იცოდე.. ოგე ტყუილად არაფერს აკეთებს
ლენამ შემცბარმა გახედა გაბრიელს. ფერი დაკარგა სახეზე. სუნთქვა აუჩქარდა და მუცელში უცნაური წვა იგრძნო.
*******
- დავაბრუნე ნესტანი - ახვლედიანების სახლის კარი შეგლიჯა გაბრიელმა და ლენას შეუძღვა წინ - სად არის ოგე?
- ზემოთ არის.. რომ გაიგო ლენა იპოვე, იმის მერე არ გამოსულა. ლენა ზემოთ ამოვიდეს რომ მოვაო.. - ჩუმად თქვა თებომ და ნუციკოს მიუჯდა გვერდით. ლენამ უხმოდ აიარა კიბე და ოთახის კარს მიუახლოვდა. ნელა შეაბიჯა ოთახში. ოგე ფანჯარასთან იდგა. ზურგით იყო მიბრუნებული და მარჯვენა ხელში სიგარეტი ეჭირა.მხარზე გადახვეული ნაჭერი თხელი მაისურის ქვეშაც ეტყობოდა. ლენას ნაბიჯების გაგონებაზე არც კი შერხეულა.
- ოგე..
კაცმა ნელა ჩააქრო სიგარეტი
- მოდი აქ - ზედმეტად მშვიდი ხმა ჰქონდა. ლენას უცნაურად დაეჭიმა მხრები და ოდნავ მიუახლოვდა.
- გაბრაზდი? - ოგე შემობრუნდა. თვალები ისეთი ცივი ჰქონდა, ლენამ ინსტიქტურად აარიდა თვალი
- შენ როგორ ფიქრობ?
- უბრალოდ, ყვავილების მაღაზიაში ვიყავი..
- ნახევარი საათი.
- ვერ გავიაზრე დროის გასვლა.
- და ტელეფონი ჩანთაში დატოვე.
- შემთხვევით..
- ლენა - მშვიდად გააწყვეტინა კაცმა - მე თუ გეუბნები რო მარტო არ უნდა წახვიდე, ესე იგი არ უნდა წახვიდე.
- ბავშვივით რატო მექცევი?! - ბრაზი დაეტყო ლენას ხმას. ოგეს ყბა ოდნავ დაეჭიმა.
- ბავშვი რომ იყო, ნაკლებად ვინერვიულებდი. ბავშვს როცა ეუბნებიან, უჩემოდ არ წახვიდეო, არ მიდის.
- შენ გგონია სახლში გამოკეტვით ვინმეს გაუფრთხილდები? - პოზიციას არ თმობდა ლენა
- ჩაკეტვა და დაცვა სხვადასხვა რაღაცაა
- აი რატომღაც ჩემთვის ძალიან გავს ერთმანეთს - ლენა სკამზე ჩამოჯდა, იასამნები მაგიდაზე დაყარა და ხმამაღლა ამოისუნთქა. ოგე ნელა მიუახლოვდა, წინ ჩამოუჯდა. ქალის სკამს ხელი მოკიდა და თავისკენ დაქაჩა. გოგო იმდენად ახლოს აღმოჩნდა, კაცის სუნთქვაც კი იგრძნო. ინსტიქტურად თავი დახარა ქალმა.
- შემომხედე - ლენა ჯიუტად ჩასჩერებოდა იატაკს. ოგემ ნიკაპის ქვეშ მიადო თითები და ფრთხილად ააწევინა თავი ქალს.
- მე შენთვის რამე ამიკრძალავს?
- არა
- ხმა ამიწევია?
- არა
- მაშინ რატო გამოგყავარ ისეთი კაცი, ქალს რომ სუნთქვას უკონტროლებს?
ოგეს გამომეტყველება ისევ მშვიდი იყო, მაგრამ თვალებში ისეთი დაძაბულობა ჰქონდა, ლენამ მაშინვე გაიაზრა, რატომ ჰქონდა ასეთი სახელი ახვლედიანს სოფელში.
- მე.. უბრალოდ.. - ჩუმად დაიწყო ლენამ - არ ვიცოდი კოპალიანები აქ თუ იყვნენ და .. მაგიტო რომ გამოგვაყოლე გაბრიელი.. - ოგეს სახე შეეცვალა. მაშინვე ხელი უშვა ქალს.
- შენ რა იცი?
- გაბომ მითხრა.. - ოთახში ჰაერიც დამძიმდა.
- გაბრიელმა გითხრა?!
- შემთხვევით წამოცდა..
- დედას შევე*ი - ჩუმად ჩაილაპარაკა კაცმა. ლენამ წარბები შეკრა.
- შენ საერთოდ არ აპირებდი თქმას, ხო?!
- ლენა...
- არა, მართლა მაინტერესებს! - ხმას აუწია ქალმა - ყველა რაღაცას მიმალავთ. შე, გოლა, გაბო.. გაბრიელმა საიდან იცოდა კოპალიანების შესახებ საერთოდ?! მე ვინ ვარ ოგე? უბრალო ბუტაფორია ვარ, რომელიც ქორწილში უნდა დაიდგას და პატარძლის როლი ითამაშოს?! - ოგეს სახე ნელ-ნელა გაუმკაცრდა.
- რაც საჭიროა ის იცი, ლენა და უაზროდ ნუ ისვრი სიტყვებს!
- რაც საჭიროა?! მძულს! მძულს შენი ეგ დამოკიდებულება! - ფეხზე წამოვარდა ქალი - ყველაფერზე კონტროლი ვერ გექნება ოგე! კოპალიანებმა რომ მოინდომონ ორ წამში გამაქრობენ აქედან და შენ იმასაც კი არ მეუბნები უკვე რომ მეძებენ! შიშის უფლებაც აღარ მაქვს? ცოდნის უფლებაც აღარ მაქვს? შენ ვერ გადაწყვეტ მე რა უნდა ვიცოდა და რა არა!- ცრემლებით აევსო თვალები ქალს
- შეიძლება - თვალებში უყურებდა ქვემოდან ქალს - მაგრამ იმას ნამდვილად გადავწყვეტ ვინ მოგიახლოვდება და ვინ არა - ნელა წამოდგა კაცი და ქალისკენ წავიდა
- რას აკეთებ? - ინსტიქტურად გადაგა ნაბიჯები უკან ლენამ
- შენი აზრით ბუტაფორია ხარ? - არ ჩერდებოდა კაცი - პირველად რომ გნახე, იმ ღამეს შეგპირდი კოპალიანი ვეღარ მოგიახლოვდებათქო, ჩემში ეჭვი გეპარება, ლენა? - კედელს აეკრო ქალი
- გაიწიე - სუნთქვა აუჩქარდა ლენას
- მართლა გინდა რომ გავიწიო? - მილიმეტრები აშორებდა გელაშვილის სახეს. ლენამ უნებურად ტუჩებზე გადაიტანა მზერა. კაცს ოდნავ გაეღიმა
- კი
- ცუდი ტყუილია
- და თუ სიმართლეა? თუ როგორ შეიძლება ოგე ახვლედიანს ვინმემ საწინააღმდეგო რაღაცისკენ მიუთითოს! - თავისი ხმის ომახიანობამ გააკვირვა ქალი
- მაშინ ამას არ გავაკეთებდი - ლენამ დაბნეული თვალები შეანათა კაცს.
ოგემ წამში შეუცურა ქალს ხელი წელზე, თავისკენ მიიზიდა და ვნებით აკოცა. ლენას თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა. მკერდზე მიაბჯინა ხელები, თითქოს გაწევა უნდოდა, მაგრამ ოგემ უფრო ახლოს მიიზიდა. ფრთხილად შეუშვა ქალს ხელი. ლენას სუნთქვა გახშირებოდა. რამდენიმე წამი უყურებდა კაცს გაოცებული. მოულოდნელად ოგემ ლენას მოქნეული ხელი ლოყაზე იგრძნო. კაცი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. ძალიან ნელა გაუსწორა მზერა მის წინ მდგარ ქალს. ლენამ მაშინვე ინანა თავისი საქციელი. ოგემ ნელა გადაისვა ენა ტუჩზე. ყბა დაეჭიმა
- მეორედ აღარ გააკეთო - ცივი იყო ახვლედიანის ხმა.
ლენამ სწრაფად დატოვა ოთახი. ოგემ იქვე მდგარ სკამს ჰკრა ხელი, ხმაურიანად ააყირავა და ჩუმად შეიკურთა. იმ საღამოს აღარ ულაპარაკიათ. ლენამ თებოსთან დაძინება გადაწყვიტა. ზედმეტ კითხვასაც არავინ სვამდა. სუფრასთანაც ყველა ჩვეულებრივად იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ დაძაბულ აურას მაინც თითოეული გრძნობდა. გაბრიელი ხუმრობდა, თეკლე და ანანო რაღაცაზე კისკისებდნენ, დინა დაჟინებით უმატებდა დემეტრეს საჭმელს თეფშზე. მხოლოდ ოგე იყო უჩვეულოდ ჩუმი. ლენამ რამდენჯერმე შეავლო თვალი კაცს. ახვლედიანი მშვიდად იჯდა მაგიდის თავში, ზოგჯერ დემეტრესაც პასუხობდა მოკლედ, ან გაბრიელის ხუმრობაზე ოდნავ იღიმოდა, მაგრამ ლენასკენ არც კი იხედებოდა. ქალს ყველაზე მეტად ეს აღიზიანებდა. ერჩივნა ეჩხუბა, ვიდრე ოგეს დუმილი აეტანა. მეორე დილითაც იგივე გაგრძელდა, ლენა აივანზე გამოვიდა.
- აუ ეს ორი ერთნაირი როგორ შეხვდით ერთმანეთს - ხუმრობა სცადა ანანომ - არც ერთი არ ხსნით წარბებს. როდის გადაგივლით ბრაზი?
- არ ვარ გაბრაზებული - ცივად მოუჭრა ლენამ და მოაჯირს დაეყრდნო. ქვემოდან გაბრიელის კაკანი ისმოდა.
- ხო, აი შენი სახე პირდაპირ „სიმშვიდეს“ ყვირის. ისეთი თვალებით იყურები, რომ გითხრა ოგე მოდისთქო, ან მოკლავ, ან აკოცებ - ლენამ ისეთი მზერა ესროლა მეგობარს, ანანოს სიცილი წასკდა. ქვემოდან ნაბიჯების ხმა გაისმა. ორივემ ინსტიქტურად გაიხედა ეზოში. ოგე მშვიდი სახით გამოვიდა და გოლას გაუბა საუბარი. ცოტახანში თავი ასწია და პირდაპირ ლენას შეხედა - მხოლოდ რამდენიმე წამით. არაფრისმთქმელი, მშვიდი მზერით. მერე ისევ გოლასკენ შებრუნდა.
- აი, ზუსტად ეს მაღიზიანებს! - ოთახში შეაბიჯა ლენამ
- რა?..
- ეს.. ეს გამომეტყველება. თითქოს საერთოდ არ ადარდებს არაფერი.
- ეგ გარედან, ალბათ... არ უყვართ ხოლმე ეგეთ კაცებს ემოციების ჩვენება
- ძალიან კარგად აჩვენა გუშინ. - თვალები აატრიალა ლენამ.
რამდენიმე დღე ისე გავიდა, ოგესა და ლენას შორის პრიმიტიული დიალოგების გარდა არაფერი ყოფილა. მალე ოგეს ხელიც აღარ აწუხებდა, ლაშქრობაში წასვლაც თავისუფლად შეეძლოთ.
გოლამ დილიდანვე გადმოიყვანა ცხენები ახვლედიანების ეზოში. გასასვლელად ემზადებოდნენ.
- ეს ამხელა რაღაცა ზურგით უნდა ვათრიო? - წუწუნებდა კერესელიძე და ძლივსძლივობით მოაჩოჩებდა სალაშქროდ გამზადებულ ჩანთას.
- ანანო, შემაღონე ადამიანო! - ეჩხუბებოდა მოთმინება დაკარგული თეკლე - ჩადი და მე ჩამოგიტან, შენი წუწუნის მოსმენას მირჩევნია ათი ეგეთი ჩავათრიო პირველ სართულზე.
- ეე, მადლობაა - არც კი შეწინააღმდეგებია ანანო, ისე დაეშვა კიბეებზე.
- ბე, არ გვინდა ამდენი რაღაც, ხვალ დილით დავბრუნდებით - კერძების დახარისხებაში ეხმარებოდა თებო დინას.
- რა არ გინდათ, შვილო. გაბრიელი და ოგე ოთხ კაცს რომ უდრის არ იცი? მშიერს ხო ვერ დავტოვებ ბოშებს? - უწყრებოდა ქალი შვილიშვილს
ანანომ ეზოში შემოყვანილი ცხენები დალანდა, ღიმილით გაემართა მათკენ. ნელა მიუახლოვდა ერთ-ერთს.
- მოეფერე, ნუ გეშინია - უკნიდან მოესმა გოლას ხმა.
- არ მეშინია
გოლას ოდნავ ჩაეღიმა და ცხენთან გაბედულად მივიდა. სახეზე მოეფერა.
- რა ქვია? - მიკარებას ისევ ვერ ბედავდა კერესელიძე
- შავრა. მოდი.. - ხელი გაუწოდა გოლამ.
- არ მინდა - ცხვირი აუბზუა კერესელიძემ. გოლამ ხელი მოკიდა ქალის მტევანს და ცხენზე დაადებინა. გოგო გაუჭიანურდა.
- ნუ ფართხალებ, თორე შენსავით ფიცხია და გაგიბრაზდება - მშვიდად საუბრობდა გოლა. კერესელიძე წარბებს არ ხსნიდა, ცდილობდა ნერვიულიბა ოდნავ დაემალა.
- მოგიწევს შეეჩვიო, ფეხით ხომ არ აგვედევნები უკნიდან
- მოიცა, მართლა ცხენებით მივდივართ? - დენდარტყმულივით უკან გახტა კერესელიძე.
- შეგიძლია ფეხით წამოხვიდეთქო
- გამორიცხულია მე ცხენით წამოვიდე - შფოთავდა ქალი - სახლში დავრჩები.
- ნუ დრამატულობ, დრაკონი არ არის, ცხენია - წამის მეასედში ხელში აიტაცა გვიშიანმა ქალი და ცხენზე შემოსვა. ანანომ შეკივლა.
- არ იკივლო, შეაშინებ - ქვემოდან ელაპარაკებოდა გოლა, ცხენს ეფერებოდა თან
- გოლა, ჩამომსვი, ახლავე - ბრაზმა გაიელვა ქალის ხმაში. კაცმა თითქოს ვერც გაიგონაო, თავადაც აძვრა შავრაზე და უკნიდან მოეხვია ქალს
- რას აკეთებ?
- გაჩვევ - ფეხები ოდნავ კრა ცხენს და ნელა გაიყვანა ეზოდან. ანანოს სუნთქვა გაუხშირდა. ორiვე მიხვდა ზედმეტი სიახლოვისგან რომ იყო ეს გამოწვეული. გოლას სასიამოვნოდ უწვავდა ცხვირს ქალის თმის სურნელი. ღიმილის ვერ იქრობდა ტუჩის კუთხეში.
- რატო გაჩუმდი? - ყურთან ძალიან ახლოს გაისმა გვიშიანის ხმა
- ვფიქრობ როგორ მოგკლა აქედან რომ ჩამსვამ - კბილებში გამოცრა ქალმა და შეეცადა გონებიდან მოეშორებინა ის უცნაური ფიქრები კაცის სიახლოვისგან რომ იყო გამოწვეული
- წარმატებები, უბრალოდ არ დაგავიწყდეს, ჯერ ისევ ცხენზე ხარ - ფეხები ჰკრა ისევ კაცმა ცხენს და ოდნავ აუჩქარა სიარულს
- რას აკეთებ? შეანელე - ამოიყვირა ქალმა
- ნუ ყვირიხარ მეთქი, ჰო გითხარი?
- გოლა, გთხოვ... შეანელე - მუდარა გაისმა ქალის ხმაში. კაციც მაშინვე დამორჩილდა. ტრიალ მინდორზე გასულიყვნენ უკვე. გოლა ცხენიდან სწრაფად ჩამოხტა. ანომ ხელი გაუშვირა დახმარების მისაღებად, მაგრამ გვიშიანმა ზურგი აქცია.
- შენ ჯერ მანდ იქნები - ნელა დაიწყო ისევ სიარული
- ღმერთო, ამას ვის გადავეყარე - ამოილაპარაკა კერესელიძემ. იცოდა, სხვა გამოსავალი რომ არ ქონდა. გოლას ნელა მიყავდა ცხენი.
- შიში არ უნდა დაანახო. შენ თუ დაფრთხი, ისიც დაგიფრთხება. უნდა მიიღო და ისიც მიგიღებს - არიგებდა ქალს. ცხენი გააჩერა, სადავეები ანანოს მისცა.
- აქ ვარ, ნუ გეშინია. სწონასწორობას იცავ რაც მთავარია. - დამოუკიდებლად გაატარა ქალი. ანანო შედარებით დამშვიდდა, ოდნავ მიეფერა ცხენს.
- ლამაზი ცხენია... კარგი. მე თუ ამ ცხენზე დავჯდები წამოვალ - გადაწყვიტა კერესელიძემ.
- ამ ცხენს ვერ დაგითმობ, მაპატიე - გაეცინა გვიშიანს.
- აუფ, ღორი ხარ? - გოლას ხმით გაეცინა
- ხო, ჩემია და ჩემი რაღაცების დათმობა არ მიყვარს ხოლმე
- წარმომიდგენია ბავშვობაში რა საზიზღარი იქნებოდი.. არც ახლა აკლებ ისე - ბოლო ჩუმად დაამატა
- რა თქვი?
- რა ვთქვი?
- რაღაც მომესმა მგონი - ცალი წარბი აწია გოლამ
- რავიცი, მოლანდებები გაწუხებს?
- აი რა რა და მოლანდებები ნამდვილად არ მაწუხებს, ანანო
- არ დავბრუნდეთ? გველოდებიან ალბათ ისენი
- დავბრუნდეთ, კი
ეზოს რომ მიადგნენ, უკვე გაბრიელიც მისული დახვდათ.
- გოლა, ქალი მოიტაცე? - დაუყვირა შორიდან ჩაჩხიანმა
- მოვიტაცე - სწრაფად ჩამოქვეითდა გვიშიანი, ანოსაც დაეხმარა ჩამოსვლაში
- არიქაააა, მომიტანეთ იარაღი - ხუმრობას აგრძელებდა კაცი
- გაბრიელ შენ და შენი ძმაკაციც თავს თუ არ დამანებებთ, უკუღმა შეგსვამთ მაგ ცხენზე! - ერთიანად ამოიღო ბრაზი ანანომ
- აუფ, ეს რა პირგამეხებული ვეფხვი მოგიყვანიათ - გაეცინა ჩაჩხიანს
- როგორი ვეფხვი? - სიცილით ჩაერთო დემეტრე ლაშხი
- უციდინარო არაჰუმანიტარო, ვეფხისტყაოსანი არ იცი ხო? გეუბნები დაუბრუნდი შენს ციფრებსთქო
ანანო ბრაზით შევიდა სახლში
- მე მაგ კაცთან ერთად არსადაც არ წამოვალ! - შესჩივლა მეგობრებს
- ანანო, სირცხვილია, რას გადაეკიდე ადამიანს - გაუწყრა თეკლა
- კიდე მე გადავეკიდე? ჯერ ხმას არ იღებდა, მერე ცხენზე შემაგდო და სადღაც წამიყვანა, მაგას ჯობდა ისევ მუდო ყოფილიყო - არ ცხრებოდა კერესელიძე
- მუდო არ იყო... შენს ტემპს ვერ ყვებოდა უბრალოდ - გაეცინა თეკლეს
- შენ ვერ გავიგე ჩემი დაქალი ხარ თუ მისი?
- სიმართლის
- ახლა მაინც რაზე გვიბრაზდები ანო? - ოთახში შემოვიდა ოგე
- მე არაფერზე ვბრაზდები, მაბრაზებენ! - ჩუმად ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა, თითქოს კაცის მოერიდაო. ოგეს გაეღიმა სავარძელზე ჩამწკრივებულ ჩანთებს მოჰკიდა ხელი და გარეთ გაიტანა.
დილა ჯერ ბოლომდე არ გათენებულიყო. ეზოში ცხენების მშვიდი ფშვინვა ისმოდა.
- არ მინდა გაბრიელ ეს შენი ცხენი! სიოზე აქამდეც ვმჯდარვარ, მიჩვეული მყავს უკვე - ჩაჩხიანს ეკამათებოდა თებო
- თებო, ვიცი მე შენი ჯირითი, მოიტეხავ კინჩხს და კისერს, დაასხამ თავს მიწაზე და მოგყვები მერე მეც იქვე! მინდა ახლა მე შენი სიკვდილი?! და უნდა ახლა ამ ხალხს ჩემი სიკვდილი?! როგორ წარმოგიდგენია თაკვერი ჩემ გარეშე მითხარი ერთი
- შენ ვაბშე გაუბერე, ხო?! - გაკვირვებული უყურებდა გოგო
- მე არა, მარა გვიშიანმა ნამდვილად გაუბერა. რას აიჩემე ამ ცხენებით ასვლა ხვამლზე, ბაშია ჩუკი რატო ხარ, რატო? - მეგობარს მიუტრიალდა გაბო
- შენს მანქანაში ჩაჯდომას ისევ ცხენით სიარული მირჩევნია - მხრები აიჩეჩა თებომ და მოქნილად შემოახტა სიოს, თეთრ ცხენს.
- მა ლა დეც! მა ლა დეც! ამხელა წიხლს თუ ვიმსახურებდი შენგან, ნამდვილად არ მეგონა თებროლე!
- თეატრალურზე რატომ არ ჩააბარე, შემახსენე? - ზემოდან ელაპარაკებოდა გოგო ჩაჩხიანს
- შენ დამეტოვებინე მერე აქ გოგო?!
- ბიზნესზე თუ ისწავლე, არ დამტოვე თუ რისი თქმა გინდა?!
- ნუ უტლიკინებ ენას უფროსებს! - თავადაც მოკალათდა ცხენზე ჩაჩხიანი
თეკლემ ჯიკავით გამოიყვანა ანანო სახლიდან. გოგოს ისევ არ გახსნოდა წარბები.
- რა გადაწყვიტე ქალბატონო ანანო, რჩები თუ მოდიხარ? - ცხენზე ამხედრებულმა შესძახა გოლამ
- იმ ცინიკურ სახეს ჩამოვუღებ! - გადაჩურჩულა მეგობარს ანომ
- გეყოს, ანანო! - უწყრებოდა თეკლე
- ანანო, თუ არ გინდა, მანქანით წაგიყვანენ - მშვიდად ჩაერთო ოგე და ცხენის აღვირი შეასწორა - პრობლემა არაა
- მოიცა, ანანოსთვის არ არის პრობლემა და ჩემთვის პრობლემაა მანქანით წამოსვლა? - ჩაერთო საუბარში გაბრიელი - ეს რა დემოკრატიაა, აქაც ნაცნობობით რატო კეთდება საქმე, რა გჭირთ ქართველნო!
- ვხუმრობ, ანანო, ვხუმრობ.. - ეგრევე შეცვალა ტონი ჩაჩხიანმა, როცა კერესელიძეს სახეს გადააწყდა
- არა, წამოვალ ცხენით, არ არის პრობლემა! - ომახიანად განაცხადა ქალმა, ღრმად ჩაისუნთქა და გოლას მიუახლოვდა, მკრთალი ღიმილი რომ დასთამაშებდა სახეზე. კაცი ჩამოქვეითდა, ჯერ ანანოს დაეხმარა ცხენზე ასვლაში, მერე თავად მიუჯდა.
- კომფორტულად ხარ?
- კომფორტისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ როგორმე გავძლებ! - ამოისისინა ქალმა
- ნუ იგესლები. ნელა ვივლით, არ შეგეშინდეს - ყურთან ამოთქვა კაცმა და ლაგამს ჩასჭიდა ხელები.
ლენამ ოდნავ მოშორებით მდგარ ოგეს გახედა. კაცმა მხოლოდ ხელი გაუწოდა. რამდენიმე წამი უყურა ქალმა. მერე მაინც მოკიდა ხელი და ცხენზე შემოჯდა.


- წავედით? - შეჰყვირა ლაშხმა.
- ბრძოლიიიისს ყიჟინააა მოგვესმააა, ბრძოლიიის ყიჟინა მოგვესმაა! - შეჰყვირა გაბრიელმა. დემეტრემ ხმამაღლა გადაიხარხარა. პირველმა თებომა ჰკრა ფეხები ცხენს და მხიარულად გააჭენა. ესიამოვნა ახვლედიანის ქალს ნაცნობი გრძნობა, სიოს მსუბუქი ლამუნი სახეზე. ლენას არ გამოპარვია გაბრიელის კუშტად გასტყორცნილი მზერა თებოსკენ.
- მშვიდობით იარეთ, შვილო! - ჭიშკრამდე გამოაცილა დინამ ბავშვები და პირჯვარი გადასწერა მიმავალთ.
- მხოლოდ გოლა თუ მოიფიქრებდა ასეთ რაღაცას - ეღიმებოდა დემეტრეს
- მთის არწივია, რა გიკვრის? - გვერდით ამოუდგა გაბრიელი - მოჩხუბარიძე უნდა შევარქვათ, ოღონდ ყაზბეგის პონტში არ ვიძახი
- მეყო სახელების შერქმევა - წინიდან გამოსძახა გოლამ, კერესელიძე უხერხულად შეიშმუშნა, მუხვდა კაცს მისკენ მიმართული რომ იყო სიტყვები
- რამდენი ხანია ცხენზე არ ვმჯდარვარ, მომნატრებია - სასიამოვნოდ მიხუჭა თვალები თეკლემ
- თბილისში სად ისწავლე ჯირითი? - გამოეცნაურა დემე
- მამას დავყავდი ხოლმე, მერე დრო აღარ მქონდა უნივერსიტეტის გამო.
გარემოს ათვალიერებდა თეკლე. ვიწრო ბილიკს მიუყვებოდნენ ცხენებით. გზის ორივე მხარეს ჯერ კიდევ ნახევრად გაშიშვლებული ხეები იდგა, თუმცა აქა-იქ უკვე ჩანდა ახალი, მწვანე კვირტები. ჰაერში მიწის სუნი იდგა - ახალი სიცოცხლის. არ ცხელოდა, თუმცა ლენას თაკარა მზესავით სწვავდა ოგეს მკერდი, ზურგზე ასე მჭიდროდ რომ ეკვროდა. ნაზმა სიომ დაუბერა. გელაშვილის ოქროსფერი თმები ოგეს სახეზე აეკრო. ახვლედიანმა მსუბუქად ჩაისუნთქა ცოლის თმის სურნელი, ფრთხილად მოიშორა სახიდან. კისერს შეეხო მისი ხელი, თმა ნელა გადაუწია ქალს ცალ მხარეს. ლენა ოდნავ შეიშმუშნა.
- ხელს მიშლიდა - ჩუმად თქვა კაცმა
- უნდა დამეწნა და დამავიწყდა
- არა, არ გინდა. ესე უფრო მომწონს.
- მე არ მომწონს - თქვა ქალმა და ხელში მოიქცია თავისი თმები
- ისე ხარ გაბრაზებული რო ახლავე გინდა ამ თმის დაწნა? - გაეღიმა კაცს
- გაბრაზება რა შუაშია?
- რომ გითხრა შენი შეკრული თმა უფრო მომწონსთქო, გაიშლი, ხო? - ლენამ აღარაფერი უპასუხა.
მიმავალ რიგს წინ თებო მიუძღვოდა, რაღაცას ღიღინებდა თავისთვის.
- ამხედრებულო ქალაო, რად არ მოხვედი აქაო? - გვერდით ამოუდგა ჩაჩხიანი
- ლექსების წერა დაიწყე გაბრიელ? - გაეღიმა გოგოს
- მე ლექსებს არ ვწერ... ლექსი თვითონ მწერს - გაეცინა გაბრიელსაც
- მომენატრა შენთან ერთად ჯირითი თებიკო - თვალს არ აშორებდა გაბრიელი გოგოს
- შეგეძლო ისე გაგეკეთებინა, რომ არ მოგნატრებოდა, მაგრამ არაუშავს, მიჩვეული ვარ უკვე შენგან და ოგესგან უეცარ გაქრობებს - ნაწყენმა ამოილაპარაკა. გაბრიელს ეხამუშა პატარა ახვლედიანის სიტყვები.
- მწარე ხარ ახვლედიანის ქალო, მწარე! - გაიცინა ძალდატანებით და თავისი ცხენი სიოსკენ გასწია
- გაიწიე! გადამაგდებ! - შეყვირა თებომ
- აბა ვნახოთ თუ აჯობებ მასწავლებელს! ის ურჩევნია მამულსაო, თებო! მარულაში გიწვევ! - შეყვირა გაბრიელმა და წინ გავარდა ცხენის ჭენებით. თებომაც ბავშვური სიანცით გადაიკისკისა და უკან გაჰყვა ბავშვობის მეგობარს. უკნიდან მომავალნი ნელა მუყვებოდნენ ბილიკს, ართობდათ გაბრიელის და თებოს მსგავსი გაპაექრება.
- ცოტა რომ ჩაიწიო არ შეგიძლია? - ამოილაპარაკა ანანომ
- სხვა ცხენზე ვერ გადავჯდები - ბოხი ხმით მიუგო გოლამ
- ნერვებს მიშლი
- არ ვცდილობ
- მაინც გამოგდის
კაცს ოდნავ ჩაეღიმა. ერთ მომენტში ცხენი ქვას გამოედო, შებორძიკდა. ანანო ინსტიქტურად ჩააფრინდა კაცის ფეხს. გოლას ხელი წამში შემოეხვია წელზე.
- მშვიდად
ანანოს სუნთქვა შეეკრა. რამდენიმე წამი ასე დარჩნენ.
- გამიშვი - ჩუმად თქვა ქალმა. გოლამ ნელა შეუშვა ხელი. ცხენის ლაგამი უფრო კომფორტულად მოზიდა და ქალიც მკერდზე აიკრო. ანანო მიხვდა, ასე ბევრად უსაფრთხოდ რომ იყო, ამიტომ აღარც შეწინააღმდეგებია.
მხიარულად მიიწევდნენ წინ და არც ისე მარტივ გზას ეჭიდებოდნენ. გაბრიელის ხუმრობები მოწყენის საშუალებას არ აძლევდათ. თებო ბავშვობის ამბებს იხსენებდა, ცდილობდა უფრო დაეახლოვებინა სტუმრები მასპინძლებთან. რამდენჯერმე ჩამოქვეითდნნენ, შეისვენეს, წყაროზე წყალიც აიღეს და ისევ გაუდგნენ გზას. რამდენიმე საათში ხვამლსაც მიუახლოვდნენ. უცნაურად შეამცივნა თეკლე ამინდის მოულოდნელმა ცვლილებამ. ცოტახანში მწვერვალზეც ავიდნენ. თებო პირველი ჩამოხტა ცხენიდან.
- ნელა გოგო, ნელა! - გაბრიელმაც მას მიბაძა - კი ხარ ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ ახლა არ გვინდა ამის დატესტვა, ხო თებიკო?
გოლამ ფრთხილად ჩამოიყვანა ანანო. კერესელიძე გაოცებას ვერ მალავდა. მათ წინ ნისშლი გახვეული ლეჩხუმი მოსჩანდა.
- ამბობენ, კარგ ამინდში აქედან აფხაზეთის ზღვის დანახვაც შეგიძლიაო - გვერდით ამოუდგა გოლა და სიამაყით მოავლო მზერა საკუთარ მხარეს.
- შენ დაგინახავს?
- არა, მაგრამ ერთხელ აუცილებლად ვნახავ, ვიცი - თავდაჯერებულად გაეპასუხა გოგოს.
- რა ახლოსაა და რა შორია... - ჩაილაპარაკა კერესელიძემ. გოლას სევდიანად გაეღიმა.
- მართალია. ბოლომდე არ გაფრანგებულხარ ესეგი
- ძალიან ცუდად მიყურებ შენ მგონი - წარბი ასწია ქალმა - ჩემი ქვეყანა შენზე ნაკლებად არ მიყვარს
- საქართველოს სიყვარულში არავის გავეჯიბრები, ანანო - დინჯად უთხრა კაცმა.
- ლენ, რომ მცოდნოდა ასეთ ადგილას გიშვებდი, სულ არ ვინერვიულებდი შენს გათხოვებაზე - ჩუმად ჩაჩურჩულა თეკლემ გოგოს.
დემეტრემ ცხენებს ტვირთი მოხსნა. კარვების გაშლას შეუდგა. გოლაც მიუახლოვდა, ერთად დაიწყეს საქმიანობა. ლენა მოჯადოებული გაჰყურებდა პეიზაჟს. ოქროს ფარდაგივით ფრიალებდა მისი თმა. ოგე თვალს არ აშორებდა. მზის სხივს აგონებდა წინ მდგარი ქალი.
- მოგწონს? - გვერდით ამოუდგა ლენას
- მშურს შენი - თვალი არ მოუშორებია პეიზაჟისთვის, ისე გასცა პასუხი ოგეს. ახვლედიანს გაეღიმა.
- რატომ გშურს? შენი მხარეა უკვე ესეც
- ჰო, ერთი წლით - გაეცინა ლენას. კაცმა პასუხი არ დაუბრუნა. ლენა საუბრის გაგრძელებას აპირებდა, როცა გაბრიელის ყვირილი გაისმა.
- ხალხო, საჭმელი არ გავაკეთოთ? მომაჯადოვებელი ნამდვილად არის ჩვენი დიადი ხვამლი, მაგრამ ბოლომდე ნუ ჩამოაგდებთ ყბებს
- შიმშილი რატომ არის შენი ბუნებრივი მდგომარეობა? რანაირად შეიძლება კაცი სულ საჭმელზე ფიქრობდეს - გვერდით ამოუდგა თებო
- შენ არაფერზე ფიქრობ, ეგ არაფერი. - თებომ ვეღარაფერი მოიფიქრა და მხოლოდ ენის გამოყოფით შემოიფარგლა.
ხვამლის თხემზე ასვლა ერთგვარ ზიარებას ჰგავდა. თითქოს თითოეულმა მათგანმა რაღაც დატოვა ქვემოთ, ბილიკებზე, ხეების ჩრდილებში და აქ მოვიდნენ - სრულიად სხვა სამყაროში, რომელიც ნისლის ზემოთ მალავდა თავის ჩუმ არსებობას. მზეს ჯერ კიდევ მყარად გაემაგრებინა თავისი პოზიცია, თუმცა ისე ძლიერ ვეღარ აცხუნებდა თავის სხივებს. მხოლოდ მიწას ეფინებოდა მისი ნათელი, როგორც კეთილი ხელი. ბალახი ნელა ირხეოდა.ლაჯანურის ხეობა ლამაზად იშლებოდა. კიდევ უფრო შორს ნისლში გახვეული მთათა ჯაჭვი ზეცასთან შერწყმას ლამობდა. კარვები ნელ-ნელა გაიშალა. მცირე პურ-მარილიც გაშალეს მგზავრებმა. პური გაიტეხა. ღვინო დაისხა. ღმერთი ადიდეს, როგორც ქართული სუფრის წესია. ლენამ ხელები უკან გადააწყო და კომფორტულად გაწვა ბალახზე. მიწის სითბო იგრძნო. საოცარი იყო, როგორ ინახავდა ნიდაგი მზის სითბოს და ადამიანივით გადასცემდა მას.
- მგონია სხვა სამყაროში ვარ, ცხენებით გადავაადგილდებით, სამყაროსგან მოწყვეტილები ვართ, თითქოს ძველ დროში გადავინაცვლეთ - აღტაცებულმა ამოთქვა თეკლემ
- ერთხელ მაინც უნდა იყოს ადამიანი აქ ნამყოფი - საუბარი გაუგრძელა ანანომ
- ცხენებით ამოსვლას ვერ შეგპირდებით, მაგრამ კიდევ თუ მოგინდებათ წამოსვლა, მითხარით და მანქანით წამოგიყვანთ - დაამშვიდა გოგონები გაბრიელმა
- ცეცხლი არ დავანთოთ? - იდეა გააჟღერა ლაშხმა
- თქვენ ფიჩხები მომიტანეთ, დანარჩენს მე მივხედავ! - ხელები დაიკაპიწა ჩაჩხიანმა და მიდამოს მოსუფთავება დაიწყო. ბიჭებმას მას მიბაძეს, აქა-იქ დაიფანტნენ და საჭირო მასალის მოგროვება დაიწყეს. გოგონები მთის კიდისკენ წავიდნენ, უნდოდათ უფრო კარგად დამტკბარიყვნენ ბუნების საოცრებით
- ლენა, აქ ვერ გადაიხდი ქორწილს? - საუბარი წამოიწყო თეკლემ
- აუ, აქაც ლამაზი იქნებოდა ისე, მაგრამ მგონი თქვენ ვენახი უფრო შეგეფერებათ - დანანებით თქვა თებომ
- ვენახიც ლამაზი იქნება, კი - დაეთანხმა გელაშვილი - უი, ნუციკოს არ ეწყინა რომ ვერ წამოვიდა? - გაუგრძელა საუბარი თებოს
- გული კი დაწყდა, მაგრამ ძლივს ვაჟიკო დაითანხმა ქუთაისში წასვლაზე და მაგაზე უარს აღარ იტყოდა. ქორწილისთვის კაბა უნდა ვიყიდოო. შენზე მეტად ეგ ემზადება ლენა - სიცილით თქვა თებომ
- ბევრი ხალხი იქნება? - საუბარში ჩაერთო ანანოც
- არა, სოფლიდან იქნება ხალხი, რა თქმა უნდა, და ძალიან ახლო ნათესავები. შენი რამდენიმე მეგობარიც უნდა ჩამოვიდეს ხო, ლენ?
- ხო, კურსელებს უნდა ვუთხრა, რას იტყვით? - დაქალებს მიუტრიალდა ლენა
- ვაიმე, წიკლაური უნდა მომიყვანო ააქ? - გაიკვირვა თეკლემ
- აბა რა ვქნა? წიკლკაურის გარდა ყველა წამოდითთქო ეგ დავწერო ჩათში?
- რომელია წიკლაური შემახსენეთ - დაბნეული აცეცებდა თვალებს ანანო
- ქეთი წიკლაური, არ გახსოვს? ბოღმისგან გაფხორილი ინდაურივით დადიოდა სულ, ეგეთი ბოროტი როგორ უნდა იყო ადამიანი, ვერ ვხვდები - არ ცხრებოდა თეკლე
- ვაიმე, ვინ არის ესეთი? - დაინტერესდა თებოც
- აი, ნახავ როცა ჩამობრძანდება. ეგ შენს ქორწილს არ გამოაკლდება ზუსტად ვიცი. ჯერ „ნანასეულის“ პრეზენტაციაზე ჩვენ რომ გაგვიშვეს მაგაზე იყო ჩაბოღმილი, მერე რომ გაიგო ოგეს ცოლად გაყევი, ვაბშე სახე წაეშალა გოგოს, მეთქი ფოტოს გადავუღებთქო, მარა ჰოიცით ჩემი ამბავი ფლეში ჩამერთვებოდა შუა აუდიტორიაში... - ანანოს ხმამაღლა გაეცინა და თავის დაქნევით დაეთანხმა მეგობარს
- ვაა.. საინტერესოა - გაეცინა თებოსაც
- გაბო, რა ვერ დაანთე ეგ ცეცხლი - ლაშხის ხმამაღალმა ძახილმა მიიქცია გოგონების ყურადღებას
- რა ვქნა, მწეველ ხალხს სანთებელა არ აღმოაჩნდა, პრომეთე გასულია მომსახურების ზონიდან, ვერ მოგაწვდით დღეს ცეცხლსო და ნეანდერტალელებს მე არ ვეძმაკაცები ხახუნით რომ ვიცოდე ცეცხლის დანთება
- გაიწიე - გოლა ამოუდგა გაბრიელს გვერდით. წამში დაანთო ცეცხლი.
- შენ ხარ ჩვენი გადამრჩენელი, პრომეთეც და მიჯაჭვული ამირანიც! - გახარებულმა შესძახა ჩაჩხიანმა.
გოგონები კოცონისკენ დაიძრნენ. ნაფოტების ხმამაღალი ტკაცუნის ხმა გაისმა, ჰაერში ატყორცნილი კვამლი ჰაერში იკარგებოდა.
- აუ, ფლეშმობი არ დავდგათ ქორწილისთვის? - იდეით გამოვიდა გაბრიელი
- როგორ წარმოგიდგენია გოლას ცეკვა გაბო? - გაეცინა დემეტრეს
- ბიჭო, შენს ქორწილშიც არ იცეკვებ დაისს?? პროსტა შანსი არაა შენნაირმა მამულიშვილმა გასმებით ნაპერწკლები არ ყაროს თავის ქორწილში - გვიშიანს მიმართა გაბრიელმა
- ქორწილს როცა დავგეგმავ, მერე ვიფიქრებ - დინჯი იყო გოლას ხმა
- შენ ლეჩხუმიდან ფეხს არ იცვლი და თავისი ფეხით არამგონია მოგაკითხოს ლამაზმანმა ასულმა - ხელი ჩაიქნია გაბომ - თუ უკვე არ მოგაკითხა - თავისთვის ჩაილაპარაკა ბოლოს და ანანოს გახედა ფარულად, ზამთრის ბეღურასავით რომ მობუზულიყო ლენას გვერდით. შუა საუბარში იყვნენ, როცა ლენას მობილური ამღერდა. მოიბოდიშა და ოდნავ მოშორდა მეგობრებს. ოგემ ინტერესით გააყოლა თვალი. გელაშვილმა ტელეფონს დახედა, უცხო ნომერი რეკავდა. უსიამოვნო გრძნობაბ მოიცვა გოგონას სხეული.
- გისმენთ - მშვიდი იყო ლენას ხმა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მისთვის ნაცნობი ხმა ამოიცნო.
- როგორ ხარ, მაგდალენა?
- რა გინდა, ილია? - მშვიდად თქვა, მაგრამ ხმაში დაძაბულობა გაეპარა.
- მაინტერესებს როგორ ხარ... - ლენას ყბა დაეჭიმა
- დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცი როგორც ვარ და სადაც ვარ - კბილებში გამოცრა ქალმა - როგორ ბედავ დარეკვას?
- შენს ადგილას უფრო სიფრთხილით შევარჩევდი სიტყვებს
- ნუ მემუქრები
- არ გემუქრები - მშვიდად თქვა ილიამ - გაფრთხილებ
- ძალიან კარგად იცი ჩემი შესაძლებლობები - გააგრძელა ისევ მშვიდად - ჩემი მოთმინების ზღვარსაც ძალიან კარგად იცნობ... და ისიც გეცოდინება, მალე რომ ამოიწურება - ლენამ სწრაფად გათიშა ტელეფონი და ნომერი დაბლოკა.
- ვინ იყო? - ოგეს ხმა მოესმა უკნიდან. არ შეუმჩნევია როდის მიუახლოვდა კაცი
- ილია
ოგეს მზერა გამკაცრდა
- რა გითხრა?
- ახალი არაფერი... მისი არსებობა შემახსენა - ოგეს ყბები დაეჭიმა, თვალებში უყურებდა მის წინ მდგარ ქალს. მხოლოდ თავი დაუქნია და კოცონისკენ უბიძგა ისევ.
- წინასაქორწინო დიდი ჩხუბი გადაიტანეთ თუ რა სახეებით ხართ? - გახუმრება სცადა გაბრიელმა და თებოს ჩუმი მუჯლუგუნიც მიიღო.
- აბა, სად გავჩერდით - განგებ შეცვალა თემა თეკლემ და სხვებიც აიყოლია, ოგე კი თვალს არ აშორებდა ლენას. ცეცხლის შუქზე მისი შავი თვალები უფრო მუქი ჩანდა. და ბევრად უფრო საშიში.
* * * * * * * * * * * * * * * *
კარავში მწოლიარე ლენა რამდენიმე პლედში გახვეულიყო, მაგრამ სიცივე და კოპალიანზე ფიქრები მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
- რატომ ვერ ისვენებ? - გვერდიდან მოესმა ოგეს ხმა
- ბოდიში თუ შეგაწუხეთ - ირონიულად გაეპასუხა ლენა - არ ვარ შუაგულ ტყეში ძილს მიჩვეული... თან, ცივა - დაამატა ბოლოს
- მოსაკლავია გაბრიელი, როგორ დარჩა საძილე ტომრები - მხარი იცვალა ოგემ და ქალისკენ გადატრიალდა
- მოიწიე - ლენას წელზე შემოხვია ხელი და მკერდზე აიკრა
- რას აკეთ...
- ნუ ფართხალებ, გაყინული ხარ - დაბალი ხმით უთხრა კაცმა და ნიკაპი გოგონას თმებში ჩამალა. ლენას ყელში რაღაც გაეჩხირა. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მისი სხეული სრულიად საპირისპიროდ რეაგირდებდა. კაცისგან წამოსული სითბო ნელ-ნელა ულღობდა გაყინულ თითებს.
- გამიშვი - ჯიუტად ჩაილაპარაკა
- არა
- ყოველთვის ასეთი რატო ხარ?! სულ იმას აკეთებ რასაც მოინდომებ. - ოგეს ოდნაც გაეღიმა
- შენც ზუსტად ეგეთი ხარ
- კაი ერთი - ირონიულად ჩაიცინა ქალმა
- რა, არა?!- თბილი სუნთქვა იგრძნო ყელზე ქალმა - სამი დღეა თვალებში არ მიყურებ. ჯიუტად დადიხარ ჩემ წინ და წარბებს არ მიხსნი. ეგეც კონტროლის ფორმაა ლენა. - ეშმაკურად გაეღიმა კაცს
- შენთვის თამაშია ყველაფერი.. ხალხი, სიტუაციები, კოცნაც.. - ჩუმად ამოილაპარაკა ლენამ და ტუჩზე იკბინა წამომცდარი სიტყვების გამო. ოგე წამოიწია.
- შემომხედე
- არ მინდა
- მე მინდა - ქალი ზანტად წამოიწია და ოგესკენ მოტრიალდა
- შენი აზრით გეთამაშები?! - წარბები შეკროდა კაცს - ლენა?
- არ ვიცი.. არაფერი არ ვიცი - ამოიტირა ქალმა - ის ვიცი რომ მაბრაზებ! ძალიან მაბრაზებ!
- ბრაზს ეშველება - სახეზე მიეფერა კაცი - ადამიანის არასწორად დანახვას, არა- ნელა დაიხარა ქალისკენ და შუბლზე აკოცა
- მეორედ ხელს თუ გამარტყამ, კიდე გაკოცებ - ჩუმად ჩაჩურჩულა
- დაიძინე, ხვალ ადრე გავდივართ - ბრძანება გასცა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
* * * * * * *
თეთრ, სადა კაბაში გამოწყობილი ლენა სარკის წინ იდგა. თმა ნახევრად ჰქონდა აწული. მის წინ მდგარ სილუეტს უყურებდა დაკვირვებით.
- ძალიან ლამაზი ხარ, ლენ - გვერდით ამოუდგა თეკლე და თმა შეუსწორა
- ჩემი ქორწილი ასეთი არასდროს წარმომედგინა - სევდიანი ღიმილით თქვა ლენამ
- მესმის... არ არის მარტივი.. მაგრამ მაინც შენი დღეა
- ჩემი დღე.. - ჩუმად გაიმეორა. თითები ნაზად დაუსვა კაბის ქსოვილს - არ ჰაგავს ჩემსას
- არ ვიცი ახლა ამაზე საუბრის დრო არის თუ არა, მაგრამ.. რამდენიმე დღეა გაკვირდებით შენ და ოგეს... არ ჰგავხართ ფიქტიურ ქორწინებაში მყოფ წყვილს,ლენა.. იქნებ არც თქვენი შეხვედრა იყო შემთხვევითი და იქნებ..
- კარგი რა... - გააწყვეტინა ლენამ - ზრუნავს ჩემზე, ეგ არის და ეგ. ერთი საცოდავი, ბედისგან დაჩაგრული გოგო ვარ მის თვალში - თვალები აუწყლიანდა
- ნუ,ლენა, ნუ! ნუ იცი შენი თავის ეგრე დანარცხება და მერე ფეხით გათელვა. სულ ეგ იყო შენი პრობლემა. არასდროს იღებდი დახმარების ხელს იმის შიშით, რომ ვინმეს თვალში ეგეთი არ გამოჩენილიყავი. შეუძლებელია მარტო გადარჩე ამ სამყაროში, საყვარელი ადამიანები ზუსტად ამიტომ გვჭირდება გვერდით... ყველა იმ სიყვარულს იღებს, რომელსაც ფიქრობს, რომ დაიმსახურა... რატომ უწესებ შენს თავს ეგეთ მინიმუმს? - ემოციური გახდა თეკლე
- რა გინდა რომ გავაკეთო, თეკლე? ფანტაზიებით გამოვიტენო გონება და იმაზე ვიფიქრო, რომ ეგეთ კაცს მართლა სხვა სიმპათიები აქვს ჩემ მიმართ? რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ფილმი არ არის ყალბი ქორწინებით დაწყებული ისტორია „ჭირი იქათი“ რომ დასრულდეს.
- შენ გინდა რომ ქონდეს?
- არ ვიცი
- რას გრძნობ ოგეს მიმართ, ლენა?
- არ ვიცი... პატივისცემას. უსაზღვრო პატივისცემას, ეგ ვიცი დანამდვილებით.
- კიდე? - ლენამ პასუხი აღარ გასცა, მაგიდაზე არსებულ მინდვრის ყვავილების თაიგულს დასწვდა
- ლენა, ჩემზე კარგად ვინ გიცნობს? - გაეღიმა თეკლეს - მოგწონს ეგ კაცი შენ.
- არ ვიცი, თეკლე. მართლა არ ვიცი. ეგრეც რომ იყოს, მერე რა? ერთ წელში დასრულდება მაინც ყველაფერი - სევდიანად გახედა ისევ თავის ანარეკლს - ამ მოკლე დროში როგორ შემაყვარა თავი მთელმა ოჯახმა, არ ვიცი...
- არ გაბედო შესვლა! - ანანოს ყვირილი მოისმა ოთახის გარედან. ლენამ დაბნეული მზერა ესროლა თეკლეს.
- ანანო, ჩემს ოთახში არ მიშვებ? - ოგეს სიცილი გაარჩია ლენამ
- დიახაც! არ შეიძლება ჯერ. ლენა არ უნდა ნახო! - არ ცხრებოდა კერესელიძე - ჩაბრძანდი ქვემოთ! - რამდენიმე წამში კარი შემოაღო ანანომ.
- ქმარი მიცემე? - გაეცინა ლენას
- გამიჭირდებოდა? - გაიჯგიმა ანანო - ანგელოზივით გოგოს ვატანთ ისედაც, მოითმინოს ცოტახანი.
კარზე ისევ კაკუნი გაისმა.
- შეიძლება? - დინა გამოჩნდა ოთახში
- მოდი, დინა ბებო - გაუღიმა ლენამ
- ღმერთმა დაგლოცოს, შვილო.. - ლენას შუბლზე აკოცა - ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს ამ ოჯახში - სიხარულის ცრემლი გადმოუვარდა ქალს. ლენას მახრჩობელა ბურთი გაეჩხირა ყელში. გაქცევა მოუნდა წამიერად.
- ყველაფერი მზად არის, ლენ, შენ გელოდებით - თავი შემოყო ოთახში თებომაც
- არ ინერვიულო, ხო გახსოვს? - სახეზე მიეფერა დინა გოგოს და ოთახი დატოვა.
ახვლედიანების ვენახი საზეიმოდ გამზადებულიყო. შევაკებულ ადგილზე მრგვალი მაგიდები ჩაედგათ, ბაწრისებური განათებებითა და ბუნებრივი დეკორაციებით მოერთოთ იქაურობა. ვენახის ირგვლივ რამდენიმე დაცვაც დაეყენებინა გოლა გვიშიანს.
- ოგე ახვლედიანისა და ლენა გელაშვილის სასიყვარულო ურთიერთობას ლოგიკური გაგრძელება , ქორწილი მოჰყვა, სადაც ჩვენც აღმოვჩნდით - 90-იანების წამყვანს აჯავრებდა გაბო დაწვრილებული ხმით, თებო ტელეფონით ვიდეოს უღებდა და ხმამაღლა იცინოდა.
- ზოგჯერ მართლა კარგად მაცინებ, აი, გულიანად - ტელეფონი გათიშა თებომ და ღიმილით მიმართა გაბოს
- ზოგჯერ? მე რომ არ ვიყო შენს ცხოვრებაში, ვინ გაგიჩენდა მაგ ლამაზ ფოსოებს ლოყებზე, თებიკო? - ლოყაზე უჩქმიტა კაცმა
- აი, ყველაზე დიდი გამართლება ხარ ცხოვრებაში - ხელოვნური ცრემლი მოიწმინდა თებომ
- ვიცი, ნექსთ. - შეიფერა გაბრიელმა და დემონსტრაციულად გაისწორა პიჯაკი.
სუფრას ბერდია გვიშიანი თამადობდა. გოლაც ყველანაირად ცდილობდა ყველაფერი მწყობრში ყოფილიყო. უფროსი გვიშიანის შეძახილზე სტუმრებმა სიძე-პატარძალი დალანდეს. ნელა შემოაბიჯეს ხალხით სავსე მიდამოში. ლხინიც დაიწყო.
- ამდენი ხალხის თვალი, ჩემკენ მომართული პირველად ვნახე - გადაუჩურჩულა ლენამ ოგეს
- პატარძალი ხარ, ეგ შენი პირდაპირი მოვალეობაა დღეს - სიტყვა „მოვალეობა“ ლენას ძალიან ცუდად მოხვდა ყურში, თითქოს ერთმა სიტყვამ რეალობას დაანარცხაო. ოგე თითქოს მიუხვდა გოგოს გულის ფიქრებს და სიტყვების გამოსწორება სცადა
- ანუ, ყველა ქორწილში ეგრეა, ყურადღების ცენტრში ვიქნებით დღეს მეც და შენც.
ჭიქები აიწია. წყვილი ადღეგრძელეს. მსუბუქი მუსიკა და ხალხის ჟრიამული ისმოდა ახვლედიანების ვენახში.
- ქუსლიანების ჩაცმა რატო გადაწყვიტე ვენახში, ვერ ვხვდები - დასცინოდა თეკლე მეგობარს
- ქორწილია თეკლე, აბა რა უნდა ჩამეცვა? თან, მე რა ვიცოდი ასე თუ გამიჭირდებოდა სიარული, ვერც ვიცეკვებ.. - წუწუნებდა ანანო
- წამოგყვები თუ გინდა სახლში, გამოიცვალე
- არ მინდა, წავალ ჩემით - ამოიბუზღუნა კერესელიძემ და მაგიდა დატოვა.
სახლისკენ მიმავალს მანქანა წამოეწია.
- სად მიდიხარ? - ფანჯრიდან მიმართა გოლა გვიშიანმა
- სახლში.
- ასე მალე მოგბეზრდა ქორწილი?
- ხო, აი. საუკეთესო მეგობრის ქორწილში ყოფნა მომბეზრდა და სახლში მივდივარ ტელეფონი რომ ვსქროლო წამოწოლილმა
- დაჯდები ახლა თუ ასე უნდა ვიაროთ სახლამდე?
მძღოლის გვერდით მოიკალათა ანანომ და ხმაურით მოკეტა კარი.
- ეგ გაბრიელს რომ გაუკეთო მანქანაში ტყეში დაგტოვებს - გაეღიმა გვიშიანს
- გაბრიელი ხარ მერე შეენ?
- ვგავარ გაბრიელს?
- ხოდა მშვენიერი, ტყეშიც არ დავრჩები ანუ.
- რატომ ბრუნდები სახლში?
- ფეხსაცმელი უნდა გამოვიცვალო
- ხუთსანტიმეტრიანებით ვენახში რომ ვერ ივლიდი არ იცოდი?
ანანომ ხმამაღლა ამოიხვნეშა
- ხო, აი, არ ვიცოდი, მერე? - კაცს ოდნავ გაეღიმა
- გეთქვა ჩემთვის, წამოგიყვანდი.
- აქვეა სახლი, ჩემითაც მივიდოდი, მაგრამ რახან შემხვდი.. ხო, მართლა, შენ სად მიდიხარ?
- ღვინო უნდა წამოვიღო მარანიდან - არ დაიბნა გვიშიანი. - სანამ შენ გამოიცვლი, მანამდე გადმოვიღებ და გამოგივლი
- კარგი
ლენა ყველანაირად ცდილობდა პატარძლის როლის მორგებას. სანდომიანი ღიმილით ასაჩუქრებდა ყველა სტუმარს და თავისი სიფერადით მათ გულებსაც იპყრობდა. მეზობლების მწარე ენაც დაატკბო და ახვლედიანებისთვის შესაფერისი რძალის სტატუსიც მოიპოვა. ოგეს იმდენად კარგად აჰყვა თამაშში, წამიერად თვითონაც ავიწყდებოდა ერთი დიდი სპექტაკლის მონაწილე რომ იყო.
- ძლივს გაახარე ციცინო ბურჯალიანის გული ლენაჩკა - ლენას სიცილით ამოუდგა გვერდით გაბო. გოგონასაც ხმამაღლა გაეცინა.
- ჩუ, არ გაიგონოს
- გაიგონოს მერე, მაგას უკვე იმაზეც ნაჭორავები აქვს რაც ჯერ არ გამიკეთებია - უდარდელად აიჩეჩა მხრები გაბომ
- ამას რა ჭირს? - წარბებშეკრულ დემეზე მიუთითა ლენას.
ლაშხი სუფრიდან ოდნავ მოშორებით იდგა, ჭიქა ხელში ეჭირა და გამალებით წერდა ტელეფონზე ცალი ხელით ვიღაცას.
- დიმიტრიუს, ხო მშვიდობაა კაცო? ლეჩხუმური პადეშკა ხომ არ გჭირდება ბიჭო, ჰა? - გასძახა გაბომ. დემეტრემ ნელა ასწია თავი.
- შენ დაგჭირდება მალე პადეშკა გაბრიელ
- ოხხ, დაიწყო თბილისურმა ინტელიგენციამ მუქარები . რას მიყურებ ეგრე კაცო? დღეს მაინც შეეშვი მაგ ბიზნესს, ვერ ისვენებთ ხო ეს ღვინის მაფიოზები? - ლენა გულიანად იცინოდა. უხაროდა ამ ადამიანებთან ყოფნა, მაგრამ სევდის ნატამალს ვერ იშორებდა გულიდან. ქურდულ მზერას აპარებდა ოგესკენ, რომელიც სტუმრებს ესაუბრებოდა.
- თებო ძალიან ლამაზია, არა? - ეშმაკურად კითხა ჩაჩხიანს. გაბრიელმა ინსტინქტურად გახედა თებოს, რომელიც რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და ლენას კურსელ ბიჭთან ერთად იცინოდა. მზის ჩასვლის ოქროსფერი შუქი სახეზე ეცემოდა.
- თებიკო ყოველთვის ლამაზია, მაგრამ ხო. დღეს რაღაც განსაკუთრებით ლამაზია, ძალიან გაიზარდა - ლენამ ინტერესით შეხედა.
- მგონი ზედმეტად ბავშვად აღიქვამ
- აბა როგორ აღვიქვა, ჯერ კიდევ გუშინ იყო თერმომეტრით რომ დასდევდა ძაღლებს სიცხე უნდა გაგისინჯოო. რაღაც უბედურება დაალევინა ჩემს ძაღლსაც და მომიკლა. მაგრამ რა მეთქვა, ჩემი თებიკო იყო და.. - თებოს სიცილი ისევ გაისმა შორიდან. თბილისელი აშკარად ეარშიყებოდა, უფრო ახლოსაც მიწეულიყო გოგოსკენ. გაბრიელს სახე ოდნავ დაეძაბა.
- აჰა - ინტერესით ამოთქვა ლენამ და ჩუმი ღიმილი დაეტყო მის სახეს
- დააა ეს ბიჭი ვინ არის ლენაჩკა? - ღვინო მოსვა გაბრიელმა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მის წინ მოკისკისე წყვილისთვის
- ვინ ბიჭი?
- აი, ის ზედმეტად ახმახი, ზედმეტად თეთრპერანგიანი და თებოსთან ზედმეტად ახლოსმყოფი პიროვნება
- აა, ეგ.. ნიკოლოზ ნაცვლიშვილია, ჩემი კურსელი.. რაიყო, ეჭვიანობ გაბო? - სიცილით უთხრა ლენამ
- რას ვშვები? - გაეცინა გაბოსაც - ხალხო, ეს ღვინო აღარ დალიოთ, აშკარად ტვინზე მოქმედებს - ხმამახლა დაიყვირა
- აბა რატომ დაინტერესი ნაცვლიშვილით?
- თებო არ გააბრაზოს ეგ ურჩევნია მაგ შენს ნაცვლიშვილს.. და ზედმეტად ნუ იღრიჭება კიდე - დაამატა ბოლოს და ისევ თებოსკენ გაიხედა, რომელიც უკვე უახლოვდებოდათ.
- რას მომშტერებოდი? - მიმართა გაბრიელს თებომ
- შენ რას მიღიმოდი?
- აბა მეტირა?
- კი, გიხდება.
- ბიჭი გამიქციე.
- ეგ ბიჭი თუ ჩემს გამოხედვაზე გარბის, გასაქცევი ყოფილა ბიძია.
- ხოდა წადი და მომიძებნე ახალი კაცი
- გაგაკაცებ ახლა მე შენ, უყურე ეს რამდენს ტლიკინებს. წადი და გურამიშვილი ჩამაბარე ხვალ, სკოლადაუმთავრებელო ბალღო.
- დავამთავრე უკვე პრაქტიკულად - ენა გამოუყო თებომ და ნუციკოსკენ გაემართა.
- სანამ შენ ისევ ბავშვად უყურებ თებოს, სხვა თვალები რეალურად აღიქვამენ და გამოფხიზლდი ჩაჩხიანოო.. –
ბოლო სიტყვა დაუტოვა ლენამ და ოგესკენ გაემართა. ოგემ გაშლილი ხელი შეაგება და წელზე მოხვია ისე, რომ სტუმართან საუბარი არ შეუწყვეტია.
- კი, კანადაში შევედით ახლახანს, წესით ორბელის ვენახებმაც უნდა გაამართლოს რეზო ბიძია, თქვენ რას ფიქრობთ? - საქმიანად ელაპარაკებოდა ჭარმაგ კაცს
- აბა, მე რა უნდა გირჩიო შვილო? ჩემზე მეტი გაგეგება..
- რას ამბობთ, თქვენი რჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის -რეზოს გულში ფარულად ესიამოვნა ახვლედიანის თავდამბლობა.
- კარგი კაცი ხარ ოგე შენ - მხარზე დაარტყა ხელი - მოუფრთხილდი, ლენა - თითი დაუქნია ქალს და წყვილი მარტო დატოვა.
- უნდა მომიფრთხილდე, ჰო გაიგე? - ქალისკენ შებრუნდა კისერში აკოცა ხმაურიანად. ლენას კოცნის კვალი თითქოს აწვა.
- ნუ გაქვს ეგეთი სახე, თორე ვინმეს ეგონება რო ცალმხრივად ვიწვი შენს სიყვარულში - გაუცინა ოგემ
- და ციცინო ბურჯალიანი შენზეც იჭორავებს? - გაეცინა ლენას, ოგესაც გაეღიმა.
- ახვლედიანო, ცხოვრებაში რა ცოდვებიც გაქვს ჩადენილი ღმერთმა ამ გოგოს სახით გაპატია, ხო? - ღიმილით შესძახა დემეტრემ და წყვილს მიუახლოვდა
- კაი შე*ემა, ნუ მიჩაგრავთ კაცს, ვერ ხედავ რა ბიჭი გვყავს? აი.. ვუყურებ და ვფიქრობ... - გვერდით ამოუდგა გაბრიელიც მეგობრებს
- ნუ ფიქრობ, არ გამოგდის - ეღიმებოდა ახვლედიანსაც
- აი.. აღმაშენებელი რო დღეს ყოფილიყო, ოგეს ვიზუალი და გოლას ხმა ექნებოდა - ლაშხმა ხმამაღლა გადაიხარხა - დაამუღამე? იმენა შუბივით ეჭირათ სანთლები ეკლესიაში - სიცილში ლენაც აყვა ბიჭებს.
- ხოდა, ჭყონდიდელო, გოლამ ღვინო მოიტანა და მიდი დაეხმარე გადმოცლაში - მხარზე დაარტყა ხელი დემეტრემ
- არ მაცდით გართობას, ხო?.. - თავი გადააქნია გაბრიელმა, ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა და გოლასკენ გაემართა.
- არარსებობსსს, ჩემი საყვარელი სიმღერაა! - კივილით გამოემართა ანანო ლენასკენ ნუცასთან ერთად, ხელი ჩასჭიდა და საცეკვაოდ მოწყობილი ადგილისკენ წაიყვანა. ხმამაღლა გაისმა „ჩურჩულები“. ლენას ირგვლივ მეგობრებიც შემოეხვივნენ. მოხუცები ღიმილით უყურებდნენ ახალგაზრდების გართობას.
- რომელია ის წიკლაური? - ჩუმად გადაუჩურჩულა თებომ მოცეკვავე თეკლეს
- ის ჩალისფერთმიანი, ზედმეტად რომ იკვანწება
- გოჩა ლორიას რეპერტუარზე უჩემოდ რა პონტში ცეკვავთ? - ცეკვა-ცეკვით გაარღვია წრე ჩაჩხიანმა, რომელიც გოლას გამოქცეოდა. ლენას ხელები მოკიდა და რიტმულად დაიწყო ცეკვა. მომღიმარი სახეები ჭარბობდა ახვლედიანების ვენახში.
- ჯერ-ჯერობით ყველაფერი წესრიგშია, გაერთე - გვერდით მდგომ ოგეს უთხრა გოლამ
- ვერ ვენდობი კოპალიენბს, ილია ქორწილს არ გამოტოვებს გოლა, შენც ხო იცი? - თვალი არ მოუშორებია მოცეკვავე ლენასთვის, ისე გასცა პასუხი ახვლედიანმა
- ვაკონტროლებთ ყველაფერს, შენი ქორწილია რაც არ უნდა იყოს, უნდა გაერთო - ოგემ ოდნავ გადახედა ბავშვობის მეგობარს, მხარზე ხელი დაარტყა მსუბუქად და მოცეკვავე ბრბოსკენ წავიდა.
- ახვლედიანოო! - ცეკვითა და სიცილით შეეგება გაბრიელი ოგეს. ოგეც მოქნილად აყვა ბიჭის მოძრაობებს და ლენასკენ გადაინაცვლა
- შენიი ერთი კოცნა მიჯოობს - სიმღერას აყვა კაცი, ყურში უჩურჩულა ტექსტი ლენას და წელზე ხელი მოხვია. გელაშვილიც კაცისკენ მიბრუნდა და მუსიკას აყვა. იმდენად ბუნებრივად ცეკვავდნენ, წამიერად თავადაც დაავიწყდათ ერთი დიდი სპექტაკლის მონაწილეები რომ იყვნენ.
ბევრი ცეკვისა და სიმღერის შემდეგ ბერდია გვიშიანმა სმენისკენ მოუწოდა სტუმრებს. სადღეგრძელოებს ისევ სიმღერები მოჰყვა, სიმღერებს კვლავ სადღეგრძელოები.
- ძაან ჯიგარი ქმარი გყავს, ლენ - კურსელებს ელაპარაკებოდა გელაშვილი.
- აუუ, კიი, ტოო - მხარი აუბა უკვე მთვრალმა, მეორე კურსელმაც.
- აი, ლენას გათხოვებას და თან ასე სწრაფად მე პირდად ვერ წარმოვიდგენდი - სიცილით თქვა ქეთი წიკლაურმა და ღვინო მოსვა ჭიქიდან
- ქეთ, შენი სასიყვარულო წარსული მერე, შენგან რომანტიკული ანალიზის მოსმენა ცოტა უხერხულია.. - ოდნავ ღიმილით უთხრა თეკლემ
- სამაგიეროდ გამოცდილება მაქვს, თეკლე. აი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ოგე ეჭვიანი ქმარი იქნება
- რა სისულელეა - გაეცინა ანანოს
- არა?! რატო?! მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია ლენასთვის
- ლენას თუ არა, აბა ვის უნდა უყუროს? ვერ არის ეს გოგო - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა ბიჭმა
მუსიკა შეიცვალა. უფრო ნელ მელოდიაზე აცეკვდნენ სტუმრები.
- ლენა, შეიძლება? - გელაშვილს ხელი გაუწოდა ცოტნე კაკაურიძემ. მაღალი, ღიმილიანი სახის მქონე ბიჭი იყო, რომელიც ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ლენასა და თეკლეს მიმართ.
ლენამ სიცილით ჩაავლო ხელი ცოტნეს და საცეკვაო წრისკენ გაყვა. ოგე მშვიდი სახით იდგა და დემეტრეს რაღაცაზე ესაუბრებოდა. ფარულად თვალი გააყოლა საცეკვაოდ წასულ წყვილს. ლენა მართლა ულამაზესი იყო, თეთრი კაბა მოძრაობისას ნელა მიჰყვებოდა მის სხეულს. ცოტნემ რაღაც ჩასჩურჩულა გოგონას, ლენას ხმამაღლა გაეცინა. ოგე უკვე თვალს არ აშორებდა მათ. ნელა მოსვა ღვინო ჭიქიდან.
- შენმა ქმარმა არ იცის დიდი ხნის მეგობრები რომ ვართ? - გადაუჩურჩულა ლენას ცოტნემ
- არა? ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ყველა მეგობრის გაცნობა ვერ მოასწრო.. რატო მეკითხები?!
- ისეთი სახით მიყურებს, მგონია მომკლავს - გაეცინა ცოტნეს და ნელა დაატრიალა ლენა მუსიკის რიტმთან ერთად.
ოგეს გაბრიელი მიუახლოვდა.
- ეჭვიანობა ცუდი თვისებაა - ღიმილით უთხრა
- ეჭვიანობა არაფერ შუაშია - ღვინო მოსვა ოგემ
- გაჩერდიი ერთიი - ხელი აუქნია გაბრიელმა - მე გიშველი, მაცადე.
ჩაჩხიანი იქვე მდგომ ვაჟიკოს მიუახლოვდა.
- აბა, ბიძაშვილის ლომო, წადი გამიგე ვინ არის ის ბიჭი ლენაჩკას რომ ეცეკვება ზედმეტად ბედნიერი სახით
- რანაირად გაგიგო? შუა ცეკვის დროს მივიდე და ვკითხო ვინ ხართქო?! - გაკვირვებულმა გამოხედა
- მე რა ვიცი, ვაჟიკო?! ეგ რომ ვიცოდე შენ ხომ არ დაგავალებდი?! - ასევე გაკვირვებულმა უპასუხა გაბრიელმა, თითქოს სრულიად აზრს მოკლებულ კითხვას უსვამდნენ. ვაჟიკომ თვალები აატრიალა და ლენას კურსელებს შეერია, ცოტახანში დაბრუნდა და გაბრიელის ინფორმაცია მიაწოდა. გაბოც წამში ახვლედიანთან გაჩნდა.
- დაგიბრუნდით მალემსრბოლელი - ხელი შუბლთან მიიტანა გაბომ და სამხედრო სალამის იმიტაცია გააკეთა. - ცოტნე კაკაურიძე გახლავთ ჩვენ წინ მდგომი ობიექტი, ლენას და თეკლეს კურსელი, ნუ.. ასე თუ ისე, ახლო მეგობარიც. ოგემ ოდნავ დააქნია თავი, ისე რომ ლენასთვის თვალი არ მოუშორებია, ჭიქა მაგიდაზე დადო და წყვილისკენ გაემართა.
- შეიძლება? - მშვიდი იყო ოგეს ხმა. ცოტნემ ოგეს გადაულოცა ლენას ხელი
- აქამდე ვერ გაგიცანი, ცოტნე კაკაურიძე, სასიამოვნოა - ღიმილით გაუწოდა თავისი მარჯვენა
- ჩემი მეგობარია, ოგე, გაიცანი.. - ლენამაც შეაშველა სიტყვა
- სასიამოვნოა - შესამჩნევად გაუღიმა ოგემაც და ლენასკენ მოტრიალდა. ხელი წელზე შეუსრიალა და მუსიკის რიტმს აყვა.
- რას აკეთებ? - შეეცადა ბრაზი შეეკავებინა ლენას
- ჩემს ცოლთან ვცეკვავ - უდარდელად უპასუხა ოგემ და ცეკვა განაგრძო
- აუცილებელი იყო ეგეთი უხეშობა ცოტნესთან?!
- უხეშობა?! კულტურულად გავიცანი
მუსიკა მშვიდად მიედინებოდა. სხვა წყვილებიც ნელა მოძრაობდნენ მათ გარშემო.
- რა იყო, ეჭვიანობ ახვლედიანო? - ღიმილით ახედა ლენამ. ოგემ რამდენიმე წამი უყურა ქალის მწვანეებს. უფრო ახლოს მიიზიდა.
- გინდა რომ ვიეჭვიანო? - ჭინკები თამაშობდნენ ოგეს სფეროებში.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე რა მინდა, მაინც შენებურად აკეთებ ყველაფერს
- ზოგჯერ მართალია, კი - ეშმაკურად გაუღიმა კაცმა
- ზოგჯერ?!
- ხო, აი, მაგალითად ახლა - ქალისკენ დაიხარა და ფრთხილად შეეხო ლენას ტუჩებს. ირგვლივ შეძახილები გაისმა. შუბლზე შუბლი მიადო ახვლედიანმა და ცეკვა გააგრძელა. გაეღიმა გელაშვილის წითელი ლოყების დანახვისას.
- ახლაც გამარტყამ? - შეუმჩნევლად ჩაიცინა. ლენამ პასუხი აღარ გასცა. ოგეს მზერა ვენახის ბოლოში მორბენალმა რამდენიმე დაცვამ მიიქცია. სახეზე სწრაფად გაუქრა ღიმილი.
- რა ხდება? - სახის გამომეტყველების ცვლილება ლენასთვისაც არ ყოფილა შეუმჩნეველი. ოგემ წამით დახედა ლენას, შუბლზე აკოცა და საცეკვაო წრიდან გაიყვანა.
- გაბო, გოგოებს მიხედე, ორი წუთით უნდა გავიდე
- რა ხდება?
- გოლასთან გავდივარ - მოკლედ მოუჭრა ახვლედიანმა - ლენასთან დარჩი.
ლენამ წარბები შეკრა
- ოგე..
- ახლავე მოვალ - თვალი გაუსწორა ქალს.
ოგე ნელა გაცდა მოცეკვავე ხალხს. ვენახის ქვედა მხარეს დაუყვა, სადაც მარანი და ძველი სათავსოები იყო. ვენახის ხმაური ნელ-ნელა მიწყდა, მხოლოდ მუსიკის შორეული ხმა ისმოდა. ძველ საწყობთან რამდენიმე დაცვა იდგა, შუაში დაბმული კაცი ჰყავდათ მომწყვდეული. ტუჩი გახეთქოდა და ცინიკური სიცილით უმზერდა მის წინ მდგარ გოლას, რომელსაც მუქი პერანგის მკლავები აეწია და მუშტზე სისხლის კვალი ეტყობოდა.
- ვინ არის? - ქუხილივით გაისმა ახვლედიანის ხმა
- სიძეც მოსულაა.. პატარძალი რატომ არ წამოიყვანე? ახლოდან მინდოდა მენახა - ხელოვნური დანანებით ამოილაპარაკა კაცმა, რაზეც გოლას მუშტი მიიღო სახეში.
- კიდე ლაპარაკის თავი გაქვს შენს დედას რო შე*ეცი?! - თვალებში მრისხანება ჩასდგომოდა გვიშიანს.
- გოლა, აცადე, ალაპარაკე - სიმშვიდეს ინარჩუნებდა ოგე - რაო? რა მინდაო ილიკომ? - კაცის წინ ჩაიკუზა ახვლედიანი და ბოლო სიტყვა ზედმეტად ცინიკურად წარმოთქვა
- ძალიან კარგად იცი რაც უნდა ილიას - სისხლი გადააფურთხა კაცმა სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა - და მიიღებს კიდეც - თვალებში უყურებდა ახვლედიანს
- რას მიიღებს? - ღიმილს არ იშორებდა სახიდან ოგე
- რას არა, ვის
ოგეს ოდნავ ჩაეცინა. ნელა წამოდგა და კლასიკური შარვლის ჯიბეებში ხელები მოხდენილად ჩაილაგა.
- გადაეცი ილიას - მშვიდად დაიწყო - რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა დღეს.
კოლიფიდან სიგარეტი ამოაძვრინა და გაუკიდა.
- ბევრი რაღაც დავტოვე უპასუხოდ.. ბიზნესში ჩარევა, ხალხის მოქრთამვა, ლენასთან დარეკვა.. - ღრმა ნაპასი დაარტყა კაცმა- მაგრამ დღეს ჩემს ოჯახთან მოვიდა
გოლას ყბა დაეჭიმა.
- შენს ილიკოს უთხარი, რომ ახლა მე მივალ მასთან.. და ლენას გარდა სხვა, ბევრად ძვირფას რაღაცებსაც დაკარგავს. - ზედმეტად მშვიდი იყო ახვლედიანის ხმა. სიგარეტის ბიჩოკი ფეხით გასრისა და ოდნავ გაუღიმა კაცს.
- ხოდა ძალიან კარგად დაფიქრდეს როცა მეორედ ეცდება ჩემი ყურადღების მიქცევას.. შემდეგ ჯერზე მე აღარ გავჩერდები
უკნიდან ნაბიჯების ხმა მოისმა
- ოგე? - ყველანი უკან შებრუნდნენ. რამდენიმე ნაბიჯში ლენა იდგა. სუნთქვა აჩქარებოდა და თეთრის კაბის ბოლოებს ხელით იჭერდა.
- რა ხდება აქ? - სახე მაშინვე შეეცვალა, როცა მის წინ დაბმული კაცი დაინახა. გოლამ ინსტიქტურად გახედა ოგეს.
- შენ აქ რა უნდა ყოფილიყავი - მშვიდად უთხრა ახვლედიანმა.
- რა გინდა, გემოვნება ქონია პატარა კოპალიანს - უცნობმა მამაკაცმა ირონიულად ჩაიცინა
- ენას ამოგაძრობ და ხელში დაგაჭერინებ - საყელოში წვდა გოლა
- რას აკეთებთ? - შეკივლა გელაშვილმა - ოგე, მიპასუხე, რა ხდება?!
- გოლა, მიხედე აქაურობას - სიტყვა დაუტოვა გვიშიანს ახვლედიანმა, ლენას მკლავში ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა
- ნელა, მეტკინა.. ველურო - სწრაფი ნაბიჯებით მიყვებოდა გელაშვილი.
- ადამიანის რატო არ გესმის? რატო ცდილობ მოთმინება დამაკარგვინო? - კონტროლს კარგავდა ახვლედიანი
- უთქმელად გაქრი, ისეთი სახით თან, გაბრიელსაც კი შეეშინდა.. - ხელი გააშვებინა ლენამ და ერთ ადგილას შედგა - რა ხდება ოგე? - სასმელისგან და ბრაზისგან ლოყები აწითლებოდა ქალს.
- გაბრიელს შეეშინდა და შენ გამოგიშვა ამბის მისატანად თუ რას მეუბნები ლენა? რატომ გადაგყავართ ჭკუიდან გოგო?!
- არა.. გამოვიპარე.. ვინ არის ეს კაცი ოგე?
ახვლედიანმა ღრმად ამოისუნთა და თავზე ხელი გადაისვა.
- კოპალიანების კაცია - ლენას სუსხმა დაურა სხეულში
- და ამიტომ ველურებივით უნდა მოიქცეთ, ადამიანი დააბათ და ცემოთ?!
- ლენა..
- რა ლენა?! მაფიოზი ხარ? კრიმინალი ხარ? რას აკეთებ საერთოდ?
- ხმას დაუწიე
- არ დავუწევ! - სასმლისგან გათამამებულიყო ახვლედიანების რძალი
- არ გესმის ლენა, კოპალიანებს სხვანაირად ვერ გააჩერებ
- და შენ რას აკეთებ? ზუსტად მათნაირი ხდები? რა განსხვავებაა თქვენს შორის? - ცრემლით აევსო თვალები ქალს
ოგე ძალიან ნელა მიუახლოვდა.
- გინდა იცოდე განსხვავება? - საშიში იყო კაცის ხმა. ლენა განაბული იდგა ქმრის წინ - მე არავის ვემუქრები, სანამ ჩემს ხალხს არ შეეხებიან. და მე მკვლელი არ ვარ, ლენა.. ჯერჯერობით - ჩუმად დაამატა ბოლოს
- რას ნიშნავს ჯერჯერობით?! - აენთო ქალი. ოგე რამდენიმე წამი გაუნძრევლად უყურებდა. ბრაზი და დაღლილობა ერთიანად იკითხებოდა მის სახეზე.
- იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე ვცდილობ ზღვარი არ გადავკვეთო, მაგრამ არ გამოდის ამ ხალხთან ეგ ამბავი.
- რას არ მეუბნები? რა ჯანდაბაში გამხვიე, ოგე?
- არ უნდა გენახა ეს ყველაფერი
- ჰოდა, ვნახე! - ცრემლი ჩამოუვარდა ლენას
- არ არის შენი ბრძოლა ეს, ლენა. მე შენ დაცვას დაგპირდი და ჩემს პირობას ავასრულებ, დანარჩენი არ გეხება. გოლა ვენახში დაგაბრუნებს.
ზურგი აქცია კაცმა. ლენა მაშინვე მკლავში წვდა.
- არ გაბედო წასვლა, ოგე! ასეთი რთულია ჩემთვის ამ ყველაფრის გაზიარება? რას ფიქრობ? რატომ არ შეგიძლია გულწრფელად მელაპარაკო?
- ლენა.. არ მინდა შენი ამ ყველაფერში გახვევა
- გამხვიე უკვე! როცა ეს მომეცი - ცხვირწინ აუფრიალა მარჯვენა ხელზე გაკეთებული ბეჭედი ლენამ - ზუსტად მაშინ გამხვიე! სწორად დამინახეო, ამას მეუბნები. როგორ დაგინახო სწორად, როცა საერთოდ არ მაჩვენებ შენს თავს?! როგორ გენდო, როცა ერთ მომენტში მე მეცეკვები და მეორე მომენტში ვიღაც კაცს ცემ?! - მკერდზე მიარტყა ხელები ლენამ
- ლენა.. დამშვიდდი.. - ხელები მოხვია ოგემ და მკერდზე მიიკრა ქალი.
- თუ ოდესმე ისეთი მომენტი დადგება, როცა არჩევნის გაკეთება მომიწევს საკუთარ თავსა და შენს უსაფრთხოებას შორის.. ჩემს თავსაც არ დავინდობ, ლენა - ჩუმად ეჩურჩულებოდა და თმაზე ეფერებოდა ატირებულ ქალს.
- მე.. მხოლოდ შენ მყავხარ.. ოგე.. - ჩუმად ამოთქვა ქალმა - საცოდავი ვარ, ხო? - ამოიტირა ისევ
ოგემ ლენას აწითლებული სახე ხელებში მოიქცია. ჯერ ერთ თვალზე აკოცა ფრთხილად, მერე ოდნავ შეეხო ქალის სავსე ტუჩებს. როცა იგრძნო, რომ ქალიც აყვა, უფრო გააღრმვა კოცნა ახვლედიანმა. ორივემ იცოდა, ეს არ იყო ვინმეს დასანახად დადგმული სცენა. ტკივილი, ვნება და შიში იგრძნობოდა წყვილის ალერსში.
- მეორედ არასდროს თქვა შენს თავზე ეგეთი რაღაც - ჩუმად უთხრა ბოლოს - კიდევ ერთხელ რომ გავიგო, გავბრაზდები - შუბლზე აკოცა ქალს
- მე მაინც გაბრაზებული ვარ - ჩუმად ამოთქვა
- ვიცი. ახლა დავბრუნდეთ სტუმრებთან და გვიან ვისაუბროთ.
ვენახი სტუმრებისგან თითქმის დაცლილიყო. მხოლოდ ახალგაზრდები შემორჩენილიყვნენ სუფრას.
- ლენაა, რამდენს გეძებდი - გელაშვილს მივარდა თებო. აუ, რეები გამოტოვეთ, რომ იცოდეთ - ხარხარებდა პატარა ახვლედიანი.
- გაბრიელი ცოტნეს განსხვავებულს თავაზობდა, თან პროვოკატორობდა თბილისელი კოფეწრუპია რას დალევო.. - საუბარში ჩაერთო ანანოც - ესეც აიჭრა, რას ქვია ვერ დავლევო. გაბრიელსაც მეტი რა უნდოდა და კრამიტიდან დაალევინა განსხვავებული - თებოს ხარხარი აუტყდა
- ან სად იპოვა ეს კრამიტი.. - სიცილს იკავებდა ანანოც
- სულ გაგიჟდა ეგ ბიჭი, ხო? - იცინოდა ლენაც
- ჯერ სად ხარ, მერე ნუციკოს დასდევდა ფეხსაცმელი გაიხადე, მაგითაც უნდა დავალევინოო
- ცოტნეც გათამამდა და დავაი, მომიტანეთ ქალის ფეხსაცმელიო იძახდა..
- დაა.. თქვენ სად იყავით? ან გოლას რა ჭირს? რა სახე აქვს? - ჩაეკითხა თებო ლენას.
- უიმე, მაგას სულ ეგეთი სახე აქვს, რა გაგიკვირდა - თვალები აატრიალა ანანომ
- მერე მოგიყვებით.. ახლა არ მინდა მაგაზე ლაპარაკი..
- უუუ.. განმარტოვდით გუგულებოო?! - წარბები აათამაშა ანანომ
- თებოს მაინც მოგერიდოს.. - დაუბრიალა თვალები ლენამ
- რისი უნდა მომერიდოს?! ბავშვი ხომ არ არის? - გაეცინა ანანოს
- მართალია! - თავს აქნევდა ნასვამი თებოც
გოლას და ოგეს დემეტრე ლაშხი მიუახლოვდა
- ხო მშვიდობაა? უცებ გაქრით
- მშვიდობაა, კი.. კოპალიანების ტიპი გამოჩნდა და გოლამ გამოიჭირა.. როგორც ველოდით რა.. - ღვინო დაისხა ოგემ
- ეგ ს*რი რამდენ ბედავს, აზზრზე ხარ?! - ბრაზი დაეტყო ლაშხს
- კარგია რო გამოჩნდა, რაღაც პონტში ამოვისუნთქე. მთელი საღამო მაგას ველოდებოდი და ახლა მშვიდად მაინც დავლევ - გაეცინა ოგეს
- შენ რატო არ სვამ? - გოლას მიუტრიალდა დემეტრე
- ვსვამ, დემე - გაეღიმა
- რას არ სვამს, შე*ემა, შენზე ორჯერ მეტი ექნება დალეული, პროსტა არ ეტყობა - მხარზე ხელი მიარტყა სიცილით ოგემ
- კუნძულია მაგარიი, მაქ მაგარი ზაგარიი, იეე, იეეე, უ იეეე - სიმღერით მოვიდა ჩაჩხიანი ბიჭებთან
- გააპათოლოგე გაბრიელ? - სიცილით მიმართა ლაშხმა
- ლენას მიმიხედე მეთქი და შენ კრამიტით დასდევდი ხალხს ბიჭო? - წარბები შეკრა ოგემ
- აუ, ჩაერთო ამას სვანური. ახვლედიანი კი არის, მარა ზოგჯერ გერლიანების გენიც ურტყამს
- ან როგორ არ მოგვიკითხე, იქნებ რა გვჭირდებოდა - გოლაც ჩაერთო
- ნუ გაახურეთ ერთი თუ ძმა ხარ. იმენა პრობლემატურები ხართ ეს კაცები, რა - ხელი აიქნია მობეზრებულად - მოვიდა დაცვა, მივედი, ვკითხე, მოაგვარესო, მეთქი მაგათ გაუმარჯოთ ღმერთმა, ძმაო. ძმაკაცებიც ეგეთი უნდათქო. გამოვედი მერე, მივიხედე, მოვიხედე - ფაფუ ლენა. გამოიქცა გოგო ეგრვე, აზზრე ხარ? - ღიმილს ვერ იკავებდა მთვრალი მეგობრის ყურებისას დემეტრე - მეთქი, ოგეზე კარგთან ვისთან წავათქო და აღარც გამოვეკიდე. რაში ვარ ახლა მტყუანი, მითხარით?!
- უთხარით, მიდი - გაეცინა დემეტრეს. ოგემ თავი გადააქნია უპასუხოდ გაეცალა ბიჭებს.
- აი, რაღაც, არ მევასებით! - განაგრძობდა გაბრიელი
- რატო, გაბო, რას გვერჩი? - ეღიმებოდა უკვე გოლასაც
- აი, ვერ მიტევთ. იმენა არ მყოფნით, ჰო აზრზე ხარ? - დოინჯი შემოირტყა კაცმა - თებო მინდა!
- ეუფ..
- თებო!!! - ყვირილით მიუახლოვდა გაბრიელი გოგოს
- რა გაყვირებს, გადარეულო?!
- თებიკო, რატო არ მეცეკვე გოგო, ჰა?
- რა გინდა, ხო გეცეკვე აჭარული
- ვალსი რატო არ მეცეკვე, ვალსი?
- ახლა გეცეკვები
- ახლა არ მინდა! იმ აყლონწილს ხო კარგად ეცეკვე?!
- ვის? - გაეცინა თებოს
- იმას.
- რა გჭირს შენ - ეღიმებოდა თებოს - მშვენიერი ბიჭი იყო
- მშვენიერი არა, უმშვენიერესი. არ მიყვარს ეს ზედმეტად გაპრანჭული ხალხი რა..
- შენ სარკეში ჩაგიხედავს საერთოდ? - გაეცინა თებოს
- დიახ. და ფრიად აღფრთოვანებულიც დავრჩენილვარ
- მთვრალი ბოლოს როდის გნახე აღარც მახსოვს
- მე მახსოვს. მახარობლიძეებთან ვიყავით და მთელი გზა შენ მათრიე ხელით
- აა, ხო.. გამახსენდა..
- ლაჯანურზე რომ გავიპარეთ გახსოვს? - ჭინკები გამოჩნდნენ ჩაჩხიანის თვალებში
- მახსოვს, მაგრადაც მომხვდა მაგის გამო
- შენ საყვედური მოგხვდა და მე წკნელით გამომეკიდა ბერდია - გაეცინა გაბოს - გინდა ახლაც გავიპაროთ?
- ჰა?!
- მიდი რა.. - პატარა ბავშვივით დაქაჩა კაბაზე
- ეწყინება ოგეს და ლენას.. თან ღამეა.. ნასვამები ვართ.. - ყოყმანობდა ქალი
- არ ეწყინებათ
- ეწყინებათ..
- ხოდა, მეც მეწყინება!
- რა დრამატული ხარ, ღმერთო ჩემო!
- ვარ, დიახ! კაი რა.. თებიკო..
კაცის ნათქვამი „თებიკო“ ყოველთვის სხვანაირად ესმოდა ქალის ყურს.
- თუ მომკლავენ, იცოდე მოჩვენება გავხდები და აღარ მოგშორდები! სიცოცხლეს გაგიმწარებ!
- მოსულა! - გაეცინა გაბრიელს და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე გოგოს

ორივემ ჩუმად დატოვა ვენახი. ბილიკს გაუყვნენ, ღამის სიგრილე და შორიდან მომავალი მუსიკა მიჰყვებოდათ თან. არცერთმა არ იცოდა, რომ ეს ღამე ზუსტად ის ზღვარი იყო, სადაც მეგობრობა ნელ-ნელა სხვა რაღაცაში იწყებდა გადასვლას.


ნაწილი 2
მთვარე თამამად უგზავნიდა სინათლეს მოჩუხჩუხე მდინარეს. ლაჯანურის ნაპირას ჩამომჯდარ წყვილს მხოლოდ წყლის ხმა და ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ.
- არ ვიცი მინდა თუ არა აქედან წასვლა - ხელები მუხლებისთვის შემოეჭდო თებოს
- არ იცი?! მთელი ბავშვობა ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობ თებიკო
- ხო, მგრამ.. რაღაც.. მასევდიანებს აქაურობის დატოვება და იქ, სრულიად უცხო ქალაქში, უცხო ხალხში ყოფნა..
- იქ მარტო არავინ დაგტოვებს, ხო იცი? ტყუპებიც იქ იქნებიან, ოგეც, ახალ კურსლებს გაიცნობ
- იქ სად მექნება ლაჯანური? ალუჩის ხე? დინა?.. - ამოიტირა - შენ?.. - ჩუმად დაამატა ბოლოს. გაბრიელს უცნაურად აუძგერდა გული.
- შენ გგონია თბილისში წასვლით მომიშორებ?!
- შენი მოშორება მე არაფერში მჭირდება. აქ როცა მყავხარ ათასში ერთხელ მნახულობ ხოლმე და იქ რომ წავალ საერთოდ დაგავიწყდები - სასმლისგან აწითლებული სახე ორმაგად შეეფაკლა თებოს.
- როგორიი დეპრესიულიი ფიქრები ქონიაა თებიკოოოსსს - წაიღიღინა გაბრიელმა და გაეცინა - იქ გეყოლები მეც. დინაც ჩამოვა ხოლმე. აი, ლაჯანურზე და ალუჩის ხეზე რა გითხრა არ ვიცი, მაქსიმუმ მტკვარს გადახედო და ხილი სადგურზე იყიდო
- ნუ დამცინი - იდაყვი გაკრა გოგომ - არ მჭირდებით არავინ. დიახაც, გავიცნობ ახალ მეგობრებს, ლამაზ ბიჭსაც და ეგ მომიტანს ალუჩასაც და ლაჯანურსაც.
- შენი მოტანილი რად მინდა
- ამას დამიხედეთ, აბა ვისი გინდა?! იმ ახმახი ინდაურის?
- რას გადაეკიდა იმ ბიჭს შენც კიდე?!
- დაივიწყე ლამაზი ბიჭი!
- რა გინდა?! შინაბერა გინდა დავრჩე?
- პატარა ხარ ჯერ
- რანაირად ვარ პატარა? შენ ჩემხელა რომ იყავი მერამდენე შეყვარებულს იცვლიდი?! - წარბები შეკრა თებომ
- მერე კაია ეეგ?! ჩემს შეცდომებზე ისწავლე გოგონა, ცუდს ნუკი გადაიღებ
- რავიცი, მაშინ ისეთი გაბადრული დადიოდი შეცდომის არაფერი გეტყობოდა.. სულ მარიამი გეკერა პირზე
- ვინ არის მარიამი გოგო?
- ფრუიძე. ვითომ არ ახსოვს - თვალები აატრიალა ახვლედიანმა
- ახლა ისე ვარ, ჩემი სახელი რომ მახსოვს მადლობა უნდა მითხრა - გაეცინა კაცს. თებომ ხმა აღარ გასცა.
- ადე - ფეხზე წამოდგა კაცი
- წავიდეთ უკვე?
- სად უნდა წავიდეთ?! რისთვის მოგიყვანე აქ?! - ფეხსაცმელების გახდა დაიწყო
- რას აკეთებ, გაგიჟდი?! - ფეხზე წამოდგა თებოც
- აუფ.. ახლა შეამჩნიე მაინდამაინც სტანდარტული გონების პატრონი რომ არ ვარ?! - პერანგიც მოიშორა სხეულიდან. თებომ თვალი აარიდა ლამაზად გამოკვეთილ მხრებს.
- ჰეე! მიდი, თორე.. - ფეხებში ხელი შეუცურა გაბრიელმა და ერთი მოძრაობით აიტაცა ხელში.
- დამსვიი, დამსვიი, კარგიი, მე თვითონ ჩამოვალ - ფეხები ააფართხალა თებომ. გაბრიელმაც მაშინვე დააბრუნა მიწაზე და კმაყოფილი ღიმილი შეანათა. თებომ საყვარლად გაბუსხა ტუჩები და ფეხსაცმელები გაიხადა. გაბრიელს გაეცინა მის გამომეტყველებაზე, დაიხარა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. მდინარისკენ დაიძრა და ერთი ნახტომით, მოხდენილად შეუერთდა წყლის მოძრავ ნაკადს. რამდენიმე წამში მოშორებით ამოყო თავი და ნაპირისკენ შემობრუნდა.
- ჩამოო, ვაბშე არ არის ცივი - ხელები აათამაშა გაბრიელმა.
თებო ნელა დაიძრა წყლისკენ. ჯერ ფეხის ტერფებით მოსინჯა ტემპერატურა. სხეულში გააცივა, მაგრამ მისდა გასაკვირად ესიამოვნა. ნელა შევიდა წყლის სიღრმეში. გაბრიელი დეტალურად აკვირდებოდა. უკვირდა, აქამდე როგორ ვერ შეენიშნა თებოს ულამაზესი სხეული. გრძელი ატლასის კაბა წყალს ეთამაშებოდა. რაც უფრო ღრმად შედიოდა ქალი, მით უფრო ეკვროდა ტანზე. თვალს არ აშორებდა გაბრიელს, ისე მიდიოდა სიღრმისკენ. წყლის ნიმფას გავდა თებო. მაცდურად გაუღიმა ჩაჩხიანს და აუჩქარებელი მოძრაობით შეცურა წყალში. იმ ადგილას ამოყვინთა, სადაც გაბრიელი იყო, თუმცა კაცი იქ არ დაუხვდა. თებომ აქეთ-იქეთ მიმოიხედა. მოულოდნელად წელზე შეხება იგრძნო და რაღაცამ წყლის სიღრმისკენ დაქაჩა.
- გადარეულო! სუნთქვის შეკვრა ვერ მოვასწარი - ხველბ-ხველებით ამოთქვა უკვე წყლის ზედაპირზე ამოსულმა და მოცინარ გაბრიელს ხელი აქუნია. ჩაჩხიანი სახიდან თმების მოშორებაში დაეხმარა.
- აბა? ხო კარგი გადაწყვეტილება იყო? - წარბები აათამაშა
- ჯერ არ ვიცი - ცხვირი აიბზუა - ხვალ ფილტვების ანთებით თუ არ გავიღვიძებთ, კი, კარგი გადაწყვეტილებაა
- რა ფილტვების ანთება გოგო? ლაჯანურში ხარ, სამკურნალოა! - თებოს ხმამაღლა გაეცინა
- შენს ჭკუას უმკურნალებს ვითომ? - გოგონა მხრებზე დააწვა გაბრიელს და წყალში ჩააყოფინა თავი
- პრივილეგიებით ნუ სარგებლობ მეთქი, თებო! - თითი დაუქნია გაბრიელმა
- როგორი მკაცრი ხარ გაბრიელ.. ოო, რა შემეშინდაა - გააჯავრა ჩაჩხიანი
გაბრიელი ნელა მიუახლოვდა. წყალი მკერდს არ უფარავდა. მთვარის კაშკაშა შუქზე დეტალურად ჩანდა, თუ როგორ აუდ-ჩაუდიოდა ნავარჯიშები, შიშველი გულ- მკერდი. თებომ მაშინვე იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული.
- რატო მიყურებ ასე? - წარბი ასწია გოგომ
- როგორ?
- აი, ასე!
- როგორ ასე?
- გაბრიელ!
- თებროლე!
ერთმანეთს რამდენიმე წამი უყურებდნენ. პირველი მაინც გაბრიელი დანებდა და გაეცინა.
- იცი რაზე ვფიქრობ ხოლმე? - დაიწყო ისევ გაბრიელმა და წყალი ოდნავ შეასხა გოგოს
- ა, შენ დაჟე ფიქრობ ხოლმე?
- მერამდენედ უნდა გამიმეორო ეგ?! არაკრეატიული ხალხი არ მომწონს, ხომ იცი? ვერ აგიტან ეგეთს
- აბა მე მკითხე, ეგეთს როგორ გიტან?!
- მაცდი?! გეუბნები რაღაცას - ამჯერად სახეში შეასხა წყალი თებოს
- ამოღერღე, ჰა
- რა და.. ზოგჯერ მეუცხოები
- რას ვშვები? - გაეცინა თებოს
- პატარა რომ იყავი, სულ უკან დამყვებოდი. ძალიან მალე გაიზარდე და ზოგჯერ ის ჩემი თებო აღარ მგონიხარ ხოლმე.. მიხვდი?
- მგონი?!... - დაიბნა ქალი - ეგ კარგია თუ ცუდი?
- არ ვიცი. - გულწრფელად უპასუხა გაბრიელმა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის.
- ლამაზი ხარ - მოულოდნელად წარმოთქვა კაცმა. თებომ გაკვირვებულმა შეხედა.
- აუ, გაწითლდი?!
- მოკეტე
- გაწითლდი!
- გაბრიელ! - თებომ წყალი შეასხა
- ძალადობაა - ყვიროდა გაბრიელი. თებოს ხმამაღლა გაეცინა და მამაკაცს კვლავ დააწვა წყალში ჩაძირვის მიზნით.
- მახრჩობენ, ხალხო!! კოლორიტი გიკვდებაათ - იცინოდა გაბრიელიც
- არ არის ხალხი აქ
- ხოდა, ძალიანაც კარგი - ერთიანად წამოზიდა სხეული გაბრიელმა, ქალს თავისი ხელები შემოაჭდო მარწუხებივით და ხელში აიტაცა.
- დამსვიი, ბოდიშიი, აღარ ვიზამ - ფეხებს აფართხალებდა თებო, თან კაცს ტკიპასავით ეკვროდა
- გვიანია, თებიკო, გვიანიი - ეშმაკურად უღიმოდა გაბრიელი.
- მზად ხარ ვარდნისთვის? - წამით გაჩერდა და სახეში ჩააჩერდა გოგოს. თებოს სველ სახეს მთვარის შუქი ანათებდა. გოგომ თვალები მაგრად დახუჭა და სუნთქვა შეიკავა. მოულოდნელად, ცივი წყლის მაგივრად ერთიანი წვა იგრძნო სხეულში. კაცის ტუჩები მისას ეკვროდა. თებომ თვალები გაოცებისგან გაახილა. სამყარო თითქოს ერთ წამში დადუმდა. აღარ ისმოდა არც მდინარის ხმა. მხოლოდ საკუთარი გულის ცემა ესმოდა ყურებში.
გაბრიელი უცებ მოშორდა. კაცს სახე აშლოდა. ორივეს სუნთქვა არეოდათ.
- თებო.. - ჩახლეჩილი ხმა ქონდა - რაღაც სისულელე გავაკეთე, ხო? - ნერვიულად ჩაიცინა
- შენ.. - ძლივს ამოთქვა - შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
- არა - უცნაური იყო ჩაჩხიანის ხმა
- მე.. - დაიწყო გოგომ და ისევ გაჩუმდა
- მიდი, მეჩხუბე, მიყვირე, გამარტყი.. რამე გააკეთე თებო! - სასოწარკვეთილი იყო გაბრიელი. თებომ თავი გააქნია
- ვერ გაგარტყამ
- რას ვერ გამარტყამ, გოგო! - დაუყვირა კაცმა. თებომ პირი მოკუმა სიცილის შესაკავებლად.
- იცინი? - გაოცებულმა შეხედა გაბრიელმა
- ტელეფონი რომ მქონდეს, ფოტოს გადაგიღებდი - ვეღარ შეიკავა სიცილი
- თებო, სერიოზულად გელაპარაკები!
- მართლა სასაცილო სახე გაქვს..
- ღმერთო, რატო მსჯი? - ცას ახედა გაბრიელმა - შენ ვერ ხვდები, ხო? - თებოს მოუტრიალდა ისევ. გოგომ ახლა შენიშნა რამდენად დაძაბული იდგა მის წინ
- რას?
- შენ ხარ თებო.. შენ.. - თავზე ხელები გადაისვა ნერვიულად ჩაჩხიანმა. სასმლისგან დახშული გონებაც კი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ დანაშაულის გრძნობა გაექრო.
- და რა მერე? - თებოს თვალებში უცნაურად კიაფობდნენ ის ციმციმები, რომლებსაც უკვე კარგა ხანია გოგონას სფეროებში დაედოთ ბუდე.
******
- ამდენი რომ არ დაგელია არ შეგეძლო? - ძლივს-ძლივობით დააწვინა საწოლზე ლენამ ოგე
- ჩემს ქორწილში არ დამელია... თუ რას მეუბნები? - თითქოს დახმარება სცადა ახვლედიანმა, თავისი თავი ძლივს აზიდა და შეძლებისდაგვარად გასწორდა საწოლზე
- მძიმე ხარ ადამიანო, მძიმე!! - მოთმინება დაკარგა
- კაცი .. ვარ.. - ძლივს ლაპარაკობდა ოგე - ორი კილო.. ქმარი გაგისწორდებოდა?
- ჩაიწიე ცოტა - ძალა მოიკრიბა და ქმრის ჩაჩოჩება განაგრძო
- ლენა.. ორად გხედავ, ადგილების გაზომვას ნუ მომთხოვ ახლა - პერანგი მოიშორა სხეულიდან ოგემ და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა
- ჩაიწიე, ვერ დავეტევი
- დაგატევ - ხელზე დაქაჩა. წამებში კაცის გვერდით აღმოჩნდა ლენა. უსიამოვნოდ ამოიწუწუნა და თავის გათავისუფლებას შეეცადა.
- გამიშვი, გავიგუდები ასე - მარწუხებივით შემოხვეოდა კაცის ხელები. ოგემ მის კისერში ჩარგო თავი, ცხვირი ნელა აატარა კისერზე და მფეთქავ არტერიაზე ოდნავ შეახო ტუჩები
- ოგე... - ხმა სადღაც გაპარვოდა ლენას
- გისმენ
- ახლა აღარ მხედავ ორად? - ახვლედიანს ოდნავ გაეღიმა. ნიკაპზე მოწყვეტით აკოცა ცოლს, კომფორტულად მოხვია ხელი და თვალები დახუჭა.
- დავიძინოთ
******

- მეც მინდა რა ყავა - თავზე ხელის მოკიდებით შევიდა სამზარეულოში თეკლე და გვერდით მიუჯდა ანანოს
- აი, არაფრის კეთების თავი არ მაქვს, დინამ გამიკეთა მეც.. - საწყალი თვალებით შეხედა მეგობარს კერესელიძემ. თეკლემ ერთი დაუბღვირა მეგობარს და ზლაზვნით წამოდგა კვლავ ფეხზე. ყავის კეთებას შეუდგა.
- სად გაქრი გუშინ? გეძებდით მე და თებო - საუბარი წამოიწყო თეკლემ
- აი, თუ მახსოვდეს. როგორ და რანაირად მივაღწიე ჩემს ოთახამდე საერთოდ არ მახსოვს თეკლე, მაგრამ ფაქტია დილას საწოლში გამეღვიძა - გაიცინა ანანომ
- დილა არა და, შუადღე მშვიდობისა - მხიარული სახით შემოვიდა თებო
- შენ ცოცხალი რატო ხარ? - გაკვირვებულმა შეხედა ანანომ - რამე ანტიდოტი თუ გაქვთ ლეჩხუმელებს, მეც მასწავლე, თორე გასკდა თავი
- ყავას შენც ხო დალევ? - ახლა თეკლემ მიმართა
- აუ, კი რა.. - გვერდით მიუჯდა ანანოს თებროლე - დანარჩენებს ძინავთ, ხო?
- ალბათ. ჯერ ჰორიზონტზე არავინ ჩანს დინას გარდა
- დინა არ ითვლება - გაიღიმა თებომ და ყვითელი ვაშლი ჩაკბიჩა.
- „დემე, ძმობას გეფიცები შენს პატივისცემას დავივიწყებ!“ - ყვირილი მოესმათ ზემო სართულიდან. გოგონებმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს.
- გაბრიელის ხმაა თუ მეჩვენება? - უნებურად ზემოთ აიხედა თებომ
- „ჩაიხადე შე*ემა, რას დამაყუდე აქ ამდენიხანი, ისედაც თავი მისკდება, მოვრჩეთ დროზე“
თებოს ჩაკბეჩილი ვაშლი გადასცდა და ხველება აუტყდა. ანანო და თეკლე ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ.
- „შენ დაწექი აქ და მე დაგადგები ზემოდან მაგხელა რაღაცით, თუ გაგისწორდება ვნახავ“
ნელ-ნელა ხმას უფრო უმატებდნენ
- „შენ შ*გ ხო არ გაქ, მადლობა თქვი ვაბშე აქ რო ვარ“- გარკვევით ისმოდა დემეტრეს ხმაც - „არ იფართხალო და არ გეტკინება“
- „მზად ვარ ვსო, სანამ შეარჭობ მითხარი“
- „ნუ წუწუნებ ერთი, თუ ძმა ხა..“
- „აუუუუ, ვინც შენ ეგ სერთიფიკატი მოგცა იმის არაკომპეტენტური დედა ვა*ირე მე! ცოტა ნაზად ვერ იზამდი?!“ - გაბრიელის განწირული კნავილის შემდეგ გოგოებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს და ერთიანად აკაკანდნენ.
- „ნაზად თუ გინდოდა ექიმი მოგეყვანა“ - არ ჩამორჩა დემეც ყვირილში
- „ჩემს ირგვლივ ვეღარ იბოგინებ, დემეტრე ლაშხო!“
- „იწექი ცოტახანი, ჯერ არ ადგე, წავედი მე“. .
კარის გაჯახუნების ხმას ნაბიჯების ხმაც მოჰყვა. სამზარეულოში დემეტრე შემოვიდა, ხელში ნემსი ეჭირა. გოგონების დანახვაზე ოდნავ შეცბა და ერთ ადგილას შედგა. ოთახში მყოფებმა ისევ ერთხმად დაწყეს სიცილი.
- რა გაცინებთ, ტო? - გაკვირვებული უყურებდა ლაშხი.
- ნემსის გაკეთება საიდან იცი დემე? - მოსულიერებას ცდილობდა თეკლე
- კურსები გავიარე, პირველადი დახმარების .. ისმოდა ჩვენი ხმა?
- არაა.. - სიცილისგან აწითლებულიყო თებო, დემეტრემ თავი გადააქნია.
- წელი აქვს იმას გაშეშებული, რანაირად მოახერხა არ ვიცი. დილით კივილით აიკლო სახლი, როგორ ვერ გაიგეთ, ესე გაგუდულს გეძინათ ყველას, ტო? - ბრაზი ეტყობოდა სახეზე დემეს
- მოიცა, ვერ დგება? - სიცილი გაუქრა სახიდან თებოს
- ხო. მე და დინა შევარდით დილით, მერე მე წამალზე გავიქეცი, ვაბშე როგორ ვიარე, ახლაც არ ვარ გამოსული, მინერალური არ გვაქვს? - ანანომ უხმოდ მიაწოდა მაცივრიდან გამოღებული ბოთლი. დემემ თავზე მიიდო და იქვე ჩამოჯდა.
- ავალ მე, ვნახავ როგორ არის - კიბეზე აირბინა თებომ.
- ეგ კარგადაა, ზატო მე ვარ ახლა მკვდარი - თავი მაგიდაზე დადო დემემ და მინერალური კისერზე გადაიტანა.
- მოგესმინა ოგესთვის, რა გინდოდა გოლას რომ უდგებოდი ამ დალევაში - გაეცინა თეკლეს
- საერთოდ ეს დალევაში შებიჯრი რა არის არ მესმის, რატო გვიყვარს ამ სასმელში ჩახრჩობა ქართველებს - ცხვირი აიბზუა ანანომ
- სმა ვინამაც არ იცის, ის იხრჩვება - ძალიან ახლოდან მოესმა ბოხი ხმა ანანოს და მოულოდნელად შეხტა, უკან გოლა ედგა, მინერალურების დიდი შეფუთვით ხელში - ზომა უნდა იცოდე შენი - ეს თქვა და ხმაურით დადგა ბოთლები მაგიდაზე.
- ეს ასე უცებ საიდან სპაუნდება ხოლმე? - ჩუმად გადაჩურჩულა ანანომ თეკლეს - მაშინებს ზოგჯერ..
- სასმელი მაცივარში შევდოთ, თორე ყველა ერთდროულად გარდაიცვლება - მაცივრის კარი გამოაღო გოლამ
- მე ყავას ვაკეთებ, ანანო დაგეხმარება - ეშმაკურად თქვა თეკლემ.
ანანო ზლაზვნით მივიდა მაცივრამდე
- გტკივა თავი? - წამიერად აატარა მზერა გოლამ
- კი
- ბოლო განსხვავებულზე რომ გთხოვდი არ გინდათქო, რატო არ დამიჯერე?! - ოდნავ გაეღიმა გოლას
- მე ვსვამდი განსხვავებულს?!
- კი, და მერე სხვას უკითხავ მორალს „სასმელში ჩახრჩობაზე“
- რა სისულელეა - მხრები აიჩეჩა ანანომ
- არ გჯერა? - გაეცინა გოლას
- არა, რა თქმა უნდა
- 17 წლის ბიჭს ვგავარ უაზრო ტყუილებით? - ანანომ ხმა აღარ გასცა
- კიდე რა მოხდა?.. - მორიდებით კითხა ჩუმად. გოლამ ოდნავ შეკრა წარბები, რამდენიმე წამი მზერა გაუსწორა, შემდეგი კი სწრაფად უპასუხა
- განსაკუთრებული არაფერი
- კარგი?..
გოლამ მაცივარის კარი მიკეტა და უემოციოდ ჩაუარა ანანოს.
*****
- გაბო, შეიძლება? - ფრთხილად შეაღო ოთახის კარი თებომ
- უკვე გღვიძავს? შემოდი, ვერ ვტრიალდები მაქეთ
თებომ ოთახში შეაბიჯა და მწოლიარე გაბრიელს გაუსწორა თვალი. წელს ზემოთ შიშველი იყო. გოგოს გუშინდელი მომენტები კადრებად ეჩვენა გონებაში და ლოყები შეეფაკლა.
- ხო გითხარი ცუდი იდეაა მდინარეზე ჩასვლათქო?! - გაეცინა და თან დამტუქსავი ტონი შეინარჩუნა ხმაში
- ხო, ზოგჯერ უნდა მოგისმონო ხოლმე - ოდნავი ღიმილით თვქვა ჩაჩხიანმა.
თებო კარგად მიხვდა, რომ ეს ღიმილი საერთოდ არ იყო გაბრიელისთვის დამახასიათებელი. თითქოს გულში უჩხვლიტესო. გამომეტყველება წამში შეეცვალა. ზურგს უკან დალაგებული ხელები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.
- ანუ, არ უნდა ჩავსულიყავით? - ჩუმად ამოთქვა თებომაც. გაბრიელი თვალს არ აშორებდა მის წინ მდგომს. ოდნავ წამოიწია, წამოდგომა სცადა და ტკივილისგან სახე შეკრა.
- დაგეხმარები - მკლავებზე იგრძნო გოგოს ცივი ხელების შეხება, რომელიც მისდა გასაკვირად მწველად ეჩვენა.
- იყოს.. მე თვითონ - სწრაფად მოიშორა თებოს ხელები.
თებოს თვალებში წყალი ჩაუდგა. ყელში გაჩხერილი ბურთის მოშორება სცადა.
- თებო... გუშინ რაც მოხდა.. - ღრმად ჩაისუნთქა ჩაჩხიანმა - ბოდიში მინდა მოგიხადო
თებო თვალის დაუხამხამებლად უყურებდა კაცს, რომელიც ბავშვობიდან გულში ჩავარდნონა. ეს ტვირთი ვერც ვერავისთვის გაემხილა და მისდა სამწუხაროდ, ვერც გულიდან ამოეგლიჯა, მრავალი ცდის მიუხედავად. გაბრიელი იყო თებოს ღიმილის, სევდის, და ცრემლის მიზეზიც.
მაგრამ, გუშინ - იმ მთვარიან ღამეს - თებო მხოლოდ სასიამოვნო ემოციებით იყო დატვირთული. ბედნიერი იყო, რადგან საყვარელი კაცის მკლავებში განიცდიდა იმ სიახლოვეს, რომელსაც ყველაზე ინტიმურად აღვიქვამთ ადამიანები, რომელიც საწყისია სიყვარულისა და კავშირისა.
- მე.. შემეშალა შენთან. არ ვარ მართალი კაცი - პაუზებით საუბრობდა გაბრიელი, ეტყობოდა სათანადო სიტყვებს რომ არჩევდა - შენ.. შენ სულ სხვა ხარ ჩემთვის, თებო.. - სასოწარკვეთილი იყო გაბრიელის მზერა - ასე.. ასეთი.. ამხელაზე არ უნდა შემშლოდა.
თებო თვალს არ აშორებდა გაბრიელს. ცრემლმა თავისთვის გაიკვალა გზა წითელ ლოყაზე.
- თებო.. თებიკო.. - სწრაფად წამოდგა გაბრიელი, წელის არეში არსებული ტკივილი დააიგნორა. ხელებში მოიქცია გოგოს სახე - ნუ ტირი, გთხოვ.. ჩემ გამო როგორ ტირი, გოგო?! შენი არც ერთი ცრემლის ღირსი არ ვარ მე
ცრემლები მოწმინდა თითებით და ტუჩები ფრთხილად შეახო შუბლზე. სხეულზე აიკრა ქალი, რომელიც არც კი ინძრეოდა. თავი თავზე დაადო. მხარზე გრძნობდა ქალის ცრემლებს.
- რა ვქნა, თებო.. შენი ყველა ამტირებელი უნდა მომეკლა მე.. ეგ იყო ჩემი მოვალეობა, პასუხისმგებლობა.. ახლა რა ვქნა? - ჩურჩულებდა თავისთვის გაბრიელი - მთელი ცხოვრება როგორ წაგართვა?
რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგნენ. ჩაჩხიანმა ოდნავ გაწია ქალი.
- გასაგ...
- ოგეს უნდა დაველაპარაკო - თითქოს ამ წამს მიიღო გადაწყვეტილებაო, ისე ამოთქვა კაცმა. მაისურის ძებნას შეუდგა ოთახში
- ნუ სულელობ - ცრემლი მოიწმინდა და შეეცადა ემოციები უკუეგდო - და რა უნდა უთხრა ოგეს? ან ოგე რა შუაშია საერთოდ?! - ცდილობდა ტონი ეკონტროლებინა თებოს
- შენი ხელი უნდა ვთხოვო - მაისური გადაიცვა გაბრიელმა, თებოს არც კი შეხედა, ისე წავიდა კარისკენ. თებოს ელდა ეცა, სწრაფად გადაუდგა წინ. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
- რა უნდა ქნა?!
- თებო, გამატარე
- რა უნდა გაგატარო - მხარზე ხელები კრა - შენ ახლა რამხელა შეურაცხყოფა მომაყენე, ხვდები?!
- თებ..
- რა თებო?! გავიგე, გასაგებია, მესმის, რომ შეცდომა იყო. მეც იქ ვიყავი, გაბრიელ! რამე დამაძალე?! შემაცდინე?! ის გავაკეთე, რაც არ მინდოდა?!
- ნასვამი იყ..
- ერთხელ მაინც შემომხედე გაბრიელ! ერთხელ მაინც შემომხედე და აღმიქვი ზრდასრულ ქალად! - ცრემლებს აღარ იკავებდა პატარა ახვლედიანი - პასუხს ვაგებ იმაზე, რასაც ვაკეთებ! აღარ ვარ 15 წლის ბავშვი.
- თებო, ცოლად უნდა მოგიყვანო, სხვა გზა არ არის.. შენ არ იცი, როგორ მიჭირს მე შე..
- გიჭირს, ხო. ვიცი, გიჭირს. ზუსტად მაგიტო არ გამოგყვები ცოლად! ხო გაიგე?!
- გამატარე - გვერდის ავლა სცადა ჩაჩხიანმა
- ღრუზინი კაცივით რატო იქცევი? ისე რატო იქცევი, თითქოს გოგო შეგეცდინოს და ახლა ვალდებულება გაქვს აკიდებული,? რას მახსნევინებ, რას მალაპარაკებ საერთოდ?! სე*სი გვქონდა და ცოლად ამიტომ მოგყავარ, გაბრიელ! ხვდები რამხელა შეურაცხყოფას მაყენებ?! ხვდები შენს თავს როგორ იმცირებ?!
- თებროლე, გამატარე - კისერზე ძარღვები დატყობოდა ჩაჩხიანს
- ოგესთან წახვალ და ვეღარ მნახავ. ვერც შენ და ვერავინ! გამკეთებელი ვარ, იცი!
თებომ ოთახი დატოვა და კარი ხმაურით გაიჯახუნა.
****
ოგე აივანზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. მოულოდნელად მისი მობილური ამღერდა.
- გისმენ
- დამტკიცებულია ორბელის ვენახი, გილოცავთ, ბატონო ოგე
- მოგვარდა ანუ ყველაფერი?
- კი
- მშვენიერი. ხვალ ჯგუფი გაუშვი, უკვე დაიწყონ მიწის დამუშავება.
- როგორც იტყვით.. თბილისში როდის ბრუნდებით? ახალი პარტნიორი შემოვიდა ბაზარზე, შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვს უკვე ორი კვირაა
- ვიცი, კი. დემეტრე ხვდება იმ კვირაში. მე დაახლოებით სექტემბრისთვის დავბრუნდები, რამე ხომ არ გჭირდება თედო?
- არა, არა, ყველაფერი რიგზეა
- ბავშვები ხომ კარგად არიან? რამე თუ დაგჭირდა უნდა მითხრა, ხომ იცი?
- ვიცი, კი - ღიმილი იგრძნობოდა კაცის ხმაში - ღმერთი თქვენკენ, ბატონო ოგე!
ახვლედიანმა ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დააბრუნა. ოთახში შეიხედა. აბაზანიდან გამოსულ, თხელ ხალათში გახვეულ ლენას მოკრა თვალი. თავზე დიდი პირსახოცი დაემაგრებინა და სარკის წინ იდგა. ოგემ ბიჩოკი ნელა ჩაწვა საფერფლეში და ოთახში შევიდა.
- დილამშვიდობისა - უკნიდან ამოუდგა ქალს, წელზე ხელი შეუცურა. ლენამ მუცელში გაჩენილი წვა დააიგნორა და კაცს ოდნავ გაუღიმა.
- როგორ გეძინა? - კისერს აუყვა პატარა კოცნებით ახვლედიანი.
- უკეთესად მეძინებოდა სულ ოდნავ მაინც რომ შეგეშვა ხელი
- მატყუარა - ცხვირზე პატარა ბავშვივით უჩქმიტა ოგემ - ცხვირი გაგეზრდება
ლენას გაეცინა. ოგე უფრო კომფორტულად მოეხვია და მხარზე ჩამოადო თავი.
- ყველაფერი ციტრუსის გაქვს?
ლენამ დაბნეულმა გახედა
- ყველგან ციტრუსის სუნი გაქვს, კანზე, თმაზე.. პირსახოცი მოაშორა თავიდან ახვლედიანმა. ლენას სველი თმები მხრებზე გადმოეყარა. ოქროსფერი დალალები წყლისგან გამუქებულიყო და ჩალისფერი გამხდარიყო.
- არ მოგწონს? - მეამიტურად ჰკითხა ლენამ.
ოგემ ხარბად შეისუნთქა ქალის სურნელი. სველი თმის ბოლო თითზე დაიხვია.
- არა - თმის ბოლო ხელში მოიქცია და ქალის სახესთან მიიტანა. თამაში დაუწყო. - ზედმეტად სასიამოვნოა, გრილი და.. ცუდ ფიქრებს მიჩენს
თხელი ხალათის ერთი მხარე ოდნავ გაწია ხელით, ქალის შიშველ წელს შეეხო. ლენას გული აუჩქარდა. ოგემ იგრძნო ქალის რეაქცია. ფრთხილად მოატრიალა გელაშვილი მისკენ და ზემოდან დააჩერდა.
- რა? - ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა. ლენამ დაიმორცხვა და მზერა აარიდა. ოგემ თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. კაცის შავ თვალებში ჩაიკარგა წამიერად. გული აუჩქარა იმაზე ფიქრმა, რომ წინ მდგარი ადამიანი უკვე მისი ქმარი იყო.
- რატო მიწვევ, ლენა? - ცალყბად იღიმოდა ახვლედიანი
- არაფერს არ ვაკეთებ - ხმა ჩაწყდომოდა
- ჯერ აქ დადიხარ, ოთახში და ყველგან ამ სურნელს აფრქვევ - ცხვირით ოდნავ შეეხო ოგე - მერე ასე დადიხარ, ამ ფორმაში და ადამიანს აზროვნებას აკარგვინებ - ხალათის ქამარს დაქაჩა და ფრთხილად შეუხსნა - და მერე, ამ სახით მიყურებ
ვნებიანად დაეწაფა გელაშვილის ტუჩებს ახვლედიანი. ქალმაც უპასუხა მის კოცნას. ფეხებზე ხელი შეუცურა. წამში ჰაერში აღმოჩნდა ლენა. ზურგს უკან ცივი კედელი იგრძნო. კაცი ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, სველი კოცნებით დაფარა ლენას კისერი და მხრები. ქალს სიამოვნების ჩუმი ოხვრა აღმოხდა და ავტომატურად შეაცურა ხელი კაცის თმაში. ოგეს ოდნავ გაეღიმა.
- ლენა.. თუ გინდა, რომ გავჩერდე.. - ტუჩებთან ამოილაპარაკა ახვლედიანმა.
ლენამ სიტყვაც არ დაასრულებინა, მისკეენ მიიზიდა და ახლა თავად გახდა კოცნის ინიციატორი. ოგეს გაეღიმა, კედელს მოშორდა და საწოლისკენ დაიძრა ლენასთან ერთად.
*****
- სად ხარ ამდენ ხანს? - შეკრული წარბებით უყურებდა მანქანის ფანჯრიდან მომზირალი გოლა გაბრიელს, რომელიც ძლივს-ძლივობით მიდიოდა მისკენ.
- მგონი ხედავ რო ფიფქიას კუზიანი დედინაცვალივით დავდივარ, ხო?
- საიდან აიკიდე ეგ წელის გაშეშება ვაბშე
გაბრიელმა ხმა არ გასცა. ძლივს-ძლივობით ჩაჯდა მანქანაში.
- დემეტრე რომ წაგეყვანა არ შეგეძლო ხო? იმენა მე უნდა დამტანჯო, აი ჩაჭერა გაქვს ჩემზე ბავშვობიდან
- ჩასაჭერი იყავი და ხარ ახლაც
გოლამ მანქანა დაძრა და სწრაფად დატოვეს ახვლედიანების ეზო.
- შენ ნახე უკვე ვენახი, ხო?
- კი
- ჰო, იასნია, ვინ დაგასწრებდა
- ოგემ კერძო დეტექტივი დაიქირავა, სამხილები უკვე გადავეცით, ეგ ამბავიც მოგვარდება და უკვე თამამად შეგვეძლება კოპალიანებთან მისვლაც
- მაგათი ნაბ*ზარი დედა რო შ*ვეცი მე - ბრაზმორეულმა ამოილაპარაკა გაბრიელმა - როგორ გაბედეს გუშინ იქ მო*ძრევა
- გახსოვს შენ ბაჩანა?
- ბაჩანა მაინდამაინც კარგად არ მახსოვს, ზატო ილია მახსოვს მშვენივრად
- თავიდანვე ეტყობოდა ეგ რა კაციც გაიზრდებოდა
- სიტყვა „კაცი“ ილიას მიმართებით არ ვიხმაროთ, კაი? არანაირ კონტექსტში
- ლუკა გახსოვს? რომ კოჭლობდა
- ფრუიძე?
- ჰო, მთელი სკოლა რა საზიზღრად ექცეოდა მაგ საწყალ ბავშვს - თავი გადააქნია გაბრიელმა - ერთხელ კიბეზე ხელი კრა ილიამ, ეგ გახსოვს? 5 თვე რეაბილიტაციას გადიოდა მერე
- კი, როგორ არ მახსოვს. ოგე შეესწრო და მაგ დღეს პირველად ნახა მგონი დირექტორის კაბინეტიც - გაეცინა გოლას
- ლია მასწავლებელს ფული რომ მოპარა, ეგ გახსოვს? - გააგრძელა ისევ გაბრიელმა
- კი
- გამოსირ*ბული იყო თავიდანვე. არაფერი უჭირდა სამაგისო მის ოჯახს, იმ საწყალი ქალის ფული რომ არ მოეპარა. პროსტა უსწორდებოდა ხალხის გამწარება
- ოგემ რაც ქნა მაგის გამო, ეგეც კარგად მახსოვს. თან ერთი ამბავი იყო, ცხვირი გაუტეხა მგონი
- კი, მეც მანდ ვიყავი.
- შოკში იყო ბერდია ეგ რომ გაიგო. ოგესგან არ ელოდა არავინ
- არ აპირებდა თავიდან ცემას, მარა დედა შეაგინა და მერე ვეღარ გავაჩერე, ხო იცი..
- ზეგ მიდის დემე - თემა შეცვალა გოლამ - სანამ წავა უნდა შევთანხმდეთ მთლიან ვენახში საფერავის გაშენებას ვაპირებთ თუ არა
- შეარგე იმ ბიჭს ცოლის მოყვანა ორი დღე მაინც, რანაირი კაცი ხარ - ხელი აიქნია გაბრიელმა
- გოგოებიც მიყავს დემეს? - მოულოდნელად იკითხა გოლამ
- როგოორც ვიცი მიყვებიან, კი - ეშმაკურად გაეღიმა გაბრიელს - რატო მეკითხები?!
- ისე
- ისე არაფერს კითხულობ გოლა, რა „ისე“ - გააჯავრა გაბრიელმა.
- აბა რატო გეკითხები შენი აზრით?! - უემოციო სახით გახედა გოლამ
- ჩემი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია, შენი აზრი მაინტერესებს მე. ჩაგივარდა გულში კერესელიძეების ქალი? - სიცილით უთხრა
- მასხარა ხარ - გაეღიმა გოლასაც
- ვა, არ უარყოფ ანუ
- პატარა ბიჭი ხომ არ ვარ. არ ვიცი რეალურად, გულგრილი არ ვარ ნამდვილად
- მერე?! რას აპირებ
- არაფერს
- რატო? რატო გაქვს მაზოხისტური მიდრეკილებები?
- რა შუაშია
- არაფერს აკეთებ შენი ბედნიერებისთვის
- თებო მართალია, ზედმეტად დრამატული ხარ - გაეცინა ისევ გოლას. გაბრიელს თებოს ხსენებაზე გამომეტყველება შეეცვალა, რაც გოლას არ გამოპარვია.
- ანანოსგან ვერ ვგრძნობ ვერაფერს, ვერ დავიჭირე ჯერჯერობით ვერაფერი, უაზროდ მიწოლები არ მიყვარს, შენც იცი
- რას დაიჭერ, გოგომ რაც აქ ფეხი დადგა, იმის მერე ნევროზი აკიდე
- ძალით არაფერს ვაკეთებ, საპასუხო რეაქციაა
- თქვენ რამე თუ გამოგივიდათ, ან პელე წყვილი გაიჩითებით და ერთმანეთს მოარჯულებთ, ან ყველას აგვაფეთქებთ - გაეღიმა გაბრიელს
- შენ რა გჭირს?
- მეე?! - გაიკვირვა ჩაჩხიანმა
- ხო
- რა მჭირს?! - გოლამ ერთხელ გადახედა და აღარაფერი უპასუხა. ამასობაში ორბელშიც მივიდნენ, ვენახში გადავიდნენ და საქმიანობას შეუდგნენ.
***

- არ ჩავიდეთ ქვემოთ? სირცხვილია - ამოილაპარაკა ოგეს ხელებში გახვეულმა ლენამ.
- რა არის სირცხვილი - გაეცინა ოგეს და მოწყვეტით აკოცა მოშიშვლებულ მხარზე. ლენამ თავი გაითავისუფლა, ფეხზე წამოდგა და იქვე მიკიდებული ოგეს მაისური გადაიცვა.
- გიხდება - გაეღიმა კაცს
- მე ყველაფერი მიხდება - ენა გამოუყო ლენამ
- ოგე.. უნდა ვილაპარაკოთ.. - თმა კოსად აიწია და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა
- თმა გაიშალე და მერე დაგელაპარაკები
- რას გადაეკიდე ამ თმას
- მომწონს გაშლილი, რაპუნცელს გავხარ
ლენას გაეღიმა და ისევ ჩამოიშალა ოქროსფერი ტალღები.
- აჰა. ახლა შეიძლება ვილაპარაკოთ?
- ხასიათი თუ უნდა გამიფუჭდეს, არა - ოგეც წამოდგა საწოლიდან. სპორტული შარვალი ამოიცვა, სიგარეტი აიღო და აივანზე გავიდა. ლენაც უკან გაყვა.
- მომე ერთი მეც - ღერი გამოართვა გელაშვილმა.
- რაზე გინდა ლაპარაკი? - სკამზე ჩამოჯდა ოგე, ქალი წინ დაიყენა.
- ბევრ რამეზე.. გუშნდელზე, კოპალიანებზე, შენს ურთიერთობაზე ილიასთან და ჩვენზე..
- მაგ ყველაფერზე ახლა საუბარი რომ დავიწყოთ, საღამომდე ვერ დავასრულებთ და მერე მართლა სირცხვილი იქნება იმათთან, საღამომდე ოთახიდან რომ არ გავიდეთ - გაეცინა ოგეს
- საიდან იცნობ ილიას, ოგე? - სერიოზული იყო ლენას ხმა. ოგეს მზერა ჰორიზონტისკენ ჩაკარგულიყო. ღრმა ნაპასი დაარტყა და ქალისკენ მიმართა შავი თვალები.
- ბავშვობიდან ვიცნობ ილია კოპალიანს
ლენას გაოცებისგან უნებლიედ გაეპო ბაგეები.
- აქ ცხოვრობდნენ. მამაჩემმა ბაჩანასთან ერთად დაიწყო ბიზნესი. ილიას მამაა, ხო იცი?
- ვიცი, ვიცნობ.
- ახლოს იყვნენ ჩვენი ოჯახები. ბაჩანა და მამაჩემი კლასელები იყვნენ, მეგობრობდნენ. ეგონათ, მისი შვილებიც ეგრე გააგრძელებდნენ, მაგრამ ილია ბავშვობაშიც ისეთი იყო, როგორიც ახლა არის. ვერ ვუგებდით ერთმანეთს.
- თბილისში რატომ გადმოვიდნენ?
- ჩვენი ავარიის შემდეგ - ოგემ კიდევ ერთხელ დაარტყა ღრმა ნაპასი - ბაჩანას და ლევანს კამათი მოუვიდათ.
- ბიზნესის ამბავი იყო?
ოგემ რამდენიმე წამი უყურა ლენას თვალებს, თითქოს გადაწყვეტილებას იღებდაო.
- ოგე..
- ლევანს ღვინო ებარა, ბაჩანას უშუალოდ დისტრიბუცია. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე ბაჩანამ თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. იმაზე მეტის აღება დაიწყო, ვიდრე ეკუთვნოდა. მამაჩემმა გვიან შეამჩნია. იმ ღამეს, როცა ავარია მოხდა.. - ოგემ ღრმად ამოისუნთქა - კოპალიანებთან ვიყავით. მე და ილია აივანზე ვისხედით, მაგრამ ყველაფერი გარკვევით მესმოდა. ლევანმა პასუხი მოთხოვა და უთხრა ყველაფერი გამოესწორებინა.. არ დამუქრებია ლენა, შანსი მისცა, მაგრამ გააფრთხილა, თუ არ გამოსწორდები, ამ საქმეს ბოლომდე მივყვებიო..
ლენა გულისყურით უსმენდა
- იცოდა ბაჩანამ მამაჩემი სიტყვის კაცი რომ იყო. თავად არაფრის გამოსწორებას არ აპირებდა და ჩვენი ამოხოცვა გადაწყვიტა
- ოგე.. - ლენას თვალები ცრემლებით აივსო. კაცისკენ გაიწია. ოგემ წელზე ხელი მოხვია და მუცელზე მიეყრდნო შუბლით. ლენამ დაბალ თმაზე გადაატარა ხელი
- ავარია კოპალიანებმა მოაწყვეს? - ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან
- კი - ჩუმად ამოთქვა კაცმა - ახლა ხვდები? - ქვემოდან ამოხედა ლენას. ლენამ თავი დაუქნია.
- რა არაკაციც თვითონ იყო, შვილიც ეგეთი გაზარდა. ვერ წარმოიდგენ როგორ შევიკავე თავი იმ დღეს, აივანზე რომ დაგინახეთ
- მთელი ბავშვობა მაგ ბიჭს ვიგერიებდი, რამდენი ადამიანი ყავთ გამწარებული, როგორ გაიხარებს ეგ ოჯახი?!
- ვერ გაიხარებს - ფეხზე წამოდგა ახვლედიანი
- ოგე.. - შიში ჩაუდგა თვალებში ლენას - რას აპირებ?!
- თემურმა ორბელის ვენახები დამიტოვა. ცოლი უნდა მომეყვანა, სხვანაირად ვერ მივიღებდი, საფერავით მინდა კოპალიანების ჩაძირვა. რუსეთის ბაზარზე არასდროს შევსულვარ, მაგრამ მალე დრო იქნება. ამიტომ იყო ჩვენი ქორწინება ძალიან კარგი გამოსავალი ორივესთვის
- პირდაპირ რატომ არ გადმოგიფორმა ბაბუაშენმა?
- ცუდად ვიქცეოდი - გაეცინა ოგეს - ჰო მოგიყევი? ნანას და ლევანის სიკვდილის შემდეგ აღარაფერი მინდოდა. ეგონა, უაზროდ გავფლანგავდი ყველაფერს და ცოლის მოყვანა დამაჭკვიანებდა, ტრადიციული ბაბუური აზროვნება - გაეცინა ისევ ოგეს
- ეგრე მარტივად გააჩერებ ბაჩანას?
- არ ვიცი. ავარიის სამხილებზეც ვარკვევ რაღაცებს.
ოგემ ამოისუნთქა. ოდნავ გაუღიმა ლენას და ცალი ხელით აივნის მოაჯირს ჩამოეყრდნო.
- ჩემი გეგმა ასე თუ ისე მარტივი იყო. ცოლი უნდა მომეყვანა, ვენახები მიმეღო, კოპალიანებისთვის პასუხი დამებრუნებინა... და მერე ისევ ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა
სახეზე ჩამოყრილი თმის ნაწილი ყურს უკან გადაუწია ცოლს
- მერე შენ გამოჩნდი
ლენას გული შეეკუმშა. ერთდროულად უცნობი და სასიამოვნო იყო ეს გრძნობა მისთვის.
- შენი შეყვარება არ მქონდა გეგმაში - ნაცნობი ღიმილი შეანათა ქალს ახვლედიანმა. ის ღიმილი, ასე ძალიან რომ უჩქარებდა გულს ლენას. ოგემ ქალის გაფართოებული თვალები დააიგნორა, დაიხარა და შუბლზე აკოცა
- მგონი ყველა თემა დაიხურა, ხო?
- არა - გაეპასუხა ლენა
- კიდე რა გაინტერესებს?! - ღიმილს არ იშორებდა სახიდან ოგე. ზემოდან დაჰყურებდა ქალს.
- როდის მიხვდი?
- რას?
ლენამ სიტყვა გაწელა
- რომ შემიყვარდი? - ოგემ დაუსრულა კითხვა.
- ჰო - ლენას ლოყები აუწითლდა
- არ ვიცი. რეალურად, თავიდანვე მომეწონე, ღვინო რომ გამილანძღე, მაშინ
ორივეს გაეცინათ
- მერე ენატლიკინა მიწოდე, გახსოვს?! მანქანაში.
- მახსოვს..
- და ის არ გაინტერესებს მე თუ გპასუხობ იმავეთი?! - თვალები დააწვრილა ლენამ
- ვიცი პასუხი ისედაც
- არ ვიცი ეგ შენი თავდაჯერებულობა მომწონს თუ არა
- ქარიზმაა ეგ, ლენ - თვალი ჩაუკრა ახვლედიანმა - და მოგწონს, კი
- შეიძლება.. - სახე ახლოს მიწია ლენამ
- შეიძლება? - კუთხის ბოლო ჩატეხა ოგემ
- ლენა.. - ტუჩებთან ამოიჩურჩულა
- ხო? - ეღიმებოდა გელაშვილსაც
- თუ გააგრძელებ, ნამდვილად ვეღარ გახვალ დღეს ამ ოთახიდან
****
- გაბრიელი რატომ არ მოვიდა? დამშვიდობება მინდოდა.. - დოინჯი შემოირტყა ანანომ
- საქმეები ქონდა, ორბელში დარჩა. დამაბარა, თბილისში შევუვლი გოგოებსო. ამდენი რა გიდევს ამ ჩანთაში ანანო?! - წარბები შეეკრა დემეტრეს
- ნუ წუწუნებ დემე, თეკლეს ჩანთა უფრო მძიმეა!
- ყველაფერი ჩაალაგეთ? რამე არ დაგრჩეთ, შვილო - ფუსფუსებდა დინა
- რა არ ჩაალაგეს, ეგ იკითხე, დინა ბებია - ძლივს მიათრევდა ჩანთებს მანქანამდე ლაშხი
- რატო გადმოედო ამას გაბრიელის წუწუნი? - გაეცინა ოგეს და დემეტრესკენ დაიძრა მისახმარებლად
- კიდე როდის გნახავ? - ამოიტირა თეკლემ და ლენას გადაეხვია
- მალეე! სექტემბრისთვის ჩამოვალთ თბილისში
- თებო სად არის? - ოთახში მიმოიხედა ანანომ
- აქ ვარ - მეორე სართულიდან ჩამოდიოდა თებო - აბა, სექტემბერში შეგხვდებით მეც! - თბილად გაუღიმა გოგონებს და გადაეხვია
- შვილო, რატო გაქვს ამოწითლებული თვალები? სიცხე ხო არ გაქვს? - დაფეთდა დინა თებოს დანახვისას
- არ ვიცი, დინა. შეუძლოდ ვგრძნობ რაღაც თავს - უემოციოდ თქვა თებომ. ლენამ ეჭვისთვალით გადახედა პატარა ახვლედიანს, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
***
სწრაფად გაირბინა ზაფხულმა თაკვერში. ლენა ვერ იჯერებდა, იმ ამბავს, რომელიც თავის თავს ხდებოდა. სამყაროსგან არ იყო მიჩვეული ასეთ სასწაულებს. გელაშვილის პირად სასწაულს, კი ოგე ახვლედიანი ერქვა. ოგე იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველად აგრძნობინა სიმშვიდე. ბედნიერი იყო ამ კაცის გვერდით, მისი ოჯახის გვერდით, რომელიც უკვე თავისად მიაჩნდა.
თუმცა, უსაზღვრო ბედნიერებასთან ერთად, ლენას გულში შიშსაც დაედო ბუდე. იცოდა, ამ ყველაფერს აუცილებლად რომ მოყვებოდა რაღაც ცუდი. ეშინოდა ცხოვრების სიმუხთლის, რადგან უკვე თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი ეს ყველაფერი.
თებო მთელი ზაფხული არ დაკონტაქტებია გაბრიელს. ყველანაირად ცდილობდა ჩაჩხიანი ახვლედიანების ეზოსკენ არ გაეხედა. პატარა ახვლედიანს ეს უფრო აგიჟდებდა. ძულდა გაბრიელი სიმხდალის გამო და მასთან ერთად თავისი თავიც. არასწორად დანახული ადამიანი, არასწორი ადამიანის სიყვარული და იმედგაცრუება უკლავდა გულს თებროლეს. შიგნიდან ჭამდა ეს წუხილი და არც უნდოდა ვინმესთვის გაეზიარებინა, თუმცა ლენას მახვილი თვალი მაინც ყველაფერს ამჩნევდა.
- ნუციკო, დაიცადეთ ერთი კვირა და ბარემ ერთად წავიდოდით ყველა თბილისში - დილიდან ეწუწუნებოდა თებო ლეშკაშელს, რომელიც ბარგის ჩალაგების სამზადისში იყო ჩართული
- ვერა თებო, ვერაა, მერამდენეგ გეუბნები - ამოიწუწუნა ნუციკომაც - ვაჟიკოს უფრო ადრე ეწყება სწავლა და არ მინდა მარტო იყოს პირველივე დღეებში
- და რა მომივა?! მომიტაცებენ? - ეცინებოდა ვაჟიკოს
- შენ გაჩუმდი!
- თებო, არ ევასები ნუციკოს და ვერ გეუბნება, მიხვდე იქნებ - პროვოკატორობდა ვაჟიკო
- გაჩუმდიო, გითხრეს მგონი შენ, ხო?! - წარბებშეკრული შეუბრუნდა თებო ლეშკაშელს
- კარგი, ეგრე იყოს მაშინ - ტუჩები გაბუსხა თებროლემ
- თებიკო.. ხომ არ მებუტები?
- არა!
- თებოო.. - მეგობარს მიეხუცა ნუციკო - ჩამოხვალთ თქვენც მალე და მერე ისევ ერთად ვიქნებით, სულ!
- ვეღარ ვიქნებით სულ ერთად! ცოტა ახლოს მაინც გეყიდათ ბინა - ამოიტირა თებომ
- ვაჟიკო წამომიყვანს ხოლმე და როცა მოგინდება შენც მოგიყვანს ჩემთან
- აეეე, მეც მაქვს ჩემი ცხოვრება, იცით?!
- შენ გაჩუმდითქო! - ისევ დაუბღვირა ახვლედიანმა
****

- დღეს ჩამოდიან ხო? - აჟიტირებული შევარდა ანანო თეკლეს სახლში
- კი და ლენასთან ვიკრიბებით ყველა - მაკიაჟს იკეთებდა სარკის წინ მჯდარი თეკლე
- აბა გაბრიელთანო? - გაიკვირვა კერესელიძემ
- არ ვიცი, გადაიფიქრეს
- ისიც იქნება?
- გოლა? - გაეღიმა თეკლეს
- ხო
- როგორც ვიცი, კი
- ხისთავიანი, ერთხელაც არ შემხმიანებია ამ ზაფხულში
- რა ვალდებულება ქონდა რომ შეგხმიანებოდა?
- რატო არა?! გაბო და დემე თუ მიკითხავდა, გოლა გვიშიანს არ ეკადრებოდა?!
- არაა ეგეთი ტიპი, ხო იცი
- ძაან კარგადაც ვიცი - ჩუმად ამოილაპარაკა ანანომ და ფანჯარაში გაიხედა
- ანო, მოგწონს?
- რა სისულელეა..
- ეგრე აჟიტირებული მეთერთმეტე კლასის მერე არ მინახიხარ, წერეთელზე რომ გქონდა გაფანატება
- ბოდავ რაღაცას.. ეგ კი არა, ერთი სული მაქვს ლენას ამბები მოვაყოლო - თემის გადატანა სცადა ანანომ - ვიცოდი, რომ მაგ ორს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ
- მე ეგ იმ წუთიდან ვიცოდი, პირველად რომ ვნახეთ ოგე. პროსტა უნდა გენახა რა თვალებით უყურებდა ლენას ღვინის პრეზენტაციაზე
- ჩვენს თვალს რა გამოეპარებაა - გადაიკისკისა კერესელიძემ - კაი, გავედი ახლა მე, რეზი უნდა ვნახო და საღამოს გამოგივლი, ერთად ავიდეთ
- ოქეი, რამე არ ავიტანოთ?
- რავი, ღვინო?!
თეკლეს ხმამაღლა გაეცინა
- ოგე ახვლედიანთან ადიხარ და ღვინო მიგაქვს?!
ანანომ თვალები აატრიალა და მეგობარი მარტო დატოვა.

*****
- დარწმუნებული ხარ, რომ მარტო ცხოვრება გირჩევნია? - სუფრას აწყობდნენ თებო და ლენა სახლის უკანა ეზოში.
- კი, ლენ. თქვენც არ შეგიშლით ხელს და მეც უფრო კომფორტულად ვიქნები - თბილად გაუღიმა თებროლემ
- ჩვენ არ შევწუხდებით, არანაირად, ხო იცი?...
- აქა მშვიდობაა! - ეზოში ხელებგაშლილი გამოვიდა დემეტრე და გოგოებს გადაეხვია
- აქამდე სად ხარ შე*ემა - გამოეგება ოგე, რომელიც იქვე სამწვადეს ამზადებდა.
- საცობი იყო გელოვანზე, რა ჩემი ბრალია - მხრები აიჩეჩა და მეგობარს გადაეხვია - თან მე რას მეჩხუბები, ჯერ არც გოლა მოსულა და არც ჩაჩხიანი
- აქ ვარ - მარანიდან გამოვიდა გოლა ღვინის ბოთლებით ხელში და დემეტრესკენ წავიდა ღიმილით
- შენ აქაც ღვინოსთან ერთად როგორ უნდა იყო - გვიშიანსაც გადაეხვია დემეტრე
- ასე გამოპრანჭული საიდან მოდიხარ? - სიცილით აათვალიერა ლენამ ლაშხი
- ვმუშაობ, გენაცვა. ბატონმა ოგემ ერთი სულიერის გამო ნახევარწლიანი შვებულება მოიწყო და..
ლენას ხმამაღლა გაეცინა.
- დაისვენე მერე შენც - გაეპასუხა თებო
- და კანადელებს შენ შეხვდები მერე?!
- ცოტახანი მაცადე და შევხვდები
- უი, შენ ბიზნესზე ჩააბარე, ხო?
- დიახ
- ოპაა, ახალი ბოსი იდროპეებაა - გაეცინა დემეტრეს.
- სალათას გამოვიტან - სიცილით დატოვა თებომ ეზო და სახლში შევიდა.
განათებული სამზარეულოს დახლთან დადგა და უაზროდ ჩააჩერდა მის წინ მდგარ სალათის თასს. პატარა ახვლედიანის ფიქრები ახლა სულ სხვაგან იყო. თავის თავს იმ პირობას ახსენებდა, რომლის მიხედვითაც გაბოზე ფიქრი აკრძალა. მისდა გასაკვირად, ბოლო პერიოდი გამოდიოდა კიდეც, თუმცა ახლა იმის გააზრება, რომ დღეს მას შეხვდებოდა, ძალიან აფორიაქებდა. თებოს გონებაში გაბრიელი გაუფერულდა და მნიშვნელობა დაკარგა. ყოველ შემთხვევაში, უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო.
- თებიკო.. - უკნიდან მოესმა ნაცნობი ხმა და ერთიანად გააცივა ტანში. თვალები სწრაფად დახუჭა, საკუთარი თავი გაამხნევა და კაცისკენ თავდაჯერებული სახით შეტიალდა
- გამარჯობა, გაბრიელ - ცივად გაეპასუხა და გვერდი აუარა. შეეცადა მონატრებული სახისთვის თვალი აერიდებინა, თუმცა მაინც მოასწრო დაკვირვება და ბიჭის ჩაშავებული თვალებიც არ გამოპარვია. სალათის თასს დაწვდა
გაბრიელი ელოდა თებოს მსგავს რეაქციას, თუმცა მაინც ეუცხოვა გოგოსგან წამოსული სიცივე
- როგორ ხარ? - დეტალურად აკვირდებოდა თებოს მოძრაობებს
- კარგად ვარ. ბიჭები და ლენა გარეთ არიან - სალათის მორევას განაგრძობდა თებო და თვალს არ აშორებდა საკუთარ ხელებს
- ბიჭებს და ლენას მერე ვნახავ. ჯერ ჩვენ გვაქვს სალაპ...
- რა?! - გააწყვეტინა თებომ - არაფერი გვაქვს სალაპარაკო, გაბრიელ
- ვერ აგიტან ეგეთს - წარბები შეკრა გაბრიელმა
თებოს ირონიულად ჩაეცინა
- ყურებამდე გაღიმებული უნდა შეგხვედროდი თუ რას მთხოვ?
- არა. მე არაფერს გთხოვ.. ვერ გთხოვ.. - თვალებში უყურებდა გაბრიელი
- ნუ დემაგოგობ, ძალიან გთხოვ - ზიზღით შეხედა თებომ. გაბრიელმა ოდნავ შესამჩნევად დააქნია თავი და ტუჩის კუთხე ჩატეხა
- ანუ შენს თვალში ყველაფერთან ერთად ნაბ*ზარი დემაგოგიც ვარ, ხო? - ირონიულად გაეცინა
- გაბრიელ, რა გინდა?! მართლა გინდა აქ და ახლა ამ ყველაფერზე საუბარი?!
- ჰო, თებო, მინდა! - ტონს აუწია გაბრიელმა - მთელი ზაფხული აგონიაში ვიყავი და შემოდგომის მოსვლას ველოდებოდი რომ აქ მაინც მენახე. ჩემით ვერ მოვდიოდი. არ მქონდა იმის უფლება მე მანდ, მაგ სახლში მოვსულიყავი და ოგეს გვერდით დავმჯდარიყავი. თუ გინდა, დემაგოგთან ერთად, ეგოისტიც მეძახე, თებო, მაგრამ ვერ მოვიდოდი. ჩემი ნებით ვერ გნახავდი.
- ზუსტად ამიტომ შემძულდი, გაბრიელ.
- რა..?
- შენი უსუსურობის გამო. მოსულიყავი, პირდაპირ გეთქვა იმ დღეს -„თებო, მაპატიე, მთვრალი ვიყავი, სასიამოვნო საღამო იყო, მაგრამ შენს მიმართ გრძნობები არ მაქვს“ და შენ ამის მაგივრად რა გააკეთე?! ჯერ ისე მომექეცი როგორც პირველად ნანახ ადამიანს, მერე თავში ღრუზინული ღილაკი გადაგეკეტა და ოგესთან მირბოდი ჩემი ხელის სათხოვნელად - სიმწრისგან ხმას ვეღარ აკონტროლებდა თებო - და მერე, იმის მაგივრად რომ როგორმე ურთიერთობა დაგველაგებინა, გაიქეცი! გადაიკარგე!
- მოვსულიყავი და მეთქვა სასიამოვნო საღამო იყო, აბა ახლა ნახვამდისთქო?! შენ ვაბშე ვერ იაზრებ რა ხდება ხო, გოგო?!
- მე უბრალოდ მინდოდა, რომ მეორე დღეს ჩემთან მოსულიყავი და გეთქვა, რომ ის ღამე შენთვისაც რაღაცას ნიშნავდა. ან არ ნიშნავდა. საერთოდ არ მაინტერესებდა რომელი იქნებოდა. ოღონდ შენ თვითონ გეთქვა. - თვალები აუწყლიანდა თებოს
- ზუსტად ეგაა! მე ვერ მოგცემდი იმას, რაც შენ გინდოდა. და საბოლოო ჯამში ყველანაირად ახვარი ტიპი გამოვედი, რომელიც გაერთო იმ ქალთან, რომელსაც არ უნდა შეხებოდა.
- არ უნდა შეხებოდა, მაგრამ შეეხო, რატო, გაბრიელ?! - სასოწარკვეთილი იყო თებოს ხმა
- ოგეს და ხარ.. და..
- ოგეს და ვარ - სიმწრისგან გაეცინა თებოს - ოგეს და ვარ, ხო. თებო არ ვარ. ჯერ ოგეს და ვარ, და მერე თებო. - თავი დანანებით გააქნია ახვლედიანმა
- მართალია, ვერ მომცემდი იმას რაც მინდოდა - ჩუმად ამოილაპარაკა გოგომ და თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა
- მე ვერ მოვიდოდი და ვერ გეტყოდი, მოდი დავივიწყოთ ის ღამე და ძველებურად გავაგრძელოთ ურთიერთობათქო. ეგეთი ს*რიც არ ვარ, თებიკო - ირონიულად გაეღიმა გაბრიელს
თებომ თავი დააქნია.
- დავასრულოთ. - სახე კიდევ ერთხელ მოიწმინდა
- ოგესთვის თქმას მაინც ვაპირებ - თავდაჯერებული იყო ჩაჩხიანის ტონი
- ნუ სულელობ
- დღეს ვერა, არ მინდა დღე ჩავუშხამო, მაგრამ სანამ დავბრუნდები, მანამდე ვეტყვი
- რაც გინდა ის გააკეთე. მე გავდივარ. ლენას უთხარი რომ კურსელებმა მომაკითხეს
- სად მიდიხარ?! - წარბები შეკრა გაბრიელმა. თებომ უპასუხოდ გაიხურა კარი.
გაბრიელმა ღრმად ამოისუნთქა და სამზარეულო დატოვა.
- გაბოო.. სად ხარ ამდენხანს! - გადაეხვია მომღიმარი ლენა - თებო სად არის?
- კურსელებმა დაურეკეს და წავიდა - შეეცადა ბუნებრივი ტონი ჰქონოდა. ლენამ თვალებში შეხედა.
- კარგად ხარ?
- კი
- გაბო.. თუ საუბარი მოგინდება
გაბრიელმა თბილად გაუღიმა
- ვიცი, ლენ..
- გაბრიეელ! - დემეტრეს ხმა მოისმა - მოდი, დამეხმარე!
ჩაჩხიანი მისკენ გაემართა
- რატო ყმუი?
- მე არა, მარა შენ იყმუებ უმი ხორცის ჭამა რომ მოგიწევს. დამეხმარე, ვერ ვატრიალებ ამას.
- შამფური ვერ გადაგიტრიალებია, შენ ქალს გადაატრიალებ საწოლში?
ოგეს ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
- ეს რა ხუმრობებით ვართო?! - თეკლე ამოუდგა გვერდით გაბრიელს
- ვა, თქვენ როდის მოხვედით?..
ანანომ დაკვირვებული მზერა მოავლო ეზოს. სასურველი ადამიანი რომ ვერ დაინახა მისდა უნებურად ტუჩები გაბუსხა.
- სალამი - უნებურად შეხტა მოულოდნელი ხმის გაგონებისას
- მაპატიე, არ მინდოდა შემეშინებინე - გაეცინა გოლას
- ადამიანურად რომ მიესალმო ადამიანს არ შეგიძლია? - წარბები შეკრა ანანომ. გოლას გაეღიმა
- მომნატრებია
ანანო დაიბნა
- რა?..
- ციცქა ცოლიკაური - ჭიქა აწია გოლამ - ლეჩხუმში ყველა ცისტერნა დავცალეთ და აღარ გვაქვს
- ჰო, არა? - ცინიკურად დააქნია თავი
- ჰო - ტუჩის კუთხე ჩატეხა გოლამ - როგორ გაატარე ზაფხული თბილისში?
- მშვენივრად, მაგრამ თავიდან ცოტა გამიჭირდა.. ლეჩხუმის შემდეგ ძალიან ხმაურიანი მომეჩვენა აქაურობა
- ჰო, ეგრე იცის ხოლმე.. შეგიყვარდა ანუ ჩვენი მხარე
- კი. ძალიან მოულოდნელად თან - იღიმოდა ანანო
- იმდენად, რომ თბილისსაც დატოვებდი?
- ჰა?!
- გადმოხვიდოდი საცხოვრებლად?! - გოლა თვალს არ აშორებდა. ანანო ცოტახანი შეფიქრდა
- სხვათაშორის, არ ვიცი. ჩემი ხალხი მომენატრება, თორე დავფიქრდებოდი
- ანუ, ისე არ შეგყვარებია, როგორც საჭიროა
- ვაიმე, შემიყვარდა მეთქი და მაინდამაინც ყველაფერი უნდა მივატოვო და იქ გავიხიზნო? - წარბები შეკრა ანანომ. გოლას გაეცინა.
- ნუ იჭრები ეგრევე, დამშვიდდი, არმეპარება ეჭვი შენს სიყვარულში - სიცილს არ წყვეტდა გოლა.
- გაბოს რა ჭირს? - თემის გადატანა სცადა ანანომ
- შენც შეამჩნიე, ხო?
- ყველამ შევამჩნიეთ.. ზედმეტად სერიოზულია
- მთელი ზაფხული ეგრეა
- რამე მოხდა?!
- მოხდა, ალბათ.. - სერიოზულად ამოთქვა გოლამ
- ჰაა, მოერეკეთ ახლა სუფრისკენ - დაიყვირა დემეტრემ და პირველი მიუსკუპდა მაგიდას
მშვიდად ივახშმეს. ყველა ხვდებოდა გაბრიელის ხუმრობები რომ აკლდა საღამოს, თუმცა ვერც ვერავინ ბედავდა მისთვის რამეს კითხვას.
- ბარში ხომ არ წავიდეთ? - იდეა გააჟღერა თეკლემ
- ეე, არ იქნება ცუდი - მხარი აუბა ლენამაც
- მე პას, ვმუშაობ ხვალ დილით თქვენგან განსხვავებით - ხელები გადაიჯვარედინა ლაშხმა
- მეც სახლისკენ გავაჭრი.. - ღვინო მოსვა გაბრიელმა
- აპ,აპპ, გამორიცხულია. მოდიხარ! - შეეწინააღმდეგა ლენა
********
ბარში მუქი სინათლე და ხმამაღალი მუსიკა ისმოდა. მოცეკვავე ხალხის ბრბოს ერთ ადგილას მოეყარა თავი. მათ ირგვლივ კი პატარა მაგიდები განეთავსებინათ.
- ღვინო დავლიეთ და ახლა შოთები ავურიოთ?.. ხვალ თავს ვერ ავწევთ, ვერც ერთი - დაიწუწუნა თეკლემ
- და რა აუცილებელია დავლიოთ - ჩაერთო გოლა
- აბა ამ ხალხის საყურებლად მოვედით ააქ?! - პატარა ჭიქა ააცალა მაგიდიდან ანანომ გვიშიანს.
- ეეე, თქვენ აქ რა გინდათ - თებოს ხმა გაისმა მოულოდნელად.
- შენ კურსელებთან ერთად არ იყავი?! - წარბები შეკრა ოგემ.
- კურსელებთან ერთად ვარ, კი. რა ტონია?! - არც პატარა ახვლედიანმა დააკლო. - გაიცანით, ჩემი კურსელები, ნიტა, თოკო და საბა.
ოგემ სასმელზე დაპატიჟა თებო და მისი მეგობრები. გაბრიელი ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს გოგოსკენ, მაგრამ ერთხელაც ვერ შეეჩეხა მის თვალებს. აშკარა იყო თებოს არ აინტერესებდა. ჩაჩხიანმა უცნაური წვა იგრძნო გულში. ეგოისტურად მოუნდა ყველა გაექრო იმ ბარიდან და მხოლოდ თავად შესძლებოდა თებოს ყურება, მასთან ერთად სიცილი, ცეკვა და შეხება. ამ ფიქრებში მყოფმა გაიაზრა, რომ თებროლე მოენატრა. მასთან გულწრფელი საუბარი და მისი თმის შეხება მოენატრა... სწრაფად წამოდგა ადგილიდან და გარეთ გავიდა. სიგარეტი კოლოფიდან ამოაძვრინა და ნიკოტინი ფილტვებში ჩაუშვა.
- ზედმეტად ხმაურიანი ადგილია, ხო?
ოგეს ხმა მოესმა უკნიდან. შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- ჰო, რაღაც თავი ამატკივა. დავბერდით, ოგე - ხუმრობა სცადა, თუმცა ახვლედიანის სახე ზედმეტად სერიოზული იყო.
- არ გამოგდიოდა ტყუილი არასდროს, გაბო
გაბრიელმა კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა და ოგეს თვალებში შეხედა. რამდენიმე წამი დაფიქრდა, მაგრამ შემდეგ თავი გააქნია, თითქოს თავის თავს უარი უთხრაო.. ახვლედიანს ცალყბად გაეღიმა. ბოლო ნაპასი დაარტყა და გაბრიელს მხარზე ხელი რამდენჯერმე მიადო.
- თებოს ძმა მე ვარ. შენ არა.
გაბრიელს თვალები გაუფართოვდა.
- მე გენდობი. დანარჩენი შენ იცი. - კიდევ ერთხელ მიარტყა მხარზე ხელი და ბარში დაბრუნდა.
******
- აქ გააჩერე, შიგნით აღარ შეხვიდე - უკანა სავარძლიდან გაისმა თეკლეს ხმა
- მოიცა კაცო, მიგიყვან ბოლომდე - შეეწინააღმდეგა გოლა და ვიწრო ჩიხში შეუხვია.
- დიდი მადლობა, გოლა. ანანოს რომ მიიყვან, მომწერე რა..
გვიშიანს გაეღიმა
- მოგწერ.
თეკლემ მანქანის კარი დაკეტა და შიგნით მძინარე ანანო დატოვა. გოლამ ერთხელ გადმოხედა ქალს, ოდნავ გაეღიმა და გაზს ჩააჭირა. მალევე ჩაუხვია გაგარინზე და მანქანა კორპუნსთან დააპარკინა. მანქანის უკანა კარი გამოაღო და ანანოს გაღვიძებას ფრთხილად შეეცადა.
- ანანო... მოვედით..
- მმმმ - ამოიზმუილა გოგომ, მხარი იცვალა და უფრო კარგად მოკალათდა სავარძელზე
- ანანო..
გოლამ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.
- თეკლე.. მე ვარ.. ვერ ვაღვიძებ.. სართული და ბინის ნომერი მითხარი.. არა, არ არის საჭირო.. მადლობა.. მშვიდობიანი ღამე..
ანანოს გვერდით მიგდებული ჩანთა გახსნა. გასაღები ამოაძვრინა. გოგონა ფრთხილად აიყვანა ხელში და კორპუსისკენ გაემართა. ნაცნობმა სუნმა აუწვა ცხვირი. უნებურად დაიხარა და ქალს შუბლზე აკოცა. კარი ძლივს-ძლივობით შეხსნა და საძინებლისკენ გაემართა. საწოლზე ნელა გადააწვინა, სახიდან თმა მოაშორა და შეეცადა, ბალიშები კომფორტულად დაედო.
- გოლა.. - თვალები ზანტად გაახილა
- აქ ვარ
- მე.. ძალიან მთვრალი ვარ?.. - საწყალი სახით შეხედა კაცს. გვიშიანმა სიცილის შეკავდება სცადა
- მგონი, ხარ.
- მაპატიე.. - ტუჩები დაბრიცა სატირლად ანანომ
- ანანო, არაუშავს - ღიმილით უთხრა - ფეხსაცმელს გაგხდი, ხო?
- არაა. არაა, სირცხვილიაა, ვაიმე - სახეზე ხელები აიფარა ანანომ და ფეხები ააფართხალა. გოლას ხმამაღლა გაეცინა. ანანოს სახე უცებ დაუსერიოზულდა. სწრაფად წამოხტა და სააბაზანოსკენ გაიქცა. გოლაც თან გაყვა.
- ანანო, გააღე კარი, ცუდად ხომ არ ხარ?
- არაა.. არ შემოხვიდე.. კარგად ვიქნები - ძლივს-ძლივობით ამოთქვა და თან თავის თავს წყევლიდა.
- ანანო, კარი გააღე - ბრაზიანი იყო გოლას ტონი. კარი ძალით გამოაღო და იატაკზე დაჩოქილი გოგო წამოაყენა
- არ ვიცი ხოლმე მე ასეთი სიმთვრალე.. - ამოიტირა ანანომ. გოლას ჩუმად გაეღიმა. წყალი მოუშვა, შუბლი დაუჭირა და ცივი ხელით სახე მობანა.
- არაუშავს, ანო, ყველას დაგვმართნია
- შენ არ დაგმართნია
- მეც დამმართნია - გაეცინა და ნაზად შეუმშრალა სახე - და შენც დაგმართნია
- მე არ დამმართნიათქო, პირველად ვარ.. ვიღაცის მოსასვლელი - ჯერ კიდევ ღვინისეული ჭინკები თამაშობდნენ ანანოს თვალებში
- ლენას და ოგეს ქორწილშიც ასე იყავი.. მე მიგიყვანე ოთახამდე. მეორე დღეს საერთოდ არც გახსოვდა - ისე უთხრა გოლამ, თითქოს მონაჭორ ამბავს უყვებაო
- რაა?! - უკან გადგა ანანო
- რა მოხდა
- ლეჩხუმშიც.. ასე მოხდა?!
- ჰო
- აქამდე რატომ არ მითხარი?!
- ეგრე რომ არ გეწუწუნა, როგორც ახლა წუწუნებ, მაგიტო - საძინებლისკენ უბიძგა გვიშიანმა
- რაც საჭიროა იმას არ ამბობ, ხო?! - მოულოდნელად მოტრიალდა ანანო და პირდაპირ კაცის გულს შეასკდა. გოლა მშვიდად უყურებდა ზემოდან.
- რაც საჭიროა ზუსტად იმას ვამბობ
- არა, არ ამბობ - ოდნავ შეამცირა მანძილი ანანომ
- ანო.. - მისი სახელის გაგონებისას ქალს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. გვიშიანმა ხელის მტევანში მოიქცია გოგოს თბილი სახე
- არ მიყვარს თამაშები - ამოიჩურჩულა მის სახესთან გოლამ
- და ვინ გეთამაშება?
გაცხარებულად დაეწაფა ქალის ტუჩებს გვიშიანი. სწრაფად შემოხვია მკლავები ანანომ და კოცნაში აყვა კაცს.
- ანო.. ნასვამები ვართ
- არაუშავს - ტუჩებში ამოილაპარალა გოგომ
სწრაფად შემოაძარცვა ტანსაცმელი გოლამ. სწრაფადვე აღმოჩნდნენ საწოლზე. ქალის სხეულის დეტალურად შესწავლას შეუდგა გვიშიანი.
მეორე დილით მზის სხივებმა უსიამოვნოდ შეანათა ანანოს. გამოძრავება სცადა, თუმცა თავის ტკივილისა და მის ტანზე შემოხვეული მკლავების გამო თავი ვერაფრით წამოწია. დეტალურად გაახსენდა გუშინ მომხდარი ამბები და სიამოვნების ტალღა იგრძნო მუცელში. გვერდით მწოლიარე გოლას გადახედა. ფრთხილად შეეცადა თავის გათავისუფლებას
- სად მიდიხარ - ხმა უფრო დაბოხებოდა გვიშიანს. თვალებდახუჭულმა თავისკენ მიიზიდა ანანო
- წყალი მინდოდა.. როგორ გეძინა?
- თავიდან ნორმალურად, მაგრამ მერე ფეხებს მირტყამდი
- რაა?! - გაეცინა ანანოს - იგონებ
- არ ვიგონებ - გაეცინა გოლასაც - ხშირად ფართხალებ ხოლმე ძილში?! გაგვიჭირდება ეგრე
ზემოდან მოექცა და სახე დაუკოცნა ქალს. ანანომ დაიმორცხვა. გოლამ კიდევ ერთხელ, მოწყვეტით აკოცა და საწოლს მოშორდა.
- აბაზანაში შევალ
ანანო თავის დაქნევით დაეთანხმა.
*******
ჯერ კიდევ ახალი დაწოლილი იყო საწოლში, როცა კარზე გამაყრუებელი ბრახუნი მოესმა. ისედაც არაკომფორტულად გრძნობდა თავს ახალ სახლში, სრულიად მარტო..
სწრაფად სამზარეულოში გაირბინა და დიდი, მჭრელი პურის დანა იპოვა. ხელში აიღო და ნელა მიუხალოვდა კარს. ბრახუნი კვლავ გაისმა. ფრთხილად გაიხედა ჭუჭრუტანაში. ზღრუბლთან გაბრიელი იდგა. შვებით ამოისუნთქა და კარი გააღო
- შენ სულ გადაირიე?! - წარბებშეკრული შეეგება თებროლე
- მე კი არა, შენ გადაირიე! რას აღებ კარს ღამის 2 საათზე?! მე რომ არ ვყოფილიყავი?!
- გაბრიელ.. მთვრალი ხარ?
- ცოტა, გადააგდე ეგ დანა და შემომიშვი - გვერდის ავლა სცადა
- არსადაც არ გიშვებ - გზა გადაუღობა თებომ - წადი სახლში
- მაგდებ გოგო?!
- კი
- მალადეც შენ ქალობას, სტუმარი ღვთისააო არ გაგიგია?!
- 2 საათზე მოსული სტუმარი ღვთის ვერანაირად ვერ იქნება, ბოდიში
- მკრეხელობ
ძალით შევიდა სახლში გაბრიელი. ჩანთიდან მუყაოს პარკი ამოაძვრინა.
- რა არის ეს?
- ეს შენი ლეჩხუმის ალუჩა - პარკიდან მწვანე ხილი ამოაძვრინა და მაგიდაზე დააწყო - ესეც შენი ლაჯანურის წყალი - ხილს ბოთლი მოაყოლა და ისიც თებოს წინ მოათავსა. გოგო გაკვირვებული სახით უყურებდა.
- მე მოგიტანე ალუჩაც და ლაჯანურის წყალიც, არ შემირიგდები?
თებოს ხმამაღალი სიცილი აუტყდა
- ალუჩით და ლაჯანურის წყლით ცდილობ ჩემს შემორიგებას?
- მომენატრა შენი მომცინარი სახის დანახვა, თებო
თებო წამში დასერიოზულდა
- გაბრიელ.. არ გინდა
- რომ მინდა?!
- რეალურად შენ არ იცი რა გინდა, ეგ არის შენი პრობლემა - შეეცადა მტკიცე ხმა ქონოდა. გაბრიელი ნელ-ნელა მიუახლოვდა.
- გაბრიელ.. - თებომაც უკან დაიხია
- ოღონდ ეგ არა.. იცი როგორ მძულს შენი დაძახებული გაბრიელი?! არ ვარ მე შენი გაბრიელი
ქალის სახე ხელებში მოიქცია კაცმა. ობლაც ჩამოვარდნილი ცრემლი მოწმინდა.
- თუ მაპატიებ.. თებო. თუ..
- გაბო..
ჩაჩხიანს გაეღიმა
- მიყვარხარ ისე, რომ არ ვიცი საიდან, როდიდან და როგორ. პირდაპირ მიყვარხარ, სიამაყის და სირთულეების გარეშე. მიყვარხარ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ხარ და ძალიან შორს.
ქალის ტუჩებს ნელა შეეხო გაბრიელ ჩაჩხიანი.
******
- გოლა გვიშიანი შენ ხარ? - დინჯად მობრუნდა უცნობის ხმის გაგონებაზე გოლა
- მე ვარ, ვის ვესაუბრები? - მის წინ მდგომი ახალგაზრდა კაცი დაკვირვებით აათვალიერა
- რეზი გელენიძე, ანანო კერესელიძეს დეიდაშვილი. გააქვს ორი წუთი რომ დამითმო?
გოლამ დინჯად დაუქნია თავი და მანქანისკენ წაყვა კაცს.

**********
- ხვალ მივფრინავთ - ზედმეტად სერიოზული იყო ოგეს ხმა
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი წამოსვლა არ გინდათ? - ხელები გადაიჯვარედინა კარებს მიყრდნობილმა გოლამ
- კი, აქ უფრო მჭირდები. რუსეთიდან მალე მოაღწევს ხმა აქამდე. კოპალიანების ჩაძირვას ყველა გაიგებს და არ ვიცი ს*რი ილია რას გააკეთებს. აქ უნდა იყო, ლენას და თებოს გვერდით. მეც მშვიდად ვიქნები.
- არ მანდობ ახვლედიანს თუ რაშია საქმე? - გაუღიმა გაბრიელმა გოლას
- გაბო, ჩემს სიცოცხლესაც განდობ, იცი ეგ შენ - ოდნავ გაეღიმა გოლასაც
- საბუთები, ყველაფერი წესრიგშია. იურიდიულად გამართულია ყველაფერი. გზაში დეტექტივის მასალებსაც დაგაწევთ. სარჩელიც უკვე შეტანილია. მასალებს პროკურორსაც გადავუგზავნი.
ოგემ ღრმად ჩაისუნთქა
- წლებია ამ დღეს ველოდები. ემოციებმა არ უნდა ამაჩქაროს.
- არ ხარ შენ ეგ კაცი, მოუთმენლობამ რომ დაგღუპოს - მხარზე ხელი მიარტყა გაბრიელმა ოგეს
*********
რუსეთში პირველი შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს არ გაგრძელებულა. გაბრიელისა და ოგეს წინ მჯდომმა კაცმა საქაღალდე დახურა
- კოპალიანებთან უკვე გვაქვს შეთანხმება - მხრები აიჩეჩა კაცმა
- გქონდათ - თავდაჯერებული იყო ახვლედიანის ხმა. კაცმა წარბები შეკრა
- უკაცრავად?!
გაბრიელმა მაგიდაზე მეორე საქაღალდე დადო. რუსმა ეჭვნარევი მზერა მოატარა ქართველებს. საქაღალდე აიღო და რამდენიმე ფურცელი გადაათვალიერა. ლაბორატორიული დასკვნები, საბუთები, გადაზიდვების მონაცემები.. შიგადაშიგ სახის გამომეტყველება ეცვლებოდა
- ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ? - სათვალიდან ამოიხედა
- მნიშვნელობა არ აქვს
- თუ კოპალიანებს წყლის შერევაში ადანაშაულებთ..
- არ ვადანაშაულებ - ოგე სკამის საზურგეს მოხდენილად მიეყრდნო - ვამტკიცებ
- ეს რომ საჯარო გახდეს.. - ანერვიულად კაცი
- მაგაზე არ იდარდოთ. უსაფრთხოების გარანტიას ჩვენ ვიძლევით - საუბარში ჩაერთო გაბრიელი.
- და რას ითხოვთ? - სათვალიან კაცს თრგუნავდა მის წინ მჯდომი, ორი, თავდაჯერებულად მომღიმარი კაცი

*****
სამ დღეში პირველი კონტრაქტი გაფორმდა. მეხუთე დღეს - მეორე. კვირის ბოლოს კოპალიანების სამი უმსხვილესი პარტნიორი უკვე ოგესთან თანამშრომლობდა.
- მეე ვარრ სუპერკააციი - ყვირილით შემოხსნა ოგეს ნომერის კარი გაბრიელმა - ესეც მეოთხეე - ტელეფონი მოისროლა და საწოლზე მიაგდო
- ასე თუ გააგრძელე, დაგაწინაურებ - გაეცინა ოგეს და ყავა მოსვა
- დამაწინაურებ კი არა, სად არის ჩემი სუპერ რეიტუზი?! მე ვარ, რაღაც, საოცრება! მე არ ვარ ამ ქვეყნის კაცი!
ოგემ ხმამაღლა გადაიხარხარა
- ბაჩანას ზარს ველოდები - სახე ნელ-ნელა დაუსერიოზულდა - უკვე გაიგებდა პარტნიორების დაკარგვის ამბებს
- აქამდე რომ არ დარეკა მე ეგ მიკვირს - ჰალსტუხი მოიხსნა გაბრიელმა. ხმამაღლა ამოისუნთქა. მოულოდნელად ოგეს ტელეფონი ამღერდა.
- ჰა? ძაღლი ახსენეო?.. - გაეღიმა გაბრიელს. შეეცადა ასე მაინც დაეფარა დაძაბულობა. ოგემ წარბები შეკრა და ტელეფონს უპასუხა.
- გისმენ
რამდენიმე წამი სიჩუმე იყო
- კარგად გაერთე? - ბაჩანს ხმა გაისმა
- საკმაოდ
- ჩემი პარტნიორები ჩემ წინააღმდეგ აგიმხედრებია. შენ მართლა გგონია, რომ ამით მომერევი?!
- ვარაუდებით მოქმედება არ მჩვევია, ბატონო ბაჩანა - ირონიული იყო ახვლედიანის ტონი - დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ
- წარმოდგენაც არ გაქვს ვის ეთამაშები, შენი თავი დიდი კაცი გგონია? - ზიზღი იგრძნობოდა კოპალიანის ხმაში
- ჩემს კაცობაზე საუბარს შენთან არ ვაპირებ. რაც შეეხება თამაშსს... თამაშისგან ძალიან შორს არის ის, რასაც ვგეგმავ და დამიჯერეთ, იმაზე კარგად გიცნობთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ილია მომიკითხეთ - ახვლედიანმა ტელეფონი გათიშა
- ახლა მისი ჯერია. გოლას დაურეკე, გააფრთხილე, გოგოებს თვალი არ მოაშოროს.
*****
სასტუმროს კარიდან ქართველები გამოვიდნენ. ოგემ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და აუჩქარებლად გაუკიდა.
- ბოლოა და მორჩება, ხო? - ჯიბეებში ხელი ჩაეწყო გაბრიელს
- წესით, ხო.
- ბატონო ოგე, თქვენი მანქანა მოვიდა - ახალგაზრდა ბიჭი მანქანიდან გადმოვიდა და გასაღები ოგეს გადასცა
- ახლა მაინც წავიდეთ ჩემი მანქანით, ბოლო შეხვედრაა - წუწუნი დაიწყო გაბრიელმა
- სულ შენს მანქანაზე როგორ უნდა წუწუნებდე - თვალები აატრიალა ახვლედიანმა. სიგარეტის ბოლო ნაპასი ფილტვებში ჩაუშვა და თავისი გასაღები კვლავ ბიჭს დაუბრუნა.
- მადლობა, სხვა მანქანით წავალთ - მხარზე ხელი მიარტა მეგობრულად და გაბრიელს გაჰყვა.
ახალგაზრდა ბიჭი ოგეს მანქანაში ჩაჯდა. ნახევარ წუთში ქუჩა მოულოდნელმა გუგუნმა შეაზანზარა. მანქანის აფეთქების ხმა სასტუმროს კედლებს მისწვდა. ოგე და გაბრიელი ერთდროულად შეჩერდნენ. რამდენიმე წამით ორივე უძრავად იდგა.
- ოგე... ეს შენი მანქანა იყო..
ოგე ადგილს მოწყდა. სირბილით მივიდა აფეთქების ადგილამდე. მანქანისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. უკნიდან გაბრიელმა მოქაჩა
- ოგე.. შენ უნდა ყოფილიყავი ამ მანქანაში.. ახლა აქ არ უნდა ვიყოთ
- ბავშვი მოკლეს.. იმ ახ*რებმა პატარა ბიჭი მოკლეს - თვალებში სიგიჟე ჩასდგომოდა ახვლედიანს. გაბრიელმა ძალით გაიყვანა მოფარებულ ადგილას.
- ფრენას ვჯავშნი. დღესვე მივდივართ აქედან. - ტელეფონი ამოიღო ჩაჩხიანმა. ოგეს სუნთქვა გახშირებოდა. კედელს მიეყრდნო, თავი ჩახარა და თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი. მისი მობილური ამღერდა.
- გისმენ, დემეტრე. დარწმუნებული ხარ?! დემე, შეცდომა ახლა არ მჭირდება. ახლახანს ჩემი მოკვლა სცადეს ამ ნაბ*ზრებმა. კი.. გაბოც კარგად არის.. კარგი, მაშინ, გააკეთე შენი საქმე. ჩვენც პირველივე რეისით გამოვფრინდებით.
- რა ხდება? - ანერვიულებული მზერა მიაპყრო გაბრიელმა ოგეს
- ბაჩანასთან შედიან
*****
კოპალიანების სახლში ზარი გაისმა. უნიფორმაში გამოწყობილი ქალი კართან ნელა მივიდა. განმეორებით ზართან ერთად კაცის ხმაც გაისმა
- პოლიციაა, კარი გააღეთ.
ქალი შეცბა. უკან მოიხედა.
- კარს რატომ არ აღებ ელისო? - კიბეზე ილია კოპალიანმა ჩამოირბინა
- ბატონო ილია.. - ქალმა შეშინებულმა ახედა
- ვიმეორებ, პოლიციიდან ვართ. გთხოვთ კარი გაგვიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს სხვა ზომებს მივმართოთ
ილიამ კარი გააღო
- რა ხდება?
- ბაჩანა კოპალიანი სახლშია?
- დიახ. რა ხდება? - წარბებშეკრული იდგა ილია კართან. პოლიცილები სახლში შემოვიდნენ.
- რა ხმაურია? - კიბეზე ბაჩანაც გამოჩნდა.
- ბაჩანა კოპალიანი ბრძანდებით?
- დიახ - გამომეტყველება შეეცვალა ბაჩანას
- თქვენ დაკავებული ხართ ნანა და ლევან ახვლედიანების მკვლელობის ბრალდებით, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება.. - ორი პოლიციელი ბაჩანასკენ დაიძრა და ხელბორკილები გაუკეთა. ილიას სახეზე გაურკვეველი ემოციები იკითხებოდა
- რა..მამა.. მამა, მართალია?..
- თავი ხელში აიყვანე და მირზას დაურეკე, ადვოკატი დამჭირდება - ბოლო სიტყვა წარმოთქვა ბაჩანამ და სახლი პოლიციელებთან ერთად დატოვა
*****
ძილიდან უსიამოვნო ხმაურმა გამოიყვანა. შორიდან მისწვდა ბრახუნის ხმა. თვალები ზანტად გაახილა.
- თებო! ლენა! გააღეთ კარი!
ბრახუნის ხმასთან ერთად სიტყვები გაარჩია თუ არა, ეგრევე წამოდგა საწოლიდან და კარი გააღო
- გოლა, რა ხდება?! მშვიდობაა?! - შეშინებული სახით შეხვდა თებო გვიშიანს
- სად ხარ გოგო ამდენხანს! კარგად ხარ?! - მხრებზე ხელი მოკიდა კაცმა. თითქოს პატარა ბავშვს ამოწმებსო. თებო გაკვირვებული უყურებდა მის საქციელებს. როცა გოლა დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, სახლში შეაბიჯა.
- ლენა სად არის? - ოთახისკენ დაიძრა
- საყიდლებზე გავიდა თეკლესთან ერთად
- რა ქნა?! ჰო გითხარით არსად არ გახვიდეთ მეთქი! - ტონს აუწია გვიშიანმა
- გოლა, დაწყნარდი. თეკლესთან ერთადაა, მარტო არ წასულა.
- რამდენი ხნის წინ გავიდნენ?
- არ ვიცი...
- დაურეკე
თებომ ნომერი აკრიფა.
- არ იღებს - ნერვიულობა პატარა ახვლედიანსაც დაეტყო
- კიდევ სცადე
თებომ კიდევ დარეკა.
- ტელეფონი გათიშეს - ჩუმად ამოილაპარაკა.
- დედა შ*ვეცი - ჩუმად შეიკურთხა გვიშიანი - თეკლეს დაურეკე და ტელეფონი მომეცი
თებომ სწრაფად შეასრულა გოლას ბრძანება და ტელეფონი გაუწოდა
- ჰო, თებიკო - გაისმა თეკლეს მხიარული ხმა
- თეკლე, გოლა ვარ, რამდენი ხნის წინ იყავი ლენასთან ერთად?
- ლენა სახლში არ არის?! საათ-ნახევრის წინ დავიშალეთ, უკვე სახლში უნდა ყოფილიყო - ანერვიულდა თეკლეც
- თეკლე, რა ხდება? - ტელეფონიდან ანანოს ხმა მოისმა
- სად ნახე ბოლოს?
- პეკინზე, მე მეტროსკენ წავედი.. გოლა.. რა ხდება?!
- სახლში დარჩით, ორივე! - გამაფრთხილებელი იყო გვიშიანის ტონი. ტელეფონი გათიშა და თეკლეს გაუწოდა - შენც გეხება ეს. კარი არავის გაუღო და გარეთ არ გახვიდე. თებოს თვალები წყლით ავსებოდა.
- გოლა.. ჰო მოიყვან ლენას?..
გოლამ რამდენიმე წამი უყურა თებოს
- მოვიყვან
*******
ჩიქობავას ქუჩაზე მანქანა მთელი სისწრაფით შევარდა. ერთ-ერთ სახლთან გამაყრუებელი მუხრუჭის ხმა გაისმა. საჭესთან მჯდომი მძიმე ნაბიჯებით, აჩქარებულად გადმოვიდა და სახლის კიბეებს აუყვა. კარი დაკაკუნების გარეშე შეხსნა და მაგიდასთან მჯდომ ბიჭს პირდაპირ ყელში წვდა.
- ლენა სად არის? - თვალებიდან ცეცხლს ყრიდა გვიშიანი.
- ხელი გამიშვი - კბილებიდან გამოცრა ილიამ
- ერთი მიზეზი მითხარი, რატომ არ უნდა გაგასხმევინო ტვინი ამ კედელზე
- გოლა, ხელი გაუშვი - უკნიდან რეზის ხმა მოისმა
- ხელი გავუშვა?! და მერე შენ მოთხოვ შენს საყვარელ ძმაკაცს პასუხს?! - ირონიულად ამოისისინა გოლამ
- ჩემს სახლში ხარ, ჩემს მეგობარს ემუქრები... ვერ არის ეგ კაი საქმე, გოლა - წარბები შეეკრა რეზისაც
- შენმა მეგობარმა ლენა რომ გადამალა, ეგ როგორი საქმეა, რეზი?!
- შ*გ ხოარგაქ, რას ბოდავ - გაკვირვებით ამოთქვა ილიამ, რაზეც გოლას მწარე დარტყმაც იგრძნო სახეში. რეზი სწრაფად ჩადგა მათ შორის, გოლას დაჭერას შეეცადა
- ანანოს უთხარი მადლობა ახლა საკადრის პასუხს რომ არ გცემ. თავი აკონტროლე - კბილებში გამოცრა რეზიმ და ძლიერად კრა ხელი გოლას.
- ლენა დღეს, 4 საათის მერე არ ჩანს. ტელეფონი გათიშეს. რუსეთში ოგეს მანქანა ააფეთქეს. და ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა მამაშენი აყავს პოლიციას.
ილიას გამომეტყველება წამში შეეცვალა.
- ერთი გოგოს დაცვა გთხოვეს და შენ ეგეც ვერ მოახერხე?! - ზიზღით ამოთქვა კოპალიანმა. გოლას კისერზე ძარღვები გამოჩნდა. ილიამ ღრმად ამოისუნთქა და თავზე ხელები გადაისვა.
- ილია.. - გამაფრთხილებლად გახედა რეზიმ მეგობარს
- ლენას მე მოვიყვან. ახვლედიანი სად არის? - კითხვით მიუბრუნდა ილია გოლას
- შენ ვერავის ვერ მოიყვან. დარეკე და გაარკვიე სად წაიყვანეს მამაშენის ფინიებმა ლენა - მოთმინება ეკარგებოდა გვიშიანს
- არ გამოვა ეგ ეგრე, მე უნდა მივაკითხო
- მეც მოვდივარ ჰოდა. რეზი, ანანო და თეკლე ერთად არიან, შეშინებულები იქნებიან. გაუარე და თებოსთან წაიყვანე ორივე.
******
აეროპორტის VIP გასასვლელიდან ოგე და გაბრიელი გამოვიდნენ. გაბრიელი გაუჩერებლად საუბრობდა რაღაცაზე, თუმცა ოგეს მთელი ყურადღება ტელეფონისკენ იყო მიმართული
- დემემ მოგწერა?
- არა, ექვსი გამოტოვებული ზარია
- ვისგან?
ოგემ პასუხი აღარ გასცა. ტელეფონი ყურთან მიიდო.
- გისმენ - რამდენიმე წამში ახვლედიანის სახე სრულიად შეიცვალა. მისი მზერა ერთ წერტილს მიაშტერდა. ჩუმად უსმენდა ყურმილის იქეთ მყოფ ადამიანს
- გასაგებია - ტელეფონი გათიშა. ხელში ნერვიულად აათამაშა
- რა მოხდა?
- ლენა წაიყვანეს - ჩავარდნილი ხმით წარმოთქვა ახვლედიანმა
- რაა? რას ქვია წაიყვენს?
ახვლედიანმა ყბები დაჭიმა
- მანქანაში ჩაჯექი
*********
მანქანა ქალაქის ხმაურს ნელ-ნელა ჩამოშორდა. გოლა მთელი გზა სიტყვას არ ამბობდა. საჭეს ისე უჭერდა ხელებს, თითების სახსრები გათეთრებოდა. გვერდით ილია იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა. მის სახეზე გაურკვეველი ემოციები იკითხებოდა.
- მართალია? - დაიწყო საუბარი კოპალიანმა
- რა?
- ოგეს მშობლებზე..
- კი. მამაშენმა მოკლა - ილიას სახეზე გამომეტყველება არ ეცვლებოდა.
- ქორწილში.. იმ ღამეს, მე არ გამომიგზავნია კაცი
- ეგეც ბაჩანა იყო?
- კი
მანქანამ ტრასიდან გადაუხვია.
- შეანელე - სწრაფად თქვა ილიამ და მიდამოს თვალიერება დაიწყო. ტელეფონი მოიმარჯვა და ესემესი გაგზავნა
- 20 წუთი გვაქვს მხოლოდ, შიგნით მე შევალ, შენ გარედან დამაზღვიე
გოლა შეყოყმანდა, თუმცა საბოლოოდ დაეთანხმა და ორივემ ჩუმად მიხურა მანქანის კარი.
*********
ლენამ თვალები მძიმედ გაახილა. თავი საშინლად ტკიოდა. რამდენიმე წამი ვერ მიხვდა, სად იყო. ოთახი ზედმეტად პატარა და ცივი ეჩვენა. კედელთან ძველი სკამი იდგა, მეორე მხარეს კი პატარა მაგიდა. ადგომა სცადა, თუმცა თავბრუ დაეხვა. მოულოდნელად კარის გაღების ხმა გაისმა. ლენა მაშინვე დაიძაბა. კარში ილია გამოჩნდა.
- სად ვარ?.. - ამოიხრიალა ლენამ. ილიას გული შეეკუმშა. სწრაფად დაიხარა გოგოსკენ
- არ მომეკარო, ავადმყოფო
- ლენა.. დასახმარებლად მოვედი
ლენას სიმწრისგან გაეცინა
- ბიპოლარიც გახდი შიზოფრენიკთან ერთად? ოგე გაიგებს.. - ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან
- ოგე გზაშია - ჩუმად ამოთქვა ილიამ და ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა. ხელების შეხსნა დაუწყო ლენას. გოგო გაკვირვებული უყურებდა.
- დაუჩქარეთ - ფანჯრიდან ნაცნობი ხმა გაისმა
- გოლა?! - თვალებში იმედის ნაპერწკალი ჩაუდგა ლენას. ილიამ ფეხზე წამოაყენა.
- ლენა.. სანამ გავალთ. ბოდიში მინდა მოგიხადო. ბოდიშს გიხდი... ჩემი სიყვარულისთვის - ხმა ჩაწყდომოდა ილიას
- ეგ სიყვარული არ არის, ილია - თავი გააქნია ლენამ. ილიამ სწრაფად დახუჭა თვალები.
- ყველაფერს ავიტან, მაგ სიტყვების გარდა.
გარედან მანქანის მუხრუჭის ხმა გაისმა. ოთახის კარი ოგემ შემოხსნა.
- ხელებს დაგამტვრევ - ილიას დასწვდა და კედელზე მიანარცხა. ოთახში გოლაც შემოვიდა.
- ოგე.. არ გვაქვს ამის დრო..
- ლენა.. კარგად ხარ? რამე ხომ არ გტკივა? - ხელებში მოიქცია ცოლის სახე. თვალები დაუკოცნა და გულში ჩაიკრა - ყველაფერი კარგად არის.
- გაბო, ლენა მანქანაში ჩასვი - გაბრიელმა და ლენამ ოთახი დატოვეს. ახვლედიანი ილიას მიუბრუნდა
- თუ კიდევ გაბედავ და მიუახლოვდები..
- დამშვიდდი, ოგე. - ილიამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ახვლედიანს გაუწოდა
- ეს რა არის?
- მამაჩემის ძველი ჩანაწერები. შენი მშობლების მოკვლამდე, მათ გაუჩინარებას გეგმავდა. სასამართლო პროცესის დროს დაგეხმარებათ.
ოგემ ეჭვნარევი სახით შეათვალიერა კოპალიანი
- ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ გამიკეთებია, ოგე. ბევრჯერ დამიხუჭავს თვალი მამაჩემის ამაზრზენ საქციელბზეც.. ვიცოდი ფრთიანი ანგელოზი არ იყო, მაგრამ მკვლელ მშობელს ნამდვილად არ ველოდი - ცინიკურად ჩაიცინა ილიამ
- არ არსებობს ცუდი და კარგი ადამიანები. ყველა ჩვენგანშია ორი საწყისი, მთავარია რომელს წარმართავ. იმედია, სწორ არჩევანს გააკეთებ, ილია. - დამაჯერებლად წარმოთქვა ახვლედიანმა და ოთახი დატოვა.
*******
- გაბრიეეელ, მოგკლავ! ხომ გითხარი არ ჩამოუტანო ეს სათამაშოები მეთქი?! საჭმელი გონია და ჭამსს! - ბავშვს ხელიდან აცლიდა რბილ სათამაშოებს ანანო, თან გაბრიელს უბღვერდა
- ოოო.. მოწონს, რა გინდა, ხო ბიძი?! - ბავშვს წაეთამაშა ჩაჩხიანი. - ვაბშე არ გგავს ისე ანო, გამოხოხებული გოლაა
ხმამაღლა გაიცინა გაბრიელმა
- გაბრიელ, ეგ გოლა გაგახოხებს ახლა ამ სახლიდან
- გახსენი ბიჭო წარბები ახლა მაინც. ანგელოზივით ცოლ-შვილი გყავს, რას მიბღვერ?!
- ნუ უშლი გაბო ნერვებს - ბავშვი გამოართვა ანანოს თებომ
- ეე, გიხდება ბავშვი - სახე გაებადრა ცოლის დანახვისას გაბრიელს, თუმცა თებროლეს შეკრულ წარბებზე წამსვე უკან გატრიალდა
- ლეენ, მოსაცმელი აცვია დაჩის? - კარიდან გამოსძახა ოგემ ლენას
- კიი - ეზოში ლენა გამოჩნდა, პატარა, ოქროსფერითმიან ბავშვთან ერთად.
ეზოში ბავშვების სიცილი, მეგობრების ხმაური და ჭიქების მსუბუქი ჭახუნი ისმოდა.
გაზაფხული ისევ შემოსულიყო.
უბრალოდ, ამჯერად არავის ეშინოდა მისი.
ოგე ლენას უკნიდან მოეხვია და მის ყურთან დაიჩურჩულა:
გაზაფხული შემოსულა, ლენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent