იქნებ, ჯერ კიდევ (1)
ყველაფერი რაღაცით იწყება, ზოგი რაღაცის საწყისი ზოგჯერ ისეთი მოულოდნელია ხშირად ვერ აანალიზებ, ვერ იაზრებ და როცა რამეში გადაიზრდება მერე იწყებ გარკვევას როგორ? როდის? რანაირად? არის ცხოვრებაში მომენტები რომლის შეხსენება გონებას გულის ტკივილამდე მიყავხარ, განგრევს, გწვავს და იმავე დროში მიყავხარ როცა ხდებოდა ყველაფერი. ფიქრიას გონება შეჩვეული იყო ყველაფრის გულში ჩახვევას, ყველაფრის მარტო გამკლავებას, მარტო შეჭიდებას, მარტო გასწორებას თვალის რეალობასთან, მარტო გააზრებას რომ რაღაც მორჩა… ცხოვრება გაუგებარი რამაა, ზოგჯერ გვაჯერებს რომ დასრულდი, გათავდი, აღარ ვარგიხარ მაგრამ უცებ, მოულოდნელ მუჯლუგუნს გითავაზებს და შენ უკვე გრძნობ შენს მომატებულ გულის ცემას და თვალებში მოწოლილ გრძნობებს. ფიქრიას არ უფრიქრია ბევრი მომავალ მგზავრობაზე. ჩვეულებრივ გაამზადა დილაადრიან შვილი, ჯანსაღად აჭამა როგორც ყოველთვის, ლანჩი მოუმზადა შუადღისთვის, მისთვის ყავა გააკეთა თერმოსში და მანქანაში ჩასხდნენ. -ლუკას, როგორც შევთანხმდით ავტობუსთან ჩამოგსვამ, მე უკან გამოგყვებით. უთხრა შვილს ქალმა. -ვიცი დედა, ძია მოვა თამაშზე?-ცქმუტავდა ბავშვი. -არ ვიცი შვილო , შეეცდება ხომ იცი რა ძალიან უნდა დაესწროს. ფიქრიამ მოხერხებულად დააყენა სტადიონის პარკინგზე მანქანა. ლუკა სხარტად გადმოვიდა , თავისი ჩანთა აიღო , დედას აკოცა და ავტობუსისკენ წავიდა. ფიქრიამ სითბოთი სავსე მზერა გააყოლა შვილს და დაძრულ ავტობუსს უკან გაყვა.არანაირი წინათგრძნობა არ ჰქონია. რაღაცნაირი მშვიდი იყო როგორც მუდამ, ხმადაბლა უსმენდა მაგნიტოფონში მუსიკას და დაბალი სიჩქარით მიყვებოდა ბავშვებით სავსე ავტობუსს -თბილისიკენ. ლუკასი. ლუკა ის ერთადერთი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში რომლის მოულოდნელმა გამოჩენამ ჯერ შეაშინა და ყველაფერი წაართვა შემდეგ კი დაბადებისთანავე ყველაფერი საუკეთესო ერთად აჩუქა. სიცოცხლის გაგრძელების მუხტი, ბედნიერების ყოველდღიური მიზეზი. ლუკა იყო საჩუქარი რომელიც გამოუვალ სიტუაციაში აჩუქა ღმერთმა, როგორც სინათლე სიბნელით მოცულ პატარა ოთახში. ფიქრიას შვილმა შეაძლებინა ყველაფერი რაზეც კი მიუღწევია ამ წამამდე. ამიტომ ახლა მშვიდად მიყვებოდა შვილს უკან რომ კიდევ ერთხელ ეამაყა მისით, კიდევ ერთხელ ჩაეკრა გულში და დაენახებინა რომ დედა ყველა მომენტში მზად იყო მის გვერდით მდგარიყო. ფიქრია თვალებგაბრწყინებული იჯდა ტრიბუნაზე სხვა მშობლებთან ერთად და ყურადღებით უყურებდა როგორ ჩიტივით დაფრინავდა თავისი პირმშო სტადიონზე. როგორი სილაღით დააგორებდა ბურთს, როგორი სიანცით ატყუებდა მოწინააღმდეგეს და მანევრირებდა. ,,ღმერთო მადლობა ამ საჩუქრისთვის’’ ცრემლები აწვებოდა ქალს. ბოლო ემოციური მომენტი იყო როცა ლუკამ რამდენიმე მოთამაშეს მარტივად დააღწია თავი და სრულიად მოულოდნელად შეაგდო კარში ბურთი. ბავშვმა დედას თვალი ჩაუკრა და გუნდელებს დიდი კაცვით ჩაეკრა. ფიქრია ამ დროს უკვე აღარ იკავებდა ცრემლებს. ტიროდა. თამაშის ბოლოს ბავშვები მედლებით დააჯლილდოვეს. სახელ-გვარებს აცხადებდენ აფასებდნენ. ყველა ბავშვს დედ-მამა ახლდა თან, ლუკა კი მხოლოდ დედას ეძებდა ლამაზი თვალებით, რადგან მამა არც არასდროს ყოლია. რაც ხშირდას გულს წყვეტდა ბავშვს. სანამ ლუკა წყალს გადაივლებდა და გაემზადებოდა ფიქრია გარეთ გავიდა და ავტომობილთან დადგა როცა მოულოდნელად ზურგიდან საშუალო სიმაღლის მამაკაცი მიუახლოვდა. ის დინჯად დაელოდა ქალს სანამ საუბარს დაასრულებდა ტელეფონზე. -თავიდან მეგონა მიგამსგავსე ვიღაცას, ვერ მოვისვენე და უკან გამოგყევი. ახლა კი ვხედავ, შენ ხარ , ფიქრია ამილახვარი!-ოდნავი გაოცებით თქვა კაცმა.ფიქრია ნელა შემობრუნდა მისკენ და ხელოვნური სიმშვიდით მიესალმა არცისე სასიამოვნო სიურპრიზს. -გამარჯობა ბექა, დიდი ხანია არ მინახიხარ. -ნამდვილად, წლები გავიდა. როგორ ხარ? არ შეცვლიხარ, შენები როგორ არიან? -ყველაფერი ძველებურად-ნაძალადევად გაიღიმა ქალმა. -დედა, მე შიგნით გეძებდი-მოირბინა ლუკამ და დედას მიეხუტა. -ძიას ველაპარაკებოდი ლუკა-თმაზე მოეფერა დედა შვილს და მზერა ბექასკენ გააცოცა. კაცი დაკვირვებით ათვალიერებდა ბიჭუნას, შემდეგ თითქოს გონს მოეგო ჩაიმუხლა მასთან და გაეცნო. -გამარჯობა, მე ბექა ვარ დედას ძველი მეგობარი. თამაშს ვესწრებოდი და მინდა გითხრა საოცარი მოძრაობები გააკეთე, ნიჭიერი ხარ. -მადლობა-გულწრფელად გაუღიმა ბავშვმა და დედას ცისფერი თვალები მიაბყრო. კაცი ცოტახანი იდგა და მიმავალ ავტომობლს უყურებდა. LU-016-KA BMW მოხდენილად მიუყვებოდა ქუჩას. ბექა წამით ფიქრებით დაბრუნდა უკან მოგომებებში. მერე კი სტადიონზე შებრუნდა , გრძნობდა რამე უნდა გაერკვია. ბექას არ დაჭირვებია დიდი წვალება ბიჭზე ამბის გასაგებად. აკადემიის გვერზე გადაავლო თვალი საფეხბურთო ბარათს. ლუკა ამილახვარი დაბ.თარიღი- 2016.12.16 პოზიცია-ფორვარდი სიმაღლე-140სმ წონა-32 კგ -გოლები-19 ბექამ თამაშის ვიდეო და გადაღებული სურათებიც ითხოვა და სახლში წავიდა. კაცი გაოგნებული იყო, ერთი ჩვეულებრივი დილა დაუთენდა, თავისი ძმაკაცის ბავშვების თამაშზე მოსულმა თავისი ძმიშვილი აღმოაჩინა. ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ონისეს. მისი ტყუპი იყო, სიცილიც კი მისი მსგავსი იყო. გაოგნებული და გაოცებული ერთად იყო, წარმოდგენაც კი არ ჰქონია რომ სადღაც მისი სიხლი და ხორცი დადიოდა და უკვირდა რატომ არ იცოდა მისმა ოჯახმა , მით უფრო რატომ არ იცოდა ონისემ? *** ქალი დაძაბული მართავდა საჭეს. შეპირებული იყო ბავშვზე თამაშის მერე საყიდლებზე წაყვანას, მართალია ბექას ნახვამ ხასიათი გაუფუჭა თუმცა არ აპირებდა შვილისთვის ამის გამო დაპირება არ შეესრულებინა.ყველა სურვილი შეუსრულა ლუკას, რაც უნდოდა უყიდა და მალევე დაიძრა მშობლიური ქალაქისკენ. წინ გრძელი გზა იყო. საღამოს ბექამ ვიდეო ზარი განახორციელა ესპანეთში. ონისე ახალი დაბრუნებული იყო ვარჯიშიდან, დაღლოლობა კამერაშიც კი ეტყობოდა. წელზემოთ შიშველი მიჯდომოდა ლეპტოპს. -როგორ მიდის საქმეები მანდ?-შეეკითხაბექა -ნორმალურად. ზეგ მაქვს ბრძოლა . შენთან რა ხდება? -ნუგზარამ მთხოვა გინდა თუ არა ჩემი ბავშვების თამაშზე მოდიო-თვალი აარიდა ძმას ბექამ და ვიდეო ჩაუგდო როგორ გააქვს გოლი ლუკასს და როგორ უკრავს თვალს ვიღაცას. ონისემ მესენჯერი გახსნა და კადრს მიადევნა თვალი. -თამაშზე კი ნახე ვინ ვიპოვე-საუბარი განარგძო ბექამ და მომლოდინე მზერა მიაბყრო ძმას. -ვინ არის ეს ბავშვი?-იკითხა ონისემ. -ფიქრიას შვილია. გახსოვს ფიქრია?-ნელა უპასუხა ბექამ. თან ლუკასის ორი სურათიც გაუგზავნა მამაკაცს, ორივე ახლო კადრი . კაცს ხელი დაეძაბა ტელეფონზე, გულის ბაგაბუგი ყურთან მოესმა. მინდორზე ბიჭი იდგა, ოქროსფერი თმით, ცისფერი თვალებით, გამხდარი. საოცრად უცხო და ამავდროულად ყველაზე ნაცნობი. ონისეს უამრავი კითხვა გაუჩნდა, ყველა სიტყვა სათითაოდ შეაშრა ტუჩებზე.-შვილო-წამოსცდა მხოლოდ ლუკასი ასლი იყო მისი. სხვა შეკითხვა უადგილო იყო. კაცი წატორტმანდა, იატაკზე ჩასრიალდა ძალა წართმეული. ტვინში კადრებად დაიწყო ქექვა იქ სადაც დიდი ხანია არაფერი უძებნია-წარსულში. მანქანა კი მიქროდა ტრასაზე. ლუკას დიდი ხანია ეძინა უკანა სავარხელზე. ფიქრია მალ-მალე გადახედავდა მძინარეს და თვალებით ეფერებოდა. რადიო უკვე მესამედ უკრავდა You are the reason -ს. რა უცნაური იყო ყველაფერი. წლების წინ ამ სიმღერაზე ბედნიერი ცეკვავდა ახლა კი ცრემლჩამდგარი თვალებით ხშირად გადახედავდა მძინარე ვაჟს. აბა როგორია? დამიწერეთ თქვენი აზრი ძალოან არ გამაკრიტიკოთ ზუსტად 1 საათში დაწერილი ტექსტია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


