"ერთი დაპირება" ( ნაწილი V )
ზოგჯერ რთული ის არ არის, რომ რაღაცას გრძნობ...ხოლო ყველაზე რთულია,როცა ამ გრძნობას ვერ არქმევ სახელს...მეც ზუსტად ასე ვიყავი...იმ გაუგებარ ადგილას, სადაც გული რაღაცას მეუბნებოდა, გონება კი ყოველ ჯერზე ცდილობდა მის გაჩუმებას...ვცდილობდი, დემეტრე მხოლოდ მენტორად დამენახა...მხოლოდ ექიმად...ადამიანად, რომელიც ჩემზე პასუხისმგებელი იყო...მაგრამ მაშინ რატომ მახსოვდა მისი ხმა?რატომ მახსენდებოდა ის წამი, როცა დერეფანში დაცემისას ხელებში დამიჭირა?რატომ მახსოვდა მისი თითების შეხება ჩემს სახეზე?რატომ ეძებდა ჩემი მზერა ყოველთვის?და ყველაზე ცუდი…რატომ მიხაროდა მისი დანახვა?...
სამუშაო გრაფიკი უფრო და უფრო იტვირთებოდა.დღეები ერთმანეთს მიყვა.ცივი ზამთარი დადგა.დილით თბილი საწოლის დატოვება ნელ-ნელა მიჭირდებოდა და ფინჯანი ცხელი ყავით იწყებოდა ყოველი დილა.საავატყოფოში კი ყოველდღე ერთიდაიგივე ქაოსი მხვდებოდა...იგივე გარემო...იგივე გიჟი მეგობრები...და დემეტერეს იგივე თავის არიდება...პაციენტები...ჩანაწერები...კონსულტაციები...კვლევები...მორიგეობა...მაგრამ საკმარისი იყო დერეფნის ბოლოში მისი სილუეტი დამენახა და მთელი ჩემი ყურადღება ერთ ადამიანზე გადადიოდა...მძულდა ეს...ან იქნებ…მომწონდა კიდეც...იმ საღამოს საავადმყოფოდან გასვლას ვაპირებდი...დერეფანში თითქმის არავინ დარჩენილიყო...მორიგეობა ძლივს დავასრულე...საათს რომ შევხედე, მივხვდი, რამდენად გვიანი იყო...გამოსაცვლელად ექიმებისთვის განკუთვნილ ოთახში შევედი...კარი გავაღე და შიგნით შევედი... - უკაცრავად.. - სიტყვა შუა გზაში გამიწყდა და გამეფანტა...დემეტრე იქ იყო..ზურგით იდგა...მაისური არ ეცვა და კარადიდან რაღაცას იღებდა...რამდენიმე წამით უბრალოდ გავჩერდი...თვალები უნებლიეთ გამექცა მისკენ...აქამდე მას ყოველთვის თეთრი ხალათით ვხედავდი...ჩვეულებრივად...როგორც ექიმს...როგორც ჩემს მენტორს...ახლა კი პირველად დავინახე სრულიად სხვა კუთხით...მხრები, მკლავები, სხეულის ხაზები…და ჩემი პირველი ფიქრი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვითონვე შემრცხვა...მიმზიდველია...თან ძალიან... - ელა? - მისმა ხმამ გამომაფხიზლა...თავი მაშინვე გავაქნიე...ერთხელ...მეორედაც...თითქოს ამით საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „ელაა...გამოფხიზლდი...“ - მე… მეგონა,რომ ოთახი ცარიელი იყო... - დემეტრემ ჩემკენ გამოიხედა. - მეც მეგონა, რომ მორიგე ექიმები უკვე სახლში იყვნენ...მაგრამ ჯიუტები ისევ აქ ყოფილან... - ჰო… - სიჩუმე ჩამოვარდა...ისევ არ ვიცოდი, სად უნდა გამეხედა...კედლისკენ?იატაკისკენ?თუ კარისკენ? - შეგიძლია შემოხვიდე...თუ რაიმე ასაღები გაქვს... - არა! ანუ… კი… ანუ მე უბრალოდ ჩანთას ავიღებ... - ჩანთა ჩემს კარადაში მედო.ასაღებად წავედი.ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა.დემეტრე მიყურებდა.დიდხანს.იმაზე დიდხანს, ვიდრე უნდა ეყურებინა.ვიგრძენი მისი მზერა და ნელა შემოვბრუნდი. - რატომ მიყურებ? - დემეტრემ პასუხი არ გამცა.ერთი ნაბიჯი გადმოდგა.ადგილიდან არ გავქანებულვარ.მეორე ნაბიჯიც.ჩვენ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი იყო. - ელა… - გისმენ... - ჩემ ხმაში მცირე კანკალი გაისმა.დემეტრემ თვალები დახარა.მისი სუნთქვა შეიცვალა.თითქოს საკუთარ თავთან ბოლო ბრძოლას აწარმოებდა. - უნდა წახვიდე. - თავი ოდნავ ავწიე. - რატომ? - დემეტრემ თვალებში შემომხედა. - როცა ასე ახლოს ხარ… ძალიან მიჭირს საკუთარი თავის კონტროლი. - ჩემი სუნთქვა შეეკრა.მაგრამ უკან არ დავხეულვარ. - მაშინ რატომ არ მშორდები? - ეს იყო ბოლო ზღვარი.დემეტრემ ხელი წელზე შემომხვია.მისი სხეულის სითბო ვიგრძენი და ინსტინქტურად უფრო ახლოს აღმოვჩნდი...ერთი წამით მხოლოდ ერთმანეთს ვუყურებდით.შემდეგ დემეტრე დაიხარა და მაკოცა.ეს იყო ყველაფერი, რასაც ორივე ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვმალავდით.ჩემი ხელები მის მხრებზე აღმოჩნდა.დემეტრეს ხელი ჯერ კიდევ ჩემ წელზე ჰქონდა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ გამიშვებდა, ეს წამიც გაქრებოდა.კოცნა გახანგრძლივდა.ვგრძნობდი მის სიახლოვეს, მის სითბოს, მის აჩქარებულ სუნთქვას.დემეტრეს ხელი ნელა ამოყვა ჩემი ზურგის ხაზს და ბოლოს სახესთან გაჩერდა.თითებით ფრთხილად შემეხო ლოყაზე.თვალები დავხუჭე.იმ შეხებაში იმდენი სითბო იყო, რომ მთელი სხეული ჟრჟოლამ მოიცვა.დემეტრემ ჩემი სახე ხელისგულში მოიქცია და კიდევ ერთხელ მაკოცა.უფრო ნელა.უფრო ღრმად.იმ წამს აღარ მახსოვდა ეს იყო საავადმყოფო.აღარ მახსოვდა, რომ ჩემ წინ მენტორი იდგა.აღარაფერი მახსოვდა, გარდა მისი ხელებისა და სუნთქვის...მაგრამ შემდეგ დემეტრეს მზერა ჩემ თვალებთან გაჩერდა.და ყველაფერი დასრულდა...თითქოს ერთ წამში დაბრუნდა რეალობაში.მისი ხელი ნელა ჩამოშორდა ჩემ სახეს. - არა… - დემეტრე? - უკან დაიხია.სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა. - ეს არ უნდა მომხდარიყო. - პერანგი აიღო.ჩაიცვა.ჩემთვის აღარ შემოუხედავს. - გთხოვ, ახლა მარტო დამტოვე. - რატომ? - დემეტრე რამდენიმე წამით გაჩერდა.შემდეგ ჩუმად თქვა: - იმიტომ, რომ თუ კიდევ ერთი წუთით დარჩები, შეიძლება ისევ დაგავიწყდეს, რომ მე შენი მენტორი ვარ…და მეც შეიძლება დამავიწყდეს, რატომ არ მაქვს უფლება, შენთან ასე ახლოს ვიყო... - გავჩუმდი.დემეტრემ კარი გააღო.და გავიდა.ამჯერად კი პირველად ვიგრძენი, რომ მისი გაქცევა მხოლოდ პროფესიული საზღვრის გამო არ იყო...მას რაღაც აშინებდა...რაღაც ისეთი, რასაც დემეტრე მალავდა... მეორე დილით საავადმყოფოში რომ მივედი, პირველი ადამიანი, ვისაც თვალი ვერ მოვკარი, დემეტრე იყო...განსაკუთრებული ყურადღება არ გამიმახვილებია. შეიძლებოდა სხვა განყოფილებაში ყოფილიყო, გადაუდებელ შემთხვევაზე გამოეძახებინათ ან უბრალოდ მოგვიანებით მოსულიყო...ჩემი საქმეები დავიწყე...პაციენტების ისტორიები გადავამოწმე, ანალიზების პასუხებს გავეცანი, დილის კონსილიუმსაც დავესწარი, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ერთი რამ არ მასვენებდა.ის ღამე.მისი ხელები ჩემს წელზე.მისი თითები ჩემს სახეზე.მისი ტუჩები…თვალებს რომ ვხუჭავდი, ისევ იქ ვიყავი. ისევ იმ პატარა ოთახში ვიდექი, ისევ ვგრძნობდი მის სიახლოვეს და ისევ მესმოდა მისი ხმა.მერე კი წავიდა.უბრალოდ წავიდა და მარტო დამტოვა იმ კითხვებთან, რომლებზეც პასუხი არ მქონდა.იმ დღეს დერეფანში ყოველი ნაბიჯის ხმა მაიძულებდა, თავი ამეწია.ყოველ ჯერზე მეგონა, რომ ის იყო.და ყოველ ჯერზე ვცდებოდი.მეორე დღესაც არ მოვიდა.მესამე დღესაც.თავიდან საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ალბათ საქმე ჰქონდა. დემეტრე ყოველთვის დატვირთული იყო, ხშირად უწევდა შეხვედრებზე დასწრება და რთული პაციენტების მართვა.მაგრამ მესამე დღის ბოლოს უკვე ვეღარ ვიტყუებდი თავს.უბრალოდ არ ჩანდა. - ელა, ეს ჩანაწერი ნახე? - მკითხა სალომემ და ფაილი გამომიწოდა. - ჰო, ახლავე. - ფაილი გამოვართვი, მაგრამ თვალი ისევ დერეფნისკენ გამექცა.სალომემ გამომხედა. - ვის ელოდები? - არავის. - აჰა. - რა აჰა? - არაფერი. - სალომე! - გაეცინა. - კარგი, კარგი... უბრალოდ ბოლო სამი დღეა ყოველ ჯერზე, როცა დერეფანში ვინმე გამოჩნდება, თავს ისე სწევ, თითქოს შენი ცხოვრების სიყვარული უნდა შემოვიდეს. - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! - მე არაფერს ვამბობ. შენ თვითონ ამბობ ყველაფერს შენი სახით. - ფაილი ხელიდან თითქმის გამივარდა.დემეტრეს კოცნის შემდეგ უკვე იმასაც ვეღარ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მისთვის ის ღამე.იქნებ ინანა?იქნებ ჩემთვის კოცნა რასაც ნიშნავდა,მისთვის ეს წამიერი შეცდომა იყო?იქნებ იმ მომენტში უბრალოდ ვეღარ შეიკავა თავი, მეორე დილით კი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა?ყველაზე მეტად კი ის მტკენდა,რომ წავიდა, თითქოს ჩემთვის ახსნაც არ იყო საჭირო...მეოთხე დღეს მოთმინება საბოლოოდ დამეკარგა.დილის კონსილიუმის შემდეგ დემეტრეს კაბინეტთან გავიარე. კარი დაკეტილი იყო. შიგნით არავინ ჩანდა.მისი მდივანი კაბინეტის წინ კომპიუტერთან იჯდა და რაღაცებს ბეჭდავდა.რამდენიმე წამი ვყოყმანობდი, ბოლოს კი მივუახლოვდი. - უკაცრავად, ექიმი დემეტრე დღეს მოვა? - ქალმა თავი ასწია. - დემეტრე? არა, ძვირფასო. ის რამდენიმე დღით საზღვარგარეთაა წასული. - გული უცნაურად შემეკუმშა. - საზღვარგარეთ? - დიახ. სამედიცინო კონფერენციაზე. მგონი, ერთი კვირით ან ცოტა მეტხანსაც დარჩება. - გასაგებია…მადლობა - ვცადე, სახეზე არაფერი შემტყობოდა.უკან გამოვბრუნდი.დერეფნის შუაში გავჩერდი.კონფერენციაზე წავიდა.არაფერი უჩვეულო. დემეტრე გამოცდილი ექიმი იყო, საერთაშორისო კონფერენციებზე ხშირად იწვევდნენ. სრულიად ნორმალური ამბავი იყო.მაგრამ რატომ არავინ გააფრთხილა, რომ რამდენიმე დღით არ იქნებოდა?რატომ წავიდა მეორე დილით, იმ ღამის შემდეგ, როცა…თვალები დავხუჭე. - არა, ელა… - ჩავიჩურჩულე ჩემთვის. - ყველაფერს ნუ უკავშირებ საკუთარ თავს. - მაგრამ გული უკვე სხვა რამეს მეუბნებოდა.ის წავიდა, რადგან ჩემი დანახვა აღარ უნდოდა...საღამოს მე ნინი, სალო და ლუკა კაფეში შევიკრიბეთ.ჩვეულებრივ, მათთან ყოფნა ყველაფერს მავიწყებდა. ნინი ათას ამბავს ყვებოდა, ლუკა ყოველ მეორე წინადადებაში რაღაც ირონიულ შენიშვნას აკეთებდა, სალომე კი ცდილობდა, ორივე გაეჩუმებინა.იმ საღამოს კი მე ჩუმად ვიჯექი და ყავას ისე ვურევდი, თითქოს ფსკერზე ყველა პასუხი უნდა მეპოვა. - კარგი, მორჩა! - უცებ თქვა ნინიმ.თავი ავწიე. - რა მორჩა? - ეს! - თითი ჩემსკენ გამოიშვირა. - ოთხი დღეა რაღაც გჭირს. საავადმყოფოში აღარ ხარ ისეთი, როგორიც იყავი, ტელეფონს ყოველ ორ წუთში ამოწმებ და ახლა ყავას უკვე იმდენი ხანია ურევ, რომ მალე კოვზს გაადნობ. - ლუკამ კოვზს დახედა. - მართლა, ელ... თუ ყავასთან პირადი კონფლიქტი გაქვს, სხვა შეუკვეთე. - ძალიან სასაცილოა. - ვიცი, მადლობა. - სალომემ ხელი მაგიდაზე დამადო. - რა მოხდა? - სამივეს შევხედე.მინდოდა მომეყოლა.თან არ მინდოდა.რადგან როგორც კი ხმამაღლა ვიტყოდი, ყველაფერი რეალური გახდებოდა. ვეღარ დავმალავდი იმ კოცნას საკუთარ თავთანაც კი. - დემეტრე საზღვარგარეთ წავიდა, - ვთქვი ბოლოს.ნინი მაშინვე გასწორდა. - რა?!დაგვტოვა? - კონფერენციაზე. ოთხი დღეა საავადმყოფოში არ გამოჩენილა. დღეს გავიგე. - ლუკამ წარბები შეკრა. - კარგი, მაგრამ რატომ გაწუხებს ასე? კონფერენციაზე წასვლა დანაშაული არ არის. - ვიცი. - მაშინ რა ხდება? - თვალებით მაგიდას დავაშტერდი.რამდენიმე წამი გავიდა.შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე. - იმიტომ, რომ მგონია… ჩემგან თავის არიდება უნდა. - ნინის ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.სალომე უფრო ახლოს გადმოიწია. - რატომ ფიქრობ ასე? - ტუჩები ერთმანეთს მივაჭირე. - იმიტომ, რომ რაღაც მოხდა. - ლუკამ თავი ოდნავ გადახარა. - რა მოხდა? - ვიგრძენი, როგორ ამეწვა სახე. - მე და დემეტრე… - ელა, ნუ გვაწვალებ, - ამოიოხრა ნინიმ. - რა ქენით? - თვალები ავწიე და სამივეს სათითაოდ შევხედე. - ვაკოცე. - სიჩუმე.ისეთი სიჩუმე, რომ მეზობელი მაგიდიდან ჭიქის დადების ხმაც კი გავიგონე.ნინის პირი გაეღო.სალომემ თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.ლუკა კი ცდილობდა სერიოზული სახე მიეღო,რაც არ გამოსდიოდა... - მოიცადე, - თქვა ბოლოს ნინიმ. - შენ… დემეტრეს… აკოცე?ჩემი ტვინი უარს ამბობს ამ ინფორმაციის მიღებაზე! - ლუკამ ხელები გულზე გადაიჯვარედინა. - საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. - ლუკა, გთხოვ… - არა, არა, გააგრძელე. ექიმი ნიჟარაძე სად იყო ამ ისტორიის დროს? გონზე? - ლუკა! - კარგი, გავჩუმდი. - სალომე კი ისევ სერიოზულად მიყურებდა. - მერე? - ეს ერთი სიტყვა იყო, მაგრამ სწორედ ამის მეშინოდა.თვალები ამიცრემლიანდა. - ეს არ ყოფილა შემთხვევითი კოცნა. - ხმა ამიკანკალდა. - ანუ… თავიდან არც მე ვიცი, როგორ მოხდა. მაგრამ შემდეგ… შემდეგ ვეღარ გავჩერდით. მანაც მომხვია ხელი, სახეზე მეხებოდა… ისე მკოცნიდა, თითქოს… - სიტყვა ვერ დავასრულე.იმ მომენტის გახსენებამ სუნთქვა შემიკრა. - თითქოს რა? - ძალიან ფრთხილად მკითხა სალომემ. - თითქოს მასაც უნდოდა. თითქოს მარტო მე არ ვიყავი, ვისაც ეს ყველაფერი უნდოდა. - ნინიმ ხელი მომიჭირა. - მერე რა მოხდა? - მერე უცებ გაჩერდა. მითხრა, რომ არ უნდა მომხდარიყო. რომ ჩემი მენტორი იყო…თვითონაც ვეღარ გავიგე, რას ვამბობ. - ლუკას სახიდან ირონია საბოლოოდ გაქრა. - და ამის შემდეგ აღარ გინახავს? - მეორე დილით აღარ მოვიდა.არც მესამე დღეს. დღეს კი გავიგე, რომ საზღვარგარეთაა წასული... - ნინიმ გაბრაზებულმა ამოისუნთქა. - ანუ გაკოცა, მერე წავიდა და არც კი დაგელაპარაკა? - შეიძლება მართლა ნანობს… - ელა, - გამაწყვეტინა სალომემ. - ჯერ ნუ გადაწყვეტ, რას გრძნობს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ გაკოცა, შემდეგ კი წავიდა. - და ეს საკმარისი არ არის? - ვკითხე. - თუ ადამიანს მართლა უნდა შენთან ყოფნა, ასე ხომ არ მოიქცევა? - ლუკა ჩუმად იყო...რამდენიმე წამში კი მითხრა: - ზოგჯერ ადამიანი იმასაც გაურბის, რაც ყველაზე მეტად უნდა. - მისკენ გავიხედე. - შენ გგონია, რომ მასაც მოვწონვარ? - ლუკამ მხრები აიჩეჩა. - მე იქ არ ვყოფილვარ. მაგრამ, ელა, შენ თვითონ თქვი, რომ კოცნა ორმხრივი იყო. არ მგონია, ადამიანს შემთხვევით ასე დიდხანს უნდოდეს ვიღაცის კოცნა. - გული ისევ ამიჩქარდა.ნინიმ თავი დაუქნია. - მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე...ის, რომ მას შეიძლება მოსწონდე, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება აქვს. შენც იმსახურებ ახსნას. იმსახურებ ადამიანს, რომელიც შენთან გულწრფელი იქნება. - სალომემ ჩუმად დაამატა: - და თუ რაღაცის თქმა არ შეუძლია, ესეც უნდა აგიხსნას. უბრალოდ გაქრობა გამოსავალი არ არის. - თვალები დავხარე. - არ მინდა, რომ ჩემი გრძნობების გამო სამსახურში ყველაფერი აირიოს. არ მინდა, რომ უხერხული სიტუაცია შევუქმნა. ის ჩემი მენტორია და ვიცი, რომ ეს მარტივი არ არის. მაგრამ… - ხმა ჩამიწყდა. - მაგრამ როცა მაკოცა, ერთი წამით ვიფიქრე, რომ იქნებ მასაც იგივე უნდოდა, რაც მე. - ნინი გადამეხვია. - იქნებ უნდოდა, ელა. - მაშინ რატომ წავიდა? - ამ კითხვაზე არც ერთს ჰქონდა პასუხი.და სწორედ ეს იყო ყველაზე მტკივნეული.იმ საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, ტელეფონი ხელში ავიღე.მისი ჩათი გავხსენი.რამდენიმე წუთი ეკრანს ვუყურებდი.მინდოდა მიმეწერა.მინდოდა მეკითხა, რატომ წავიდა,რას ნიშნავდა ის კოცნა მისთვის.მაგრამ ბოლოს ტელეფონი დავდე.ვერ მივწერდი ადამიანს, რომელმაც საკუთარი სურვილით დამტოვა კითხვებთან მარტო.ფანჯარასთან მივედი და ღამის ქალაქს გავხედე.მასზე არაფერი ვიცოდი... ორი კვირა...თოთხმეტი დღე...სამას ოცდათექვსმეტი საათი, რომლის განმავლობაშიც დემეტრე ნიჟარაძე ერთხელაც არ გამოჩენილა ჩემს თვალწინ...თავიდან საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ მალე დაბრუნდებოდა... რომ კონფერენცია დასრულდებოდა, თვითმფრინავი ჩამოფრინდებოდა და ერთ ჩვეულებრივ დილას საავადმყოფოს დერეფანში ისევ გავიგონებდი მის ხმას...მერე კი მივხვდი, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ მომენტის მეშინოდა...რადგან არ ვიცოდი, როგორ უნდა შემეხედა მისთვის თვალებში.დილით საავადმყოფოში ჩვეულებრივზე ადრე მივედი.დერეფანში ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო. ექთნები პაციენტების დილის მაჩვენებლებს ამოწმებდნენ, სადღაც მონიტორი წრიპინებდა, ფანჯრებიდან კი მზის პირველი სხივები შემოდიოდა.თეთრი ხალათი ჩავიცვი, თმა შევიკარი და პაციენტების ისტორიები გადავათვალიერე. - ელა! - ნინის ხმაზე შევბრუნდი.ჩემკენ სწრაფად მოდიოდა, სახეზე კი ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ მაშინვე მივხვდი რაღაც იცოდა. - რა მოხდა? - დემეტრე დაბრუნდა. - ხელში არსებული ფურცელი გამიჩერდა. - რა? - მოვიდა. ახლა თავის კაბინეტშია. - რამდენიმე წამი ხმას ვერ ვიღებდი.ორი კვირა.ორი კვირის განმავლობაში წარმოსახვაში ალბათ ათასჯერ მქონდა მისი დაბრუნება გათამაშებული.ზოგჯერ წარმომედგინა, როგორ მოვიდოდა ჩემთან და ყველაფერს ამიხსნიდა.ზოგჯერ როგორ გამიღიმებდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.ზოგჯერ კი საერთოდ არ შემომხედავდა. - ელა? - ნინი მხარზე შემეხო. - კარგად ხარ? - კი. - დარწმუნებული ხარ? - აბსოლუტურად. - კარგი, კარგი. უბრალოდ გეუბნები, რომ თუ გული აგიჩქარდება, მე აქ ვარ. საჭიროების შემთხვევაში ლუკასაც მოვიყვან. ისტერიკის მართვაში საკმაოდ გამოცდილია. - გამეცინა.პირველად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.მაგრამ სიცილი მალევე გამიქრა. - უფლება, პასუხები მოითხოვო. - თავი დავუქნიე.ზუსტად იმ წამს როცა დერეფანში აღმოვჩნდი.მისი კაბინეტის კარი გაიღო.თეთრი პერანგი ეცვა, სახელოები იდაყვებამდე აეკეცა და მაგიდაზე გაშლილ დოკუმენტებს ათვალიერებდა.თმა ოდნავ არეული ჰქონდა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა.ორი კვირა თითქოს მისთვისაც არ ყოფილიყო მარტივი.თითქოს გრძნობდა, რომ ვიღაც უყურებდა, თავი ასწია.და დამინახა.გავიყინე.არც გაუღიმია.არც გაკვირვებია.უბრალოდ მიყურებდა.ზუსტად ისე, როგორც იმ ღამეს მიყურებდა, სანამ ჩემკენ დაიხრებოდა.გული ისე ძლიერად ამიჩქარდა, რომ წამით სუნთქვაც დამავიწყდა. - დილა მშვიდობისა, ექიმო ელა, - თქვა ბოლოს...ექიმო ელა...ორი კვირის შემდეგ პირველი სიტყვები, რომლებიც მითხრა...თითქოს არც შევხებივართ ერთმანეთს...თითქოს მისი ხელები არ ყოფილა ჩემს წელზე. - დილა მშვიდობისა, ექიმო დემეტრე, - ვუპასუხე.ჩემი ხმა იმაზე მშვიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.თავი ოდნავ დამიქნია. - დღეს კონსილიუმზე იქნებით? - დიახ. - კარგი. პაციენტების ისტორიები გადაამოწმე და ათ საათზე კაბინეტში შემოდი. - გასაგებია. - მეტი არაფერი.წამით შევჩერდი.მინდოდა შემეხედა.მინდოდა მეკითხა, მართლა ასე მარტივად შეეძლო ყველაფრის დავიწყება?მაგრამ გავიარე...კონსილიუმზე დემეტრე ზუსტად ათ საათზე შემოვიდა...ყველა ექიმი უკვე შეკრებილი იყო...მე მაგიდის ერთ მხარეს ვიჯექი, სალომე ჩემს გვერდით, ლუკა კი მოპირდაპირედ...დემეტრემ ყველას მოგვესალმა და განხილვა დაიწყო.მისი ხმა მშვიდი იყო, კითხვები ზუსტი, შენიშვნები ჩვეული.ჩემთანაც ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც ადრე. - ექიმო ელა, ამ პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას რას უკავშირებთ? - პასუხი გავეცი. - კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ? - განვაგრძე.რამდენიმე დამატებითი კითხვა დამისვა, ყველა მათგანს ვუპასუხე.ბოლოს თავი დამიქნია. - კარგი...გააგრძელეთ მკურნალობა და შემატყობინეთ მდგომარეობა - მორჩა.არანაირი ზედმეტი სიტყვა.არანაირი მზერა, რომელიც სხვებს რაიმეს აფიქრებინებდა.მხოლოდ პროფესიონალიზმი.სწორედ ეს მტკენდა ყველაზე მეტად.რადგან თუ ასე მარტივად ახერხებდა ყველაფრის დამალვას, იქნებ მართლა მხოლოდ მე ვიყავი, ვინც იმ კოცნას რაღაც მნიშვნელობას ანიჭებდა.კონსილიუმის დასრულების შემდეგ ოთახიდან პირველი გავედი.ლუკა უკან გამომყვა. - ელა, მოიცადე. - გავჩერდი. - რა? - არ გინდა, რომ ვიღაცას თავი დაანებო და თავისით მოვიდეს შენთან? - ვის გულისხმობ? - ლუკამ ისეთი მზერით შემომხედა, რომ პასუხი ისედაც ვიცოდი. - ლუკა, გთხოვ. - თორმეტ საათსა და ოც წუთზე დემეტრეს კაბინეტში შევედი.კარზე დავაკაკუნე. - შემოდით. - მაგიდასთან იჯდა და ჩანაწერებს ათვალიერებდა. - დამიბარეთ, ექიმო ნიჟარაძე? - დაჯექი, ელა. - მისი ხმა მშვიდი იყო.დავჯექი.რამდენიმე დოკუმენტი გადადო და ჩემსკენ შემობრუნდა. - შენი ბოლო პაციენტების ჩანაწერები გადავამოწმე. კარგად გიმუშავიათ. - მადლობა. - განსაკუთრებით იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირას გქონდა. - მადლობა. - კვლავ სიჩუმე.მივხვდი, რომ კიდევ რაღაც უნდა ეთქვა.ან იქნებ მე ველოდი, რომ იტყოდა.დემეტრემ ხელები მაგიდაზე დააწყო. - ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაქვს? - შეკითხვამ გამაკვირვა. - კარგად. - თავბრუსხვევა ხომ არ გქონია? - არა. - გულისცემა? - ნორმალურია. - კარგი. - მორჩა.ისევ ეს სიტყვა.თითქოს ჩვენს შორის მხოლოდ პაციენტის ისტორია იდო.ვეღარ მოვითმინე. - კიდევ რამე გაქვთ სათქმელი? - დემეტრემ შემომხედა. - არა. შეგიძლია წახვიდეთ. - ნელა წამოვდექი.კართან მივედი.ხელი სახელურზე დავადე.მაგრამ გასვლამდე შევბრუნდი. - ერთი კითხვა მაქვს. - გისმენ. - რამდენიმე წამი ვუყურებდი. - ის ორი კვირა შენთვისაც ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც ახლა იქცევი? - დემეტრე გაშეშდა.მის სახეზე რაღაც შეიცვალა.თვალებში წამიერად გაკრთა ის, რასაც მთელი დღე მალავდა. - სამსახურში პირად საკითხებს არ განვიხილავ, ექიმო ელა. - მისი პასუხი გულში ჩამივარდა.თუმცა ამჯერად აღარ დავიხიე უკან. - კარგი, - ვუთხარი ჩუმად. - მაშინ სამსახურის გარეთ გკითხავთ ექიმო დემეტრე. - მისი მზერა გამკაცრდა.თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.თითქოს სიტყვები ყელში ებჯინებოდა. - ახლა შეგიძლია წახვიდეთ. - რამდენიმე წამი ვუყურებდი.შემდეგ თავი დავუქნიე. - გასაგებია, ექიმო... - კარი გავაღე.ამჯერად უკან აღარ მიმიხედავს... იმ საღამოს საავადმყოფოში დარჩენა არ მინდოდა.დაღლილი ვიყავი. არა ისეთი დაღლილი, როგორსაც ხანგრძლივი მორიგეობის შემდეგ ვგრძნობდი, არამედ ისეთი, როცა სხეული სახლში წასვლას გთხოვს, გონება კი მოსვენებას არ გაძლევს.ბოლო დღეებში დემეტრესთან ურთიერთობა აუტანლად უცნაური გახდა.ერთ დერეფანში დავდიოდით, ერთსა და იმავე პაციენტებს ვნახულობდით, ზოგჯერ საათობით გვიწევდა ერთად მუშაობა, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩვენს შორის რაღაც უხილავი კედელი აღმართულიყო.კედელი, რომელიც თავად ააშენა.და რომელსაც თავადვე არ აძლევდა დანგრევის საშუალებას.იმ საღამოს პაციენტის ძველი ჩანაწერი მჭირდებოდა. არქივში ჩავედი, თაროებს შორის ვეძებდი საჭირო საქაღალდეს და უკვე წასვლას ვაპირებდი, როცა თაროს ქვედა ნაწილში ძველი, გაცვეთილი საქაღალდე შევნიშნე.ნაცნობმა გვარმა მიიქცია ჩემი მზერა.ლაშხი.ხელები გამეყინა.საქაღალდე თაროდან ფრთხილად გამოვიღე.წარწერა ნაწილობრივ გაცრეცილი იყო, მაგრამ სახელი ჯერ კიდევ იკითხებოდა...პაციენტი ოთარ ლაშხი...2019 წელი...მამაჩემი...საქაღალდე გავხსენი...პირველ გვერდზე ჰოსპიტალიზაციის თარიღი ეწერა...შემდეგ დიაგნოზი...ოპერაციის ჩანაწერი...მდგომარეობის გაუარესება...რეანიმაციული ღონისძიებები...თვალები სტრიქონებს სწრაფად მივაყოლე, მაგრამ ერთ ადგილას გავჩერდი...ოპერაციაში მონაწილე სამედიცინო გუნდის ჩამონათვალი...რამდენიმე სახელი...მთავარი ქირურგი...მთავარი კარდიოლოგი...შემდეგ კი…ქირურგის ასისტენი და რეზიდენტი ექიმი დემეტრე ნიჟარაძე...თავიდან მეგონა, რომ მეშლებოდა.თვალები დავხუჭე, ისევ გავახილე და სახელი ხელახლა წავიკითხე.დემეტრე ნიჟარაძე.იგივე სახელი.იგივე გვარი.იგივე ადამიანი, რომლის კოცნაც ჯერ კიდევ მახსოვდა.საქაღალდე ხელებში ამიკანკალდა. - არა…ეს უბრალოდ დამთხვევა უნდა იყოს. - დემეტრე ხომ ჩემი მენტორი იყო. გამოცდილი კარდიოლოგი, რომელიც წლების განმავლობაში საავადმყოფოში მუშაობდა. შესაძლოა, სხვა დემეტრე ნიჟარაძე არსებობდა.შესაძლოა, ეს საერთოდ სხვა ადამიანი იყო.მაგრამ შემდეგ თვალი ქვემოთ ჩავიტანე.ჩანაწერის გვერდით ეწერა რეზიდენტის ხელმოწერა.მისი ხელმოწერა.ზუსტად ისეთი, როგორსაც ყოველდღე ვხედავდი სამედიცინო დოკუმენტებში.საქაღალდე ხელიდან კინაღამ გამივარდა.იმ წამს ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გავიგონე. - ელა? - ეს ხმა…თავი ნელა შევაბრუნე.დემეტრე კართან იდგა.მისი მზერა ჯერ ჩემს სახეზე გაჩერდა, შემდეგ ხელებში მოქცეულ საქაღალდეზე...და მაშინ დავინახე...შიში...ნამდვილი შიში მის თვალებში...არა გაკვირვება...არა დაბნეულობა...შიში...თითქოს ზუსტად იცოდა, რას ვკითხულობდი. - რას აკეთებ აქ? - მკითხა.მისი ხმა უჩვეულოდ ჩუმი იყო.პასუხი ვერ გავეცი.უბრალოდ საქაღალდე ავწიე და მისკენ მივაბრუნე. - ეს რა არის? - დემეტრე არ განძრეულა. - ელა… - ეს რა არის, დემეტრე?! - ჩემი ხმა არქივის ცარიელ ოთახში ექოდ გაისმა.კარი დახურა.ნელა მომიახლოვდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. - დადე ეგ საქაღალდე. - რატომ? - გთხოვ. - რატომ, დემეტრე?!აქ შენი სახელია... - დუმდა - შენ იყავი? - ელა… - შენ იყავი იმ დღეს საავადმყოფოში? - სუნთქვა შემეკრა - მამაჩემის ოპერაციაზე? - დემეტრემ თვალები დახარა.და ამ ერთი მოძრაობით ყველაფერი მითხრა.საქაღალდე მკერდზე მივიკარი, თითქოს ასე შევძლებდი იმ სიმართლისგან თავის დაცვას, რომელიც უკვე ჩემს წინ იდგა. - დიახ. - ერთი სიტყვა.მხოლოდ ერთი.მაგრამ იმ წამს თითქოს იატაკი გამომეცალა. - შენ… - ხმა ჩამიწყდა. - შენ მამაჩემის ექიმი იყავი? - დიახ. - იმ ღამეს?როცა მამაჩემი საოპერაციოში შეიყვანეს? - დემეტრემ თვალები დახუჭა. - კი, ელა. - უკან ერთი ნაბიჯი გადავდგი.მინდოდა მეთქვა, რომ არ მჯეროდა.მინდოდა მეყვირა, რომ ეს შეუძლებელი იყო.მაგრამ სიმართლე ჩემს ხელებში იდო.ჩემი მამის სამედიცინო ისტორია.მისი ბოლო დღეების ჩანაწერები.და იმ კაცის სახელი, რომელიც ახლა ჩემს წინ იდგა.იმ კაცის, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვაკოცე.იმ კაცის, რომელსაც ორი კვირა ველოდი.ახლა კი ყველაფერი ერთიანად დამეჯახა. - შენ იცოდი… - ჩავიჩურჩულე. - რა? - შენ იცოდი, ვინ ვიყავი. - მისი სახე შეიცვალა. - ელა… - თავიდანვე იცოდი?! - ჩემი ხმა უკვე კანკალებდა. - როცა პირველად შეგხვდი… როცა ჩემი მენტორი გახდი… როცა ჩემს სამედიცინო ისტორიას მეკითხებოდი… როცა მამაზე მეკითხებოდი…ყველაფერი იცოდი?! - დემეტრემ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. - გთხოვ, მომისმინე. - არა! - ხელი ავწიე და შევაჩერე. - არ მომიახლოვდე. - ვეღარ ვსუნთქავდი...მინდოდა მეკითხა, კიდევ რა იცოდა...მინდოდა მეკითხა, რა მოხდა საოპერაციოში...რატომ ჰქონდა ამდენი წლის შემდეგაც ასეთი მზერა, როცა მამაჩემზე ვლაპარაკობდი...დემეტრე ჩემკენ წამოვიდა...იმ წამს კი ყველაფერი აირია...ჯერ ყურებში უცნაური ზუზუნი ვიგრძენი...შემდეგ ოთახის კედლები თითქოს ნელ-ნელა დაშორდა ერთმანეთს...დემეტრეს ხმა შორიდან მესმოდა, თითქოს ჩვენს შორის უზარმაზარი მანძილი გაჩენილიყო...თვალები რამდენჯერმე დავახამხამე...მინდოდა ოთახიდან გავსულიყავი, სადმე მარტო დავრჩენილიყავი და გამეაზრებინა ყველაფერი, რაც ახლახან გავიგე...მაგრამ ფეხებში ძალა აღარ მქონდა...ხელით მაგიდის კიდეს დავეყრდენი. - ელა? - დემეტრეს ხმაში შეშფოთება გაისმა. - არ მომიახლოვდე… - ძლივს ამოვთქვი.მაშინვე გაჩერდა. - ელა, ცუდად ხარ? - თავი გავაქნიე, თუმცა თავადაც აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.გული უცნაურად მიცემდა. მკერდში ძლიერი, არეული დარტყმები ვიგრძენი. სუნთქვა გამიჭირდა, თვალებში კი ყველაფერი თანდათან დაბნელდა.დემეტრეს სახეს ვუყურებდი, მაგრამ უკვე ვეღარ ვარჩევდი მის ნაკვთებს. - ელა, შემომხედე. - მის ხმაში ახლა შიში იყო.ნამდვილი შიში. - დემეტრე… - ჩურჩულით ამოვთქვი. - აქ ვარ. მითხარი, რა გჭირს. - პასუხის გაცემა მინდოდა.მინდოდა მეთქვა, რომ ვერ ვსუნთქავდი, რომ თავბრუ მეხვეოდა, რომ მამის სახელი, მისი სიკვდილი და დემეტრეს აღიარება ერთდროულად მიტრიალებდა თავში.მაგრამ სიტყვები ვეღარ დავალაგე.საქაღალდე იატაკზე დაეცა.ფურცლები იატაკზე გაიფანტა.მუხლები მომეკვეთა.დემეტრემ ჩემი სახელი დაიყვირა. - ელა! - მისკენ გადავიხარე, მაგრამ ვეღარ შევძელი თავის შეკავება.ბოლო, რაც ვიგრძენი, იყო მისი ხელები, რომლებმაც დაცემამდე დამიჭირა.ბოლო, რაც გავიგონე, მისი შეშინებული ხმა იყო: - ელა, თვალები გაახილე! ელა, გესმის ჩემი?! - მინდოდა მეპასუხა.მინდოდა მეთქვა, რომ მესმოდა.მაგრამ სიბნელე უკვე ყველაფერს ფარავდა.და შემდეგ…აღარაფერი მახსოვს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



