ტისო პირველი (II თავი)
-ლალოს გაკვეთილით ვიწყებთ!-სკოლისაკენ მომავალმა მარიმ ტაში შემოჰკრა და ფიქრებს მოწყვიტა უძილო ანი.
თვალები დანისლული ჰქონდა. წამწამს ქვემოთ დიდ ბალიშებს დაედოთ ბინა. არაფერი არუნდოდა ძილის გარდა, მაგრამ,ვერც უძილობას ნანობდა. -მითხარი რომ კითხვაში გაათენე,ისეთები დაუწერია ტასოს,ცხარე ცრემლებით ვტიროდი,მაგ გოგომ ხომ კარგად უნდა გატიროს დასასრულამდე,მენატრება უკვე რაე მსუბუქი საკითხავი.-არც კი შეუმჩნევია ლაპარაკში გართულს ტისომ რომ ჩაიარა ორ ბიჭთან ერთად და თავის დაკვრით მიესალმა გოგონებს. -ვფიქრობდი,რომ ვრრ შეძლებდა მხოლოდ დასაწყისისთვის მოერგო მთელი შინაარსი, მაგრამ, ისე ოსტატურად დაგაწყვილათ,თავი სულარ მეგონა ნოველაში..-განაგრძობდა რომანტიზმის მოტრფიალე-უნდა ვთხოვო,რამე ჩემზეც მოიფიქროს, იქნებ გაწყდეს ეს უბედობის ჯაჭვი და ჩემთვისაც მოიცალოს ვინმე მოქანდაკემ? იასამნების ქურდებში როა,ხომ გახსოვს? ორლოვი,ღმერთო! -მარიამ,უკვე საშიშია შენი მდგომარეობა და მაფიქრებს! დამიჯერე,ფერხულში რომ ჩავებმებით თავის ასაწევი დრო აღარ შეგრჩება,პაემნებზე სიარული კიარა..-ისევ დაუყვავა თუმცა მისი შეჩერება მაინც ვერ შეძლო. საკლასო ოთახს უახლივდებოდნენ, ანიმ ლალოსთან მოსაუბრე ტისო რომ დაინახა.. ეუცხოვა და თან ეუცნაურა სიახლოვე და უშუალობა მათ შორის. ტისოს ვედრებით სავსე თვალები არ მოეცილებინა მასწავლებლისთვის,მიუხედავად იმისა რომ იგრძო ანის ახლოს ყოფნა. როგორც კი მისგან მარტივი ჟესტით დასტური მიიღო,სახე ერთიანად გაუბრწყინდა და კარებში დაეწია იმწამის შესულ ანის. -სალამი ჩემს ღამის ფიქრებს-ყურთაც მხოლოდ მის გასაგონად უთხრა,ლოყაზე წამიერად აკოცა და მარის გამოხედა. ანის მზერას აარიდა თავი, იცოდა ცეცხლებს გადმოყრიდა თვალებიდან. -ტისო პირველი-ხელი ღიმილით გაუწოდა და თან თვალი მრავლისმთქმელად ჩაუკრა,მზერით მერხისკენ მიანიშნებდა. წამებში მიუხვდა სათქმელს მარი. თავი თანხმობის ნიშნად დაუკრა და ალმაცერად აუწია წარბი. მათი კომუნიკაცია წინ გაგულისებულ წასულ ანის გამორჩა, მაგრამ,როგორც კი გვერდით მარის მაგივრად ტისო მიუჯდა, მტრულად გახედა ორივეს ,მაგრამ შეპასუხება ვეღარ მოასწრო, ზარი დაირეკა. მოუსვენრად იჯდა. მზერა დაფისკენ მიეყინა და გარყევაც კი ერიდებოდა. გრძნობდა მის დაჟინებულ მზერასაც და კანი უფრო ეწვოდა. -ტისო,გთხოვ..-თვალი რომ აღარ მოაცილა და გაკვეთილზე საერთოდ ვერ კონცეტრირდა,შეუხედავად დაიჩურჩულა.. კანით იგრძნო, რომ ჩაეღიმა ბიჭს.. თავჩაქინდრულმა ქვევიდან სულ ერთი წამით ამოხედა და მზერა მოწყვიტა. აოისუნთქა მომენტალურად. შეფაკლულ ღაწვებზე ხელები აიფარა და როგორც იქნა გაკვეთილს დაუგდო ყური. ახალგაზრდა ლამაზი ქალი დიდებული ჟინით განიხილავდა გალაკტიონის პოეზიას. მიმოიხილავდა მის მეტაფორებს, სიმბოლოებით დატვირთულ სტროფებს , ალიტერაციასა და ასონანსს. მთელი გულისყურთ გადაერთო ანი საგაკვეთილო პროცესში. მასწავლებელსაც ესიამოვნა მისი ჩართულობა და ხშირად იხმობდა მაგალითების მოსაყვანად. -გიყვარს გალა?!-იდუმალიღიმილით ჩახედა მის ღრმა თვალებს.. -ყველაზე მეტად..-პასუხიც მოკლე იყო,შეეცადა აერიდებინა მზერა,მაგრამ,ის მიჯაჭვულობა,რაც იღვრებოდა პირველის თვალებიდან,ანის გაქცევის საშუალებას არ აძლევდა.. -შენ?-მხოლოდ უხერხულობის განსადევნად ჰკითხა. -ძალიან. იცი, მგონია, გალაკტიონის პოეზია ადამიანის სულის მუსიკაა — სილამაზის, მარტოობის, სიყვარულის, ოცნებისა და მარადიული სევდის ერთიანობა. თითქოს ისეთ რაღაცებს ამბობს, რასაც ადამიანები საკუთარ თავსაც ვერ ვუბედავთ ვუთხრათ. მის ლექსებში ყოველთვის ვპოულობ რაღაცას ჩემსას..ხან ჩემს სიხარულს, ხან იმ სევდას, რომლის ახსნაც არასდროს შემიძლია. ალბათ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან. მგონია, ზოგჯერ ადამიანს იმისთვისაც სჭირდება პოეზია, რომ საკუთარ სულში არ დაიკარგოს.-ჰორიზონტზე თვალმოუცილებლად უპასუხა ტისომ. თითქოს ფიქრებს გაეტაცებია, არ შეუმჩნევია ანის ოდნავ გაკვირვებული და თან უჩბეულოდ კმაყოფილი ღიმილი. გვერდით გაიხედა პირველის მზერას რომარ შეეტყო მისთვის უცხო გრძნიბები.. და თან მისი თვალები.. ახლა უფრო ელვარე და მეტყველი, ვიდრე წუთის წინ .. საოცრად კაშკაშებდა ტისო პირველის ორი მწვანე თვალი. გულში სადღაციდან მობერილი თბილი სიო სასიამოვნოდ მოედო და ჩუმად გაეღიმა.. -აქ რა დაგრჩენია ტისო?!- რომ ვეღარ მოითმინა,სულ ერთი წუთით გახედა. გაეღიმა. მოგრძო თმები ხელის თითებით გადაიწია და მხრები აიჩეჩა. თითქოს საერთოდ არ ჰქონოდა სარჩული მის ქმედებებს. -გალა ოლღასთან პირად წერილებში რომ ამბობს, თუ დაკვირვებიხარ, „ბავშვობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან, ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო… მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე.“ სიმართლე გითხრა, ბედს ჯერ მისი არიყოს,რამე კარგი არ უქნია ჩემი ცხოვრებისთვის, ეგ კიარა, დაცემულს ისე გადაუვლია ხოლმე,თუ წამოვდგებოდი არ მეგონა, მაგრამ,ახლა გული ისეთს მიგრძნობს, დატრიალდათქო ეს ბედის ბორბალი ვფიქრობ. იქნებ ჩემს სასიკეთოდ?! რავიცი-მრავლის მეტყველი თვალები ანის თაფლისფერ სფეროებს მიაბყრო და მათში ჩაიძირა.. მოსწონდა როგორ იცლებოდა მასში ყოველ სიტყვაზე ფერები. ემოციებისდამიხედვით. თითქოს კეთილი განზრახვები ათბობდა და ქარვისფერი უხდებოდა ლამაზი თვალწბი. მას რომ უყურებდა ხოლმე გაბრაზებული, ისეთი მუქი ჰქონდა, ხის მერქნის ფერიც კი,რომ ჟრუანტელს გვრიდა. თუ მხოლოდ ორ დღეში შეეძლო მისი ყველა ფერადოვნების აღქმა და გათავისება, რა იქნებოდა ერთ წელში, ათში ან თუნდაც ხვალ?! ახლაც კი ერთიანად გაუღიავდა სულის სარკეები, გამდნარ ოქროს დაემსგავსა. ამწამს ალბათ ყველაზე ლამაზი იყო მისი თბილი, უნიღბო,დაუფარავი სახე.. მაგრამ,მხოლოდ წამით. რომ გაიაზრა სული გამოეფინა სააშკარაოდ, ანიმ წარბები შეკრა და ის სითბოც სადღაც გაიფანტა. სადღაც,ტისოს კანზე. აღარაფერი აღარ უთქვამთ. გაკვეთილი ისე დამთავრდა, მეტი რომაღარ ეგრძნო, აღარც განძრეულა ანი. მზერა მასწავლებელს ადევნებოდა, მაგრამ სულაღარ ესმოდა მისი არცერთი სიტყვა. მხოლოდ ის მხაზე ეწვოდა, სადაც ტისო დამჯდარიყო გვერდით და ერთი სული ჰქონდა, ზარს დაერეკა. ბავშვები რომ წამოდგნენ და მარიამი მიუახლოვდა, მეტე უფრო მიხვდა რომ აღარც ესმოდა ზარიც. იმდენად დაძაბული იჯდა, არც ტისოს გასვლა გაუგია და არც დაბრუნებული მარი. -იცი ერთად რა ლამაზი ხართ?-ისე პირდაპირ მიახალა ,თან იმხელა ხმაზე, დაიზაფრა ანი. -გადაირიე მარი?! რაზე მესაუბრები? არც კი ვიცნობ,არც კი ვიცი, ან ეს მისი შემოსვლა რაღა იყო ან ბედი და გალაკტიონი? ან,ვაიმე-დაბნეულოვისგან თვალებშიც კი ვერ შეხედა მეგობარს,წიგნებზე შუბლი ჩამოდო და ღრმად ამოისუნთქა. -მგონი,ჯადოს მიკეთებს.-ისე სულელურად გამოუვიდა,თავადაც გაეცინა. მერე სულ ააღარ ასწია თავი და მის სიტყვებს ჩააცივდა. ტისო. ბედი და გალაკტიონი. ყველაფერი მარის ბრალი იყო. გულმოსულმა დაიფიქრა და ათი წუთისმერე ამოხედა. -დღეს ტასოს მივწრრ რომ წერა შეწყვიტოს,ასე მგობია ეგ გაგიჟებს შენ და მერე მე მდებ მაგ განწყობას. მერე მე მაგიჟებ და დავდივართ ასე ფსიქიატრიულის მასალები სუფთა ჰაერზე.-სრული სერიოზულობით გაუნაწყენდა და მოულოდნელი თავდასხმისგან გაღიმებული დარჩენილი მარი მართლა გააოცა. -ანი,რა გინდა?!-გულწრფელი, ღია თვალებით ახედა. ამოიოხრა. მხრები ჩამოყარა. -შენი ბრალია ყველაფერი! შენი,მაგ შენი ტასუსუნასი და რაღაც ბოდვა რომანტიზმის რომ გამომიჭედე თავი..-გამწყდარი ხმით ამოილაპარაკა და ისევ დახარა თავი. -მე რა გავაკეთე, ვერ გავიგე.-გულდაწყვეტილმა სახე ახლოს მიუტანა მეგოვარს,თავი ხელზე ჩამოაყრდნო.. -არაფერი მარ, არც არაფერი მომხდარა,არც არაფერუ გაგიკეთებია,მაპატიე რომ თავს დაგესხი.-რომ მიხვდა მისი გულუბრყვილო აღტაცება არ იყო მიზანმიმართული, საკუთარი სიბრაზე მოთოკა და ხელი ძლიერად ჩასჭიდა. -ყველაფერი გალას ბრალია.-ამოაყოლა ხმას და გონება გათიშა. აღარ უფიქრია. მხოლოდ დიდ დასვწნებაზე გაჰყო კლასიდან თავი და გვერდზეც არ გაუხედავს, ისე ჩავიდა ბუფეტში. კლასელების გარემოცვაში ოდნავ განიავდა,გონება გაფანტა. დაძაბულობა მოეხსნა და მის თავს დაუბრუნდა. მარის უსმენდა ღიმილით, პატარა სივრცეში ტისო რომ შემოვიდა პარალელ კლსწლ ბიჭებთან ერთად სიცილით და ისევ რომ დაიძაბა,ოღონდ არც კი რომ შეუხედავს. -რას დალევ?-წამში მოუვიდა ტელეფონზე შეტყობინება.. წარბი კი შეკრა,იცოდა უყურებდა,მაგრამ გულში ისევ თბილმა სიომ დაუბერა.. -არ ვსვამ გაზიანს არაფერს.-უკმეხად უპასუხა. ხომ შორს იყო,ხომვერ უყურებდა საერთოდ,მაგრამ იცოდა რომ გაეღიმებოდა. -რამე ისეთი ხომარ შევარჩიო , შენ ხასიათს რომ მოერგოს? მწარე და უხეში! -არ დააყოვნა პასუხმაც. თან გაბრაზდა და თან ერთი გაცინება ყველაფერს ერჩია. -შენ ჩემი ხასიათის რა გაგეგება,ეს წუთია გამიცანი.-წარბაწეულმა აკრიბა სასწრაფოდ და პასუხის მოლოდინში მოავლო გარემოს თვალი. ტისო კარებში გახიდულიყო,მხრით ჩარჩოს მიყრდნობოდა და იღიმებოდა საოცრად. ტელეფონში ტექსტს კრეფდა. მალევე მიიღო. -მართალი ხარ, ხასიათის გასაცნობად დროა საჭირო, თვალების წასაკითხად კი ერთი შემოხედვაც კმარა.-იმდენჯერ გადაიკითხა ანი ხოშტარიამ შეტყობინება, სანამ ის , წინადადების ბოლოში თვალის ჩაკვრის სმაილიც არ დაიზეპირა. -ესეც ოლღას მიწერა გალაკტიონმა? -ხომ გაეღიმა,მაგრამ,მაინც დამალა. წარბიც კი აზიდა ჰაერში. -არა,ეს ტისომ თქვა,პირველმა და მოინიშნე,იქნებ მონავალ პოეტს ესაუბრები?!-პასუხმა რომ დაუგვიანა ანის,ჯერ მოუსვენრად აწრიალდა და მერე მიხვდა,რატომაც. ბიჭმა რომ წინ ყავა დაუდო და გვერდით შოკოლადი,დაბნეულად გამოართვა. როგორც ჩანს, გამბედაობა მხოლოდ შეტყობინებებში ჰქონდა. ეს სიტყვები ხომ უამრავჯერ წაიკითხა, მაგრან,კითხვებით სავსე მზერა რომ დაადევნა კარებში უთქვამად გასულ ტისოს, იგრძნო მანაც კანით და მოაყოლა მეორეც. -მწარე და უშაქრო ენა გაქვს,ხოშტარია ანი! ტკბილი კიდევ თვალები! ესეც მე ვთქვი! და დამხვრიტე თუ გინდა, აღარ ვარ ილია! ზუატად იგრძნო მოწერილში ტონი და სახე,როგორ მხატვრულადაც იტყოდა ყველა სიტყვას. ჩახურა ჩატი სულის მოსათქვამად და ის დღე სულაღარ გაუხსნია ტელეფონი. აღარც კლსიდან გაუხედავს მეტი და ყავაც ვერ გადაიტანა ყელში. შოკოლადიც ჩანთაში ჩაიდო და ტისოც ამოირეცხა გონებიდან დროებით, თორემ გიჟდებოდა. სახლიდან რომ გზას მასწავლებლისკენ მიუყვებოდა, სწორედ იქ დახვდა ისევ ნაცნობი სხეული,მცოლოდ ბიჭების გარემოცვაში და იგრძნო რატომღაც,რომარ უნდა გაეხედა.. _____ მოვედით, აბა, რას მეტყვით? როგორია ჩვენი ბიჭი? ჩემი ტისო გელით, თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


