სიზმარი(მესამე თავი)
მარი იდგა ერთ ადგილას და მიმავალ მატარებელს თვალს არ აშორებდა,არც ფეხს დგამდა რომ რაც სეიძლებ ამალე იქაურობას გაშორებოდა.მხოლოდ ერთი რამ ახსენდებოდა ნიკას მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან,ჩემდა თავად მიმიფურთხებია შენთვის და შენი სიყვარულისთვისაც““იმის სინდისი მაინც შეგრჩეს რომ აქიდან წახვიდე“წადი!აღარ დამენახო“მიუხედავად იმისა რომ სანდროს სიმდიდრით ვერ ვაჯობებ,არც სანდროს და არც შენ თავს არასოდეს გაგიტოლებთ“ამ სიტყვებზე მარის გააჟრჟოლა,ნელი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ თუმცა ერთხელ უკან მაინც მოიხედა.მატარებელი უკვე აღარსად ჩანდა.ირგვლივ მხოლოდ სიცარიელო იყო ისეთი როგორიც ახლა მარის სულში სუფევდა.შემდეგ ნაბიჯს მოუჩქარა და იქაურობას მოშორდა-- სახლში მოწყენილი მივიდა.კვლავ თავის ოთახში ჩაიკეტა,არავის დანახვა არ უნდოდა,კვლავ საათის ისრებს დააშტერდა.ახლა ქუთაისში იქნება,ახლა ზესტაფონში,ახლა ხაშურში,ახლა მცხეთაში იმეორებდა მარი ყოველი საათნახევარის გასვლის შემდეგ.ის ღამე თეთრად გაათენა საათის ისრებს მიშტერებულმა.უხალისოდ წამოდგა ლოგიდან.ნიკას სურათი მოძებნა დააშტერდა,სურათიდან ლამაზი მომხიბვლელი,ცისფერ თვალება შავგრემანი ბიჭი სანდომიანად უღიმოდა და უცებ სიტყვები მოაგონდა“მიმიფურთხებია შენი და შენი სიყვარულისთვი“გული დაეფუფქა ამ სიტყვების გახსენებისას.მაგრამ არ ვბრაზდები ნიკა.სურათს ესაუბრება მარი.მე ეს სიტყვები მეკუთვნოდა.ჩემი ოქრო და ჩემი ბრილიანტი ეს შენ ხარ,შენ ხარ მთელი ჩემი სიცოცხლე და სიმდიდრე.მე მართლა უსინდისო ვარ.უცებ საათის შეხედა და უკვე გათენებული იყო -მარი დედა სანდრო მოვიდა შვილო.საქარწინო კაბა უნდა შეგარჩევინოს.კარი შემოუღო დედამ -ახლავე გამოვალ!უხალისოდ წამოდგა და სასტუმრო ოთახში შევიდა. -როგორ ხარ ძვირფასო?მიიჭრა მასთან სანდრო,მაგრად აკოცა -არამიშავს,ძლივს თქვა მარიმ.ისე კი ერთი სული ქონდა სანდრო ხელს როდის გაუშვებდა.ღმერთო რატომ არ უნდა მისი ოდნავი მიკარებაც კი?როგორც უცნობს ისე რატომ ექცევა?ხო,თუმცა მარის გული ხომ მხოლოდ ნიკას იცნობს და ემსახურება. -შენ რა კარგად ვერ ხარ მარი?რაღაც უძინარობა გეტყობა. -ხო საყვარელო.გუშინ მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი,ჩვენს ქორწილზე ეს თქვა და ტუჩებზე ხელი მიიფარა.ღმერთო ეს პირველი ტყუილი იყო რაც მის ცხოვრებაში ნიკას გულისთვის თქვა. -აი ჟურნალი საყვარელო,თუკი ქორწილზე ფიქრობდი თადარიგს აქედან უნდა შეუდგე.მეჯვარე ამოირჩიე.მე ამორჩეული მყავს. -მართლა?ვინ არის?გულუბრყვილოდ იკითხა ქალმა -ნიკა.ჩემი მეგობარი.მაშინ სუფრაზე თქვენი გაცნობა ვერ მოხერხდა.არაჩვეულებრივი ბიჭია.ბაჯაღლო გული აქვს.ნიშნობაზე იმიტომ დავპატიჯე მეჯვარედ მინდოდა.მისთვის ჯერ არც კი მითქვია.ცოტა საშუალება არ აქვს და არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო. მარის მეტი,სანდროს სიტყვებიდან არაფერი გაუგონია.აი თურმე რატომ იყო ნიკა მის ნიშნობაზე.თურმე ვის მოუწვევია.ღმერთო ის სანდროს მეგობარი ყოფილა.აი თურმე რატომ მელაპარაკებოდა სანდროზე ასე თამამად.არა არა.ნეტა მეჯვარეობაზეც არ დათანხმდება?ალბათ ამიიტომ წავიდა თბილისში,მისი მეგობრისგან ამ წინადადებას რომ მოელოდა. -მარი.მოხდა რამე?შეაჯანჯრარა სანდრომ -არა საყვარელო არაფერიც არ მომხდარა ნაძალადევად გაიღიმა ქალმა -ხოდა იმას გეუბნებოდი დედოფალივით უნდა გამოიყურებოდე ქორწილში,არა ქალღმერთივით!აქ უახლოესი მოდის კაბებია ამოირჩიე შენ რომელი გინდა?ფასზე ნუ დაგეხათრება.მე არაფერს დავიშურებ იმისათვის რომ შენ ნამდვილი ფერია იყო. -აი ეს კაბა მინდა!ერთერთ სადედოფლო კაბას ხელი დაადო მარიმ.ისიც სინდისის გულისთვის თორემ რა მნიშვნელობა ჰქონდა რომელს ჩაიცმევდა.ძალიან მოგიხდება ძვირფასო.ახლავე წავიდეთ და მკერავს შევუკვეთოთ. -იცი რა მე ჯერ არ მცალია.სხვაგან ვარ წასასვლელი ძლივს გასაგონად ბუტბუტებს მარი. სად უნდა წახვიდე ძვირფასო ამაზე უფრო მნიშვნელოვან ადგილას? -მატარებლის სადგურში,უცებ წარმოთქვა მარიმ თვითონაც გაუკვირდა,რა უნდა სდომოდა იქ.მატარებლის სადგურში?გაოცებას ვერ მალავს სანდრო. -ხო მეგობარს უნდა შევხვდე.მერე იქიდან სამსახურსი წავალ.დღეს ბერვი სამუშაო მაქ.ვერ მოვიცლი მგონია,ხვალ ხოამ არ წავიდეთ ნაზალადევად იღიმის მარი. -მე კი დღეს მინდოდა,მაგრამ როგორც იტყვი ჩემო თოჯინა.მე მხოლოდ მინდა რომ თოჯინასავით ლამაზი იყო.რომ თქვან სანდროს ლამაზი,მზეთუნახავი ცოლი მოუყვანიაო.ხომ იცი ნათია რომ გათხოვდა,ჩემი ყოფილი შეყვარებული,არ მინდა ვინმემ თქვას მასზე ნაკლები მოუყვანიაო.ჩემო თოჯინავ მე გარწმუნებ რომ შენ ნამდვილი მზეთუნახავი იქნები,აი ნახავ.ახლა კი წავედი,თუმცა შენც წამოდი მატარებლის სადგურამდე მოგიყვან მანქანით. -არა!არ მინდა.ჯერ მზადაც არ ვარ.ფეხით მირჩევნია.აბა ნახვამდის უთხრა მარიმ და კარები სწაფად გაუღო კიდევ რამე რომ არ ეთქვა და არ შეყოვნებულიყო სანდრო. მარტო დარჩენილი მარი.მწარედ ატირდა.ღმერთო ვისთვის უარვყავი ნიკა.ამას მე ის არასდროს მაპატიებს.ღმერთო სანდროს კი მე არ ვუყვარვარ როგორც თოჯინას,გასართობს ისე მიყურებს.იმის სცდაშია ვინმემ არ დაამციროს ნათიაზე ნაკლები ცოლი მოუყვანიაო.ეს რა ჩავიდინე?ჩემი ადამიანობა მართლაც მისაფურთხებელია.არაფერი არ გამოვა.არაფრის შეცვლა არ შეიძლება.ნიკა წავიდა,ქოწრილამდე არც ჩამოვა.ვერაფერს ვერ მოახერხებს.ისევ სანდროს დარჩება.არ მინდა არც ოქრო,არც ფული,არც სიმდიდრე ოღონდ შენთან ნიკა,ოღონდ შენი მერქვას და ხის ძირშიც ვიცხოვრებ.ჩვენ იქაც ბედნიერი ვიქნებით.სახლი არ გვინდა ჩვენ.ჩვენ ჩვენი სიყვარულიც გვეყოფა,მაგრამ საუბედუროდ ეს მხოლოდ სიზმარია,აუხდენელი სიზმარი და სხვა არაფერი.კარები სწრაფად მიხურა.ჩქარი ნაბიჯებით მატარებლის სადგურისაკენ მიეჩქარებოდა.იქ არც არავის ელოდებოდა,არც არავინ დახვდებოდა,მაგრამ მისი გული მაინც იქ მიიწევდა.მივიდა ის სკამი მონახა სადაც ნიკა იჯდა,ჩამოჯდა.რაღაც უხაროდა.იმ სკამს ჯერ კიდევ თითქოს ნიკას სურნელი ასდიოდა.თითქონს ნიკას მუხლლებზე იჯდა და არა გაყინულ სკამზე.შემდეგ მაატარებლისკენ გაიხედა.ის მატარებელი იყო რომელმაც წუხელ ნიკა წაიყვანა.ის ის იყო ჩამომგარიყო..ზიზღით შეხედა მარიმ.უცებ წამოვარდა გიჟივით დაიყვირა. -აი შე საძაგელო,რად წამართვი ჩემი სიყვარული,სად წაიყვანე ჩემი ნიკა? იქ მყოფი ხალხი გაკვირვებული უცქერდნენ ამ გოგანას,და ფიქრობნენ ალბათ აკლიაო.მარიმაც შეამჩნია გაოცებული სახეები.ერთი უაზროდ დატრიალდა და გასავლელისაკენ გასწია.უცებ ისევ შედგა და ხალხს მოუბრუნდა,რომლებიც ჯერ კიდევ გაოცებული უყურებდნენ მარის და მათ შესძახა. -არ გეგონოთ გიჟი.მე სიმართლე ვთქვი.ამა მატარებლით ჩემის იყვარული წავიდა გუშინ.ან რა საჭიროს ახსნა.რაც გინდათ ის იფიქრეთ ჩემზე.ამას უკვე მნიშვნეობა აღა აქვს. უღრმესი მადლობა ისმ თითოეულ მკითხველს რომლმაც წაიკითხეთ ჩემი ისტორია.ვეცადე უფრო დიდი დამედო მაგრამ ვერ სევძელი ჯერ,მერ კიდევ ვცდიი.ბოდიში თუკი შეცდოემბი მექნა.წინასწარ მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.