შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარის ორივე მხარე (თავი II)


25-02-2015, 17:13
ავტორი hana
ნანახია 2 017

დღეები გადიოდა, ჩევნ უფრო და უცფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, ჩემთვის ის მეგობარი იყო რომელსაც სინათლე შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში.ზაფხული გრძელდებოდა, მზის სითბო საშინლად ხუთავდა ჰაერს, გაუსაძლისი სიცხე, ვერანაირი გაყინული წყალი, ვერც ეგრედწოდებული "ვინტიაატორები" და "კონდეციონერები" ვერ ერეოდნენ სიცხეს, ხალხი ქუჩებში ნელი ნაბიჯებბით დადიოდა, ყველა ჩრდილს ეძებდა, თუმცა იქაც არ იყო შვება,სიცხე ყველას ძალას ართმევდა, არც მე ვიყავი გამონაკლისი, ისედაც ფერკმთალი და სუსტი, უფრო დავუძლურდი, თითქოს ჰაერიც აღარ მკმაროდა, ფილტვები აღარ იხსნებოდა, ოთახში წინ და უკან დავდიოდი და რვეულს ვაფრიალებდი სახესთან, თუმცა მხოლოდ თბილი ჰაერის მასას ვგრძნობდი რომელიც ჩემს სახეს ეცემოდა.ტელეფონის ზარი გაისმა, არ მოველოდი, ნომერს დავხედე, სრულიად უცნობი იყო, მაინც ვუპასუხე და გავიგე ხმა რომელსაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი.
-ნინაკო, როგორ ხარ ?-მის ხმაში ხალისი და უდარდელობა ისმოდა, გამიკვირდა, დავიბენი, მოულოდნეობისგან ენა ჩამივარდა, ენის ბორძიკით ძლივს მოვაბი ერთ სიტყვას თავი.
-კარგად-ვუპასუხე და გავჩერდი, მაინ გაიცინა, როგორ შეეძლო სულ ასეთ პოზიტივზე ყოფნა, ნუთუ არ ცხავს მაინც, მე საუბარიც კი არ შემიძლია ისევარ მისუსტებული, ვფიქრობდი ჩემთვის.
-რაღაც ხმაზე არ გეტყობა, ალბათ სიცხის ბრალია, ჰო და ამას ჩვენ მოვუვლით, ეხლავე გაემზადე, გამოგივლი და აუზზე მივდივართ, არც კი გაბედო უარის თქმა, თორე შემგან ვერაფერს ვეღარ გაიგებ გპირდები, ჰოო და კიდევ მარტო არ ვიქნებით , ჩემი მეგობრები იქნებიან, არა მარტო ბიჭები ,გოგონებიც- ეს ისე ჩქარა თქვა გადახარშვა ძლივს მოვასწარი, გაკვირვებისგან პირი დამრჩა ღია,მე ხომ გარეთ არ გავდივარ, მითუმეტეს იმ ხალხთან ერთად ვისაც არ ვიცნობ, გაბრიელმა იცის ეს, იცის რომ არ შემიძლია, პირი დავაღე რომ რაღაც მეთქვა, უარმეყო ეს წინადადება მაგარამ ტელეფონიდან ეგრე მისი ხმა გავიგე.
-ნინა, უარს მეტყვი და გეფიცები, გაქრება გაბრიელი შენი ცხოვრებიდან, დღეს ისეთი დღე უნდა გქონდეს, რომელიც არასდროს დაგავიწყდება, და იქნებიი ძალიან ბედნიერი, თან იცი რა კარგი ხალხი უნდა გაგაცნო ?- არ ცხრებოდა, ისე იყო ეიფორიაში რომ ჩემ პასუხსაც არ უცდიდა- მოკლედ, ნახევარ საათში შენი ბინის ქვემოთ ვარ, დაგვიანებას ვერ ვიტან,აბა შენ იცი, ნახევარი საათი! -ბოლო სიტყვები დააგრძელა და გამოთქმით წარმოთვა, რაღა დამრჩეენია კარგი თქო ვუთხარი, იმ წამსვე გათიშა, ოთახში ისე დავიწყე ბოდიალი გეგონებიდათ პირველად არის ოთაში და აზზრზე არა რა სად დევსო, ხან რას მოვკიდებდი ხელს ხან რას, აუზიი, აუზიი, მიტრილებდა თავში,საცურაო კოსტუმი გჭირდება ნინა, მეუბნებოდა ალტერეგო, რომელიც შენ არ გაქვს, დამცინავად დაამატა, იმედგაცრუებული დავეშვი საწოლზე, რომ არ წავსულიყავი არ შეიძლებოდა, სხვა გზა არ იყო, ცისფერი, მოკლე , უფრო სწორად ძალიან მოკლე შორტი ჩავიცვი და თეთრი ბრეტელებიანი მაისური, რომელისაც შეიძლება დეკოლტეც უწოდოთ, მაგარამ თუ გავითვალისწინებთ ჩემს მკერდს, ეს დეკოლტე სულაც არ არის გამომწვევი რაგდან არაფერს აჩენს, რაც არაა რას გამოაჩენს.ხუთი წუთიღა დარჩა, სწრაფად გავედი სამზარეულოში სადაც დედა სალათს ამზადებდა.
-დეე, მე აუზზე მივდივარ მეგობრებთან ერთად- მისი სახე უნდა გენახათ, ალბათ უცხოპლანეტელები რომ დაენახა ასე არ გაუკვირდებოდა , როგორც ჩემი აუზზე წასვლა გაუკვირდა, მემგონი შოკისგან ხმასაც ვერ იღებდა და თქვა ისე ფრაზა რომელსააც ყოველთვის მეუბნებოდა.
-ოღონდ შენ სადმე წადი და მე ყველგან გიშვებ- მეტი რა მინდოდა, შემოვტრიალდი, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და კიბეებს დავუყევი.ჩემი პუსლი ალბათ 100 მაინც იქნებოდა თუ მეტი არა, ვგძნობდი გამალებულ გულისცემას, სადარბაზოდან გავედი თუ არა დავინახე მანქანა რომელზედაც გაბრიელი იყო მიყრდნობილი, დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა.
- აი ჩემი ნინაჩკაც მოვიდა- სიხარულით მომეგება, მე როგორც კომპლექსიანმა თავი დავხარე და ჩუმად წარმოვთქვი- გამარჯობა გაბრიელ- ხელით მანქანისკენ მიბიძგა, მანქანას დავაკვირდი უკან ორი ბიჭი და ერთი გოგო იჯდა ,წინ არავინ, ანუ მე მის გვერდით მომიწევდა დაჯდომა, ცოტა კიარადა და კარგად ავნერვიულდი, მანქანაში ჩავჯექი, გაბრიელიც ჩაჯდა.
- გამარჯობა- წარმოვთქვი და ბავშვებს გავხედე.
-ბავშვებო, გაიცანით ეს ნინა- წარუდგინა ჩემი თავი ბავშვებს, როგორც შევატყვე გოგო დაახლოებით ჩემი ტოლი იქნებოდა 19 ან 20 წლის, ბიჭები უფროსები უნდა ყოფილიყვნენ, ალბათ გაბლიელის ასაკის ან მეტის.
-სასიამოვნოა ნინა, მე მარიამი ვარ, ხელი გამომიწოდა გოგონამ, რომელიც საკმაოდ კარგი გარეგნობისა იყო , თან საყავრელი ღიმილი ჰქონდა, ხელი ჩამოვართვი.
-სასიამოვნოა, ნინა.
-მე ნიკა ვარ
-მე კიდე ცოტნე
ყველას მივესალმე, ძალიან დადებითი აურა მოდიოდა მთგან.
-წავედით, თქვა გაბრილემა და მანქანა დაძრა.
მთელი გზა არ გაჩუმებულა ეს ოთხი, როგორც აღმოვაჩინე ყველანი მეგობრები ყოფილან, თან ძალიან ახლო, ნიკა და ცოტნე გაბრილეს ბავშვობიდან იცნობენ, აუზთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებდნენ, რაც ბავშვობაში მოსვლიათ, ცოტნე ყველაზე არასერიოზული იყო როგორც შევატყვე, სულ ხუმრობდა, მოყვა როგორ იხრჩობოდა 10 წლის ნიკა და როგორ გადაარჩინეს გოგოებმა, რაც უდიდესი სირცხვილი იყო ნიკასთვის, ნიკა იბღვირებოდა და იმეორებდა რომ მაშინ მხოლოდ 10 წლისა იყო, გაბრიელი და მარიამი იცინოდნენ, მეც მეღიმებოდა მათ საქციელზე.
20 წუთში აუზის შესასვლეთან ვიდექით, მაგარამ რატომღაც არ შევდიოდით.
-გაბრიელ, ვინმეს ველოდებით ?-მორიდებით ვკითხე.
-აი მოვიდნენ, შესძახა გაბრიელმა და ორი მანქანა გაჩერდა ჩვეს წინ, იქედან კი სიცილით და ყვირილით გადმოვიდნენ ბიჭები და გოგონები.
-სასტავს გაუმარჯოს, შემოსძახა გაბრიელმა, თვალებს არ ვუჯერებდი, რამდენი იყვენ, ყველა ერთმანეთს ესალმებოდა, ეხვეოდნენ.
-ეხლა ყველა გაჩერდით, ყურადღება ჩემსკენ- შემოსძახა გაბრიელმა, მაშინვე ყველა გაჩუმდა და მას მიაბყრეს მზერა.-დღეს შევს "სასტავს" ერთი წევრი შეემატა, გაფრთხილებთ, ჭკუით მოიქეცით და არ გადამირიოთ გოგო,ნინა, მოდი აქ- დამიძახა , მიწა რომ გამსკდომოდა ის მინდოდა, ყველა მე მიყურებდა, თითქოს სამუზეომო ექსპონატი ვყოფილიყავი-გაიცანით, ეს ნინა, ჩემი მეგობარი .
არ მოველოდი ნამდვილად ასეთ რეაქციას, ვერც კი ვიფიქრებდიი, ყველამ ერთად შემოსცხო ყიჟინა. ჩემს წინ დაახლოებით 9 კაცი იდგა, იამთთგან სამს ვიცნობდი, რადგან ერთად ვიმგზავრეთ , დანარჩენი 6 რიგრიგობით მოვიდა და გამეცნო, ჯერ გოგოები.
-მე ნათია ვარ სასიამოვნოა-ნათია ძალიან ლამაზი იყო, აი მე ხო გოგო ვარ მაგრამ, ლამის თვალები გადმომცვივდა, მაღალი , ქერა, ცისფერი თვალებით, ტანი ჰქონდა ისეთი, ნებისმიერ მოდელს რომ შეშურდებოდა-სასიამოვნოა, ვუთხაი და ოდნავ გავუღიმე, მანაც გამიღიმა, , შემდეგი იყო თათია, შავგრემანი, კარგი აღნაგობის გოგო, სიამოვნო გარეგნობით, სავსე , დიდი ტუჩებით
ცოტნე და ნიკა გვერძე გაიწიენ და გზა სხვებს დაუთმეს, ჩემს წინ დადგა ბიჭი, აღნაგობა ქონდა აი როგორ გითხრათ, მუტრუკიო რომ იტყვიან ეგ იყო, სიმაღლეში 190ზე ნაკლები არა, ფართო მხარ ბეჭით, სახეზე მკლე წვერით, გამოხედვა ქონდა სვანის, აი ნამდვილი სვანის, არც ჩემცდარვარ, როგორც შემდეგ აღმოვაჩინე.
-მე გიგა მქვია, სასიამოვნოა, თავისი ტორი გამომიწოდა, ხმაც ისეთი ბოხი ჰქონდა- მის ხელთთან შედარებით ჩემი სიფრიფანა ,თხელი ხელი ერთი ბეწო ჩანდა.
-მე იოანე, მითხრა შავგრემანმა ბიჭმა, რომელსაც საოცრად შავი თვალები ჰქონდა, ესეც საკმაოდ მაღალი იყო.
-სანდრო, შეგიძლია სანდრიკა დამიძახო, სანდრინიო, როგორც ამას ბაჯბატონი გაბრო მეძახის, ან დრონ სანდრინიო, ან სანდრექსა, კაროჩე საც გაგისწორდება რაა- ეტყობოდა რა ჭკუამხიარულიც იყო
-ნინა, მაგას ბავშობაში იცი რას ვეძახდით ? ჯოია ის დაუძახო - მითხრა გაბრიელმა
- არც კი გაბედო თქმა, წამოიყვირა სანდრომ და გაბრიელისკენ წავიდა
- ნინა ამას ეძახდნენ...- თქმა ვეღარ მოასწრო რაგდან პირზე სანდროს ხელი აეფარა
-შენ ამათ ყურადღება არ მიაქციო, ბავშობის ასაკიდან ვერ გამოვიდნენ-, მითხრა ჩემთან მოსულმა ბიჭმა, რომელიც საოცრად გავდა გაბრიელს.- მე ლევანი ვარ, ლევიკოსაც მეძახიან .
მოკლედ ყველა გავიცანი, გაბრიელმა ძლივს გააშვებინა სანდროს ხელი, როცა უკვე წითელი იყო და ვეღარ სუნთქავდა.
- გაკლია შენ ძმობას ვფიცავარ- უთხრა გაბრიელმა როცა ჰაერი ხარბად შეუისუნთქა და ფერზე მოვიდა.
- რამე ახალი მითხარი ჩემი ძმა- უთხრა სანდრომ და გოგოებისკენ წავიდა.
- წავედით ნინა, ესენი გიჯები მყვანან, მაგარამ ძაან მაგარი ხალხია, ამათ გარეშე გაბრიელი არ არსებობს- ეტყობოდა როგორ უყვარადა მეგობრები, ჩევც შევედით .
ბიჭები, ბიჭების გასახდელისკენ წავიდნენ, მე გოგოებს გავყევი ჩვენი ოთახისკენ.
როგორც კი შევედით მაშინვე გამოცვლა დაიწყეს, სამივეს უზადო სხეული ჰქონდა, საცურაო კოსტუმები იდეალურად ადგათ ტანზე, რომ მორჩნენ მე შემომხედეს, სამივემ ამათვალიერა.
-ნინა შენ რატომ არ იცვლი, სად არის შენი საცურაო კოსტუმი ?- მკითხა მარიამმა.ძალიან შემრცხვა , როგორ მეთქვა რომ არ მქონდა, მე ხომ არასდროს ვყოფილვარ ზღვაზე, თან არც ჩემი ტანი მომწონდა, ძალიან სუსუტი ვიყავი.
- მე არ მაქვს-ჩუმად წარმოვთქვი და ძალიან შემრცხვა
-სერიოზულად?- გაუკვირდა ნათიას
- ჰო, მართლა არ მაქვს.
- ჰმმ, ეგ არაფერი, დღს ასე იყავი, მერე გავიდეთ ერთად და ავარჩიოთ კარგი ?- მითხრა მარიამმა, აი ამას არ მოველოდი, დღეს პირველად მნახეს და უკვე როგორც მეგობარს ისე მექცეოდნენ.
- ჰო ოთხივე ერთად წავიდეთ, თან უფრო კარგადაც გაგიცნოთ- დამატა თათიამ და თვალი ჩამიკრა.
გარეთ გავედით, ბიჭები უკვე იქ იყვნენ.
- რას აკეთებდით გოგო ამდენ ხანს ჰაა? ეხლა კერავდით მაგ "კუპალნიკებს" ?შემოგვეგება სანდრო.
- ოოო, სანდრო, შენ რომ რამე ჭკვიანური არ თქვა ისე არ შეგიძლია ხო ?- თათიამ ხელი აუქნია და ბარისკენ წავიდა.
- თავისთავად, მე ხო ასეთი ჭკვიანი ვარ , სიბრძნეს ვაფრქვევ პირდაპირ- არ წყნარდებოდა სანდრო, გოგოებმა გვერდი აურაეს და თათიასკენ წავიდნენ, მეც მათ მივყევი, სანდრო კიდე პირდაპირ თავით გადაეშვა აუზში.ოთხივემ წვენი ავიღეთ, პატარა ლეკვივით დავდევდი გოგოებს უკან.
ბიჭების კიდე მოესწროთ აუზის დაბყრობა, ვინ ვის "ახრჩობდა" ვერ გაიგებდით.
ერთადერთი რაც შევამჩნიე იყო გიგა, რომელსაც ერთ მხარეს ცოტნე ყავდა ამოღლიავებული, მეორე მხარეს სანდრო და უმოწყალოდ აყვინავებდა, უნდა გენახათ იმათი განწირული გამომეტყველება. ალბათ რაღაცაზე გააბრაზეს, გავიფქრე ჩემთვის.
-ნინა, შეგიძლია კრემი წამისვა? მთხოვა მარიამმა, მეც მაშინვე გამოვართვი კრემი და ზურგზე წავუსვი. დაახლოებით ნახევარი საათი ესე ვიჯექით და ბიჭების ვუყურებდით და ვიცინოდით, რომლებიც ცურაობის გარდა ყველაფერს აკეთებდნენ.
დავინახე როგორ ამოვიდა წყლიდან გაბრიელი, ვერ ვიტყოდი რომ სუსტი იყო, თუმცა არც ძვალმსხვილი, კარგი აღნაგობა ჰქონდა, მხოლოდ ეხლა შევამჩნიე პატარა წარწერა ხელზე, მთლიანად გაწუმპული მოვიდა ჩემთან და გვერდით დამიჯდა.
-ნინა, ან რა გაცვია, ან რა სახე გაქვს ? ამისთვის წამოგიყვანე ?- მითხხრა და თითქოს დამტუქსა.
- ასე არ შეიძლება, ეს საქმე უნდა გამოვაეთოთ, ფეხზე წამოდგა.
- ლევი, მოდი რა ძმურად- დაუძახა ლევიანის, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ლევანი ეგრევე ამოვიდა და ჩვენთან მოვიდა.
- ამ ქალბატონს უყურებ ? მე შემომხედა, გაგრილება უნდა, მოდი რა მომეხმარე, ამის გაგონება და ჩემი გაქცევის მცედელობა ერთი იყო, თუმცა ვინ გაცალა, ოთხმა ხელმა ერთად დამიჭირა.
-გაბრიელ, ლევან, გთხოვ არა რაა, ვემუდარებოდი და ფეხებს ჰაერში ვაფართხალებდი, მაგარამ ვის ესმოდა, ბახ..... ჩემი კივილი და წყალში აღმოვჩნდი, შემდეგი მარიამი იყო, მერე ნათია და ბოლოს ბევრი სირბილის შემდეგ დაჭერილი თაათია, წყალი მესიამოვნა, სიცილი დავიწყე, რომ ვუყურებდი როგორ დასდევდნენ ამხელა მუტრუკები ამ სუსუტ გოგოებს და როგორ ყრიდნენ წყალში, მერე წუწუწაობა დავიწყთ, მერე ბიჭებმა ბურთი მოიტანეს და წყალბუთი ვითამაშეთ, აღარ მახსოვს ბოლოს ასე როდის გავერთე.


************************************
აბა ას იტყვით?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent