შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეორე მე" I თავი


25-02-2015, 17:45
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 368

როგორც არისტოტელე იტყოდა მე ვარ პოლიტიკური ცხოველი, რომელსაც გააჩნია საკუთარი სახე და გვარი. მე ლილე მქვია. ვცხოვრობ თბილისში, ოთხოთახიან ბინაში. მაქვს საკუთარი ოთახი და ამ ოთახში მხოლოდ ათ საათს ვატარებ(ექვს ძილისთვის და ოთხსაც მეცადინეობისთვის). მაქვს აივანი, ულამაზესი ხედით. მიუხედავად იმისა, რომ ამხედის უმეტესი ნაწილი შენობებითაა გადაჭედილი მე ის მაინც მიყვარს. ჩემი ოთახი საკმაოდ "სიმპათიურია", რადგან სხვებისგან განსხვავებით არეული არასდროსაა. საკმაოდ დიდი საწოლი მაქვს, რადგან ძალიან ჩემი საუკეთესო მეგობარი ღამითაც არ მაკლებს მისი ნახვის სიამოვნებას. და რაც მთავარია მაქვს უზარმაზარი სარკე. ოთახის ნებისმიერი კუთხიდან საკუთარ თავს ვხედავ, რადგან არ მინდა საკუთარ თავზე "კონტროლი" დავკარგო. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისები არიან. უბრალოდ სარკე რეალობის აღქმაში მეხმარება. არ მინდა ჩემი ოთახის აღწერით მოგაბეზროთ თავი, მაგრამ რატომგაც მგონია, რომ ადამიანის ოთახი ძალიან ბევრს ამბობს თვით ამ ადამიანზე. ჩემ ოთახში პატარა სათამაშოების კუთხესაც კი შეხვდებით. აქ ყველა ის თოჯინაა თავმოყრილი, რომელიც ოდესმე უჩუქნიათ, თუმცა არასდროს მიყვარდა თამაში, არ მიყვარს, როდესაც "დრო გაჰყავთ" ხოლმე. ყოველ წამს ვაფასებ. და დროის ფასიც კარგად მაქვს გამჯდარი.
ვარ "შკოლნიკი" და მოუცლელი ბავშვი. ძალიან დიდ დროს ვუთმობ წიგნებს, რადგან ძალიან მიყვარს კითხვა. რათქმაუნდა მიყვარს კომპიუტერიც, თუმცა წიგნს ვერაფერი შემიცვლის. ადამიანებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ კომპიუტერის უნიკალურობაზე, მაინც ვერ დააკნინებენ წიგნის მნიშვნელობას. წიგნის უარყოფითი მხარეები იმდენად ცოტაა (თვალების დაღლას და ესეთებს ვგულისხმობ), რომ სახსენებლად არც ღირს. კომპიუტერს კი ადამიანის შეცვლა უარესობისკენ უფრო შეუძლია. მიხედავად ამგვარი დამოკიდებულებისა განათლებისადმი გართობას მაინც არ ვაკლებ ხელს მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და საკმაოდ ბედნიერი ვარ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან და საოცრად მავსებენ. მეგობარი ეს ის პიროვნება გახლავთ, რომელსაც იმ საიდუმლოსაც კი უმხელ, რომელიც დედამაც კი არ იცის. შეიძლება ითქვას ერთგვარი ბანკია, რომელიც პროცენტებს არასდროს გართმევს გატანილი სესხისათვის. მაგრამ არსებობენ ისეთი მეგობრებიც, რომლებიც სამყაროს გირჩევნია. მათზე ამოგდის მზე და მთვარე და რომელთა გარეშეც ცხოვრებას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა. აი, სწორედ ესეთი მეგობარი გახლავთ ჩემთვის ნინი (ნინუცა ან უბრალოდ ნიიი).მას ჩემი უსიტყვოდაც კი ესმის. იცის როდის რა მინდა და ხშირად ვმსხდარვართ ჩუმად, ერთმანეთის პირისპირ ისე, რომ ხმაც კი არ ამოგვიღია. ეს სრული ბედნიერებაა. ამ წუთებს საათებშიც კი ვერ გავცვლი. ნინის იმდენი შეყვარებული ჰყოლია, რომ ჩამოთვლა ძაან შორს წაგვიყვანს. ეხლა "პერერივი" აქვსმე? მე არ მყოლია შეყვარებული. ალბათ იმიტომ, რომ ერთს და განსაკუთრებულს ვეძებ. მაგრამ თაყვანის მცემლების ნაკლებობას არ ვუჩივი(გარეგნობაზე ძალიან იშვიათად გავამახვილებ ყურადღებას!)
განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებ ნინისთან ერთად. მინდა ეს თუ არა მაინც მიწევს სკოლაში ერთად ვსწავლობთ, სახლში მოსვენებას არ მაძლევს. თუ ჩემთან არაა მირეკავს ხოლმე და ესე. მაქვს სრული იდილეა მასთან სიახლოვის.
ნინის შემდეგ ყველაზე ერთგულია ჩემი პუჩი. არსება, რომელიც საშინლად მიყვარს. ხშირად ვსეირნობთ ხოლმე მე, ნინი და პუჩი ერთად.
მიუხედავად ყველაფრისა ყველაზე მეტად მიყვარს იმ ორ ადამიანს, რომელთა გარეშეც უბრალოდ ვერც კი ვიარსებებდი. მამა-ნიკოლოზი ყველაზე მაგარი მამიკოა მთელს მსოფლიოში(აგიხსნით რატომას). ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ჩემი. ხშირად მოუცია რჩევა, რომელი კაბა ან ფეხსაცმელი ჩამეცვა წვეულებაზე. არასდროს მსვავს ჩარჩოებს შიგნით და გულით გრძნობს რა მინდა ხოლმე. ნიკო იურისტია და ყველაზე კარგად ესმის თუ რას ნიშნავს თავისუფლება. მამაჩემთან ვსაუბრობ ნებისმიერ თემაზე. არაფერს ვუმალავ და მაგრად ვაფასებ. დედა-ელენე მასწავლებელია და ჩემი აღზრდა არ გასჭირვებია.ვთვლი, რომ საუკეთესო ბავშვობა მქონდა, რადგან დღე არ გავიდოდა ისე, რომ დედას ზღაპარი არ წაეკითხა და მამას უთბილესი ძილინებისა არ ესურვებინა. რავიცი მაშინ ბედნიერებისათვს ესეც საკმარისი იყო(არც ეხლა ვითხოვ ბევრს). დედა უამრავ რჩევას მაძლევს, თუმცა საკმაოდ მკაცრია. მაინც მასწავლებლის სისხლი უდუღს ძარღვებში.
ჩემი ოჯახი როგორც ხედავთ სამი წევრისგან შემოიფარგლება. დედა, მამა და მე. მაგრამ სხვა დანარჩენ დანაკლისს საერთოდ ვერც კი ვგრძნობ ისეთი მშობლები მყავს. ხშირად ვზივართ ხოლმე საღამოს ჩემს აივანზე, ყავის ფინჯნით ხელში და ვსაუბრობთ იმ უსასრულობაზე, რასაც ცხოვრებისეული ფილოსოფია ჰქვია.
სკოლაში, როგორც ავღნიშნე ბეჯითი მოსწავლე ვარ. მაგრამ ბევრი "არასაშკოლნიკო" საქმეც ჩამიდენია. თუნდაც მარილიანი წყლის მირთმევა კარგი საქციელი არ უნდა იყოს. არც მწერებით შეშინებაზე ვამბობდი უარს. დღეს 16 წლის ვარ და მსგავსი ოჯუნჯობები შევწყვიტე, მომბეზრდა. მყავს საკმაოდ ძლიერი კლასი, ანუ "უტვინოები" არ მიზის კლაში. და აი, მოახლოვდა წლის ბოლოც ზოგი სად მიდი ზოგი სად. ძალიან მინდოდა ზღვაზე წასვლა. თუმცა ჩვენ ოჯახს სხვა ტრადიციები გააჩნია. მთაში ნათესავებთან ერთად ვატარებთ ხოლმე არდადეგებს. მაგრააამ .. წელს ნათესავებს ძალიან გაუჭირდათ და იმ სახლის გაყიდვა მოუხდათ. ამიტომ სადმე სხვაგან უნდა წავსულიყავით.
-ნიი თქვენ სად აპირებთ წასვლას?-ვკითხე ნინის.
-აუ, ლილე არ ვიცი. წელს შეიძლება არდადეგების ქალაქში გატარება მომიწიოს. ფინანსური პრობლემები.-წაიბიზღუნდა და თვალები დააელმა
-რაღაც მომენტში გაწყობს კიდეც.-ჩამეცინა.
-რატო?
-რა რატო. გავიგე რატის მოწონხარ
-ჰოო.. მერე რაა მე ხომ იცი მაგისნაირებთან ვერ ვერთობი.
-ოხ, ნინი, ნინი!!
სახლში, რომ მოვედი ძაან მაგარი ამბავი დამხვდა. მამამ სამი წლით აგარაკი იქირავა ქალაქ გარეთ, მდინარესთან ახლოს. ჭკუაზე აღარ ვარ.
-აუუ, რამაგარია. ანუ წელს იქ ისვენებთ ხო?-ეგრევე ნინის დავურეკე.
-ხო. შენ რა ქენი?
-მამამ წელს ვერ ვახერხებთო. მომიწევს ისევ აქ ამოხრჩობაა
-გამოუსწორებელი სწერვა ხარ! არ მოიწყინო. ხშირად დაგირეკავ ხოლმე.
-გკოცნი და საუკეთესო დროის გატარებას გისურვებ.
მთელი ჩემი გარდერობი ჩანთაში ჩავყარე. რა აზრი აქვს არ ვიცი, მაგრამ მაინც.10 წიგნი მოვიმარჯვე და უკვე მზად ვიყავი. ელენეს და ნიკოს შვებულება ოცი დღე ჰქონდათ ათიც დაამატეს და მოკლედ ერთი თვე იქ უნდა გაგვეტარებინა.
____________________________

პირველი თავი ვინაიდან აღწერა იყო ცოტა მოსაბეზრებელია, თუმცა შემდეგ მაგარ ისტორიებს გიმზადებთ!!!



№1  offline წევრი Tako_Latibashvili

Veli shemdeg tavs <3
warmatebebs gisurveeb

 


№2  offline წევრი CooLPlaYeR

Tako_Latibashvili
Veli shemdeg tavs <3
warmatebebs gisurveeb

მადლობაა <3

 


№3 სტუმარი tiko

Magaria ^_^ warmatebebi

Magaria ^_^ warmatebebi

Yochag dzalian kargia^_^ warmatebebi

 


№4 სტუმარი qristo_qristo

როგორი საინტერესოააააა <3 <3 <3 დროზე გააგრძელე რაა

 


№5 სტუმარი tako_tako

გული მიგრძნობს, რომ მაგარი იქნებააა feel fellow

 


№6  offline წევრი tankli tunkli

როგორი დსინტერესო პერსონაჟი შექმენი შკოლნიკი და თან გიჟი love დღესვე წავიკითხავ მთლიანად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent