ჯიქი (5) ჯიუტი თხა
გონს რომ მოვდივარ თეთრ ოთახში ვწევარ. თვალებს კარგად ვახელ. ოთახის კუთხეში ვიღაც ზის; ნეტა რა მოხდა?! კიდე უფრო ვჭყიტე თვალები და დიდხნიანი დაკვირვებით მათე ვიცანი - ჯეკსონის ქუდით. - ჰეი, რა ხდება?! - ვიკითხე. პასუხი არ გაუცია. ერთხელ კიდევ ამოვიღე ხმა. ბოლოს მივხვდი, რომ ეძინა. ავდექი, მაგრამ ადგომისთანავე თავბრუ დამეხვა და ისევ დაწოლა მომიხდა. მათეს ვერ ვაღვიძებ. ხო არ მოკვდა?! ვიცი, რა ვიცი! ცოტა ხნით შევეშვი. რა მოხდა?! ყველაფერი უცებ ამომიტივტივდა. ჩემს კაბინეტში იყო ვაკო, მერე ხელები გადამიგრიხა, მერე ძირს დაეცა და თვალი უკან აწითლებულ მათეს შევავლე. მერე გავითიშე. ესეიგი მათემ ვაკო სცემა. ჯანდაბა! რატო შემოვარდა ჩვენს ოთახში?! ამ კითხვაზე პასუხი უნდა გამეგო. ჩემი ბალიში ავიღე და მათეს თავში გავუქანე. მოხვდა. შეიშმუშნა... ოხ, ისევ დაეძინა! თავი ხელებში ჩავრგე. - უფრო რბილად რომ გაგეღვიძებინე არა?! - მოულოდნელად მომახალა. - წაუჰ! ჯერ შენ მითხარი რა მოხდა?! - არ გახსოვს?! უარის ნიშნად თავი გავაქნიე. - არაფერიც არ მოხდა... - მითხრა. - შენ მე დებილი ხომ არ გგონივარ?! თავში რაც მოხდა ყველაფერი მახსოვს. - ხოო... ხელები რო კინაღამ მოგაწყვიტეს ხო გახსოვს?! - აჰ, ხო... - ვთქვი და ხელებზე დავიხედე. კინაღამ ცუდად გავხდი... ხელები თაბაშირში მედო. მათეს გაკვირვებულმა შევხედე. - კინაღამ რაა, ცოტა დააკლდა... - თქვა მათემ ირონიულად. - მოიცა, ხელები მომამტვრია?! - ვკითხე და კინაღამ ტირილი დავიწყე. - აბა, რა გეგონა, ასეთი სუსტი არ ხარ, რომ სისხლის დანახვაზე ცუდად ხდებოდე! ხელების ტკივილმა გაგთიშა. - იმ ნაძირალას რა მოუვიდა?! - ვიკითხე გულმოსულმა. - რავიცი, ალბათ უკვე ხეხავს ცივ საკანს. - გაეღიმა . - მოიცა, ციხეში... - ენა დამება. - ციხეში... კი მაგრამ... რა... რა... - რა და კინაღამ მოგკლა და ახლა თვითონ გაინადგურა თავი. - პოლიციას ვინ გამოუძახა?! - ვიკითხე. - ლანიჩკამ. - და შენ რა გინდა აქ?! თვითონ ლანი რატო არ არის აქ?! ან ჩემს პალატაში რატომ გძინავს?! - დავაყარე კითხვები. - რატო და ჩემს და შენს გარდა ამ საავადმყოფოში არავინ არ არის. - ირონიის მეფეა! რამ გადარია ეს იდიოტი?! - მე და შენ მარტო არ ვართ! რანაირად, ერთი ექიმიც არ არის?! - არა. - რატო?! - რავი. - მაღიზიანებ! - უკვე გავბრაზდი. - მითხარი რატო არ არიან! - რატო და აქ რო მოგიყვანეს ის ნაძირალა ტიპი აქაც გამოგეკიდა და ... - შეწყვიტა - იარაღი დაგიმიზნა. - რაააააა?! - ვიბღავლე. - ხოდა, მე, როგორც ყველაზე ძლიერი ადამიანი მთელს ჯგუფში დამტოვეს შენთან რომ გიდარაჯო. - დაასრულა თხრობა. - წაუჰ! შენ ყველაზე ძლიერი?! უფრო ყველაზე მსუქ... - გამეცინა და სიტყვები შევაჩერე. კუშტად გამომხედა. - ახლა, ისე გცემ, ისე გცემ, რო მერე არ გაგიკვირდება ჩემი ძალა! - აბა ერთი ახლოს მოდი! ვნახოთ ვინ მომერევა! - ვთქვი და თაბაშირებიანი ხელები ავწიე. ადგა და ჩემსკენ წამოვიდა. დავინახე მაგიდაზე სახვევები და იოდი იდო. უცებ კარი გაიღო, მათე დატრიალდა ვითომ ჩემსკენ არც წამოსულა და შემომსვლელს რევერანსი გაუკეთა. ეს დირქტორი იყო. - მათე, შეგიძლია წახვიდე. მათეც გავიდა. დირექტორი რომ დაჯდა, ჩუმად შემობრუნდა და მუშტი მაჩვენა - ესეიგი გცემო. ერთი გემრიელად დავეჭყანე და გველური მზერით გავაცილე. დირექტორმა ისეთი არაფერი. მომიკითხა და გავიდა. მალე ლანი შემოვარდა და უცებ მომახალა: - როგორ ხარ?! გოგო, დილით უნდა მეთქვა შენთვის, მაგრამ ეს მოხდა და... - მზერა ჩემს ხელებზე შეაჩერა. - კაი, დიდი არაფერი - გავუღიმე - გისმენ... - ნუ, მოკლედ, გუშინ დავინიშნე... ერთ კვირაში ქორწილი მაქვს! - დაიჭყივლა. - ვაააა! გილოცავ! მაპატიე, ვერ გეხუტები... - გამეცინა. - ხოო... და კიდევ ერთი... ჩემი მეჯვარე უნდა იყო! - რაა?! ასეთი ხელებით?! მე... მეჯვარე?! აჰ... ეს შეუძ... - გაგიჟდი?! - სიტყვა გამაწყვეტინა - ძაან მომწონხარ, და დასავით შემიყვარდი და უარი არ მტკიცო თორე საერთოდ არ გავთხოვდები! - შეშფოთდა. - ისაა... მე... ნუ... ხოო... რავიცი... თუ მომირჩა... - კიი, აუცილებლად მოგირჩება. ექიმს ვკითხე და სერიოზული არაფერიაო. ორ დღეში მოგხსნიან. - სერიოზული არაფერიო? კი, მაგრამ, როცა გადამიგრიხა გავითიშე! - მოიცა, შენ არ იცი?! - მკითხა უცებ. - რამე უნდა ვიცოდე?! - დავიბენი. - მათემ რა გითხრა? - რა და, ის რომ ხელები გადამიგრიხა, მერე ცოტა ხანში იარაღიც დამიმიზნა გათიშულს... - მაგრად მოტყუებულხარ მეგობარო! - მითხრა გაბრაზებულმა. - აბა, რა მოხდა?! მომიყევი ჩქარა! - ნუ მოკლედ... ის შენი ბიჭი... - ის ჩემი ბიჭი არ არის! - ნუ, ვინც არის... მოკლედ... ხელები რომ გადაგიგრიხა, მათე შემოვარდნილა და დაურტყია იმისთვის. შენ უკვე ძირს ეგდე. მერე იმას იარაღი ამოუღია და შენთვის დაუმიზნებია. მერე მათე მივარდა და გამორთმევა სცადა. იმას იარაღი გაუვარდა და ტყვიამ მათეს მხარი გაუკაწრა. ნუ, მერე მაგრად სცემა და ჩვენ დაგვიყვირა. მერე პოლიციას დავურეკეთ და დაიჭირეს ის... არ არსებობს! მათემ ამდენი ქნა?! - შენ რა იცი?! - ვკითხე ეჭვგარეულმა. - კამერებში ვნახეთ. - მომიჭრა. მე ლანის უკან გავიხედე. სახვევი და იოდი... აი თურმე რატო იდო იქ... - ნუ, მოკლედ, თანახმა ხარ ხო?! - ისა... მათე რატო დარჩა აქ?! - ვკითხე და მის კითხვას წავუყრუე. - ააა... ისა... ექიმმა არ დართო ნება... ყველა წაგვიყვანეს განყოფილებაში... - ააა, გასაგებია. - თანახმა ხარ ხო?! - მკითხა. - ისა... კი, თანახმა ვარ! - ვუთხარი ცოტა დაბნეულმა. - მაშინ ახლა დაისვენე, მერე მოგხსნიან თაბაშირებს. გკოცნი ბეევრს! - მითხრა და ლოყაზე მაკოცა. - ბაი ბაი! - ვუთხარი და გავუღიმე. - იფიქრე რა სიმღერას შემისრულებ ქორწილზე... - უჰ... მე ყოველთვის „მესამყაროები“-ს ვმღერივარ ყველგან. - აუუ... კარგია! მიდი აბა ჭკვიანად. - მითხრა და გავიდა. ეე, ნეტა კუხუნა სად არის?! ან ნიკომ გაიგო ნეტა ეს ამბავი?! ოღონდ არ გაეგო, ოღონდ არ გაეგო! ჩემიანები არ მოსულან. ესეიგი არავინ არ გაიგო ეს ამბავი. ძალიან კარგი! ხვალ თუ ეს თაბაშრები მომხსნეს, ნანკასთან წავალ, და ყველაფერს ვეტყვი. მაგრამ ნანკასთან წასვლა არ დამჭირდა. ერთ საათში დაფეთებული შემოვარდა. მარტო იყო. - დეიდუკ! - როგორ ხარ?! - ვკითხე, თან სინდისი მქენჯნიდა. - შენ როგორ ხარ, შენ?! დედაშენი ალბათ საფლავში ტრიალებს! - ნანკა! - დედას ხსენებაზე გული ჩამწყდა. - შენ მოგიკვდა შენი ნანკა! - ამოიგმინა - ის ნაძირალა! გავიგე დაშორდით, ვიღაც გოგოსთან უღალატიაო... ჩემი საბრალო გოგო! - ამოისლუკუნა. - დეეი, დაწყნარდი რა ძალიან გთხოვ... მართალია მიღალატა! - ან ახლა უნდა ვუთხრა, ან არასოდეს! - ვისთან, ვინმე ნაცნობია?! - მაშ! - ვთქვი. - ვინაა ის სასიკვდილე! ჩემი ხელით დავახრჩობ! - მითხრა ტირილით. - დეი, გეტყვი, ოღონდ... არ განერვიულდე რაა... თუ გიყვარვარ... - მითხარი, მოვკვდი! - ანერვიულდა. - ნუ, მოკლედ, დეი, ვაკომ... - ხმა ჩამიწყდა - ვაკომ... - სიტყვა გამაწყვეტინეს. კარებში მათე იდგა. მუშტი ჰქონდა მოღერებული. - იზაბელა, უნდა დაგელაპარაკო! - თქვა ჩვეული სიკუშტით. დეიდაჩემმა ერთი გაბრაზებულად შეხედა, გამომემშვიდობა და წავიდა. (აღარ შევახსენე ის ამბავი)... - გისმენ! - ვუთხარი. - ლანიმ რაც გითხრა დაიჯერე?! - მკითხა. - შენ რა იცი, მე რა მითხრა ლანიმ?! - ვკითხე. - ჯერ მე გკითხე. - ნაწილობრივ! - ვიცრუე. - მაინც რა დაიჯერე?! - მკითხა. - რა და ის, რომ შენ ნამდვილად შემოვარდი ჩემს ოთახში და ვაკოს დაარტყი. - კიდევ?! - მეტი რა დავიჯერე, ეს უნდა გეკითხა?! მეტი არაფერი. - ჰოდა ეგრე! - ამოისუნთქა. - რაში დასჭირდა ლანის ასეთი ტყუილის თქმა?! - ვითომ არ მჯეროდა ეს ამბავი. - რავიცი, ეტყობა, უნდა რომ ჩემს მიმართ სიბრალული იგრძნო. - გაეცინა. - რა?! შენს მიმართ?! - გამეცინა მეც. - ძალიან გეცინება?! - მკითხა დასერიოზულებულმა. - აჰამ! - მოდი, ახლა გცემ, წეღან ვერ დაგარტყი, რაღაც გარემო-ფაქტორებმა ხელი შემიშალა. - გადი რა, გადაშენდი. - ტუჩები მოვპრუწე. ეს დებილიც ეგრევე გარეთ გავიდა. შევამჩნიე, რომ მაგიდაზე სახვევები და იოდი აღარ იდგა. გამეცინა. „რაღაც უნდა გითხრა“ - მაგარი მატყუარაა! მერე მეც აღარავის შევუწუხებივარ. ამით ვისარგებლე, და ტკბილად დავიძინე. -------------- დილით ადრე გამეღვიძა. ისევ მარტო ვიყავი ოთახში და დუმილის მსხვერპლი ვიყავი. ტელეფონი ავიღე და ინტერნეტი გავჩითე. საინტერესო არაფერი... უბრალოდ ვიჯექი და ვიყურებოდი აქეთ იქით. იმას კი არ დავაკვირდი, ხელები რომ აღარ მქონდა თაბაშირში ჩასმული. ესეიგი ღამე მომხსნეს. ვიწექი და ისევ ტელეფონში რაღაც მოთხრობას ვკითხულობდი. უცებ ერთი კითხვა გამიჩნდა... მათე ხომ მატყუარაა?! დიახ! მოგატყუა! დიახ! ლანის სიტყვები უარყო! დიახ! მაშინ... კიდევ გეტყოდა ტყუილს... რას?! რას და ის როლისთვის გასუქდა?! არამგონია... მაინც რატოა ასეთი არაბუნებრივად მსუქანი?! უნდა გავიგო! როგორმე! .............. საღამომდე არავინ არ შემოსულა. მხოლოდ ერთხელ შემომიტანეს საჭმელი, რომელსაც თითქმის პირი არ დავაკარე. საღამოს როგორც იქნა ლანი მოვიდა და ტკბილეულობა მომიტანა. - აუ, შენ გაიხარე რა! აქ მარტო სუპებს მაჭმევენ! - გამეცინა და შოკოლადს მადიანად ვუკბიჩე. - უიმეე))) სუპს რა სჯობია მერე! - შოკოლადი! - მოვუჭერი. უცებ რაღაც გამახსენდა. - ლანი, რაღაც უნდა გკითხო... - გისმენ... - შენ ალბათ იცი, რომ მათე ძალიან მსუქანია. - ვიცი?! ჰაჰ... თვალები მიხატული კი არ მაქვს! - ხოო, მოკლედ მაინტერესებს რატოა მსუქანი... - აა... ისაა... მოიცა... - ჩაფიქრდა. მე დუმილს არ ვარღვევდი. ბოლოს ლანიმ თავი მაღლა ასწია. - მგონი ვიცი რატოა მსუქანი... ისა... - რაა?! - თუ სწორად მახსოვს... მათეს... დიაბეტი სჭირს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.