შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი დედამიწაზე(1)


25-02-2015, 20:59
ავტორი sevdiana
ნანახია 2 259

ერთი ჩვეულებრივი,ზამთრის ცივი დილაა,არაფრით გამოირჩევა უკვე გასული 73დღისაგან. არაა... მოიცადეთ, დღეს ხომ 14თებერვალია,ვალენტინის დღე,ესე იგი რაღაცით გამორჩეული ხომ მაინც ყოფილა.სხვა თუ არაფერი რამე მიზეზს მაინც მოვიფიქრებ და ბექას სანახავად მაინც გავიპარები.ამ ერთ დღეს მაინც დავაღწევ თავს ბავშვთა სახლის ერთფეროვნებას, თორემ ეს კედლები უკვე ჭკუიდან მშლის. მარტო მისი ნახვა რამდენად ძვირფასია ჩემთვის...
ჰო, მართლა, ბექა ფოლადაშვილი ჩემი შეყვარებულია.უკვე წელიწადზე მეტია ერთად ვართ, ხშირად ვხვდებით და ასე მგონია უმისოდ წამსაც ვეღარ გავძლებთქო.დღე რომელიც მის გარეშე გავა მხოლოდ გარედან იქნება წყნარი.
ერთმანეთი პატარა კაფე "classik" ში გავიცანით.როგორცკი 16წელი შემისრულდა მაშინვე აქ მოვეწყვე მიმტანად, რომ ცოტაოდენი საკუთარი ფული მქონოდა. ისედაც არასდროს მომწონდა, რომ ბავშვთა სახლი მარჩენდა, არადა დღესაც იქ მიწევს ცხოვრება სანამ 18 ის არგავხდები(რაც ზუსტად სამ თვეში მოხდება) და ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი ხელმძღვანელობას მივცე, დანარჩენს კი ჩემთვის ვიტოვებ ყოველთვის ფეხით რომარმომიწიოს სიარული,ამასთანავე ზოგჯერ რაღაცეები მჭირდება ხოლმე... ძალიან რომ არგამიგრძელდეს სიტყვა ის ლუდის დასალევად შემოვიდა. არვიცი რა მოეწონა ჩემში რადგან თავს ლამაზად არასდროს მივიჩნევდი,მაგრამ მან შემამჩნია და როგორც იტყვიან "თვალი დამადგა".
მახსოვს იმ დღის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოვიდა თან სულ ერთსადაიმავეს უკვეთავდა: ლუდი და არახისი. მუდმივი კლიენტები იშვიათობაა ასერომ მეც შევამჩნიე, მაგრამ ნამდვილად არმეგონა ჩემთან თუ დადიოდა სანამ არგამომელაპარაკა.
_პატარა გოგონა,-წუთი დამჭირდა იმის მისახვედრად რომ მე მეძახდა- ჰო, შენ! ერთი წუთით შეიძლება?
_რამე პრობლემაა?-საკუთარი ხმა ვერვიცანი.
_დიახ,-არაჩვეულებრივი,ბოხი მამაკაცური ხმა ჰქონდა-იცით რა ხდება?გემრიელად შევექცეოდი ჩემს არახისს როდესაც შემთხვევით, სრულიად შემთხვევით, აი ეს ჩემს თეფშზე აღმოვაჩინე-სრული სერიოზულობით მომმართა მანდა არსაიდან გაჩენილი ნახევრადგაშლილი, ხასხასა წითელი ვარდის კოკორი გამომიწოდა.-ალბათ თქვენია, არა?
_ააა...არა,- დავიბენი მე.
_რატომღაც მეგონა ,რომ თქვენ დაგეკარგათ ჩემთან, მთლად ისეთივე მშვენიერი არაა როგორც თქვენ მაგრამ ამ კაფეში მხოლოდ თქვენ შეგეფერებათ.
_არა, ჩემი არარის.
_აჰა,მაშინ გამოდის ჩემი ყოფილა. საინტერესოა რაუნდავუყო? დასანანია სანაგვეზე რომმოხვდეს-თავი დანანებით გააქნია.
რამოდენიმე ხანი დაბნეული ვიდექი და ვუყურებდი შემდეგ კი გავტრიალდი.
_პატარა გოგო, ერთი წუთით არწახვიდეთ-უნიფორმის ქვედაბოლოზე ჩამავლო ხელი და შემაჩერა.
_კიდევ რამე გნებავთ?-ცოტა უხეშად მომივიდა.
_კარგი,კარგი ნუ მიბრაზდები-ხელი გამიშვა და თვალისმომჭრელად გამიღიმა-მე უბრალოდ ამ ვარდისათვის პატრონის მოძებნა მინდოდა.საწყარი ისეთი მარტოსულია.
_მერე მე რაშუაშივარ?
_მეგონა თქვენ შეიფარებდით.
_მე რატომ?
_ერთი უმშვენიერესი არსება მეორეს უნდა დაეხმაროს, ეს ბუნების კანონია.
იმ საღამაოს ამდენი კომპლიმენტი პირველად მივიღე და ლოყები ამეწვა, ასე მეგონა ჭარხალივით წითელი ვიყავი.
_აი ხედავ?-ჩაიღიმა მან-ახლა სწორედ ამასავით წითელი ხარ.
_თუ შეიძლება ნუ დამცინით-გავბრაზდი.არა, მასზე არა... საკუთარ თავზე. ქართულმა სიამაყემ მძლია და მოცინარი ბიჭი მაგიდასთან მარტო დავტოვე.
ჩემი ცვლა ორ საათში მთავრდებოდა.იმ მაგიდისკენ ბევრჯერ გამექცა თვალი,რამოდენიმე ხანი ისიც ღიმილით მიყურებდა,შემდეგ ბარმენთან მივიდა,რაღაცა გადასცა,ანგარიში გაასწორა და წავიდა.გული დამწყდა მეორედ, რომ აღარ გამომელაპარაკა.
_ლიზბეტ,მოიცა-წასვლამდე დამიძახა ბარმენმა მათემ.
_ოღონდ არმითხრა,რომ რომელიმე გოგო აგვიანებს და სანამ მოვა მე უნდა ვიმორიგეო-უიმედოდ შევხედე მათეს და უკვე ისევ ფორმის ჩაცმას ვაპირებდი-ფეხზე ძლივს ვდგავარ, ამ მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა სიცოცხლე გამიმწარა.
_არა-ჩაიღიმა მან და დაიხარა,რომ ბარის ქვემოდან რაღაც გამოეტანა-ეს ერთმა ბიჭმა დაგიტოვა, მითხრა თუ არ გამოგართმევს მანამდე არგაუშვა სანამ სანაგვეში თვითონვე არჩააგდებსო. წაიღებ?-ღიმილით გამომიწოდა ვარდი.
_კი, წავიღებ- გამეცინა მე , რამდენიმე წუთი ვუყურებდი სისხლივით წითელ ვარდის კოკორს შემდეგ კი ხელში ძლიერად მოვმუჭე. იმ დღის შემდეგ არც ვარდისათვის და არც მისი მჩუქებლისათვის ხელი არ გამიშვია...



№1  offline წევრი tamooo

dzaliaan kargiaa. momewona :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent