შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთქმულება


25-02-2015, 23:13
ავტორი anoo
ნანახია 2 093

ერთი დამთავრდეს ეს სწავლა მალე და მერე მე ვიცი.ჯერ მაისიც არ ჩამთავრებულა და უკვე გაუსაძლისია თბილისში გაჩერება.მე საცოდავს კი მომიწევს ივლისამდე აქ ყურყუტი.აი მერე კი ჩემს საყვარელ ბებია-ბაბუასთას წავალ სოფელში.როგორ მენატრებიან უკვე.მარტო ეგენი კი არა მშობლებიც ძალიან მენატრებიან.მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ისიც თუ როგორ ჭირს ნორმალური სამუშაოს ძებნა.ამიტომ ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ,რომ ჩემთვის უზრუნველი მომავალი შეექმნათ.ასე თვითონ იძახდნენ,მე კი არ მინდოდა მათი ასე შორს გაშვება,სხვა კონტინენტზე,ვარწმუნებდი ვისწავლი და მე თვითონ შევიქმნი უზრუნველ მომვალს თქო,მაგრამ ჩვენ თუ ვერაფერი შევძელით აქ შენ რა უნდა გააკეთოო,მითხრეს და გაემგზავრნენ.აი ასე,უკვე 3წელია რაც მათი მონატრება შიგნიდან მჭამს და რაც ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.სახლი კი გვაქვს,მაგრამ სასწავლებელი,სადაც მე ჩავირიცხე ჩვენი სახლიდან საკმაოდ შორსაა.ამიტომაც ის ბინა გავაქირავე და შემოსული თანხით ბინა ვიქირავე სასწავლებელთან ახლოს.თან ჩემთვისაც მრჩებოდა ქირიდან აღებული თანხა.სწავლის გადასახადს მშობლები იხდიდნენ.მე უკვე ბაკალავრის მესამე კურსზე ვარ,სწავლითაც ისე აღარ ვარ დატვირთული,როგორც წინა ორი წელი ვიყავი,ამიტომ გადავწყვიტე სწავლასთან ერთად მუშაობა დამეწყო.ეს რომ მშობლებმა გაიგეს,გადაირივნენ ხო არ გაგიჟდი,ჩვენ ტყუილად კი არ ვართ აქო,თუ რამე გაკლია გვითხარი და ჩვენ ყველაფერს გაგიჩენთო.მეც აღარ გავანერვიულე მეტი და შევეშვი მაგ თემას,მათაც ეგონათ თავიდან ამოვიგდე ეს აზრი და მშვიდად დამემშვიდობნენ.არა,არ გეგონოთ რომ მართლა რამე მაკლია ,არანაირად,უბრალოდ მეც მინდოდა მათ რამით დავხმარებოდი და მალე ჩამოსულიყვნენ ჩემთან.მათთან მონატრებაზე არ ვსაუბრობ ხოლმე,გაკვრით თუ ვეტყოდი რამეს,არ მინდოდა უფრო დამეთრგუნა მშობლები.არადა ვეღარ ვძლებდი უკვე.ისე ვიყავი მათზე მიჯაჭვული,გამიჭირდა ასე ერთბაშათ მათთან განშორება და თან მარტო ცხოვრება,მაგრამ ცხოვრებაა და შეეჩვევი.მეც მეტი რა გზა მქონდა შევეჩვიე.
შაბათ-კვირას ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე სოფელში წასვლა ჩემს ტკბილ ბებია-ბაბუასთან.მადლობა მშობლებს მანქანა რომ მიყიდეს,თორემ ხომ მომიწევდა მთელი გზა მარშუტით ჯაყჯაყი.ხოდა ჩავჯექი ჩემს მანქანაში და დავადექი გურიის გზას.სიურპრიზი უნდა გამეკეთებინა.იმედი მაქვს ახლაც არ მოვისმენ დაუსრულებელ საუბარს ბებიისგან ჩემს გათხოვებაზე,თორემ როგორც ჩავალ ისე წამოვალ.ისე მიყვარდა,რომ დამიწყებდა“- ბებია დიდი გოგო ხარ უკვე ბაღნები არ უნდა გვაჩუქოო.მოგვასწრე შენს გათხოვებას და შვილთაშვილებს მეტი კი არ გვინდა ჩვენო.“კი ვერ გავაგებინე რომ 20 წლის გოგო დიდი არაა და ამხელა პასუხისმგებლობისთვისაც არ ვიყავი მზად,თან თუ არავინ მთხოვს ხელს,ძალით ხომ არავის ავეკიდები თქო.მარა ჰა,“ბებია მაგი შენ არ ინაღვლო,შენნაირი ლამაზი და განათლებული გოგო ყველას უნდა და საქმროს მე გიშოვიო.“ნეტა იცოდეთ რამდენს ვიცინი ხოლმე,ვერ ვუბრაზდები და რა ვქნა,ისე მიყვარს ეს ქალი.თუ მაჭანკლობას დაიწყებ აღარ ჩამოვალ აქ თქო,ვემუქრებოდი სიცილით და ისიც ჩუმდებოდა.არა ეს დედაჩემიც როა აყოლილი ესაა უბედურება,ყოველი საუბრისას თუ არა ყოველ მეორე ზარზე ჩამაწვეთებს ხოლმე.ახლა დედაჩემის სოფელში მივდიოდი,სამწუხაროდ მამის მშობლებს არც ვიცნობდი ისე გარდაიცვალნენ,ბაბუა ომში დაიღუპა და ბებიამ კიდევ დარდს ვერ გაუძლო და მალე ისიც გარდაიცვალა.
ისე გაუხარდათ ნელის და ვახტანგს ჩემი დანახვა,ბებიაჩემმა მგონი მთელს სოფელს გააგებინა ჩემი სტუმრობის ამბავი.მეც სიხარულით დავუკოცნე ორივეს ნაოჭიანი ლამაზი სახეები.ბებია დატრიალდა უცებ ახლა მშიერი იქნები და გავამზადებ უცბად და აგერ მეზობლებს დავუძახებ და აღვნიშნოთ შენი ჩამოსვლაო.არასდროს არ იღლება ეს ქალი,უბერებელი და ენერგიულია.მე და ბაბუა კი ეზოში დავსხედით,გამომკითხა ქალაქის ამბები,ცოტაც პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და ამასობაში ბებიამაც გვიხმო თავისთან.ჩვენი მეზობლებიც გადმოვიდნენ.ერთი ბიჭი არ მეცნო,როგორც გავიგე ჩვენი მეზობლის მაყვალას შვილიშვილი ყოფილა,ბებიას თბილისიდან ჩამოსვლია სტუმრად.კარგად მოვილხინეთ,მერე ახალგაზრდები ბებიამ გარეთ გამოგვიშვა წადით გაისეირნეთო.მეც მხრები ავიჩეჩე და წავყევი ზურას გარეთ.უხმოთ მივუყვებოდით ბილიკს,მერე შემცივდა და შინ დაბრუნება შევთავაზე.სახლში მისვლისას მეზობლებიც იშლებოდნენ და ზურაც დამმეშვოდობა და სახლში გადავიდა.ბებია რაღაც უცნაურად კი იქცეოდა,მაგრამ ყურადღება აღარ მოვაქცია,ვიფიქრე ჩემი ჩამოსვლითაა ასე გახარებულითქო.თურმე ჯერ სად ვარ.მეორე დღეს ზურა გვესტუმრა,ბებიამ შემოიპატიჟა სახლში.მეც ჩამოვედი ოთახიდან და მივესალმე ზურას და დივანზე ჩამოვჯექი მის მოპირდაპირედ.ბებიაც იქვე ჩამოჯდა და ხან მე მიყურებდა ხანაც ზურას გადახედავდა.მერე დაიწყო ნელიმ ზურას ქება,ესა აქვს დამთავრებულიო,სახლი აქვს თბილიშიო,ბათუმშიცო,აქაც ბებია ამას უტოვებს ყველაფერსო,დედისერთააო,სამსახურიც მშვენიერი აქვსო,შენზე სულ რაღაც 3 წლითაა დიდიო.თავიდან კი ვერ მივხვდი მეთქი რაში მაინტერესებს თქო,მაგრამ მერე გამახსენდა ბებიას დაჟინებული თხოვნები გათხოვებასთან,და ისიც მე გიშოვი ქმარსო.და მივხვდი რომ ეს ბიჭი ჩემს გასაცნობად გადმოუყვანია,ისე ძალიან გავბრაზდი,ისე ძალიან რომ ვეღარ მოვითმინე და ცოტა უხეშადაც კი მომივიდა ბებიას გაჩუმება.
-ნელი ამას რატომ მიყვები მე?-გაბრაზებულმა დავაკვესე თვალები და ზურას თვალებიდან ,რომელიც ურცხვად მომშტერებოდა ფეხებზე,მზერა ნელიზე გადავიტანე.
-ბებია ზურა კაი ბიჭია,ვიფიქრე გაგაცნობდით ერთმანეთ,იქნებ მერე..-ლაპარაკი გავაწყვეტინე,ვეღარ მოვითმინე და ცოტა ხმამაღლა ვუთხარი.
-ნელი რას გავს შენი საქციელი,მე რამდენჯერ გელაპარაკე მაგაზე ,რატომ არ გინდა გაიგო რასაც გეუბნევი,რა საქციელია აქ ვიღაცეების მოყვანა და ჩემთვის გაცნობა.გაიგე რომ 20 წლის ვარ ჯერ და არავის გაცნობა არ მინდა მითუმეტეს ასე და ოჯახზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.აქამდე არაფერს გეუბნეოდი,მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.მოგყავს სახლში ვიღაც უცხო და მაცნობ მიყვები მის სახლებზე,განათლებაზე ან როდის იყო მე ეგეთ რამეებზე ვხარბდებოდი.ძალიან მაწყენინე ნელი.თბილისში ვბრუნდები.-დავამთავრე გამოსვლა და ფეხზე ავდექი,ზურაც წამოგდა.
-ელენა ასე ნუ განსჯი ბებიას,შენი ბედნიერება უნდა და ასე იმიტომ იქცევა.-ეს მგონი ვერაა დალაგებული,არა ისე მეც მაგარი ვარ,ეს რომ დალაგებული იყოს ამ სპექტაკლში კი არ მიიღებდა მონაწილეობას.
-ზურა შენთვის მგონი აზრი არ მიკითხავს.-გავხედე გაბრაზებული სახით და მაღლა ავედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად.არ მინდოდა ბებიას და ბაბუას ასე დატოვება,მაგრამ ძალიან მეწყინა ნელის საქციელი და გამაბრაზა.არ მიყვარს ჩემს პირადში ასე რომ ერევიან,მითუმეტეს რამდენჯერ ვუთხარი რომ ასეთი რაღაც არ გაეკეთებინა.ვერასოდეს ვერ ვიტანდი გარიგებით ერთმანეთის გაცნობას და გათხოვებას.ან რა მჭირდა გასარიგებელი,ბიჭები ჩემი დანახვისას ნერწყვებს ყლაპავენ,არა ტრაბახობაში არ ჩამითვალოთ,მაგრამ ეგრეა და.არაერთხელ შემოუთავაზებიათ სამოდელო სააგენტოებს თანამშრომლობა,მაგრამ ყველა უარით გამისტუმრებია.ჩემი სილამაზე კი იმის დამსახურებაა ,რომ მამაჩემის დედა უკრაინელი იყო.ბებიასგან ქერა თმა და კურნოსა პატარა ცხვირი გამომყვა.გალინა ერქვა ბებიას,მის სურათებს რომ ვუყურებ ხოლმე ყველანაირი ემოცია ერთიანად მიტევს.ისეთი ნატიფი სხეული,ქერა კულულლები და სულიდან წამოსული სიკეთე,რომელიც მისი თვალებიდან ჩანს.სოხუმში ისვენებდა,როცა ბაბუა გაიცნო... როგორც,მამა მიყვებოდა ბაბუამ ისე მოხიბლა თურმე უკრაინელი ლამაზმანი რომ დასასვენებლად ჩამოსული უპრობლემოდ დარჩა საცხოვრებლად ბაბუასთან ერთად,თუმცა არც ისე ბედნიერი ცხოვრებისთვის,მაგრამ რა დროს ამაზე ფიქრია,ბარგი მაქვს ჩასალაგებელი.
ოთახში ასულს ბებიაც უკან მომყვა,ბოდიში მომიხადა და ნანობდა ასე რომ მოიქცა,მაგრამ ისეთი ხასიათი მაქვს თუ გავბრაზდი არავის ნახვა არ მინდა,შეიძლება მერე მე თითონ დავურეკო ნელის,მაგრამ ახლა თბილისში უნდა წავსულიყავი,აღარ მინდოდა აქ გაჩერება.ოთახი დავტოვე კიბეზე ჩავირბინე და ბაბუას დავემშვიდობე,ბებია დავსაჯე და მარტო სიტყვებით შემოვიფარგლე.
თბილისში ჩასულს გაბრაზებამ ცოტა გადამიარა,სახლში რომ მივედი ღამე იყო უკვე.ბინას ორი საძინებელი ჰქონდა,მაგრამ ერთი საძინებელი გამოკეტილი იყო,მე არც ვიყენებდი,ამიტომ გამოვკეტე და გასაღები პატრონს მივეცი.მეორე ოთხაი მე მქონდა დაკავებული.დაღლილი შევედი და ფეხსაცმელი შემოსასვლელი გავიხადე და შიშველი ფეხებით გავიარე მისაღები.მსიამოვნებდა ცივ იატაკზე სიარული.ტელეფონი ამოვიღე საათის სანახავად,მაგრამ დამჯდარა და გამორთული იყო.ოთახში შევედი და ტანზე გავიხადე,თან მობილური შევაერთე დასატენად.საცვლების ამარა დავბრუნდი მისაღებში და სააბაზანოში შევედი.სახლში ღამე სულ ასე დავდივარ,აბა ახლა ამ სიცხეში არაფრის ჩამცმელი არ ვარ,თან სახლში მარტო ვცხოვრობ.აბაზანაში შევედი და წყალი მოვუშვი.ისე მესიამოვნა გრილი წყლის შეხება,რომ დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი ალბათ არც გამოვიდოდი.თეთრი პირსახოში შემოვიხვიე სველ სხეულზე და ფეხისწვერებზე გავედი მისაღებში.ოთახიდან გამოვედი თუ არა შიშისგან დავიწივლე და რამის გული გამეპარა.ოთახში შუქი ენთო და დივანში ვიღაც იყო ჩამომჯდარი და ჩემსავით გაოცებული მიყურებდა,მხოლოდ შორტი ეცვა და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent