შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა - ბედისწერა მეთამაშება


25-02-2015, 23:25
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 734

სიჩქარე... ყურებში ქარის ხმა და ძლიერი ზურგი, რომლის უკანაც შემეძლო დამალვა. ალბათ ეს იყო ის, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. უცებ თავი იმდენად დაცულად ვიგრძენი, რომ მომინდა ხელები გამეშალა და ქარს გავყოლოდი.

-შენ რა, გაგიჟდი?- ქარის შხუილში გავიგე ჰარუს ყვირილი და მაშინვე მოვეჭიდე,- თუ სიკვდილი გინდა, პირდაპირვე მითხარი და საწამლავს მოგცემ, რაღა მოტოციკლიდან ხტები.

-ბოდიში,- ვუყვირე, რადგან სხვანაირად ვერ გაიგებდა,- გაფრენა მინდოდა.

-არანორმალური ხარ,- სიცილით მიყვირა მან.

ალბათ რამდენიმე საათი გიჟებივით დავქროდით, 2-ჯერ გავჩერდით იმისათვის, რომ ბაკი შეგვევსო. სანამ ავსებდნენ, სულელებივით ვიცინოდით ყველაფერზე, რაზეც შეიძლებოდა და არა.

-ჰარუ, არ წავიდეთ უნივერსიტეტში?- ვუყვირე მე, როდესაც მივხვდი, რომ უკვე საშინლად მშიოდა.

-ჯერ ვჭამოთ,- მიყვირა ბიჭმა.

-პარალელურ ქუჩაზე კარგი კაფეა,- ვუყვირე მე და ვაჩვენე კიდეც სად უნდა გაეჩერებინა. გემრიელად ვჭამეთ და უნივერსიტეტში წავედით. გავიარეთ რეგისტრაცია და ავიღეთ ყველა საჭირო საბუთი. დიდხანს ვიცინოდი მის სრულ სახელსა და გვარზე. საშინლად უაზროდ ჟღერდა ჰარუკო ზედგენიძე. იმდენად უაზროდ, რომ თავად ჰარუსაც აუტყდა სიცილი.

-ძალიან ბევრი კოლა დავლიე,- მითხრა და მივხვდი რასაც გულისხმობდა.

-გასასვლელთან დაგელოდები,- ვუთხარი და ზურგი ვაქციე.

უნივერსიტეტის გასასვლელთან დავდექი. ორი ბიჭი ამომიდგა გვერდით, მაგრამ მათ საუბარს ყურადღებას არ ვაქცევდი. არ ვაქცევდი, სანამ ერთ-ერთმა ძალიან ხმამაღლა არ თქვა ის, რამაც სუნთქვა შემიკრა.

-შენ ვერ წარმოიდგენ რა კარგია. პატარა, თხელი, ლამაზი... სახელიც კი ლამაზი ჰქვია - კესანე,- წარმოთქვა მეოცნებე ხმით ბიჭმა,- და ასეთ ადგილას რომ არ მუშაობდეს, დამიჯერე, უეჭველი ცოლობას ვთხოვდი.

ამ სიტყვებზე გულმა რეჩხი მიყო. სახელი, მისი გარეგნობა... არა, არა, შეუძლებელია, დაიკო. რა გაგიკეთა იმ არაკაცმა? ნუთუ შენ ხარ? ნუთუ ასე გაგწირა იმ ცხოველმა? არა, ალბათ კესანე არ იქნება... უნდა გავიგო ვინაა, თორემ გამაგჟებს გაუგებრობა.

-კარგი რა, ნუ ახურებ,- გადაიხარხარა მეორე ბიჭმა,- ესკორტის გოგო როგორ უნდა შეგიყვარდეს. ნომერი მომეცი თუ ძმა ხარ.

-ნახავ და ვნახოთ მერე რას იტყვი,- შესცინა პირველმა,- მეც ასე დავცინე მამუკას, მაგრამ რომ ვნახე, მივხვდი, რომ სულ ტყუილად. ანგელოზს ჰგავს. ეგ ადგილი მისნაირებისთვის არაა. მაგრამ მგონი მისნაირები არც არსებობენ.

ამ სიტყვების მერე ნომერი უკარნახა, რომელიც მაშინვე ჩავიწერე.

-დარეკე და უთხარი კესანე მოვიდეს შენთან სახლში.

-კარგი,- უთხრა მეორემ,- წამოდი რა, ვჭამოთ რაიმე,- ეს უთხრა და პირველი გავიდა უნივერსიტეტის შენობიდან.

მე გაშტერებული ვიდექი კართან და ჩაწერილ ნომერს ვუყურებდი. რა უნდა გავაკეთო? უნდა დავრეკო? და რომ დავრეკო სად დავიბარო?

ამ ფიქრებში გართულმა ვერც მოვისაზრე ისე დავრეკე და მხოლოდ ქალის ხმამ გამომაფხიზლა.

-გისმენთ,- მის ხმაში გაღიზიანება ისმოდა. ანუ უკვე დიდი ხანია ვრეკავ. ჯანდაბა, რა გავაკეთო?

-ვის ელაპარაკები?- გავიგე ჰარუს ხმა. ესღა მაკლდა. ამას რაღა ვუთხრა...

-დაელაპარაკე,- მივაჩეჩე მობილური ხელში გაოგნებულ ბიჭს,- უთხარი, რომ კესანეს ნახვა გინდა.

-ვისი? ვინაა?- ჩურჩულით მითხრა ბიჭმა, მაგრამ მე თვალები დავუბრიალე და მიესალმა მოთმინებიდან გამოსულ ქალს,- გამარჯობა.

როდესაც პასუხი გაიგო თვალები გაუფართოვდა, მაგრამ მე ვანიშნე, რომ დალაპარაკებოდა.

-უთხარი, რომ კესანეს ნახვა გინდა.

-ვისი?- მკითხა ჩურჩულით.

-კესანე,- თან დავუწერე ჰაერში. პატარა ბავშვებივით ვიქცევით. თუმცა არა, ისედაც ვართ პატარა ბავშვები.

-კესანე,- ალბათ კითხვა დაუსვეს და ჰარუმაც პირდაპირვე უპასუხა.

-...

-23 წლის ვარ,- არც გაწითლებულა ისე მოატყულა ბიჭმა.

-...,- ვგიჟდებოდი რომ არ მესმოდა ქალის კითხვები, ამიტომ თითის წვერებზე ავიწიე და ყური მივადევი. ჰარუ ასეთმა სითამამემ შეაკრთო და სხვა დროს ალბათ დავცინებდი კიდეც ამაზე, მაგრამ ახლა ამისთვის არ მეცალა.

-სად მოვიდეს?- შემომხედა ბიჭმა და თვალებით მანიშნა, რომ პასუხი არ ჰქონდა.

-ჩვენი მისამართი უთხარი... უთხარი,- ვუჩქმიტე მწარედ.

-აი,- შეჰყვირა ბიჭმა და მისამართი დაუსახელა,- დრო? მმ, 8 საათი?- ჰკითხა ბიჭმა და მე შემომხედა. 8 საათი რა, საბავშვო ბაღია? ალბათ იეჭვებენ რაიმეს. სულელი. ბავშვი.

-8 საათი?- თითქოს ჩემი აზრები წაიკითხეს.

-კი, ზუსტად 8 საათზე იყოს მისამართზე,- უთხრა მტკიცედ ბიჭმა,-გადახდა ადგილზევეა, ხომ სწორედ მივხვდი?- მხოლოდ თანხმობას დაელოდა და მაშინვე გაუთიშა.

ღრმად ჩაისუნთქა და ისე შემომხედა, რომ მომინდა პატარა მოლეკულა ვყოფილიყავი, რათა მზერით არ დავეფერფლე ბიჭს.

-ეს რა იყო? ან კესანე ვინ ჯანდაბაა?- მკითხა მკაცრად.

-ასე ნუ ლაპარაკობ,- გავღიზიანდი მე,- და არაფერიც არ იყო.

ვუთხარი და ზურგი ვაქციე. სანამ რამეს მეტყოდა, მინდოდა მოვშორებოდი, მაგრამ ფეხი წამოვკარი და წავიქეცი.

-უიმედო სიტუაციაა,- ჩაიქნია ბიჭმა ხელი, ამოიოხრა და წამოდგომაში დამეხმარა,- არაფერი იტკინე?- მკითხა და სკეპტიკურად ამათვალიერ-ჩამათვალიერა.

-არა,- მეტი დამაჯერებლობისათვის თავიც გავაქნიე.

ამ დროს ჰარუ ჩემს წინ ჩაიცუცქა, მუხლზე სული შემიბერა, მერე კი წამოდგა და ხელში ამიყვანა. გაპროტესტებას ვაპირებდი, მაგრამ ისე შემომხედა, ყველაფრის სურვილი დამაკარგინა.

-აქ იჯექი,- დამსვა კიბეზე და უნივერსიტეტში შებრუნდა. ეს თხოვნაც არ იყო. მე კი რატომღაც უსიტყვოდ დავემორჩილე მის ბრძანებას.

რამდენიმე წუთში ბოთლით ხელში დაბრუნდა. ჯერ ბამბა დააველა წყლით და გადაყვლეფილი მუხლი მომიწმინდა, მერე კი პლასტირი დამაკრა. ბოთლი და გამოყენებული ბამბა იქვე ნაგვის ურნაში ჩაყარა და წამოდგომაში დამეხმარა. მე მთელი ეს დრო ხმას არ ვიღებდი რადგან პირველად არ ვიცოდი რა კომენტარი უნდა გამეკეთებინა ან მეთქვა.

-ჩემით წამოვალ,- უფრო ვთხოვე, ვიდრე ვუთხარი, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობდი და ხელი გამიშვა.

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ისევ წამოვკარი ფეხი რაღაცას. ამჯერად ჰარუს ძლიერმა ხელებმა მიხსნეს. მხოლოდ თვალები დაქაჩა და არაფერი უთქვამს, მაგრამ არც ხელი გაუშვია. მეც აღარ მითქვამს არაფერი, მით უმეტეს, რომ მსიამოვნებდა მისი სითბო.

ჩაფხუტი დავიხურე და მხოლოდ მერე გავბედე თქმა.

-მგონი ჩემი დაა,- ვუთხარი ჩურჩულით, მაგრამ მაინც გაიგო.

აღარაფერი უკითხავს, უბრალოდ მოტოციკლი დაქოქა და ადგილს მოსწყდა. როდესაც სახლში მივედით, ჰარუმ ამოიოხრა:

-გია სახლშია, რა უნდა გავაკეთოთ?- მკითხა ინტერესით.

-რაზე?- ვერ მივხვდი მე. მისმა სიახლოვემ, მისმა არომატმა თავბრუ დამახვიეს. ძალიან მკმწონდა მისი შამპუნის სუნი, რომელიც მთელი დღის მანძილზე გამოჰყვა.

-თუ ის შენი და არ აღმოჩნდა, გამოდის, რომ სახლში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გამოვიძახეთ. და ეს როგორ ავუხსნათ ბიძაჩემს?

-ვაი,- ავიფარე პირზე ხელი.

-ასეც ვიცოდი,- ამოიოხრა ბიჭმა,- კარგი, ეგ მემომანდე,- მითხრა და კარზე მანიშნა.

სახლში შესულს ბატონი გია შემოგვეგება.

-სად იყავით?- გვკითხა დაუფარავი ინტერესით.

-უნივერსიტეტში,- ამაყად ვუთხარი მე,- ლექციების ცხრილი ავიღეთ.

კაცმა წარბი ასწია:- მართლა?- არ მოელოდა, რომ ასე მარტივად გავტეხდი მის ძმისშვილს. ხა, ტყუილად.

-რა თქმა უნდა,- დავუმოწმე და მისკენ წავედი, მინდოდა მეჩვენებინა ქაღალდები, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ისევ ფეხი წამოვკარი საკუთარ ფეხს. მეგონა, რომ ისევ ჩავეხუტებოდი იატაკს, მაგრამ ჰარუმ კიდევ ერთხელ მიხსნა და დამიჭირა. მეტი სიმშვიდისათვის გულზეც მიმიკრა.

-კატო, კარგად ხარ?- მკითხა აღელვებულმა კაცმა.

-კარგადაა,- ჩემს ნაცვლად უპასუხა ჰარუმ,- როგორც სჩანს კატო წინა ცხოვრებაში ასტრონავტი იყო. ამიტომაც დაფრინავს ასე,- წარმოთქვა დაცინვით,- დედამიწის მიზიდულობას არაფრად აგდებს.

ამის მერე ჩვენ ზემოთ ავედით და ჰარუმ თავისი გენერალური გეგმა გამაცნო. გიას საჭმელში მის ძილის წამალს ვუყრიდით, დაცვას ვაფრთხილებდით, რომ სტუმარს ველოდით, ხოლო თუ გოგო ჩემი და არ აღმოჩნდებოდა (რაშიც ჰარუ დარწმუნებული იყო, მე კი პარანოიკს მეძახდა), ფულს ვაძლევდით და ვუშვებდით.

როდესაც 8 საათზე ზარმა დარეკა, ყველაფერი დასრულებული გვქონდა. გიას ტკბილად ეძინა სავარძელში, თუმცა ნერვების ფასად დაგვიჯდა მისთვის წამლის მიცემა, რადგან არც ჭამა და წვენზეც უარი გვითხრა. ბოლოს მოთმინება დაკარგულმა ჰარუმ წყალში ჩაუყარა, სანამ ის მე მელაპარაკებოდა.

კართან ვიდექი და ვცდილობდი გული დამეშოშმინებინა. ამ დროს ვიგრძენი როგორ მომკიდეს ხელი და ოდნავ მომიჭირეს. ამან ცოტა დამამშვიდა. კარი გავაღე და ნერვული სიცილი წამსკდა.

-კატო?- კესანე გაფართოებული თვალებით მიყურებდა.



№1 სტუმარი inga

sainteresoA.cota gazarde tavebi ra

 


№2  offline წევრი Annee

რა კარგიაა: *:*:* მალე დადე შემდეგი თავიი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent