ეგოისტი ..16.. დასასრული? არა...
თითქოს მოესმაო. ცრემლებმა თავისთავად იწყეს დენა, იცოდა, განა არ იცოდა ჩაჩუამ რომ ადრ თუ გვიან ისევ ეტყოდა მაგრამ, ახლა? ახლა არ ეგონა თუ ეტყოდა. იმდენად იოქმედა ლუკას ნათქვამმა ხმაც ვერ ამოიღო, ექოსავით ჩაესმოდა ლუკას ნათქვამი. –ლიზი მიყვარხარ... ლიზი მიყვარხარ... ლიზი მიყვარხარ... ის კი უძრავად იდგა და ცრემლები ცვიოდა, ვერ გაერკვია რა ხდებოდა, სად დადიოდა, სად იდგა, ეგონა რომ წამი გაჩერდა და სამყარომ შეწყვიტა არსებობა. –ლუკა...– ხმა ჩაუწყდა ლიზის. –მიდი აირბინე პატარავ, დაისვენე.... – ღიმილი გადაკვროდა ლუკას სახეზე, ლიზი რაღაცის თქმა აპირებდა, ლუკამ არ დააცადა, – ახლა დაისვენე მერე მითხარი. –ღამე მშვიდობის ლუკა, მადლობა დღევანდელი დღისთვის. –მიდი აცუნცულდი სახლში. ლიზი სადარბაზოში გაუჩინარდა, სანამ მის ფანჯარაში შუქი არ აინთო მანამდე არ წასულა ლუკა. ,,როგორ გაუკვირდა ჩემი ერთი სიტყვა, როგორ განიცადა, ნუთუ ეგონა რომ მის შემდეგ რაც ვუთხარი, მის ნერვებზე თამაშს დავიწყებდი და პატიება გამიჭირდებოდა? ეხ, ლიზი ლიზი, ისევ ჩემი პატარა ქალბატონი ხარ რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაიზარდა და იმ ტკივილმაც ვერ უშველა, ოხ ჩემო პატარა როგორ დაგაბნია ამ ერთმა სიტყვამ.” ლუკა ფიქრიანი მიუყვებოდა გზას, და ვერც კი მიხვდა მის საყვარელ ბართან როგორ აღმოჩნდა, თავადაც გაუკვირდა, ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიბა. –იკა როგორ ხარ ჩემი ძმა? –ვა, ლუკა? შენ როგორ ხარ? ვარ რა? –ოჯახში როგორ ხართ? –კარგად ვართ ღვთის წყალობით. –იკა, გამო რა ჩვენ ბარში საქმე მაქვს. –კაი, მაინც ვაპირებდი გამოსვლას, ნატიას მივიყვან დედამისთან და გამოგივლი. –ბარში ვარ და პირდაპირ აქ გამოდი. ლუკა ბართან მივიდა და სასმელის შეკვეთას აპირებდა ტელეფონის ვიბრაცია რომ იგრძნო, შეტყობინება იყო ლიზისგან. ,,მეც მიყვარხარ“ მაშინვე აკრიბა ირაკლის ნომერი. –ბიჭო ჯერ არ გავსულვარ სახლიდან. –არ იჩქარო. –ხდება რამე? –მოგვიანებით გეტყვი. – ისე გაუთიშა ირაკლის ტელეფონი არც კი დამშვიდობებია, მაშინვე გავიდა ბარიდან და ლიზის სახლისკენ აიღო გეზი. გზად გვირილები იყიდა, ლიზის ტკბილეული არ უყვარდა, ძნელია ტკბილეულით მისი მოსყიდვა, (ავტორის ცინიკური ღიმილი, რა დროს მოსყიდვაა, ლამისაა სახლში მიაკითხოს გოგომ) მაინც იყიდა ტკბილეული. ისეთი აღფრთოვანებით მიდიოდა გული გამალებით უცემდა. ,,ლიზი რა მიყავი შენი ერთი წინადადებით ეს?“ თავის თავს ესაუბრებოდა ლუკა. –რა ხდება ჩემ თავს, ამ ერთი ციდა გოგომ, რაღა ერთი ციდა, მეტრაოთხმოცია. კარგია ყველაფერი ასე რომ გაგრძელდა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი თამაში, ვინ გაიმარჯვებდა და ვინ დამარცხდებოდა, მაგრამ სიყვარულში არ არის გამარჯვებული და დამარცხებული მხარე აქ ორივე მხარე იმარჯვებს ან მარცხდება. ადრე ვფიქრობდი ლიზის გარეშე, ადვილად გავიდოდი ფონს, ადვილად დავივიწყებდი, მაგრამ ახლა ვხვდები წლების შემდეგ რომ შევხვდებოდით ერთმანეთს და მისი ერთი სიტყვაც კი დამინგრევდა ყველაფერს, ადრე მეგონა სადმე სხვაგან თუ წავიდოდი, ლიზისგან შორს თუ ვიქნებოდი, ყველაფერი ადვილად და მარტივად იქნებოდა, მაგრამ რაც უფრო შორს ვიყავი მისგან უფრო ცუდად ვხვდებოდი, ახლა კი ვგრძნობ და ვხვედები რომ ყველას და ყველაფერს შეიძლება დაემალო საკუთარი თავის და გულის გარდა, გული კი მუდამ ლიზის ფეთქავდა, და როგორ გინდა გული გაიძახოდეს და ტვინი გეუბნებოდეს დაივიწყეო?“ ,,ეს დირექტორი კაცი, რაებზე ბაზრობო“–ჩასძახა მწარედ და უკვე ძველ ბიჭად მონათლულმა მეორე მემ. ,,კი მაგრამ დირექტორ კაცს სიყვარული არ შეუძლია?–ცინიზმი არც ლუკამ დააკლო.–რაო დირექტორს არ უნდა უყვარდესო?–სად წადი/ რატო აღარ ჩანხარ/–აშკარად გაიძურწა მეორე მე. ლიზის სახლთან ისე მივიდა ვერც კი შენიშნა, მაშინვე ტელეფონი ამოიღო. ლიზის ნომერი სწრაფად აკრიბა, მან კიდე პირველივე ზარზე უპასუხა... –ლუკააა?– აშკარად გახარებული იყო ლიზი. –ლიზაზო, ჩამოხვალ თუ ამოვიდე? –ჯერ მე ჩამოვალ. –სწრაფად გელოდები. ლუკამ ტელეფონის გათიშვაც კი ვერ მოასწრო ლიზი უკვე მის გვერდით რომ იჯდა. –ესე უცებ ლიზაზო? –ლუკ, მომენატრე უკვე... –ნუთუ ეს შენგან მესმის? და თუ შეიძლება შენს საჩუქრბს უდიერად ნუ ეპყრობი. –უბრალოდ ვეფერები... მყიდველის სურნელი ასდის. – მაცდურად იღიმოდა ლიზი. –იქნებ გეკითხა ჯერ , და რა იცი ვისთვის იყო განკუთნილი პატარა ქალბატონო?–აშკარად ლიზის გაბრაზება უნდოდა, რომელზეც ლიზის რეაქცია არ ქონდა. –ჩემთან მოხვედი, სავარძელზე სადაც უნდა დავმჯდარიყავი ეს ყველაფერი იდო–ყვავილების თაიგულსა და სასუსნავების პარკს შეავლო თვალი–ანუ ჩემთვისააა. –ლიზაზო, ანუ რა მომწერე?–ადგილზე ცქმუტავდა ლუკა. –ისეთი არაფერი რაც აქამდე არ იცოდი და არ მითქვამს. –ხო როგორ არა ზუსტად მახსოვს, სამჯერ მითხარი ეგ წინადადება, ეს მეოთხე იყო.–სიცილით ამბობდა ლუკა. –როგორ ზუსტად დაგიმახსოვრებია, ჩემი ჭკვიანი ბიჭი. –ოჰ, შენიც გავხდი უკვე? –ჩემი–ც არა ჩემი. –მიმისაკუთრე? –დიახ, და ბატონო დირექტორო ნუ ცდილობთ გამაბრაზოთ, და ნუ ცანცარებთ, ეგეთები აღარ შეგშვენდით. –გინდა ჩემი მესიჯი ხმამაღლა წამიკითხო?– ლუკამ კითხა თუ არა ლიზი სიცილით ლამის ჩაბჟირდა, ისტერიკული სიცილი აუტყდა. –რა გითხარი ახლა ისეთი?–თითქოს იწყინა ლუკამ. –მითხარი?... არა შემომთავაზე, ის რაც ვერ მითხარი ან მკითხე–ისევ სიცილს განაგრძობდა ლიზი. –ხო კაი მითხარი... თუ გინდა ჯერ მე გეტყვი? –კარგი გისმენ. –ლიზი მიყვარხარ, შენ ჩემი პატარა ქალბატონი ხარ, შენ ხარ ის ვინც მინდა, რომ მთელი ვხოვრება ჩემს გვერდით იყოს, დაძინებისა და გაღვიძების დროს ჩემს გვერდით იყოს, მისი კოცნა მაღვიძებდეს, მის თვალებში ვხედავდე ჩემი თვალების ანარეკლს და პირიქით, არ მინდა ბანალური რაღაცეები რომ გითხრა, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ გითხრა ისიც კი არ შემიძლია, ბანალურიაო იფიქრებ, მაგრამ ეს ბანალურობა იმდენად გააბანალუროვეს რომ მისი მნიშვნელობაც კი დაავიწყდა ხალხს/ მთავარია გამოხატო გრძნობები და არა აქვს მნიშვნელობა, ამას საყვარელ ადამიანს როგორ ეტყვი, მთავარია უთხრა. შიძლება ეს სიტყვები ყველას ჰქონდეს ნათქვამი, მაგრამ ამას ხომ მე ვამბობ. ვამბობ იმას რასაც განვიცდი და გულიდან მოდის.–ლიზი კი ლუკას მიშტერებული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხმას ვერ იღებდა და სუნთქვაც კი შეეწყვიტა– ლიზი ისუნთქე–და როცა ლიზიმ სუნთქვა განაახლა და მოსასმენად მოემზადა ლუკამ ისევ განაგრძო. –ღმერთო, ლიზი რეებს ვამბობ, არ მითხრა რომ გავგიჟდი, შეიძლება გავგიჟდი კიდეც, მაგრამ არ თქვა.... არ ვიცი ღმერთო.... ლიზი... ამ დღეს იმდენი ხანი ველოდი რომ ავცანცარდი ამხელა კაცი. ლიზი კი ისევ სულ განაბული უსმენდა და ვერ იჯერებდა მის წინ ის ლუკა ნამდვილად იჯდა თუ არა, წლების წინ რომ გაიცნო. არა ის ნამდვილად არ იყო, სულ სხვა ადამიანია მის გვერდით. სხვა პიროვნება. როგორი შეცვლილი დახვეწილი, გემოვნებით ჩაცმული. ,,ლიზიი გამოფხიზლდი თორე ხომ არ დაგავიწყდა გუშინ რამოდენიმე გოგონა მაცდურ მზერას რომ ესროდნენ შენს ბიჭს?“ – ჩასძახა ალტერ ეგომ. ,,ის ჩემია მხოლოდ ჩემი“–მიაყუჩა ლიზიმ ეგო. –მიყვარხარ ლუკა–უცებ თქვა ლიზიმ, ისე უცებ რომ თავადაც ვერ მიხვდა როგორ გადმოფრინდნენ ეს სიტყვები.– ყოველ დაკარგულ წუთს ვნანობ, ყველა იმ დაკარგულ საათს და იმფუჭად გახარჯულ და დაკრგულ დროს ვნანობ რომელიც უშენოდ გავატარე, ახლაც ჩემი ეგოიზმი ჩამძახის რომ ყველაფერი გითხრა რასაც შენს მიმართ განვიცდი, მაგრამ იმდენად ვარ ამ ყველაფრით გაბრუებული არ მჯერა რომ ჩემს თავს ხდება და მეშინია რომ ეს სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ისევ არ დავკარგო და ისევ შავ ბურუსში არ გადავეშვა. –აუ, ლიზი, როგორ გიყვარს ყველაფრის გაფუჭება–თითქოს ნაწყენმა უთხრა ლუკამ. –მე არ ვაფუჭებ უბრალოდ რასაც ვგრძნობ იმას გეუბნები და ნუ დამცინი შენი ეშმაკური ღიმილით. –ლიზი აბა თუ გამოიცნობ ეხლა რის გაკეთებას ვაპირებ?– მაცდურად აათამაშა წარბები ლუკამ. –შენგან აღარაფერი გამიკვირდება წეღანდელი გამოსვლის შემდეგ. –ანუ არაფერი? –ეგრე ნუ იღიმი, რაღაცას მაეჭვებ. –გაეჭვებ თუ? .... – აღარ გააგრძელა ლუკამ პირდაპირ ლიზის თუჩებს ეცა, ლიზის თავიდან გაუკვირდა დაიბნა, მუცელში ტონადო იგრძნო, თითქოს მიწას მოწყდა დ აუწანადობის შეგრძნება დაეუფლა, შემდეგ გამოერკვა რაც ხდებოდა, გაძალიანების მაგირად თავადაც შეეცადა კოცნაში აყოლოდა. როგორც ჩანს არც ისე კარგად გამოუვიდა რადგან თვალებ მინაბულს, ზედ ტუჩებზე ლუკას ღიმილი იგრძნო. –აშკარად პრაქტიკა გაკლია–თიმილით უტხრა ლუკამ. ლიზი იმის მაგივრად რომ გაბრაზებულიყო და კივილ–წივილი აეტეხა, აქაოდა ე რა მკადრეო, ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და.. –ნუ რაც მასწავლებელი მყავდა და რაც მასწავლა ის გავიმეორე. –აშკარად არ დაააცადე მასწავლებელს ბოლომდე გაკვეთილის ახსნა.–არც ლუკამ დააკლო ირონია. –კარგი გამოვცვლი მასწავლებელს–სერიოზული სახით უთხრა ლიზიმ და ერთი სული ქონდა როდის ახარხარდებოდა ლუკას სახის დანახვაზე. –არა, ისევ გავუჭირვებ თავს და პირად გაკვეთილებს დაგინიშნავ დღეში სამჯერ.–და ახლა უფრო ნაზად მოიქცია ხელებში ლიზის სახე და უფრო ნაზად დაეკონა მის ტუჩებს. –აშკარად კარგი მოსწავლე ხარ, ასე არ მაწყობს, – უთხრა ლუკამ და ორივე ტუჩი ცალ–ცალკე დაუგემოვნა. –აშკარად მჩაგრავთ მასწავლებელო.–გაიბუსა ლიზი. –მიდი ივარჯიშე და აჯობე მასწავლებელს, აჩვენე კლასი. –ლუკა ნუ დამცინი. –სულაც არ დაგცინი ჩემო ლამაზო, პირიქით აღვნიშნავ რომ უგემრიელესი თუჩემი გაქვს, აი, როგორ გითხრა, შემოდგომასავით გემრიელი, შემოდგომაზე რომ წვენს დაწურავენ, მწიფე ხილს რომ ჩაკბეჩ, ყურძენს რომ დააგემოვნებ, აი ერთდ ყველაფერია შენს ტუჩებზე დაფერთხილი, ყველაზე გემრიელი ტუჩები გაქვს. შემოდგომა დაუფერთხავთ შენს ტუჩემზე. –შემოდგომა კი არა, ბევრი ტუჩები დაგიმოვნებია? –ლიზი გგონია, რომ ვისაც ვაკოცე ყველა მახსოვს? –ანუ ბევრია ძალიან ბევრი. –ნუ არც ისე ბევრი, მაგრამ შენი ტუჩების მერე ყველა ტუჩები . –ლუკა– გაბრაზდა ლიზი. –მაპატიე... მაპატიე... მაპატიე... –ეუბნებოდა და მოწყვეტით კოცნიდა ბაგეზე.–როცა ლუკა ლიზის ტუჩების შესწავლას მორჩა, ღრმად ამოისუნთქა და ლიზის თითებზე დაიწყო თამაში. –ლიზ, შენთან როდის ამოვიდე? –როცა შეძლებ, ნინის და დიტოს დავურეკავ და ჩავჯდეთ. –შენ რა სტაჟიანი მსმელივით მეუბნები ჩავჯდეთო, –ახარხარდა ლუკა.–თან ეგ ამოსვლა არც მითქვამს. –აბა, რაზე მეუბნები? –აუ ლიზიიი, მანდამაინც პირდაპირ უნდა გითხრა? ინგას და დავითიჩს როდის დაველაპარაკო? –ლუკა, მოიცა შენ რა.... შენ....–ენა დაება ლიზის. –ხო, ლიზაზო, შენი ხელი უნდა ვთხოვო. –არა, ლუკა ჯერ არა, ნინი გადაირევა, გაგიჟდება, გააფრენს. –ლიზი, – იცინოდა ლუკა– ის კი არ გადარდებს ამდენი წლის და ხნის შემდეგ შენთან ამოვალ და შენებს დაველაპარაკებითქო, მათი რეაქცია კი არა ნინის რეაქცია გაშინებს. –ლუკა, გთხოვ ნუ იცინი, ნინის სხვა დამოკიდებულება აქვს ქორწილთან დაკავშირებით, მე სხვა, მისთვის ყველაფერი განსაკუთრებული მინდა, ამიტომ სანამ მათი ქორწილი არ დამთავრდება მანამდე მოიცადე გთხოვ. –ანუ ასე წინ და უკან კიდევ ოცი დღე უნდა ვიარო? –რატო ოცი? უკვე ცხრამეტი. პირველი სრულდება. –მიდი ახლა აირბინე სახლში– უთხრა ლუკამ და ლიზის სახე ისევ ხელებში მოიქცია, ისევ დაუწითლა კოცნით ტუჩები–ახლა კი აირბინე სახლში თორე, ნინის ქორწილამდე ჩვენი იყოს დიდი შანსია. –ლუკა–მოჩვენებით გაუბრაზდა ლიზი. –კარგად ჩემო პატარა ქალბატონო–დაემშვიდობა ლუკა და კიდევ ერთხელ დააგემოვნა ლიზის ტუჩები. და როცა მის ტუჩებს მოწყდა ლიზიმ სწრაფად დატოვა მანქანა მისი საჩუქრებით. –ლუკ, იცოდე სწრაფად არ იარო და შემეხმიანე. –ნერვიულობ?–ღიმილით კითხა ლუკამ. –ხო აბა, ქორწილის წინ ხომ არ დავქვრივდები?–სიცილით უთხრა ლიზიმ და სადარბაზოში გაუჩინარდა. ლიზის ოთახში რომ აინთო სინათლე, მხოლოდ მაშინ დაძრა მანქანა ლუკამ. ................................... მადლობა ყველას ვინც კითხულობს, ჩემს ლამაზ გოგონებს, ეს თვი როგორ მოვჯღაბნე არრ ვიცი, ალბათ ყველაზე საშინელია რაც კი ოდესმე სადმე რამე დამიწერია, უბრალოდ უნდა დამეწერა ამდენს ვერ ვალოდინებდი ამ ადამიანებს. სულ–სულ მალე დამთავრდება. თან ისე ელე ჩემო ლამაზო შენ რომ გგონია და პრეტტიგირლ, ანნა, კირა და შენ დებილო, ეგოისტო და ძალით მოდილიანო, ვითომ ვერ ვხვდები რომ კითხულობ, და თან რომ არ იმჩნევ.. ვერ გიტან. მაგრამ მაინც მაგრად მიყვარხარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.