მკვლელობის საღამო(4)
კლუბში კიდევ ბევრჯერ ვიყავით,არ ვიცი რატომ მაგრამ დათოს ძალიან უნდა ჩემი კლუბში წაყვანა,არადა იქ ყურადღებასაც არ მაქცევდა..ასეც უნდა იყოს მას ხომ ჩემი და უყვარს,მაგრამ მე რა შუაში ვარ,ვერ გავიგე..ერთადერთი რაც მეუცნაურა ის იყო რომ უცხოელ ტურისტებს ჩემზე ესაუბრებოდა,ეს ყველაფერი იმიტომ ვიცი რომ ინგლისური კარგად მესმის და მეც გამართულად ვსაუბრობ..მადლობა ღმერთს ამის ნიჭი მაინც მაქვს..შეიძლება უცხოელებს ჩემზე არც ესაუბრებოდა და მე მომეჩვენა რამე,ამ ბოლო დროს მგონი მოჩვენებებიც დამეწყო.ერთი რამ კი ვიცი მას ჩემთვის ცუდი ნამდვილად არ უნდა..კლუბში ვარ ახლაც..საბას გვერდით ვზივარ,მართალია რაღაც სისულელეებს კი საუბრობს მაგრამ დავუმეგობრდი..მგონი ისიც არაა ჩემს მიმართ გულგრილი. -წვენი გინდა..? ფიქრებიდან მის სიტყვებს გამოვყავარ. -არა,მადლობა. -დღეს კარგად გამოიყურები.. არაფერს ვეუბნები..ამ დროს როგორ უნდა მოვიქცე წარმოდგენა არ მაქვს. -ვიცეკვოთ? -არა..მგონი უკვე გვიანია.. -არაუშავს,ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ. -დედა ინერვიულებს.. -დაურეკე და გააფრთხილე რომ ცოტა დაგაგვიანდება.. -კარგი,მაგრამ მგონი მობილური მანქანაში დამრჩა..წავალ მოვიტან. -დარჩი,მე მოგიტან. ფეხზე დგება და მიღიმის..რამოდენიმე წამში ჩემი მობილურის ხმა მესმის..როგორც ჩანს ქურთუკის ჯიბეში ჩამიდია,მე კი მეგონა რომ მანქანაში დამრჩა. -ხო დე.. მობილურს ვპასუხობ და ფეხზე ვდგები,საბას უნდა ვუთხრა რომ ტელეფონი ვიპოვე. -სად ხართ,არ მოდიხართ?.. კლუბიდან გავდივარ და აქეთ-იქით ვიყურები.. -იცი,ჩვენ.. საბას დანახვაზე ადგილზე ვშეშდები და საუბრის უნარს ვკარგავ..ვიღაც გოგოს კოცნის პირდაპირ ჩემს წინ..გაოგნებული მივჩერებივარ,ასეთი უნამუსო როგორაა...ცრემლი ჩემს სახეს როგორც კი ეხება ვიშორებ და კლუბში შევრბივარ.. -თამთა ჩემი გესმის? -კი,დე.მოვდივართ..მალე სახლში ვიქნებით.. ცრემლებს ვიწმენდ და ეკას ვუახლოვდები. -არ გინდა წავიდეთ?მე უკვე დავიღალე.. -ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ.. -მე.. -მე უკვე ვთქვი.. -როგორც გინდა,მაშინ მე ტაქსით წავალ. -კარგი,წადი.. კლუბიდან შეუმჩნევლად გავდივარ..ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით მივაბიჯებ,რამდენიმე მეტრში ტაქსის ვხედავ და მისკენ ვიღებ გეზს.უკნიდან ფეხის ხმა მესმის,მეც უფრო ვუმატებ სიჩქარეს.ვიღაც მკლავზე მეხება და მაჩერებს,უკან ვტრიალდები ვიღაც ბიჭს ვხედავ,შიში მიპყრობს და უკან ვიხევ. -მაპატიე,თუ შეგაშინე..ნამდვილად არ მინდოდა. -ვინ ხარ..მიცნობ? -კი,მე გიცნობ..მაგრამ შენ არა. -უკაცრავად? -შეიძლება დაგელაპარაკო..? -ახლა? -კი,თუ შეგიძლია.. -არა,არ შემიძლია,სახლში მეჩქარება ისედაც გვიანია. -მნიშვნელოვანია... -თავი დამანებე. -გთხოვ.. -იცოდე ვიყვირებ.. -კარგი როგორც გინდა,მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეს მე შენ დაგჭირდები,ზუსტად მაგ დროს კი მე შენს გვერდით ვიქნები.. დაბნეული სიარულს განვაგრძობ,ტაქსიში ვჯდები..რამოდენიმე საათში სახლში შევდივარ..დედას ღვიძავს,იქვე სკამზე ზის..ჩემს დანახვაზე ფეხზე დგება.. -უნდა დაგელაპარაკო.. -კარგი რა ხალხო,ყველას ახლა უნდა საუბარი..უკვე შუაღამეა..მეძინება. -მაპატიე,მაგრამ ეს საქმე ვერ მოიცლის.. -კარგი.. დივანზე ვჯდებით..დედა საუბარს იწყებს. -იცი,როგორი ცხოვრებით ვცხოვრობთ..მესმის რთულია მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ,ასე ყველა მოგებულში დარჩება. -რას გულისხმობ.. -ჯობს პირდაპირ გითხრა...უნდა გათხოვდე.. ვიცოდი რომ ერთ დღესაც დედა ამას მეტყოდა,მაგრამ ასე რთული მოსასმენი თუ იქნებოდა არ მეგონა. -არ მინდა.. -თამთა.. ხელს ხელზე მახებს.. -უნდა გაგვიგო...ჩვენ ჩვენს თავსაც ვერ ვარჩენთ.შენ უნდა შექმნა შენი ოჯახი,შვილები გეყოლება.. -არა... -გთხოვ.. -დედა მე მინდა მიყვარდეს და არა შემაყვარონ.. -მაპატიე,მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილია.. -რა?რა არის გადაწყვეტილი.. -ერთ კვირაში ქორწილი შედგება.. -არა.. -სიძეც არჩეულია. -ვინ..ვინ აარჩიეთ. -გიორგი.. -ჩემი საუკეთესო მეგობარი? -კი. -არ დათანხმდება.. -ვიცი..მაგრამ დავითანხმებთ.. -ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ,იცი საერთოდ ეს რას ნიშნავს. -მშვენივრად ვიცი. -არა,არ იცი.ეს რომ იცოდე,ამას არ მეტყოდი.დედა გულს მტკენ. -ყველაფერი გადაწყვეტილია..ერთ კვირაში ქორწილი შედგება,დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება.. ოთახში შევრბივარ,კუთხეში ვჯდები და ტირილს ვიწყებ,ყველაფერზე ვთანხმდებოდი,არაფერზე ვამბობდი უარს,აი რა შედეგი გამოიღო ამ საქციელმა...ბევრი ფიქრის შემდეგ.. ქორწილის დღე..... -მზად ხარ.. დედა ჩემს წინ დგება. -არა,ამისთვის მზად არასოდეს ვიქნები და იცოდე ამას არასოდეს გაპატიებ.. -მერწმუნე,კარგად იქნები..დღეიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებ. რამდენიმე წუთში სარკეში ვიხედები,თეთრი კაბა მაცვია,მხოლოდ ამის დანახვას ვასწრებ რადგან გარეთ გავყავარ დედას და ჩემს დას. -ვინ იფიქრებდა.. საუბარს ეკა იწყებს.. -რას? -იმას რომ ჩემზე ადრე გათხოვდებოდი.. -ეს ჯერ კიდევ საკითხავია.. ამ სიტყვებს გულში ვამბობ და გზას განვაგრძობ..გიოს შეშინებულ სახეს ვხედავ.. -შეიძლება? -კი შვილო. გიოსთან ერთად გვერდით გავდივარ.. -რა მოიფიქრე.. -დამშვიდდი,ყველაფერს მოვაგვარებ.. -დარწმუნებული არ ვარ.რატომ დათანხმდი ქორწილს. -მე რომ არა სხვა იქნებოდა,არ აქვს მნიშვნელობა..უბრალოდ მენდე,არსებობს პიროვნება რომელიც ხელიდან არ გაგიშვებს,.. -რას გულისხმობ.. -მისმინე..შენ და მე არასოდეს გვერქმევა ცოლ-ქმარი.. -ვიცი.. ერთმანეთს ვუღიმით. -მისმინე..როგორც კი განიშნებ შენ წახვალ. -სად.. -საბას გაყვები.. -საბას? -კი. -როდიდან დამეგობრდით.. -დიდი ამბავია,უბრალოდ მენდე. -კარგი..ახლა სად მივდივართ.. -ეკლესიაში... -იმედი მაქვს.. -დამშვიდდი.ჯვარს არ დავიწერთ საბას და დათოს ვხედავ..მათთან ერთად მანქანაში ვჯდები,რამოდენიმე წუთში მანქანა ეკლესიის წინ ჩერდება.... -გაჩერდი.. მესმის საბას ხმა. -რა.. -3 თვლაზე გარბიხარ.. -სად.. -უბრალოდ აქაურობას გაეცალე..გზაში შავი მანქანა შეგხვდება..იქ ჩაჯდები. -არ მესმის. -დრო არ გვრჩება.. -კარგი,კარგი.. კაბას ვიწევ და საბას ხმას ვუსმენ. -1..2..3.. 3ის გაგონებაზე გავრბივარ....სად არ ვიცი უბრალოდ მივრბივარ,გზაში ხალხის დაბნეულ თვალებს ყურადღებას არ ვაქცევ..წინ მივიწევ..დაახლოებით ნახევარ საათში შავი მანქანის წინ ვდგები. -ჩაჯექი.. ნაცნობ სახეს ვხედავ,ის ბიჭია იმ ღამეს რომ შემხვდა..დაბნეული და ამავდროულად გახარებული მანქანაში ვუჯდები.. -ბევრი ირბინე? -არაუშავს მთავარია გამოვიქეცი,მაგრამ ახლა რა იქნება წარმოდგენა არ მაქვს. -დამშვიდდი,მაგაზე მამაშენმა იზრუნა... -უკაცრავად? -ცოტა ხანი მოეშვი,ყველაფერს მოგიყვები როცა დრო იქნება... რამოდენიმე საათში თბილისში ვართ...რომელიღაცა შენობის წინ მანქანა ჩერდება..ავტომობილიდან გადავდივართ და ლიფტის გამოყენებით 16 სართულზე ავდივართ..ბინაში შევდივართ...საკმაოდ დიდი ჩანს თან კარგად მოწყობილი.დივნისკენ მიმანიშნებს მეც ვჯდები.. -რამეს დალევ? -არა,მადლობა. -გვერდით ოთახში შედი და გამოიცვალე. -კარგი.. ფეხზე ვდგები და ოთახში შევდივარ..ტანსაცმელი საწოლზეა..შარვალს მაისურს და კეტებს ვიცვამ..ყველაფერი ჩემი ზომაა..ოთახიდან გავდივარ და მის წინ ვდგები. -აბა..ახლა მითხარი რა ჯანდაბა ხდება..მე ძალიან დავიბენი. -ვინ ხარ... -უკაცრავად? -მითხარი ვინ ხარ.. -გოგონა რომელიც ქორწილიდან გამოიქცა.,შენი დახმარებით. -კარგი პასუხია,მაგრამ უკეთესიც მომისმენია. -მაბნევ.. -ესაა რისი თქმაც შეგიძლია ჩემს მიმართ..' -კი,ზუსტად ეგ. -მისმინე..უბრალოდ დაჯექი და მომისმინე ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები შენს შესახებ.. -ჩემს შესახებ? -გაგიკვირდება,მაგრამ შენზე მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე შენ.. -ცოტა სასაცილოა.. -მოგიყვე თუ გაურკვევლობა გირჩევნია.. -კარგი,გისმენ. -შენ არ ხარ ჩვეულებრივი.. -რამე ახალი მითხარი.. -მამაშენი არ იყო უბრალო ადამიანი,ის უბრალოდ იყო გასაოცარი.ის იყო ჯარისკაცი,ყოველთვის როცა კი მამაჩემს ხვდებოდა ესაუბრებოდა შენს შესახებ..ამბობდა რომ გასაოცარი იყავი..ერთხელ ისიც კი თქვა:ის დაიბადა რადგან იყოს,ძლიერი და მამაცი.რაღა დაგიმალო შენ გაცნობაზე ვოცნებობდი,ვიცი ახლა ამაზე გაგეცინება მაგრამ ასეა,შენი გაცნობა მინდოდა ყველაფერზე მეტად..მე შენ გიცნობდი ფოტოებით,შორიდანაც გხედავდი....როცა მამაშენი გარდაიცვალა სიკვდილის წინ თქვა რომ დამეცავი ზუსტად შენ.. -რატომ? -არ ვიცი... -შენი დაჯერება ცოტა მიჭირს. -მე შენ გიცავ. -რატომ? -მამაშენის გამო,მე მას დავპირდი. -ყველაფრისთვის მადლობა,მაგრამ ახლა ყველაფერს მე მოვაგვარებ. -ამას როგორ მოახრეხებ,არც ფული გაქვს,არც ნათესავები გყავს..ყოველ შემთხვევაში,ისეთი ვინც შეგიფარებს.. -ეს რატომ გააკეთე? -რა,რა გავაკეთე.. -რატომ დამეხმარე. -კითხვებს მიმეორებ,მგონი ხვდები... -მეტ გზას არ მიტოვებ,მე მჭირდება პასუხები კითხვებზე. -მიიღებ პასუხებს მთავარია ცოტა მოითმინო.. -კარგი,თქვად მართლაც მართალს მეუბნები,ამის დამტკიცება შეგიძლია? -კი...მამაშენის სურათი მაქვს სადაც გვერდით მე და მამაჩემი ვდგავართ.. -მაჩვენე.. უჯრიდან ფოტოს მაწვდის,მართლაც მამაა..გვერდით ვიღაც კაცი და ეს დგანან. -შენ..შენ რა გქვია. -მე აქ არ ვცხოვრობდი. -ეს იმას არ ნიშნავს რომ სახელი არ გაქვს. -საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოვდივარ. -ბავშვობა ხომ აქ გაატარე.. -კი,მაგრამ..ამის შემდეგ სახელი შევიცვალე. -მითხარი რა გქვია.. -მაქსი.. -მე ნამდვილი სახელი გკითხე.. -მაპატიე მაგრამ მეტს ვერ გეტყვი,დაჯექი...დაველოდოთ გიოს და საბას. დივანზე ვჯდები,ისიც ჩემს წინ ჯდება..მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ,მაგრამ არ ვიმჩნევ..არ მინდა ამდენი იმედ გაცრუება..საბაზე იმედები ისე დავამყარე,თითქოს მის გარდა არავინ არსებობდა ამიტომაც მატკინა გული ასე ძლიერ,მე ხომ ჭკუა ვერ ვისწავლე..ოხ,თამთა..ასე დებილი რამ გაგაჩინა..ნახევარ საათში ოთახში საბა და გიო შემოდიან..გიოს ვეხუტები და მის გვერდით ვდგები. -ხომ გითხარი,ყველაფერი კარგად იქნება. -მადლობა,შენ არც კი იცი როგორ მიხარია რომ თავისუფალი ვარ,მაგრამ რას იტყვიან დედა,ჩემი და ან დათო. -დამშვიდდი,ახლა მაგაზე ნუ ფიქრობ..ყველაფერი მოგვარდება. -იმედი მაქვს... -წადი ოთახში ცოტა დაისვენე,დღეისთვის საკმარისად გადაიაღალე.. -კარგი.. საბას გვედს ისე ვუვლი,არც კი ვუყურებ..ის ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევს.ოთახში შევდივარ და საწოლზე ვწვები,კარგია როცა საქორწილო კაბა არ გაცვია..თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ..თვალებს ვხუჭავ,როცა ვაცნობიერებ რომ დიდხანს მეძინა თვალებს სასწრაფოდ ვახელ..უკვე შუაღამეა,ნუთუ ასე მეძინებოდა..ყველას ძინავს...ყველაში საბას და მაქსს ვგულისხმობ როცა მათ ოთახებში ვიხედები.კარს ფრთხილად ვხურავ და სასტუმრო ოთახში ტელევიზორს ვრთავ რაც შეიძლება დაბალ ხმაზე.ტელევიზორში არაფერია ამიტომ კომპიუტერს ვრთავ..რომელიღაცა საიტს მიგდებს მეც შევდივარ,რაღაც კინოა ვამპირებზე ვრთავ და ორი საათის განმავლობაში ისე ვუყურებ რომ ვერ კი ვხვდები როგორ მეძინება იქვე..დილით ჩემს საწოლში ვიღვიძებ..სწრაფად ვდგები და ოთახიდან გასვლას ვაპირებ,მაგრამ ბიჭების ხმა მაჩერებს. -მგონი წესები გავიწყდება... -არ მავიწყდება -კითხე?მგონი ეს მან უნდა გადაწყვიტოს. -ჯერ თავად გამოვცდი.. კარს ვკეტავ და მათ ვუახლოვდები. -ახლა რაში უნდა გამომცადოდ.. ცოტა ხნიანი სიჩუმის შემდეგ საუბარს მაქსი იწყებს. -შენზე არ ვსაუბრობდით.. -აჰამ,ესეიგი სულელიც გგონივართ.. -არა,ამის არ ვგულისხმობ,უბრალოდ შენზე მართლა არ ვლაპარაკობდით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.