ფარულავა 19
- აუ რამდენი ხალხია..- დაიწუწუნა ნუკამ და თვალი სანაპიროს მოავლო. - ნუ წუწუნებ რა!- ხელი აიქნია დუდამ და ზღვისკენ წავიდა.. ძლივს ვნახეთ ცარიელი ადგილი, შეზლონგები დავიქირავეთ და ზედ ჩამომსხდრებმა დავიწყეთ გუშინდელზე ბჭობა რადგან ბიჭები წყალში არიან. - ორზე მოვედით მე და გიო და სახლში იყვნენ ეგენი, დუდა ტელევიზორს უყურებდა..- თქვა ლენკამ. - ოთხისკენ მე გამეღვიძა და ისევ აქ იყვნენ..- დაამატა ლენკამ. - ანუ მერე წავიდნენ? - იმედია ყველა კარგადაა - ვთქვი და ჩაბჟირებამდე მისულ ფარულავას გავხედე, რომელიც დუდას და ლაშას ჭიდაობაზე იცინოდა. - რა მოხვდე ნეტა დუდას ასეთი?- იკითხა ნუკამ და მანაც ბიჭებს გახედა. - მუშტით მასე არ დაულურჯდებოდა.. - - მართალია- დამეთანხმა ლენკა. - ნეტა ისინი როგორ არიან?.. - იმედია ცოცოხლები არიან- ღრმად ამოვიოხრე და შეზლონგზე გავწექი.. მზემ სასიამოვნოდ დამიარა მთელს სხეულში.. სათვალე მოვირგე და თვალები დავხუჭე.. უკვე ძილბურანში ვიყავი, სველი ხელი რომ ვიგრძენი მკლავზე და წყლისწვეტებიც დამეცა, უსიამოვნოდ გავახილე თვალები და გაღიმებული დაჩის დანახვაზე მეც დებილივით გავიცინე. - დაიწვები - გამაფრთხილა და ჩემს გვერდით დაჯდა. - ხო არ გაწუხებ?- ვკითხე და გავსწორდი რომ არ გადავარდნილიყავი. - არანაირად.. მიდი ჩაიცვი და გავისეირნიოთ ცხელა უკვე.. თან დაპოირებულ ნაყინსაც გიყიდი.. - კაიიი.. სწრაფად გადავიცვი სარაფანი, შლიაპა დავიმხე თავზე და ფარულავას გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი შევაგებე.. -სასდ მივდივართ?- ვკითხე როცა კარგად დავშორდით სანაპიროს. - აქვე ახლოს ერთი ძაან მაგარი კაფეა და იქ.. - დაჩი..- დავიწყე მაგრამ გამაწყვეტინა. - არავის არაფერი დაშავებია და მეტი ამ თემას აღარ შევეხებით- ჩაილაპარაკა გამაფრთხილებელი ტონით. ხმა აღარ ამომიღია.. სეირნობით მივედით კაფემდე .. გარემო ძალიან მომეწონა.. ყველაფერი ლამაზია და რაც მტავარია კომფორტული, არც ხალხი ირევა ბევრი.. ფარულავამ მიმტანს ღიმილით მისცა შეკვეთა, ეს გოგოც დადებილებული წავიდა ბარისკენ. წარბაწეულმა გავხედე მომღიმარ დაჩის .. - რაო?- მკითხა სიცილით და ჩამეხუტა. - არაფერი.. - იეჭვიანე? - ნუ დებილობ რაა! - აღიარე ახლა! - რა უნდა ვაღიარო არ მიეჭვიანია.. - კიი საერთოდ არა.. - ოო დაჩი შემეშვი რა.. - კაი ნუ ბრაზდები- ლოყაზე ხმაურით მაკოცა ფარულავამ და უფრო ჩამეხუტა. მიმტანმა უკმაყოფილოდ დაახეთქა ჩვენი ნაყინი და წვენი და ცხვირაბზუებული გაეცალა მაგიდას. - გული დაწყდა-" ეწყინა დაჩის". - თუ გინდა გავალ და ელაპარაკე- ჩავიბურტყუნე გაბრაზებულმა. - რა ბატი ხარ! - მიდი რა.. ეს კაფე იმიტომ მოგწონს? - რავი კატო სამი წლის წინ არ მუშაობდა აქ ეგ გოგო და პასუხი შენ გაეცი შენს კითხვას.. - გერმანია ლამაზია?- გადავიტანე თემა. - ლამაზი ის ქვეყანაა სადაც შენი საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ.. - გიჭირდა იქ ყოფნა? - ყველაგან გამიჭირდება სადაც დუდა, ლაშა, ლენკა და შენ არ იქნებით.. - მე მაშინ არც მიცნობდი.. - ახლა ხომ გიცნობ.. მაგრამ თუ ასე ხშირად იყავი დუდასთან და ლაშასთან რატომ არ მახსოვდი? - სად გეცალა, სერიოზული საქმეებით იყავი დაკავებული უბნის ბნელ კუთხეებში.. - ხო თან მახინჯი ბავშვიც იქნებოდი და.. - რას ლაპარაკობ და თვითონ ნაკლბი იყავი? - გახსოვარ? - რას არ მემახსოვრები ყველას შენი გვარი ეკერა პირზე.. თანაც ლენკასთან გხედავდი ხოლმე იშვიათად მაგრამ მაინც.. - და მოგწონდი ხოლმე ხო?- წარბები აათამაშა და გაირიმა. - არა ვერ გიტანდი!- დავეჯღანე და ნაყინის დიდი ლუკმა გავიქანე პირში.. აუ რა ცივია!- მართლა ოღონდ- დავამატე ცოტახნის შემდეგ.. - არ მიკვირს თავიდან ისეთი თვალებით მიყურებდი.. - იმიტომ რომ ის დაჩი იყავი მერე რომ ვერ ვიტან.. ზიზღით გქონდა თვალები სავსე, ნაგლური და ცივი ტონი გქონდა, გამოხედვაც რაც საშინელი.. - რა იყო მონსტრი ვიყავი და არ მახსოვს? - ასეთი ხდედბი როცა ჩნდება გეგა. - ამას ვერ შევცვლით ამიტომ მოგიწევს შეეჩვიო.. - უკვე შევეჩვიე.. - კარგი შენ ის მითხარი სად გინდა ჩაბარება.. - თავისუფალში.. - და რაზე? - ბიზნესი.. - ოჰ.. კარგია გამოგვადგება .. მართლა რამდენიმე თვეში კლუბს ვხსნი თბილისში.. - ეგ როგორ? - მამაჩემმა მასესხა ფული, დიდიხანია მინდა რამე საკუთარი ბიზნესის დაწყება, გრანდიოზული და ზე კლუბი არ გამოდის მაგრამმ რაც არუნდა იყოს ჩემი იქნება და ნელნელა გავაუმჯობესებ.. - კლუბი გინდა მაინცდამაინც? - ხოო .. - რატომ? - მაგ სისტემაში ყველაზე მეტად ვარ გარკვეული, მამაჩემსაც კლუბი აქვს გახსნილი ბერლინში.. - შენები სულ იქ არიან? - ჩემთან ერთად წამოვიდნენ და აღარც ჩამოსულან.. - კარგია საკუთარი სამსახური თუ გექნება.. მეც მინდოდა მუშაობის დაწყება მაგრამ სოფომ გააფრინა.. ეღარ მოასწრებო.. წელს აუცილებლად დავიწყებ.. - სად გინდოდა მუშაობა? - წიგნების მაღაზიაში, უნივერსიტეტის გვერდით, ნათლიაჩემის მაღაზიაა.. იცი რა კარგი გარემოა? - სწავლას მოასწრებ მერე? - კი.. ნახევარგანაკვეთზე ვიმუშავებ.. - არ ვიცი.. წიგნების მაღაზია კარგია მაგრამ .. - მაგრამ რა? - დრო აღარ გექნება ჩემთვის.. - გამოვნახავ არ ინერვიულო..- ლოყაზე ვაკოცე ოდნავ ჩაფიქრებულ ფარულავას და ნაყინი ცხვირზე წავუსვი.. - მაიმუნობ..- მითხრა და ნაყინი მოიცილა.- შენი ძმა.. - რა? - დემეტრე- კარისკენ მანიშნა დაჩიმ სადაც დემეტრე და მისი მეგობრები გამოჩნდნენ, დემეტრეს ერთ ერთმა ხელი მიკრა და ჩვენსკენ ანიშნა, სწრაფად შეწყვიტა სიცილი უმცროსმა სანიკიძემ და აქეთ წამოვიდა. - კატო ?! - ლოყაზე მაკოცა დემემ და ფარულავას დაბღვერილმა გადახედა.- როგორ ხარ? - კარგად ვარ.. შენ? - ნელნელა.. რატომ არ გამაგებინე აქ თუ იყავი.. - მეგონა თბილისში იყავი..- ჩავიბურტყუნე და დაჩის გადავხედე, უემოციოდ უყურებს დემეტრეს და სახეზე აწერია ფეხებზე შენი დაბღვერილი როჟაო. - აბა ხალხოო!- სიცილით შემოვიდა სანდრო და ტაში შემოჰკრა, მას აკისკისებული ლელუკა მოყვა. დაძმამ ჩვენს დანახვაზე სიცილი სეწყვიტეს, ლელუკამ სანდროს ახედა, მერე გაიღიმა და ხელებგაშლილი წამოვიდა ჩემსკენ. ლელუკას გადავეხვიე და სანდროს დაძაბულმა გავხედე, მანაც თვალი აარიდა ფარულავას და მე გადამკოცნა, დაჩიმ როგორც იქნა ინება ადგომა. - გაიცანით ეს დაჩია, - მივმართე ბავშვებს.- დაჩი ეს სანდროა, ეს ლელუკაა ჩემი მამიდაშვილები, ეს კი დემეტრეა .. - სასიამოვნოა- თქვა ფარულავამ და ნაგლი მზერა მოავლო დემეტრეს და სანდროს. დაჩის გამოწვდილ ხელს ხელი ჩამოართვეს ბიჭებმა, რაც შეეხება ნაგლურ მზერას არც ამათმა დააკლეს. - კარგი გავდივართ ჩვენ- თქვა დაჩიმ. და ოფიციანტს ანიშნა ანგარიში მომიტანეო. - კატო არ დარჩები?- მკითხა დემემ.- საღამოს სახლში მე გაგიყვან.. - რა ვიცი.. - ექვსამდე იყავი თუ გინდა, მერე ზღვაზ უნდა გავიდეთ- მითხრა დაჩიმ და დაბნეულ ოფიციანტს ფული გაუწოდა რომ ვეღარ გაეგო ვის გაპრანჭვოდა. - უკვე ორია და წამოვალ ბარემ.. სხვადროს გნახავთ- მივუბრუნდი ბავშვებს.. - საღამოს ერთად ვვახშმობთ ყველა გამოგიყვანო შენც?- მკითხა დემემ. - დემე ირაკლისთან და დედაშენთან ერთად ერთ მაგიდაზე ვერ დავჯდები ..- ვუთხარი ოდნა გაბრაზებულმა, ხომ უნდა დაფიქრდეს რას მთავაზობს. - როდესმე ხომ უნდა შეეგუო?- მის ხმასაც დაეტყო გაბრაზება. - არ შემიძლია და მორჩა.. დროებით.. ბარიდან ნერვებმოშლილი გამოვედი, რატომ შემომთავაზა იმ ვახსამზე წასვლა ათასჯერ მაინც მითქვამს რომ არ ვაპატიებ ირაკლის იმ ყველაფერს და მითუმეტეს მისი საყვარლის გვერდით ვერ დავჯდები... მაგარია დაჩექი და უყურე როგორ ატარებენ დროს ერთად მამაშენი, მისი საყვარელი და მათი შვილი.. - ნუ ნერვიულობ თორემ მივბრუნდები და ვცემ- გამაფრთხილა სერიოზული სახით დაჩიმ. - არ ვნერვიულობ- გავიღიმე, სხვა რა გზაა ეს რომ მაგის გამკეთებელია ეჭვი არ მეპარება და ეხლა მოჩხუბარი დემეტრეს და დაჩის დანახვას სიკვდილი მირჩევნია.. .. ბავშვები უკვე სახლში არიან, ბავშვები რა ნუკა, დუდა და ლაშა. ლენკა და გიო სადღაც წავიდნენ. რათქმაუნდა ნუკა გაბრაზებული დაგვხვდა დუდა იცინის.. ჩვეული დიალოგი. - კაი სიცოცხლე რაა.. - შემეშვი.. - რა გჭირთ?- ვკითხე სიცილით და დუდას გვერდით დავჯექი. - დებილია ეს- იკივლა ნუკამ.- ჩემს მეგობრებთან არ გამიშვა.. - ვინ არიან გოგო მეგობრები რა დამშაელი თვალებით გიყურებდა ტიპი ვერ დაინახე?- გაბრაზდა დუდაც. - ეყურებინა მერე შენ რა.. - მერე ის რომ შენზე ამ ეტაპზე მე ვაგებ პასუხს.. - სრულწლოვანი ვარ და ჩემი ძიძობა არავის დაუვალებია შენთვის.. - არცაა საჭირო.. - იქნებ და მომწონს ის ბიჭი... - და თოკა? - არაა შენი საქმე.. - რა იყო დაშორდით?- დამპლური ღიმილი აიკრა დუდამ. - რა შენი საქმეა? - მოკლედ მორჩი ეხლა წიკვინს და შედი გამოიცვალე მე წაგიყვან სასეირნოდ. - არ მჭირდება.. - არ გჭირდება ნუ გჭირდება მაშინ დღეს ზღვაზეც ვერარ გახვალ.. - შენ ვინ ხარ საერთოდ? - ფეხზე არ ამაყენო ! - ადექი ეხლა შენც არ შემაშინო.. - ფაქტია არ მინდოდა- ხელები გაშალა დუდამ და ფეხზე წამოდგა. სწრაფად მოიკიდა ზურგზე ნუკა და ვანისკენ აიღო გეზი.. იქიდან კარგა ხანს ისმოდა ნუკას კივილი თუ როგორ ვერ იტანს დუდას. თხუთმეტწუთში გამოვიდნენ აკანკალებული ნუკა და გარიმებული დუდა. სწრაფად შევიდა ნუკა ოთახში და გამოიცვალა.. პლედშემოხვეული გამოვიდა ოთახიდან, დუდას დაუბღვირა და გაბუტული დაჯდა ჩემს გვერდით.. - ეგეთი ცივი იყო წყალი?- ვკითხე ისევ მოკანკალე ნუკას. - აუ მაგარი.. - ამ სიცხეში კაი რაა- გაიცინა დუდამ. - დამანებე თავი ხმას ნუ იღებ ვერ გიტან..- იწივლა ნუკამ და ხველებაც აუტყდა. - გაცივდა მემგონი- ვთქვი და შუბლზე მივადე ხელი.- ცხელია დუდა მოგკლავ.. - აგვისტოა ხალხო.. - მერე რა? გაყინული წყალი იყო შე დებილო, წადი ეხლა თერმომეტრი ამოიტანე.. - აუ რაა- ბუზღუნით წამოდგა და აფთიაქში წავიდა. ნუკა ოთახში შევიდა და წამოწვა, სიცხე მართლა აქვს 38 დუდას გაბრაზებულმა გავხედე და ნუკას სიცხის დამწევი დავალევინე. - გავიდეთ დაიძინოს- ჩავჩურჩულე დუდას. - გადი და გამოვალ- მითხრა და შეწუხებულმა მოავლო მზერა საწოლზე მოკუნტულ ნუკას. დამპალი, რომ კითხოთ არ უყვარს.. აღარაფერი მითქვამს სწრაფად დავტოვე ოთახი, სამზარეულოში შევიტანე წყლის ჭიქა და დაგროვილი ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. - როგორაა?- მკითხა დაჩიმ. - სიცხის დამწევი დავალევინე, დუდა დარჩა მასთან.. - კარგად გახდება მაშინ მალე- გაეცინა დაჩის. - უყვარს ხომ? - არ ვიცი, არაფერს ამბობს.. - რა დეგენერატია.. ტილოზე ხელები გავიწმინდე და კარადას მივეყუდე. - ყავას დალევ?- ვკითხე დაჩის. არაფერი მიპასუხა, ნელა მომიახლოვდა და ჩამეხუტა. - იცი როგორ მიყვარხარ? - ნწ.. - აი ასე- ისე მაგრად მომხვია ხელები ცოტაც და ძვლები ჩამემტვრეოდა..- გაიგე ახლა? - ხო.. - კარგია- გაიცინა დაჩიმ. რა არის ბედნიერება? ალბათ ეს.. მე ყოველშემთხვევაში ბედნიერი ვარ ეს ავადმყოფი რომ მყავს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.