შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ქალბატონი 3


26-02-2015, 18:38
ავტორი mendi
ნანახია 3 497

თვალები როცა გაახილა ადგომის სურვილი საერთოდ არ ქონდა და ძილის გაგრძელებას აპირებდა რომ არა კარზე ბრახუნი. ხალათი ჩაიცვა და თმააბურდული გატანტალდა შემოსასვლელში.
-რა იყო გოგო ბალიში აგიფეთქდა?
-იქნებ შემოსულიყავი ჯერ
-გოგო რა მოხდა გუშინ
-რა უნდა მომხდარიყო
-აი ანდრეა რო იყო გუშინ აქ
-შენ რა იცი აქ რო იყო
მარი მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა. ნუ რას იზამდა ადამიანია ესეც, მაგრამ მალევე გამოასწორა
-რა და რო გავარდი შენი მისამართი მთხოვა და რა თქმა უნდა მივეცი
-დეგენერატო
-ჰა მითხარი რა მოხდა
თაკომ ყველაფერი უამბო და გამოუტყდა რომ ანდრეა ცოტათი მოწონდა
-აუ როგორი კაბა შევიკერო
-რად გინდა კაბა
-ქორწილში ჯინსით წამოვიდე?
-ვის ქორწილში მიდიხარ
-შენი და ანდრეას ქორწილში
-მარი ნუ ხარ იდიოტი
-ნუ მეჯვარე რომ მე ვარ ეგ ვიცი
-ნუ სულელობ
-აუ რა მაგარი ბავშვი გეყოლებათ
თაკომ ბალიში გაუქანა და დაიწყო მესამე მსოფლიო ომი ბალიშებით. ბოლოს ისევ მარი დანებდა.
-თაკსონ წამო მაღაზიები დავლაშქროთ თან ხვალ ხომ გახსოვს წვეულებას რომ აწყობს ანდრეა
-ამდენი მატრაკვეცობა რა საღიროა ნეტა გამაგებინა
-ნუ წუწუნებ, მოემზადე და წავედით.
თაკოც მოემზადა და წავიდნენ მაღაზიების დასალაშქრად. თაკომ ვიტრინაში ისეთი კაბა დაინახა, რომ არ ეყიდა ალბათ წნევა 320 ექნებოდა
-მარი ნახე რა შედევრია აშკარად ჩემთვის არის შექმნილი
-მმმ მართლაც რომ საოცრებაა, მიდი ჩაიცვი
კაბა რაღაც საოცრება იყო. წითელი უკან ამოღებული, მარჯვენა ფეხზე ჩახსნილი. თაკომ კიდე უფრო გაასრულყოფილა კაბა. გამოკვეთილი წელი, გრძელი ფეხები. მის იდეალურ ფორმებზე ლაპარაკი არც ღირს. მოკლედ ვიტყვი, საოცრება იყო.
-მგონი არ უნდა იყოს ცუდი
-ცუდი კი არა ისე გიხდება თვალს ვერ გაცილებ და ყველა გიყურებს
-ანუ ვყიდულობ
-კი!
მარიმ კი შავი კაბა იყიდა გვერძე ჩახსნილი. მარიც რაღაც საოცრება იყო. მისი ქერა თმა და ცისფერი თვალები კიდევ უფრო გამოკვეთა შავმა ფერმა.
-საწყალი ირაკლი რომ დაგინახავს მგონი მოგიტაცებს
-აუ შენ სანდროს მიხედე რა
ასე კინკლაობაში მივიდნენ სახლამდეც. თაკო სადარბაზოში როდესაც შედიოდა დათო გამოხტა საიდანღაც
-დათოოო?
-ხო თაკო მე ვარ. როგორ ხარ?
-კარგად დათო, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ვარ. თაკო სალაპარაკო მაქვს შენთან.
-კარგი ავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ.
თაკომ გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა.
-აბა დათო ახლა მომიყევი როგორ ხარ რა ხდება შენსკენ
-ისეთი არაფერი, მცირე ბიზნესი მაქვს და კარგად ვცხოვრობ. იცი თაკო მომენატრე.
-მეც ძალიან მომენატრე, თითქმის 3 წელია არ მინახიხარ
-რაც სხვაგან გადახვედი საცხოვრებლად სულ შენზე ვფიქრობ, შენს მშობლებს სულ ვნახულობ. შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ, ვმუშაობ კომპანიაში და ვცხოვრობ ჩემთვის მარტო და მშვიდად.
-პირადში რა ხდება?
-არაფერი. შენ როდის უნდა მოიყვანო ცოლი?
-თაკო მე შენ მიყვარხარ და სანამ შენ არ გახდები ჩემი ცოლი, სხვა ვერ დაიკავებს იმ ადგილს რაც შენ გეკუთნის.
თაკო გაოცდა არ ელოდა ბავშვობის მეგობრისგან ამას. ალბათ ეს იმიტომ მოხდა რომ ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და ერთმანეთზე ბევრი რამ იცოდნენ. მარი თაკო და დათო სამი მუშკეტერივით იყვნენ. თუმცა თაკო სხვაგან გადავიდა თავისი ოჯახით საცხოვრებლად. თაკ რომ წამოიზარდა მუშაობაც დაიწყო და ბინაც იყიდა. ამან უფრო დააშორა დათოსთან თუმცა არსდროს შეუხედავს სხვა თვალით. განა იმიტო რომ დათო არ იყო სიმპატიური, პირიქით სიმპატიურიც იყო და კარგი ოჯახის შვილიც. თუმცა თაკო ამას დიდ ყურაღებას არ აქცევდა.
-დათო მე შენთვის სხვა თვალით არადროს შემიხედავს და შენი ასეთი მოულედნელი გამოჩენაც არ ვიცი რას მივაწერო. მე ვერ შეგიყვარებ.
-თაკო მომეცი შანსი და შეგიყვარდები.
-დათო არა და მორჩა. მე ბავშვობის მეგობარს სხვა თვალით ვერ შევხედავ.
-თაკო შემიყვარებ
-მე სხვა მიყვარს!
დააბრეხვა რაღაც სისულელე თანაც ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ თქვა. ანდრეა მხოლოდ მოწონდა. ალბათ უფრო იმიტო რომ დათოს თავი დაენებებინა მისთვის.
-ასე ადვილად არ დავამთავრებ ჩემ საქმეს.
დათო ადგა და წავიდა, თაკო კი დარჩა გახევებული. მარის დაურეკა და ყველაფერი უამბო. როგორც იქნა გადააგორა ეს ღამე. დილას ისე ძალიან არ ახსოვდა გუშინდელი. მხოლოდ წვეულებაზე ფიქრობდა, იქ ხომ სანდრო, სანდროს მშობლები და თაკოს მშობლებიც იქნებოდნენ. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა
-აბა რას შვრები ემზადები?
-გოგო ჯერ რა დროს მომზადებაა 2 არაა
-შენი ამბავი რომ ვიცი 4 საათი ჩირდება.
-აუ დავაი რა
-არ დაგავიწყდეს 7 დარჩობილი იყავი იქ.
-კაი
სახლიც მიალაგა და აბაზანაში ჰერი ჰერი. ერთი სათი ინებივრა და მიხვდა რომ უნდა გამოსულიყო. სველი სხეული შეიმშრალა და საცვლების ამარა დატანტალებდა ოთახში. თმები გაიშრო და ბოლოები დაიხვია, მსუბუქი მაკიაჯი გაიკეთა, კაბაც მოირგო შავი მაღლები ჩაიცვა და შავი შანელის ჩანთა დაიკავა. სარკეში კმაყოფილმა ჩაიხედა და სახლი დატოვა. სადარბაზოში დათო დახვდა. არ ელოდა. დათომ კიდე რაღაც ააფარა და გონებაც დაკარგა. გზაში თაკო გონზე მოვიდა. ვერ გაიაზრა რა მოხდა, როდესაც დათო დაინახა რულთან ხოლო თვითონ უკან იყო მოთავსებული ლამის ტირილი დაიწყო მაგრამ თავი ხელში აიყვანა
-დათო რა ხდება აქ რა მინდა ან სად მივდივართ?
-მოგიტაცე პატარავ
თაკოს ლამის შეტევა დაემართა, მოიცა მოესმა თუ მართლა თქვა მოგიტაცეო. არა აშკარად არ მოესმა
-ეს როგორ გაბედე
-თაკო გთხოვ დამშვიდდი, დაჩაზე ჩავალთ და ყველაფერს აგიხსნი. დათომ მანქანა მაღაზიასთან გააჩერა
-ახლა მე პროდუქტებს ვიყიდი და მანქანას ჩავკეტავ რომ არსად გამექცე.
თაკოგონს მალევე მოეგო და მშვენიერი იდეა მოუვიდა თავში. შეუმჩნევლად წაიღო ხელი ჩანთისკენ სადაც ტელეფონი ეგულებოდა, ამოიღო და ბიუზჰალტერში ჩაიგდო. გაგეცინებათ მაგრამ ეს ერთადერთი ხსნა იყო მისთვის. თანაც ამ ყველაფერს ისე აკეთებდა გეგონებათ დათო წინ უზისო. მაგარმ მაღაზიის ვიტრინიდან რომ გამოეხედა და რამე შეემჩნია არაფერი გამოუვიდოდა ”სიფრთხილეს თავი არ სტკივა”
-მეც დავბრუნდი. ჩემს აგარაკზე მივდივართ წყნეთში სადაც ბავშვობაში ვერთობოდით.
ხმა არ ამოუღიათ. ღოგორც იქნა ჩააღწიეს და სახლშიც შევდნენ.
-შენს ოთახს გაჩვენებ
დათომ მეორე სართულზე აიყვანა და თავისი ოთახი აჩვენა რომელსაც თავისი სააბაზანო ჰქონდა.
-დათო გადი და მარტო დამტოვე შენი დანახვაც არ მინდა
-მალე შეგიყვარდები
-არც იოცნებო
დათო გავიდა თუ არა კარები ჩაკეტა და სააბაზანოში გავიდა რომ მარისთვის დაერეკა.

***
წვეულებაზე ყველა შეკრებილიყო, ერთადერთი თაკო არ ჩანდა. ანდრე ანერვიულდა.
-მარი დაურეკე სად არის
-ანდრეა ვურეკავ და არ იღებს გამორთული აქვს
-სად არის სად
-არ ვიცი ანდრეა ვნერვიულობ.
-მარი სად არის თაკო? ვურეკავ და არ იღებს უკვე ერთი საათია რაც არ ჩანს (თაკოს დედა ნინო)
-რა ხდება სანდრო სად არის თაკო (ბატონი გიორგი)
-არ ვიცი
ამ დროს მარის ტელეფონი აწრიპინდა
-ვაიმე თაკოა
-მარი მიშველე რა
-თაკო რა გჩირს რა გატირებს რა ხმა გაქვს
-მარი დატომ მომიტაცა. წყნეთში ვარ ჩვენი ბავშვობის სახლში. გთხოვ მიშველე მოდი და წამიყვანე მარი გთხოვ
-ვაიმე თაკო ნუ ტირი ნუ გეშინია ახლავე წამოვალ და წამოგიყვან
-გთხოვ მალე მარი ძალიან გთხოვ
-გთხოვ ნუ ტირი დამშვიდდი მალე მოვალ გპირდები!
-მარი რა მოხდა ნუ გამაგიჯე ამხელა კაცი (თაკოს მამა გია)
-გია ბიძია დატო ხომ გახსოვს
-კი შვილო როგრო არა
-ხო და თაკო მოიტაცა და წყნეთში ყავს ჩვენი ბავშვობის სახლში
ამის თქმა და სანდროს სახის ცვლილება ერთი იყო
-რა თქვი? კბილებში გამოსცრა
-თაკო მოიტაცეს და ახლავე უნდა წამოვიყვანო.
-ბატონო გია წადიტ სახლში, მამა დედა თქვენც მათ გაყევით და გპირდებით თაკოს დღესვე მოგიყვანთ სახლში
სანდრო გიჯივით ატარებდა მანქანას. იმ ვიღაც დათოს მიუნგრევდა თავყბას.

***
თაკო მთელი ამ დროის განმავლობაში იწვა და ემბრიონის ფორმა მიეღო, ცრემლები დაუკითხავად ასველებდნენ. მშობლები ალბათ როგორ ნერვიულობენ. ფიქრებიდან მანქანის სიგნალმა გამოიყვანა. წამოფრინდა და ფანჯარას მივარდა. ანდრეა როცა დაინახა თითქოს დედამიწაზე ყველაზე დაცულად და ძლიერად იგრძნო თავი. მას უკან მარი მოჰყვებოდა. მალე სახლშიც შემოვიდნენ და ყვირილის ხმაც გაიგო. ანდრეა გამეტებით ურტყამდა დათოს, მარი ძლივს აშველებდა, ბოლოს თავი დაანება და მეორე სართულზე ამოვიდა. კარები შეამტვრია, მარის მივარდა და გულში ისე ჩაიკრა თითქოს ვინმე ართმევდა.



№1 სტუმარი nini

მაგარია ძალიან მალე დადე ამდენი არ მალოდინო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent