შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი დედამიწაზე(2)


26-02-2015, 19:04
ავტორი sevdiana
ნანახია 1 866

სიხარულით სავსე ვარ.17 წლის გოგოსთვის მგონია,რომ ზედმეტად სავსეც კი მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არვაქცევ რადგან არაფერია ცუდი იმაში რომ მიყვარს,მიყვარს თავდავიწყებით,უზომოდ, უაზროდ,ბრმად...
ნაჩქარევად ვხტები საწოლიდან და თხელ საბანში გაბლანდული ფეხის გამო ბრაგვანით ვვრდები ცივ იატაკზე.იდაყვი ვიტკინე მაგრამ არაუშავს,როგორმე გადავიტან,უარესებიც დამმართნია. სწრაფად ვდგები,პირსახოცსა და ჰიგიენის ნივთებს ვიღებ და საერთო სააბაზანოსკენ გავრბივარ,რომელიც მთელს ბავშვთა სახლს ემსახურება და დილით ადრე თუ არადექი ყოველთვის დაკავებულია. ფიქრებში წასულს დრო გმეპარა მაგრამ საბედნიეროდ ჯერაც ადრიანი დილაა.ყველას სძინავს. როცა სამსახურში ვარ წასასვლელი შხაპს სწრაფად ვიღებ ისე კი წყლის ქვეშ ნებივრობა მიყვარს(თუმცა აქ მაგას ვინ მაცლის).
ზუსტად ოც წუთში გასასვლელად მზად ვარ.თხელი გრძელსახელოებიანი მაისური და საყვარელი ჯინსის შარვალი მაცვია(რომელიც საოცრად იაფად ვიყიდე ბაზრობაზე). როგორც ყოველთვის კედები, სპეციალურად დღეისთვის საგულდაგულოდ დავარცხნილი და მხრებზე ჩამოყრილი მოწითალო კულულები და მზად ვარ. მინდოდა რომელიმე კაბა ჩამეცვა მაგრამ ზოგი ზედმეტად მოკლეა,ზოგი ზედმეტად გაცვეთილი, ზოგი კი საერთოდ გადასაგდები.არცთუისე განსაკუთრებულად გამოვიყურები არა? რასვიზამთ.
_ლიზბეტ,ქალბატონ ლიანას შენთან საუბარი სურს.სანამ წახვალ შევლა არდაგავიწყდეს-კარს უკნიდან მესმის ეკატერინე ივანოვნას,ჩვენი აღმზრდელის დაბალი მელოდიური ხმა.
_ახლავე,-გასვლამდე ბოლოჯერ ვიხედები სარკეში.
არადა როგორ მინდა,დღესმაინც, ცოტა უკეთ გამოვიყურებოდე. მინდა ბექამ იგრძნოს რომ მის გვერდით ლამაზი ქალი დგას რომელიც მისი ღირსია თუმცა ასე არარის. მართალია სუსტი ტანი და მესამე ზომის მკერდი მაქვს(რომელიც ალბათ დედისგან მემკვიდრეობით გამომყვა) მაგრამ ოდნავ კეხიანი ცხვირი, სქელი,ფერმკრთალი ტუჩები და ჭაობისფერი თვალები სულაც არ გამოიყურება მიმზიდველად. არვიცი ჩემში რამ უნდა მოგხიბლოს. მაკიაჟსაც კი ვერ ვიკეთებ,აკრძალულიგვაქვს ბავშვთასახლის მოსწავლეებს. "ახალგაზრდა არ უნდა ატარებდეს მაკიაჟს, იგი საკუთარ თავს ისეთს უნდა ღებულობდეს როგორადაც ღმერთმა შექმნა და არავითარი პუდრი,ტუში ან პომადა არუნდასჭირდებოდეს"თითქოს ცხადად ჩამესმის დირექტორი ლიანას სიტყვები რომელიც მისი პირიდან საკმაოდ უცნაურადაც კი ჟღერს რადგანაც ხშირად "შეღებილ მაიმუნს" ჰგავს თავისი საფირმო მაკიაჟით.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და გრძელი ლექციისათვის მორალურად ვემზადები.ალბათ ისევ უნდა მისაყვედუროს ზედმეტად ბევრ შამპუნს იყენებ(არადა მევყიდულობ) და თმების შეჭრა არგაწყენდაო.
_ქალბატონო ლიანა, მეძებდით?-ვაკაკუნებ და თავს ვყოფ მის კაბინეტში.
_შემოდი,შენთან საქმე მაქვს-ზედმეტად მკაცრი ხმა აქვს და ტანში მცრის თუმცა ზედაც არ შემოუხედავს.
_რამე მნიშვნელოვანია?-იმედი მაქვს მალე გამიშვებს.
ხმას არ მცემს.თავისთვის ზის და რაღაც საბუთებს ჩაჰკირკიტებია.ვერ ხვდება რომ მეჩქარება თუ სპეციალურად იქცევა ასე?სკამი მაინც შემომთავაზოს,სამსახურში ისედაც მთელი დღე ვდგავარ.
_ქალბატონო ლიანა,-ხუთიოდ წუთის შემდეგ დუმილი მბეზრდება და ჩემს არსებობას ვახსენებ.
_გეჩქარება სადმე?-მრგვალი სათვალის ზემოდან მკაცრად მათვალიერებს თავისი ტალახისფერი თვალებით.
_ცოტაარიყოს, დიახ-იმედია დიდხანს არგააგრძელებს.
_მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ.ბოლო სამი თვეა თანხა რომელსაც ყოველთვიურად გვაძლევდი შემცირდა. რამოხდა? სამსახურიდან გამოგაგდეს?
-ხელფასი შეგვიმცირეს-ვერაფრით ვეტყვი რომ იმ ფულს ბინისთვის ვაგროვებ,ვიცი აუცილებლად წამართმევს-კაფეში კლიენტები შემცირდა და ხელფასებზეც აისახა. კარგია რომ საერთოდ არ დაგვითხოვეს.
_არ გეგონოს რომ შენს შევიწროებას ვცდილობ,უბრალოდ შენც იცი რა ცუდ დღეში ვართ. დაფინანსება შეგვიწჯყვიტეს, შემოწირულობები კი 25ბავშვის გამოსაკვებად ძლივს გვყოფნის. სულაც არმინდა უსახსრობის გამო რომელიმე ბავშვი თავზე ჭერის გარეშე დავტოვო მაგრამ ასე თუ გაგრძელდა მოგვიწევს ალბათ.-ვიცი რომ მე მგულისხმობს,დიდი ხანია ჩემს წასვლაზე ოცნებობს მაგრამ რადგანაც დამათებითი ფულის წყარო ვარ დროებით გადადებული ჰქონდა. როგორცჩანს ისევ წამოუარა ჩემი გაპანღურების იდეამ.
მეგობრები აქ მაინც არმყავს და სიამოვნებით წავიდოდი, რომ ვიცოდე სად უნდა წავიდე. არავინ მყავს დროებით მაინც რომ შემიფაროს,ნათესავებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქუჩაში დარჩენის პერსპექტივა კი სულაც არ
მხიბლავს. ბექა უკვე დიდი ხანია მთხოვს მასთან გადავიდე, მაგრამ
ქართული მენტალიტეტი მაინც თავისას შვრება და არშემიძლია. ვიცი ჩემი
ნებართვის გარეშე თითსაც არდამაკარებს მაგრამ მაინც არ შემიძლია.
თანაც ვიცი რომ ავადმყოფ დედას მარტო უვლის და არცის მინდა მის
ტვირთად ვიქცე.
_გასაგებია,-თავს ვუქნევ-მეტი არაფერი თუ არგნებავთ თქვენისნებართვით
მე წავალ.
_შეგიძლია წახვიდე,მაგრამ რაცგითხარი არ დაგავიწყდეს-თავს მიქნევს და
სანამ გავალ თვალს არ მაცილებს-მე არმინდა ვინმეს წასვლა მოუწიოს...
---
პ.ს. თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან. კომენტარები არ დაგენანოთ და გამაკრიტიკეთ :D ჯანსაღი კრიტიკა ნამდვილად არმაწყენს,პირიქით ძალიან მჭირდება



№1  offline წევრი tamooo

maagariaa martlaa cudi vapshe araaa piriqiit :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent