გაქცევა (ნაწილი მესამე)
*** მაშინ მეთერთმეტე კლასსში იყო, იმ წელს მის კლასსში ახალი მოსწავლე, ვინმე დავით გიორგობიანი გადმოვიდა. დიდად არც აინტერესებდა ეს ბიჭი, დიდი „გადამკვდარი“ ურთიერთობაც არ ქონდათ, მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი შემოიფარგლებოდნენ. და ახლა, დაახლოებით 5-6 წლის მერე ძველი, უკვე კარგად დავიწყებული ნაცნობის ცოტა არ იყოს გაუკვირდა, თვითონაც არ იცის რატომ გამოავლინა მისი ასეთი ემოციები, თუმცა როგორც ჩანს ნაცნობის ნახვამ მასზე ასე თუ ისე გავლენა მოახდინა. დავითმა გადაკოცნა და მომღიმარი სახით წინ დაუდგა: -რას შვები როგორ ხარ? -რავიცი, განმეორებით ჩავირიცხე აქ და ჩემ აუდიტორიას ვეძებ-დაბნეულმა დახედა მის ცხრილს. -რომელ აუდიტორიას? -მგონი 228, ხო 228. -ჩემთან ერთად გქონია ლექცია, წამო ერთად წავიდეთ-უთხრა ბიჭმა და ხელი გადახვია, ქეთა ოდნავ შეიშმუშნა, თითქოს არ ესიამოვნა მაგრამ არ შეიმჩნია. -რას საქმიანობ?-სიტუაციის განმუხტვა ცადა ქეთამ -არაფერს, ახლა მესამე კურსზე ვარ, ბიზნესმენი უნდა გავხდე, აბა ისე როგორ-გაუცინა და აუდიტორიაში შეატარა. ქეთამ ამაყად დაიკავა წეშით მისთვის განკუთვნილი ადგილი და ლექტორს დაელოდა, რომელსაც არ დაუგვიანია, სწრაფად შემოვიდა აუდიტორიაში, ჩანთა მაგიდაზე დადო და სათვალის ზემოდან გადმოხედა დამსწრეებს. ერთხანს ქეთასაც უყურა, მაგრამ მერე უკმაყოფილო თვალები მოაცილა და მისალმების გარეშე დაიწყო: -დღეს შემოსავლების დარეგულირებაზე ვიმსჯელებთ! *** დღეები დამღლელად მიყვებოდა ერთმანეთს, ყოველ დილით ერთი და იგივე რუტინა, მერე მეცადინეობა, ძილი და ისევ ლექციები. ასეთი რეჟიმისთვის შეუჩვეველ ქეთას ცოტა უჭირდა ცხოვრებისეული რიტმისთვის ფეხის აწყობა, მაგრამ ეს თავიდან. მერე თან და თან შეეჩვია. *** გამოცდები კარგად ჩააბარა და მესამე კურსი კარგად დახურა, მხიარულ ნოტაზე განწყობილი ელოდებოდა როდის გამოიღვიძებდა ტატა. -ტატა ადექი!!-ყვიროდა ქეთა. -რა გინდა?-თავი წამოყო ბალიშიდან ტატამ. -ბავშვებმა შევიკრიბოთ სადმეო და მერე აუზზე წავიდეთო! -აუზზე?!-გახარებული ტატა სწრაფად წამოხტა საწოლიდან. -ხო და მოემზადე!-კარადის კარი გააღო ქეთამ და რაც ხელში მოხვდა მეგობარს ესროლა. დაახლოებით საათნახევრის მერე სიცხისგან გათანგულები აუზზე მივიდნენ. ზოგი წყალში ჩავიდა, ზოგიც „შეზლონგზე“ წამოწვა. ქეთა არავის დალოდებია, ეგრევე თავით გადაეშვა ღრმა აუზში. *** (მანოს დაბადების დღე ანუ უხერხული ინციდენტი) დილით ადრე ადგა მოემზადა და ტატას თავზე დაადგა. იმანაც ნელა წამოწია თავი და ქეთას გაეღრიჭა: -მივდივარ მე!-თქვა ქეთამ და საფულე ჩანთიდან ამოიღო. -სად?-საწოლზე წამოჯდა გოგო. -მანოს დაბადების დღეა! -ვაიმე ხოო! და შენ სად მიდიხარ?-თავი მოიქექა ტატამ. -ნამცხვარი უნდა ვუყიდო და ავიდეთ მერე. -ტორტი არ წავა? -არ უყვარს ტორტები! -აა ხოო..-ჩაფიქრებულად განაცხადა და ისევ ძილი შეიბრუნა, ქეთამ ღრმად ჩიფრუტუნა და სიცხისგან ადუღებულ ქუჩაში გავიდა. ერთ-ერთ ნამცხვრების მაღაზიაში მივიდა და მომსახურე გოგონას ძალით გაუღიმა, სიცხისგან გაოფლილი ხელის გულით ტელეფონი მოძებნა და ტატას ნომერი აკრიფა: -შოკოლადის ხო? -ხო დროზე რა! -ავიღებ და მოვალ.-ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და მაღაზიას თავლი მოავლო. ზოგი მოლარესთან იდგა, ზოგიც ახლა არჩევდა ნამცხვარს, ვიღაც ბიჭი კი თავგამოდებით ლაპარაკობდა ტელეფონზე თან ხელებს შლიდა: -მე რო არ გამოგეგზავნეთ არა? რომელია ვერ ვნახე! შუკვეთეთ ვაფშე? -............ -ხო კაი ვნახავ, შოკოლადის ხო?კაი კაი! ბიჭისთვის ყურადღება არ მიუქცევია თავისი ნამცხვრის ძებნა დაიწყო თან მომსახურე გოგონას მისი ნამცხვრის ნახვა დაავალა: -შოკოლადისაა, მრგვალი, ნაყინის კრემით თუ არ ვცდები და თავზე მარწყვებით-ნამცხვრის წარმოდგენაზე ნერწყვი მოადგა და უფრო გააფართოვა თვალები. -დიახ ვიპოვე!-გაუცინა გოგონამ და ნამცხვარი გაუწოდა. -ლიკა (გოგონა) ეს ნამცხვარი ჩემი კლიენტისაა-გამოეპასუხა მეორე გოგონა და თითით ნამცხვარზე მიუთითა. -არა ეს ამ კლიენტისაა-გაიკვირვა გოგომ. -გეუბნები ჩემი კლიენტისაათქო! -არა! -კი! -არა!-ამ დიალოგს ქეთა გაფაციცებული თვალებით უყურებდა, თან თავს აქეთ-იქით აქნევდა, ამავე დღეში იყო ის ბიჭიც, რომელიც ქეთას გამოთვლებით მისი ნამცხვრის „წართმევას“ ლამობდა. -ერთი წუთით ქალბატონებო!-ბიჭმა გოგონების კამათი შეაჩერა-იქნებ მე და ამ ქალბატონს გვაცალოთ და ჩვენ გადავწყვიტავთ ვის უნდა დარჩეს ეს ამცხვარი, მადლობთ დახმარებისთვის-უცნობმა თავაზიანი ღიმილით გააცილა გოგონები. -ეს ნამცხვარი ჩემია!-მიუთითა ქეთას ნამცხვარზე. -როგორ გეკადრებათ, მე შევუკვეთე და ჩემია! -არა, არა თქვენ ვერ გამიგეთ. დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა, ეს რაღაცა რომ არ მივიტანო მომკლავენ, ასე რომ ეს ნამცხვარ მე უნდა გამატანოთ! -იცით დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა,ეს რაღაცა რომ არ მივიტანო მომკლავენ, ასე რომ ეს ნამცხვარ მე უნდა გამატანოთ!-ქეთამ ბიჭს გამოაჯავრა და მოლარისკენ შეტრილადა. -ეს ნამცხვარი მე უნდა გამატანოთ! -არავითარ შემთხვევაში! -უნდა გამატანოთ! -არა-თქო!-პირდაპირ უკან შეტრიალდა ქეთა და მისი სიმაღლის მიუხედავად ბიჭის მხრებს შეასკდა, ახლაღა შეამჩნია ბიჭის სუნამო და თავ-ბრუ დაესხა. ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ყელმოღერებულმა განაცხადა-არა! -მოგეწონე?-ეშმაკურად გაუღიმა ბიჭმა. -უკაცრავად?-გაბრაზებული ქეთა სულ აწითლდა. მიუხედავად იმისა რომ სულ ცოტა ხნიანი დაკვირვების შემდეგ ბიჭი მართლაც მოეწონა. მაღალი, ათლეტური, დახვწილი საუბრის მანერით, ლამაზი თვალ-წარბით და ცხვირით. მაგრამ მაინც უზრდელი! ქალის მიმართ პატივის ცემა და ჯელტმენობა-0 -არაფერი!-ბიჭმა ხელიდან ნამცხვარი გამოსტაცა და მოლარისკენ გადაიწია. -უკაცრავად ეს ჩემია-სანამ მოლარე ნამცხვარს გატარებდა ეტიკეტს ხელი დაადო და „გატარებაში“ ხელი შეუშალა. -ჩემია-ხელში აიღო ბიჭმა -ჩემია!-უთხრა და ხელიდან გამოსტაცა ქეთამ. ამ გაწა-მაწიაში ხელიდან ერთ-ერთს ნამცხვარი გაუვარდა და ლამაზად დაეტყეპა იატაკზე. -ღმერთო ჩემო, ესღა მაკლდა!-თავში ხელები შემოირტყა ქეთამ. -ტფუი შენი-გულიანად შეიკურთხა ბიჭმა. -ახლა რა ვქნა?! სულ თქვენი ბრალია!-გაბრაზებული გოგონა ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. -ჩემი-ირონიულად ჩაილაპარაკა ბიჭმა-უკაცრავად ასეთი ნამცხვრები აღარ გაქვთ?-მიუბრუნდა მოლარეს. -კი იქ დევს სამი ცალი-ხელი გაიშვირა გოგომ. -და აქამდე რატომ არ გვითხარით?-გაბრაზდა ქეთა-გადამრევს ეს ხალხი-გაბრაზებულმა დასტაცა ერთ-ერთ ნამცხვარს ხელი, ფული გადაიხადა და უკანმოუხედავად გავარდა გარეთ. -სად ხარ ამდენი ხანი?-გაბრაზებული ტატა სადარბაზოში იცდიდა. -გრძელი ამბავია, დაჯექი რა წავიდეთ! რომელ ბარში? -დეჟა ვუ-ღვედი გადაიკრა ტატამ. ნელა შეაღეს ბარის კარები და მანოსკენ დაიძრნენ, რომელიც უკვე მილოცვებს ღებულობდა. -გილოცავ!-ორივემ ერთად დაიყვირა. -მადლობ! -ეს ნამცხვარი ჩვენგან, ეს კიდე საჩუქრები!-მხიარულად გაუწოდა ტატამ და ლოყაზე აკოცა. -დაჯექით!მოვალ ახლავე! -მანუსს! გილოცავ დაბადების დღეს!!-ბიჭმა მანო გადაკოცნა-ეს ნამცხვარი შენ რო გიყვარს, ეს კიდე საჩუქარი! -ვაა უკვე მეორე ასეთი ნამცხვარი-გაეცინა მანოს.-წამო ბავშვებს გაგაცნობ -გამარჯობათ ბავშვებო! ესეიგი მინდა გაგაცნოთ ჩემი ბიძაშვილი და ძმა რეზი კვიციანი! ----------------------------- ესეიგი გამარჯობა! პირველ რიგში ბოდიში დაგვიანებისთვის, იმედია მომიტევებთ! ბოდიში პატარა თავისთვის! ხოლო რაც შეეხება ისტორიას: წინა თავს სულ რაღაც ორი კომენტარი ქონდა და აქედან ერთი ჩემი იყო. შეაფასეთ რა, გააკრიტიკეთ, გამოთქვით რა თქვენია აზრი რომ უფრო საინტერესო წასაკითხი გახდეს ისტორია. მადლობთ იმას ვინც კითხულობთ! მიყვარხართ ყველა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.