შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მთვარე ამოვა (1)


26-02-2015, 23:20
ავტორი Goodnight Moon
ნანახია 2 541

სიყვარულზე დავწერო? ეს აუცილებელია? კარგი. თუ ეს გრძნობა თქვენთვის ასე სათაყვანებელია, თუკი მისკენ ასეთი სიჩქარით მიისწრაფვით მე ვინ ვარ თქვენს ნება-სურვილს არ დავემორჩილო.
მე წავედი. აქ დავტოვე ყველაფერი ის რაც მიყვარდა. ჩემი ოცნებები ერთად ავკინძე, ხელი მაგრად ჩავჭიდე და გზას გავუყევი. თავიდან არ იყო მარტივი უცხო ქვეყანაში ცხოვრება. დილით თვალ-ცრემლიანი ვიღვიძებდი და ყველა იმ მომენტს ვიხსენებდი ჩემი პატარა, ჩუმი ქალაქისას სადაც ადრე ვცხოვრობდი. თუმცა სულაც არ მინდოდა იქ დაბრუნება. აქ წამოსვლა ხომ იმ გაუსაძლისმა ტკივილმა, უიმედობამ და სასოწარკვეთილებამ გადამაწყვეტინა, რომელსაც სწორედ ის მანიჭებდა. გამოვექეცი ყველას.. თითქოს მეშინოდა მათი. განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანისა. მისი თითოეული უსიყვარულო მზერა სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის. ამიტომაც ავიბარგე და წავედი.. სად მივდიოდი არც ვიცოდი უბრალოდ აი ესე ავდექი და.. დაბრუნება, რომ მომიწევდა ეს თავიდანვე ვიცოდი. შედეგზე კი არასოდეს მიფიქრია.
- რაა?!
- აუფ ამან დაიჯერა. არსად არ მიდის მიხვდი ახლა.
- მე კი სიმართლე მგონია.
- ჰომ იცი რა ტიპია. გახსოვს ორი წლის წინ როგორ მოგვატყუა.
- ჰო მაგრამ..
- დამიჯერე ისევ გვატყუებს.
- დაურეკე ამოვიდეს.
- ამოვა ისედაც. დილას ველაპარაკე.
ამ დიალოგის პარალელურად მე მივუყვებოდი ქუჩას. აი ნაცნობი სახლიც. კარი სწორედ იმ დროს შევაღე როცა გაცხარებულები ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებდნენ. დამინახეს თუ არა მაშინვე კითხვათა მთელი კორიანტელი მომართეს ჩემსკენ.
- გაგიჟდი???
- სულ როგორ შეიძლება ხუმრობდე.
- გამოცდებს რას უშვები ერთი?
- აუ ამას მაინც სჯერა.
იქვე მდგარ სკამზე დავჯექი. მათ კითხვებს უპასუხოდ ვერ დავტოვებდი.
- არ ვხუმრობ. - ღიმილით ვუპასუხე.
- ნახე ნახე იცინის.
- კარგი რა. ხომ იცი მე სულ მეცინება..
- წესიერად აგვიხსნი რა ხდება?
- უბრალოდ მე მივდივარ. აღარ მინდა აქ გაჩერება. როდის ჩამოვალ არ ვიცი.
- მერე გამოცდები?
- როცა ჩამოვალ მაშინ ჩავაბარებ.
- მე მაინც არ მჯერა.
- როცა წავალ მერე დაიჯერებ. აღარ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. მომასვენეთ.
- ჩაი გინდა?
- ჰო ოღონდ ჟასმინის.
- შენ ანი?
უარის ნიშნად თავი გააქნია. ცუდ ხასიათზე იყო.. ტელეფონი ამოიღო და გაუჩინარდა.
ეს ამბავი უცებ გავრცელდა. გარეთ გასვლა საერთოდ აღარ მინდოდა. თუ ვინმე ნაცნობი შემხვდებოდა ყველა ამაზე მიწყებდა საუბარს.
- რატომ მიდის?
- მე რა ვიცი.
- მოიცა თქვენ ხო ახლოს იყავით?
- აღარ ვართ მერე.
- რა თავისებურია ისე..
- ჰო ვერაფერს გაუგებ.
სწორედ ამ დროს მიადგათ მათ ბატონი სანდრო:) ამაყად მოაპობდა თებერვლის ცივ დღეს. ქურდული მზერით აქეთ-იქეთ იყურებოდა. თითქოს ვიღაცას დაეძებდა.
- ვაა გოგონებო. ჰე ახლა ვინ გაჭორეთ. - მხიარული ინტერესით აუთამაშდა თვალები.
- მახარაძე მიდის.
- სად?
- უცხოეთში.
- ვაა სამოგზაუროდ? კარგია.
- საცხოვრებლად..
რა იგრძნო თვითონაც ვერ მიხვდა. ალბათ არც არაფერი. ისევ ისე უხალისოდ განაგრძო.
- რატომ?
- აზრზე არ ვარ.
- მე წავედი და მერე გნახავთ. - მოაძახა შორიდან.
ეწყინა ვითომ? რომ არ გახარებია ეს ზუსტად იცის. მაგრამ ეწყინა??ალბათ ცოტათი. სულ ცოტათი. უცებ ვიღაცის ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი და ეს ფიქრები სადღაც შორს გადამალა. იმ ვიღაცას აედევნა..
ისე შემომეპარა ღამე ვერც მივხვდი. გაშტერებული ვიჯექი და ერთ წერტილს ვუყურებდი. სული ათასი ჭუჭყით მქონდა დამძიმებული. უბედურებას ისე მაგრად შემოეჭდო ხელები გასაქანს არ მაძლევდა. სუნთქვა მეკვროდა. გონება ბედნიერების ლამაზ წუთებს დასტრიალებდა თავს.. უკვე იმდენად მქონდა გამჯდარი ყველაფრის კრახით დასრულება, ვფიქრობდი ეს ჩემი სტილია, სავიზიტო ბარათიათქო. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ტელეფონის წკრიალმა გამომიყვანა ამ ბურუსიდან.. დავხედე. ანი მწერდა.
- არ წახვიდე. ხო არ წახვალ?
რა მეპასუხა?! მისი სიტყვები გამახსენდა. იმედია არასდროს მიმატოვებ და სულ ჩემ გვერდით იქნებიო. ამან კიდევ უფრო შემიკუმშა გული. გაბრაზებულმა ტელეფონი გვერდით მივაგდე.. მერე დამირეკა. არ ვუპასუხე. რა უნდა მეთქვა? საზიზღარი მეგობარი გყავს-მეთქი? მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მე ასეთი ვიყავი და ალბათ ვერასოდეს შევიცვლებოდი.
ცხოვრება თავის ჭკუაზე დამატარებდა.. სიხალისე აკლდა იმ გარემოს, რომელშიც მე ვცხოვრობდი.
- თეკო როგორ ხარ?
- ოჰ სანდრიკ შენ?
- რავიცი შენზე გავიგე მიდისო
- ვინ გითხრა?
- გოგოები ლაპარაკობდნენ.
- ჰო.
- აბა შენ იცი.
ლოყაზე მაკოცა და გზა განაგრძო. გამიკვირდა ესეც რომ მკითხა.
- გუშინ რატომ არ მოდი?
- შემეზარა.
- ჩაბარება არ გინდა შვილო?!
- ტასო მე არ ვაბარებ..
- რაა?
- შენ არ იცი?
- ვაი ახლა გამახსენდა. ანუ მართალია?
- ჰო..
- როდის აპირებ?
- მაისში.
- ბანკეტი????
- არ მინდა.
- რამე მოხდა?
- არაფერი.
- აბა?
- უბრალოდ წასვლა მინდა რა..
ტასომ უსიამოვნო მზერით შემათვალიერა.. აღარაფერი უთქვამს.
- მარისთან წამო ავიდეთ.
- დაგირეკა?
- არა მაგრამ ავიდეთ.
ისევ იმ ნაცნობ ქუჩას მივუყვებოდით. ტასო რაღაც ამბავს მთელი გრძნობით მიყვებოდა, მე კიდევ უხალისოდ ვუსმენდი და დროდადრო თავს ვუქნევდი. აჰა მარის სახლიც.
- ოჰ ჩაკეტილია. მიდი დაურეკე.
- მარი არავინ მოგიტაცოს. შემოგვიშვი.
ქალბატონი წითელი ხალათით შემოგვეგება. ისევ ჩაი შემოგვთავაზა, ოღონდ გვირილის.
- ყინულებს ჩაგიყრი თუ გინდა - ღიმილით ვუთხარი როცა მისი ჩაით სავსე ჭიქა ნახევარი საათის განმავლობაში უძრავად იდგა.
- ჰო იცი მე როგორიც მიყვარს. ბოლი რომ ამოდის ვმშვიდდები რაღაც.
გამეცინა.
იმან დაურეკა. აწრიალდა. მთელი დღე ნერვიულობდა. ტექსტიც დაუწერა.. 100 მიზეზი თუ რატომ უყვარს. საჩუქარიც უყიდა.. 12 საათს სულმოუთქმელად ელოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent