შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე მე IIთავი


26-02-2015, 23:36
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 320

მანქანის ძირითადი ნაწილი ჩემმა ნივთებმა დაიკავეს. გიტარა, როლიკები და ველოსიპედი კი, როგორც ყოველთვის თან დამაქვს, როდესაც სამოგზაუროდ დავდივარ. როცა მანქანა დაიძრა ფიქრების თუ ოცნებების კორიანტელში მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო მივდიოდი სრულიად უცხო ადგილას ვგრძნობდი, რომ რაღაც ახალი და სასიამოვნო მელოდა. მაინტერესებდა ჩვენი ახალი სახლი, იქ არსებული გარემო და ა.შ. ჩავრთე IPOD_ი და ამ სამყაროს "გამოვეთიშე". ძალიან მიყვარს მგზავრობა არ აქვს მნიშვნელობა გზა გრძელია თუ არა. სწორედ ამ ფანტაზია ზენიტში ადის და სრულ აფეთქებას განიცდის. თუმცა გამოუსწორებელი მეოცნებე არ გახლავართ. როდესაც რაღაც ახლის და განსხვავებულის მოლოდინში ხარ გზა ყოველთვის იწელება და თითქოს შენს ლოდის დასასრული აღარ უჩანს. ეხლაც ესე მოხდა.
და აი, დადგა ის წუთებიც, როდესაც მანქანა გაჩერდა. თვალები დავხუჭე, ხელის ფათურით ჩამოვედი ძირს, ვგრძნობდი სახლის წინ ვიდექი და როდესაც თვალები გავახილე... და როდესაც თვალები გავახილე ლამის გაგვგიჟდი ჩემს წინ ნამდვილი სამოთხე იშლებოდა. ვერცერთ ოცნებაში ვერ დავსახავდი რაც იქ დამხვდა. გრძელი გზა, რომელსაც ულამაზეს შადრევანთან მიჰყავდით. ამ გზის გასწვრივ ხეები ულამაზეს და გრილ ფოიეს ქმნიდა სადაც გავლა ბევრ რამედ ღირდა.იქვე შადრევანთან, ეზოშივე მაგიდა და სკმები იდგა, გაშლილი იყო ჰამაკიც და შადრევანის უკან პატარა ფიცრულის, მყუდრო სახლი. ვერცერთი ნიუ იორკის მაღალ სართულიანი შენობა ვერ შეედრებოდა. და განა მეტი რა უნდა ადამიანს სრული ბედნიერებისათვის?! აღარაფერს ვამბობ სახლის ინტერიერზე. ბუხარი, ხის მაგიდები, გუგულის საათი. თავი სიზმარში მეგონა. და საკუთარი ოთახი. წარმოიდგინეთ თანამედროვე ელემენტებით მოწყობილი დათვის ბუნაგი(ცოტა რთულია მაგრამ...) მოკლედ, მეცხრე ცაზე დავფრინავდი.
აქვე მივხვდი, რომ ერთი თვე ძალიან მალე გაირბენდა აქაურობა ძაან შემიყვარდებოდა და წასვა აღარ მომინდებოდა.
იმავე წამს ყოველგვარი დაღლილობა გაქრა და სახლის "ჩხრეკას" შევუდექი. მოვიარე მისი ყოველი კუთხე-კუნჭული.და აღტაცებაში მოვყავდი მის სრულყოფილებას. ბაღი ხომ საერთოდ ცალკე ფენომენი იყო. ის დღე მთლიანად სეირნობაში გავატარე. საღამოს ცოტა არ იყოს აცივდა და ბუხარიც დავანთეთ. ჭადრაკიც მქონდა წამოღებული და მე და მამამ ჩვენებურად "შევუბერეთ". იმ წამს მეგონა, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვი და ადამიანი ვიყავი. არ მსურდა დამთავრებულიყო ის წამები და ის წუთები, როცა ჩვენ სამნი ერთ პატარა "ჯიხურში" ერთ მთლიანობად წარმოვიდგენდით. იქ მამა მამა აღარ იყო, არც დედა არსებობდა და არც შვილი. სამივე ერთნი ვიყავით.
მეორე დილით ჩიტების ხმამ გამომაღვიძა. ავდექი, გამოვედი აივანზე და ათი წუთი ვუყურებდი იმ მშვენიერებას, რომელიც ჩემ წინ იშლებოდა. მამა შემოვიდა ყავით და ფიქრებისგან გამომაფხიზლა.
-დილა მშვიდობის, პატარა!
-დილა მშვიდობის, მაა.
-ყავა მოგიტანე.
-მადლობა.
-მოგწონს არა?
-ვერცერთ საჩუქარს ვერ ჯობს. უბედნიერესი ვარ.
-ძალიან მიხარია, ჩემო პატარა!-მითხრა და თავისი მკერდისკენ მიმიზიდა.
-მა, ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას და შენი გემოვნებაც ძალიან მაკვირვებს!
-მსოფლიოში ყველაზე კარგ შვილს კარგი მამიკო სჭირდება.
მინდოდა მეთქვაყავს კიდეც მეთქი მაგრამ არ დამცალდა ფინჯანი მაგიდაზე დამიდო და გავიდა.
გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და მაშინვე ეზოში გავვარდი. გიტარა დავინახე და რამოდენიმე აკორდის აღება მომინდა. გიტარაზე საკმაოდ კარგად ვუკრავ. მამამ გიტარის წრეზე ჯერ კიდევ რვა წლისას შემიყვანა და ერთი წლის შემდეგ უკვე "დამხეცებული" მქონდა. გიტარა მომბეზრდა და ყვავილების მორწყვა გატავწყვიტე. და მექცა ეს ჩვეულებად. ყოველი დილით ჩიტები მაღვიძებდნენ, მერე დედა ან მამა შემოდიოდნენ ყავით ან ჩაით ხელში. გამოვდიოდი ეზოში, ვრწყავდი ყვავილებს, ვუკრავდი გიტარაზე, ვსეირნობდი, ვკითხულობდი წიგნებს. საღამოთი ჭადრაკის "ტურნე" ეწყობოდა და ესე დაუსრულებად. თავიდან ძალიან მხიბლავდა ეს ყოველდღიურობა და მართლა სულიერად მამშვიდებდა, მაგრამ უკვე მეხუთე დღეს მივხვდი, რომ მომბეზრდა. მაგრამ ცხოვრება ყოველთვისაა მზად შემოგვთავაზოს სიახლეები და ბედნიერებაც ამაშია.
მეექვსე დღეს ჩვეულებისამებრ ყვავილებს ვრწყავდი, როცა ვიღაც მომიახლოვდა. მამა მეგონა და საუბარი გავუბი.
-მაა, ძალიან შემიყვარდა ჩვენი სახლი. ეს ყვავილები კიდე დღითიდღე მშვენდებიან. მაგრამ ცოტა არ იყოს მომბეზრდა, აღარ მინდა მარტო აქ ყოფნა. ნინისთვის ხომ არ დამერეკა?
-კარგი აზრია.-მითხრა უცხო ხმამ.
გაკვირვებულმა მოვიხედე და წარმოიდგინეთ მაღალი, შავგვრემანი, ხასხასა წითელ ტუჩებიანი, "დაუნდობელი" ღიმილის მქონე, სადღაც ჩვიდმეტი წლის ბიჭი დამხვდა... მეკიდე რეებს ვბოდიალებდი.ძაან შემრცხვა და თან გავბრაზდი.
-უკაცრავად, მაგრამ ეს ხომ უზრდელობაა. ამდენი ხანია აქ დგეხართ მეც კიდე მამაჩემი მგონიხარ, პირი გავიქაფე და მხოლოდ ბოლოს იღებთ ხმაას?!-"დავაჩხავლე" ერთი ამოსუნთქვით.
-ამოისუნთქე?-მითხრა და ის "დაუნდობელი" ღიმილი დამაჯახა, მაგრამ მაგ დროს სულაც არ ვიბნევი.
-არ მეცნება.-ვუთხარი მკაცრად.
-კაი რაიყო, ესეთი გასაბრაზებელიც არ გამიკეთებია რამე- წკაპ და ის ღიმილი.
ისე ხოო რა მოხდა მერე, მეც რა ისტერკები მოვურთე. მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია და ყვავილებს მივუბრუნდი.
-არც ზურგის მიქცევაა ზრდილი ადამიანის საქციელი-მითხრა მან.
ამაზე "გამეჭედა", ამ გაბღენძილს უნდა ვკითხო რა ვაკეთო და რა არა?! ნერვები დავიოკე.
-უკაცრავად?!
-კარგი არაფერი. მე ერეკლე მქვია და აქვე ახლოს ვცხოვრობ. გავიგე აქ გადმოხვედით და თქვენი გაცნობა გადავწყვიტე. თუმცა რას ვიფიქრებდი ესეთ "განრისხებულ ანგელოზს" თუ შევხვდებოდი.
ეს ანგელოზი ყურს საოცრად სასიამოვნოდ მოხვდა, თუმცა განრისხებული ნაკლებად.
-განრისხებული არ ვარ, უბრალოდ ცუდად გამოგივიდა.
-ხარ.
-არ ვარ!
-ხარ!
ვეღარ მოვითმინე და წყალი შევასხი. როცა გონს მოვედი ჩემს წინ თავიდან ფეხებამდე გაწუწული უცხო ბიჭი იდგა და იმ "ღვთიური" ღიმილით მიღიმოდა.
-ყოჩაღ!
-აბა, რა გეგონა ნერვები, რომ მომიშალე- ვუთხარი და სახლისკენ წამოვედი, გზაში და სიცილისგან კინაღამ გავიგუდე მის სახეს, როცა ვიხსენებდი. ვერც სახლში დავიოკე სიცილი და დედა გაკვირვებული შემმცქეროდა. თუმცა მიჩვეულია და არაფერი უკითხავს. ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე დავეგდე. "ხომ გინდოდა რაღაც ახალი და განსხვავებული ხოდა მიიღე ლილე"...



№1 სტუმარი qristo_qristo

ერეკლე რა საყვარელიაა love love და შენც ავტორ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent