შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განა დაგავიწყდება დიდფესვიანი კაკლები?


27-02-2015, 01:04
ავტორი zoi
ნანახია 3 411

ბავშვებო არ ვიცი შეიძლება ეს ჩანახატი ამ საიტისთვის არაა...შეიძლება არ უნდა ამეტვირთა და იქნებ არც გამოაქვეყნონ მაგრამ თუ ასე არ მოხდა და ეს მოთხრობა თქვენამდე მოვიდა უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს..ეს დიდი ხნის წინაა დაწერილი.ალბათ შეცდომებიც ბევრია უბრალოდ მაინტერესებს თქვენ რას იფიქრებთ,მოგეხსენებათ ჯობს წერო იმაზე რაც კარგად იცი და არა გამოგონილ გრძნობებზე და ამბებზე,მეც ამიტომ სულ ომზე მიწევს წერა..ამ ჩანახატის გამო ნუ გამკიცხავთ თუ არ მოგეწონებათ ეს ისეთ პერიოდშია დაწერილი რასაც გრძნობ შელამაზების გარეშე რომ წერ.რამდენი ვიბოდიალე უბრალოდ მაინტერესებს რას იტყვით და ვაპირებ აი ისეთის დაწერას თან სასიყვარულო რომ იქნება და თან აი ისეთი მე რომ კარგად ვიცი..მაინტერესებს თქვენ თუ დაინტერესდებით?რა თქმა უნდა მე ვწერ იმას რასაც ვგრძნობ,მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს.

ყველაფერი 2008 წლის აგვისტოში დაიწყო.ულამაზესი დღე იყო,მზე განსაკუთრებულად აფრქვევდა სხივებს,თბილოდა,ჩემი სოფელი დვანი ძალიან ლამაზი იყო.მე ბავშვებთან ვთამაშობდი.უეცრად საშინელი სროლა ატყდა არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი ყველა სახლში შევიდა მე კი მდინარის ნაპირას მივსეირნობდი.მაშინ 9 წლის ვიყავი ვერც კი ვხვდებოდი რა ხდებოდა.სახლში წასვლას რომ ვაპირებდი დედა დავინახე ვერ აღგიწერთ როგორ გამიხარდა მისი დანახვა.თავი მეზობლის სახლს შევაფარეთ.ტყვიები სახურავზე ცვიოდა და ოთახში საშინელი ხმები ისმობა.ვერ ვხვდებოდი რატომ ტიროდნენ დედა და ლია მასწავლებელი(ვისთანაც ვიყავით)მეცინებოდა მათ ისტერიკებზე,მაგრამ ეს არ იყო ბედნიერების ან სიხარულის სიცილი ეს იყო სულელი ბავშვის გაღიმება რომელმაც არ იცოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა დედის ტირილზე.არ ვიცოდით სად იყო ჩემი ძმა ამაზე კიდევ უფრო ვნერვიულობდი.მახსოვს როგორ დამაჟრიალა როცა წარმოვიდგინე რომ შეიძლებოდა ჩემს ძმას რამე მოსვლოდა.მამა ფეხშისველი მეძებდა,ალბათ ჩაცმაც ვერ მოასწრო.კარგა ხანი ვისხედით ოთახში ჩაკეტილები.მერე მამა მოვიდა გვითხრა რომ რაც აუცილებელი იყო ჩაგველაგებინა და მანქანაში ჩავმსხდარიყავით ჩემი ძმაც გამოჩნდა.ვხვდებოდი რომ საშინელება ხდებოდა.ტანსაცმელზე არც მიფიქრია ჩემი საყვარელი სათამაშო ჩემი პირველი საჩუქარი რომელიც დედამ მაჩუქა მოვძებნე და ჩავიხუტე.ალბათ სულელად ჩამთვლით მაგრამ კედლებს ვკოცნიდი ისე რომ არავის დავენახე,არ ვიცი ალბათ მეგონა რომ ვეგარასდროს დავბრუნდებოდი სხლში.საშინელი გრძნობაა როცა სახლიდან გაგდებენ.დეიდასთან წავედით.იქ შედარებით უსაფრთხო იყო ყოფნა.მამა არ წამოსულა ბაბოც სოფოლში დარჩა.საშინელი დაძაბულობა იყო ყველა ნერვიულობდა.ველოდებოდით პაპას და ბებოს დედაჩემის მშობლებს მათაც დატოვეს სოფელი მაგრამ საუბედუროდ ვეღარ დაბრუნდნენ.ისინი ნულიდან არიან.ალბათ გსმენიათ ან შეიძლება არც.ნული ზნაურის რაიონი იყო.ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა.იქ ყველაფერი განსხვავებული იყო ჰაერი, წყალი,მზე,ჩიტუნებიც კი განსხვავებულად ჭიკჭიკებდნენ.მას შემდეგ ნული ჩემი დიდი ტკივილია.არასდროს დამავიწყდება არც ერთი დეტალი მის შესახებ.პაპა და ბაბოც მალე მოვიდნენ. ყველანი სამშვიდობოს ვიყავით მაგრამ არ ვიცოდით რამდენ ხანს მოგვიწევდა იქ ყოფნა.ვერასდროს გამოვხატავ ჩემს ემოციებს სხვის თანდასწრებით.მაშინაც ასე ვიყავი.ღამე ყველაზე საშინელი იყო.უზარმაზარ ოთახში რომელიც ჩემი არაა მარტო,ფანჯრები ზანზარებდა აფეტქებების დროს,მათკენ გახედვისაც კი მეშინოდა,მეგონა რამე შემოვარდებოდა და მომხვდებოდა.კარგა ხანი არც კი ვუახლოვდებოდი ფანჯრებს.მათზე ბალიშები ელაგათ ამბობდნენ ტყვიას არ ატარებსო,ეს რამდენად მართალია არ ვიცი,საშინელება იყო ის პერიოდი,და ჩვენც საცოდავები ვიყავით.არასდროს ვიმჩნევდი რომ რამე მტკიოდა დედამ ახლაც არ იცის რას ვგრძნობდი მაშინ,ყოველთვის მეუბნევოდა „მაგარი გოგო“ ხარო.არ მიფიქრია რომ სამუდამოდ ვტოვებდი ჩემს სახლს თორემ ალბათ შევიშლებოდი.ვერ წარმომიდგენია ჩემი სახლის გარეშე.ყველაფერი კარგის დასაწყისი ხომ ესაა.ყველა მოგონება მას უკავშირდება.მისგან შორს თითქოს ცარიელი ვარ.ყველანი დეიდასთან ვიყავით.ჩემი ბიძაშვილები პაპა-ბებია.მახსოვს აივანზე ვიდექით როდესაც გზაზე საქართველოს ტანკებმა გაიარეს.ყველა ტიროდა ბიძაჩემს უხაროდა ცხინვალი აიღეს და გვეშველებაო.დღემდე არ შემიძლია მაგ მომენტის უემოციოდ გახსებენა.სამწუხაროდ მალე უკან დაიხიეს.ბევრი ქარტველი დაიხოცა.ცოტა ხანი დეიდასთან ვიყავით.მერე თბილისში წავედით.იმ შენობას სადაც ლტოლვილები შეასახლეს „ზაკოს“ ეძახდნენ.მგონი ადრე სამხედროების საცხოვრებელი იყო.ერთი ოთახი მოგვცეს სადაც ოთხ ადამიანს უნდა გვეცხოვრა.მერე რა ოთახი.პატარა და ბინძური.სანამ ყველაფერი დაალაგეს მამიდასთან ვიყავი.ისეთი საცოდავად ვგრძნობდი თავს.მაშინ 9 წლის ვიყავი.არსად მიშვებდნენ,ყოველთვის თავისუფალი ბავშვი ვიყავი,სულ დავრბოდი,ვთამაშობდი,სახლში გამოკეტვა კი საშინელება იყო ჩემთვის.ყველა მეფერებოდა მაგრამ სახლში ყოფნის მეტი არაფერი მინდოდა.იმას ვისაც ეს გრძნობა არ აქვს გამოცდილი ვერ აღვუწერ რა საშინელებაა.ყოველ გამეს ტირილში ვატარებდი.ჩუმად ვტიროდი დედას რომ არ გაეგო.მრცხვენოდა,ვთვლიდი რომ ცრემლი არავის უნდა აჩვენო ახლაც ასე ვარ.სათამაშო დათუნა რომ გამირეცხეს ვიტირე დვანის ჭუჭყი მოშორდა მეთქი.ალბათ მე ვარ ასეთი სენტიმენტალური,რაც დედას დამსახურებაა.ბევრს ალბათ გაუხარდებოდა ერთი უბრალო სოფლიდან ვაკეში გადმოსახლება.მაგრამ მე არა არ მიხაროდა.საშინლად მინდოდა ჩემი სახლი,ზაფხულში სიცხისგან რომ ვიწვოდი ჩემი მდინარე მენატრებოდა.ჩემი ფრონე.“ახალ სახლში“ ბევრი ჩემი სოპლელი იყო.სახლი პირობითად მე მას სახლად არასდროს ვთვლიდი.მე და ჩემი ორი კლასელი ერთ სართულზე ვიყავით გვერდიგვერდ ოთახებში.ნაცნობებიც რომ არ ყოფილიყვნენ გაუსაძლისი იქნებოდა იქ ყოფნა.60-ე სკოლაში მიგვიყვანეს.მე ჩემს კლასელებთან ვერ ვხვდებოდი,კლასში ადგილი აღარ იყო.ისე შემეშინდა,უცხო ბავშვებთან ურთიერთობის,ახლი მეგობრების გაჩენა არ შემეძლო.ახლაც ასე ვარ ყველა ჩემს მეგობარს პირველი კლასიდან ვიცნობ ზოგს ბაღიდან.რამდენიმე გამონაკლისია მხოლოდ სკლაში გაცნობილი.დედასაც შევეცოდე და როგორღაც მანანასთან და გიორგისთან დამსვევს ჩემს კლასელებთან.საშინელება იყო ის მომენტი როცა დამრიგებელმა კლასში შემიყვანა და ჩემი თავი წარუდგინა ბავშვებს.ვერ ვიტანდი ზედმეტ ყურადღებას.მაშინ კი 45 ბავშვის მზერა ინტერესით მომჩერებოდა.ყველაზე ბოლოს დამსვეს გიოს გვერძე.მართალია სკოლაში ყველა კარგად გვექცეოდა მაგრამ მაინც უცხოები ვიყავით.მაცოფებდა ის ფაქტი რომ ომზე არც კი ფიქრობდნენ.ხალხი სოფლებს ტოვებდა მათ კი არ ადარდებდათ არაფერი.თავი ძლილს შევიკავე რომ არ გამეჩეჩა ჩემი „თბილისელი“ კლასელი რომელმაც დავალება „ჩემი სოფელი“ იმის გამო არ დაწერა რომ არ იცოდა სოფელი რა იყო.იქ გატარებული რამდენიმე ტვე ჯოჯოხეთი იყო.ყველას ვეცოდებოდით.საშინელი გრძნობაა როცა ვიღაცას ეცოდები.ათას ადგილას შეგვყარეს სანამ ერთ ოთახს გვაღირსებდნენ.ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი დღე იყო როდესაც თქვეს რომ სოფელში ვბრუნდებოდით.ყველა იბარგებოდა.არ მენანებოდა თბილისის ცენტრიდან სოფელში დაბრუნება.ერთი სული მქონდა სახლი მენახა.ავტობუსებით წაგვიყვანეს.ორი ოჯახი ვიყავით ერთ მანქანაში.პატარები ჩემი შორეული ბიძაშვილები სკამებზე დარბოდნენ ერთობოდნენ.მე კიდევ ფანჯარაში ვიყურებოდი და მონატრებული შევყურებდი ჩემი სოფლის გზას.მახსოვს გორში პურიც კი ვერ ვიყიდეთ.ქალაქი თითქოს ცარიელი იყო.გარეთ არავინ გამოდიოდა.საზარელი სიჩუმე ტრიალებდა ირგვლივ.სოფელში დროშით ხელში შევედი.ყველაფერი ისეთი მარტო მომეჩვენა ჩვენს გარეშე.ისე შემეცოდა ჩემი სახლი რომ მარტო დავტოვე.ყველაფერი გახრიოკებული იყო.ჩემს მეზობლად სახლში არავინ ცხოვრობდა.მისი პატრონი გარდაცვლილი იყო.სანამ წავიდოდით თითქოს მოვლილი დავტოვეთ ის სახლი(ბავშვები ვუვლიდით )მაშინ კი ისეთი დიდი ბალახი იყო ეზოში.ბაბოც ძალიან მონატრებული მყავდა.ყოველთვის ძალიან ვაბრაზებ მაგრამ ძალიან მიყვარს.ყველაფრის თვალიერება დავიწყე.ჭამაზე არც მიფიქრია.ეზოში გავიქეცი.ყველა ადგილთან მივირბინე სადაც „ქოხებს“ ვაწყობდი.უკვე გითხარით დედაჩემი ნულიდანაა.სამწუხაროდ ნულში ვეღარ დავბრუნდით.ამბობენ სულ გადამწვარიაო.ჩვენთანაც უამრავი სახლი გადაწვეს მაგრამ მთავარია ჩევენი მიწა დაგვიბრუნეს.ჩემი ბიძაშვილებს ხაშურში მისცეს სახლი.ახლაც იქ ცხოვრობენ.ალბათ აღარც უნდათ ნულში დაბრუნება.არც გამიკვირდებაასე რომ იყოს.ომის მერე 7 წელი გავიდა.ალეკო ჩემი ბიძაშვილი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს დვანში მოსვლისთანავე მდინარეზე გაიქცა.ამბობდა ნულის ამბებს ჩამომიტანსო.ნული დვანიდან ორი სოფლით ზემოთაა.ადრე ნული საქართველო იყო ახლა საზღვარი ჩემი სოფლის ეკლესიასთან გადის.მდინარეზეც კი არ გვიშვებენ მშობლები.რათქმაუნდა არ ვუჯერებთ.ხშირად გამიგია ნასვამი რუსების ყვირლი.პაპას და ბაბოს უყვარდათ დვანში მოსვლა, ამბობდნენ ნულის ჰაერი მოდისო.ყველაზე მეტად ისინი განიცდიდნენ.როგორია მთელი ცხოვრება იწვალო და ბოლოს როცა ყველაფერი კარგად გაქვს იმისთვის რომ მშვიდად დაბერდე შენი სახლიდან გაგდებენ თანაც სამუდამოდ.პაპა ისედაც ავად იყო,ომის მერე კი უარესად გახდა.არ იჯერებდა რომ ნულში ვერ მივდიოდით.ამბობდა გამიშვით და მე შემიშვებენო.თითქოს გაგიჟდაო.ხშირად მიდიოდა.ისე რომ უჭირდა სიარული,ნულში წასასვლელად სწრაფად დადიოდა.ერთხელ ფეხით ორი კილომეტრი გაიარა ეკლესიაში მივდივარო.საშინელება იყო იმის ყურება როგორ ინგრეოდა პაპას ფსიქიკა.ომმა ყველა გაანადგურა მაგრამ მან ვერ გადაიტანა.შარშან 9 აპრილს გარდაიცვალა.ისე შემეცოდა.განა იმის გამო რომ მიწას მიბარდა.“მიწა ვართ და მიწად ვიქცევით“.არა იმის გამო შემეცოდა რომ უცხო სოფლის მიწა მიაყარეს.დეიდას სოფელში დაასაფლავეს ბიძაშვილების გვერდით.ის მტკიოდა რომ ნულის სასაფლაოზე არ იმარხებოდა.თუმცა ამდენი ხანი გავიდა მე ახლაც მჯერა რომ ღმერთი ჩემთვის ჩვენთვის ყველსთვის სასწაულს მოახდენს და დავიბრუნებთ ყველაფერს.პაპას შევპირდი რომ როდესაც დავბრუნდებით მის ძვლებს აუცილებლად იმ მიწას მივაბარებ რომელიც ასე უყვარდა.ძალიან არ მინდა რომ თავი მოგაბეზროთ.უბრალოდ მინდა რომ ვიღაცამ გამიგოს.გაიგოს რა საშინელებაა ომი.დააფასონ მშვიდობა.მას მერე როგორც უკვე გითხარით შვიდი წელი გავიდა.სოფელში ვცხოვრობ.რომ გითხრათ უბედური ვარ მეთქი მოგატყუებთ მაგრამ ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ ვარ.მიყვარს ჩემი სახლი ჩემი სოფელი.ომის მერე უფრო შემიყვარდა.7 წლის განმავლობაში არასდროს დამვიწყებია ნული.მეგობრები ხშირად დამცინიან ამის გამო.სახლში დაბრუნების შემდეგ თითქოს ყველაფერი დალაგდა.მაგრამ ყველა განიცდიდა საქართველოს დანაკუწებას.საზღვარი დაგვიწესეს მშობლები შორს აღარ გვიშვებდნენ.ჩვეულებრივ ვცხოვრობთ თუ შეიძლება ამას ჩვეულებრივი ეწოდოს. ბაღები სადაც ერთ დროს პაპა მუშაობდა ჩვენი აღარაა.ეკლესიას თუ რამდენიმე მეტრით გავცდებით ოსებში ამოვყობთ თავს.ყოველთვე ვიგებ რომ ეგრედ წოდებული საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს ჩემი სოპლელი.რამდენიმე მათგანი ახლაც ცხინვალის ციხეში ყავთ.არასდროს გვავიწყდება ნული....განა მარტო ნული,თითოეული გოჯი მიწა მტკივა რომელიც სისხლით მოგვგლიჯეს.ნული?ნული ეს სხვა განზომილებაა ჩემთვის,ეს სამოთხეა,ყველაზე თბილი და ტკბილი ადგილია თუნდაც დანგრეული.რას უზამდენ იმ მთებს,გორებს,ტყეებსაც ხომ ვერ გაჩეხავდნენ წყაროებს ხომ არ დააშრობდნენ.“განა დაგავიწყდება დიდ ფესვიანი კაკლები“ ? მეუბნევოდა მამა ერთ საღამოს.არა არასდროს დამავიწყდება ჩვენს ეზოში მდგარი უზარმაზარი კაკლები,შემოსვლისთანავე რომ ვჭამდით და ხელებს ვიმწვანებდით.არც უკანა ბაღი დამავიწყდება,ფანჯრიდან რომ ვიპარებოდით და თხილს რომ ვაგროვებდით.არც ის ბასეინები პაპა რომ გვათევზავებდა არც ის ცივი წყალი რომლის მსგავსი ჩემთვის არ არსებობს.არც ეკლესიის ეზო დამავიწყდება...არ დამავიწყდება პატარა მაგრამ ულამაზესი სოფელი.ყველაზე მტკივნეული იცით რა არის?ხალხი დააშორეს,ხალხი რომლებიც ერთმანეთით ცხოვრობდნენ.მოხუცები არც ახლა კარგავენ ერთმანეთს მაგრამ ახალგაზრდებს შორის წყდება კავშირი.თინეიჯერებს აღარც ახსოვთ სოფელი სადაც გაიზარდნენ.საშინელებაა...რუსეთი კიდევ არ გვანებებს თავს.ნუთუ არ ყოფნის ამდენი ტკივილი ნუთუ ასეთი გაუმაძღარია.მჯერა ოდესღაც ნული დაბრუნდება.ნული იმიტომ ერქვა რომ როდესაც იქ ხალხი დასახლდა აოხრებული სოფელი იყო დანგრეული.მჯერა რომ ნულში კიდევ დაიდგმება ქართველი კაცის კერა და მას ისევ ნული ეწოდება.ნულში ისევ გაიზრდებიან ქართველი პატრიოტები.საქართველო არასდროს ყოფილა მტრის გარეშე,მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვებდა.მჯერა რომ ოდესმე ნული დაბრუნდება,ისევ საქართველო იქნება,თუმცა ძალიან მინდა მაგრამ მეეჭვება მეღირსოს მისი ნახვა...მე თუ არა ჩემი შემდეგი თაობა აუცილებლად დაბრუნდება ნულში.კარგი იქნება ისინი დაბრუნდნენ ვისი წინაპრებიც იქიდან გამორეკეს მაგრამ არ მგონია ათწლეულების მერე ვინმეს ახსოვდეს ნული.მაგრამ მე იმითაც ბედნიერი ვიქნები თუ ნულში ქართული ოჯახი შეიქმნება,იმითაც ბედნიერი ვიქნები თუ იქ ქართველი კაცი იცხოვრებს და მამულს მოუვლის.



№1  offline წევრი zoi

არ ვიცი უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს..ნუ დაიშურებთ კრიტიკას გთხოვთ

 


№2 სტუმარი annabanna

Zalia kargia martla ნამდვილი და პატრიოტული სულით გაჟღენთილი. . ეს ალბათ ის გაქვს გამოცემული რაც თავად გადაგხდა თავს ხომ? ძალიან კარგად მესმის შე

ნი ეს ყველაფერი თავადაც გამოვიიარე მე ქარელიდან ვარ მახსოვს სახლიდან რომ მივდიოდით გორში გავიარეთ არასოდეს არ დამავიწყდება ის შემზარავი სიჩუმე და ქალაქში ჩამოწოლილი დაძაბულობა. ის დღე იყო ბომბები რომ ჩამოყარეს მოედანზე ერთი საათით გავასწარით. ომის შემდეგ მოიწია ასვლა დვანის 2 ჯერ ვიცი იქ რაც ხდება ღმერთმა მისცეს ამ ხალხს გამძლეობა. ძალიან მინდა რომ ის სოფლებში ხალხი დაბრუნდეს ასეც იქნება მჯერა

 


№3  offline წევრი zoi

მიხარია თუ მოგწონს აქ მართლა ისაა გადმოცემული რაც მე გამოვიარე.მიხარია ვინმეს თუ ესმის ჩემი....მადლობა რომ წაკითხვა არ დაიზარეე

 


№4 სტუმარი Tikacho

Me mesmis sheni tanc dzaalian.kargad ..radgan mec gamovcade eg sashineleba..ar damaviwydeba srolebis xma...gamgamobit mec sul chumat mitiria ise ro aravis gaego..dzaalian.menatreboda chemi sofeli ise ro mamachemirodesac wamovida chven sofelshi mec gamovyevi ..rodesac rusis jari idga (karaletshi) ar shemshinebia rodesac movdiodi vxedavdi tyviavshi da sxva soflebshi damwvar saxlebs yvelgan sichume iyo es ki sruli sashenelaba iyo..arasdros damaviwydeba es yvelaferii..imedia davibrunebt chvens teritoriebs chems sofels sul mtebi artyams garshemo da ar shemidzlia avide radgan rusis jari aris ..arada mtebse vgijdebi love

 


№5  offline წევრი zoi

სიჩუმე საშინელი იყო...მე ზოგადად ცოტა უცნაური ვარ გახარებული უნდა ვყოფილიუავი დაბრუნებით და ასეც იყო მაგრამ სიჩუმემ ლამის გამაგიჟა საშინელება იყო ყველა ადამიანის მესმის ვინც ეს ყველაფერი გადაიტანა.ყველას მაგივრად მტკივა დაკარგული მიწები იმედია შენც დაბრუმდები შენ სახლში მე კიდევ ჩემ ნულში ყველაზე ბედნიერები ვიქნებით მაშინ

 


№6 სტუმარი Tikacho

Midi fbze damamate Tiko ecadashvili naxee :love

 


№7  offline წევრი zoi

დაგამატე და დამეთანხმეეე love

 


№8  offline წევრი ანა1

ალბათ დაავიწყდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent