შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქო კიბეზე


27-02-2015, 01:35
ავტორი Klaus
ნანახია 2 031

ჩვენ ვიდექით ქარში.მე ქუდი მეხურა,დენიელს კი არა და ქარი თმას უწეწავდა.
ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ,მას შემდეგ როცა წიგნს ვკითხულობდი უნივერსიტეტის კიბეზე ჩამომჯდარი,ის მომიახლოვდა და მკითხა-თუ მეორე წიგნიც გაქვს,შეგიძლია მათხოვო? მე თავი დავუქნიე და წიგნი მივაწოდე.მანაც უხმოდ გამომართვა,ჩემს გვერდით ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო.
თავიდან შეყვარებული ვიყავი მასზე,რაც სულაც არ არის გასაკვირი.აბა ვის არ შეუყვარდება სიმპატიური,ჭკვიანი,მწვანეთვალება ბიჭი.ერთი სიტყვით ჩვენ დავმეგობრდით.მას შემდეგ გავიდა წლები და აი აქ ვართ,ქარში,შემაღლებულ ადგილას,დენის მანქანასთან.რას ვაკეთებთ? მსხვერპლს ვარჩევთ.
თავიდან ისე დავიწყე თითქოს ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვიყოთ,ჩვეულებრივი და მოსაწყენი რომანტიული ისტორიით.არადა სულაც არ ვჩანვართ ისეთი სანდომიანი და კეთილი ხალხი ერთი შეხედვით.
და ჩვენ ვეძებთ მახვერპლს,გასართობად.რომელ სტუდენტს მოუვა თავში აზრად,გასართობად დახოცოს ხალხი? არავის,და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ორნი საუკეთესო მეგობრები.
რატომ ვხოცავთ ხალხს? არა,ჩვენ არ ვხოცავთ,უფრო სწორედ კი ეს ძალიან იშვიათად ხდება.ჩემს მიერ მოკლულთა რიცხვი,უფრო მცირეა,ვიდრე დენის. მე მოვკალი ერთი ბიჭი (წარსულის ცუდი მოგონებებიდან) ორი გოგონა და ერთიც ქალი,მეტროში.ამ უკანასკნელს არ ვიცნობდი,საშინელ ხასიათზე ვიყავი და მას ხელი ვკარი ორი წამით ადრე სანამ მატარებელი მოვიდოდა.მას შემდეგ ხშირად ვფიქრობდი ამ ქალზე,თვალწინ მედგა ის სურათი როცა ხელი ვკარი.ვფიქრობდი,იქნებ შინ პატარა გოგონა ელოდებოდა,და ქმარი,რომელსაც უყვარდა.ვინ იცის..იმ სამს რაც შეეხება,არაფერი მინანია,პირველზე უბრალოდ დავფიქრდი-იქნებ გადავაჭარბე?
მაგრამ მაინც არ მინანია.
დენის კი მოკლული ყავს ოთხი კაცი და რამოდენიმე ქალი.
ხოლო ჩვენი ერთობლოვი მსხვერპლი 3ია.
მოდი თავიდან დავიწყოთ.
ჩვენ ვიდექით ქარში,დენის მანქანაზე მიყუდებულნი და ვეძებდით მსხვერპლს,უფრო ზუსტად კი,ველოდებოდით.ქარს მტვერი მოჰქონდა და თვალებში გვაყრიდა.მაგრამ ჩვენ მაინც ვიდექით მდუმარედ,მოწყენილები და ველოდებოდით ვინმეს გამოჩენას რომ მოწყენილობა გაგვექარვებინა.
10თიოდე წუთის შემდეგ ჩვენს წინ ეგდო გაკოჭილი ახალგაზრდა და სიძულვილით სავსე თვალებით გვიცქეროდა.არც მრისხანება,არც შიში,უბრალოდ სიძულვილი ჩანდა მის თვალებში.
-ჩემგან რა გინდათ? თუ ფული, წაიღეთ რაც მაქვს.
-ჩვენ ფული არ გვჭირდება-უპასუხა დენიმ.
-მაშინ ვერაფრით დაგეხმარებით.
-მაშინ მოგკლავთ-დამცინავად გაუღიმა მან.
მსხვერპლს არ ეშინოდა,არ გვთხოვდა არ მომკლათო,არ ყვიროდა და დენის ეს აღიზიანებდა და ამიტომ არ ჩქარობდა მის მოკვლას.მე კი უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი.გამიქვრა სურვილი ვინმესთვის სიცოცხლე წამერთმია,მას ხომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია.რატომ უნდა მოვკლა ადამიანი უმიზეზოდ? ვინც მოვკალი,ისინი იმსახურებდნენ (იმ ქალის გარდა)
-თავი დაანებე-ვთქვი უცებ.
-რა? -თითქოს მოესმა ისე შემომხედა დენიმ.
-გავუშვათ,ის უდანაშაულოა,არ არის საჭირო მიაი მოკვლა.
-მეხუმრები? -გაუკვირდა-შენი იდეა იყო ეს ყველაფერი და ახლა მეუბნები რომ გავუშვა?
-ჰო,შევცდი ბოდიში.ახლა კი გაუშვი.
მოწყენილი სახით მიმოიხედა გარშემო და გაეღიმა-მივხვდი!ეს რომ ყოფილიყო მახინჯი,მსუქანი კაცი,შენი ხელით გაისტუმრებდი იმ ქვეყნად,ეს კი ლამაზია,სიმპატიური,ახალგაზრდა,და..
-რა სისულელეა,თუ დაგავიწყდა შეგახსენებ რომ მე მიგითითე მასზე და თავიდანვე შევამჩნევდი მის გარეგნობას,გთხოვ უბრალოდ გაუშვი.
-არ მჯერა,ისევ გაორება დაგემართა და კეთილი გახდი?
მე მომბეზრდა ეს უაზრო კამათი და "მსხვერპლისკენ" დავიხარე რომ ხელები შემეხსნა.მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იწვა და ჩუმად გვისმენდა.ნუთუ ისე აქვს ცხოვრება მობეზრებული რომ გაქცევასაც არ სცდილობს? არადა ეს მის თვალებში არ ჩანს...ისევ ეს თვალები.
-თუ გაუშვებ პოლიციაში წავა და გვიჩივლებს!
-არსადაც არ წავალ.-დენის შეხედა მსხვერპლმა.
-არსადაც არ წავა-ვუთხარი მეც.
-როგორ გეკადრება.
-ამას მის თვალებში ვხედავ-ვთქვი რატომღაც და "მსხვერპლს" თვალებში შევხედე და არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა,სიძულვილი გაქვრა.
მისი გაშვება გადავიფიქრე და იქვე,მიწაზე დავჯექი.
რომ გავუშვა მართლაც წავა პოლიციაში.რა სულელი ვარ რომ აქამდე ვერ მოვიფიქრე.მაგრამ მისი თვალები?რა მემართება,როდის იყო ვინმეს თვალებზე ვფიქრობდი,მითუმეტეს იმის,ვინც უნდა მოვკლა(თ)
დენიმ როცა დაინახა რომ მის გაშვებას აღარ ვაპირებდი,სიგარეტს მოუკიდა და შორიახლოს დაიწყო ბოლთის ცემა.
"მსხვერპლმა" კი მითხრა-გამიშვი და გეფიცები,არავის არაფერს ვეტყვი.
-ვიცი-ისევ ვთქვი რატომღაც,არადა სულაც არ ვფიქრობდი ასე-მაგრამ დე... ჯეიმსი არ გაგიშვებს.
-შენ რა გქვია?
-მე..მე სარა.
გაეღიმა,ალბათ თავის თავზეც,რადგან იცოდა რომ ნამდვილ სახელს არ ვეტყოდი და ისე მითხრა "მე სემი"-ო,თითქოს ჩემს წინ ხელ-ფეხ შეკრული არ წოლილიყო და მოკვლას არ ვუპირებდით.
-გაგიშვებ ოღონდ ერთი პირობით..
-თანახმა ვარ,დავწვები შენთან.
სილა გავარტყი და ვუთხარი-მეც დიდი სიამოვნებით დავწვებოდი შენთან,მაგრამ სხვა პირობაა.სხვისი სიცოცხლე შენის სამაცვლოდ,ანუ სხვა უნდა მოიყვანო.
-და ის მოკვდება ჩემს მაგივრად? ესეთი სიცოცხლე რაში მჭირდება,ღამით სულ დამესიზრება მისი სახე.
-სახეში ნუ შეხედავ-გამეცინა.-სხვათაშორის შეგიძლია მითხრა რომ მომიყვან სხვას და წახვიდე და აღარ დაბრუნდე-დავარიგე მსხვერპლი.
-ჰო,ზუსტად,შენი დე-ჯეიმსი ზუსტად მაგ ჭკუაზეა,ხელ ფეხს შემიხსნის,სიტუვაზე მენდობა და გამიშვებს,
-მართალი ხარ-ისევ გამეცინა მე და დენიელს გავხედე.ის ჩვენგან ზურგით იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
-გიჟი ხარ?
-რა?-ვერ მივხვდი რატომ მკითხა.
-ჯერ დამიჭირეთ და მოკვლას მიპირებდით სრულიად უმოზეზოდ,ეხლა კი მიშვებ,თან ისე მელაპარაკებიბროგორც ნორმალური ადამიანი.
-მე ნორმალური ვარ.
-ნორმალურები ხალხს არ ხოცავენ.
-გაორება მჭირს.ხან კეთილი ვარ,ხან კი ბოროტი.არა,კეთილი თითქმის არასდროს ვარ,მაგრამ არც ბოროტი ვარ..
-შეშლილი ხარ-დამისვა დიაგნოზი.
- ხო,შეიძლება მართალი ხარ.-გამეღიმა.-შენ კი დეპრესიული ხარ.რადგან არ ცდილობ სიცოცხლის შენარჩუნებას.
-მანიაკებს შენი შიში და ტკივილი არ უნდა დაანახო,ისინი ხომ ამით იკვებებიან.
-სულ ეს არის?
-როგორც ჩანს დამეგობრდით-საუბარი შეგვაწყვეტინა დენიმ,მე კი უბრალოდ თოკები შევხსენი სემს და როცა წამოდგა ვუთხარი-ნახვამდის.
მან თავი დამიკრა ისეთი გამომეტყველებით,თითქოს არ სჯეროდა რომ ვუშვებდი და როცა წავიდოდა ზურგში ტყვიას დავახლიდით.
ასეც მოხდა.როცა შეტრიალდა და 10 იოდე ნაბიჯი გაიარა,დენიმ ესროლა.
-ყოჩაღ,დიდი მადლობა,ძალიან დიდი მადლობა.-სიბრაზე ისე მომაწვა სხვა სიტყვები ვერ ვიპოვე რომ მეთქვა.
-ეს უნდა გამეკეთებინა,არ ვიცი დღეს რა დაგემართა,რა თვალებზე მელაპარაკებოდი,როდის იყო ვინმეს ენდობოდი და თანაც უცხოს?
-შეგეძლო მეგობრის არჩევნისთვის პატივი გეცა.
-შენც შეგიძლია და პატივი ეცი ჩემს არჩევანს რომ ციხეს გადაგარჩინე.
შენ ხომ ჯერ არ იცი,იქ მოხვედრა რა საშინელებაა.
-თითქოს შენ იცი.
-მე რომ გოგო მომწონებოდა და გამეშვა,შენც ჩემსავით მოიქცეოდი.
- მე ის არ მომწონს!უბრალოდ..ის..ერთ ჩემს ნაცნობს გავდა,და.. არ შემეძლო მისი მოკვლა-უცბად შევთხზე ტყუილი,მაგრამ დენი ხომ ყველაზე კარგად მიცნობს.მას ვერ მოვატყუებ იმის გარდა რომ ვუთხრა-დღეს ლიმონის კანფეტები ვჭამე-მაშინ როცა სინამდვილეში ეს პიტნის კანფეტები იყო.
სემს გავხედე და მომეჩვენა რომ სუნთქავდა არადა ტყვია ზუსტად გულში მოარტყა.ასე იმიტომ ვიფიქრე რომ დენი არასდროს აცილებს მიზანში.
სემთან რომ მივედი,თვალები გახელილი ჰქონდა და სანამ დავუხუჭავდი მზერა მომაპყრო და კინაღან გული გამიჩერდა.
-არ გაინძრე,ახლავე წაგიყვან საავადმყოფოში.
-არ დამტოვო-ხელი ჩამავლო მაჯაში,მაგრამ ძალა არ ეყო.მე კი მანქანისკენ გავიქეცი,დენიც ჩავტენე და როგორღაც დავქოქე ძლივს.
-რა ჯანდაბას აკეთებ-მკითხა გაოცებულმა.
-ააცილე და ცოცხალია.საავადმყოფოში მიმყავს.
-ეხლა კი მართლა გაგიჟდი,თუ გადარჩა ხომ საერთოდ გვიჩივლებს.
-გადადი მანქანიდან!გადადი!-ვიკივლე და ჩემდა გასაკვირად,მართლა გადავიდა.
სემი ძლივს წამოვაყენე,მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფოში წავიყვანე.
დენიელი კი იდგა,სიგარეტი ეჭირა ხელში და დაფიქრებული გვიყურებდა.
ხვალ ალბათ გამეცინება ჩემს საქციელზე,ვინანებ კიდეც,თანაც ეს მართლა წავა პოლიციაში და გვიჩივლებს,მაგრამ მე ხომ შეშლილი ვარ.შეშლილებს კი ყველაფერი ეპატიებათ.მეპატიება რომ ჩემივე მსხვერპლი მიმყავს საავადმყოფოში გადასარჩენად.
საავადმყოფოს ეზოში ექიმებს დავუძახე და სემი წაიყვანეს.
მე არ გავყევი-ვუთხარი რომ არ ვიცნობ და ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით.
მანქანაში ჩავჯექი.წვიმა წამოვიდა და მანქანის შუშები სულ დაბურა.
დენი გამახსენდა.სადღაც უცხო უბანში რომ მივატოვე..თანაც წვიმს..ნეტა ახლა სად არის..
მართალია ჩემს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა,ჩემი თხოვნა არ შეასრულა,მაგრამ მე არ შემეძლო მასზე გავბრაზებულიყავი.ის მე მიცავდა,ჩემზე ზრუნავდა.და მართალი იყო როცა მითხრა,რომ ის რომ ყოფილიყო ჩემს ადგილზე,არც მე დავეთანხმებოდი და იმ ქალს მოვკლავდი.მაგრამ არც ჩემი თავის მესმოდა.მხოლოდ გარეგნობის გამო არ გამითავისუფლებია სემი.ჩემს გამო გავანთავისუფლე.ხანდახან ვგრძნობდი როგორ მივექანებოდი სადღაც ქვევით,სიბნელეში და მტოვებდა ის გოგო,რომელიც ადრე ჩემში ცოცხლობდა და მოწყენილობას დაკვრით,ხატვით ან მეგობრებთან საუბრით იკლავდა და არა ადამიანების დახოცვით.ან იქნებ საერთოდ დამტოვა იმ გოგომ..თუმცა მაინც ვფიქრობ რომ არა..რადგან დღეს მე იგი არ მოვკალი და უფრო მეტიც-მისი გადარჩენა ვცადე.
დაახლოებით ერთ საათი მაინც ვიჯექი მანქანაში და წვიმის ხმას ვუსმენდი.
კაკუნმა ფიქრებიდან გამომარკვია და მანქანის ფანჯარას ჩავუწიე.
კინაღამ დამბლა დამეცა როცა ლურჯ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი დავინახე.
მართალი იყო დენიელი,მე კი როგორც ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მსურს.აქამდე წავსულიყავი მაინც,რა სულელი ვარ.ეხლა ეს ბიძია დამიჭერს (სიმპატიური კია) და ციხეში ჩამსვავს,მერე უნდა ვიჯ....
-თქვენ გადაარჩინეთ არა ის ახალგაზრდა,სემ..-პატარა რვეულში ჩაიხედა და დაამატა-სემ რეინოლდ...უკაცრავად,შემეშალა,სემ ჰე...ვერ ვარჩევ რა წერია-კეთილი ღიმილით გამიღიმა,თუმცა ამას მოგვიანებით მივხვდი,რადგან იმ წამს შეშინებული ვიყავი.
-არ ვიცი რა გვარია მაგრამ მე გადავარჩინე ბიჭი,სახელად სემი.-ძლივს ამოვიღე ხმა და საკუთარი თავით ავღფრთოვანდი რომ ხმა არ ამიკანკალდა.
-საკმაოდ მამაცურად მოქცეულხართ რომ არ შეგეშინდათ იმ ტიპის,არადა შეიძლებოდა თქვენთვისაც ესროლა.
უცებ დავიბენი,ვერ გავიგე რას მეუბნებოდა,მეგონა შეეშალა,მაგრამ სხვა სემიც თუ გადაარჩინა ვინმემ ეგ ვერ ვიფიქრე და თავი მხოლოდ ოდნავ დავიქნიე დ ა ვკითხე-ის გონს მოვიდა?
-დიახ,ტყვია ორგანოებს არ შეხებია,ძალიან გაუმართლა.
შეგიძლიათ იმ კაცის გარეგნობა ამიღწეროთ ვინც ესროლა?
-იცით,მე ძალიან ახლომხედველი ვარ და არ მინდა რომ შეცდომაში შეგიყვანოთ..-ისევ ტყუილი.
-კარგით-გამიღიმა და ფანჯარას მოშორდა-კარგად იყავით.
პასუხად რაც შემეძლო კეთილად გავუღიმე და გავიფიქრე-მადლობა ჩემო კარგო კეთილო და სიმპატიურო პოლიციელო,რომ არ დამიჭირეთ.უფროსწორედ,დიდი მადლობა სემ..დიდი მადლობა.
ფანჯარაზე ისევ გაისმა კაკუნი და გული გამისკდა,უცებ მეგონა რომ პოლიციელი ისევ დაბრუნდა ჩემს წასაყვანად და..
-არ ვიცი აქ რა მოხდა,მაგრამ ძალიან გაგვიმართლა რომ არ დაგვიჭირეს.
-დენი...-გავუღიმე და კარები გავუღე.

***
ფანჯრიდან ოთახში მზის სხივები იღვრებოდა.
მე მეჭირა დანა,ვიდექი დენის ოთახში და ვდილობდი დანა ზუსტად მონიშნულ რგოლში მომეხვედრებინა.
"-დენი...-გავუღიმე და კარები გავუღე"-დენი ოთახში შემოვიდა და თან ჩემი დღიური ეჭირა-ამის მეტი არ დაგიწერია?
-ჩემ დღიურებს რატომ კითხულობ?
-ეს ხომ მოთხრობაა?
-ჰო მაგრამ ჯერ არ უნდა წაგეკითხა!
-ისე ბევრი რამ გამოტოვე-ყურადღება არ მიაქცია ჩემს სიტყვებს-მაგალითად,დიალოგები იმ ტიპთან,და მოკლულთა სიის რიცხვი შეამცირე.
-არც იმდენად.
-და კიდევ,აქ წერია რომ შეყვარებული იყავი ჩემზე,არადა წესით ყველაფერი ისე უნდა დაწერო როგორც არის.
-და ვინ გითხრა რომ ასე არ იყო?
-მართლა?-გაოცებული თვალებით შემომხედა.
-მართლა-ვთქვი ჩუმად,ჩემთვის და დანა მაგიდაზე დავდე.-ჩემი წასვლის დროა.
გარეთ ისევ ქროდა ქარი.ხელები ჯიბეში ჩავიწყე და ავტობუსს დაველოდე.
სახლში მივედი,ვჭამე,უინტერესო ფილმებს თვალი გადავავლე და სანამ ბიძაჩემი დაბრუნდებოდა,სასეირნოდ წავედი.
ერთერთ კაფესთან თვალი მოვკარი სემს.მარტო იყო,კაფეში შევიდა და დაჯდა.რაღაც შეუკვეთა და მივხვდი რომ არავის ელოდებოდა.ქუჩა გადავჭერი და კაფეში შევედი.
რომ დამინახა წასვლა დააპირა,მაგრამ შევაჩერე-მე მხოლოდ მადლობის გადახდა მინდოდა.
-მადლობის?-დაეჭვებით მკითხა.
-ჰო,რომ პოლიციას არ უთხარი.
-აჰა..კარგი..
-ჰო,სულ ეს იყო.-გამოვბრუნდი და მისი ხმა მომესმა-მოიცადე.
მოვტრიალდი.
-მეც მინდა მადლობა გადაგიხადო,რომ გადამარჩინე.
-რა სათქმელია.ასეთ სიტუაციაში ჩემს გამო აღმოჩნდი.
-და მაინც გმადლობ.
5იოდე წამი ვუყურებდით ერთმანეთს და არ ვიცოდით რა გვექნა.
ბოლოს მან თქვა-ყავას დალევ?
აი საოცრება,წესით უნდა ვძულდე ან ეშინოდეს ჩემი,ეს კი ყავაზე მეპატიჟება.
-კი-გავუღიმე და დავჯექი.
-წესით არ უნდა გეპატიჟებოდე,მაგრამ..-უხერხულად გაიღიმა და ყავაში შაქარი ჩაიყარა.
-ჰო,ეს უცნაურია.თუმცა არ ისეთი ცუდი ვარ,როგორც ვჩანვარ.
-გაგიკვირდება და მე ეს მომწონს.
-რას საქმიანობ?
-ჯერ არაფერს.შენ?თუმცა უკვე ვიცი-გაეცინა.
-ეს ის არ არის რაც შენ გგონია-მეც გამეცინა-სტუდენტი ვარ.
გაიღიმა და ყავა მოსვა.
-შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?
-რათქმაუნდა.
-რატომ გადამარჩინე.
-ეს..-დავფიქრდი-საკმაოდ ძნელი ასახსნელია.
-მაინც?
-ბევრი რამის გამო.ჩემს გამოც.შენს გამოც..შენი თვალები ისეთი იყო,შენ არ ყვიროდი,არ ჩანდი შეშინებული,სხვებს არ გავდი..და შენი თვალები..-გამეცინა,რა სისულელეებს ვლაპარაკობ.მისი თვალები!რა მისი თვალები..და მაინც მისი თვალები ისეთი საოცარი იყო,არ შემეძლო დამევიწყებინა და სინათლე ჩამექრო მასში.
მან ისევ მომაპყრო თავისი საოცარი მბრწყინავი თვალები.ღიმილის დროს ლოყა ეჩვლიტებოდა და ისეთი საოცარი ღიმილი ჰქონდა,რომ ვუყურებდი მართლა ვერ ვხვდებოდი რატომ გადავარჩინე,ან არ მინდოდა მცოდნოდა.
-რა მიზეზიც არ უნდა გქონოდა,შენ სწორად მოიქეცი.იმიტომ არა,რომ მე გადამარჩინე,არამედ შენ ადამიანი გადაარჩინე.
-და შენ რატომ არაფერი თქვი პოლიციასთან?
-იმიტომ რომ გამიშვი.
-ეს არ არის მიზეზი.შენს მაგივრად სხვა იქნება.
-ვფიქრობ რომ აღარ იქნება..
ჩემი წასვლის დრო რომ მოვიდა,ისიც ადგა და ქუჩაში გამოვედით.
-კიდევ შევხვდებით?-მკითხა მან.
-არ ვიცი..-ვუთხარი ჩაფიქრებულმა.ამ მომენტში ვერ ვხვდებოდი კიდევ ვნახავდი თუ არა მას,ან რატომ უდნა მენახა,მაგრამ ვგრძნობდი რომ არ შემეძლო მასთან დაშორება,ვგრძნობდი ვეღარ შევძლებდი მის გარეშე გაძლებას და ჩემს თავზეც ვბრაზდებოდი ასეთი სისულელის გამო.და მაინც,შეშლილებს სისულელეები ეპატიებათ-გავიფიქრე და სემს ვაკოცე..ისეთი რბილი ტუჩები ჰქონდა..კოცნა მხოლოდ 2 წამს გაგრძელდა,მე კი ორ საუკუნედ მომეჩვენა,მაგრამ მაინც არ მეყო ის ორი საუკუნე.
მან ისევ გაიღიმა,თავისი საოცარი თვალები მომაპყრო და მე გამოვტრიალდი და წამოვედი.რაც უფრო ვშორდებოდი,მით უფრო მეტად ვგრძნობდი სიცივეს.
ვერც მაშინ გავთბი,როცა ბუხრის წინ დავჯექი ადიელაში გახვეული.ეს ხომ სულიერი სიცივე იყო და არა ფიზიკური.
მეორე დღეს ისევ დივანზე ვიწექი,თეთრ მაისურში და ცისფერ ჯინსში გამოწყობილი,რძეს ვსვავდი და რაღაც გადაცემას ვუყურებდი.
ბიძაჩემი თავისი ოთახიდან გამოვიდა და როცა დამინახა,გაუკვირდა-როგორ მოხდა რომ სახლში ხარ.
-დღეს ვისვენებ.
-არ მეგონა თუ ოდესმე იღლებოდი.-გაეღიმა,საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა და სამსახურში წავიდა.
ნახევარი საათის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა.დივნიდან ავდექი,ფანჯარას მივუახლოვდი და გავიხედე-კართან დენიელი იდგა.
ქურთუკი ჩავიცვი და ფანჯრიდან გადავძვერი.
-კარი ჩაკეტილია?
-არა მაგრამ ფანჯრიდან მომინდა გადმოსვლა-ვუპასუხე და ქურთუკის ელვა ბოლომდე შევიკარი-არ გცივა?-ვკითხე,როცა დავინახე რომ მხოლოდ ჟაკეტი ეცვა.
-არა,დღეს კარგი ამინდია.
-დღეს მშვენიერი დღეა.
-რატომ?
-იმიტომ რომ დღეს შენი დაბადების დღეა?დაგავიწყდა?
-არა,მაგრამ ამის გამო დღე ნამდვილად არ არის მშვენიერი.
-არის,არის!დღეს ჩვენ წავალთ კაფეში,შევჭამთ ტორტს,მივიღებთ საჩუქრებს.დიახ მეც მივიღებ,მერე რა რომ შენ იდაბადების დღეა,ჩვენ ხომ "ტყუპები ვართ".
-ხო ოღონდ ერთმანეთს 3 წლით ავცდით.
-ახლა უკვე 4-ით!დღეს შენ 26 წლის გახდი.
ჩვენ წავედით კაფეში.მანამდე რამოდენიმე კაფე მოვიარეთ და არცერთი არ მოგვეწონა.იმ კაფეს კი სადაც სემი ვნახე,სპეციალურად არ გავეკარე ახლოს.
პირველ კაფეში შევედით და არ მოგვეწონა.ოფიციანტი მოგვიახლოვდა და გვკითხა-რამეს ინებებთ?
-არა,არაფერს.-ვუთხარით და უკან გამოვბრუნდით.ასე განმეორდა შემდეგ ოთხ კაფეში.
ბოლოს ვიპოვეთ მყუდრო,თბილი ადგილი.დავჯექით,შევჭამეთ ნამცხვარი.დენიმ ჩააქრო ერთი სანთელი,რომელიც კედელზე მიმაგრებულ შანდალში ენთო.
ვიცინეთ ბევრი,არადა არაფერი არ იყო სასაცილო.შემდეგ გადავიხადეთ ფული და სახლეში დავბუნდით.
-იცი სხვა დღეებშიც,მაგრამ ჩემს დაბადების დღეებზე უფრო ვხვდები,რომ მხოლოდ შენ მყავხარ.-მითხრა მან,როცა სახლში მიმიყვანა.

***
მეორე დღეს ისე წვიმდა,ფანჯარაში არაფერი ჩანდა.საღამოს ცოტა გადაიღო და დენის სანახავად წავედი.როცა ცუდად ვარ,სულ მისი ნახვა მინდება,რადგან მასთან ყოფნა მამშვიდებს და მგონია რომ ამ ქვეყნად ვერაფერი შემაწუხებს ან შემაშინებს.
სველ ტროტუარზე მანქანის შუქები ირეკლებოდა და ბრწყინავდა. ჯადოსნური საღამო იყო,იმას თუ არ ჩავთვლით რომ ოდნავ მციოდა.
-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?-მკითხა დენიმ.
გამიკვირდა,ის ხომ არასდროს ლაპარაკობს ასეთ რაღაცეებზე.
-კი,ეს იყო ბიბლიოთეკაში,თუ არ ვცდები-ვიხუმრე მე.
-დამპალო-გაეცინა დენიელს.
-ჰო,რათქმაუნდა მახსოვს.კიბეზე ვიჯექი და წიგნი მთხოვე.
-ეს იმიტომ რომ შენს გვერდით დაჯდომა მინდოდა და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-მართლა?არადა ვფიქრობდი რომ ის წიგნი გიყვარდა და იმის შემდეგ ბევჯერ გადავიკითხე.
-ჰაჰა-ორივეს გაგვეცინა.
-რას წარმოიდგენდი მაშინ რომ ჩვენ მეგობრები გავხდებოდით,არა?
-ჰოო,თან ასეთი-თავი დამიქნია-მაგრამ რაც შემდეგ მოხდა,მაგის იმედი მქონდა.
-მთვრალი ვიყავი თორე შენთან სულელიც არ დაწვება.
-სერიოზულად?-ვითომ ეწყინა,ისეთი სახე მიიღო-არადა მაშინ არ ფიქრობდი ასე.
-რა იცი რას ვფიქრობდი.
-ჰო,მართალი ხარ,არ ვიცი.
ცაში ავიხედე.ოდნავ ცრიდა.უკვე აღარ მციოდა.
-და ახლა რას ფიქრობ?-მკითხა ისევ.
-რას და ბიძაჩემი შემიძულებს,რომ გაიგოს რა ჩავიდინე.
-და რა ჩაიდინე?
-ფსიქოპათი შემიყვარდა-გავუღიმე და ხელები კისერზე შემოვხვიე.
-ფსიქოპათი შენ თვითონ ხარ-იუკადრისა და მხოლოდ მაშინ მიხვდა რაც ვუთხარი.
-მოიცა,რა თქვი?
ხელები მისი მხრებიდან ჩამოვიღე და ქუჩას დავუწყე თვალიერება.
-ჩემს დღიურში ეწერა,რომ თავიდან შეყვარებული ვიყავი შენზე.
-ჰო..
-ტყუილია..მე მუდამ მიყვარდი-ჩემს თავზე გამეცინა.შეიძლება შეშლილი ვარ,მაგრამ მგონი არ მაქვს უფლება ამდენი სისულელეები ვილაპარაკო.მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.
-არ მეგონა შენ თუ ოდესმე ვინმე შეგიყვარდებოდა..უფროსწორედ თუ მე შეგიყვარდებოდი.
-სამწუხაროდ ხდება ხოლმე.
-სამწუხაროდ მეც უნდა გითხრა რაღაც.
-გისმენ.
-მიყვარხარ.
თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა ისე,რომ ჩემი პირველი კოცნა მეგონა.ისეთივე სასურველი,საოცნებო და საშინლად ტკბილი.ალბათ ეს არის სიყვარულის კოცნა და არა უბრალოდ კოცნა.
იმ ღამით ბევრი ვისეირნეთ. ჩვენს შორის დამოკიდებულება არ შეცვლილა,ჩვენ ვიყავით და მუდამ ვიქნებოდით საუკეთესო მეგობრები,და მე ის მეყვარებოდა მუდამ,სანამ სუნთქვა შემეძლო.და ისე მიყვარდა,არც მიფიქრია საკუთარი თავისთვის დამეცინა ასეთი ბანალური ფიქრებისთვის და ისევ გავიფიქრე-დიახ,მე ის მეყვარება სანამ სუნთქვა შემიძლია.

ისევ წვიმა...ისევ სიცივე.მაგრამ არა ჩემს სხეულში.იქ შიგნით საამოდ,ნაზად გიზგიზებდა პატარა ალი.არ მახსოვს ბოლოს ეს როდის ვიგრძენი.არ მახსოვს ბოლოს როდის გავიღიმე მთელი გულით.და მორჩა,ეს მხოლოდ წამით იყო.მე ისევ ბელი ვარ,ისევ ის ბელი.
ჩემგან განსხვავებით დენიელს ფანჯარა არ გაუღია.კარი გააღო და მაშინვე თაიგული მივაწოდე.
-აი ეს შენ იმისთვის რომ მერე მაჩუქო.ვიცი,იცი რომ ყვავილები არ მიყვარს,მაგრამ ეს მომეწონა და მინდა რომ მაჩუქო.
-კარგი გაჩუქებ,ოღონდ მოგვიანებით-მითხრა და ყვავილები ლარნაკში ჩააწყო.
-დღეს რამე გეგმები გაქვს?-ვკითხე და დივანზე დავჯექი.
-შენ მყავხარ გეგმებში.
-მაშინ,დღეს ბიძაჩემი უნდა გაგაცნო.
-მე ხომ ვიცნობ მას.
-არა,არ იცნობ.ნახვა არ ითვლება.თან გონია რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ.
-და განა ასე არ არის?
-უკანასკნელ კვირას თუ არ ჩავთვლით,არა.
-კარგი,ჩავიცმევ და წავიდეთ.
-არა მოიცა,მე შეგირჩევ რა ჩაიცვა,რომ ბიძაჩემს უფრო მოეწონო.
მის ოთახში შევედით და დავიწყეთ ტანსაცმლის არჩევა.
-აი ეს მწვანე სვიტერი რომ ჩაიცვა? აჰ,არა მწვანეში ბოროტი ჩანხარ.
თეთრ მაისურში ლუზერს.
იქნებ სმოკინგი ჩავიცვა და წვეტიანი ტუფლები?გაბრაზდა ბოლოს.
-არა,არ მოეწონები,იფიქრებს რომ არ შემეფერები.-ვითომ ვერ მივხვდი რომ სერიოზულად არ უთქვამს.-აი ეს ლურჯი მაიკა და შავი ჟაკეტი,მორჩა შენ ის საყვარელი დენიელი ხარ,მე რომ მიყვარს.
და ერთად გავემართეთ ჩემი სახლისკენ.
-როგორ გგონია,ბიძაშენმა რომ გაიგოს,რა გვაქვს ჩადენილი,პოლიციაში გვიჩივლებს?-მკითხა გზაში.
-ალბათ,რავიცი,სახლიდან ნამდვილად გამაგდებს.საერთოდაც,საიდან მოგივიდა ეს კითხვა თავში.
-რავიცი,სულ ვფიქრობდი ხოლმე ამაზე,როცა მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი.
-იცოდე თავაზიანად მოიქეცი,უთხარი რომ სსწავლობ და მათემატიკას ასწავლი კოლეჯში,რომ სწავლის ფული გადაიხადო.-დავარიგე მე და კარზე დავაკაკუნე.
სადილმა უფერულად ჩაიარა.ბიძაჩემს ვერ შევატყვე,დენიელი მოეწონა თუ არა.არც მანამდე უყურებდა გადასარევად.უინტერესოდ მოუსმინა,თუ რას საქმიანობდა და მეტი აღარაფერი უკითხავს.ისეთი უხერხული დუმილი ჩამოვარდა რომ კინაღამ ყელში გადამცდა და დენიელი ავაყენე-წამო,ჩემს ოთახში გავიდეთ.
პიანინოსთან დავსვი და ვთხოვე რამე დაეკრა-ახლა მეზობლებს ეგონებათ,რომ მე კარგად ვუკრავ-ვთქვი მხიარულად და როცა დენიმ დაკვრა დაიწყო,ბალეტის ცეკვა დავიწყე,როგორც მენახა ან წარმომედგინა.
მე ფერია ვარ,ლამაზი,პატარა ფერია.და მე დავფრინავ ღრუბლების მაღლა.მზად ვარ გადავიარო მთელი მსოფლიო.ტბები თუ ზღვები.თუ ოკეანეები-დენის მზერა რომ დავიჭირე,დავამატე-და რა ვუყოთ რომ სიმღერის შეთხზვის ნიჭი არ გამაჩნია,მე მაინც ფერია ვარ,პატარა,ლამაზი ფერია..



№1  offline წევრი Klaus

რატო დაიბენი ? wink
არ დამთავრებულა,დავდებ მალე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent