სიყვარულის მსხვერპლი (1)
გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო. თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე "ბოშა" ქალებს მოეყარათ თავი. მათ შორის გამოირჩეოდა ერთ-ერთი ახოვანი ლამაზი "ბოშა ქალი" დიდრონი თვალებით. ის ქუჩაში წკრიალა ხმით გაჰკიოდა "აბა მკითხავი ვის გინდათ მკითხავიო" როდესაც ამ ძახილში ქუჩებს ჩაუარა ერთ ეზოში შეამჩნია ქალების ჯგუფი, რომელიც დაბალი ხმით საუბრობდნენ. "ბოშა" იქვე ბავშვიან ქალს მიუახლოვდა და უთხრა გიმკითხავებო, ახალგაზრდა ქალი შეკრთა და უპასუხა. -არა არ მინდა მკითხაობა ! -რატომ? გულწრფელად გეტყვი ბავშვის მომავალს, ფულიც კი არ მინდა შენგან, უთხრა მკითხავმა. "ბოშამ" აწითლებული თვალებით ბავშვს მიაშტერდა რომელსაც უკვე ჩასძინებოდა. -კარგი, მიმკითხავე, უთხრა ქალმა. "ბოშა" იქვე ჩამოჯდა და დაიწყო -მაგ ბავშვს არ აქვს დიდიხნის, სიცოცხლე და მომავალი. იგი თვითმკვლელობით და უბედობით დაიღუპება 18წლის ასაკში. მალე გამოესალმება სიცოცხლეს. საბრალო დედას ამის მეტი არაფერი გაუგია. თითქოს თავში რაღაც დაკრეს ისე დაეცა უღონოდ მიწაზე. პატარა თითქოს რაღაცას მიხვდაო ისე დაიწყო ტირილი. ქალი სასწრაფოდ მიიყვანეს სახლში, როცა გონს მოვიდა ბავშვი მოიკითხა, პატარა მაშინვე მიუყვანეს საბრალო დედას. -ნონა, ჩემო საყვარელო ჩემო პატარავ, ამ სიტყვებით ჩაიკრა ბავშვი გულში თითქოს ვინმე სტაცებს და არ ანებებსო. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა ნონა მშვენიერი გოგონა დადგა. მისი ნაწნავები მთელ სხეულს უფარავდა. თეთრი პირსახე, პატარა ვარდისფერი ტუჩები ძალიან მიმზიდველს ხდიდა. მისი დიდრონი თვალები კი მუდამ სევდიანად გამოიყურებოდა. ნონას ბევრი მეგობარი ყავდა, ყველას უყვარდა ლამაზი ნონა. საბრალო დედა სულ უკან დასდევდა თავს ევლებოდა. მკითხავის სიტყვები თი თქოს არ ეჯერებოდა მაგრამ, საშინლად უწიოდა ყურში მისი ხმა. -რომ გამართლდეს მკითხავის ნათქვამი, როგორ ავიტანო მე ნონას გარეშე სიცოცხლე, არა არ მივცემ სიკვდილის უფლებას, მე მას დავიცავ, მე შევეწირები ჩემს ნონას არ დავსთმობ. ჩუმად წამოიყვირებდა ხოლმე რათა ნონა არ დაეფრთხო ამ უაზრო სიტყვებით. თბილისის ერთ-ერთ პარკში მხიარულება იყო. მთელი ახალგაზრდობა იქ მიიჩქაროდა, რადგან გუნდების რესპუბლიკური შეჯიბრება მიმდინარეობდა კალათბურთში, ამ შეჯიბრებას ნონა და მისი მეგობრებიც ესწრებოდნენ. ნონა უკვე 16წლის იყო, იქ მყოფებისგან ყველასგან გამოირჩეოდა სილამაზით -ნონა შეხედე მეთორმეტე ნომერს, რამაგარი ტიპია, რა ლამაზი მხრები აქვს, ლამის გავგიჟდე. ჩასჩურჩულა მისმა მეგობარმა ხათუნამ. -ხათუნა, რა სულელი ხარ, მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა, გაგიჟდე ბიჭისთვის-ხათუნას მისი ნათქვამი ეწყინა, და იქვე მჯდომ ნინელის გადაელაპარაკა. -ნეტა რა თავს იფასებს. ნონამ ყური მოკრა ამ სიტყვებს და გაეცინა. შეჯიბრი საღამოს 6საათზე დამთავრდა. სახლში შესვლისთანავე იქვე მჯდომი, სოფლიდან ჩამოსული ბებია შენიშნა სიხარულით ჩაუხტა კალთაში. -ბებია, ხომ წამიყვან შენთან? -კი გენაცვალე, შენს წასაყვანად ჩამოვედი. მეორე დღეს ნონამ ნივთები ჩაალაგა, დედას დაემშვიდობა და ბებიას გაყვა სოფელში. კარგი სოფელია, ჩრდილოეთით გაუვალი ტყე ერტყა, სამხრეთით კი უზარმაზარი მთები. მშვენიერი ეზო ჰქონდა ნონას ბებიას. ნონამ შარაგზა გადაირბინა, ჭიშკარი გააღო და სიხარულით გასძახა. -მაიკოოო -ვინ არის? მოისმა ოთახიდან და აივანზე ჩვიდმეტიოდე წლის გოგო გამოვიდა. -ნონა ეს შენ ხარ? როგორ გამახარე, როდის ჩამოხვედი? სიყვარულით გადაჰყვირა და სწრაფად დაეშ ვა კიბეზე. მაიკოს ბელა ყავდა მეგობარი სტუმრად, ნონას გააცნო და სოფელში სასეირნოდ ერთად წავიდნენ. შორიახლოს 6 ბიჭი იდგა, მათ შორის, მარჯვნივ მდგომი, გარეგნობით გამოირჩეოდა. ნონამ შეხედა თუარა ბიჭს, გულმა საშინელი ძგერა დაუწყო, თითქოს გარშემო მის გარდა ვერაფერს ხედავდა, ნონას ჯერ ესეთი გრძნობა არ ქონია, უცებ გაახსენდა შეჯიბრებაზე ყოფნისას ხათუნას სიტყვები, გული შეეკუმშა, მოტრიალდა და მაიკოს კითხა -მაი, ვინ არის ის ბიჭი? -ეგ და მის გვერდით მდგომი ძმები არიან, საავადმყოფოს ბიჭები, ელგუჯა და კობა. ნონამ ფეხს აუჩქარა სხვა რამეზე უნდოდა გადაეტანა საუბარი, მაგრამ ვერაფერი მოახერხა, თვალწინ ედგა ის ბიჭი. სექტემბრის დღეები იყო. ნონა უკვე Xl კლასში იყო, მელე 18ისაც გახდებოდა. დილის 8 საათზე გავიდა სახლიდან, ხათუნას გაუარა და სკოლისაკენ წავიდნენ. შევიდა თუარა კლასში, ციური მიეგება. -ოჰ ნონა, მოხვედი? რა მშვენიერი ხარ ნონა,ვინმე ხომ არ ჩაგივარდა გულში? -არა ციური რას ამბობ, უთხრა ნონამ და თან ნაღვლიანი თვალებით გადახედა იქ მყოფ გოგონებს. -გოგონებო რაღაც უნდა გითხრათ-დაიწყო ნონამ-გუშინ ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე, ჩემს თავს რაღაც უბედურებაა... -ოჰ, შენ ცრუმორწმუნე გახდი? სიტყვა შეაწყვეტინა ციურიმ. -არა ციური, ეს ასეა, გიშინ მესიზმრა რომ, ვითომ ვცეკვავდი, ცეკვა კი სიკვდილს ნიშნავს, თქვენ ალბათ უჩემოდ დაესწრებით პირველ მაისს. -რას ბოდავს, ან რამ მოაგონა სიკვდილი, გადაულაპარაკა ნინელის დოდომ, ისე ხშირად დაღონებულია, გულდახურული დადის თითქოსდა მართლა სიკვდილს ელედებაო. რა საშინელებაა არა ნინელი? ნინელი მოსკოვის ქუჩაზე #12-ში ცხოვრობდა, ხოლო მის გვერდით ელგიჯასა და კობას ბიძაშვილი ელზა ცხოვრ ობდა. ნინელი ხშირად დადიოდა ელზასთან. ერთ საღამოსაც ნინელი ელზასთან ერთად იჯდა და ნონას უაზრო სიზმარს უყვებოდა, ამ დროს კობამ კარები შემოაღო და შესვლისთანავე შესძახა -ოჰ ნინელის ვახლავარ, და მომღიმარი სახით ხელი ჩამოართვა -რა გვიან-გვიან გაგახსენდებათ ხოლმე თქვენი ბიძაშვილი, უთხრა საყვედურით ელზამ ბიჭს. -ნინელი რაღაც უნდა გკითხო, ნონა შენს კლასშია? -რაში გაინტერესებს? კი ჩემს კლასშია -არა არაფერი, ზაფხულში ერთად ვისვენებდით, მე მასთან ძალიან კარგადვარ, დათ მიმაჩნდა მაგრამ, აღმიჩნდა რომ, იგი სხვა გრძნობით ყოფილა ჩემთან, თურმე მე მას ვყვარებივარ. ეს ეხლა გავიგე, მისი ბიძაშვილის წერილი მომივიდა მაიკოსგან, არ გჯერა? აი წაიკითხე. ნინელიმ ხმამაღლა წაიკითხა "კობა მე ჯერ ცალმხრივად სიყვარული არ გამომიცდია მაგრამ, მივხვდი როგორი მწარეა. შენ იცოდე და შეიბრალე შენგან გულდამწვარი ნონა" -ის კი არ იცის რომ, ამით სახელს უფუჭებს ნონას, გაიფიქრა და მაიკოზე გაბრაზდა -შენ რას ფიქრობ? უცებ კითხა ნინელიმ -მე სანამ წერილს მივიღებდი შეიძლება მეფიქრა მასზე. შეიძლება კიარა სერიოზულად ვფიქრობდი მასზე, მაგრამ ეხლა გვიანია ჩემი გული გაყინულია მისდამი. გულცივად წამოძახა კობამ. -განა შენთვის უფრო კარგი არ არის? შენ ფიქრობდი და მასაც ყვარებიხარ. თქვა ელზამ, უნდოდა ნონა დაეცვა მაგრამ, არაფერი გამოუვოდა. -თუ გინდა რომ, ბიჭს უყვარდე, ყოველთვის უნდა ეცადო რომ, მას არ გააგებინო, შენ თვითონ არ გამოუტყდე სიყვარულში. სიამაყით თქვა კობამ. ამის შემდეგ ელზა და ნინელი არ გამოდავებიან ამ საკითხში , რადგან მათთვის ყველაფერი გასაგები იყო. მეორე დღეს ნინელიმ თავის მეგობარ დოდოს უამბო ყველაფერი რაც წინა დღით მოხდა ნონაზ ე კობასგან. -ნეტავ მაჩვენა ეს კობა როგორი ბიჭია ასე რომ, გააგიჟა საწყალი ნონა -ბიჭი მართლაც კარგია, ერთმანეთს შეეფერებიან, რომ ნახო თვითონვე დარწმუნდები. შეიძლება კიდეც გინახავს პლეხანოვზე ხშირად დგას ბიჭებთან ერთად, იქვე ცხივრიბს. ისინი ამ ლაპარაკში იყვნენ გართული ნონა რომ, მიუახლოვდა, მან კობას სახელს მიკრა ყური და თითქოს მიხვდა რომ, მათი საუბარი მას ეკუთვნოდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.