შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყოველ წამს გითმობ (1)


27-02-2015, 11:23
ავტორი kesoo
ნანახია 3 128

მწველ მზერას ვგრძნობ ზურგში.
ნაბიჯს ვუჩქარებ.
სულ ცოტაც და მომიახლოვდება.
უკვე შიშისგან ყვირილი უნდა დავიწყო, რომ ვტრიალდები და საკმაოდ სიმპათიურ ყმაწვილს „შევეჩეხები“
–იცით თქვენ მე დიდი ხანია მომყვებით –ინტერესით ვაკვირდები მის გარეგნობას. –„ღმერთო რა სიმპათიურია“ –შენიშნა ალტერეგომ.
–ვიცი –ოდნავ გამოჩნდა მისი თეთრი კვილები ღიმილის მიღმა. „ღიმილიც რა სასიამოვნო ჰქონია“ –მის შესწავლას არ წყვეტს ალტერეგო
–თუ გინდათ რომ გამძარცვოთ, წინასწარ გეტყვით რომ ფული არ მაქვს
„–ღმერთო რა სულელი ხარ!!! კარგად დააკვირდი! გავს ახლა ეს ქურდს?
–აბა ჩემგან რა უნდა?“ –თავს ვირთობ ალტერეგოსთან საუბრით და თან ვცდილობ მისი მწველი მზერა დავაიგნორო
–არ გეშინია ღამე მარტო რომ დადიხარ?
–რისი უნდა მეშინოდეს?
–თუნდაც ჩემი –გამომწვევად აუციმციმდა თვალები.
„–ნეტავ რა ფერის თვალები აქვს? სიბნელეში კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ აშკარად ღია ფერისაა
–ცოტა ხნით გაჩუმდი და მაცადე საუბარი! –ვცდილობ დავაიგნორო ალტერეგო“
–და თქვენი უნდა მეშინოდეს?
–რატომაც არა? შენ ხომ არ იცი რა მიზეზით მოგყვები უკან?/
–რამეს დამიშავებთ?
–შეიძლება –ღიმილი აუთამაშდა ისევ სახეზე
–ახლა უნდა ვიყვირო და შველა ვითხოვო?
–მართლა არ გეშინია?
„–ასეთი სიმპათიური ბიჭის როგორ უნდა შეეშინდეს –წაისისინა ალტერეგომ“
–არა, არ მეშინია.
–და გვიან რომ მიხვალ სახლში მშობლები არ გეჩხუბებიან?
–იციან
–შეყვარებული რატომ გაძლევს მარტო სიარულის უფლებას?
–მის სანახავად მივდივარ –სწრაფად მოვაბი თავი ტყუილს
–ასე გვიაან?
–დიახ, ასე გვიან! კიდევ გაქვთ კითხვები?
–თქვენობით რატომ მელაპარაკები?
–იმიტომ რომ არ გიცნობთ.
–აა, ბოდიში. მათე –ღიმილით წარმიდგინა საკუთარი თავი
„–სახელიც რა კარგი ქონია, უყურე შეენ!
–არ შეგიძლია ცოტა ხნით გაჩუმდეე?!! –ვეცადე ჩემში არსებული ხმები დამეიგნორბინა“
–სასიამოვნოა ახლა უნდა წავიდე –სწრაფი ნაბიჯით განვაგრძე სიარული
–ცოტა ნელა ვერ გეწევი
–რატომ მომყვებით?
–ვცდილობ დაგიცვა
–ვისგან?
–ჩემნაირებისგან
–მეხუმრებით? –გავიოცე მისი პასუხი თან განათების ფონზე მკვეთრად გავარჩიე მისი მუქი ცისფერი თვალები, ისეთი, როგორზეც ვგიჯდები
„ესეც ერთი პლიუსი, რა თვალები ააქვს მმმ.... „
–არა, ხომ შეიძლება ვინმე მანიაკი გადაგეყაროს ქუჩაში და შემთხვევით ბახ... მოგკლას?
–თქვენ მანიაკი ხართ?
–არა, უფრო მანიაკებთან მებრძოლი –ჩაიცინაცისფერთვალებამ–შეყვარბეული სად უნდა ნახო?
–ეს თქვენი საქმე არაა
–ხომ უნდა მიგაცილო?
–მე გთხოვეთ მიცილება?
–ჩემი სურვილია
„როგორ უხდება ღიმილი –ამკობდა ალტერეგო კომპლიმენტებით“
–იქნებ შემეშვაათ? თქვენთან ერთად რომ დამინახოს არ ვიცი რას იფიქრებს
–მე დაველაპარაკები –ამაყად საუბრობდა ცისფერთვალება თან თვალს არ მაშორებდა. –ძალიან გიყვაარს?
–ძალიან!
–როგორი მატყუარა ხარ!
–ბატონო? –ვერ დავმალე აღშფოთება ტყუილში რომ გამომიჭირეს
–შეყვარებული არ გყავს და სავარაუდოდ ახლა სახლში მიდიხარ, სადაც ალბათ მშობლებთან ერთად უნდა ცხოვრობდე
–თქვენ რა იცით?
–ამ წამს თვითონ აღიარე –მისი ღიმილი აშკარად მოქმედებს ჩემზე
–თქვენ ყოველ ღამე ასე დაყვებით გოგონბს?
–მხოლოდ მათ ვინც მომწონს –ისევ სიამაყე იგრძნობოდა მის ხმაში
–საინტერესოა მე მერამდენე ვარ?
–პირველი! –სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან –ეწევი? –სანამ თვითონ ამოიღებდა ჯერ მე შემომთავაზა
––არა, გმადლობთ
–შენ ყველას ვინც უკან გამოგყვება ასე უბამ საუბარს?
–ასე, როგორ?
–როგორც მე
–და თქვენ როგორ გაგიბით საუბარი?
–რაღაცნაირად
–მაინც როგორ?
–ნამდვილად მოგეწონე –ღრმა ნაპასი დაარტყა და კვამლი სახეში შემომაფრქვია, რაზეც ისტერიული ხველა ამივარდა
–კარგად ხაარ? –მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ ოდნავ გონს რომ მოვედი
–ალერგია მაქვს სიგარეტზე
–სხვა დროს გავითვალისწინებ
–სხვა დროს?
–კი
–ჩვენ რა ისევ შევხვდებით ერთმანეთს?
–რა თქმა უნდა
„იეეეეს, გონებაში ყვიროდა ალტერეგო“
–და მე რომ არ მინდა შეხვედრა?
–ცრუობ
–თქვენ რა იცით?
–გეტყობა
–ხოო?
–ხოო, ტყუილს რომ ამბობ თვალებში არ მიყურებ –სწრაფად ამიხსნა თავისი „მიხვედრილობის“ მიზეზი. კიდევ კარგი ღამე იყო, თორემ ჩემი აწითლებული სახე რომ დაენახა სირცხვილით მოვკვდებოდი –სხვა დროს დაქალთან ასე გვიანობამდე აღარ დარჩე ხოლმე
–თქვენ რა იცით, რომ დაქალთან ვიყავი?
–შეყვარებული არ გყავს, სწრაფი ნაბიჯით მიდიხარ სავარაუდოდ სახლისკენ. დაქალთან რომ მიდიოდე ასე სწრაფად არ ივლიდი. ასე რომ მხოლოდ ერთი აზრი მომდის თავში. სხვათაშორის მშობლები თუ გეჩხუბებოდნენ მართლა ადრე უნდა გამოსულიყავი
ჯერ მხოლოდ 12 საათი იყო თუმცა ქუჩაში მხოლოდ ერთი ორი ადამიანი თუ შეგვხვდა.
–მაოცებთ
–სასიამოვნოა. –გამიღიმა ცისფერთვალებამ –კიდევ დიდხანს უნდა მელაპარაკო თქვენობით?
„არა, რა აქვს ამ ბიჭს ისეთი ასე რომ გაგიჟებს?“
–უცხოებთან ასე ადვილად ვერ გავშინაურდები
–კარგი, მელაპარაკე მაშინ თქვენობით, თუმცა შენზე არც ისე დიდი ვიქნები. რამდენი წლის ხარ?
–18
–მე 24. 6 წელი ბევრი არაფერია
–მაინც ბევრია
–სახელი?
–ბატონო?
–შენი სახელი ჯერ არ გითქვამს.
–აუცილებელია გაიგოთ?
–არა, ისედაც გავარკვევ, მაგრამ ჯობდა შენ გეთქვა
–როგორ გაარკვევთ?
–ეგ მე ვიცი. ისე მოდი ცოტა ნელა იარე, თორემ უკვე ვეღარ მოგსდევს
ერთ–ერთი სუპერმარკეტის წინ შევჩერდი. ვერ ვხვდები რატომ არ მეშინოდა მისი. სხვა დროს ასე ვინმე რომ „ამკიდებოდა“ შიშისგან ალბათ ტირილს დავიწყებდი
–შოკოლადი გიყვაარს?
–ბატონო? –ფიქრებში გართულმა ვერ გავიგე რა მკითხა
–შოკოლადი გიყვარს–მეთქი? მაღაზია ჯერ კიდევ ღიაა და თუ გინდა ვიყიდოთ. თუ გასუქების არ გეშინია რა თქმა უნდა და ამ ღამე შეჭამ –ცინიკურად აუთამაშდა ღიმილი
„გასუქებისო! როდის იყო გასუქების გეშინოდა და შოკოლადზე უარს ამბობდი?“
–არა, შევჭამ
–ვაა, მართლა?
–მერე შენი ტანის ფორმა?
–ისედაც იდეალური ტანი მაქვს
–იდეალური არაა, –თავიდან ფეხებამდე დაკვირვეებით ამათვალიერა –მაგრამ არც ცუდია
„რააოო? ცუდი არაააო? ეს არ უნდა აპატიო, რას ნიშნავს არც ცუდი არააო? რამეს გიწუნებს?
–საკმარისია უკვე თავი მომაბეზრე! „ –გონებაში დავუბღვირე ალტერეგოს და უკან მივყეევი „უცნობს“
–რძიანი, თხილიანი თუ შავი? –ხელში აათამაშა შოკოლადები
–თხილიანი
–შენც თხილიანი გიყვაარს? ძალიან კარგი, საერთო გემოვნებაც გვქონია –ორი მწვანე “Alpen Gold“–ი აიღო და სალაროსთან გადავინაცვლეთ.
–მგონი შენი სახელის გაგება დავიმსახურე –შოკოლადის გახსნით გართულმა ნელა გადმოიტანა ჩემზე მზერა
–ცდილობ ამით მომისყიდო?
–არც მიფიქრია, თუ არ გინდა ნუ მეტყვი, მაგრამ რა აზრი აქვს მაინც გავიგებ
–ნუცა –არც მე შემიხედავს ისე გავეცი პასუხი და გავჩერდი
–ასე ჯობია და რატომ გაჩერდი?
–მოვედით
–სად?
–ჩემ სახლთან
–ასე მალე?
–უკვე 20 წუთია მოვდივართ
–ჯერ რომ არ ახვიდე?
–მისაყვედურებენ. თან რატომ არ უნდა ავიდე?
–ცოტა ხანს კიდევ გავისეირნოთ
–არ მინდა, მეჩქარება
–კარგი, მაშინ ტკბილი ძილი
–შოკოლადისთვის მადლობა –კიდევ ერთხელ შევხედე ლამაზ, ცისფერ თვალებში, რომელიც სიბნელეში უფრო მუქი მეჩვენა და ნელ ავუყევი ბნელ სადარბაზოს კიბეებს.
ფრთხულად შევედი სახლში. კარგი საკეტით გადავკეტე და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავედი ფეხაკრებით.
დიდხანს ვერ დავიძინე მასზე ფიქრში. არ ვიცი რატო იმოქმედა ჩემზე მისმა გაცნობაბ. თუ ამას გაცნობა შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ფაქტია მასზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებდი. ალბათ იმიტომ რომ საკმაოდ უცნაურ სიტოაციაში გავიცანი.
თავიდან დავიწყ ყველა დეტალის გახსენება და არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა.
---------
მინდოდა თავები დამეგროვებინა და მერე დამედო, მაგრაამ მაინც ვერ მოვითმინეე love აბბაა რას ფიქრობთ? ღირს გაგრძელებაა?



№1 სტუმარი inga

kii.ganagrdze.sakamoda damaintrigebelia.momewona

 


№2  offline წევრი kesoo

inga
kii.ganagrdze.sakamoda damaintrigebelia.momewona

დიდი მადლობა love

 


№3  offline წევრი tamooo

dzzaliaan magariaa malee dade raa da ota didi tavi tu icneba cudi araa. :))

 


№4  offline წევრი Merri

ძალიააან მაგარიააა..ძალიან განსხვავებულიაა..გააგრძელე გთხოოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent