შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი დედამიწაზე(3)


27-02-2015, 13:48
ავტორი sevdiana
ნანახია 2 205

კარებს ფრთხილად ვხურავ,რომ არ გაჯახუნდეს და მის სიტყვებს უკეთესად ვიაზრებ რაც დაახლოებით ასე ითარგმნება "თუ მეტს არ გადაიხდი შენს საწოლს მალე ახალ პატრონს მოვუძებნი", გამოდის რომ საძინებლისთვის უნდა გადავიხადო და აქამდეც ვიხდიდი. არავითარი შებრალება.
ფიქრებში გართულს ტროტუარზე კინაღამ მანქანა მეჯახება და ჩემი უყურადღებობის გამო მძღოლი ტკბილი,ქართული "ლოცვა-კურთხევით" მაჯილდოვებს.ფეხით გავლის ხასიათზე ვარ მაგრამ ვხვდები რომ მაგვიანდება და არ ღირს.ძლივ-ძლივობით ვეტენები უკვე ისედაც გადატენილ ავტობუსში და მაშინვე სუნთქვა მეკვრის. ერთხელაც ალბათ გული წამივა.
ჩემი გაჩერების დანახვა მახარებს და საჭიროზე სწრაფად ვიწევი გასასვლელისაკენ.გაჩერებისას ინერციით ვიღაცას ვეჯახები და სკამის საზურგეს ვეჭიდები მთლად,რომ არ ავყირავდე. რამოდენიმე მგზავრს უბოდიშოდ ვიცილებ გზიდან და სასწრაფოდ ვეცლები უჰაერო სივრცეს. უკვე დიდი ხანია მივხვდი რომ კლაუსტროფობია მაწუხებს.
_ლიზბეტს,გაუმარჯოს-შესვლისთანავე მხიარულად მესალმება მათე.
_დილამშვიდობისა,ძალიან დავაგვიანე?-ვეკითხები და თითქმის ცარიელ კაფეს ვათვალიერებ.
_პირიქით, ადრე მოხვედი-მიღიმის-ჯერ მარტო ათი წუთის წინ გავაღე.
_მეცარვთქვი სად გაქრა ჩვენი კლიენტურათქო,-ვითომ შეწუხებული ვაქნევ თავს-მითუმეტეს დღეს. უი,მართლა,ვალენტინობას გილოცავ!_მეც გილოცავ,პუპსიკ!-თმებს მიჩეჩავს.
_ვარცხნილობას მიფუჭებ.
_ვარცხნილობა კიარა შენც არ გქონდეს რაა.
_შენთვის არცაა. მთავარია ვისთვისაც დავიყენე მაგას მოეწონოს.
_მაგას შენ გაბურძგნულიც მოსწონხარ,საყვარელო.
_ჰოდა მთავარიც ეგაა,სხვისი აზრი არცმაინტერესებს.
_რაო რომეომ?რასვაპირებთ დღესო?
_არვიცი,გუშინ არაფერი დაგვიგეგმავს დღეს კი ჯერ არ მინახავს.იმედია
სამსახურში დიდხანს არდარჩება და ცოტახნით გასეირნებას მოვასწრებთ.
_თორემ დარჩება ჩვენი ლიზბეტი დღეს მარტო,მოწყენილი.
_შენ ვის რას ეუბნები,ამდენი ხანია ერთი გოგოც ვერდაგიკერავს.
_რას ვიზამთ,საყვარელო,ყველას აქეთ არმოსდის სატრფო როგორც შენ.მე
კიდე ამ ბარს იქით თითქმის არსად გავდივარ.
_მერე აიღე ერთი გამოსასვლელი დღე და ცოტა წყალი დაალევინე
თვალებს,იქნებადა გამოჩნდეს ვინმე.
_და ამ დახლს უკან სხა უნდა მოკალათდეს?არაა, ჩემი სათუთი არსება ამას
ვერ გადაიტანს.
_ძალიან სასაცილო ხარ-სკამიდან ვხტები და ფორმის გამოსაცვლელად
გავდივარ.
ეს ფორმა საერთოდ არ მომწონს.არ ვიცი რატომ გადაწყვიტა
მეპატრონემ,რომ მიმტანს აუცილებლად თეთრი კოფტა და ღია
ვარდისფერი,მოკლე კაბა უნდა ეცვას ამავე გერის მაღალქუსლიანებით
თუმცა უსიტყვოდ ვეგუები ყველაფერს. არა,მაინც რა ახირებული ხალხი
ვართ ეს ქართველები..
მაგიდასთან გოგო-ბიჭი ტკბილად ჭუკჭუკებენ,არ მინდა ხელი შევუშალო
მაგრამ მოვალეობის გამო მათ მაგიდასთან მივდივარ ყალბი
(კომერციული)ღიმილითა და სტანდარტული შეკითძვით:
_რას შეუკვეთავთ?
_რას აიღებ,ბაბულ?-კითხვითვე უტრიალდება ბიჭი გოგოს. ზედმეტსახელზე
რატომღაც მეღიმება.
_არ ვიცი, არ მშია მხოლოდ ფორთოხლის წვენს დავლევ-თვალს არ
აშორებს თავის სატრფოს.
_ერთი ფორთოხლის წვენი და ლუდი,თუ შეიძლება-შეკვეთას ვღებულობ და
მათესთან მივდივარ.ორიოდ წუთში ლანგრით ხელში ვბრუნდები. აშკარად
დავინახე გოგომ როგორი სევდიანი თვალებით შეხედა თავის წვენს.
უეჭველია გუშინდელს აქეთ ლუკმა არ ჩაუდია პირში მხოლოდ იმიტომ რომ
შეყვარებულს 200გრამით მომატებული ვერ დაენახვებოდა.
უსამართლობაა როცა გოგონები უარს ამბობენ ჭამაზე და უდარდელად
ყრიან ყველაფერს სანაგვეში როდესაც ბავშვთა სახლებში თუ მის გარეთ
ბავშვებს შიმშილით კუჭი უხმებათ. მათ აქვთ და არ იყენებენ, როდესაც
ვიღაცას არ აქვს და სიცოცხლე ბეწვზე უკიდიათ.
_ლიზბეტ, აქ ხარ?-ფიქრებიდან მაფხიზლებს მათე და ახალშემოსულ
ტრიოზე მანიშნებს.-ცოტახანს შეეშვი ბექაზე ფიქრს და დედამიწაზე
დაბრუნდი.
_ახლავე-შეკვეთის მისაღებად მივბაკუნებ შემდეგ მაგიდასთან.მალე ოთხი გახდება და უკვე ვღელავ. მეგონა ბექა დღეს უფრო ადრე
მოვიდოდა და ცოტათი მეტი დრო მექნებოდა მასთან
გასატარებლად,მაგრამ არსად ჩანს.მოწყენილი სახით დავდივარ მაგიდებს
შორის და ვცდილობ ცუდზე არაფერზე ვიფიქრო.რაღაცა სასწაულით
შეკვეთები ერთმანეთში არ მერევა თუმცა აზრების მოკრება მაინც მიჭირს.
_ლიზბეტ, ცოტა ხანს ჩამოჯექი და ეს მოსვი,დაგაწყნარებს-მეუბნება მათე და
მაგიდაზე რომელიღაც კიქტეილს მიდგამს.
_ხომიცი,არ ვსვამ-დაღვრემილი ვუყურებ ჭიქას მაგრამ ჩამოჯდომაზე უარს
არ ვამბობ.-თანაც სამსახუთში ვარ.
_არაუშავს გპირდები არ ჩაგიშვებ-მიღიმის და ჭიქას უფრო ახლოს აჩოჩებს.
_კარგი ოღონდ მარტო რამდენიმე ყლუპი.
_ნუღელავ ძალიან ალკოჰოლიანიც არაა.
კოქტეილს არყის სუნი ასდის და კირველივე ყლუპი ყელს მსუბუქად
მიხურებს თუმცა შეგრძნება მსიამოვნებს. უფრო კომფორტულად ვჯდები და
ნელ ნელა ვწრუპავ სითხეს,თან ვუყურებ ჭიქებს როგორ აპრიალებს მათე.
_ეს ბიჭი კარში ვერ შემოეტევა-მოულოდნელად სიცილი უტყდება მათეს.
_რაა..ა?-ვერვხვდები რაზეამბობს,ინტერესით ვიყურები მისი მზერის
მიმართულებით და მეც სიცილი მიტყდება. ბექა უიმედოდ ცდილობს
უზარმაზარი ვარდების თაიგული კარებში შემოატიოს.იქ ორმოცდაათზე
მეტი ვარდი იქნება და ისიც კი მიკვირს აქამდე საერთოდ როგორ მოიტანა.
ვხვდები რომ ეს ბიჭი იმაზე გაცილებით ძლიერია ვიდრე მე მგონია.
_მოიცა, ძმაო-კერ კიდევ მოხითხითე მათე ბარის მაგიდას გარს უვლის და
დასახმარებლად გარბის-ეგრე ყვავილებს გააფუჭებ.
_რა პატარა კარი გაქვთ, ტოო-ნებდება ბექა და შემოსვლის მცდელობებს
თავს ანებებს-ახლა იმ გოგოს გარეთ მოუწევს გამოსვლა საჩუქრისათვის.ისე
უკვე აქ უნდა,არ გინახავს?პატარა,სუსტი,წითური,თმებკულულა,
მწვანეთვალება გოგოა.
თაიგულს მათეს აჩეჩებს და კაფეში შემოდის. რამდენჯერმე აქთ-იქეთ
იხედება,თითქოს ვიღაცას ეძებს შემდეგ კი მოწყენილი სახით ეშვება ჩემს
გვერდით სკამზე.
_მგონი ცოტა დამაგვიანდა და ჩემი საცოლე უკვე წავიდა-საოცრად
ლურჯი,წყლიანი თვალებით მიყურებს-მგონი ცოტა ნაწყენია და როგორ
შემოვირიგო არვიცი.რასიტყვით,მშვენიერო ლედი? რომვუთხრა მთელი
ქალაქი შემოვიარე ამ ვარდებისთვის და ამიტომ დამაგვიანდათქო
მაპატიებს?
_თუ ძალიან ბოროტი არაა შეიძლება გაპატიოთ კიდეც-სიცილს ძლივს
ვიკავებ და სულელივით მეღიმება.
_საქმე ისაა რომ ძალიან ბუტიაა.
_მაშინ ცუდად გქონიათ საქმე. ასეთ გოგონებთან ურთიერთობას
არგირჩევთ.ჯობია ახალი იპოვოთ.
_მაგრამ მე მარტო ის ერთი მინდა.-თვალებში ვუყურებ და გარშემო
ყველაფერი მავიწყდება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent