შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი სიყვარული


27-02-2015, 16:55
ავტორი thathiaa
ნანახია 2 133

-თამარ ადექი,სკოლაში დაგაგვიანდება.დილით დედის თბილმა ხმამ გააღვიძა თამარი. -აუ დედიკო არ მინდა სკოლაში,გარეთ სიცივეა,შემცივდება.დედის დაყოლიებას ცდილობდა,ფიქრობდა თუ თავს შეაცოდებდა დედას სკოლაში წასვლას არ აიძულებდა
-ტყუილად ცდილობა პატარა ეშმაკუნა ჩემს დაყოლიებას ახლავე ადექი და წადი სკოლაში.ხმა გაუმკაცრდა თამარის დედას.
თამარი პატარა,ქერა კულულებიანი და მწვანე თვალება გოგო იყო.როგორც ყველა ბავშვს მასაც ძალიან ეზარებოდა სკოლაში სიარული.სულ რაღაც 11 წლოს იყო მაგრამ ყველასგან გამოირჩეოდა მისი გარეგნობით.ქუჩაში ყველას ყურადღებას იქცვდა მისი,სუფთა თვალები და ანგელოზივით წმინდა ღიმილი.ძალიან ეზარებოდა სკოლაში სიარული,მუხედავად იმისა,რომ თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად სწავლობდა.თამარისთვის,რომ მოგესმინა იტყოდი,რომ დიდი ადამიანი გესაუბრებოდა.არასოდეს იტაცებდა სათამაშოები,ბავშვური გართობები.როდესაც მისი თანატოლები ეზოში ლამში ამოსვრილები თამაშობდნენ,თამარი წიგნებს კითხულობდა.ყველას ძალიან უყვარდა სკოლაში,ყველასთამ მეგობრობდა მაგრამ ერთი გამორჩეული მეგობარი ყავდა ელენე.ელენე თამარისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.ელენე ცანცარა,ძალიან თამამი გოგოანა იყო.თამარი სულ არიგებდა,რჩევებს აძლევდა,ელენეც ძალიან მიჯაჭვული იყო თამარზე.ის რაც თამარს ეკლდა ელენეს ქონდა და პირიქით,რაც ელენეს ეკლდა თამარს.
-თამ,რაღაც უნდა გითხრა.ეშმაკურად მოციმციმე თვალებით შეხედა ელენემ.
-ახლა რა მოხდა ელე??იცოდა,რომ ელენე მორიგ სისულელეს ეტყოდა.
-შეყვარებული ვარ.
-რა ხარ??გაკვირვებულმა კითხრა თამარმა,წიგნებში რამდენჯერმე კი წაეკითხა ამის შესახებ,მაგრამ მაინც ძალიან გამოუცდელი იყო ამ საკითში.არ იცოდა რას ნიშნავდა შეყვარებული.ეგონა,რომ ყველა ვინც უყვარდა მისი შეყვარებული იყო.
-შეყვარებული გოგო,ჩვენი სკოლელი მიყვარს.დედიკოსგან ვიცი,რომ თუ ვინმეს ეპრანჭები,რომ ხედავ თუ გული გიჩქარდება და სულ მასთან გინდა ესეიგი შეყვარებული ხარ...არ ჩერდებოდა ელენე და გამოცდილი ქალივით ლაპარაკობდა.
-კარგი და ვინ არის,მე ვიცნობ??ლაპარაკში აყვა თამარი.
-ჩვენზე 3 წლითაა უფროსი,სულ ჩვენსკენ იყურება,იმასაც ვუყვარვარ მგონი.ზუკა ჰქვია.ისეთი საყვარელია.აღფრთოვანებული ყვებოდა ელენე.
-არ ვიცი,არ მიმიქცევია ყურადღება,აწი დავაკვირდები.
-იცი რას ვფიქრობ??წერილი უნდა მივწერო და ვუთხრა,რომ მიყვარს.
-ოოო კარგი რა ელენე.რა წერილი უნდა მიწერო,არ გინდა რაა.თუ უყვარსხარ თვითონ მოგწეროს.გამოცდილი ქალივით არიგებდა პატარა თამარი ელენეს ჭკვას.
-აარა,ხვალვე მივწერ წერილს.გადავწყვიტე.თავისას არ იშლიდა ელენე.
მეორე დღისით,ელენემ წერილი თამარს დააწერინა,ლამაზად წერ და შენ დამიწერეო.თამარმაც უარი არ უთხრა მეგობარს, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა.წერილი,რომ გააგზავნეს პასუხმაც არ დააგვიანა.წერილში ეწერა,რომ მასაც ძალიან უყვარდა და დიდი ხანია ამ სიტყვებს ელოდებოდა.ელენე და ზუკა შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
-ხომ გითხარი თამ,რომ მასაც ვუყვარდი.სიხარულისგან დაფრინავდა ელენე.
-ხო კარგი შევცდი.დაიმორცხვა პატარა თამარმა
შეხვედრაზე გაბრწყინებული წავიდა ელენე.თამარი მოთმენლად ელოდა მეგობარს.ელენემაც არ დაიგვიანა და მოწყენილი მიუჯდა გვერდით თამარს,რომელიც მოუთმენლად ელოდა როდის მოუყვებოდა ყველაფერს ელენე.
-ამოიღე ახლა ხმა.რა მოხდა/?
-დებილია მგონი ეგ ბიჭი,ასე მითხრა სხვა მეგონე შენ არ მიყვარხარო.გაკვირვებული ლაპარაკობდა ელენე.
-ხომ გითხარი,რომმ არ მიგეწერა.
-კაი რა თამ დაწყნარდი,კარგია,რომ ასე მითხრა,მივხვდი,რომ არრ მიყვარს.დაამშვიდა ელენემ და უდარდელად გავიდა კლასიდან.
დრო გადიოდა,სხვა დროს,რომ თამარს ყურადღება არ მიუქცევია ზუკასთვის ახლა სულ მას აკვირდებოდა.ელენე,რომ ეუბნებოდა თუ ვიღაც მოგწონს გული გიჩქარდებაო,ზუსტად ამას გრძნობდა,როცა ზუკას ხედავდა.შეიძლება ეჩვენებოდა მაგრამ გრძნობდა,რომ ზუკაც სულ მას უყურებდა.ხშირად მის უბანშიც კი ხედავდა,რამდენჯერმე მის სადარბაზოში შენიშნა.რა თქმა უნდა თამარი ამას არავის ეუბნებოდა.ყოველთვის ამბობდა,რომ რაც შენთვის ძვირფასია,ის შენთან უნდა იყოს და არავის უნდა უთხრაო.
ამ გაურკვეველ გრძნობებთან ერთად გავიდა 3 წელი.თამარი უკვე 14 წლის იყო,რაც დრო გადიოდა უფრო კარგად ხვდებოდა,რომ რასაც ზუკას მიმართ გრძნობდა ეს სიყვარული იყო.სკოლაში თუ არ მიდიოდა,აივნიდან უყურებდა ზუკას სკოლაში მიმავალს.ისიც აკმაყოფილებდა,რომ ძალიან ახლოს ცხოვრობდა და ქუჩაში შემთხვევით ხვდებოდა მის თვალებს.ერთხელ წიგნში ასეთი ფრაზა წაიკითხა „მე შენი გულივით ცივ ამინდს ვაღმერთებ“ ხოდა ასეც იყო.თამარი ზუკას ცივ გულს აღმერთებდა.ხშირად უფიქრია,რომ ზუკასთვის ყველაფერი ეთქვა მაგამ ეს არასოდეს გაუკეთებია,არ ვიცი იქნებ სიამაყის ან -იქნებ შიშის გამო,მთავარია,რომ არ უთხრა.შემდეგ კიდევ 1 წელი გავიდა.თამარის ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და თამარიც სხვა სკოლაში გადაიყვანეს.თამარის ცხოვრება ორად გაიყო.ცხოვრება სადაც ზუკას თვალებით იყო განათებული და ცხოვრება რომელშიც სულ ზუკას თვალებს ეძებდა.არასდროს ეჯერა სიტყვების დრო ყველაფრის მკურნალიოა,მაგრამ იმის კი დაიჯერა დრო,რომ გადის ყველაფერს ეჩვევიო ხოდა თამარიც მიეჩვია.თითქოს დაივიწყა,ახალი ბავშვები,ახალი გარემო იმდენად გაითავისა ზუკა თითქმის აღარც ახსენდებოდა.
*****************************************
წერილი რომ მიიღო ზუკამ,სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა.არ იცოდა რას კითხულობდა მხოლოდ იმ ასოებს არჩევდა სადაც „მიყვარხარ“ ეწერა.მერე შეხვედრაზე,რომ შეთანხმდნენ ცოტა შეეშინდა თავისი ბედნიერების,შეხვედრაზე მისულმა თამარის მაგივრად ელენე,რომ დაინახა გული მოუკვდა.თავის თავზე გაბრაზდა როგორ ვერ მიხვდა,რომ თამარი არ იქნებოდა,ის ხომ ასეთი ბავშვურია.მან შეიძლება ისიც არ იცის რა არის სიყვარული.
-კარგი ზუკა რა,დაივიწყე ეგ გოგო,შეხედე ბავშვია.დიდი კაცივით არიგებდა ზუკას საუკეთესო მეგობარი მახო.
-ხო ბავშვია,მაგრამ მე ეგ ბავშვი მიყვარს.ნაღვლიანად ჩაილაპარა ზუკამ.
-მაშინ უთხარი ყველაფერი და ნუ მოსთქვამ ამდენი ხანი.
-მე კი ვეტყვიი მაგრამ,რომ შეეშინდეს,რომ ვერ გამიგოს.არ მინდა ჩემს დანახვაზე იმალებოდეს.ცოტა ხანი მოვიცდი გაიზრდება და ვეტყვი.
-ხოო ხოო დააცადე,ახლა დარწუნებული ვარ ბარბებით თამაშობს.სიცილით თქვა მახომ.
ზუკა კი ყოველ დღე ვარდებს ტოვებდა თამარის სახლთან.ბევრჯერ უფიქრია წერილის დატოვება,მაგრამ ეშინოდა,ახლა ქუჩაში მაინც ხედავდა მის მწვანედ მოელვარე თვალებს და მერე შეიძლებოდა საერთოდ ვეღარ დაენახა.ამასობაში 3 წელი გავიდა,თამარი ზუკას თვალწინ გაიზარდა,თითქოს დაქალდა.ზუკამაც გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა თამარისთვის.იცოდა რა დროს ბრუნდებოდა სკოლიდან და სადარბაზოსთან დაელოდა.თამარი არსად ჩანდა.ასე გაგრძელდა 3 დღე.შემდეგ ვეღარ მოითმინდა და სახლში ააკითხა,მაგრამ უშედეგოდ,იქ უთხრეს,რომ სახლის პატრონები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.ბევრი ეძება ზუკამ პატარა თამარი მაგრამ ვერსად მიაგნო,ჩაქრა მისი ნათელი თვალები.17 წლის ბიჭი ერთ დღეში დაბერდა.
-კარგი რა ძმაო,ასე როგორ შეიძლება,ახლა სტუდენტები გავხდებით და სულ დაგავიწყდება ის პატარა გოგო.ამშვიდებდა მახო.
-შენ არ გესმის,მე მიყვარს,მიყვარს კი არა ვაღმერთებ,ამდენი ხანი ვერ გადავიყვარე,ამდენი ხანი ვერ ამოვიშალე გონებიდან.ახლა რა დამავიწყებს,ახლა რა გადამაყვარებს.მე უნდა დამეცვა,აქ უნდა მყოლოდა გვერდით,მე უნდა დამემშვიდებინა თუ ვინმე აწყენინებდა, თუ ვინმე გააბრაზებდა. მე უნდა მეტარებინა მისი მძიმე ჩანთა,მე უნდა გამელახა ყველა ვინც მას აატირებდა.მე კი უმოქმედობისგან დავკარგე,იქნებ მასაც ვუყვარდი და ვერ გაბედა თქმა.ამ ფიქრებით,როგორ ვიცხოვრო ძმაო.როგორ დავივიწყო.
მერე ზუკამ სკოლა დაამთავრა,სტუდენტი გახდა,ისიც შეეჩვია თამარის გარეშე ცხოვრებას და დინებას მიჰყვა.მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა,როდესაც მარტო გრძნობდა თავს ან კიდევ ვინმეს დაინახავდა ქერა კულულებით.შეყვარებული არ გაუჩენია,არც არავინ მოსწონებია,ისე როგორც თამარი.
*****************************************
-დე ჩემი ვარდისფერი ჟაკეტი სად არის??-ბოლო ხმაზე ყვიროდა თამარი
-კარგი რა თამარ,არ გრცხვენია??15 წლის გოგო ისევ ბავშვის ტანსაცმლით დადიხარ,ცოტა გაიპრანჭე დედიკო,ქალს დაემსგავსე.ეჩხუბებოდა დედა,მაგრამ თამარი ამას ყურადღებას არ აქცევდა.რაც მოსწონდა იმას იცმევდა,არავის ბაძავდა და არც თავისი თანატოლები მოწონდა ასე გაპრანჭულები,რომ დადიოდნენ.
-დედიკო რა აუცილებელია გაპრანჭვა??მე ხხომ ისევ ის ვიქნები რაც ვარ??ის ხომ მხოლოდ ნიღაბი იქნება.
-ოო თამარ,იმ ასაკიდან ვერ გამოხვედი,ისევ 11 წლის ხარ,ის ბიჭი,რომ ვარდებს გიტოვებდა იმ ასაკში დარჩი.თამარს ეგონა მოესმა,ერთ ადგგილზე გაშრა.
-რა თქვი დეე??ვინ ბიჭი მიტოვებდა ვარდებს??
-ოოო ღმერთო,რატო მაქვს ასეთი გრძელი ენა,ვინ ბიჭი და ჩვენი ქუჩის ბოლოში,რომ ცხოვრობდა,მოიცა ზუკა ერქვა მგონი.
-მერე მე რატომ არ მითხარი??-ცოტაც და იტირებდა თამარი
-რავიცი დედიკო,მე და მამაშენი ვმალავდით,არ გვინდოდა პატარა იყავი და სხვა რამეზე გადართულიყო შენი გონება.
თამარი მიხვდა,რომ ახლა სახლიდან,რომ არ გაქცეულიყო იღრიალებდა.ამდენი წელი იტანჯებოდა იმაზე ფიქრით,უყვარდა თუ არა ზუკას.არ იცოდა რა გაეკეთებინა,ძლივს დავიწყებული გრძნობები ერთმანეთში აერია.იმ წუთას მოუნდა,ძალიან მოუნდა ზუკას ნახვა და გადაწყვიტა ძველ უბანში წასულიყო,მანამდე კი დიდი ხნის უნახავ ელენეს დააურეკა.
-ალო,ელენეს სთხოვეთ თუ შეიძლება.ტელეფონზე ელენეს ბებიამ უპასუხა.
-რომელი ხარ შვილო,ელენე ორი კვირაა გათხოვდა/
-რა??თამარი ვარ ეთერი ბებია,ელენეს ძველი კლასელი.ეს რა მითხარით.გაკვირვებული ჩაჰყვიროდა თამარი ტელეფონში.
-როგორ ხარ შვილო??ხო რამის არის გავგიჟდე თამარ,არაფერი იცოდი შენ შვილო??
-არა ეთერი ბებია მე დიდი ხანია არ მინახავს ელენე.კარგით მაშინ,კარგად იყავით.ტელეფონი გაუთიშა და ცრემლები წამოუვიდა,დაკარგული წარსულის გამო,ენატრებოდა ელენე,ზუკა,ის დრო ელენეს სისულელეები ნერვებს,რომ უშლიდა.მაგრამ არც უთქმელ სიტყვებს არ ნანობდა.მის მერე ეძება ზუკა მაგრამ ვესად მიაგნო.ის უკვე სტუდენტი იქნება აღარც ვემახსოვრებიო და ისევ დინებას მიჰყვა.
თამარიც სტუდენტი გახდა,ახალი მეგობრები შეიძინა,ასე თუ ისე წარმატებული გახდა.უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა,მაგრამ ვერავის შეყვარება შეძლო.თავისდაუნებურად ყველა ბიჭში ზუკას ეძებდა.
ერთხელ მეგობარმა თავისთან დაპატიჟა,მეგობრები ვიკრიბებით და მინდა შენც იქ იყოვო.თამარმაც უარი არ უთხრა და წავიდა.იქ მისულს ყველა ნაცნობი დახვდა მხოლოდ ერთი იყო უცხო,მაგრამ ძალიან ნაცნობი თვალები ქონდა.არავინ არ გააცნო ეს ადამიანი მასაც დიდი ინტერესი არ გამოუჩენია.სუფრას მიუსხდნენ ყველა მხიარულობდა,თამარსაც გადაედო მათი მხიარულება,ცოტა დალიეს .მერე თამარის მეგობარმა თქვა.
-ახლა ბავშვებო ვისააც ისეთი საიდუმლო გაქვთ,რომელიც არავისთვის გითქვიათ უნდა გააჟღეროთ.-ამას არაერთგვაროვანი აზრი მოყვა,მაგრამ ბოლოს ყველა დაეთანხმა თამუნას.ჯერი თამარზე მივიდა.
-მე დიდად ვერ გაგაოცებთ,როგორც ეს თქვენ მოახერხეთ მაგრამ ჯანდაბას ვიტყვი,მიუხედავად იმისა,რომ ეს ჩემთვის ძვირფასია და ვთვლი,რომ მხოლოდ ჩემთან უნდა იყოს.დიდი ხნის წინ,ძალიან დიდი ხნის წინ,მაშინ 11 წლის ვიყავი მომწონდა თუ მიყვარდა არ ვიცი,მაშინ სიყვარულიც არ ვიცოდი რა იყო ერთი ბიჭი.ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა.რომ დავინახავდი გული მიჩქარდებოდა.სხვა დროს სკოლაში წასვლას სიკვდილი,რომ მერჩივნა,მაშინ დილით გაღვიძებას ვერავინ მასწრებდა,სიხარულით მივფრინვდი სკოლაში.მხოლოდ იმიტომ,რომ ის მენახა.თუ ისეთი რამე მჭირდა,რომ სკოლაში ვერ მივდიოდი,მაინც ვიღვიძებდი და აივნიდან ვუყუებდი,როგორ მიდიოდა სკოლაში.მის გამო ოცნება,ღამე,წვიმა შემიყვარდა.ერთ წიგნში წავიკითხე „მე შენი გულივით ცივ ამინდს ვაღმერთებ“ ხოდა მეც იმის მერე შემიყვარდა სიცივე,ზამთარი,იმიტომ,რომ ისინიც ისეთი ცივები იყვნენ,როგორც ის.ამ ოცნებებში გავიდა 3-4 წელი,მერე მე საცხოვრებელი ადგილი და სკოლა შევიცვალე ვეღარ ვხედავდი მიდ თვალებს,რომელიც შემომხედავდა თუ არა მაინც მთლიან დღეს მილამაზებდა.ნელ-ნელა შევეჩვიე უამისოდ ცხოვრებას,ვისწავლე,როგორ არ უნდა მეფიქრა მასზე სანამ წლების მერე დედაჩემს არ წამოსცდა შემთხვევით,რომ ის ბიჭი კარებთან ყოველ დღე ვარდებს მიტოვებდა.მაშინ მივხვდი,რომ მასაც ვუყვარდი,მოძებნა ვცადე მაგრამ მერე მეწყინა მისგან.თუ მართლა ვუყვარდი,რატომ არ მომძებნა,რატომ არ მითხრა,რომ ვუყვარდი,რატო დაუშვა,რომ დავეკარგე ხოდა მეც ისევ დინებას მივყევი.რომ გითხრათ დავივიწყე მოგატყუებთ,ისევ მახსოვს,მინდა თუ არა ყველა ბიჭის თვალებში მის თვალებს ვეძებ,ყველას მასთან ვაიგივებ.მერე რა,რომ მას ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს.მე ხომ მისი უთქმელობაც მიყვარდა.აი ეს არის ჩემი საიდუმლო.მოყოლა დაამთავრა და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა თამარმა.ყველა გაჩუმებული დაა გაოცებული უსმენდა,ზოგი მასავით ცრემლს იწმენდდა თვალებიდან.სიჩუმე თამუნამ დაარღვია.
-ახლა გული გამისკდება,ჩემო გოგო ამდენს როგორ იტევდი ისე,რომ არავისთვს არაფერი გითქვამს.მერე თამუნას შეყვარებულმა გაარძელა.
-დებილი ყოფილა ის ბიჭი,თუ ამდენი წელი უყვარდი,როგორ არ მოვიდა და არ გითხრა.გამაგებინა მანც ვინაა მაგრად ვცემდი ასე,როგორ დაგტანჯა.დაამთავრა თუ არა ლაპარაკი ის უცნობი ბიჭი წამოდგა მაგიდიდან და ისე,რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს სახლიდან გავარდა.



№1  offline წევრი miyvarxar1992

კარგია.გააგრძელე

 


№2  offline წევრი marikooo

Kargia...girs martla gagrdzeleba da Ra mainteresebs ici es martla namdvili ambavia?

 


№3  offline წევრი vighaca

Eee dzalian magaria uechveli unda gaagrdzelo

 


№4  offline წევრი thathiaa

marikooo
Kargia...girs martla gagrdzeleba da Ra mainteresebs ici es martla namdvili ambavia?

კიი ეს ნამდვილი ამბავია.ეს ჩემი ამბავია და მიხარია თუ მოგეწონათ.

miyvarxar1992
კარგია.გააგრძელე

ხვალ დაიდება ახალი თავი love

 


№5  offline წევრი † mariami †

gagrdzele kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent