შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭავჭავაძე(თავი1)


27-02-2015, 17:11
ავტორი Maritaa
ნანახია 2 147

ფრთხილად მიჰყავს მანქანა.ცდილობს გზა გაიკვალოს თოვლში.ხშირად სარკიდან გამოანათებს ხოლმე მის ლურჯ თვალებს და შეხედავს თოვლს.თბილისი სდუმს.თოვს.ცაზე მთვარეა.გამომძიებელი,ოცდახუთი წლის ელე მიუახლოვდა მის სახლს.მისი ლურჯი თვალები და საქორწინო ბეჭედი ერთად გაბრწყინდა.სახლში მისი მეუღლე საბა და პატარა ერთი წლის ლუკა ელოდება.მიუხედავად იმისა რომ ზედმეტად ლამაზია და ბავშვური სილამაზე ყოველთვის დასთამაშებს სახეზე ეს საქმეში ხელს ვერუშლის.ერთერთი საუკეთესო გამომძიებელია და ამაყობს ამით.ფრთხილად გააჩერა მანქანა.თეთრ თოვლში ჩჩადგა ფეხი და ძალიან ესიამოვნა,ნაზად გაიღიმა და ღრმად ჩაისუნთქა.სახლში ბნელოდა.“ალბათ სძინავთო“ გაიფიქრა და ფრთხილად გააღო კარი.ფეხქვეშ სისველე იგრძნო ბლანტი სხეული,საშინელი სუნიც იგრძნო.ფიქრობდა გაეგო რა ყარდა ასე.“სისხლი“ მხოლოდ ეს გაიფიქრა სასწრაფოდ ამოიღო იარაღი და შუქი აანთო.ყველაფერი ცხადი გახდა.სისხლი.ცრემლი.ტკივილი.ცხოვრება ხშირად იმათ გვართმევს ვინც ყველაზე ძალიან გვჭირდება,ვის გარეშეც სიცარიელე იქნება.საშინლად ეტკინა ელეს.მისთვალებზე პირველად დაინახავდით ცრემლს.ამღვრეული მისი თვალები ზღვას გავდა.პოლიციაში დარეკა.ფრთხილად მიუახლოვდა სისხლის გუბეში ამოსვრილ მეუღლეს და შვილს.ერთდროს თბილი ლუკა ხელში აიყვანა და გულში მიიკრა.მოსაცმელში გაახვია,ჰაერს უბერავდა.:
-გათბი დე!გათბი პატარა,ისუნთქე დეე.არდამტოო პატარა,ჩემო საყვარელო.მიყვარხარ დეე,ეს რატომ გააკეთეს ღმერთო!ჩემი ოჯახი ღმერთო.ჩემი შვილი,ერთი წლის შვილი ღმერთო.ლუკა,გააიღვიძე დეეე,შენრომიცოდი ისე გამიღიმე დე,ისევ მომხვიე შენი თბილი ხელები დეეე.საბა უთხარი რაიმე,გაიღვიძე საბა,მეშინია,პირველად შემეშინდა რაღაცის საბა,ჩვენი შვილი საბა...ჩვენ არა...მარტო მე !(გოგონა ტიროდა ყვიროდა.მისი კივილი ესმოდა მთელ თბილის.სასწრაფოდ მოაწყდა სახლს პოლიცია და სასწრაფო დახმარება.დაინახეს სისხლში ამოთხვრილი სხეულები,დაინახეს ელე,მომტირალი ელე,ლამაზი ელე,საბას ელე,საბას ჭრიჭინა,საბას პეპელა,ლუკას დედა.
-ქალბატონო ბავშვი უნდა მოგვცეთ!(რაც შეეძლო მშვიდად უთხრა ექიმმმა და ცდილობდა არ ეტირა)ელემ გაკვირვებულმა გახედა და ტკივილნარევად გაიღიმა:
-ჩემი შვილია.თქვენ ვერ წაიყვანთ.ჩემი ერთადერთი შვილია,არმოგცემთ.ის გაიღვიებს,ღამით იტირებს,ისევ.....
ისინი მოკვდნენ.ვერაფერს შეცვლიდა.მისი მეგობრები ცოლქმარი მარი და გიგა ცდილობდნენ დაემშვიდებინათ.ამ საქმის გამომძიებელი ალექსანდრე სახლში დიდი ხანია დადიოდა და თვალს არ აშორებდა ელეს,ლუკას გაყინულ სხეულს.““ ფიქრობდა ის.შემდეგ მტირალ ელეს მიუახლოვდა.მის წინ დაიჩოქა.გოგონა თავჩაქინდრული იყო და ტიროდა,ის ისეთი უმწეო იყო,ისეთი სათუთი და პატარა,ნელ სიოსაც კი შეეძლო მისი წაღება.“ეს ელე არაა“ გაიფიქრა ალექსანდრემ.
-ელე!(ჩუმად და სასიამოვნოდ უთხრა სანდრომ)გოგონამ თავი ასწია.ცხედრები უკვე გაეტანათ.
-ისინი მოკლეს,წამართვეს...ალექსანდრე მე ვერდავიცავი,ჩემი შვილი . ჩემი ბრალია!(უმატა ტირილს ელემ)სანდრომ ამოისუნთქა/
-ელე გთხოვ ელე!(აკანკალებული ხმით უთხრა მარი და გოგონა გულში ჩაიკრა)გიგა და ალექსანდრე გვერდით გავიდნენ.ჩუმად იყვნენ.
-ერთი წლის სანდრო!(სევდიანად თქვა გიგამ.ყველას ტირილი უნდოდა,თვით ალექსანდრე ვიბლიანსაც!იმდენად შეძრა ყველა ამამბავმა.იმდენად საშინელება იყო ეს)სახლში ელენეს მეგობარი ნიკა შემოვიდა,ირონიულად მოავლო თვალი მიდამოს ეგონა ვერავინ უყურებდა და ელესთან მივიდა.მარი გამოეცალა მათ და ბიჭებს მიუახლოვდა.ნიკა ელეს მოეხვია და დამშვიდება დაუწყო.“ბინგო“ გაიფიქრა ალექსანდრეს და ოდნავ ჩაიღიმა.“რთული იქნება“ ისევ გაიფიქრა დდა ელეს მიუახლოვდა.ჩაახველა,ნიკა ელეს მოსცილდა;
-ალექსანდრე გამომძიებელი!(თავი წარუდგინა მან)
-ნიკა ელეს მეგობარი.იპოვეთ მკვლელი გთხოვთ!(ნიკა)ალექსანდრემ ირონიულად გაუღიმა ნიკას:
-უთქვენოდაც ზედმეტად კარგად ვიცი რაც უნდა გავაკეთო.ახლა კი დაგვტოვეთ სასწრაფოდ!(მკაცრად უთხრა ალექსანდრემ)ზიზღით შეხედა ნიკამ გამომძიებელს და იქაურობა დატოვა.ყველა დუმდა.
-ელე ბარგი ჩაალაგე!მარი გიგა(დაუძახა მათ)ჩემთან გადმოდით,დიდი სახლი მაქვს,ფრთხილად უნდა ვიყოთ,ელეს მარტო ვერდავტოვებთ!
-მე არწამოვალ!ეს ჩემი სახლია!აქედან არსად არ წავალ!(ელე)
-წახვალ!გინდა შენცრაიმე დაგმართთნონ?ელე დაფიქრდი!რამდენი გამომძიებელია თბილისში,რამდენი ოჯახია ,მდიდარი შენსგვერდით და მაინც და მაინც შენ მოგადგნენ!ელე წამოხვალ!არმოგცემ აქ დარჩენის უფლებას!(მკაცრად უთხრა მარიმ მეგობარს)
თბილისი დუმდა.თბილისში თოვდა.თბილისის ცაზე მთვარე ანათრბდა.თბილისის უბანში ორი ადამიანი მოკლეს.ერთი წლის ბავშვი და ოცდა შვიდი წლის მამაკაცი.თბილისი სდუმდა.თბილისში ბნელოდა.ელე თოვლს უყურებდა,აღარ იყო ესთოვლი ისე სასიამოვნო როგორც ადრე,მისი ბეჭედი მისი თვალები საერთოდ აღარ ბრწყინავდა!გულისამრევად ეჩვენებოდა თოვლი,ხეები,თითოეული ადამიანი.ელე მარტოა,დედა მოუკვდა,მამამ და ძმამ დიდი ხანია მიატოვა,მხოლოდ საბა და ლუკა ებადა ამქვეყანაზე და ისინიც...ისინიც მოკლეს.“მოკლეს“ ეს სიტყვა ჩაებეჭდა ელეს თავში.“მოკლეს“ ყოველთვის ამაზე ფიქრობდა.მანქანაში იჯდნენ გიგა,მარიამი,ელე და ...და ალექსანდრე ვიბლიანი!პირველი გამომძიებელი მთელ თბილისში.ყველაზე იდუმალი ადამიანი მთელ თბილისში.რისი იმედი ჰქონდა ალექსანდრეს?რატომ მიჰყავდა ელე ჭავჭავაძე სახლში?რატომ რისკავდა ამდენს?იმიტომ რომ ეს ელე იყო.ელე რომელიც ანათებდა ბიუროს,ელე !უშიშარი ელე,ელე რომელიც არასდროს ტიროდა,ელეს რომელსაც ძალიან უყვარდა საბა!უყვარდა საბა და არა...არა ალექსანდრე!
----------------------
ჩემი მეორე ისტორიაა,იმედია მოსაწყენი არიქნება და ერთი მკითხველი მაინც გამოუჩნდება <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent