შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადრენალინი(19) დასასრული


27-02-2015, 19:28
ავტორი lola
ნანახია 4 151

მეორე დღეს დედას ყვირილმა გამაღვიძა,შეშინებული სახე ჰქონდა, მაგრამ უფრო ის გამიკვირდა ამ დილით რამ შეაშინა
-რა ხდება?
-ეგ მე უნდა გკითხო, დღეს დილით ძაღლის ყეფის ხმამ გამაღვიძა, მეგონა ვინმე მეზობლის იყო, მაგრამ გარეთ რომ გავედი, ყელზე ბაფთა შემოხვეული დამხვდა,ვიფიქრე მოვხსნი ბაფთას მეთქი, მაგრამ ხელები ლამის დამაჭამა, ბოლოს როგორც იქნა ბაფთა მოვხსენი და ბარათიც წავიკითხე, უცნობმა თაყვანისმცემელმა გაჩუქა,მაგრამ თუ გგონია რომ მაგ ძაღლს სახში გავაჩერებ ცდები. დედამ ყველაფერი ისე სწრაფად მითხრა ნახევარი ვერც გავიგე
-ძაღლი? გავიკვირვე და ლოგინიდან წამოვხტი
ოთახიდან როგორც კი გავედი ჩვენი დამხმარეს ხმა მომესმა
-კარგი ცუგა, დაწყნარდი.
გამეცინა, მერე კი კიბეებზე ჩავირბინე,ძაღლი კი არა ლეკვი იყო, ჰასკი ყოველთვის მომწონდა და მის დანახვაზე გახარებულმა ხტუნვა დავიწყე
-ვაიმე რა საყვარელია,როგორ მომწონს,რა დავარქვა? ლეკვს მივვარდი და ფერება დავუწყე
-ტასო სახელს ნუ დაარქმევ მაინც არ დავტოვებთ მაგ ძაღლს სახლში თან ვერ ხედავ როგორ მიბღვერს. დედამ სერიოზული სახით მითხრა და ლეკვს ცივიად შეხედა
-დე ვერ ხედავ რა საყვარელია. დედას გავუცინე და ლეკვს ჩავეხუტე
-ტასო გაუშვი ხელი რა იცი რა სჭირს.
-არაფერიც არ სჭირს ჩემს ტობის, ძალიან სუფთაა თან კარგი სუნამოც ასხია. სიცილით ვუთხარი და ძაღლს მოვეფერე
დედას მართალი არ მოსწონდა ძაღლი და არ იყო მომხრე რომ ჩვენთან დამეტოვებინა, მაგრამ იმდენი ვეხვეწე დავითანხმე, ტობის ბევრი ვეფერე და ვეთამაშე, დედა ახლოს არ მიჰკარებია, შეეშინდა არ მიკბინოსო და ამიტომ მისგან შორს დაიკავა თავი.
-იმედია ლეკვი მოგეწონა. ბაბლუანის შეტყობინება მომივიდა როცა ტობის საჭმელს ვაჭმევდი
-არ იყო საჭირო მისი თავი ჩემთვის გეჩუქა. მაშინვე მივწერე
-ირაკლისნაირი ტიპებისგან დაგიცავს, ახლოს არ მოუშვებს შენთან და მეც უფრო მშვიდად ვიქნები.
-არც შენ მოგიშვებს ახლოს.სიცილით ვთქვი და ტობის გავხედე, ჩემთვის არ ეცალა საჭმელს გემრიელად შეექცეოდა
საერთოდ ბავშვობიდან მიყვარდა პატარა ლეკვები,ყოველთვის ვთხოვდი მშობლებს რომ ეყიდათ, მაგრამ დედას არ სურდა რომ სახლში ძაღლი ყოფილიყო ამიტომ მამა არასდროს არ მყიდულობდა, ახლა როცა ტობი მაჩუქა ბაბლუანმა დედა შეგუებოდა იმ აზრს რომ სახლში ძაღლი იქნებოდა.
-დე ტობიმ ჩემს ოთახში რომ იცხოვროს ხომ არაა პრობლემა? დედას ვკითხე როდესაც თავის კაბინეტიდან გამოვიდა
-ტასო, თუ გინდა რომ შენი ტიბო სახლში დავტოვო, შენს ოთახში კი არა სახლშიც არ დაიძინებს, ეზოში მოუწევს ცხოვრება. მკაცრად მითხრა
-დე ტიბო კი არა ტობი ჰქვია. გაბრაზებულმა ვუთხარი
-რაც გინდა ის ერქვეს, მე მაგ არსებას სახლში ცხოვრების უფლებას არ მივცემ. მითხრა და ტობის დაუბღვირა.
თუ გგონიათ რომ ტობიმ დაუთმო ცდებით, ყეფა ატეხა და დედასკენ წავიდა, ფეხსაცმელში ჩაავლო კბილი.
-ტასო მომაშორე,თორე მიკბენს. დედამ ყვირილი დაიწყო.
ცოტა მაკლდა დედას და ტობის შემხედვარე სიცილით გავიგუდებოდი,ძალიან მომწონდა ჩემი ლეკვი, იცოდა ვისთვის დაეყეფა და ვისთვის არა.ბაბლუანისგან მართალია ასეთ საჩუქარს არ ველოდი, მაგრამ მისთვის უარის თქმაც არ მიფიქრია, ბოლოს და ბოლოს მის მიმართ მეც არ ვიყავი გულგრილი, ამიტომ არაფერი დაშავდებოდა თუ მის საჩუქარს მივიღებდი.
სახლში საქმე არაფერი მქონდა ამიტომ ჩემს ლეკვთან ერთად გასეირნება გადავწყვიტე, ვსეირნობდით ქუჩაში მაგრამ მოულოდნელად ტობი გამექცა,ვიღაც გოგო გაეკიდა, სალათისფერი კეტები ეცვა და ალბათ ფერი მოეწონა.მაშინვე უკან გავყევი და ნამდვილად არ შევმცდარვარ იმ გოგონას ეთამაშებოდა კეტებზე. ბოლოს ძლივს წამოვიყვანე, პატარა ბავშვივით ჯიუტობდა არ სურდა სათამაშოს ხელიდან გაშვება. სახლში ახალი მისულები ვიყავით როდესაც დემეტრე გვესტუმრა.
მისი დანახვა სულაც არ გამკვირვებია. მამამ სახლში შემოიპატიჟა, ისიც სიამოვნებით დასთანხმდა
-ტასო მინდა პირისპირ ვისაუბროთ წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ ვახშამზე დაგპატიჟო? ბაბლუანმა თავაზიანად მკითხა
-სიამოვნებით. მშვიდად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, ნელი ნაბიჯით წავედი ჩემი ოთახისკენ რათა გამომეცვალა ტანისაცმელი.
დიდი ხანი არ დამჭირვებია მოსამზადებლად, 10წუთში მზად ვიყავი
სასტუმრო ოთახში დემეტრე და მამა რაღაცაზე იცინოდნენ და ღვინოს შეექცეოდნენ
-მე უკვე მზად ცარ შეგვიძლია უკვე წავიდეთ.დემეტრეს ვუთხარი და გავუღიმე
ისიც ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, მიღიმოდა რაღაც თვალისმომჭრელად, თვალს ვერ მოსწყვეტდით მის გახარებულ სახეს, თვალები უბრwყინავდა,ყველა მიხვდებოდა რომ რაღაც ძალიან უხაროდა
-ლამაზო შეუდარებელი ხარ. ჩამჩურჩულა მერე კი ჩემს მშობლებს თავაზიანად დაემშვიდობა.
-როგორც გავიგე ლეკვს ტობი დაარქვი,ძალიან კარგი სახელია მომეწონა. ბაბლუანმა არჩევანი მომიწონა და მანქანის კარები თავაზიანად გამიღო
-მადლობა რომ ტობი მაჩუქე, ძალიან საყვარელია, თან ძალიან კარგად იცის ვის უნდა დაუყეფოს და ვის არა. სიცილით ვუთხარი
მხოლოდ გამიღიმა და მანქანა ადგილიდან დაძრა, რესტორნამდე მისასვლელად დიდი ხანი არ დაგვჭირებია. კარგი გარემო იყო, ძალიან მშვიდი,მყუდრო, ისეთი ადგილი სადაც ნამდვილად შეძლებდი დასვენებას და ამავდროულად გართობას.
მე და დემეტრემ ჩვენთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავეთ
-ტასო ერთი შეკითხვა მაქვს შენთან და ძალიან გთხოვ გულწრფელად მიპასუხე,ირაკლის მიმართ რას გრძნობ? ბაბლუანმა მოჩვენებითი სიმშვიდით მკითხა
ძალიან მოულოდნელი კითხვა დამისვა, თავიდან ცოტა დავიბენი მაგრამ ბოლოს მშვიდად ვუპასუხე
-არაფერს არ ვგრძნობ ირაკლის მიმართ.
-მაგრამ ის არ არის გულგრილი შენდამი. უკვე ხმა გაუმკაცრდა დემეტერეს
-ეჭვიანობ? სიცილით ვკითხე, მაგრამ სჯობდა არ მეკითხა
-არ ვეჭვიანობ უბრალოდ მისი მოკვლის სურვილი მიჩნდება როდესაც გეხება. სერიოზული სახით მითხრა
მისთვის ხმა არ გამიცია ჩემთვის წყნარად ვიჯექი რამდენიმე წუთი,
-რასო რაზე ფიქრობ? დემეტრემ დამირღვია სიმყურდოვე და ფიქრებიდან გამომიყვანა
-რომ გითხრა შენზე მეთქი დაიჯერებ?
-კი დაგიჯერებ. სცილით მიპასუხა
საღამომ მშვიდად და ხალისიანად ჩაიარა, ირაკლი აღარ გვიხსენებია, მხოლოდ ჩვენზე ვსაუბრობდით, ბევრი ვიცინეთ, მთელ დარბაზში ჩვენი სიცილის ხმა ისმოდა.
უკვე გვიანი იყო როცა სახლში მიმაცილა, მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი მაგრამ დემეტრემ შემაჩერა
-ტასო იცი ვრწმიუნდები რომ დროდადრო უფრო მიყვარდები.
ჩუმად ვიყავი, ჩემთვის ვიჯექი და მისკენ არც ვიყურებოდი, ჩემს გრძნობებზე ვფიქრობდი, მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა, მაგრამ ვერ გავბედე, მხოლოდ ჩემთვის საინტერესო კითხვა დავუსვი
-რატომ გიყვარვარ?
-არ ვიცი.
-რატო არ იცი? როდის შეგიყვარდი ან რანაირად? არ მოვეშვი
-აი ასე ძალიან უბრალოდ შემიყვარდი, შემიყვარდა შენი ჯიუტი და მტკიცე ხასიათი, შემიყვარდა შენი თბილი ღიმილი, რომელიც შენს სახეს მეტ სილამაზეს ჰმატებს,როდესაც იღიმი მთელი სახე გიბრწყინდება, შენი თვალები კი ანათებს, ანათებს სიყვარულით. რაც შეეხება შენს მკაცრ მზერას სიცოცხლის ბოლოდე მეყვარება,
ბაბლუანს გაკვირვებული ვუყურებდი, ნამდვილად არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ყველაფერი ამერია თავში, ყველაფერი თავდაყირა დადგა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ უნდა მეთქვა, უნდა მეთქვა რომ მიყვარდა, მიყვარდა მეც როგორც მას და არასდროს არ დავთმობდი, მაგრამ ჩემი სიამაყის გამო ვერ გავბედე, ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, უფრო იმიტომ რომ ასეთი სუსტი ვიყავი.
-ტასო ვიცი რომ შენც არ ხარ გულგრილი ჩემდამი, ვიცი რომ დრო გჭირდება, ამიტომ მე დაგელოდები,იმდენ ხანს რამდენიც დაგჭირდება. ბაბლუანმა გამიღიმა და სახეზე ნაზად მომეფერა
-მადლობა . ლოყაზე ვაკოცე რაც შემეძლო თბილად და მანქანიდან გადმოვედი
ცოტა მაკლდა ტირილს დავიწყებდი,ამიტომ სახლისკენ სირბილით წავედი.
-არ იტირო, არ იტორო, შენ ძლიერი ხარ. ჩემი თავი გავამხნევე და უკანმოუხედავად გავიქეცი სახლისკენ, სახლში კი არ შევედი უფრო შევვარდი, მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე. დედამაც არ დააყოვნა და უკან გამომყვა
-ტასო რა გჭირს? დედამ შეშფოთებულმა მკითხა
-არაფერი კარგად ვარ. სწრაფად ვუთხარი და აბაზანაში შევედი, ემოციებით აღვსილს ვიცოდი რომ თბილი აბაზანა მომიხდებოდა, ამიტომ მაშინვე თბილი წყლის ნაკადის ქვეშ დავდექი, ნახევარი საათი ალბათ ესე ვიყავი, როგორც იქნა მოვახერხე და დავწყნარდი, მაგრამ დაწყნარება არ ერქვა, ამას უბრალოდ რამდენიმე წუთით ყველაფრის დავიწყება ერქვა.
უძილობა ჩემი პირველი მტერია, რაც ძალიან ხშირად მაწუხებს, არც ეს ღამე იყო გამონაკლისი, არც ეხლა მეძინა, ძალიან კი მინდოდა როგორმე დამეძინა,საძილე აბიც დავლიე მაგრამ უშედეგოდ, მაინც მთელი ღამე თვალები მქონდა დაჭყეტილი
ადვილი წარმოსადგენია დილით როგორი ვიქნებოდი,თვალები უწინდელზე დასიებული და ჩაშავებული მქონდა.დედას როგორც ჰოველთვის შეეშინდა და ისევ ექიმთან გადაწყვიტა ჩემი წაყვანა, მაგრამ იმდენი მოვახერხე რომ თავი დავიძვრინე.
უხალისოდ ვიყავი სანამ ხატია დამირეკავდა
-ტასო bungee jumpingი იმართება, მაღლივის ხიდზე არ წამოხვალ?
მე და ცოტნე მივდივართ, ძალიან მაგარიაო ამბობენ, ხო ყველაფერი მოგვარებულია და თუ სურვილი გაქვს შეგიძია გადახტე, თუ გეშინია კიდე ვინმესთან ერთად გადახტი, უნდა სცადო მე და ცოტნეს გვინდა გამოვცადოთ. შენ რას იტყვი? ხატიამ როგორც იცის ყველაფერი ერთმანეთს სწრაფად მიაყარა
-bungee jumpingი ახსენე ხო? ვკითხე ბოლოს
-ტასო არ მისმენდი? რამდენი ვილაპარაკე. გაბრაზებულმა დაიწუწუნა
-ცოტა ნელა ისწავლე საუბარი და გავიგებ.
ხატიამ ნელა მომიყვა ყველაფერი დაწვრილებით, ყველაფერი კარგად გავიგე, ამიტომ მის შემოთავაზებას დავთანხმდი და მაღლივის ხიდიდან გადახტომა გადავწყვიტე, დედასთვის არ მითქვამს რომ მივდიოდი, სახლიდან ჩუმად გამოვიპარე და მაღლივის ხიდისკენ ავიღე გესი
როგორც მსმენოდა აქედან შეიძლებოდა გადახტომა, ცოტა სარისკო საქმე კი იყო, მაგრამ მაინც მინდოდა რომ გამომეცადა, ვფიქრობ ისე არ უნდა მოკვდეს ადამიანი რომ ყველა სურვილი ვერ აისრულოს, ამიტომ დრო იყო ჩემი სურვილი ამესრულებინა.
მაღლივის ხიდამდე მისასვლელად არც ისე დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ მაინც საკმარისი იყო იმისთვის რომ ყველაფერზე დავფიქრებულიყავი, ხომ შეიძლებოდა თოკი გამწყდარიყო და ძირზე ჩავვარდნილიყავი, ან კიდე უარესი სიცოცხლე დამესრულებინა.გზაში რამდენჯერმე გადავიფირე გადახტომა მაგრამ გულმა მაინცვ არ მომითმინა.
-ხომ არ გეშინია? თუ გინდა არ გადახტე. ცოტნემ მითხრა როდესაც
"მაბამდნენ" უსაფრთხოების თოკებით
-არა, სულ არ მეშინი გადახტომის, პირიქით ძალიან მინდა. სიცილით ვუთხარი.
-ტასო დაფიქრდი,მარტო სარისკოა შეიძლება...............
მაგრამ არა . ხატიამ ბოლო წინადადების დამთავრება არ ისურვა, ცუდი აზრების გასაფანტად თავი გააქნია.
ჩემს გარდა ყველა ღელავდა თითქოს რამე ცუდი უნდა მომხდარიყო.
ბოლო შტრიხები შეიტანეს და უკვე გადასახტომად მზად ვიყავი, მართალია რბოლას არ ჰგავს მაგრამ აქ ადრენალი იმაზე უფრო სწრაფად გამომეყო ვიდრე რბოის დროს, რაც ძალიან მაგრარი იყო
-შეგიძლია სამამდე დაითვალო და გადახტე.ცოტნემ მითხრა და გამიცინა
სამამდე დავითვალე მერე კი გადავხტი, თუ არ გამოცადე ვერ მიხვდეი რა შეგრძნებაა, ადრენალინის მოზღვავების ქვეშ ხარ, გინდა რომ ის წამი დიდხანს გაგრძელდეს და დიდხანს იყო ჰაერში ჩამოკიდებული,ყველაფეი გავიწყდება და ვერაფერზე ვეღარ ფიქრობ,ყველაზე კარგი მომენტი მაშინაა როდესაც ხვდები რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ცოცხალი ხარ, ცოცხალი და ამაყი ხარ, რომ შენ შეძელი და დაამტკიცე რომ ცხოვრებაში ყოველთვის ღირს გარისკვა
სანამ ისევ ხიდზე დაბრუნდები თავდაყირა ხარ დაკიდებული და ქვემოთ იყურები, ცდილობ პანიკაში არ ჩავარდე, მაგრამ ძლივს იკავებ თავს. დიდი ხანი არ დამჭირვებია რომ უკან დავბრუნებულიყავი
ხიდზე ბაბლუანი დამხვდა რომელიც გადასახტომად ემზადებოდა, ხმა არ გაუცია ჩემთვის მშვიდად მიყურებდა როგორ ვითავისუფლებდი თავს დამცავი თოკებისგან, უკვე ხიდიდან გადასვლას ვაპირებდე როდესაც მოულოდნელად ბაბლუანმა მკითხა
-მეორედ გარახტომაზე რა აზრის ხარ?
-რა? უეცრად ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა, მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდა როდესაც ხელი მაგრამ მომკიდა მკლავზე და მთელი ძალით ჩამუხუტა.
მინდოდა მეკივლა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ჰაერში სრულიად დაუცველი ბაბლუანთან ერთად ვიყავი გამოკიდებული, ძალიან შემეშინდა, ცოტა მაკლდა ვიტირებდი, ხელი რომ გაეშვა მოვკვდებოდი,ამიტომ ვეხვეწებოდი
-დემეტრე ხელი არ გამიშვა ძალიან გთხოვ, ხელი არ გამიშვა.
-ტასო მე არასდროს არ გაგიშვებ ხელს, გპირდები.ბაბლუანმა სიცილით მითხრა
მაშინ სულ არ მეცინებოდა, უფრო მეშინოდა, მეშინოდა რომ დემეტრე ხელს გამიშვებდა, ამიტომ რაც ძალა მქონდა მას ვებღაუჭებოდი
-ტასო უკვე ყველაფერმა ჩაიარა შეგიძლია ხელი გამიშვა. დემეტრემ მითხრა როდესაც ხიდზე მყარად დავდექით
-მეშინია არ გაგიშვებ,არ მინდა რომ დამკარგო, ან მე დაგკარგო, არ მინდა მოვკვდე ისე რომ ვერ გაიგო რას ვგრძნობ შენს მიმართ, მიყვარხარ მთელი არსებით და არ ვაპირებ ვინმეს ოდესმე შენი თავი დავუთმო.მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს
-ტასო ჩვენ ერთმანეთს არასდროს არ დავკარგავთ, სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით. ბაბლუანმა სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა
-მპირდები? თვალები ძლივს გავახილე და ცუმად ვკითხე
-გპირდები. სიცილით მითხრა
მაშინ ვიგრძენი ნამდვილი სიყვარული,ნამდვილი სიყვარული რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის და სამუდამოდ რჩება შენს გვერდით.



---------------------------------------------------------
ყველანაირად ვეცადე რომ კარგი გამომსვლოდა დასასრული, არ მინდოდა რომ ბანალურად დამესრულებინა, ამიტომ ვფიქრობ რომ კარგი უნდა იყოს ამ მოთხრობის ასეთი დასასრული.
ახლა ჯერი თქვენზეა შეაფასეთ
ყველას გთხოვთ თქვენი საბოლოო აზრი გამოხატეთ, ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ,არ ვითხოვ შექებას ან რაღაც მაგდაგვარს, მინდა უბრალოდ ვიცოდე რას ფიქრობთ ჩემი მოთხრობის შესახებ, ღირს თუ არა რომ წერა გავაგრძელო <3
ახლა კი ჩემს ერდგულ მკითხველს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რადგან მეხმარებოდნენ და ყოველთვის გვერდში მედგნენ, ყველას დიდი მადლობა და ვეცდები მომავლაში ჩემი მოთხრობები უეთესი და უკეთესი გავხადო <3



№1  offline წევრი Khaleesi

კარგია ყოჩააააღ

 


№2  offline წევრი vighaca

Dzalian magari iyo dasruli rom wavikitxe AR mindoda dasrulebuliyo

 


№3  offline წევრი dakuna

ძალიან მაგრაი იყო,ძალიან მომწონს ეს მოთხრობა და იმედია შემდეგი ისტორიის წერას მალე შეუდგები love love

 


№4 სტუმარი little girl

Auu cudi gogo xar..rato daamtavre :-( ici dasasruli ro wavikitxe vitire :-( martla,ar gexumrebi,cremlebi wamomivida... Imedia ertgul mkitxvelshi me mgulisxmob xo?? 3:) imedia... Xo ici rogor miyvarxar ara? Shenc da babluanic da tasoc,martalia guli damwyda magram sauketeso istoriaa aseti janris istoriebs shoris,srulyofilia da magari,ai iseti dges ro mixalisebda sul da me,pesimist adamians optimizms mmatebda... Ssul memaxsovreba es istoria da arc sshen ar damaviwydebi arasdros... Madloba ro arsebob,cudia ro chemi sshenishvnebit pretenziebit da rchevebit tavs vegar mogabezreb ;D , imedia axals daiwyeb male,gemudarebi male daiwye ra wutebsac davitvli,xoda erti txovna maqvs kidev: axal istorias ro daiwyeb,ai iq tasosnairi xasiatis bichi iyos ra,ufro swored bichic iyos.. Fuu ramdens vbodialob,bodiala var ;dd mokled,miyvarxar am istoriana.... <3 madloba kidev ertxel

 


№5  offline წევრი Annee

ძაან კარგი იყო.... :*

 


№6  offline წევრი S.likuna

Aiiii dzaaaaaan magarii ikoooo velodebiq xal tavs

 


№7  offline წევრი Psy_Cho_Path

ეხლა წავიკითხე ყველა თავი და მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივი იყო.. არმინდოდა დასრულება wink <3 წარმატებები შენ

 


№8 სტუმარი .......

მომეწონაააააა

ძალიან მომეწონა,ცოტა უცხო ისტორიაა..სულ სხვა ვითარებააა

 


№9 სტუმარი tiko

აუძალიან მაგარი იყო რა.. მართალია გვიან წავიკითხე დაიმედი მაქვს რომ ამ კონტარს ნახავ... მოკლედმაგარი ნიჭიერი ადამიანი ხარ, ცოტა გული დამწყდა რომ დამთადა მართლა ძალიან მაგარი იყო....არღარ ვიცი რა ვთქვა საუკეთესო იყო რაა....... წარმტებებს გისურვებ

 


№10 სტუმარი ლილი

სხვა თავებს ვერ ვნახავ?

სხვა თავებს ვერ ვნახავ ? მაინტერესებს ძალიან

 


№11 სტუმარი ირი ირინე

სხვა თავები სად ვნახოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent