ემა (თავი 4)
"როცა ცხოვრება განსაცდელს მოგივლენს თქვი:ოჰ,როგორ მიყვარს განსაცდელი! სხვა რა დაგრჩენია?" ჩემს ფიქრებსა და ჰენრი როლინსის სიტყვებზე მწარედ გამეცინა,ნეტავ ასე მარტივი იყოს ყველაფერი,ნეტავ მართლაც შემეძლო მეთქვა რომ მიყვარდა განსაცდელი.არსებობენ ადამიანები რომლებიც გამუდმებით რისკზე მიდიან,არ ეშინიათ დაბრკოლებების,მე კი სამწუხაროდ მათ რიცხსვს ნამდვილად არ ვეკუთვნოდი.მითუმეტეს როცა ქუჩაში სრულიად მარტო ვიდექი,არც არავინ მყავდა რომ მისთვის დახმარება მეთხოვნა. მთელი დღე უაზროდ დავბორიალობდი ქალაქში,ცხელი ქარი ქროდა,რაც აგვისტოს ცხელ დღეებს უფრო აუტანელს ხდიდა,მივაბიჯებდი მაგრამ არ ვიცოდი სად,არც ის ვიცოდი როდემდე უნდა მეხეტიალა ასე,ერთი რამ ვიცოდი მხოლოდ მე უკან აღარ დავბრუნდებოდი,თავს მეტად აღარ დავიმცირებდი,მითუმეტეს მას შემდეგ რაც ასე თავდაჯერებულად გამომისტუმრა სახლიდან.მისი მეგობრებიც ისეთივე გულქვა და ამპარტავნები იყვნენ როგორც თავად გეგა! * * * არა მართლაც უცნაური რამაა ცხოვრება,არასდროს იცი რა მოხდება,ამიტომ არცერთი წამის დაკარგვა არ ღირს,უნდა დატკბე მაქსიმუმი მიიღო მისგან,რადგან ბოლო ყველასი ერთია! სიკვდილი არცერთს არ აგვცდება,არც მოხუცს,არც ახალგაზრდას,სიმდიდრის მიუხედავად მე და გეგას ბოლოც ეს იყო.იქ მაინც შევხვდებოდით ერთმანეთს,არ ვიცოდი მუდამ მასზე რატომ ვფიქრობდი,ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ასეთ სისასტიკე არსად მენახა,თავშესაფარშიც კი. უაზრო ხეტიალსა და ფიქრში ვერც კი გავიგე როგორ შემომაღამდა,ჩემთვის ყველაფერი ისეთი უცხო იყო,მითუმეტეს უკუნით სიბნელეში,სხვა გზა არ დამრჩენოდა ან "ჩემს" ძველ ბინაში უნდა დავბრუნებულიყავი,მიუხედავად იმისა რომ იქ უკვე სხვა ცხოვრობდა,უნდა მეთხოვა თავშესაფარი ან გეგასთან.ეს უკანასკნელი წამსვე გამოვრიცხე,და ჩემი ძველი სამფლობელოსკენ ავიღე გეზი,როგორ მძულდა სიბნელე,მუდამ უარყოფითი ემოციებით მავსებდა.თითქმის სირბილით მივდიოდი,რომ რაც შეიძლებოდა მალე დამეღწია თავი ამ უკუნითისკენ,თითქოს ეს არ მეყოფოდა,მალე სამი სილუეტი დავინახე რომელიც მომყვებოდა,თავიდან ვორჭოფობდი მაგრამ მალე დანამდვილებით შემეძლო მეთქვა რომ ისინი ნამდვილად მე მომყვებოდნენ,შეშინებულმა ნაბიჯს ავუჩქარე მაგრამ ამაოდ."სახიფათო უცნობები" მალე დამეწივნენ,ერთ-ერთი მათგანი მაჯაში მწვდა და თავისკენ შემაბრუნა,მოულოდნელობისგან შევხტი,ჩემს ქმედებაზე სამივემ ერთდროულად გადაიხარხარა,გრილ სიოს სასმლის სურნელი შეუერთდა.მივხვდი შარში ვიყავი,სიბნელეში,სამ სრულიად უცხო,მთვრალ მამაკაცთან ერთად,თვალები ცრემლით ამევსო და შიშმა ერთი ორად იმატა როცა ერთი წინ წამოვიდა,და მისი ბოხი საშიში და ცინიკური ხმა ჩემს ყურთასმენას მოხვდა -აქ რას აკეთებ ლამაზო?არ იცი რომ ღამე სიარული საშიშია?-იგი დაიძრა და ჩემს ზურგსუკან დადგა,ახლა ნამდვილად ალყაში მომაქციეს -გთხოვთ გამიშვით-ამოვიკნავლე სასოწარკვეთილმა -გაგიშვათ? კი მაგრამ სად გეჩქარება? როგორც ვატყობთ წასასვლელი არსად გაქვს!-ცინუკურად ჩაილაპარაკა მან -მაქვს! სახლში მელოდებიან-უსირცხვილოდ ვიცრუე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა -მართლა? და რატომ არ მჯერა შენი?იქნებ იმიტომ რომ მთელი დღეა თვალს გადევნებთ,და აშკარად დაკარგულს ან უსახლკაროს გავხარ. -მე უბრალოდ...საუბრის გაგრძელებას ვაპირებდი როცა ლოყა ძლიერად ამეწვა,თავის შეკავება ვერმოვახერხე და ძირს ღონემიხდილი დავვარდი... ვიცოდი ეს დღე ჩემს უსუსურ ყოფას,კიდევ უფრო დაამახინჯებდა,ცხოვრებას დამიმახინჯებდა ეს დღე და ეს სამი მამაკაცი რომელიც აქვე,ქუჩაში დაეუფლა ჩემს ჯერ კიდევ ხელშეუხებ სხეულს,ვკიოდი მაგრამ ამაოდ,ირგვლივ არავინ იყო,დახმარებას ვითხოვდი ამით კი მათ კიდევ უფრო ვართობდი,მათ ვინც ასე უდიერად შემომახიეს ტანზე კაბა,მათ ვინც ასე სასტიკად მექცეოდა,ვგრძნობდი სირცხვილს,სასოწარკეთას,მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიდ ჩავეტანე,და აუტანელ ტკივილს,მათ არც ერთი წამით,არ შევბრალებივარ,ისე გულმოდგინეთ ასრულებდნენ თავის საქმეს...მერე აღარაფერი მახსოვს. * * * გონს მოსულმა წამწამები ძლივს დავაშორე ერთმანეთს,მთელი სხეული მტკიოდა,ზანტად წამოვიწიე საწოლზე და ცალი თვალი ოთახს მოვავლე,ოთახი უზარმაზარი იყო,მთლიანად თეთრში გაწყობილი,თათრი ფარდები იატაკს ზუსტად სწვდებოდა,მე კი უზარმაზარ თეთრ საწოლში ვიწექი."სიზმარი იყ" გავიფიქრე იმედიანად მაგრამ ამაოდ,სწრაფად გავიაზრე მომხდარი და გულში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი,სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და სხეულზე დავიხედე,მოკლე საღამურში კარგად მიჩანდა სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები.ცრემლები ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავტირდი,ისე ვიყავი ემოციებში ჩაფლული აღარ მაინტერესებდა სად ვიყავი,ვისი იყო ეს სახლი ან როგორ აღმოვჩნდი აქ,სხეულთან ერთად გულიც საშინლად მტკიოდა,ათას ნაწილებად მემსხვრეოდა და სუნთქვაშიც კი ხელს მიშვლიდა.არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში,ბოლოს გონს მოვედი და კარებს გიჟივით მივვარდი,გაღებას ვცდილობდი მაგრამ ამაოდ,ვიღაცას იგი გარედან დაეკეტა,დიდი წვალების შემდეგ გავაცნობიერე რომ ჩემი ძალისხმევა ამაო იყო,იატაკზე დავჯექი კედელს მივეყრდენი,ხელები მუხლებს ძლიერად შემოვხვიე და შეშინებული მწარედ ავტირდი. ფიქრებიდან კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა,მაგრამ იმის მაგივრად რომ თავი ამეწია და შემოსულისთვის შემეხედა,უფრო მოვიკუნტე და ხელები მთელი ძალით მოვუჭირე მუხლებს,დარწმუნებული ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი იყო და ისევ იძალადებდა ჩემზე -არ მომეკარო! -წამოვიყვირე შეშინებულმა და სწრაფად წამოვხტი როცა მხარზე მამაკაცის ხელის შეხება ვიგრძენი,მაგრამ ადგილზე გავშრი,ჩემს წინ გეგა იდგა,მოქუფრული,რომელიც რაღაც ახალი მზერით მომშტერებოდა,არ ვიცოდი რა უნდა ამომეკითხა მის ამ მზერაში -არ მომეკარო გთხოვ! არ მომეკარო თორემ მოვკვდები მუდარით სავსე მზერა მივაბყარი და კედელს მივეყრდენი -ამას არ ვაპირებ გაიგე?შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ,-ანერვიულებულმა ხელი თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი-მაპატიე! ნამდვილად გამაოცა მისმა სიტყვებმა,მაგრამ თემა შევცვალე -აქ როგორ აღმოვჩნდი? -მეგონა დაბრუნდი,სათანადოდ ვერ შეგაფასე,შენ არ გამოჩნდი,შენს საძებნელად წამოვედი და გიპოვე,იქ..ფუ ამის!-შეიკურთხა გაცოფებულმა და მუშტი მთელი ძალით დაარტყა კედელს-რატომ მოგეცი წასვლის ნება? მისი ასეთი საქციელი უგრო მთრგუნავდა,ტკივილს მიორმაგებდა და გულს მიკლავდა,ადრე გეგა მძულდა,ახლა კი მხოლოდ საკუთარი თავი,ის სასტიკი მამაკაცი რომელიც ასე მამცირებდა ერთადერთი აღმოჩნდა ვინც ჩემით დაინტერესდა,ის რომ არა ალბათ ქუჩაში დაგდებულს მკვდარს მიპოვნიდნენ,ეს მერჩივნა კიდეც... -რატომ გადამარჩინე?! შემომხედე გეგა!კარგად შემომხედე,კიდევ ფიქრობ რომ ღირდა ამის გაკეთება? რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს?! მე მაინც მკვდარი ვარ,მათ არამარტო ფიზიკურად სულიერადაც გამანადგურეს,შენ კი აქ გყავარ ჩაკეტილი,რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ ახლოს გყავდე და შენც ის მიიღო რაც ასე მარტივი მისაღებია ჩემგან,მე არარაობა ვარ!საერთოდ არავინ. ვერც კი შევამჩნიე ისე გადავედი ყვირილსა და ტირილზე ერთდროულად -შენ არ ხარ მართალი ემა! მე შენი გამოყენება არ მინდა!ჩაკეტილი კი მხოლოდ იმიტომ მყავხარ რომ დაგიცვა,ყველაფრისგან - განრისხებული მომაჩერდა -მე არ გენდობი,არავის გენდობით,ახლა შეგიძლია ჩემი თავი უსახსოვრო შენს მეგობარს ისე რომ სინდისმა არ დაგტანჯოს,ჩემი ბოლო ესაა -გაჩუმდი! მე გითხარი შენს თავს არავის დავუთმობთქო და ეს ასეა,შენ აქ დარჩები,ჩვენ ორივე გავუმკლავდებით ამას,გეფიცები,შენ შეძლება მის სიტყვებზე მწარედ გამეცინა,რადგან ვიცოდი ეს არასდროს მოხდებოდაცრემლიანი თვალებით გავაცილე გეგა რომელმაც ოთახი უსიტყვოთ დატოვა,მერე გავიგე ხმა,აი ის კარებს რომ გასაღებით კეტავენ ზუსტად ისეთი. არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს,არც მჭირდებოდა მცოდნოდა რამე,ვცდილობდი ტვინის ყოველი უჯრედი დამეხშო მაგრამ ამაოდ,არასასიამოვნო მოგონებები მუდამ თან მდევდა. პ.ს:გამარჯობათ ბავშვებო,ესეც შეპირებული თავი,ვიცი ნამდვილი აუტანელი ვარ,რომ ასე დავაგვიანე მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ასე რომ ველოდები თქვენს შეფასებას კრიტიკას და სურვილებს :* ძალინ მიყვარხართ,ასევე ყველას აზრი მაინტერესებს ოგორ უნდათ განვითარდეს მოვლენები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.