ივნის'ის'ეული [8]
მაინც რა განსხვავებული არსებები ვართ ადამიანები.ხანდახან ისეთი ელემენტარული რამ გვახარებს,შემდგომ ჩვენვე გვიკვირს.ალბათ ადამიანები იმ შეგნებამდე,როცა მივლენ,რომ მხოლოდ წვრილმანებშია ბედნიერება,უფრო მეტად გაახარებდნენ საყვარელ ადამიანებს.არასდროს მყვარებია პრინციპებზე და სიამაყეზე აგებული ურთიერთობა.რა საჭიროა ადამიანებმა ზედმეტად დაიმძიმონ სული სიამაყით?ეს ხო კარგს არაფერს მოუტანთ?!ალბათ ინსტიქტების ბრალია...იმდენად გვაქვს გამჯდარი სისხლში თავისდაფასება და სიამაყე,რომ არ ვივიწყებთ ჩვენს ამ მავნე ჩვევებს...და მაინც ყველას გირჩევთ,რომ უბრალოდ დაივიწყეთ პრინციპები და ყველაფერი გააკეთეთ თქვენი ბედნიერებისათვის! *** ოთახში ჩუმად შევედი,მაგრამ ანოს ბოროტულმა თვალებმა მიმახვედრა,რომ თავს ვერაფრით დავიძვრენდი.თავში მზაკვრულმა აზრმა გამიელვა...არ შევიმჩნიე და აბაზანაში შევედი.ვიცოდი,ეს როგორი ტრაგედია იქნებოდა მისთვის...როცა რამეს არ ვუყვები ნაზი და სიფრიფანა გოგო აფთრად გადაიქცევა ხოლმე.მისი სახის წარმოდგენაზე სიცილი ამიტყდა და მთელი დღის მტვრის ჩამოსაშორებლად სურნელოვან აბაზანაში ჩავწექი.თავიდან არ ამომდიოდა დანიელის სახე.გაგიგიათ ასეთი რამე?ყოველ წამს მისი სახელი მიტრიალებს გონებაში...მისი მწვანე თვალები,რომემაც თავი რამდენიმე წამში შემაყვარა...ალბათ ადამიანებს გვიყვარს ბუზის სპილოდ გადაქცევა.მეც მისი ეს საქციელი ''სპილოდ'' გადავაქციე,მაგრამ ძალიან კარგად ვხვდებოდი,რომ არა მისი ეს ნაბიჯი დიდხანს ვიქნებოდით ერთმანეთზე ნაწყენები.იმდენად ვიყავი ფიქრებში წასული,რომ ვერც მივხვდი წყლის ტემპერატურის ცვლილებას.აკანკალებული გავეხვიე ხალათში და ოთახში დავბრუნდი.ანო ისევ იგივე ადგილას იჯდა,იგივე გამომეტყველებით. -თავი ხო არ გტკივა?-ვუთხარი და გავუღიმე. -ვფიქრობ,რომ თავი მალე შენ აგტკივდება!სად ბრძანდებოდი?-ფეხზე წამოდგა და ჩემს წინ დადგა. -დანიელთან. -უფრო ზუსტად?-ტონს არ ცვლიდა იგი. -ღამე ჩამოვიდა,მნახა და ბოდიში მომიხადა.-ჩამოვურაკრაკე მეც. -ეგრე ხო იცი ვისაც უნდა მოუყვე?-წარბი სასაცილოდ აწია და ხელები მომუშტა. -ვენერას?-ვიკითხე სიცილით. -ნამდვილად.ახლა გისმენ! მეც სხვა რა გზა მქონდა?!იმდენად შეუვალი იყო იმ წუთებში ჩემი ნაზი ქალბატონი,რომ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.იმდენად ემოციურად ვუყვებოდი ყოველ დეტალს,რომ ვხვდებოდი მის თვალებში გაელვებულ ცრემლს...არ მეგულებოდა დედამიწაზე ადამიანი,რომელიც მის თავს შემიცვლიდა.ალბათ ყველა ადამიანს ყავს გვერდით მეგობარი...ადამიანი,რომელიც ყველანაირ რთულ სიტუაციაში შენს გვერდით დგას და არასდროს გაძლევს იმის საშუალებას,რომ დაეცე. *** თორმეტ საათამდე ტკბილად მეძინა,რომ არა ტელეფონის განწირული ხმა.ზლაზვნით მივიდე ტელეფონი ყურთან,მაგრამ ხმას,რომ არავინ იღებდა მერე მივხვდი მწვანე ღილაკის არსს. -გისმენთ.-გაგუდული ხმით ჩავიბურტყუნე. -კიდევ გძინავს?-გაისმა დანიელის უკმაყოფილო ბარიტონი. -მოგკლავ დანიელ. -შენ ხო შემპირდი,რომ შუადღეს დამირეკავდი? -მერე ჯერ ადრეა.-ძლივს ამოვილუღლუღე. -არ არის ადრე,იცოდე ყოველი წამი პირდაპირ აისახებე ჩვენს ერთად ყოფნაზე.არ დაგავიწყდეს,რომ საღამოთი ისევ უნდა დავბრუნდე. -ოც წუთში ჩემს სახლთან გელოდები!-ჩავყვირე ტელეფონში და ფართხა-ფურთხით შევვარდი აბაზანაში. ეზოში როგორც კი გავედი მის გარდა ვერავინ დავინახე.მანქანაზე იყო მიყრდნობილი და მელოდებოდა.როგორც იცოდე ხოლმე,ისევ ისე მიღიმოდა.მეც მეტი რა მინდოდა?!სულელი ბავშვივით ვდნებოდი მის ყოველ ასეთ ღიმილზე...ორ წამში უკვე მის წინ ვიდექი,მთელი ძალით შემოვხვიე სუსტი ხელები ჩემზე ორჯერ დიდ სხეულს.მისი გულის ცემა ექოსავით მესმოდა,იმდენად ვიყავი გაბრუებული მისით,რომ ვეღარც კი ვგრძნობდი ამქვეყნიურობას. -სად წავიდეთ?-მკითხა დანიელმა და ოდნავ მომშორდა. -დაუბრუნდი შენს ადგილს!-შევუღრინე დანიელს.ამ საქციელზე გაეცინა და უფრო ჩამეხუტა. -მწვანე კონცხზე ავიდეთ რას იტყვი?-მკითხა დანიელმა და მანქანის კარები გამომიღო. -ძალიან მაგარი იქნება!-წამოვიყვირე მე.-ნაყინებს ხო მიყიდი?-ვკითხე მე და ყელი სასაცილოდ გამოვიწიე. -გიყიდი ბევრს და ფერად-ფერადებს.-მითხრა და გამიცინა. -დანიელ ვიცია ახლა რასაც გკითხავ არ მოგეწონება,მაგრამ რა ვქნა ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს. -მკითხე.-გამიღიმა მან. -შენზე მხოლოდ ის ვიცი,რომ ოცდასამი წლის ხარ,მეტი არაფერი.არ ვიცი,თავს ცუდად ვგრძნობ ამის გამო.მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდი. -ყველაფრის ცოდნა არც არის საჭირო მარიამ.მკითხე თუ რამე გაინტერესებს და გპირდები,რომ გიპასუხებ.-მითხრა მან და გამიღიმა. -რას საქმიანობ? -ერთ-ერთ კომპანიაში იურისტი ვარ. -ოჯახი? -მამაჩემი იტალიაში ცხოვრობს.წლებია არ მინახავს,ასე რომ მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.შეიძლება სხვა ოჯახიც ყავს.დედა თბილისში ცხოვრობს ჩემთან ერთად.და ან ძმა არ მყავს.-ჩამომირაკრაკა დანიელმა. არ ვიცოდი რა მეთქვა.ვიცოდი მისთვის როგორი რთული თემაც იყო,ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე.არ ღირს ადამიანის სისუსტით სარგებლობა და მის ტკივილზე ფეხის დაბიჯება... თხუთმეტ წუთში მწვანე კონცხზე ვიყავით.ფეხით ავუყევით ბოტანიკური ბაღის ბილიკებს...ხელი-ხელ ჩაკიდებულები მივსეირნობდით ულამაზეს,არაბუნებრივ გარემოში. -მარიამ შენი შეყვარებულების ამბავი როგორ არის?-მითხრა მან და გამიღიმა.-გაგაწითლე.-ღიმილი წამში ხარხარად გადაექცა.-ცხვარიჭამია გამახსენდა,ყველაფერზე,რომ წითლდებოდი.-აღარ ჩერდებოდა დანიელი. -ხუთი.-ვუთხარი და ნიშნის მოგებით გავუღიმე.მაინც ძველი თავდაცვის ინსტიქტებმა გამოიჩინებს ჩემში თავი. -რა ხუთი?-მის გაბრაზებულ სახეზე ძლივს ვიკავებდი სიცილს. -ხო მკითხე ჩემს შეყვარებულებზე და მეც გიპასუხე. -მოიცა მართლა ხუთი შეყვარებული გყავდა?-მკითხა მან. -ეგ ოფიციაულური და არაოფიციალური უფრო მეტი.-ვუთხარი და ცინიკურად გავუღიმე. -არ მომწონს მე ეგ ხუმრობა!-მითხრა და იქვე მდებარე სკამისკენ წავიდა. -რას ვიზავთ,შენ გაგებით უნდა შეხვდე ჩემს წარსულს. -მარიამ მითხარი,რომ ხუმრობ.-მითხრა და მის თვალებში ჩამდგარმა სევდამ შემაშფოთა. -რაო დანი ვინ დარჩა გაწითლებული?-ვუთხარი სიცილით და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი. -არ მიყვარს მე მასეთი ხუმრობები.-ამოილაპარაკა ბავშვივით.-მეგონა,რომ შენი ბავშვური ასაკის მორიგი გატაცება ვიყავი.არასდროს მქონია შენაირ ასაკთან ურთიერთობა,იმიტომ,რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში არავინ არის სერიოზული!მე კი უბრალოდ არ მაქვს ცანცარა გოგოების ატანა!-მითხრა მან და ლავიწზე ოდნავ შემახო ტუჩები.-შენ ყველაზე სხვანაირი და კარგი ხარ!-ნელ-ნელა აცოცდა ყელთან და ხმაურიანი კოცნა დამიტოვა. -ფერები მარიამ ფერები.-გადაიხარხარა დანიელმა. არ ვიცი რომელი:მწვანე,წითელი თუ ყვითელი ფერი მედო სახეზე,მაგრამ ვგრძნობდი აჩქარებულ გულისცემას და გაორმაგებულ სისხლის მოძრაობას ვენებში... *** მწვანე კონცხის სანაპიროზე ვიყავით წამოწოლილები მე და დანიელი.მზის სიმხურვალეს ვაიგნორებდით და მაინც ათას რამეზე ვლაპარაკობდით.ყოველ მის ფრაზაში ვრწმუნდებოდი,რომ ის უბრალოდ იდეალური იყო... -დანიელ არ მინდა,რომ წახვიდე.-ამოვიჩურჩულე მე. -მარიამ ჩვენ ამ თემაზე ხო ვილაპარაკეთ? -კი.-დამნაშავესავით დავხარე თავი. -ნუ ხარ ეგეთი სახით.რო ჩამოხვალ ერთი დღით ცხვარიჭამიაში წავიდეთ. -ყველაზე კარგი ხარ!-ვუთხარი და ხელები შემოვხვიე. ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დღე.მთელი ბოტანიკური ბაღი ფეხით შემოვიარეთ.ბოლოს იმდენად დავიღალე,წუწუნი დავიწყე.დანიელმაც ვაჟკაცურად აიტანა ჩემი წონა და ხელით ჩამიყვანა მანქანამდე.მეც მეტი რა მინდოდა?!გაიძვერულად და მაიმუნურად თავი მოვიმძინარე და მის გულის ცემას ვუსმენდი... ყოველი ბედნიერი წამი მის წასვლას მახსენებდა.გული საოცარი ტკივილით მევსებოდა.ვხვდებოდი,რომ მასზე ასეთი დამოკიდებულება ძალიან ცუდი იყო...საღამო იყო უკვე.მანქანაში ვისხედით.ის სიგარეტს ეწეოდა.მე თავი დაბლა მქონდა დახრილი და ჩემს თითებს ვუყურებდი.ვხვდებოდი მასაც,რომ უმძიმდებოდა წასვლა,მაგრამ მე მაინც ჯიუტად არ ვიცვლიდი ფეხს მაქანიდან. -მარიამ ნუ ნერვიულობ,გთხოვ.-სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან მოისროლა და ჩემსკენ შემობრუნდა. -არ ვნერვიულობ!გადავალ და წადი,თორე ძალიან გვიან ჩახვალ.-ვუთხარი და თვალებში გამომკრთალი ცრემლი ძლივს-ძლივობით მოვიშორე. -მომენატრები.-მითხრა და ვგრძნობდი მისი სახის მოახლოვებას. მერე სრული აგონია იყო. ფრაგმენტებად მახსოვს მისი მხურვალე ტუჩები. ბოლოს მისი ღიმილი და ჩემი ცრემლიანი თვალები... *** საღამომშვიდობისა. მინდა,რომ ეს ისტორია არ იყოს ''წყალ-წყალა'',მინდა რაღაც მაინც დაგამახსოვრდეთ,მინდა რამეზე მაინც დაგაფიქროთ და იმედია ამ ყველაფერთან ერთად თავი არ მოგაბეზრეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.