შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თებერვლის ისტორია. დასასრული


28-02-2015, 02:03
ნანახია 2 539

ხმა გაუწყდა კაკის, ვეღარაფერი თქვა.
-ეხლა მომისმინე, 80 წლის კაცს რო გევხარ ამჩნევ ? მაგ გოგოს სიყვარულით უნდა დაინვალიდდე მაინც და მაინც ? ჩამოვიდა ადექი და ნახე ! დეპრესია, რომ გაქვს ამას ხვდები ? უკვე ყველაფერი რო გეტყობა იცი ? ქედმაღლობა დაივიწყე ადექი და კაცურად მიდი! ვერასოდეს დაკარგავ იმას რაც შენია, ვერავინ წაგართმევს იმას რაც არ დაგიკარგავს ! და თუ შენ თვლი,რომ მეგი ჯაფარიძე დაკარგე მაშინ ყველაზე ჩლუნგი ძმაკაცი მყოლია ამ დედამიწაზე და არ ვიცოდი !
-კაკი-კატეგორიულობა მოისმოდა ნიკუშას ხმიდან.
-რა კაკი? გერმანია გადააბრუნე და მის საძებნელად ჩასულს სხვა გოგო შეგრჩა ხელში, ჩამოდი და ისევ არ ნებდებოდი ეხლა როცა, ყველაფერი მზამზარეულია და ლამაზ ვერცხლის სინზეა შემოლაგებული ეხლა ხარ უარზე ? არ მესმის შენი ! ეხლა ადგები, მოწესრიდგები გამოგივლი და აეროპორტში დავხვდებით !
-ისე წავიდა არაფერი მითხრა იმის ღირსი არ გამხადა, რომ მენახა. როცა არ გაფასებენ შენ ფეხქვეშ რატო უნდა გაეგო ? ღორებს მარგალიტებს არ უყრიან ! ამ ორ წელიწადში მის ძებნაში გავუფასურდი.
-შენ შეიძლება გაუფასურდი მაგრამ მაგ გრძნობები და სიყვარული რო გაგიძლიერდა ვერ ხვდები ? დღედაღამე მის ფოტოებს რო ათვალიერებ,სხვა გოგოები რო დაიკიდე ვერ ამჩნევ ?
-კაკი ნუ მირევ ტვინს!
-15 წუთში მანდ ვარ.
ცხოვრებაში ყოველთვის დგება ისეთი მომენტი, როცა შანსზე უბრალოდ უარს ვამბობთ ისევ და ისევ იმედგაცრუების შიშით ან იმის შიშით რომ შანსს ვერ გამოვიყენებთ . მიზეზი ისევ ჩვენი პერსონის მიერ მდგრად შემდგარი პრინციპებია, რომლებსაც ვერ ვუხვევთ. როცა სიამაყე მაღლა მდგომი ყველაზე და ყველაფერზე მხოლოდ ჩვენს თავზე გვაფიქრებს საკუთარი თავის ფიქრით გადაღლილები უბრალოდ ვერ ვხვდებით შედგებს, რასაც მომავალი სულ მალე გვიჩვენებს. სინანული ? ზოგჯერ ამართლებს, მთავარია რამდენად ძლიერად ვიქნებით და რამდენად მოგვინდება დანგრეული ცხოვრების აღდგენა.
ყოყმანობდა, ენატრებოდა, უნდოდა მოხვეოდა, უყვარდა, უნდოდა ენახა, მერე ისევ საკუთარი მე და სიამაყე შეახსნებდნენ მეგის წასვლას და ისიც უემოციოდ წაშლიდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილს.
კაკი ოთახში შეუვარდა.
-შენ ბიჭო სულ გააფრინე ?
-მეც ჩემი სიამაყე მაქვს კაკი და არ გვინდა რა.
უთხრა მშვიდად და ტელევიზორი ჩართო. კაკიც დანებდა კარი ხმაურით გაიჯახუნა.
-რაო კაკი- ერთ ადგილს ვერ პოულობდა მეგი.
-ჯიუტობს და ბოდავს.
თიკამ,როცა ასეთი სახეწაშლილი დაინახა საუკეთესო მეგობარი მაშინვე კითხვები მიაყარა. მეგიც ატირდა.
-ბავშვობაში მინდოდა, რომ მეც კონკია ვყოფილიყავი და მეც დამეკარგა ბროლის ქოში სამეფო კარზე, შევყვარებოდი პრინცს და შეგვექმნა ოჯახი, რომელიც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა მაშინ ავალიანზე არაფერი ვიცოდი, თორე ესეთი ფიქრები ? მე ?შანსი არაა.
ერთმანეთს სურვილობდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ როგორ აშორებდათ ერთი ტყუილი ერთმანეთს. ნიკუშა მის ფანჯრებთან იდგა და გონებაში ღმრად გაქვავებულ აზრებს ცვლიდა.
აი ასე ვინგრევთ ცხოვრებას, როცა შეცდომებს არ ვთმობთ. პატიება, სულგრძელობაა, როცა ღმერთი გვაპატიეობს ჩვენ როცა შეცდომებზე თვალს არ ვხუჭავთ ღმერთზე მაღლა ვაყენებთ საკუთარ თავს, შეცდომას შეცდომას ვუმატებთ ამპარტავნობაში გადავდივართ. ეხლა თავად გადაწყვიტეთ რა სჯობს და რა არა.
მეორე დღეს ისევ ვარჯიშზე წავიდა, სიცოცხლით სავსე ავალიანს ყველაფრის ხალისი დაეკარგა. თვალებიდასიებოდა ეტყობოდა ღამე არ ეძინა. მართლაც რა დააძინებდა, მის სახლთან იდგა და მის ოთახში ანთებული შუქი უხაროდა. უხაროდა, რომ დაბრუნდა მერე თუ მასთან არა ახლა იმის საშუალება მაინც ექნებოდა უბრალოდ დაენახა. მერე იქნებ ერთ დღესაც ამ ტკივილს და უაზრო თავდაფასებას გაევლო და ისევ შეშლილიყვნენ სიყვარულით, როგორც ორი წლის წინ. მწვრთნელი გუბრაზდა, სულ არ ფიქრობო და სკამზე დასვა. ჩვევა ისევ ჩვევად ჰქონდა, მერე რა თუ 28 დეკემბერი იყო ? ისევ დარჩა და ბურთებს ყრიდა კალათში. იცოდა მეგის ჯიუტი და ამაყი ხასიათი და არ უშვებდა იმას, რომ ის დაბრუნდებოდა.
-ადრე უკეთ ისროდი...-თუმცა ხანდახან ის რაც წარმოუდგენელი გვგონია, რეალობის მოსასხამს მოიხურავს და ჩვენც ასე გაოგნებულებს გვტოვებს.
ვერაფერს ამბობდა, ვერ ფიქრობდა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ რეალობა იყო. გული ლამის ამოუვარდა, ყელი გაუშრა.
-მეგი...
-ჰო ნიკუშ მოვედი, შენთან ვარ და გეფიცები აღარასდროს დაგტოვებ! -კისერზე მოხვია ხელები და ძალიან ძლიერად ჩაეხუტა, როცა საპასუხო კოცნა იგრძნო საფეთქელთან, გულის ცემა გაუსმაგდა. თვალებს მაგრად ხუჭავდა და იღიმოდა ყველაზე გულწრფელად და ამაყად.
იდგნენ სპორტდარბაზში ჩახუტებულები და ეს ჩახუტება იყო ყველა ვერგამოუთქმელი და შეუგრძნობელი ემოცია, სიტყვა რომელიც ერთმანეთს დააკლეს. ეს ის ჩახუტება იყო, რომელიც ყოველი თვალების დახუჭვისას მათ წარმოსახვაში გამოჩნდებოდა. გამქრალი უერთმანეთობა კი მათი ღიმილის და გამოზაფხულებული გულების მიზეზი იყო.
სიყვარული ხომ ცვლის, შეცდომების პატიება კი აგრძელებს ფერისცვალებას ...
-როგორ გაგაწვალე ჩემო ბიჭო!-თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე შუბლი მიადო.
არაფერს ამბობდა, ავალიანი ყველაზე ძვირადღირებულ სიჩუმეს გრძნობებით, ემოციით და სითბოთი სავსე წუთებს ჩუქნიდა მას.
ტანისამოსს იცვლიდა.
-არ გიყურებ-თვალებზე ხელები აიფარა მეგიმ.
ავალიანს გაეცინა და ტანისამოსის ჩალაგება დაიწყო. მერე ლოყები დაუკოცნა ხელი მაგრად მოხვი და სპორტდარბაზი დატოვეს.
-ნიკუშ დავილაპარაკოთ რა!
-ვიცი სადაც უნდა წავიდეთ.
ქალაქს გასცდნენ, ემოციებითაც და მანქანითაც. წყნეთში ავიდნენ.
-გარეთ დავსხდეთ რა...
-პლედს გამოვიტან ცივა მაინც.
პლედები მოიხურეს და საქანელაში ჩაეშვნენ. მისი მხარი ყველაზე საიმედო ნავსაყუდელად, რომ მიაჩნდა მიჰყრდნობოდა და სულ გადავიწყებოდა საუბრის დაწყება.
-მიუნხენში სადაც ვმუშაობდი კლინიკაში, როგორც რეზიდენტი ლანას დედას გავუკეთეთ გულზე ოპერაცია. მაშინ გავიგე სიმართლე, როგორ გამიჩალიჩა. იმ დღეს თამაშში ემვიპი რომ გახდი გახსოვს ? აი მაგ დღეს მოვტყუვდი მაგ დღეს, დავიჯერე ყველაფერი თუმცა ჩვენი ურთიერთობის უსახელოებამ თითქოს საბაბი მომცა,რომ ყველაფერი რაც გამოვიარეთ ასე უკვალოდ გამექრო.
-იცი სახელს რატომ არ ვარქმევდი ? იცი რატო არ ვაქცევდი ამ ურთიერთობას ჩარჩოში ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიყავით სრულყოფილები. როცა ერთად ვიყავით, მაშინ სასწაულების მეჯერა. იცი ეს რატომ გავაკეთე ? ისევ და ისევ ჩვენ გამო მინდოდა, რომ გვესწავლა, კარიერა შეგვექმნა და მერე მყარი ძლიერი ოჯახი. ის დღე გახსოვს ? მე, რომ ფეხი ვიტკინე ?
-კი მაგ დღეს, გაგიცანი როგორ შეიძლება დავივიწყო.
-მე კიდევ მთელი ცხოვრებაა გიცნობ! შენ როცა დაიბადე ალბათ მაშინ გამაცნო ღმერთმა შენი თავი ან მეტი ადრე ჩვენზე ზემოთ იწერებოდა.
უფრო მიეკრო თითქოს მასში შესახლებას ლამობდა.
-გუშინ კაკის, რომ ველაპარაკე მაგარი უარზეაო და მეგონა მიწა გამისკდებოდა.
-გუშინ ვბრაზობდი, ალბათ იმ ორ წელს და როცა შენ სახთან მოვედი და ფანჯარაში ანთებულ შუქს ვხედავდი, მაშინ ვფიქრობდი სწორად.
-ავალიანი, ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ და როგორ მენანება ის ორი წელი...
-მიყვარხარ მეგი ჯაფარიძე სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!

* * *
ახალი წლის საღამოს საოცრებები ხდებაო, რასაც ჩაიფიქრებ ის აგიხდებაო ჰოდა თუ ეგრეა, ავალიანმა მეგი ჩაიფიქრა.
ჩაიფიქრა და აუხდა.

ესეც ასე დავასრულე )) მადლობა რომ კითხულობდით <3 ველი თქვენს კომენატრებს <3



№1  offline წევრი etia

ძალიან მომეწონაა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent