მოულოდნელი დასასრული (7)
ქეთი მთელი საღამო გაურბოდა ნინუცასთან საუბარს, ხან რა მოიმიზეზა ხან რა. ბოლოს გოგონა სამზარეულოში გამოიჭირა... -ქეთი. -რა იყო? -არ გინა მელაპარაკო? -ლაპარაკის დრო გვაქვს გოგო? მიდი დროზე მიდი ხახვი დაჭერი. -ხახვი რად გინდა? -სალათისთვის ნინუც, მიდი მიდი დროზე... გოგონამ ღრმად ამოიხვნეშა სა ხახვის ფცქვნას შეუდგა, მალე სამზარეულოში ოთო შემოვიდა. ნინუცა ცდილობდა მორიდებოა, ამიტომაც ოტახი სასწრაფოდ დატოვა. -ქეთო... -რა გინდა ოთო? ისეთი სახე მიიღო ვითომც არ იცოდა რაზე აპირებდა საუბარს. -ჩემო ქეთო... -ოთო რა გინდა? ხომ ხედავ არ მცალია, მიდი დროზე დაჭერი ეგ ხახვი. -არც კი ვიცი როგორ მოგიხადო ბოდიში, ამ სიტუაციაში ჩემს გამო აღმოჩნდი... მაპატიე გთხოვ. -ჩშშ!! ქეთიმ პირზე ააფარა ხელი და დანის ქნევა დაუწყო-იცოდე კიდევ დაძრავ კრინტს ამ თემაზე და დაგკლავ ღორივით. მე ასე გადავწყვიტე, თქვენ არაფერ შუაში ხართ! -ნუთუ ნიკა გიყ... -არ გამაცინო... გოგონამ გულიანად გადაიკისკისა, ამით სცადა დაეფარა აჩქარებული გულის ცემა. რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. -უბრალოდ არ მინდოდა მამაჩემს ენერვიულა. ვიცი, რომ ახლაც ინერვიულებს, მაგრამ "მობრუნებულ" შვილს მაინც ეგ ჯობია გესმის? ბიჭი მეგობარს ჩაეხუტა, თან რაღაცას ბურდღუნებდა... ქეთის მისი საქციელი ართობდა, ხუმრობაც კი დაუწყო. -კარგი ოთო, არ იტირო. -პატარა ეშმაკი ხარ. ბიჭმა გოგონას ხელი შეუშვა და ცხვირზე უჩქმიტა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, იღიმოდნენ, სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდნენ... ძველ ამბებს იხსენებდნენ.. რამდენჯერმე ერთმანეთის თვალებსაც გადააწყდნენ. ვერ გეტყვით რომელი უფრო რთულ სიტუაციაში იყო. ნიკა და ქეთი, თუ ნინუცა და ოთო. ფაქტია ოთხივე მათგანი იტანჯებოდა, მაგრამ მათზე მეტად ვინ იჩაგრებოდა იცით? ლევანი, რომელსაც უწევდა გაეშველებინა ჯერ კიდევ ბავშვურად მოაზროვნე ახალგაზრდა ცოლქმარი და ამავდროულად ეფიქრა იმაზე, თუ როგორ შეერიგებინა ოთო და ნინუცა. ფიქრში გალია მთელი საღამო, საუბარში თითქმის არ ჩართულა. მოულოდნეად დაღლა იგრძნო... ძილის დროაო განაცხადა. ამ სიტყვებზე ქეთის გააკანკალა, ნეტავ რა უნდა ექნათ? ნიკას სიტყვები მალამოსავით მოედო გულზე. -ბავშვებო, სახლში მხოლოდ სამი საწოლია... არ ვიცი როგორ უნდა გავნაწილდეთ. ქეთის მშვენიერი იდეა დაებადა თავში, არ დააყოვნა და მასინვე სხვებსაც გაუზიარა. -მგონი სჯობს მე და ნინუცა ერთად დავწვეთ, დანარჩენ ორ საწოლში კი გადანაწილდით როგორმე. -მგონი არ არის ცუდი აზრი, თქვა ოთომ -ჰო, მშვენიერია... -ჩემი ჭკვიანი ცოოლიიი. ნიკა მივიდა დაჩაეხუტა... თან ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. -ხომ იცი ბედნიერი ცოლ-ქმარი ვართ. -იმედია დიდხანს აღარ მომიწევს შენი ბინძური მლავების ატანა. ჩურჩულითვე უპასუხა ქეთიმ და სცადა უდარდელად გაეღიმა. სამი დღე დაჰყვეს სოფელში, მალე ნინუცამ დაიწყო წუწუნი გინდა თუ არა სახლში უნდა დავბრუნდეო. სხვებსაც რაღა აკავებდათ გადაწყვიტეს თბილისში წასულიყვნენ, თუმცა კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა ვერ გაიგეს როგორ უნდა გადანაწილებულიყვნენ. ნიკა და ქეთი ლევანის მანქანაში ჩასხდნენ, ნინუცაც იმავეს აპირებდა თუმცა ყველამ იუარა. -გაგიჟდი გოგო? ოთოს ამხელა გზაზე მარტო ხომ არ გავუშვებთ ცოდოა! გამრთობი არ უნდა გზაში? -მე რა მასხარას ვგავარ? გაიკვირვა ნინუცამ და მანქანის კარებს დასწვდა. -აპ აპ აპ! საუბარში ნიკა ჩაერია-შენ გეკრძალება ჩვენი მანქანით წამოსვლა! ლევანმა საკუთარი ადგილი დაიკავა , ნიკა და ქეთი უკან ჩასხდნენ. ნინუცამ იფიქრა ლევანის გვერდით დავჯდები ხომ არ გადამაგდებენო, მაგრამ გეგმები ჩაეფუშა. ბიჭნა კარი ჩაკეტა და მანქანა დაძრა... გოგონას სხვა გზა აღარ დარჩა ოთოსკენ ნელა გააპარა თვალი, ბიჭი მანქანასთან თავდახრილი იდგა და ელოდა რას მოიმოქმედებდა ნინუცა. -შეიძლება დაგემგზავრო? მან არაფერი უპასუხა, უბრალოდ მძღოლის გვერდით გამოაღო კარი, გოგონაც უხმოდ ჩაჯდა. ამათძე იტყვიან რა ახლოს ხარ, მაგრამ მაინც რა შორსო... ოთოსგან იმხელა სითბო და ენერგია მოდიოდა , ნინუცას მარცხენა მხარე აუწვა, ვერ ბედავდნენ ერთმანეთისთვის შეედვას, არადა როგორ უნდოდათ... მაგრამ ვაი, რომ ეს თავმოყვარეობა ხშირად ყველა გრძნობაზე ძლიერია. ზუსტად იმ დროს , როდესაც ოთო და ნინუცა ერთად ყოფნით "იტანჯებოდნენ" ქეთი და ნიკა ერთმანეთს ხოცავდნენ. ლევანს ტვინი ახადეს, როგორ არ უნდოდა ყურადღების მიქცევა, მაგრამ რაექნა, ამ ქეთის ხანდახან ძალიან წიკვინა ხმა აქვს და მაინც და მაინც ახლა მოუნდა ამის გამომჟღავნება. -ჩაიწიე იდიოტო, ნუ მეხახუნები. -გადი რა გოგო, დამჯდარიყავი დიეტაზე და ორივე მშვენივრად დავეტეოდით. -რა გინდა მითხრა, რომ მსუქანი ვარ? შეიცხადა ქეთიმ და შეკრული მუშტი ფერდში უთავაზა ნიკას . -აუ ნეტავ ნინუცა ჩაგვესვა აქ, მის თვალწინ მაინც ითამაშებდით ბედნიერი წყვილის როლს. -შენ საერთოდ წინ იყურე, სადმე არ გადაგვჩეხო! დაიწიკვინა ქეთიმ და ისევ მეუღლეს მიუბრუნდა. -შე საძაგელო გოგოვ არ გაპატიებ ამას! ბიჭი თმა მოქაჩა მეუღლეს. ჰო ეს ნამდვილად აკრძალული დარტყმა იყო... -რა ქალივით ჩხუბობ... -აბა რა ვქნა მუშტი გხიო? -რისი თავი გაქვს შე უბედურო?! -მაგას გაჩვენებ ამ საღამოს. ნიკას ორაზროვანმა ფრაზამ სიჩუმე ჩამოაგდო, ქეთი გაწითლდა და თავი დახარა. ნიკას გაეცინა მის რეაქციაზე აილევანმა კი პირჯვარი გადაიწერა. გზის დარჩენილი ნაწილი სრულ მდუმარებაში განვლეს. ნიკას სახლს , რომ მიადგნენ უკვე შებინდებული იყო, ბევრი ეხვეწეს ლევანს დარჩიო, მაგრამ იუარა. -ქეთი... -რა გინდა? -ვიცი, რომ არ გიყვარვარ და გინდა გამამწარო, მაგრამ დედაჩემს არაერი დაუშავებია, შენს მშობლებთან ხომ ვითამაშეთ ბედნიერი წყვილის როლი, ჰოდა ახლაც ასე მოვიქცეთ. ჩათვალე, რომ სიკვდილ სიცოცხლის საქმეა, დედა ძალიან ავად არის, არ მინდა ჩემს გამო ინერვიულოს... გთხოვ... ამ წუთებში ისეთი ნამდვილი იყო, ძნელი იქნებოდა მისთვის უარის თქმა... არც ქეთი ყოფილა გამონაკლისი. -კარგი... -ჰმ... ძალიან კარგი. ხოდა ჩემო ცოლო ახლა ცოტა ხანს გარეთ უნდა დამიცადო, ჯერ ჩემებს ავუხსნი რაც ხდება და მერე შემოგიყვან. სახლში შევიდა თუ არა მაშინვე სამზაეულოს მიაშურა, ქვაბი და თავსახური მოიმარჯვა და რამოდენიმეჯერ შემოარტყა ერთმანეთს. -ოჯახი!!! მისი დედა, თინა მისაღებში იყო, ხმაური რომ შემოესმა სამზარეულოსკენ დაიძრა, ასევე მოიქცნენ ოჯახის დანარჩენი წევრებიც, მამამისი დავითი და დაიკო თეკლა. -მოკლედ რა ხდება, თქენ ყველას გეგონათ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მე ვიყავი ოთოსთან, სინამდვილეში კი დავქორწინდი... უფრო სწორად ქალი მოვიტაცე. -რაა?! ერთხმად ამოხდათ ოჯახის წევრებს... თინამ თავზე იკრა ხელი... -რა ქენი ბიჭო?1 ვინ დაღუპე მითხარი, ვინ?! ქალი ლამის შეიშალა, ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა. -არავინ არ დამიღუპავს დედა, ამ გოგოს თქვენც იცნობთ და ადრე ძალიან გიყვარდათ... -შემოდიიი დაიძახა ნიკამ... ქეთი თითების მტვრევით შევიდა ოთახში, მისმა ხილვამ ყველა გააოცა. თეკლა არც დაფიქრებულა გაიქცა და გოგონას შემოეხვია. -ეს... ეს როგორ მოხდა? ძლივს ამოილუღლუღა თინამ... -როგორ და მიყვარდა და მოვიტაცე! შვილის უტიფრობამ დედა ლამის შეშალა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა რძალს და თვალებში ჩახედა. -შვილო, შენ გიყვარს?! მის კითხვას დიდი პაუზა მოჰყვა, ნიკა თვალებით ემუდარებოდა სიმართლე არ უთხრაო, თუმცა ქეთის ის აღარ ახსოვდა... ახლა დედამთილის მწვანე თვალებში იყო ჩაკარგული. "აი თურმე ვისგან გამოყვა ნიკას ასეთი თვალები, რამდენჯერ მყავს ნანახი და ერთხელაც არ დავკვირვებივარ... როგორი ერთნაირები, მაგრამ მაინც რადიკალურად განსხვავებულები არიან" "ნიკას მწვანე თვალები ჭინკებითაა სავსე, ამ ქალის კი... სევდით... სევდით და კიდევ კითხვებით, ნეტავ დამიჯერებს, რომ ვუთხრა მიყვარსთქო?! , რომ არ დამიჯეროს? ასე ხომ უფრო ეტკინება გული? იქნებ სჯობს ყველაფერი ვაღიაროთ, მაგრამ ნიკა? ის არასდროს მაპატიებს..." -მიყვარს ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა მან და თვალები ძირს დახარა... თინას მის ხმაში სიცრუის ნატამალიც კი არ უგრძვნია, თითქოსმერედ დაიბადაო. ქეთის სახე ხელებში მოიქცია, ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა, მერე მეორეზე. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი კითხვა, რომელიც ამ დღეს დაისმებოდა... ყველაფერი დაწვრილებით გამოიკითხეს, ქეთის და ნიკას ახალი ტყუილები აღარ დასჭირდათ, ზუსტად იგივე უამბეს რაც ნინუცას და ქეთის მშობლებს. ამ ახალმა ამბავმა ყველა შოკში ჩააგდო, რა თქმა უნდა ყველა გაახარა ამ ამბავმა, თუმცა მაინც ეშინოდათ. მათ ხომ ადრე სცადეს და არაფერი გამოუვიდათ, ახლა რატომ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ოჯახს შეინარჩუნებდნენ?! ვინ იცის, ვინ იცის... * * * ოჯახური კრება დიდ ხანს არ გაგრძლებულა, თინამ შვილს უთხრა ქეთის სახლი დაათვალიერებინეო. ქეთი ადრე კი იყო ნამყოფი აქ თუმცა მას შემდეგ რაღაცები შეეცვალათ. საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა ნიკა რობაქიძეს... საკმაოდ კი არა ძალიან შეძლებული, თუმცა ეს მათ სახლში არ იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი მასში მაინც ძალიან დიდი სისადავე შეინიშნებოდა... ქეთის ეს ძალიან მოსწოდა... ერთადერთი რაც გრანდიოზული გახლდათ ამ სახლში იყო უკანა ეზო, ყვავილებით , ხეებს შორის გაბმული ჰამაკით, მოწნული ხის სკამებით და ასეთივე მაგიდით. თუმცა ექსკურსია ამით არ დასრულებულა, ნიკამ სახლის სხვა ნაწილებიც აჩვენა, სულ ბოლოს ჯერი მის ოთახზე იდგა. -ეს ჩვენი ოთახია. -რაა? -ქეთი... -რა ქეთი? შენთან ერთად არ დავიძინებ! -აბა რას იზამ ერთი? -სხვა ოთახში დავწვები! -შენ ხომ არ უბერავ გოგო? ჩემებს რა ვუთხრა ცოლი არ მაძლევსთქო?! ეს წინადადება და მის სახეზე ოთხი თითი ერთი იყო... -აუ რა ქაჯი ხარ. -ქაჯი იქნება რომ ჩამოგიღებს მაგ სიფათს გაიგე? წესიერად ილაპარაკე. -ქეთევან ერთ ოთახში დაძინება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაიმე მოხდება... და იმედია არ ფიქრობ, რომ შენი შეხების სურვილით ვკვდები. ნუ თუ შენ ძალიან გენდომება არც ეგ არს პრობლემა... -ახლა მეორე ყბაში მოგცხებ... -უკვე გატყეპვებზეც გადავედით? ჰმმ... მომწონს ძლიერი გოგონები... -უტიფარო... -იცოდე ტყავის ქამარი არ დაგავიწყდეს! -ნიკა მე არ ვხუმრობ. -არც მე! სრული სერიოზულობით თქვა ნიკამ და ოთახის კარი შეაღო. ქეთი ერთ ადგილას იდგა, თითქოს სხეული გაუშეშდა... ვეღარც იძვროდა...-ჰა რას იზამ, არ შემოხვალ? ხმა რომ არ გასცა შეეშინდა, იფიქრა ისევ შეტევა ხომ არ დაეწყოო. ქეთის ხელი დაავლო და ისე შეიყვანა ოთახში... გოგონა კანკალებდა, თან მაჯები ეწვოდა, ანდა რა გასაკვირია? ნიკას ისე შეებორკა სულ რომ არ დადნა ეგეც კარგია. ბიჭი დააკვირდა მეუღლეს... რამაც უდიდესი შეცდომა დააშვებინა, მისი გახსნილი ბაგეები იმდენად მიმზიდველი იყო, რომ წამით თავი დაკარგა... სწორად ამ წამმა ითამაშა მთავარი როლი, ნიკას ხელები ამჯერად ქეთის მხრებზე აცურდა, გოგონა თავისკენ მიიზიდა და ძალიან, ძალიან მხურვალედ აკოცა. უბრალო, ემოციური გოგონასთვის ეს კოცნა ნამდვილად პიკი იყო, თვალები მილულა და ნიკას მაისურს ჩაებღაუჭა. ბიჭმა იფიქრა მასაც უნდა ჩემთანო, კიდევ უფრო ძლიერად დაეწაფა მის ტუჩებს, მაგრამ მალევე იგრძნო თუ როგორ დამძიმდა ქეთი. ბიჭმა ტუჩები მოაშორა, ქეთის უგონოდ მყოფი სხეული ლამის ხელებში ჩაადნა. -ქეთი, რა მოგივიდა? პასუხი, რომ ვერ მიიღო საწოლზე მიაწვინა ... რამდენჯერმე შეანჯღრია, მაგრამ ვერა და ერ გამოაფხიზლა, კინაღამ შეიშალა. გიჟივით გავარდა ოთახიდან. -რა მოხდა შვილო? იკითხა დავითმა. -ქეთის გული წაუვიდა... -რაო? სამზარეულოდან გამოვარდა თინა...-დროზე სასწრაფოს გამოუძახე! -არა მოიცა, ემართება ხოლმე ეგრე... წყალი მჭირდება. -ჰო, ჰო ახლავე. ქეთი უსიამოვნო შეგრძნებამ, თუმცა ძალიან სასიამოვნო ხმამგამოაფხიზლა... თვალები გაახილა თუ არა ნიკა დაინახა, რამოდენიმე წამში კი შეძლო ოჯახის სხვა წევრების აღქმაც. -რა მოხდა? -აღელვებული იყავი და გული წაგივიდა... წინადადების ნამდვილ აზრს მხოლოდ ქეთი ჩასწვდა და შედეგმაც არ დააყოვნა, გოგონა მაშინვე წამოწითლდა. -როგორ გვანერვიულე შვილო... -ხომ გითხარი ემართება ხოლმეთქო... -დიახ, ხანდახან გონებას ვკარგავ... -ყველაზე ხშირად ჩემს გვერდით... ვითომ ჩურჩულით თქვა ნიკამ... ყველას გაეცინა მის ნათქვამზე. -იცოდე ნუ მაიძულებ ჩემთან წავიყვანო... სიცილით თქვა თეკლამ და ძმას მხარი გაკრა. -მე ცოლი შენთვის კი არ მომიყვანია, ჩემთვის მოვიყვანე! ხო მართლა სხვებსაც ეხება ეს, შეგიძლიათ დაგვტოვოთ... არ ვიცელქეეებთ... (ანდა რატომაც არა?!) უხმოდ დატოვეს ოთახი... დარჩნენ მარტო ნიკა , ქეთი და სიჩუმე... სიჩუმე, რომლის დარღვევასაც ვერცერთი ბედავდა. პ.ს. ხალხო მალმალე ვერ ვდებ, დროის ბრალიცაა და თან არ ვიცი რა უნდა მოხდეს მომავალში, იქნებ თქვენ მომაწოდოთ აზრები?! რა დავმართო ამეებს? :D :D ან იმეებს?! :3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.