მინდოდა მეთქვა მიყვარხარ 2
აზრზე არვიყავი ვინ იყო ამ სმს-ის ავტორი თუმცა მალევე ყველაფერი მოვტვინე და მივხვდი რომ ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა გაგა! გამეღიმა და ტექსტის წერა დავიწყე მაგრამ მალევე გადავიფიქრე რადგან სიამაყემ მძლია და მოვითმინე. წამით გავბრაზდი ვერონიკაზე რადგან ვიცოდი ნომერი მისი მიცემული იყო თუმცა როცა მივხვდი რამხელა სიამოვნება მომანიჭა ამ სმს-მა მაშინვე გამიქარწყლდა წყენა. ვიცოდი რომ გაგას ცისფერ თვალებს ვერასდროს დავივიწყებდი. რამდენი ბიჭი მინახავს ცისფერი თვალებით მაგრამ მათ თვალებში მე ისეთს ვერაფერს ვხედავდი რაც გაგას თვალებში დავინახე. თითქოს სიცოცხლეს აზრი მიეცა. ნინი რაებს ბოდიალებ? კითხვა დამისვა ჩემმა თავმა როცა მივხვდი დღევანდელ გაცნობილ ბიჭზე ზედმეტად ვფიქრობდი! მაგრამ რაღაც ხომ დამემართა როცა მას შევხედე? თითქოს რაღაც ვიგრძენი მაგრამ ზუსტად ამ გრძნობას მინდა მოვუღო ბოლო მაგრამ რომ არ შემიძლია? არ შემიძლია მისი ჩემი მხედველობიდან ამოშლა. აი გაგიკვირდებათ რა დამემართა ამხელა გოგოს რამდენიმე საათია ბიჭი გავიცანი და მეცხრე ცაზე ვარ. ნინი შენთვის ასეთი ქცევები უცხოა! ხმამაღლა ვთქვი და დასაძინებლად დავწექი დილით კი დედაჩემის ხმამ გამაღვიძა -ნიი დე დაგაგვიანდება მალე ადექი -კაი დე ვიცმევ უკვე საწოლიდან ზლაზვნით და მთქნარებით წამოვდექი და მალევე დავიწყე ტანსაცმლის შერჩევა თუ რა ჩამეცვა. დიდი დრო არ დამიყვია ამ საქმისთვის ლურჯი ჯინსი შარვალი ამავე ფერის კეტები და მაიკა გადავიცვი. თმა მაღლა ავიწიე და მისაღები ოთახისკენ გავეშურე სადაც ჩემი პატარა ძამიკო უკვე მომზადებული მელოდა. ჩანთას ხელი ვსტაცე და დედას მივაძახე -დეე წავედით ჩვენ გაკოცეე სკოლაში მალე მივედით. სკოლის ჭიშკართან ვერონიკა მიცდიდა და მეც გაბრაზებული და გაბუტული სახით გადავკოცნე -რა დაგემართა ნინჩ?(ვერო) -ეს მე უნდა გკითხო. გაგას ეხმარები არა?(მე) -რაა? მეე? არა გეშლებიი :დ ხოო კაი ერთი ნომი თუ მივეცი დაიქცა ქვეყანა მგონი მოწონხარ და როგორ არ შევუწყო ხელი(ვერო) -შენ გოგო ნუ აბუქებ რაა გუშინ გაცნობილზე რას მელაპარალკები ვაფშე(მე) -შენთვის ეგრე იყოს მე სხვანაირად ვფიქრობ(ვერო) არაფერი მითქვამს შენობაში შევედით მესამეზე იყო ჩვენი სართული (უი დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა ვერო ჩემ სართულზეა უბრალოდ ჩემზე ერთი წლით უფროსია და შესაბამისად სხვა კლასშია) -ნინი ვაიმე შოკში ვარ ვაიმეე (ვერო) -რამოხდა სკოლაში ბომბია? (მე) თან ვიცინი -გოგო მარჯვნივ გაიხედე(ვერო) -ოღონდ ეს არაააა. იქვე ბიჭებთან გაგა იდგა და ლაპარაკობდა მე რომ გავიხედე უცებ გამომხედა და ნაგლური ღიმილი მესროლა მერე კი ვერონიკას შემოვუტრიალდი და -ეს ის არის რაც მე მგონია? -კიი ნი ის არის :დ აი ხო ვამბობ შენ დაგზდევს აშკარად მოხიბლე -აუ ნუ ბოდიალებ ამასობაში პირველი გაკვეთილიც დაიწყო რაც ზარმა გვაცნობა და კლასებში შევედით. გაკვეთილებმა უხალისოდ ჩაიარა რაც ძაან დამღლელი იყო და აი დადგა 2 საათი. 6 გაკვეთილი დამთავრდა ვეროს ვუცდიდი სკოლის ჭიშკართან გასეირნება უნდა შემომეთავაზებინა თან ვიცოდი რომ ჩემი ძმა უკვე სახლში იქნებოდა. ვეროც მოვიდა და სკოლის უკან გავედით ბარდიულზე ჩამოვჯექით და სასაცილო რაღაცეებს ვყვებოდით თან ჩემ სიცილზე რომ შეგეხედათ თქვენც გაგეცინებოდათ ნუეხლა გადაპიჭინება ვიცოდი ისეთი სანამ წყალს არ შემასხამდნენ ვერ გამოვფხიზლდებოდი... -აქც მე ვარ იქაც მეე ვარო სწორედ გაგაზეა ნათქვამი(ვერო) -არ მითხრა როომ... სიტყვა შევწყვიტე როცა ჩემკენ მომავალი გაგა დავინახე და სუნთქვა შემეკრა არვიცოდი რა მექნა. -სახლში არ მოდიხარ?(გაგა) -ჯერ არა. რამე პრობლემა გაქვს?(მე) -თუ დროზე არ წამომყვები პრობლემა შენ შეგექმნება(გაგა) თან თვალი მაცდურად ჩამიკრა -ვერ მივხვდი?(მე) -გაკვეთილები დამთავრდა რაც იმას ნიშნავს რომ ახლა სახლში უნდა იყო პატარა ქალბატონო!(გაგა) -ისედაც მივდივარ იმიტო კიარა რომ შენ გინდა ასე იმიტომ რომ მეჩქარება!(მე) მიმოვიხედე და ალბათ ვერც კი შევამჩნიე ვერონიკამ როგორ დამტოვა ამ იდიოტთან.. იქიდან წამოვედი გაგა მომყვებოდა გზაში სრულიად განმუხტა ჩვენს შორის დაძაბულობა და ბევრი ვისაუბრეთ თან მაგარი ტიპი აღმოჩნდა ორივემ ჩვენს შესახებ ბევრი რამე მოვყევით... აღმოჩნდა რომ გაგა ჩემს უბანში ცხოვრობდა და აქეთაც ახხალი გადმოსული იყო ამიტომაც შევამჩნიე სკოლაში პირველად... სახლში ასულს არავინ დამხვდა და აი ისევ მარტო ვარ:(( ვიმეცადინე და დედას დავურეკე -დე სახში მარტო რატომ ვარ? ბესიკო სადაა?(ჩემი ძმის სახელი) -დედიკო მე და ბესიკო სოფელში ვართ ბებოსთან წნევამ შეაწუხა და თავს შეუძლოთ გრძნობს... ბესიკოც გაკვეთილებიდან გამოვიყვანე. რამდენიმე დღით აქეთ ვრჩებით ბებოს მივხედავთ თან დიდი ხანია სოფელში არ ვყოფილვარ. შენ ვეროს დაურეკე და ღამე ჩვენთან დატოვე არ შეგეშინდება -კაი დე ჩემზე არ ინერვიულო ბებო მომიკითხე და მაგრად ჩამიკოცნე ისევ ვეროს ამოყვანა მიწევდა დედა და ბესიკო სოფელში! მამა საძღვარგარეთ მუშაობს! მარტოობა საშინლად მღლის! ვეროს დავურეკე რომ ჩემთან მოსულიყო თუმცა გავარკვიე რომ მასწთან იყო და 7ზე ჩემთან იქნებოდა. სამზარეულოში გავედი ცოტა ვჭამე მერე კომპი ჩავრთე ფილმს ვუყურე ჩამძინებია. გამომეღვიძა და საათს დავხედე 8ის წუთები იყო. გამიკვირდა ვერო სად იყო ამდენ ხანს უცებ ხმა შემომესმა "ნინიიიი! ნინიიიი! ნიიინიიი!" გავედი აივანზე და რას ვხედაავ.. ჰოი საოცრებააავ ოღონდ ეს არაა.... P.S ღირს გაგრძელება? <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.