დაბრუნებას გილოცავ ეილინ (ნაწილი I)
-გაიღვიძა ! ! ! -სასწრაფოდ ჟანგბადი მიუერთეთ... ძალიან შორიდან, მაგრამ მაინც გარკვევით ჩამესმის, უცხო ადამიანთა სიტყვები. თვალების გახელა მიჭირს, ამისათვის ძალაც არ მყოფნის, მაგრამ სიბნელეში დარჩენისაც მეშინია, ვაი რომ ჩამითრიოს და სინათლეს აღარ მაღირსოს. სხეული პარალიზებული მაქვს ვერ ვანძრევ, მაგრამ შეხებას მაინც ვგრძნობ. შემდეგ ვგრძნობ, მსუბუქ ჩხვლეტას ვენაში და ისევ სიბნელეს ვუბრუნდები. არ ვიცი ,,იმ“ ბნელ სამყაროში რამდენი ხანი დავყავი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ გამოფხიზლებისა და უკან დაბრუნების შანსი მეძლეოდა (მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი სად იყო ეს ,,უკან“) ჩემ თავში უკანასკნელი ძალები მოვძებნე, გონება დავძაბე და თვალები ძვლივსძვლივობით გავახილე. თავდაპირველად ყველაფერი ბურუსით იყო დაფარული, თვალდახედვის გასაწმენდად თვალები რამდენიმეჯერ დავაფახურე. ირგვლივ მიმოვიხედე, აშკარად სავადმყოფოში ვიყავი. ,,მაგრამ აქ რა მინდოდა ?“ ვერ ვხვდებოდი. ხელზე რომ დავიხედე იმდენი რაღაც მქონდა შეერთებული რომ გული შემიღონდა. გონება კვლავ დავძაბე რათა აქ მოხვედრის მიზეზი დამედგინა! მაგრამ ვერაფერს გავხდი, ის კი არა საკუთარი სახელი არ მახსოვდა. ხმას ვერ ვიღებდი და ასე გასუსული, ვცდილობდი სიმშვიდე როგორმე შემენარჩუნებინა. ისედაც ვერაფერს გავხტებოდი, ფიზიკური შესაძლებლობები მიმტყუნებდა დარწმუნებული ვიყავი. ორ წუთში თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი შემოვიდა და მას რამდენიმე ექთანი შემოყვა. -არა რა ნამდვილად სასწაულია! ვინ იფიქრებდა თუ ამდენი ხნის შემდეგ კომიდან გამოვიდოდა, თან ასეთი საღსალამათი. ნიშნის მოგებით სავარაუდოდ ჩემზე ესაუბრებოდა ექთანი, მთავარ ექიმს. -დეიდამისი მის ნახვას ითხოვს, ბატონო მერაბ რა ვქნათ? -უთხარით რომ ორ საათში შემოვუშვებთ, ჯერ გამოკვლევები უნდა ჩავუტაროთ, იმის დასადასტურებლად რომ ყველაფერი რიგზე აქვს, ჯანმრთელობის მხრივ. როცა ექთანთან საუბარს მორჩა, მე შემომიტრიალდა და თბილად გამიღიმა. -აბა თავს როგორ გძნობ შვილო? აშკარად ლაპარაკზე ეტყობოდა, რომ კარგი ადამიანი იყო. ამდენ ხნიანი დუმილის შემდეგ, ბაგეები გავხსენი და პასუხი გავეცი. -არვიცი. მართლაც რომ სრულ გაურკვევლობაში ვიყავი. -რა გქვია გახსოვს? -საერთოდ არაფერი მახსოვს. -არაუშავს, მთავარია რომ გადარჩი! -რა მჭირდა? -მოდი, ჯერ დაისვენე ამას თანდათანობით შეიტყობ. მითხრა თუ არა ექთანს ანიშნა, იმანაც უხმოდ შეიყვანა ვენაში ნემსი და სიბნელეში ჩავიკარგე. არვიცი რამდენხანში დავუბრუნდი რეალურ სამყაროს, მაგრამ ვიგრძენი რომ ჩემ პალატაში ვიღაც იყო, თან არაერთი. -როგორ არის? -ნორმალურად... -რა უნდა ქნათ ქალაბატონო ლელა? -არც კი ვიცი რა გითხრა, მთავარია გადარჩა, ექიმმა თქვა ეს ნამდვილი სასწაულიაო ! ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა. -ძალიან გამიხარდა მისი გონზე მოსვლის ამბავი, რომ გავიგე, მაგრამ მითხრეს რომ არაფერი არ ახსოვს ეს როგორ? -ჯერ მეც არ ვიცი, ექიმმა მითხრა თანდათანობით გაიხსენებსო, ეს ერთი შეხედვით კარგიცაა, თორემ წამსვე გაახსენდებოდა რაც დაემართა და შეიძლება ტკივილისათვის ვერც გაეძლო, ახლა კი როცა არაფერი ახსოვს, უფრო ნაკლებად იგრძნობს იმედია... -ნამდვილი საშინელებაა ! მათ დიალოგს ყურს ვუსმენდი, ვცდილობდი რამე საინტერესოს მომეკრა ყური, მაგრამ როცა უკვე სხვა თემაზე გადავიდნენ, მძინარის როლის თამაშს აზრი არ ქონდა და თვალები გავახილე, შეამჩნიეს თუ არა ეს ჩემკენ გამოემართნენ. -ვაიმე როგორ მიხარია არ იცი შენ სიცოცხლით აღსავსე თვალებს კიდევ რომ ვხედავ ! მითხრა ერთეერთმა ამ ორში უფრო ასაკოვანმა ქალმა, მე არაფრის თქმა არ შემეძლო, ჯერ ეს ქალი საერთოდ ვინ იყო ისიც არ ვიცი. -ვიცი საერთოდ არ გახსენდები, მე დეიდაშენი ვარ , დედაშენის და ! ლელა მქვია ! ძალიან შემრცხვა, რომ არაფერი მახსოვდა და თავი გვერდით მივატრიალე. -ვინ ვარ და აქ რა მინდა? ჩუმად მაგრამ მის გასაგონად ჩავილაპარაკე და მზერა გავუსწორე. აშკარად არ ელოდა ამ კითხვას, შეცბა -შენ ეილინი ხარ ! დაიბადე 1995 წლის 21 მაის, ახლა 20 წლის ხარ. 18 წლისას, უკვე სასწავლებელში ჩარიცხულს თავს დიდი განსაცდელი დაგადგა. სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე მიდიოდით შენ და შენი მშობლები მანქანით, როცა ავტოკატასტროფაში მოყევით, მათგან მხოლოდ შენ გადარჩი, წელიწად ნახევარია რაც კომაში ხარ. - დაბრუნებას გილოცავ ეილინ! ჩემთვის შოკის ტოლფასი იყო ერთი წუთს განმავლობაში ამ სიტყვების მოსმენა. ხმა ვერ ამოვიღე, თვალები მალაშე სითხით ამევსო. მერე რა რომ არ მახსოვდა ჩემი მშობლები? ისინი მაინც ჩემები იყვნენ ! და მათი ვერ გახსენება წამითაც არ ცვლიდა ამ ფაქტს ! შიგნით მაინც მტკიოდა, მაინც მწარედ მტკიოდა ყველაფერისდამიუხედავად. -ეილინ ! გთხოვ დამშვიდდი ! მეხვეწებოდა ,,დეიდაჩემი“ ჰმმ... რა ადვილია ამის თქმა - ,,დამშვიდდი“ ! ადვილია დამშვიდება, იმის შემდეგ რაც გაიგებ რომ მშობლები დაგეღუპა და შენ გადარჩი! დამიჯერეთ, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მახსოვდა არცერთი ბედნიერი წამიი მათთან ერთად, მათი სახელები თუ სახის ნაკვთები, შიგნით მაინც მწარედ მეწვოდა, რაც ტირილს მაიძულებდა. -მე რატომ გადამარჩინეთ? სწორედ ის კითხვა დავსვი რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებდა. -შენ.. შენ უნდა გეცოცხლა ! მათ ეს სიკვდილის წინ მთხოვეს ! აშკარად ანერვიულება დაეტყო ქალს ხმაში, ვიგრძენი როგორ ცახცახებდა მთელი სხეულით. -თქვენი აზრით მე შევძლებ ვიცცხოვრო ? მე არსებობისთვისაც არ მეყოფა ძალა ! -უნდა შეძლო მათი ხათრით მაინც. -გთხოვთ მარტო დამტოვეთ ! მათ მეტი აღარაფერი უთქვამს და პალატაში მარტო დამტოვეს. რა უნდა მექნა ცხოვრებაში? არ ვიცი ვინ ვიყავი, მითუმეტეს არ ვიცი ვინ ვარ, და მომავალში ჩემი ყოფნაც საეჭვოა ! გვერდით მშობლები არ მყავს ! ნეტა და ან ძმა მაინც მყავს ? მაგრამ მეეჭვება, ასე რომ ყოფილიყო აუცილებლად მეტყოდა ლელა. ე.ი რა გამოდის სრულიად მარტო მიწევს ცხოვრების გაგრძელება ? საბოლოოდ ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი რომ გლოვით და ძაძებით მხოლოდდამხოლოდ გულს დავწყვეტდი მშობლებს რომლებიც მიუხედავად წაშლილი მოგონებებისა მაინც უზომოდ მიყვარდა! წელიწად ნახევარი ! რამდენია ღმერთო ჩემო ! და სულ სიბნელე ამდენი ხნის განმავლობაში ! ღმერთმანი საშინელებაა... ფიქრთა სამყარო მალე დავტოვე, კარები გაიღო და ისეც დეიდაჩემი შემოვიდა. -როგორ ხარ? -ახლა უკეთესად. მართლაც ახლა უფრო დამშვიდებული ვიყავი. -შენთან ერთი მნახველია! -ვინ არის? -რეზი -რეზი ვინღაა? აშკარად ქალს იმედგაცრუება გამოეხატა სახეზე. -შენი შეყვარებული იყო, ამ წელიწად ნახევარის განმავლობაში კი ყოველდღე მოდიოდა შენ სანახავად, იქნებ მისმა ნახვამ მოგონებები დაგიბრუნოს. -არვიცი, შეიძლება. -შემოვიდეს? -შემოვიდეს ! ვუთხარი და ოდნავ წამოვდექი ლელა გავიდა შემდეგ კი ვიღაც ახოვანი, სიმპათიური ბიჭი ჩემკენ გამოემართა. მომიახლოვდა და თბილი მზერა მომაპყრო, გულში სითბო ჩამეღვარა მაგრამ გარეგნულად არაფერი შევიმჩნიე. -უბედნიერესი ვარ რომ კვლავ გხედავ ეილინ... არ ვიცოდი რა მეთქვა, ის ისეთი სახით მიყურებდა რომ ლამის დავდნი, თან სათქმელიც არაფერი მქონდა. -არ ვიცი ვინ ხარ... -მე კი მეგონა მე მაინც გემახსოვრებოდი. -ვითომ რატომ? შენ რითი ხარ ჩემ მშობლებზე მეტი? -მე ეს არ მიგულისხმია...უბრალოდ... -უბრალოდ არ მახსოვხარ და მორჩა ! სიტყვის დამთავრება არ ვაცადე. -მე და შენ შეყვარებულები ვართ ! -ალბათ უნდა გეთქვა ვიყავითო ხომ ? -რაც უნდა მეთქვა გითხარი უკვე ! ,,ღმერთო რა ყეყეჩია“ გავიფიქრე ჩემთვის. -ხო მაგრამ მე შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ... არვიცი მანამდე რა იყო მაგრა ახლა სიყავრულისთვის ნამდვილად არ მხცხელა. -ეილინ მორჩი რა, მე არ მიკითხავს გცხელა თუ არა მეთქი. -შენ ნორმალური ხარ საერთოდ? -ჰმმ.. არანორმალურობასაც არ გამოვრიცხავ. ჩაილაპარაკა ორაზროვნად. -მგონი გიჟი ხარ, საავადმყოფო შეგეშალა ეს საგიჟეთი არ არის -მე შენთან, მოვედი და მორჩი სულელუ ბოდიალს. ამაზე კი უკვე მართლა გამეჭედა, რა უფლებით მიბედავდა ამდენს, მშოსბლების დაკარგვა ახლა შევიტყვე და მისი გრძნობები სულ არ მანაღვლებდა. -მე არ მიყავრხარ ! პირდაპირ პირში მივახალე ! -ეს პრობელამას არ წარმოადგენს ! შეგიყვარდები ! სახე იოტისოდენადაც არ შესცვლია, ისევ ისეთი მშვიდი იყო. მე კი ეს უფრო მიშლიდა ნერვებს. -კი როგორ არა! -ახლა დაისვენე, მე წავალ. -წადი და აღარც დაბრუნდე! ტყუილად დროს ნუ კარგავ! -ვისთვის კარგვა და ვისთვის პოვნა ! -შენ მგონი მიდიოდი.. ნიშნის მოგებით ჩავილაპარაკე, და კარებისკენ ვანიშნე. -და-ი-ს-ვე-ნე ! დამიმარცვლა პატარა ბავშვსავით, ვითომ ვერ ვგებულობდე. პასუხის გაცემაც არ დამაცადა, ისე გადმოიხარა ჩემკენ შუბლზე მაკოცა, გამიღიმა და პალატა დატოვა. აზრზე რომ მოვედი პალატაში უკვე მარტო ვიყავი, გულმა თითქოს რაღაც კი იგრძნო მაგრამ დავაიგნორე და გვერდი ძვლისძვლივობით ვიცვალე. წელიწად ნახევარიანი ძილის შემდეგ ასეთმა სასწაულებრივმა გამოღვიძებამ, ამდენმა ,,სასტიკმა“ ახალმა ამბებმა, თავისი ქნეს და ძილის სამყაროში გამიტაცეს ! აი ჩემი მეორე ისტორიაც ! მინდოდა რაღაც განსხვავებული ყოფილიყო! იმედია მოგეწონებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.