შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი პირველი)


28-02-2015, 21:19
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 11 918

წვიმიანი დილა იყო . უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა მივსულიყავი თორე დღეს ფეხის გამდგმელი არ ვიყავი სახლიდან ...
რას ვიზამთ ასე მომიწია . ჯერ სახლიდან ძლივს გავედი , მერე უნივერსიტეტიდან ნერვებ მოშლილი წამოვედი .
რაღაც დებილობაზე მიმიყვანეს . „ნეტა ორშაბათს არ შეეძლოთ ეგ ,რომ ეთქვათ ?“ ვილანძღებოდი გულში .
კაპიშონი თავზე მქონდა წამომხებული და გაყინული ხელები შარვლის ჯიბეში ჩაწყობილი.
ეს ხალხი სულ გაგიჟდა . ასეთ დებილობა ამინდში ამ „წყვილებს“ რა სეირნობა მოუნდათ ..
„რას ხედავენ ამაში რომანტიკულს ნეტა მეც გამაგებინა“ ჩავიქირქილე გულში.
მეტროს კიბეები სულ სირბილით ავიერა.. მერე თვალი მოვკარი იქვე მჯდომ რამოდენიმე მოხუცს ყვავილებს ,რომ ყიდიდნენ ..
ერთი ბებო განსაკუთრებით მომეწონა .. გავიფიქრე კიდევაც რა საყვარელიათქო.
იქვე მდგარ პატარა „ბუტკისკენ“ მივდიოდი საღეჭი რეზინის საყიდლად უცბათ მოხუცის ხმამ ,რომ შემაჩერა
-შვილო შეგიძლია ორი წუთით ,რომ დადგე ? -მკითხა მორიდებით .-ჩანთას ამოვიტან ,დაბლა მაქვს-ხელით მანიშნა კიბეებისკენ.
მეც ღიმილით თავი დავუქნიე და „ორი წუთი რაღაა ტასოთქო გავიფიქრე“
ბებოს ადგილი დავიკავე და მოთმინებით დაველოდე როდის ამოვიდოდა მეტროდან ..
ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი და თანუს ვწერდი „ჯერ ვერ მოვდივარ სახლშითქო“ მკაცრმა ხმამ თავი უნებურად ზევით ,რომ ამაწევინა
-ეს ყვავილები რა ღირს ?-ხელით მიმანიშნა რომელიღაცაზე.არც კი შემიხედავს
-არ ვიცი -ვუთხარი და უნებურად მხრებიც ავიჩეჩე
-ყვავილებს ყიდი და არ იცი რა ღირს ? -ხმაში შეერია დამცინავი ნოტები
საშინლად გვბრაზდი მის ირონიულობაზე.
„ეხლა ისეთ ფასს დაგიხეთქებ საერთოდ არ მოგინდება ყვავილების ყიდვათქო“ დავგეგმე გულში.
-იმის თქმა მინდოდა ,რომ არ ვიცი რომელი ყვავილი გნებავთ . -გამოვასწორე ჩემი ნათქვამი
-გვირილები- მითხრა ისევ ირონიულად
„ნეტა რამდენად ყიდის ბებო ?“ „ძალიან იაფი ,რომ ვუთხრა და დავაზარალო მერე?“ წამებში გამიელვეს კითხვებმა გონებაში
-25 ლარი ,გნებავთ ?-მივმართე თავაზიანად ,მაგრამ მისი სახის შემხედვარე ერთი სული მქონდე მელანძღა და გამეწიწკნა.
ხმა არ ამოუღია . თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დამიქნია
-შეგიფუთოთ?-დავუსვი ოსტატურად კითხვა.გეგონებოდათ დღე და ღამე ამას ვაკეთებდი
-შემიფუთეთ-მითხრა იმავე ტონალობით
-2 ლარის დამატება მოგიხდებათ -დავუმატე თანხა და ყვავილების შეფუთვა დავიწყე
„ნეტა რა იცი ტასო ყვავილების შეფუთვის“ მიმეორებდა ალტერეგრო
„არ ვიცი და ვისწავლი“ არ ვნებდებოდი არც მე და ვცდილობდი ისე შემეფუთა,რომ ნაკლი ვერ ეპოვა ჩემ წინ მდგომ იდიოტს.
დიდი ვაივაგლახის შემდეგ როგორც იქნა შევუფუთე გვირილები და ღიმილით გავუწოდე.
საფულიდან ისე ამოუძვრინა განკუთვნილი თანხა ეჭვიც კი შემეპარა ძალიან იაფი ხომ არ ვუთხარითქო.
მადლობა არც კი გადაუხდია ისე წავიდა.იქვე მდგარ ჯიპში ჩაჯდა და თვალს მოწყდა.
„იდიოტი ცინიკოსი“ მოვუფიქრე უცბათ ზედმეტსახელი .
-მოვედი შვილო.-ზურგზე ხელის შეხებამ და მოხუცის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
სანამ რამეს ვეტყოდი ისევ ბებომ დამასწრო
-დიდხანს გალოდინე არა შვილო?სულ გაგყინვია ცხვირი
ისეთი თბილი ქალი იყო მომინდა ხელი დამევლო და სახლში წამეყვანა.
-არა რას ამბობთ-გავუღიმე მე.-იცით ყვავილები გაგიყიდეთ -ვუთხარი მხიარულად და ხელში ფული ჩავუდე
გაკვირვებულმა დახედა მუჭაში ჩადებულ ფულს
-შვილო რა ქენი რა გაყიდე ესეთი?-მკითხა გაოცებულმა
-გვირილები .-მოვახსენე მე.-თან შევფუთე
-ვინ იყო ასეთი ორმაგ ფასში ,რომ აყიდინე-მკითხა სიცილით
-ორმაგ ფასში ? -გავიკვირვე მე
-ეტყობა შენმა სილამაზემ სულ გამოაშტერა-გააგრძელა სიცილი ბებომ და სახეზე ხელი მომისვა
„არაფერი ეტყობოდა ჩემი სილამაზით გამოშტერებული ,რომ იყო“ გავიფიქრე გულში
-შენ მაგაზე არ იდარდო , თუ არ ქონდა არც იყიდიდა .-ჩავილაპარაკე „სულერთის გამომეტყველებით“
-შვილო რამდენ ხანს მოგაცდინე.ეხლა კიდე აქ დაგაყუდე და გალაპარაკებ
-იცით ახლა მართლა მეჩქარება .ნახვამდის ბებო -ვუთხარი ღიმილით და მსუბუქად მოვეხვიე.
კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა და სიხარულით ხელები დამიკოცნა.
მე კიდე სირცხვილისგან არ ვიცოდი რა მექნა . იმდენჯერ ვუთხარი „არაფერი სამადლობელი არაათქო“ ,რომ უკვე თვლაც კი ამერია.
ბოლოს ღიმილით დავემშვიდობე და წამოვედი .
„მარშუტკას“ ხელი ავუქნიე და ცარიელ სკამზე მოვთავსდი .


***
კიბეები სირბილით ავირბინე.მესამე სართულზე შავ კარებთან შევჩერდი და კარებთან ატუზულ თანუს გავუღიმე.
-რა გეჩქარებოდა .-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა თანუმ
-კარგი რა ,რა ჩემი ბრალია-ვიმართლე თავი და თან კარებს გასაღები მოვარგე
სახლში შესვლისთანავე ფეხზე გავიხადე და ჩემ კურდღლის ფაჩუჩებში ჩავყავი ფეხი .ქურთუკი იქვე მდგარ საკიდზე დავკიდე და თანუს ხელით ვანიშნე სამზარეულოში შედითქო.
ტანსაცმელი უცბათ გამოვიცვალე და თან სამზარეულოში მყოფ დაქალს გავძახე „წყალი დადგი ყავისთვისთქო“
მანამდე აბაზანაში შევედი და ხელები გადავიბანე .
-აბა რა ხდება ?-ვკითხე ისე ,რომ ხელების მშრალება არ შემიწყვეტია
-ერეკლემ გინდა თუ არა ჩემები უნდა გაგაცნოო-ჩაილაპარაკა ბუზღუნით და ფეხები სკამზე შემოდო
-მერე მაგას რა სჯობს ?-გამიკვირდა მე
-ტასო მერიდება ვა . ერეკლეც შენსავით გაიძახის . ერთნაირები ხართ რა -გააგრძელა ბუზღუნით და ჭიქაში ორი კოვზი შაქარი ჩაუმატა
-კარგი ჰო , ძალით ვერ წაგათრევს .უბრალოდ უნდა ადამიანს იცნობდეთ ერთმანეთს და მეტი არაფერი.რა პრობლემებს ქმნი
-არ ვქმნი პრობლემებს.უბრალოდ მეც უნდა გამიგოს.
-ბოლომდე არ ამივსო.-ვანიშნე ხელით ყავაზე
-ხო ისე შენ სად იყავი აქამდე ?-მკითხა წარბაწევით
-ყვავილებს ვყიდიდი
-პარლამენტის სხდომასაც ხომ არ ესწრებოდი ?-დამცინა თანუმ
-მართლა ყვავილებს ვყიდიდი
-შენ რა სამსახური იშოვე და მე არაფერი ვიცი ?
-არა რა სამსახური .უბრალოდ ერთ ბებოს დავეხმარე
-მერე გაყიდე რამე ? -მკითხა მხიარულად
-კი.ერთ იდიოტ ცინიკოსს მივყიდე გვირილები .
-ყვავილების გამყიდველი ტასო -ჩაილაპარაკა სიცილით და ხელები განზე გაშალა
მე უბრალოდ გავიცინე და ყავა ხმაურით მოვსვი
-ეგრე ნუ შვრები.-თითის აწევით გამაფრთხილა თანუმ
-ვერ გადავეჩვიე.-ვუთხარი სიცილით და ტუჩები წინ გამოვწიე
-უნდა წავიდე
-ასე მალე ?
-თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ერთ საათზე მეტი კარებთან მაყურყუტე მართლა მალე მივდივარ.
-კარგი რა იყავი ცოტა ხანს .-ყელი თხოვნის მიზნით წინ წამოვწიე
-შუალედურებისთვის ვემზადები ტასო
-რო გახვალ კარები მოხურე-ჩავილაპარაკე ბუზღუნით და ჭიქები ონკანში ჩავაწყე
***
საღამო ლოგინში ადიელა გადახვეულმა გავატარე.
გვიან კომპიუტერი ჩავრთე და დედას სკაიპში დავურეკე
-დე როგორ ხართ ? -მოვიკითხე მონატრებული მშობლები
-შენგან მონატრებული როგორ ვიქნებით ტასო.შენ როგორ ხარ შვილო?
-რავიცი სამუშაოს ვეძებ,მაგრამ ჯერაც ვერ ვიპოვე
-ტასო!-მითხრა მკაცრი ხმით და შეცვლილი გამომეტყველებით
-დედა ამაზე ხომ ვილაპარაკეთ -ვიწყინე მე და საშუალება არ მივეცი ჩემი ნათქვამი გაეპროტესტებინათ...
ვერ ვხვდები რატომ არ უნდოდათ მუშაობა დამეწყო . განა იმიტომ ვეძებდი სამუშაოს ,რომ მშობლები რამეს მაკლებდნენ.არა ! უბრალოდ მინდოდა გამესინჯა ჩემი შრომით ნაყიდ პურს როგორი გემო ქონდა ...
მინდოდა ჩემი თავის იმედი მქონოდა და არასდროს შემშინებოდა რამის.
-ტასო მამი ხომ არაფერი გიჭირს , ფული ხომ არ გინდა ? -მკითხა შეპარვით მამაჩემმა .
-ჯერ კიდევ მაქვს თქვენი გამოგზავნილი ფული მა . მალე სამსახურსაც ვიშოვი და ბოლომდე გაგეზრდებათ თქვენი შვილი-ჩავილაპარაკე სიცილით
-დათო ვის დაემსგავსა ესეთი ჯიუტი ეს გოგო-კითხა დედაჩემმა მამას
-შენ ახალგაზრდობას მაგონებს ნინო-უთხრა და ღიმილით გადახედა დედას
-ეხლა მე უნდა წავიდე , ხვალ ადრე ვარ ასადგომი-ვუთხარი მშობლებს და დასამშვიდობებლად მოვემზადე
-შვილო კარები კარგად ჩაკეტე -გამაფრთხილა უკვე ალბათ მეათასჯერ დედამ
-კარგი დე კარგი -ვუთხარი ღიმილით და ტუჩების მოძრაობით კოცნა გავუგზავნე
მერე დავემშვიდობე და ლეპტოპიც დავხურე.
ისევ გავეხვიე ადიელაში და ძილის წინ პირობა დავდე , რომ ხვალ აუცილებლად ვიშოვიდი სამსახურს.
***
დილით ადრიანად წამოვხტი ფეხზე.
კი გამიჭირდა ,მაგრამ „როდის არ გიჭირდაო“ შემახსენა ალტერეგრომ.
ფარდები გადავწიე და რაღაცნაირად შემოაღწია ჩემ ოთახშიც „მოჟამულმა“ ამინდმა.
ფეხისთრევით გავედი აბაზანაში და ცივი წყლით ვცადე გამოფხიზლება.
სარკეში ჩემს ანარეკლს შემოვუძახე „აბა შენ იცი დღეს სამსახურით უნდა დაბრუნდე სახლშითქო“ და ჩემებურად ჩავიცინე.
დილის პროცედურების შემდეგ სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი გადავიცვი და ცალი ფეხსაცმლის ძებნაში ათი წუთი გავიყვანე.
როგორც იქნა სახლიდან გავეტიე და ხელში გაზეთ მომარჯვებული გავუყევი ქუჩას.
წინა დღეებში შემოხაზულ განცხადებებს გადავავლე თვალი.
„ამან არაო“-დავიწყე ჩემთვის ლაპარაკი და ერთ შემოხაზულს თვალი ავარიდე
„ამან დაგირეკავთო“-ნეტა როდის
„და ეს დამრჩა“-გავიფიქრე გახარებულმა და მწვანე ფლომასტერით შემოხაზულ პატარა მონაკვეთს გადავავლე კიდევ ერთხელ თვალი.
მდივანი .. ნუ არ არის ცუდი დასაწყისისთვის.
„უნივერსიტეტს დაამთავრებ და მერე შენი პროფესიითაც იმუშავებ“-გავამხნევე თავი და განცხადებაში მითითებულ მისამართს დავაშტერდი...
***
დიდი შენობის წინ ვიდექი და ვორჭოფობდი შევსულიყავი თუ არა.
ალტერეგრომ „თუ აირჩიეო“.
„ეს ხომ ჩემ დაცინვას ვერ მორჩა“ -გავბრაზდი გულში და საბოლოოდ გადავწყვიტე რაც იქნება იქნებათქო.
შენობაში შესული უცბათ დავიბენი და „ნეტა გასაუბრება სადაათქო“ დავსვი კითხვა გულში.
„ტასო ,რა დებილი გოგო ხარ. წადი კითხე ვინმეს ,რომ დარჭობილხარ ხესავით“ კიდევ ერთხელ გამლანძღა ალტერეგრომ.
მეც იქვე მდგარ საბუთებიანი გოგონასკენ გავეშურე.
-უკაცრავად-დავიწყე მოკრძალებით.“ნეტა ასეთი ბოლოს როდის ვიყავი“ გავიფიქრე გულში და ჩამეღიმა
-გაგიმარჯოს
-ხომ ვერ მეტყვით მდივნის კანდიდატურაზე გასაუბრება სად არის ?
-მეორე სართულზე მარჯვენა მხარეს ჩაუყევით დერეფანს და ბოლოდან მეორე კარია.-მითხრა ღიმილით
„მადლობათქო“ ჩავილაპარაკე ჩუმად და კიბეებს ავუყები.
არ მიყვარს ლიფტით სიარული.პირიქით მეხალისება კიბეებზე ასვლა ჩასვლა.ამაზე თანუ სულ დამცინის ხოლმე.
ამ ფიქრში ავედი მეორე სართულზეც და რაც იმ გოგომ მითხრა გონებაში აღვიდგინე.
„ალბათ ეს კარია“ გავიფიქრე და აქეთ-იქით გავიხედე.
ვერავინ ,რომ ვერ დავინახე შესვლა გადავწყვიტე.
ისე ,რომ არც დამიკაკუნებია კარები შევაღე და მაშინღა გავიფიქრე „რა უზრდელი გოგო ხარ ტასოთქო“.
მაგრამ მაგიდაზე „შემოსმულმა“ ქერამ და მის ფერებაში გართულმა მამაკაცმა შოკში ჩამაგდო.
„კვნესის“ მაგვარი ხმებიც მომესმა.
უცბათ ავიფარე თვალებზე ხელი და კარისკენ შევბრუნდი.

ახალი ისტორიით დაგიბრუნდით.იმედია მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ.ველოდები თქვენ შეფასებაას



№1  offline წევრი miyvarxar1992

მმმ. საინტერესოა, წარმატებები და იმედია მალე და დიდ თავებს დადებ

 


№2 სტუმარი katie

ძაან მაგარია!!! მალე დად ახალი თავი... love request

 


№3  offline წევრი S T I L I N S K I

კაია მალე დადე ერთი ერთგული მკითხველი კიდევ შემოგემატა

 


№4  offline წევრი Unnamed

Kargiaa... Momewona :D ar daagviano velodebi shemdegs :D

 


№5  offline მოდერი MyLove

ბარბარიზმები ამოაგდე ლექსიკონიდან.. ''ლოგინი'' ,''ადიელა'' ესენი ამოიღე.. love იცი, როგორ მომეწონა? საერთოდ ვგიჟდები ყვავილებზე და ყვავილების ხათრით წავიკითხე ეს თავი.. request იმედია მალე დადებ და არ გვალოდინებ.. თავის სიდიდეზე არ გეწუწუნები, უბრალოდ, მინდა სისტემატიურად დადო.. ჩემი ფავორიტი გახდი უკვე!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6  offline წევრი Girlfromlondon

ჩემი უღრმესი მადლობა თქვენ.
შეიძლება არც იცით ან საიდან უნდა იცოდეთ თქვენი თითოეული სიტყვა ჩემთვის რამდენს ნიშნავს .. <3

MyLove
ბარბარიზმები ამოაგდე ლექსიკონიდან.. ''ლოგინი'' ,''ადიელა'' ესენი ამოიღე.. love იცი, როგორ მომეწონა? საერთოდ ვგიჟდები ყვავილებზე და ყვავილების ხათრით წავიკითხე ეს თავი.. request იმედია მალე დადებ და არ გვალოდინებ.. თავის სიდიდეზე არ გეწუწუნები, უბრალოდ, მინდა სისტემატიურად დადო.. ჩემი ფავორიტი გახდი უკვე!


განსაკუთრებული მადლობა შენ ბოლო სიტყვებისთვის ..
ვეცდები არცერთს არ გაგიცრუოთ იმედები . მე მხოლოდ ერთი მინდა თქვენგან ,რომ თქვენი აზრი სულ მითხრათ <3 დაუსწრებლად მიყვარხართ ყველა !

 


№7 სტუმარი Ann

ყვავილები ^___^ გვირილებიი ^____^ <3 ვაიმეე რა კარგია!!! აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!!!♥
მართლა ძალიან მაგარიაა ♥ ♥
აბა შენ იცი!
იმედები არ გაგვიცრუო love request

 


№8  offline მოდერი ენქეი

აუუძალიააან კარგიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent