შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე + შენ = ჩვენ ( თავი 17 )


28-02-2015, 21:48
ავტორი neenars
ნანახია 3 928

"რა ნათელი დღეაა რა ნათელი მზეააა იმიტომ რომ დღეს ყველაზე მაგარი დედიკოს დაბადებისდღეაა" და ამ სიმღერით და ტორტით გავაღვიძეთ დედაჩემი ... მართლაც რა ლამაზი დღე იყო , თანაც მზიანი მოკლედ ყველაფერი კარგად იყო ,ბედნიერად ... დილიდანვე დაიწყო მილოცვები , ტელეფონზე რეკვები , საჩუქრები , ყველას ღიმილიანი სახე გვქონდა... დაიწყო ნათესავების მიმოსვლა ... მამაჩემის დაუზარელი 'კაიი არ დამავიწყდება' პასუხები ... დილიდან ესეთი ამბები იყო ჩემს სახლში ... შემდეგ სუფრაც გაიშალა ... შემდეგ ზარი იყო ყოველწუთას კარზე ... და ბოლოს ყველა ერთდ შემოუსხდა სუფრას .... ბოლოს კი ამ ბედნიერ წუთებთან გამომშვიდობება მომიწია და რატომ იციით ?!იმიტომ რომ დებილი ვარ ან არვიცი უბრალოდ დებილი ვარ და მაგიტომ ან როგორც ვთქვი დებილიც ვარ, მაგრამ მეპატიება, რადგან შეყვარებულიც ვარ და თან ,უბრალოდ დებილი და შეყვარებული კი არ ვარ ,მე ვარ დებილი და შეყვარებული ილო ბარათელზე და დამიჯერეთ ეს იოლი საქმე ნამდვილად არ არის. სემინარზე უნდა წავსულიყავი და შემდეგ ისიც მენახა... ამიტომაც მოვემზადე , დავემშიდობე ყველას მალე დავბრუნდები რამდენიმე საათში თქო , გავიკეთე ყურსასმენები და წავედი სემინარზე. .. მხოლოდ უნივერსიტეტს რომ მივუახლოვდი მაშინ მოვიხსენი და მობილურსაც ხმა გამოვურთე .. მართლაც შენობაში შევედი ... ისევ იგივე ხალხი , გამარჯობა ,როგორ ხარ ,კარგად .. ნახვამდის ... მსგავსი ლაპარაკები გავიარე... და სემინარის კლასისკენ გავემართე, რომ მოულოდნელად დემე დავინახე. კედელს ეყრდნობოდა , კლასიდან მოშორებით იდგა და მობილურში იყურებოდა ... მეც მისკენ წავედი.

- დემე ?! ესე ადრე არ გელოდი აჰაჰაჰ .
მივედი და გადავკოცნეთ ერთმანეთი, მაგრამ მას ნორმალურად თავი არც აუწევია დავინახე მესინჯერში წერდა რაღაცას.

- ვააა რა გამახარე ჩემი ... მართლა არ მეგონა თუ მოხვიდოდი დღეს ტო.
კედელს ეყრდნობოდა, მისი საყვარელი დახეული ჯინსები და შავი ქურტუკი ეცვა .

- რავიი მთელი საგიჟეთია სახლში ,მაგრამ მაინც მოვედიი გადატანას მირჩე -

და უცბად გავჩერდი ,რადგან დემეს დავაკვირდი ... რაღაც სჭირს . ვერ ვხდები ,რაღაცნაირია ?!

- რა გჭირს ?

- რა ?!არაფერი რა უნდა მჭირდეს... დაიცა ტვინი წამიჭამეს ვუპასუხებ და შევიდეეთ.

ეს მითხრა მხოლოდ , მაგრამ მე არ შევეშვი .

- დემე ხო კარგად ხარ ?

- აუ კი თან მაგრად იმენა ჯიგრულად ჰაჰაჰჰაჰაჰა და შენ რა კითხვებით ხარ ?

- კარგი .... ძალიან კარგი ... მიხარია თუ ეგრე ხარ , რადგან ძველი დემე მომენატრა.

- ძველი დემე.

ირონიულად თქვა და გაიცინა , რაღაც უცნაური იყო ... მეც გავჩუმდი და ვუყურებდი, ვაკვირდებოდი . როდის ვნახე ბოლოს დემე ესეთ წვერებში ?! პასუხს ვერ ვპოულობდი.არა უხდებოდა , უფრო ასიმპატიურებდა და მეტ შარმს მატებდა მაგრამ მაინც ...

- რატომ მიყურებ ეგრე ? ესე მოგენატრეე ტო ჰაჰაჰა

და ამომხედა ... და უცბად გავიაზრე : შეშუპებული ქუთუთოები , უცნაური მზერა , ჩასისხლიანებული თვალები ,რაღაცნაირი ღიმილი .....

- დემე

- აი ვსოო მოვრჩი წავედიით.

- შემომხედე

- გიყურეებ ტოოო ვის უნდა ვუყურო შენზე უკეთეეს ჩემო
ულამაზესო ჰა?!

მოვიდა და ორივე ხელით ,როგორც იცოდა ჯერ ლოყა მომაგლიჯა და შემდეგ მაკოცა .

- წამოოო წავიდეეთ.

და ხელი გადამხვია ,მაგრამ ეგრევე გავინთავისუფლე თავი და გავაჩერე

- რა გჭირს ეეე?!
გაკვირვებული ხმით მკითხა .

- სიმართლე მითხარი .

- რა გაინტერესებს გააჩნია?!

- დემე მოწეული გაქვს ?

არ ელოდა ამ კითხვას . მაგრამ ორწამიანი პაუზის შემდეგ არ დაიბნა და მაინც მიპასუხა.

- ამ ტონით უკანასკნელ დედამო***ბს ელაპარაკებიან ხოლმე ლილე.

- დემე მიპასუხე.

- აუუ ლილეე სისულეების თავი არ მაქვს რაა ,წამოო შევიდეთ

და მომკიდა ხელიი, მაგრამ არ მივყვებოდი გავჩერდი , ისიც გაჩერდა რომ მიხვდა წასვლას არსად არ ვაპირებდი და თავი მოატრიალა

- რას შვები ტო?!

- მეღადავები დემე ??? ესეთ მდგომარეობაში აპირებ სემინარზე შესვლას ?

- აუ ლილე მაგრად ახურებ ეხლა.

- ბიჭო შეგამჩნევს ეგრევე ხო იცი!

- ტიპი 100წელს აღწევს და ლამის ბიჭსა და გოგოს შორის განსხვავებასაც ვეღარ ხედავს და ვაფშე რა შემჩნევაზე მებაზრები ტო?!

და თითქოს კმაყოფილმა ამ ღადაობით, გადაიხარხარა.

- ანუ აღიარებ რომ მოწეული ხარ და აქ მოხვედი ?

- ლექციები მეყოფა ამ სემინარის შემდეგაც ,ამიტომ წამოდი.

კვლავ ხელი მომკიდა და წასვლა დააპირა

- ხელი გამიშვი დემე

რეაქცია არ ჰქონდა ,შეიძლება ითქვას ჩემი ფეხები მექანიკურად მოძრაობდნენ, რადგან ვერ უწევდნენ მის ძლიერ ხელს წინააღმდეგობას.

- დემე მეთქი

მხოლოდ თავს აქნევდა აქეთ- იქით და მიდიოდა , და ბოლოს მეც ვეღარ შევიკავე და მივაძახე უკვე შეცვლილი ტონით
- დემე გაჩერდი !!!!!!!!

მართლაც უცბად გაჩერდა და მომიტრიალდა.

- რა იყო ლილე უკვე ცუდი როჟა ვარ და ჩემთან მეგობრობა აღარ გევასება ?!

- სერიოზულად მეკითხები ? მართლა ვეღარ გცნობ .
გაოგნებული სახით ვუპასუხე . ხო სწორედ ესე ვიყავი : გაოგნებული.

- კაი ტო .... რა გჭირს ,რა დაიგრუზეე ეე.
უკვე ისევ თბილად მიყურებდა, ისევ ღიმილიანი სახით.

- არ დავგრუზულვარ ... უბრალოდ ... წავიდეთ რა ტაქსი გავაჩეროთ და წამოგყვები სახლში და შენ რომ გიყვარს იმ ყავას გაგიკეთებ თუ გინდაა ...მიდიი რაა დემეე

მისი დაყოლიება მინდოდა და აღარ ვიცოდი რა მეთქვა.

- აუ სისულელეებს ნუ ამბობ ლილე . რა დაგემართა ?! ... აუ ჩემი გამაგიჟებ მართლა

- წამოდი რა გეხვეწები.

და ორივე ხელი მოვკიდე, რაღაც გამოთქმა რომ არის 'ნუკრის თვალებით უყურებდაო' სწორედ ესე ვუყურებდი ,რამდენად ნუკრის იყო ამაში ნუ ვიკამათებთ... კაი უკვე საკუთარ თავსაც ველაპარაკები .. კაი ჩემით გავალ.

- ლილე .

- წამოდი გთხოვ დემე

არ იძვროდა ადგილიდან.

- გთხოოოოოოვ .

- კაი .. მხოლოდ იმიტომ რომ არ მინდა გაწყენინო თორე ეხლა ეს სემინარისტიც , მისი აზრებიც და ვაფშე ეს სემინარიც და თან მაგრად.

ხელი მოვკიდე და წამოვიყვანე ...
მართლაც წამოვედით უნივერსიტეტიდან , მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს ... თვითონ მობილური ეჭირა და თამაშობდა რაღაც უაზრობებს ...მე კი ალბათ ფიქრებისგან გავსკდებოდი.
პროსტა რატომ არის ისე, რომ ბიჭებისთვის ესეთი მდგომარეობა არაფერს ნიშნავს ... არ მესმის რატომ ხდება ,რომ ისინი თავიანთ დარდს თუ რაიმე სანერვიულოს ან სმით ანდაც ასეთი რაღაცეებით იკლავენ ... რა ჰგონიათ რომ გამოფხიზლდებიან რაიმე შეცვლილი დახვდებათ ?! ვერ ხვდებიან რომ პირიქით მათ თავიდან მოუწევთ ამ რეალობასთან შეჯახება ? თავიდან მოუწევთ იგივე ტკვილის გადატანა? ! და ასეთი "ყველაფერი ს " საქციელებით არამარტო საკუთარ ,არამედ სხვასაც მოუტანენ ზიანს და ატკენენ გულს უფრო მეტად ?!...
კვლავ ამ ზედმეტად ღრმა ფიქრებში ვიყავი ,როდესაც უკვე კიბეებზეც ავდიოდით

- ჯანდაბა ლილე კიდევ დიდხანს აპირებ ესე ჩუმად ყოფნას ? გეფიცები ასე მგონია ბანკი გავძარცვე ან ვინმე მოვკალი .

- არა დემე უბრალოდ შენი ჯანმრთელობის ერთი ზედმეტი დღე მოკალი ,ხო, პრინციპში, მაინც მკვლელობა გამოდის.

-აუუუუ როდის გახდი ესეთი დრამა როჟა ტო?!

- როჟა აღარასდროს მიწოდო კაი ?! ანდაც არა ჯობია გავჩუმდე ... უბრალოდ არ აგყვები .......
და ჯანდაბაა ეხლა მოუნდა ამ ლიფტსაც გაფუჭება.

მართლაც წარბშეკრული : სწორედ ეს შეიძლება ეწოდოს ჩემს სახეს ამჟამად, ავედი კიბეებზე ... დემეს არაფერი ანაღვლებდა თითქოს, თავის პონტში ისევ ჩემზე ღადაობდა ... და აი ბოლოს და ბოლოს ვეღირსეთ და მივაღწიეთ მის სახლსაც ...დემემაც გააღო კარი.

- არ არიან შენები ?
თან ქურთუკის გახდა დავიწყე.

- ამდროს როდესმე გინახავს რომ ყოფილიყვნენ სახლში ?

- კაი არ მომკლა მეც.

- ჯერ არ ვაპირებ.

- ჯერ ?

- ხო საინტერესოა ნერვები სადამდე მეყოფა ....
.... კაი რა სახე შეგეცვალა ვიღადავე ,აუ ჩემი არა ბარათელი აშკარად მაგრად ცუდად მოქმედებს შენზე დაჟე იურმოზეც დაგრხევია .

- დემე.

- კაი ხო ...

- მიდი წყალი შეისხი სახეზე
ვუთხარი და თან მისაღებში გავედით.

- წყალი რატომ უნდა შევისხა ?
გაკვირვებული სახით მკითხა ბატონმა დემეტრემ . ეს დებილია ?! პირველი სწორედ ეს კითხვა გამიჩნდა.

- რომ გამოფხიზლდე ვერ ხვდები ?

- გამოვფხიზლდე ?!
- ხო დემე გა-მო-ფხი-ზლდე ეხლა მიხვდი ?!
- ვერა ?!
- ვაიმეეეე ნერვებს მიშლი . კაი დაჯექი მაშინ მანდ და გაგიკეთებ ძლიერ ყავას ...
- ყავა არ მინდა ეხლა.
- გინდა ! უნდა დალიო და ადვილად გამოფხიზლდები.
- ლილე მთვრალი კი არ ვარ ტო.
- მაპატიეთ ჯერ თუ ვერ ვერკვევი ამდროს ადამიანი როგორ უნდა მოიყვანო საღ გონებაზე

- ლილე საღ გონებაზე ვარ
- კაი მაშინ როგორ გამოგაფხიზლო ?

- აუუუუ რაიყო ტო ეგ სიტყვა მაგრად დაგევასა ?! გიმეორებ მთვრალი არ ვარ.

- ყოველ სიტყვაზე უნდა შემეკამათო ?!

- არ ვაპირებ თავი მტკივა უკვე.

- ხოდა დაჯექი მანდ და გაჩუმდი

- არა შენთავს ვფიცავარ რაღაც ამოუცნობი არსება ხარ ,ლილე.

- ალბათ ადამიანი უნდა გეთქვა .

- არა ვთქვი რაღაც ამოუცნობი არსება თქო და სწორედ ეგ ვიგულისხმე.

არაფერი ვუპასუხე სამზარეულოში შევედი . დავინახე თაროზე ყავის კოლოფები .
- რომელი ყავა გინდა?

გამოვძახე სამზარეულოდან.

- რა მნიშვნელობა აქვს.

- ხო პრინციპში შენთვის არანაირი.

მხოლოდ სიცილის ხმა მომესმა. მეც წყლის ასადუღებელი ვიპოვნე და შევუერთე დენს ,

- უი ხოო მიდი ფანჯარასთან მიდი.

- მერე ?

- ეხლა მაღლა თაროზე აიხედე ,
- ხო მერე ?
- აიხედე ?!
- დემეეე მეღადავები ?!
- მიპასუხე როცა აიხედავ
- ავიხედე გისმენ მერე
- ეხლა გახსენი და მანდ ჩიფსები და რაღაცეები დევს და ეგეც წამოაყოლე ბარეემ
და გადახარხარების ხმა მომესმა.

- აქ არ შემოხვიდე თორემ მოგკლავ.

- არაუშაავს ბოლოს ყველა მოვკვდებით და მანამდე კი ეგენი წამოიღეე

- კიდევ რას ინებებ ჩამომიწერე რო არ დამავიწყდეეს კაი ?!

გავძახე მეც ირონიული ტონით .

- უი ხოო წყალიც წამოაყოლე ყავის მერე ჯანმრთელობისთვის კაიაო და როგორც მითხარი ისედაც ცოტა დღე მქონია დარჩენილი და დავლეევ ბარეემ

- იუმორზეც მოქმედებს ' ეგ '?

- ეგ არა , მაგრამ შენს სარკაზმზე ბარათელი კი აშკარად ცუდად.

გამეცინა ,თანაც ძალიან მაგრამ შევიკავე თავი ... ხომ, ესეთი დეგენერატი იყო ეხლა, ხო ესე უკანასკნელად ვლანძღავდი გულში ,რომ თავს იწვალებდა და ასეთ დღეში იგდებდა ,მაგრამ მაინც გამეცინა, რა ვქნა დემესთან ადამიანი ბოლომდე გაბრაზებული ვერ გაჩერდებოდა ... ცოტახნის შემდეგ ყავებით ხელში დავბრუნდი ოთახშიც.

- ვაააააა ვის ვხედავ

- ჯანდაბა .
მივაძახე, რადგან გული გამისკდა უცბად დემე რომ დავინახე ზევითის გარეშე. განა რამე ... უბრალოდ არ მინდოდა მისი ესეთ ფორმაში დანახვა...ილოც კი არ მყავს არასდროს ესე ნანახი ... სხვა ალბათ ჩემ ადგილას დადებილდებოდა ,რადგან დემე ოდესღაც ,ვგულისხმობ ,ამ "სხვა დემემდე" ტრენაჟორებზე დადიოდა და ვარჯიშობდა ხოლმე ...შესაბამისად ყველა გოგო მის პრესსზე დადნებოდა.

- რა მოხდა ?!

- ეგრე აპირებ ყოფნას ?!

- როგორ ესე?!

- ჩაიცვი მაიკა.

- აუუ რა იყო ტოო მე მეგონა ბარათელის გარდა შენში ემოციებს ვერავინ იწვევდა .

- იღადავე ?

- აუ კი თან მაგრად .

და გადაიხარხარა
- ხო კაი რა იყო.
გადაიწია და სავარძელზე გადაკიდებული მაიკა ჩამოიცვა. კვლავ იცინოდა. ოხ ეს ბიჭები.

- ისე იმდენხანს არ გამოჩნდი მეგონა დაგავიწყდი.

- selfesteem-იც გიქვეითდება ?

- ლილე უკვე მექანიკურად რომ სვამ კითხვებს ხვდები ?

- გამომართვი.

მივაწოდე ყავა , და შემდეგ შემოვიტანე სასუსნავები და დავალაგე მაგიდაზე. დავჯექი და მას ვაკვირდებოდი. პაუზის შემდეგ ისევ დემემ დაიწყო ლაპარაკი.

- ეგეთი სახით ნუ მიყურებ

- ეს ჩემი სახეა რავი თუ უკვე მეხსიერებაზეც პრობლემები გაქვს?

- კიდევ კითხვის ნიშანი ?!

- რა არა ?

- ლილე ჯერ ცოცხალი ვარ .

- მიხარია ,მაგრამ მორჩა უკვე.

- რა ?

- ანუ შანსი არაა თქო.

- ლილე მაშინებ

- არ წავალ სანამ არ მეტყვი რა ხდება , მე კიდევ სახლში მინდოდა მისვლა ,რადგან დედაჩემის დაბადებისდღეა ,რადგან ათასი ხალხია, რადგან სემინარიც გავაცდინე რადგან -

- კაი თავს ნუ მაცოდებ .

- ხო მიხვდი ,რომ ვიგულისხმე უნდა მომიყვე ყველაფერი და თანაც ეხლავე.

- ვერც შენ გამიგებ ლილე და ჯობია-

- ჯობია არ არსებობს დემე და მგონი უნდა გაგეცანი საკმარისად, რომ მიმხვდარიყავი ,მე შენ ყოველთვის გაგიგებ.

ამ სიტყვებზე ამომხედა დემემ , იღიმოდა ,არა ირონიულად უბრალოდ თბილად იღიმოდა, როგორც იცის ,როგორც ადრე , როგორც ყოველთვის.

- კაი რა ლილე ... კაი რა.

მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა და შემდეგ გაჩუმდა , წამოდგა ... ფანჯარასთან მივიდა ფარდა გადაწია და იყურებოდა ... შემდეგ კი ბარისკენ წავიდა...

- რას აკეთებ ?

არ მიპასუხა არაფერი ... მოულოდნელად თავისი საყვარელი ვისკის ბოთლი აიღო და გახსნა დაუწყო.

- დემე არ გადამრიო უნდა დალიო ?

არ მპასუხობდა , თითქოს არაფერი არ აინტერესებდა, ნელა აკეთებდა , აუჩქარებლად თითქოს ეკიდა
ყველაფერი და იცოდა არავინ გააჩერებდა.

- დემე

მაგრამ შეცდა , რადგან მე არ ვაპირებდი მეყურებინა ჩემი საუკეთესო მეგობარი თავს ასეთ დღეში როგორ იგდებდა,მეც მივედი და ბოთლს მოვკიდე ხელი .მას უნდა მოეცა ჩემთვის . მას აღარ უნდა დაელია . აღარ

- გთხოვ

გაჩერდა , რეაქცია არ ჰქონდა , უბრალოდ გაჩერდა და ჩემს ხელს უყურებდა.

- დემე არ გინდა .

მას ვუყურებდი , წარბებს რაღაცნაირად აკეთებდა ,თითქოს უკვირდა, თითქოს ბრაზობდა,თითქოს რამაც გული ატკინა ის ახსენდებოდა.

- ძალიან გთხოვ

და ამ სიტყვების შემდეგ მოულოდნელად ბოთლს ხელი გაუშვა , წამიერი პაუზა იყო რომ უცბად ისე რომ
ვერც კი გავიაზრე ჭიქა ძირს მთელი ძალით დაახეთქა, დიდი მსხვრევის ხმა. გული გამისკდა უცბად ისე შევკრთი ... ეგრევე მას შევხედე და აწითლებული იყო ,ცახცახებდა .

- ამის დედასშევ**ი ... ამ ცხოვრების-

და მოულოდნელად გაჩუმდა, აღარ გააგრძელა , მე უკვე მას აღარ ვუყურებდი , ქვემოთ ვიყურებოდი და ვცდილობდი როგორმე ჭიქის გატეხილი ნამსხვრევები ამეღო რომ ჩემ წინ მისი ფეხსაცმელები დავინახე ,შემდეგ კი გამოწვდილი ხელი , ავხედე , და ხელი კვლავ გამოწეული ჰქონდა , მეც მოვკიდე ... ხმას არ ვიღებდი . ან უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა ... დაბნეული ვიყავი. მან წამომაყენა და ის უცბად , სრულიად მოულოდნელად ჩამეხუტა . ცოტა მეკლდა რომ გიჟივით არ დამეწყო ტირილი, რადგან მას რომ ესეთს ვხედავდი ძალიან განვიცდიდი .ღმერთო ჩემს ყველაზე თბილ , გადარეულ , მხიარულ მეგობარს რა სჭირდა ... რატომ იყო ეხლა სრულიად სხვა .... რატომ ...რა დაემართა ..რა გამოვტოვე .... რატომ ვხედავდი მას ასეთ მდგობარეობაში ... რამ ატკინა გული ესე ძალიან... და მოულოდნელად მისი ხმა გავიგონე

- მან რა გაუკეთა და მაინც მისი მხარე დაიჭირა ... მე დამადანაშაულა ... მაინც მე

მისი ესეთი ემოციური ხმა არასდროს გამიგონია . თავი გამოვწიე და შევხედე გაკრვირვებული სახით

- საშინელებაა ტო ... მიყვარს და ვერავის ვეუბნები , მიყვარს და მას არ აინტერესებს ... მიყვარს და მას კვლავ სხვა ურჩევნია ... სხვა ,რომელმაც გული ატკინა ... სხვა, რომელმაც დაიკიდა და უღალატა .. მაინც ის .. აუ ჩემი .

ამ სიტყვებზე ხელი შუბლთან მიტანა და ბარს დაეყრდნო ...ღრმად სუნთქავდა ...

- პროსტა ტიპი იმდენად ს**ი იყო ... პროსტა იმდენად რო შეეშინდა აზრზე ხარ ... არ მივიდა .... ერთხელაც კი არ მოუბოდიშა .. და ის კი ვერც ხვდება მართლა რომ ჰყვარებოდა პატიებას მაინც თხოვდა ტო, მარა არაა მას მაინც მიშო ურჩევნია ... რა თქმა უნდა, მიშო ხო მისი პირველი სიყვარულია ,მე კი ..

სიტყვა აღარ დაამთავრა ,ცოტახანს გაჩუმდა. თვალები ჰქონდა დახუჭული ... ხელებით კვლავ ბარს ეყრდნობოდა და უკვე თავიც ჩაწეული ჰქონდა.

- დემე შენ ნა-

- ხოო ლილე ხოოოოოო ჯანდაბაა .
ამ სიტყვების თქმისას შემოტრიალდა

- ხოოო ნატი შემიყვარდა ... რავქნაა უბრალოდ ეგრე მოხდა ...
და უკვე ტონს უწევდა, ხელებით ლაპარაკობდა

- ამის დე**ც ...პროსტააა რომ მახსენდება მისი სახე ...შემდეგ როგორ ტიროდა .... და მიშოს გამო როგორ ცუდად იყო იმ დღეს ... რომ მინდება ის ნაბი***რი მოვკლა ორივე ხელით..

ამ სიტყვებზე ღრმად ამოისუნთქა დივანზე დაჯდა ... ხელები ნერვიულად თავზე აიფარა და დახარა თავი. გამიკვირდა თუ არა ?!არა არ გამკირვებია ვიცოდი ,რომ
დემეს ნატი ყოველთვის მოწონდა ,მაგრამ ესე ძალიან თუ უყვარდა ვერ წარმოვიდგენდი. არ ვიცი ,მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე გამახარა ... ვგულისხმობ წამით რომ წარმოვიდგინე ის და ნატალია რა მაგარი წყვილი იქნებოდა ტანში დამაჟრიალა სიხარულისგან ... თუმცა ჯერ მომავალზე ფიქრის დრო ადრე იყო ...ეხლა ყველაზე მეტად მისი ესეთ მდგომარეობაში ყურება მიკლავდა გულს.ამიტომ დავიწყე ლაპარაკი

- არვიცი რა მოხდა იმ დღეს მაგრამ ... ერთი რამ შემიძლია გითხრა ... მიშო მისი წარსულია დემე ...რაც არ უნდა იყოს მას მიშო ყოველთვის ემახსოვრება მაგრამ ... ეს არ ნიშნავს რომ გრძნობები მისდამი კვლავ აქვს გესმის?!

- აქვს ლილე . აბა არ აქვს ტო ?! კვლავ ის უყვარს ჩემი... მე კი ვერ მიტანს ...

- კი მაგრამ სულ რაღაც დილით მეუბნებოდა იმ დღეს, რომ არ ვიცოდი ესეთი საყვარელი თუ იყო დემეო ...ნეტავ აქამდე მცოდნოდააო ...როგორ შეიძლებოდა ერთ საღამოში შეძულებოდი... ან ვაფშე იცის მაინც შენს გრძნობებზე ?

- ადამიანი ვერ უნდა ხვდებოდეს საქციელებით ? სერენადა უნდა მემღერა და ვარდები მეჩუქებინა, რომ მიმხვდარიყო ?! მოკლედ ...იცის ლილე იცის ... და სწორედ ამის გამო ვერ მიტანს.

- ვერ მიტანსო რომ აიჩემე, რა თავისი პირით გითხრა რომ სძულხარ ?

- სიტყვები რა საჭიროა ნუ გადამრიე ტო ...

- და შენ არც გიცდია მასთან ლაპარაკი , არც რამის ახსნა , უბრალოდ არ ელაპარკები , უბრალოდ სულ სვამ და ეწევი ... და გგონია კარზე მოგიკაკუნებს და გეტყვის მაპატიე მიყვარხარო ?!

ცოტახანს გაჩუმდა , შემდეგ ამომხედა და მითხრა

- როდესმე შეგპარვია ეჭვი ,რომ ილოს არ უყვარხარ ?

თითქოს გავშრი ?! არვიცი შევკრთი ... არ ველოდი ასეთ კითხვას დემესგან .... დავიბენი .. რატომ დავიბენი ?რატომ და არ ვიცოდი რა მეპასუხა... განა ეხლახანს არ გამიჩნდა პირველად კითხვა რომ ნუთუ შევუყვარდი თქო ?! ... მაგრამ ეს სიტყვები .... რა მართლა იმდენად ბრმა ვიყავი, რომ ყველა ხვდებოდა ყველაფერს ჩემგარდა ?! ... მართლა ესე ვუყვარდი ილოს ყოველთვის და მე კი მხოლოდ ეხლა მივხვდი ?! ნუთუ ესეთი დებილები ვართ გოგოები ?!და მეც მათ შორის ?!

- ხო ხედავ გაჩუმდი, რადგან ალბათ არასდროს ... სულელი უნდა იყო ,რომ ვერ დაგენახა როგორ გიყურებდა ან როგორ გექცეოდა ..

თავისთვის ჩაილაპარაკა დემემ, მაგრამ მეგონა ამდროს რაღაც გულში მომხვდა, როგორც რავი ელვა ?! სასაცილოდ ჟღერს ეს სიტყვა ... მაგრამ ...

- რატომ არ გინდა რომ იბრძოლო ?

მხოლოდ ეს ვთქვი.

- რისთვის ვიბრძოლო იმისთვის რაც არასდროს ახდება ?

- ნატის ამდენწლიანი ურთიერთობა სულ რაღაც ერთ დღეში ,ერთ წუთში დაენგრა ხვდები ? და მისთვის არაა ადვილი რომ ენდოს სხვა ადამიანს ... რომ რაღაც ახალი წამოიწყოს ... ვინ იცის ისიც როგორ ნერვიულობს და განიცდის... არც მე მიყვება არაფერს .., ვაფშე არაფერს ...რაღაც ჩაიკეტა და ამ თემას არ ეხება ...ესეთი არ მინახავს არასდროს ... იქნებ ეშინია ? იქნებ ეშინია და ვერ აღიარებს ?! ხო წარმოიდგინე ამდენი წელი იცნობდა მიშოს და იმედები გაუცრუვდა და შენ მხოლოდ რამდენიმე თვე გიცნობს დემე .

მაგრამ უცბად დემეს მობილურზე დაურეკეს ... და გაგვაწყვეტინეს

- სანდროა

- ვაიმეეეე ჯანდაბაა აუუ დამავიწყდა ,რომ უნდა დამერეკაა ვაიმეე მიდი აიღე

" ჰო"

" სად ხარ ? "

მესმოდა როგორ ჰკითხა სანდრომ

" სახლში ვარ რა იყო ?"

" აუ ჩემი "

" რამოხდა ე ?"

" ლილე ტოო ... ავუკელი ეს დედააფეთქებული მობილური დაა რ იღებს... არც სემინარზე არაა გავგიჟდი "

" აქაა ბიჭო თავიდანვე გეთქვა "

" ღადაობ ? დაუძახე დროზე აუ ჩემი "

" შენ გეძახის "
გამოვართვი მობილური და დავიწყე ახსნა-განმარტება

" აუ სანდროო მართლა დამავი-"

" მობილურს რატომ არ იღებდი ? "

" სემინარის გამო ხმა გამოვურთე და დამავიწყდა მერე ჩართვა "

" დემესთან ხარ ?'"

" ხოო ცუდად იყო რაღაც და ... მოკლედ მაგასთან ვარ რამე მოხდა ?"

"რაღა დღეს მოგინდათ ჩემი "

"რა მოხდა ? ნუ მაშინებ "

" კაი აღარაფერი "

"სანდროო ნერვებს მიშლი რა მოხდა "

" სახლში მიდიხარ მაქედან ხო ?"

" კი შენებიც ჩვენთანა არიან ხო იცი "

" კი ...კაი მიდი .. გაერთე .. ხვალ გნახავ "

"სანდრო"

"ხვალ გნახავ ...წავედი "

" კაი მიდი "

- რამე მოხდა ?

- აუუუ არვიცი აღარ შემიძლია გამაგიჟებთ მე თქვენ ბოლოს რა.

- კაი კაი მე მეყო უკვე დღეს ლანძღვა ... ჯობია შენც წახვიდე რა . ტეხავს შენებთან ტო

- ხო მაგრამ

- კარგად ვარ ლილე ... აი ამ ყავას თავიდან გავაცხელებ და ვითომ ისევ შენ მომიტანე .
და ჩაიცინა

- აუ გთხოვ სახლში დარჩი რაა...

- კაი ნუ ნერვიულობ ესე ... გპირდები არსად არ წავალ.
და გამიღიმა.

- კაი მაშინ ავკრიფავ ამ-

- არაა შეეშვი ხელი არ გაგეჭრას ,მე ავიღებ მერეე

- კაი.

მართლაც გავედით ჰოლში ...ავიღე ჩანთა,ჩავიცვი ქურთუკი და მოვტრიალდი დემესკენ
და მოულოდნელად მან დაიწყო

- ძალიან კარგი მეგობარი ხარ ლილე ... და რაც მთავარია ძალიან გამგებიანი ადამიანი ... არვიცი ... ალბათ ერთადერთი ხარ ვისაც შეეძლო დღეს აქ მოვეყვანე და ესეთი " არა ლექციური " ლექცია ჩაეტარებინა ...

- არა ლექციური ლექცია ხო.
და გამეცინა .მგონი ძველი დემე ნელ-ნელა ბრუნდებოდა.

- ეხლაც მახსოვს ყველაზე უკანასკნელ ადამიანსაც რომ არ ეტყვიან ისეთი სიტყვები მითხრა ნატიმ ... მართლა სამწუხაროა ... ისიც შენნაირი რომ არ არის ...

- ხო მაგრამ დემე ... შენ შეგიყვარდა ის ისეთი როგორიც არის ... გოგო, რომელსაც ჰქვია ნატალია კობახიძე ... გესმისს ?!...
გავჩუმდი ,შემდეგ ორივე ხელი მხარზე დავადე ,შევხედე და ვუთხარი
- მართალი ხარ შეიძლება მიშო მისი პირველი სიყვარული იყო ,მაგრამ არა უკანასნკელი დემე ... და განა მთავარი ეს არ არის ?! .

მხოლოდ ეს ვუთხარი ,შემდეგ კარი გავაღე ,რომ კვლავ დემეს ხმა გავიგონე

- მადლობა ლილე . ყველაფრისთვის .

მეც გავხედე გავუღიმე და წამოვედი ... ტაქსში ვიჯექი უკვე და თითქოს ამ ყველაფერმა დამაფიქრა ... დემე და ნატი .. განა ეს არაჩვეულებრივი არ არის ?! რა უცნაურები ვართ გოგოები თურმე სულ ჩვენ თვალწინ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის , რომლებიც ჩვენთან არიან და ვიცით არასდროს მიგვატოვებენ ... და ჩვენ კი შეიძლება ისინი ვერც დავინახოთ ... ან არ დავაფასოთ ...ან უბრალოდ სხვა ' მრავალსიტყვიერ ' ადამიანზე გავცვალოთ ... მაგრამ დემეს ...დემესაც თუ ვნახავდი ესეთ მდგომარეობაში ვერასდროს წარმოვიდგენდი .... ესეთი შეყვარებული დემე ... სასაცილოა ... ადამიანი ესეთი შეყვარებული რომ ხარ და არ გიფასებენ ... არ გიჯერებენ ... ამ ფიქრებით მობილური ამოვიღე ... ჯანდაბა ხანდახან წამიც ვერ ვცოცხლობ მის გარეშე და ხანდახან კი საერთოდ მავიწყდება მისი არსებობა ... მართლაც სანდროს გამოტოვებული ზარები და მესიჯები იყო და უცბად ამ ზარებს შორის ... ერთი განსხვავებული სახელიც დავინახე ,რომელმაც ისევ დემეს სიტყვები გამახსენა ...და გამეღიმა ... არვიცი მთელ სახეზე მხოლოდ ღიმილი გამომესახა ... ამ ღიმილითვე ავედი სახლში ... ამ ღიმილითვე გავუღიმე ყველას ... ამ ღიმილნარევი სახით ვიყავი მთელი საღამო ... ამ სახით ვიცინოდი, ვლაპარაკობდი , ვმღეროდი ...შემდეგ კი ოთახში შევედი და ფსიქოლოგიურად მოვემზადე ,რომ მე ამ შემოსული ნომრის პატრონისთვის უნდა დამერეკა ... მართლაც ღრმად ჩავისუნთქე და დავაჭირე მწვანე ღილაკს ... მივიტანე ყურთან მობილური ..და .... ისევ ეს საშინელი ხმა "მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურების ... " ილო ბარათელს მობილური გამორთული ჰქონდა ...შესაბამისად ვერ დავურეკავდი ...შესაბამისად კიდევ ერთი დღე გავიდა და მე ვერ გავიგე პასუხი კითხვაზე ... ერთი დღე მის გარეშე ...რა საშინლად ჟღერდა ...ეგრევე fbზე შევედი ...იქნებ იქ მაინც ყოფილიყო ,მაგრამ არა ... არ იყო შემოსული ... ჯანდაბა ..რაღაც საფიქრალი ხომ უნდა ჩამყოლოდა გულში .... ამ ფიქრით დაღამდა კიდეც , დავწექი მეც და დავურეკე ნატის

" შენ ვაფშე დამივიწყე ხო ? "
მივაძახე ნატალიას

" დედაჩემი მოვიდა წეღან და ჰაჰაჰ აშკარად მშობლები უფრო ერთობიან ვიდრე ჩვენ ჰაჰა "

" ხვალ ხო იცი გამოდიხარ მარტო ვრჩები გვიანობამდე სახლში აჰაჰ "

" კიი შუადღეს გამოგივლიიი აუ მომენატრეეე უხ "

" მეეც და ამერიკაში კი არ ვცხოვრობ ეს ისე თუ დაგავიწყდა "

" აჰაჰჰაჰაჰაჰაუ ძაან გამეცინაა "

" მისმინე ილო არ გინახავს დღეს ?"

" არა და რა იყო უკვე ერთი დღეც ვეღარ ძლებ ?"

" ნატიი რა ენა გაქვს "

" ჰააჰაჰაჰ როგორც ყოველთვის ისეთი"

" ხვალ გნახავ და მოგივლი აშკარად ჩემი ხელი დაგაკლდა "

"კაიი ეგრე იყოს ჰაჰააჰაჰააჰაჰ ეხლა კი უნდა წავიდე რაღაცას ვუყურებ და ყველაზე მაგარ მომენტში დარეკე "

" რას უყურებ?"

" არ გეტყვი რადგან მოყოლას დაიწყებ და ვეღარ გაგაჩერებ"

" ხვალ მოგივლი თქო "

" კაიი გკოცნიი წავედი "

" მიდიი "

" ტკბილი ძილი ჩემო პრინცესა "

" არ გამოგივიდა ვერასდროს მიბაძავ მის ხმას რა აჰაჰაჰაჰაჰაჰ "

" ეეე ხო ვცადე მაინც ჰაჰაჰ კაიი ვთიშაავ "

გამეცინა რა გადარეული იყო ....საერთოდ ჩემი ყველა მეგობარი თავისებურად გიჟია და რა გამოდის მეც ნორმალური ვერ ვარ ?! ხო ალბათ და გიჟებმა მივიზიდეთ ერთმანეთი ,გამეცინა ... რაღაც მიუხედავად ყველაფრისა მაინც დადებითი დღე იყო . ამიტომ ჯობდა ამ დადებითი ფიქრებითვე დამეძინა ,სინათლე ჩავაქრე ,მობილურს კიდევ ერთხელ დავხედე ,და დავიძინე.

/////////////////////////////////

გამეღვიძა ,დავხედე 2ის წთები იყო ჰმმმ აშკარად არც ისე ცოტა მეძინა, წამოვდექი ფარდები გადავწიე ,ფანჯარა გავხსენი და ღრმად ჩავისუნთქე რა მზიანი დღე იყო. ზამთრის მზიანი დღე . lazyday უნდა მომეწყო ესე ეძახიან ხოლმე youtubeში უსაქმურობის დღეს youtuber-ები . რაც შეიძლება დიდი კოსა გავიკეთე ,თან მეცინებოდა ჩემ თავზე და ოთახიდან გავედი. თან დღეს მთელი დღე მარტო უნდა ვყოფილიყავი დაჩაზე გადაწყვიტეს 'დიდებმა' წასვლა და სწორედ მიხვდით მე როგორც ახალგაზრდა მომტეხეს . გამეცინა ჩემთავზე ძალიანაც კარგი . ჩემი საყვარელი შოკოლადის ტორტის ნაჭერი მოვიჭერი ,ტელევიზორი ჩავრთე
და მოულოდნელად ჩემი მობილურის ხმა გავიგონე ვიღაც მირეკავდა ,მივვარდი დივანთან ალბათ ილოოა თქო ამ ფიქრებით, მაგრამ არა სანდრო აღმოჩნდა.

" ჰოუუ"

" სად ხარ ?"

" სახლში დღეს არაფერი მაქვს "

" წავიდნენ ხო დაჩაზე ?"

" კი სანდრო ,ახალგაზრდები მშობლებმა მოგვტეხეს ჰაჰაჰაჰაჰა "

" შენთან მოვდივარ ეხლაა "

" ვააა მართლააა ძალიან კარგიი იმდენი საჭმელია სად წამეღო არ ვიცოდი "

" კაი გნახავ წავედი"

" მიდიი"

გამიხარდა ჯერ სანდრო ,შემდეგ ნატიც მოვიდოდა ,რავიცი თუ დემესაც დავუძახებდი იქნებ შემერიგებინა მაინც .... და მერე იქნებ ილოც მოსულიყო ... მოკლედ ამ ფიქრებით უფრო მეტად მხიარულად და კარგად ვგრძნობდი თავს ,მუსიკა მქონდა ბოლოხმაზე ჩართული თან ვცეკვავდი ,თან ვმღეროდი და თან ვალაგებდი. და აი კარზე ზარის ხმაც გავიგეე . გავაღე კარიც და სანდრო იყო , ცალი ხელით კედელს ეყრდნობოდა.

- ვაუუუ ალექსანდრე რა სიმპატიური ხარ ეე .
მართლაც სანდროსეულ სიმპატიურობას სანდრო არ კარგავდა.
ზევით შავი მაიკა ეცვა და სპორტული ჟაკეტი . კაპიშონი როგორც უმეტეს შემთხვევაში იცოდა ,თავზე ჰქონდა წამოფარებული .
სპორტული ნაცრისფერი შარვალი ეცვა და შავი ნახევრად გახსნილი ინსფექტორები ,შარვლის ტოტები კი შეიძლება ითქვას დაუდევრად ჰქონდა ფეხსაცმელში ჩატანილი ...

- რავი ლილე დიდხანს ვაპირებთ ესე აქ დგომას ?
მითხრა და თავიდან კაპიშონი გადაიწია და შემოვიდა .,
უცბად სიცილი ამიტყდა, შერლოკის შემდეგ სულ ესე უცნაურად ვაკვირდებოდი ხოლმე ადამიანებს .
მართლაც გადავკოცნეთ ერთმანეთი და წავედით სამზარეულოსკენ.

- მოდიი აქ დაჯექიი აღარ ვიცი საჭმელები სად წავიღო ჰაჰაჰაჰ თან შენ რაც გიყვარს ყველაფერი მაქვს.

- გაერთე გუშინ ?

- გავერთე რა პრინციპში კიი, ძაან
მაცინეს, მერე მღეროდნენ უაზროდ და მაგაზეც ვღადაობდი.მოკლედ კაი იყო.

- ხო გახეული მთვრალი იყო ირაკლი .

- თამადად იყო მამაშენი და აბა ფხიზელი ხომ არ მოვიდოდა ჰაჰაჰაჰა.

თან საჭმელებს ვალაგებდი მაცივრიდან.

- ლილე შეეშვი არ მინდა არაფერი უბრალოდ მოდი და დაჯექი აქ რა .

მითხრა და სკამი გამოწია, მისი ეს ტონი ყოველთვის მაშინებდა .. მისი ესეთი სერიოზული სახე კი ყოველთვის ცუდ ფიქრებს იწვევდა ჩემში .

- რა გჭირს ?!

- მისმინე გუშინ ...

გაჩუმდა ... ჩუმად იყო ... მოულოდნელად კი ცალი ხელი მაგიდას დაარტყა და რაღაც ჩაილაპარაკა...

- სანდრო გისმენ.

- ჯანდაბა რაღა გუშინ წახვედი ტო .. ხო არ მომიწევდა მე ეხლა ამ ყველაფრის...

კვლავ გაჩუმდა ... და თავი აქეთ- იქით გააქნია

- სანდრო ძაან მაშინებ ეხლა

- ვიცი გუშინვე უნდა მეთქვა ალბათ ... მაგრამ ... არ მინდოდა დღის ჩაშხამება ... და გადავწყვიტე-

- სანდრო ...პირდაპირ მითხარი

- ეს გამომართვი ლილე არ ვიცი შიგნით რა წერია მაგრამ ... ვიცი რომ უეჭველი უნდა წაიკითხო ...

რაღაც წერილი ამოიღო ჯიბიდან და გამომიწოდა ... ვიგრძენი, რომ უცბად მთლიანად რაღაცამ დამიარა ... თითქოს ჩემი გონება წამიერად გაითიშა ... და თითქოს დრო წამიერად გაჩერდა. ცახცახიც დამაწყებინა ... და ხელის კანკალით გამოვართვი წერილი ...არ მახსოვს გახსნის მომენტი . თითქოს გონება გაითიშა.... და აი გავხსენი ... უკვე ფურცელიც ამოვიღე ... მთლიანად შევსებული იყო. და დავიწყე კითხვა

" გახსოვს ბაკურიანში რომ მივდიოდით გაბრაზებულმა ყურსასმენები გაიკეთე და თქვი რომ მიდიოდი ამ სამყაროდან . შემდეგ მკითხე ვერ გავიგე რა მითხარიო და მეც გიპასუხე არაფერი თქო ... მაშინ მე მოგატყუე ლილე , რადგან სინამდვილეში გითხარი, რომ არსად არ ვაპირებ შენს გაშვებას ,რადგან შენ მე მჭირდები და ჩემთან უნდა იყო თქო ... იცი დღესაც არ გითხარი სიმართლე ბოლომდე ... ხო არ გითხარი, რომ იმ დღეს მამაჩემს სწორედ ჩემ გამო დაემართა ლამის გულის შეტევა ..რომ სწორედ ჩემთან კამათის დროს მოხდა ეს ყველაფერი ... რა ვიცოდი ...ხო არ ვიცოდი თუ ოდესმე შენ გაგიცნობდი ...რომ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში ..რომ მცოდნოდა .. .ჯანდაბა მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ... ირონიაა არა ?! მე არ გიშვებდი არსად და ბოლოს ისევ მე წავედი ...
ისე როდესმე წერილს თუ ვინმეს მივწერდი მართლა ვერ წარმოვიდგენდი ალბათ ვერც შენ ... მაგრამ ყველაფერი როდესღაც პირველად ხდებაო ხო გაგია ...და შენ თუ ამ წერილს კითხულობ ესეიგი რაღაც მოხდა და ხვალ ვერ გნახე , ან ვერ მოვასწარი შენთან მოსვლა ან უბრალოდ ვერ შევძელი დამშვიდობება ... დღეს რომ მითხარი ' ნახვამდის ილოო' .. ყველაზე საშინელი სიტყვები იყო ლილე ,რაც კი ოდესმე გითქვამს ...რადგან შენ დამემშვიდობე ისე ,რომ ვერც კი მიხვდი ... მე გერმანიაში მივდივარ ... ან როცა ამას კითხულობ შეიძლება უკვე იქ ვარ ... რატომ
არ გითხარი ?! იმიტომ რომ მეც არ ვიცოდი ... ან უბრალოდ მეგონა დრო გავიდოდა და რამე შეიცვლებოდა ..მაგრამ არა ... ადამიანები არ იცვლებიან თურმე .... ჯერ კიდევ თვეების წინ ნათქვამი 'კი ' გამოუყენებია მამაჩემს ... თვლის რომ ცოტახნით იქ უნდა ვიყო, რადგან დროა გავიზარდო და მომავალზე დავფიქრდე. .. მეცინება ... ამ
ირონიაზე მეცინება ...და იმაზეც რომ არცერთმა არ იცის იქ წასვლით , შენთან დაშორებით რა გამიკეთეს ... და რატომ არ შევეწინააღმდეგე ?! .. ხო გითხარი მშობლებს ეგოისტები ვგონივართ და ცდებიან თქო ... სწორედ ამიტომ ... რადგან ვიცი ამას კიდევ დიდი კამათი მოჰყვებოდა ...რადგან ვიცი წინანიშნები უკვე ინფაქტში გადაიზრდებოდა ..და მამაჩემის ამბავს უკვე შემდეგ დედაჩემიც ვეღარ გადაიტანდა ... მოკლედ ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს მათ რომ რამე დაემართოთ ... ხედავ ? მშიშარაც ვყოფილვარ ... რა განა ეს შიში არაა ... საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში .. მაგრამ შენ ლილე ... განა შენც არ დაგკარგავ ?!... ვიცი ამას რომ წაიკითხავ შემიძულებ ... გამლანძღავ .. გაბრაზდები ... არ მაპატიებ ... დაგირეკავ არ აიღებ , მოგწერ არ მიპასუხებ .. მაგრამ ყველაზე მეტად იცი რაზე მწყდება გული , რაზე და შენს დაბადებისდღეს და ახალწელს შენთან რომ ვერ ვიქნები ... ვერ ჩამეხუტები .. ვერ გაკოცებ... არადა დღეს ყველაფერი სხვანარიად მქონდა დაგეგმილი .... სულ სხვანაირად..მაგრამ შემატყობინეს რეისები შეიცვალაო ...ხვალ მიწევს გამგზავრება ... ამიტომ ვერ შევძელი იმ ყველაფრის თქმა ,რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა ... აქ მიწევს ორივე სემესტრის გავლა ...და როდის დავბრუნდები ?! არვიცი ... ალბათ 1 წელზე ნაკლებში ვერანაირად ... საშინელებაა არა ...12 თვე ..უშენოდ და ვინ იცის კიდევ რამდენი ხანი . უფრო მეტი თვე ?!უფრო მეტი დღე ... თანაც უშენოდ.
მაგრამ შენ კარგად უნდა იყო გესმის ! შენ ყველაზე კარგად უნდა იყო !! ალბათ მალე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი ... ადამიანი ვინც არასდროს მიგატოვებს , ვინც ყოველთვის შენთან იქნება , არ აყვება დაუმთავრებელ თამაშებს ,რაც თითქმის არასდროს მთავრდებოდა ჩვენ შორის ,ვინც პირდაპირ გეტყვის თავის გრძნობებს და ვინც ეცდება ჩემი სახელი და გვარიც კი დაგავიწყოს .. ყოველთვის ბევრნი იყვნენ ... ყოველთვის მძულდა თითოეული .... მაგრამ ლილე ... თუ ერთხელ მაინც შეძლო მაპატიო , ან თუ უბრალოდ წყენა მაინც გადაგივლის გთხოვ მიდი ჩვენს ადგილას ლილე . მიდი და ნახე ... ის ხომ მხოლოდ ჩვენი ადგილია ... გახსოვდეს რომ მანდ დაიწყო ჩვენი ისტორია, რომლის დასრულებაც სამწუხაროდ ვერ შევძელი ...
და ბოლოს .. მხოლოდ ერთადერთ რამეს გთხოვ ... უკანასკნელი სურვილის უფლება ხო ყველას აქვს ... მხოლოდ ერთს ...ლილე გთხოვ უბრალოდ არ დამივიწყო .
თუ გინდა შეიძულე , თუ გინდა ცხოვრებიდან ამოშალე , მაგრამ გთხოვ არ დაივიწყო ... არასდროს დაივიწყო ილო ბარათელი , რომელსაც ლილე ნაკაშიძე სიგიჟემდე უყვარდა და რომელმაც მას პირველი კოცნა მოპარა .

პ.ს : არ გემშვიდობები , ვერასდროს დაგემშიდობები ... რადგან შენ ყოველთვის აქ ხარ , ჩემს გულში ... მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ლავ - ი.ბ "

წერილი დავკეცე . მაგიდაზე დავდე . შემდეგ სანდროს მივუტრიალდი .

- სანდრო ყავა გინდა თუ ჩაი ?

სანდრო ხმას არ იღებს ... სკამზე ზის ,ცალი ხელით სკამს ეყრდნობა ,ცალი მაგიდაზე უდევს ,თავი დახრილი აქვს და არ მპასუხობს.

- სანდრო რომელი გინდა თქო ? ! კაი ნალექიან ყავას გავაკეთებ უცბად ეგ მომინდა .

მივტრიალდი , მადუღარა ავიღე . და შემდეგ ყავა დავადგი გაზზე.. მოვტრიალდი, სხვა სიმღერა ჩავრთე და ხმას ავუწიე.

I tried to repress it
Then I carried its crown
I reached out to undress it
And love let me down
Love let me down...

- ლილე ეს სიმღერა რა-

- ჩემი საყვარელი სიმღერაა სანდრო .. არ ჩაუწიო .

So I tried to erase it
But the ink bled right through
Almost drove myself crazy
When these words led to you

And all these useless dreams of living alone
Like a dogless bone...

ეს მელოდია . ეს მუსიკა . ეს სიტყვები. ისევ მოვტრიალდი და უცბად დავინახე ყავა გადმომდიოდა .. გიჟივით მივვარდი და ხელი მოვკიდე , რომ გადმომედგა და ჯანდაბა სახელური ცხელი რომ იქნებოდა დამავიწყდა

- ჯანდაბაა

მივაძახე.. ხელი ლამის დავიწვი , და უცბად დავინახე ყავაც გადმოვიდა .

- ჯანდაბაა თავიდან დავადგავ და თავიდან ავადუღებ და გაუკეთდება ნაღები ისე ვერ დავლევ .

სანდრო ჩემ უკან იდგა და რატომღაც ჩემს სახელს იმეორებდა . მე არ ვუსმენდი , ასანთი ავიღე და კვლავ მოკიდება დავუწყე ,მაგრამ არ ინთებოდა ... წეღან თუ აინთო ეხლა რა ჭირდა ... შემდეგი ღერი ამოვიღე ვუსმევდი კოლოფს ,მაგრამ ხელში მატყდებოდა ასანთის ღერები ...მუსიკა ისევ უკრავდა ..თითქოს ისიც კი მეღადავებოდა ...
So come let me love you
Come let me love you
And then... colour me in

Well I tried to control it
And cover it up
I reached out to console it
It was never enough
Never enough...

ყველა ღერი ტყდებოდა . ან არ ჩერდებოდა და ქვრებოდა ცეცხლი. ისევ სანდროს ხმა ისევ ის

- ლილე გაჩერდი გთხოვ

- არ ინთება . გავგიჟდები ყველა ტყდება

- ლილე გთხოვ

- ვუსმევ ,მაგრამ რეაქცია არ აქვს ხო ხედავ... შენც ხო ხედავ .... არა ვერ ვანთებ

ყველგან ასანთის ღერები ეყარა ... და მოულოდნელად სანდრომ კოლოფი გამომართვა ხელიდან .გავჩერდი . მაგრამ ხელები მიკანკალებდა ... უბრალოდ არ მემორჩილებოდნენ ... და ვგრძნობდი ნელ-ნელა მეყინებოდა .. ხო ალბათ შემცივდა ...ხო ალბათ მაგიტომ მეყინებოდა ... გაჩერებული ვიდექი . მაგრამ მთლიანად ვცახცახებდი და მოულოდნელად სანდრომ მომკიდა ორივე ხელი ... რა თბილი ხელები ჰქონდა ,არა უფროსწორად იმდენად ცხელი იყო რომ დამწვა .არ მინდოდა არ მინდოდა მისი ხელები შემხებოდა ,რადგან ჩემს ხელებს წვავდა

- სანდრო გამიშვი ხელი .

უბრალოდ მინდოდა გაეშვა . მას უნდა გაეშვა ხელი.

- ლილე გთხოვ მომის-

- სანდრო ხელი გამიშვი თქო

- არა ლილე
ჩემი ხელები აქეთ-იქიდან მისი ხელებით იყო ჩაკეტილი.. ის უფრო და უფრო მიჭერდა

- სანდრო

- ლილე საკმარისია

და უცბად ყვირილის მსგავსი ხმა გავიგონე .

So I tried to forget it
That was all part of the show
Told myself I'd regret it
But what do I know

About all these useless dreams of living alone
Like a dogless bone...

მუსიკა ბოლოხმაზე იყო აწეული ,მაგრამ სანდროს ხმა უფრო ხმამაღლად მომეჩვენა. როგორ მეტკინა ყურები.

So come let me love you
Come let me love you
And then... colour me in

Come let me love you

მოულოდნელად ვიგრძენი ჩემმა პირმა თავისით დაიწყო ლაპარაკი ,მხოლოდ ჩუმად . შეიძლება სანდროს ვერც
გაეგო ისე
- ნიკამ იცოდა ... ბაბი ამიტომ
გამოუშვა შენთან ... ალბათ სწორედ ამას ეუბნებოდა ბაბის სადარბაზოსთან მიცილების დროს ... სულ უცნაური სახეები გქონდათ ... სულ აღელვებულები იყავით... სულ ...

,და უცბად ვიგრძენი ჩემში რაღაც მოხდა.და უცბად სიტყვები " ირონიაა არა ?! რადგან მე წავედი " გამახსენდა.

- ლილე მართლა არ შემეძლ-

- რომ გეთქვაა ?!! ვისთვის ჩემთვის ?? სანდრო ლილესთვის ? შენი ბავშვობის მეგობრისთვის ?! სანდროოო ჯანდაბაა სანდრო მე ხომ ლილე ვარ ... ლილე .... როგორ ...რატომ ... სანდრო როგორ არ მითხარი ... როგორ არ მითხარი ... როგორ დამიმალე სანდრო ... როგორ

და ვიგრძენი ჩემი ხელები არ ჩერდებოდნენ ... არ ვიციი ... ვერ ვაზროვნებდი ... უბრალოდ ბოლო ხმაზე ვყვიროდი სანდრო თქო და მთელი ძალით მის გულმკერდს ხელებს ვურტყავდი ... ვერ ვჩერდებოდი

- სანდრო ვერ დავემშვიდობე ... ის წავიდა გესმის ... წავიდა და მე ის ბოლოჯერ ვერ ვნახე ...

რაღაც მემართებოდა .. ხო ... რაღაც არ ვიციი ... გული ..გული ისე მიცემდა ... გული ისეთ დღეში იყო ... და მოულოდნელად ვიგრძენი ... გავიაზრე რომ ვტიროდი ... ბოლოხმაზე ვტიროდი ...

- ილოს .... მას მე ვუყვარდი სანდრო... წავიდა და არ მითხრა ... რომ ვუყვარდი ... მისგან ამ სიტყვის მოსმენა ვერ მოვასწარი ... ის წავიდა

თითქოს ჩემი პირი მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა ...რადგან გონება არ აზროვნებდა ...რადგან უბრალოდ ვგრძნობდი ...რომ მხოლოდ ტირილი შემეძლო ... ხო უბრალოდ ცრემლი არ შრებოდა ... არ ჩერდებოდა თავისით ... გეფიცებით წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი მათ ... ძალა ნელ-ნელა მერთმეოდა .... ბოლოს უკვე მუხლებით აღმოვჩნდი იატაკზე ... სანდროსთან ერთად ...ისიც მუხლებზე იყო და მეხუტებოდა ... მთელი ძალით მხვევდა ხელებს ... თითქოს ამით ცდილობდა როგორმე ისინი შეეჩერებინა მაგრამ არა.. არაა არაა ...არა ... არაფერი ჩერდებოდა ... არც გული მშვიდდებოდა ..არც ჩემი პირი ჩუმდებოდა .და არც ცრემლები ... მისი ხელების ქვეშ თითქოს ყველაფრისგან შორს ვიყავი ... თითქოს სადღაც ვიკარგებოდი... ვგრძნობდი რომ უცბად ყველაფერი გაჩერდა. დაბნელდა ... გაშავდა ... გაქრა ... წაიშალა ... ძალა გამომელია ... უკვე ვეღარ ვამბობდი სიტყვას ... უკვე პირის გაღების თავი აღარ მქონდა ... უკვე ცრემლი ვეღარ მომდიოდა ... უკვე თვალების დახამხამებაც მიძნელდებოდა ...როგორ დამძიმდა ყველაფერი ... მოულდნელად გავიაზრე რომ იატაკს აღარ ვეხებოდი ... სანდროს სახეს ბუნდოვნად ვხედავდი ... ის მე არ მიყურებდა ... ანერვიულებული ,აწითლებული იყო ... რა ღრმად სუნთქავდა ... ან როგორ ვგრძნობდი მის სუნთქვას ვერ ვხვდებოდი ....თვალები მეხუჭებოდა ... ისევ გავახილე თვალები და მივხვდი რომ მის ხელებს მივყავდი ... ისევ დამეხუჭა... კიდევ ერთხელ გავახილე და უკვე გავიაზრე ხელში აყვანილი მივყავდი ...აი ჩემი ოთახიც გამოჩნდა.. რატომ ჩანდა ის ესეთი უფერული ?! და შემდეგ ისევ დაბნელდა ყველაფერი ... მუსიკის ხმაც აღარ მესმოდა ...ისიც დამთავრდა ?! როგორც ჩვენი ისტორია ?! არა ნამდვილად აღარ ისმოდა აღარაფერი ,მხოლოდ სანდროს სუნთქვა ...მხოლოდ ჩემი სახელი მესმოდა ... ჩუმად ოღონდ ...უკვე სიბნელე იყო მაგრამ არა ... ბოლომდე სიბნელე არა ... რადგან მწვანე თვალები ანათებდა ყველაფერს ...ხო მწვანე თვალები ,ეს ნაცნობი მწვანე -/

//////////////////////////////////////

თავი მტკივა .... როგორ მტკივა .... იმდენად მტკივა რომ ვერ ვინძრევი ... რა მჭირს ?! მოვიკრიბე ძალა თვალები გავახილე , სიბნელეა ... რა სიბნელეა ?! ...ისევ დავხუჭე ... ცოტახანს ესე ვარ .... გავახილე კვლავ და ვგრძნობ ვიღაცის ძლიერ ხელს ... და უკვე სუნთქვასაც ვგრძნობ .რამოხდა ... სად ვარ ?! იქნებ მძინავს ? დავხუჭე ეგრევე თვალები და შემდეგ კვლავ გავახილე...წინ ვიყურები და ჩემს ფარდებს ვხედავ ...ხო ეს ჩემი ოთახია ...ფარდებიდან შემოდის სინათლე მაგრამ მაინც ბნელა. თავს ოდნავ ვატრიალებ და ვხედავ ადამიანის ყელს ,მხარს ... ვერ ვხვდები სად ვარ რა ხდება . ისევ ვხუჭავ თვალს და პაუზის შემდეგ ვახელ ,უკვე თავს მაღლა ვწევ და ამ სიბნელეში უკვე ცხადად ვხედავ ლურჯ თვალებს .

- გაიღვიძე ?
სანდროს ხმაა . ხო სანდროა .

- რამოხდა ?
ყელიც მტკივა ... ხო ლაპარაკიც მიჭირს... რა დაემართა ჩემს ხმას ?! რატომ ჩამიწყდა.

- უცბად ... ცუდად გახდი ...შემდეგ დაგეძინა ..

- რომელი საათია ?

- 6 ხდება .

- ესე რატომ ბნელა ?

- ზამთარია ლილე ... თან ფარდები ჩამოფარებულია.

- აქ როგორ აღმოვჩნდი ?!

- აქ შემოგიყვანე .

- ნატი ... ნატი უნდა მოსუ-

- ველაპარაკე ... ჯობია ხვალ მოვიდეს.

- შენ ამდენი ხანი აქ ხარ ?

- არ მინდოდა მარტო დამეტოვებინე .

- და ამდენ ხანს ესე იყავი ?

არაფერი მიპასუხა .... მხოლოდ თმებზე მისვამდა ხელს , გარე განათებიდან შემოდიოდა სინათლე მხოლოდ მაგრამ საკმარისი იყო მივმხვდარიყავი როგორი ჩაფიქრებული იყო ... ჩუმად ვიყავით ორივე.
- გახსოვს ზეიმი რომ გვქონდა? შენ პრინცი იყავი ,მე კი - ბოროტი ჯადოქარი ...

- მახსოვს როგორ ტიროდი არ მინდა ჯადოქრობა ,პრინცესა მინდა ვიყოო.

- რა კაი იყო მაშინ ყველაფერი არა?

- ხო ძალიან კარგი ... გახსოვს ჯადოქარი იყავი ,მაგრამ მაინც შენ რომ გიყურებდა და გიცინოდა ყველა.

- ხო და ვერ ვხვდებოდი რატომ ... შენ კი მითხარი დაგცინიან ამ ფორმის გამოო. არც კი იცი რამდენი ვიტირე ..მეცინება ეხლა

სიჩუმე იყო ... ხელიც გააჩერა ... გაჩუმდა ...

- მოგატყუე მაშინ .... რადგან პატარა ვიყავი და მრცხვენოდა მეთქვა ყველაზე ლამაზი ხარ თქო ..ლაწირაკი ვიყავი ... მართლა არ ვიცოდი თუ შენზე ესე იმოქმედებდა.

- კაი ცუდად კი არ მითქვამს ... პირიქით შენ.. შენ ყოველთვის ზრუნავდი ნატიზე და ჩემზე ...მაშინ რა ლამაზი იყო ყველაფერი ...

- შემდეგ კი გავიზარდეთ... არადა თითქოს ჯერ კიდევ გუშინ იყო ეს ყველაფერი

- ხო ... გუშინ ... ჯერ კიდევ გუშინ ყველაზე ბედნიერი მეგონა ვიყავი .

- რას ამბობ ტო ?!
და ამ
სიტყვებზე სანდრო ჩემკენ მოტრიალდა .

- შენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ ლილე გესმის?! შენ ბედნიერი ხარ რადგან გყავს ესეთი არაჩვეულებრივი ოჯახი ,გყავს მეგობრები და ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარხარ...და გაქვს ასეთი კეთილი გული... განა ბედნიერებაა არაა ეს ყველაფერი ?

და უცბად ისევ ეს წერილი გამახსენდა. უცბად ყველაფერი თავიდან გამახსენდა. ის წუთებიც... გამახსენდა სანდროს რომ ვეჩხუბე ... შემდეგ ხელში აყვანილი რომ მოვყავდი...
მისი სიტყვები...

- სანდრო ადრე სხვანაირად მეგონა, მაგრამ სიყვარული... თურმე მართალი ყოფილა როცა ამბობენ სიყვარულს მხოლოდ ტკვილი მოაქვს და გატეხილი გულებიო. ხო გვხედავ ყველა ეგრე ვართ: ნატი, დემე თუ მე .

- დემეც თუ შეყვარებული იყო არ ვიცოდი.

- გრძელი ამბავია.
კვლავ სიჩუმე იყო

- გუშინ ... ნახე ?

- მოვიდა ... მაგრამ შენ

- მე დემესთან ვიყავი....კი მივხვდი.

- ვინმემ იცოდა კიდევ?

- არა. მეც ბაკურიანიდან რომ ჩამოხვედით იმ დღეს გავიგე... თვითონაც არ იცოდა ლილე...

- გასაგებია

- მისმინე ის შორსაა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს

- ის აღარ დამირეკავს სანდრო.

- დაგირეკავს ლილე აბა რას იზავს... თუ არადა შენ დაურეკავ

- მე ვერ დავურეკავ

- მაშინ მიწერ

- ვერც მივწერ სანდრო

- არ მესმის -

- იმიტომ რომ ის ვერც ერთხელ მიპასუხებს კითხვაზე როდის დაბრუნდება... ნელ-ნელა კი ამ კითხვითაც დაიღლება... ბოლოს კი ... ბოლოს დამემშვიდობება...და მე ვერ შევძლებ ...ვერ შევძლებ ამ ყველაფრის მობილურით ან კომპიუტერის საშუალებით გაგებას და გადატანას.

გავჩუმდი...მხოლოდ ვგრძნობდი თვალები ისევ სველი მქონდა... ცრემლები ისევ მომდიოდა...ოღონდ ეხლა ჩუმად... თითქოს მათ არ სურდათ ოთახში არსებული სიჩუმე დაერღვიათ...
მოულოდნელად სანდროს ხელი ვიგრძენი სახეზე ...

- ჩუუ... გთხოოვ ნუღა ტირი ... ვერ გიყურებ ტო ესეთ მდგომარეობაში .

და ხელით ცრემლები მომწმინდა ...
შემდეგ. მიტრიალდა და 'ნაჩნიკი' აანთო, წამოჯდა ,მეც წამოვიწიე .. ცოტახანს ჩუმად იყო და მიყურებდა... მე ვერ ვუყურებდი... მრცხვენოდა ...რომ ესეთ მდგომარეობაში მხედავდა...მოულოდნელად დაიწყო ლაპარაკი
- მისმინე ... ... ის ჩემი ძმაკაცია და მე მას ვიცნობ... ხო შეიძლება არა იმდენი ხანი რამდესაც შენ, მაგრამ მე მას უკვე კარგად ვიცნობ... და ვიცი. მას შენ ძალიან უყვარხარ გესმის ლილე ?! თავიდანვე ვიცოდი... რომ
გაგაცანით იმ მომენტიდანვე ვგრძნობდი რომ თქვენს შორის რაღაც ახალი დაიწყო .... და ბოლოს ხო ხედავ თურმე ეს სიყვარულში გადაიზარდა ... ამიტომ მე მისგამო, ჩემგამო და სხვა ადამიანების გამო ,რომლებსაც უყვარხარ არ მოგცემ... ვერ მოგცემ უფლებას რომ ესე ცუდად იყო გესმის ?! და ესე განიცადო ყველაფერი.

გაჩუმდა ...წამოიწია.
თავი დაწია ჩემკენ ,ხელით სახე დამიჭირა ,თბილად გამიღიმა და თავზე ნაზად მაკოცა . შემდეგ წამოდგა ... ფარდა გადასწია, და კარისკენ წავიდა
- მიდიხარ?
ისეთი შეშინებული ხმა ამომივიდა პირიდან რომ მე თვითონ შევკრთი.
ის კი ამ კითხვაზე გაჩერდა და გამომხედა. პირი გააღო უნდა ეთქვა რაღაც ,მაგრამ არ დავაცადე

- გთხოვ ... არ მინდა მარტო დარჩენა ... ჩემები სანამ მოვლენ მანამდე მაინც იყავი ... გთხოვ არ წახვიდე სანდრო.

არაფერი არ მითხრა, უბრალოდ ჩემკენ წამოვიდა, მომიახლოვდა ,ჩამოჯდა საწოლზე , კვლავ გამიღიმა , ხელით თბილად გადამიწია თმები და მითხრა
- არსად არ მივდივარ ლილე ... გპირდები, რომ სანამ არ გაიღიმებ და არ იტყვი ,რომ ვაფშე ყველაზე ბედნიერი ხარ ... არ დაგანებებ უბრალოდ თავს ,გასაგებიაა?! ეხლა კი წვენს მოგიტან რამეს .
ნაზად გადამისვა თავზე ხელი ,შემდეგ
წამოდგა ,კარი
გააღო ,და გავიდა.

ისევ მარტო დავრჩი.
სანდროც აქ იყო , ნატი და დემეც მყავდა ,რომლებიც არ მიმატოვებდნენ და რომლებიც ჩემთან იქნებოდნენ... მაგრამ მე მაინც მარტო დავრჩი. მარტო ...
ადამიანი,რომელიც მიყვარდა . ადამიანი ,რომელიც 'ლავ'ს მეძახდა. ადამიანი ,რომელმაც პირველი კოცნა მომპარა.
ადამიანი ,რომელმაც თავი შემაყვარა.
წავიდა .
ილო
ბარათელი
წავიდა.
და ამით ის კვლავაც პირველი აღმოჩნდა. კვლავ ყველასგან განსხვავებული , ერთადერთი .
რადგან ის პირველი იყო, ის ერთადერთი ადამიანი იყო ,რომელმაც შეძლო და ორი სრულიად .. ჩემთვის სრულიად უცნობი რამ
მაგრძნობინა ერთად : სიყვარული და პირველი გულისტკენა .

////////////////////////////////////////////////////////
თუ არ დაიზარებთ გამოთქვით თქვენი აზრი და დააკომენტარეთ < 3 < 3 და რაც მთავარია დიდი მადლობა ყველა მკითხველს < 3 < 3 !!!!!



№1  offline წევრი miyvarxar1992

უმაგრესი თავი იყო, ლილე შემოცოდა ასევე ილოც. იმედია ასე აღარ დაიგვიანებ და მალე დადებ ახალ თავს.

 


№2  offline წევრი nanako123

სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე თუ როგორი შესანიშნავი ხარ :* და მე ვიცი რომ შენ იმედებს არ გაუცრუებ მკითხველს. <3 ჩემი ილო და ლავ გენიალური წყვილია <3 შენ კი საოცრება ხარ <33 ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას <3 ორიგინალური თავი იყო და მადლობა შენ ამისთვის ^_^

 


№3  offline წევრი Tamuna♥∆♥

ძალიანკარგიიყო მიყვარს ეს ისტორია <3 და რა სიმღერა იყო?

 


№4  offline წევრი cassie

მიყვარს ეს ისტორია ძალიაან love

 


№5  offline წევრი anka-anka

ჩემი კუმირი ხარ :DD ♥♥ ძან მაგარი იყოო ორივე შემეცოდა და იმედიაა მალე იქნებიან ერთად ^^

 


№6  offline წევრი S.likuna

Aiaii dzaaan magariaaa dzaaan dzaan

 


№7  offline წევრი neenars

vaimee dzalian mixaria eset sityvebs rom vkitxulob !!!!! didi madloba yvelas < 3 < 3 < 3 !!!! Tamunaa es simgeraa >> Damien Rice - colour me in

 


№8  offline წევრი Niacule

რატო ამატირე პროსტა, რატო რას მერჩოდი (((((((((((( ძაან გთხოვვ რაა, მალეეე ჩამოიყვანე ილუჩკა ((((((( შენზე კი, რა შემიძლია ვთქვა, იმის გარდა, რომ არაჩვეულებრივი ხარ.<3

 


№9  offline წევრი neenars

didiii madlobaa !!!!!! ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი kiwi

Au rodis dadeb axal tavs ?

 


№11  offline წევრი anka-anka

მოვკვდი ლოდინით , მალე დადე რაა ♥

 


№12  offline წევრი neenars

ბოდიშიით მართლა ვიცი დამაგვიანდა დადება მაგრამ ძალიან მალე დავდებ ახალ და თან დიდ თავს < 3 < 3 < 3 < 3

 


№13  offline წევრი ანაელა

როგორ მენანება ეს მოთხრობა რო ქრება ნელ-ნელა თავები.. ძალიან მიყვარს და ყოველთვის მემახსოვრება❤️❤️

 


№14  offline მოდერი ენქეი

წინა თავები ვერ ვიპოვეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent