ფარულა 19
ნუკას შუაღამემდე არ გაღვიძებია, ოთახში იატაკზე ვისხედით მე და ლენკა ნუკა რომ წამოჯდა და გაოცებულმა მოავლო ოთახს თვალი მერე ერთ ადგილზე გაუშტერდა მზერა ღრმად ამოიოხრა და ბალიშს მიებერტყა. - კატო- დაიწყო ჩაფიქრებულმა- შენ რომ გახვედი დუდა აქ იყო? - კი .. რა იყო?- ვკითხე დაინტერესებულმა და საწოლზე ავხტი. - არა არაფერიი.. მგონი მეჩვენებოდა რაღაცეები.. - მაინც რეები?- ახლა ლენკა ამოძვრა საწოლზე.. - სისულელეა- ხელები აიქნია ნუკამ და თვალები დახუჭა. - თქვი ახლა- მოთმინება დაკარგა ლენკამ. - არ ვიცი.. მომეჩვენა რომ თმაზე მეფერებოდა, მერე დაიხარა ბოდიშიო და.. - და? - მაკოცა- ისე ხმადაბლა დაამთავრა ნუკამ ძლივს გავიგეთ მაგრამ ლენკამ რომ იყვირა მერე მივხვდი რაც მოხდა,. - ღადაობ?- იკივლა ლენკამ. - მომეჩვენა თქო..- გაბრაზდა ნუკა. - რა მოგეჩვენა გოგო? - მაღალი სიცცხე მქონდა.. - სიცხე არა ის კიდე.. დებილები ხართ.. - რატომ? - იმიტომ რომ ამდენი წლებია გიყვართ ერთმანეთი და ვერ ხვდებით.. - არავინაც არ მიყვარს..- ბურტყუნით წამოდგა ნუკა და ოთახი დატოვა. - ეს თავისთავს აჯერებს ხო?- მკითხა ლენკამ და საწოლზე დაემხო. - აშკარად! შენ რაზე გაებუტე გიოს?- წეღან დაიწყო ლენკამ მოყოლა და არ დასცალდა. - რაზე და- წამოჯდა ლენკა- ვიღაც თიკამ დაურეკა და დაიწყო გაწელვაა გიუუო და ეგეთები, ამან მეგობარიაო ვიცი მე ამათი მეგობრები- აბუზღუნდა ლენკა, ისეთი საყვარელი იყო ვეღარ მოვითმინე და ჩავეხუტე. - რა იყო?- მკითხა სიცილით. - ხო იცი რო გიოს უყვარხარ? - ვიცი მარა იწრუწუნოს ცოტახანს რა მოუვა.. - შენ შეეშვი ბიძაჩემსს..- თითი დავუნიე ლენკას და აწრიპინებულ ტელეფონს გადავწვდი. ღიმილი სახეზე შემეყინა გამრეკელის ნომერს რომ მოვკარი თვალი, დაძაბულმა გადავუსვი ეკრანს ხელი და სპიკერი ჩავრთე. - როგორ ხარ?- მოისმა გეგას მკაცრი, ოდნავ ცივი ხმა..- რაღაცის გასარკვევად ვრეკავ.. - გისმენ..- ნერწყვი ძლივს ჩავყლაპე და ტელეფონს უაზროდ მივაშტერდი. - რას აღნიშნავდით რესტორანში?- უფრო გაუცივდა გეგას ხმა. - ჩემი და დაჩის ერთად ყოფნას- ვუპასუხე რაც შEმეძლო მტკიცე ხმით. - ანუ შენ გინდა თქვა რომ ეგ 8888888888888 შეგიყვარდა? - წესივრად გეგა! - რა წესივრად გოგო რა წესივრად.. ფარულავაზე დიდი ნაბი8** არ დაბადებულა დედამიწაზე და შენ ეგ შეგიყვარდა? ან რატომ ეგ და არა მეე.. - არ ვიცი გეგა .. უბრალოდ მიყვარს და არ ვარ ვალდებული შენ აგიხსნა რა და რატომ.. - კატო მისმინე.. - გეგა.. - მისმინე!-იყვირა გამრეკელმა. ამის ატანას აღარ ვაპირებ ტელეფონი გავთიშე და გამოვრთე. ლენკამ პირი დააღო რაღაც რომ ეთქვა მაგრამ არ დასცალდა, გიჟივით შემოვარდა ნუკა და მას გაღიმებული დუდა შემოყვა.. - კაი რა ცხოვრება რაა- დაიწყო ჩვეული დიალოგი ჩვეული ტონით. - დამანებე თავი- უკივლა ნუკამ. დუდა ღიმილით ჩამოჯდა ნუკას გვერდით და წარბები აათამაშა, გაბუსულმა აქცია ნუკამ ზურგი მაგრამ მე და ლენკამ მაინც დავინახეთ წამიერი ღიმილი მის სახეზე. - შემირიგდი რა ცხოვრება და აწი თბილი წყლის ქვეშ დაგაყენებ ხოლმე..- გაიცინა დუდამ - ეს დებილი გაიტანეთ ეხლა..- მოგვმართა ნუკამ. - ხო იცი ჩემი ცხოვრება ხარ! - სამაგიეროდ შენ ხარ ჩემი ცხოვრების კოშმარი! - საკმარისია- გაამკაცრა ტონუ დუდამ და ნუკა ხელის მარტივი მოძრაობით მიაბრუნა მისკენ.- რა დღეში ხარ ვერ გავიგე, არ გეტიტინა ბევრი და არ მოგივიდოდა არაფერი.. - ვერ გიტან- უყვირა ნუკამ. - ხმა გოგო!- უყვირა დუდამაც და კიდევ უფრო გაბუტული ნუკა ჩაიხუტა. ამასაც ხმა აღარ ამოუღია, სიცილით დავტოვეთ მე და ლენკამ და სამზარეულოსკენ ავიღეთ გეზი. - რა ჭირთ იმათ?- სიცილით შემოვიდა ლაშა და სამზარეულოში მოფუსფუსე დას თავზე აკოცა. ბიჭების ოთახის კარი დაჯახუნდა სამივემ სწრაფად მივმართეთ თვალები ნახევრად ჩაცმულ გიორგიზე პერანგის მორგებას რომ ცდილობდა და თან ვიღაცას გამწარებული ელაპარაკებოდა ტელეფონზე. - მოვდივარ მეთქი ბიჭო - მხოლოდ ეს სამი სიტყვა გავიგეტ და გიომ ტელეფონი ცივად გათიშა. - სად მიდიხარ?- წინ წავიდა ლენკა. - რაღაც საქმე გამომიჩნდა, ხვალ დილით დავბრუნდები..- ჩაიბურტყუნა გიომ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. - რა საქმე გიორგი ღამის სამი საათია!- ხმა ვეღარ გააკონტროლა ლენკამ.-სად მიდიხარ გამაგებინე ან საერთოდ რა საქმეები გაქვს ამიხსნი? - ვთქვი რომ ხვალე დავბრუნდები და მორჩა-გიოს აწეული ტონი პირველად გავიგე. - საერთოდ ნუ ჩამოხალ!- გაბრაზდა ლენკა. - ხვალამდე- დააიგნორა გიომ ლენკას ნათქვამი და წაიწია რომ შუბლზე ეკოცნა მაგრამ ლენკა გაიწია ამაზე კი გაჭედა და ხმამაღლა იყვირა- ლენკაა! - ეე ტონი აკონტროლე!- ვეღარ მოითმინა ლაშამ. გიომ დაბღვერილმა გადახედა ლაშას და მზერა ისევ გაბუსულ ლენკაზე გადაიტანა. - გიო მამაშენს ეხება ხო?- ვკითხე და მივუახლოვდი.- არ წახვიდე რა.. - უნდა წავიდე კატო.. - გამოგყვებით ჩვენც- გაისმა ფარულავას ხმა. - მარტო უნდა წავიდე.. - გიო ლენკა და ნანული გახსოვდეს.. მამაშენიც.. დარჩი გთხოვ- ბოლოჯერ ვცადე მისი გადარწმუნება. - არ გამოვა- სევდიანად გაიღიმა გიომ, მაინც აკოცა ლენკას თავზე და სახლი დატოვა. - ამიხსნით რა ხდება?- იკითხა დუდამ. - გიოს მამა პოლიციელი იყო და ვიღაც ლაწირაკმა მოკლა , გიო თერთმეტის იყო მაშინ, კი დაიფიცა ვიპოვი და მოვთხოვო მარა მაშინ ყურადღება არ მიუქცევიათ მერე დაიჭირეს ის ტიპი და ნანულიც დაწყნარდა და ალბათ ახლა გამოუშვეს..- მოვუყევი ბავშვებს და ნერვილად დავიწყე აქეთ იქით სიარული. - არაფერს იზამს-წყნარად ჩაილაპარაკა ფარულავამ.- ვილაპარაკეთ და მოკვლას არ აპირებს თავისას გაისწორებს და შეეშვება! - რა კარგი სათქმელია- გაბრაზდა ლენკა.- თავისას გასწორებს ხო? მაგას მარტო შენნაირი თუ შეხედავს მშვიდად.. - ნუ პანიკობ და ტონს დაუწიე .. 17 წლის ლაწირაკი ხო რაა დაუფიქრებლად მოიქცეს და ტიპობა დაიწყოს, რაც გასაკეთებელია უნდა გაკეთდეს და დაწყნარდით რა.. - დაჩი.. ხვდები რას ამბობ? - ხო კატო ვხვდები, ჩამოვა ხვალ დილით და ტყულად ნერვიულობთ.. აღარაფერი მითქვამს უფრო რომ არ ამშლოდა ნერვები.. ლენკა დილის შვიდსაათამდე ურეკავდა გიორგის ბოლოს ტელეფონთან ერთად ჩაეძინა, ლაშა ნერვიულად დადიოდა აქეთ იქით ასეთ დღეში რომ ხედავდა ლენკას და გიოს სიკვდილის სცენებს სახავდა. ლენკამ რომ დაიძინა ლაშამაც შეძლო დამშვიდება და ჩაეძინა.. ჩვენც ძალიან დავიღალეთ და შუადღემდე არავის გაღვიძებია.. ..................... დამაგვიანდა ხალხო უკაცრავად და ესე პატარა თავია ხვალე იქნებ დავდო დღეს ძაან დავიღალე ამ ტესტებმა ხო მომკლა რა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.