შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თებერვლის ისტორია (სრულად)


1-03-2015, 02:49
ნანახია 8 239

თოვლი ისევ წამოვიდა. ფანჯრიდან გაჰყურებდა ქუჩას, ხელში ცხელი ყავით სავსე ჭიქა ეჭირა, გამეტებით უჭერდა თითებს ფაიფურს, მაგრამ ვერ თბებოდა. გაყინული იყო, გამათბობელს აუწია იქვე ფანჯრის რაფაზე ბლოკნოტი შენიშნა.
გადაფურცლა, ფოტოები ძირს დაიყარა, ისიც მოწყვეტით დაეშვა და იატაკზე ჩამოჯდა.
იღებდა თითოეულ ფოტოს და სახეზე ღიმილი ეფინებოდა. ფოტოებზე ბედნიერი, გაღიმებული და შეყვარებული სილუეტი ჩანდა. უფსკრული დაინახა ამ ორ სახეს შორის და რელობისგან შეშინებულმა ფოტოებიც მაშინვე თავდაპირველ ადგილს დაუბრუნა.
ტელეფონის ზარმა დაურღვია სულის შემძვრელი სიჩუმის ხმა.
-მეგ ნეტა იცოდე რა მოხდა ლანა გათხოვდა!
-ნიკუშა ?- ხმასთან ერთად ხელებიც აუკანკალდა.
-მეგი დაფიქრდი რას ამბობ! სხვას გაყვა.
-ნიკუშა ? -ცრემლებს თვალებზე გზა ეპოვნათ ღაწვებისკენ
-ჩამოდი მეგი, ჩამოდი რა. ყველაფერს კიდევ ნუ გაართულებ.-ემუდარებოდა თიკა.
-ესე ვერ წამოვალ...
-დროის ფასი ჩემზე უკეთ იცი.
-საავდმყოფოში მაგვიანდება.
-დროებით.
ტელეფონი მაგიდაზე დადო, აღარ ციოდა, თვალები თოვლს გაუშტერა.
---
იმ თებერვალს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა.
გაზაფხულის დაგვიანებით ცხვირჩამოშვებული ხალხის რაოდენობის მატებას კი ბოლო არ უჩანდა.
ქალაქი ისევ გამოცოცხლდა, ახალი სამუშაო დღე დაიწყო საცობებით, ფეხით მოსიარულეები ფიგურული სრიალის ახალ-ახალ ილეთებს სწავლობდნენ. პაციენტების რაოდენობა, კლინიკებში არ იკლებდა არათუ იმატებდა.
-საოპერაციოში მინდა!-შესწუწუნა თიკამ მეგის.
-მეც ამდენი გადახვევა, გაკერვა მომწყინდა.-არ ჩამორჩა მეგიც.
-როგორც კი ხალხი იკლებს იქნებ კაფეტერიაში ჩავიდეთ, ჩემი კუჭის ბარიტონი არამგონია ჩვენს პაციენტებს ესიამოვნოთ.
იმ საღამოს, ცნობილი კალათბურთელი ნიკუშა ავალიანიც ემსხვერპლა დიდთოვლობას. ყინულზე წონასწორობა ვერშეინარჩუნა, თხელ სპორტულ შარვალში კი იოლად შეაღწია იქვე დაგდებულმა მინის ბოთლის ნამსხვრევებმა. მაშინვე ქალაქის საუკეთესო კლინიკაში წაიყვანეს გუნდელებმა.
ამდენი ერთმანეთზე უკეთესი ვაჟაკაცის დანახვამ პაციენტები ხასიათზე მოიყვანა განსაკუთრებით გოგონები, არც ექიმები დარჩნენ გულგრილნი.
-ჯაფარიძე რაო რას ვამბობდი ? მშიოდა ჰო ?
-კი თიკა ზუსტად 23წუთია უკვე მაგ თემაზე საუბრობ.
-ჰოდა წინ გაიხედე, შენც დანაყრდები.
ამაყმა ჯაფარიძემ ცალი წარბი ასწია და დაშავებულისკენ წავიდა.
-კარგად ხართ ?
ავალიანი მიხვდა, რომ შეთვალიერებას ზედმეტი დრო მოანდომა, ფლირტი წამოიწყო.
-თქვენი დანახვის შემდეგ ცუდად, როგორ უნდა ვიყო ?
-თქვენთვის ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება.
სიმკაცრემ, ფლირტის გაგრძელების ხალისი დაუკარგა ავალიანს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ექიმის ნაკვთებს დაჰკვირვებოდა. მოიხიბლა, არ აღიარა თუმცა მოიხიბლა.
საერთოდ ასეა, აღიარებებს გავურბივართ ადამიანები ეს კი იმეგაცრუების შიშია.
-საშიში არაფერია, დღესვე შეძლებთ სახლში წასვლას.
-სავადმყოფოებს, ვერ ვიტან თუმცა თუ თქვენ აქ იქნებით დავრჩებოდი ექიმო.
-მეგი...
ეს იყო მათი პირველი შეხვედრა. მეგი ჯაფარიძე სიამაყით და ქედმაღლობით განირჩეოდა, საოცარი მწვანე თვალები კი მის ბავშვურობაზე მეტყველებდა. ნიკუშა ავალიანზე ფიქრებმა მალე პატიმარივით შეიპყრეს, მას კი წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ეს პატიმრობა სამუდამო იქნებოდა.

-ერთი კვირა, სრული დატვირთვით ნუ ივარჯიშებთ. ფეხი მოტეხვას მართალია გადაურჩა, თუმცა შეშუპებულია.
-შეიძლება ყავაზე დაგპატიჟოთ ?
-მე არ მაქვს თავისუფალი დრო, ბოდიში ეხლა კი უნდა წავიდე.
მისი ღიმილი წამიერად გაუელვებდა თვალწინ, კეკლუცი მზერა და ეს იყო ქაოსი ნიკუშა ავალიანის გონებაში.
თებერვალი იყო და ისევ თოვდა.
კლინიკა დატოვა.
ვარჯიშზე, სადილზე, კლუბში, საწოლში ნებისმიერ ადგილას და მდგომარეობაში მეგი ჯაფარიძეზე ფიქრობდა.
ვარჯიშიდან გაღიზიანებული გამოვიდა, გაფანტულობას ვერაფერი მოუხერხა, მობილიზებას ვერ ახდენდა ტრენერიც გამუდმებით შენიშვნებს აძლევდა. პირველობას ჩვეული, პერფექციონისტი ნიკუშა ავალიანისთვის მხოლოდ მაქსიმუმი იყო მისაღები.
ტელეფონი ურეკავდა.
-ჰო ნუც
-მსოფლიოში ყველაზე ჯიუტი ძმა მიყიდის წიგნს ?
-მეზარება დაღლილი ვარ, კარგი სად ვიყიდი ?
-მელიქიშვილზე, ბუქსთორში.
-წიგნის სახელი იქნებ მითხრა ?
-"თამაში ჭვავის ყანაში" სელინჯერი.
-კარგი, დედას უთხარი მშიერი შვილი ჰყავს.
-კარგი კარგი ვეტვი.
ნუცა ავალიანის პატარა დაა, უზომოდ შეყვარებული ლიტერატურაზე. ნიკუშაც ანებივრებს უმცროსს დას, ყველა სურვილს უსრულებს.
მაღაზიაში შევიდა, კუთხეში წიგნით ხელში მეგი ჯაფარიძე იდგა, ინტერესით ფურცლავდა რაღაცას.
ნიკუშამ კმაყოფილი სახით დაიწყო, დავალებული წიგნის ძიება და შემდეგ თითქოს შემთხვევით ახლახანს შეამჩნია მისი ექიმი გვერდით დაუდგა.
-თავისუფალ დროს წიგნის მაღაზიაში ატარებთ ?
-არა.
-მესიამოვნა თქვენი ნახვა მეგი ექიმო.
-ფეხი როგორ გაქვთ ბატონო ნიკოლოზ ? -რამდენიმე წუთის წინ კომპლიმენტი უთხრა, ის კი არც მადლობას უხდის და კმაყოფილი სახით ცვლის საუბრის თემას თანაც ნიკოლოზით მოიხსენიებს.
-კარგად და არა მომწონს ეს ოფიციალურობა შეგიძლიათ ნიკუშა დამიძახოთ.
-მე დაგტოვებთ, მეჩქარება.
-გაგიყვან.
-ფეხით მირჩევნია, კარგად ნიკუშა.
მაღაზიიდან გამოსვლას და გამკვრდნას შორის დიდი განსხვებაა.ფაქტი კი ერთია ჯაფარიძე აორთქლდა. კიდევ უფრო გაღიზიანებული და გაბრაზებული ავიდა სახლში. ოთახში შეიკეტა. იგნორირებას ვერ ეპუება ავალიანის ამაყი ბუნება.
ესეც მათი მეორე უჩვეულო შეხვედრა მაღაზიაში.
მთელი დღე ფიქრობდა. გონებაგადაღლილმა მის საყვარელ კაფეს მიაშურა. კუთხეში დაჯდა, კაპუჩინო შეუკვეთა. მიუნხენში თებერვალია და თოვს. თებერვალი და თოვლი პირდაპირკავშირშია მოგონებეთან. ფანჯრიდან გაჰყურებდა ქუჩას და ისევ ფიქრებს ემორჩილებოდა.
როცა, ვკარგავთ მაშინ ვაცნობიერებთ დაკარგულის ფასს და თუ ეს უკანასკნელი ძვირადღირებულია მაშინ ცუდ გუნებაზე ყოფნა ყოველდღიურობის კიდევ ერთი არასასიამოვნო დამატებითი ატრიბუტია.
იმ თებერვალს მეგის საუკეთესო მეგობრის მარიკო ყიფიანის ქორწილი იყო. საღამოს ცეკვის რეპეტიციაზე წავიდა. დარბაზში ციოდა, თუმცა მალე გახურდნენ. დაღლილები ალაგებდნენ ტანსაცმელს.
-ბედნიერებას ასხივებ მარიკო.-დანანებით, თუმცა ღიმილიანად უთხრა მეგიმ.
-სიყვარულის ბრალია მეგ, ვისურვებდი მალე შენც ესე ასხივებდე.
-ეგ მალე გვიან იქნებ.
-სიყვარულის მოსვლის თარიღი როდის მერე დაგეგმე ? ეგ გრძნობა ნებისმიერ ადამიანზე ძლიერია ვერც იმას დააზუსტებ როდის მოვა.
კამათს თავი აარიდა.
ქორწილის დღე ყველაზე მეტად დაამახსოვრდა მეგის. დამღლელ მზადებას ჯვრისწერა მოჰყვა.
-დროზე ბიჭო დავიგვიანეთ!
-აუ კაკი ნევროზი ხარ !
-ჯვრისწერასაც რო ვერ მივუსწროთ დაგვხოცავს გეგი.
პიჯაკი შეისწორა და ეკლესიაში შევიდა. ღია ვარდისფერი კაბა შეამჩნია, ქერა გრძელი თმა ტალღებივით ჩამოეყარა ყავისფერ მანტოზე ჯაფარიძეს. ნელი სვლით კმაყოფილი მიუახლოვდა მას. ჯაფარიძემ მისი ცხელი სუნთავა იგრძნო. გული მას აღარ ემორჩილებოდა.
-მშვენივრად გამოიყურები მეგი.-თავხედურად ოფიციალურობის გარეშე უთხრა.
-ფეხი როგორ გაქვს ნიკუშა ?-ავალიანი გაცოფდა იგნორირებულ კომპლიმენტზე, მაგრამ მშვიდად განაგრძო საუბარი.
-იმდენად კარგად, რომ შემდეგ კვირას ჩემ თამაშს იმედია ნახავთ.
-საოპერაციოში ?
-სპორტის სასახლეში.
თვალი ჩაუკრა და ისევ კაკისკენ წავიდა.
-ჯაფარიძეების სიამაყის ბუკეტს საიდან იცნობ ?
-ჩემი ექიმია.
-ძაან ლამაზია,არჩევანს გიწონებ ძმაო.
-შენ საიდან იცი რომ ეგ ავირჩიე ?
-ნეტა შეგახედა საკუთარი თავისთვის და მაგ უაზრო ღიმილისთვის.
მხარი წაკრა საუკეთესო მეგობარს და ცერემონიალს მიადევნა თვალი
ყველა ცეკვის მოთხოვნა დააიგნორა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ცეკვავდა. მხოლოდ ბედნიერ წყვილს გახედავდა ხოლმე და ავალიანს რომელიც პარტნიორების ნაკლებობას არ უჩიოდა. ცოფდებოდა, რადგან არც კი შესთავაზა ეცეკვათ.არც დაემშვიდობა ისე წავიდა, ჯაფარიძე საკუთარ თავს არწმუნებდა გული არ უნდა დაწყვეტოდა ამაზე.
თებერვალი მალე გავიდა, მარტში თამაშებჯ დაიწყო ნიკუშა სპორტდარბაზში ათენებდა და აღამებდა, მოკლედ თავს არ ზოგავდა. მეგი კი პრაქტიკებზე დადიოდა კლინიკაში, უკვე საოპერაციოში ნანახი სასწაულს გატოლებული ოპერაციებიც კი არ ჰგვრიდა სიამოვნების გრძნობას. სიახლეებს მოკლებული ერთფერში გადასული ცხოვრება ზედმეტად შეუსაბამლ იყო მისი პიროვნებისთვის. ძალიან უნდოდა ავალიანის თამაშზე წასულიყო, თუმცა სიამაყე ამ აზრის სისრულეში მოსაყვანად ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო.
ხასიათის ცვლილებას უკვე ყველა ამჩნევდა, სულ გაღიზიანებული იყო. არანაირი ინიციატივა ავალიანის მხრიდან, მხოლოდ ფიქრები მასზე თუ რას აკეთებდა აგიჟებდა.
მილიონჯერ ჩაიცვა და გაიხადა. ბოლოს მაინც წავიდა. სპორტის სასახლესთან მისული მობრუნებას აპირებდა, თუმცა ფეხი შედგა თამამად გადაადგა ნაბიჯი. ეცადა შეუმჩნეველ ადგილას დამჯდარიყო, თუმცა ავალიანმა შენიშნა მეტიც ხელიც დაუქნია და გაუღიმა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ არ შეცდა. ბედნიერი იყო, აღიარა რომ ავალიანი ზომაზე მეტად მოსწონდა. არჩევანი გააკეთა.
გაიღიმა და ეს ღიმილი იყო ყველა ვერგამოუთქმელი სიტყვა, რომელიც ნიკუშას ეკუთვნოდა. თამაში ორმაგად მოიგო ნიკუშამ მოწინააღმდეგე გუნდთან და მეგი ჯაფარიძესთან.
თებერვალი, ყველაზე მოკლე თვეა თუმცა ყველაზე ემოციურია. მაშინ გვინდა ყველაფერი მოვასწროთ, როცა დრო ცოტაა. მეგიმ საკუთარ პრინციპებს უთხრა უარი, საკუთარ მეს გადააბიჯა, წლების უკან ეს აბსურდად მოეჩვენებოდა, თუმცა ეხლა ეს აბსურდი იყო მისთვის ცხოვრების რეალური აზრი. ბედნიერებას ვერ იტევდა მეგი და ამას მისი ღიმილი მოწმობდაცივმა თებერვალმა მათ ურთიერთობას სითბო აჩუქა. ჯაფარიძის სიჯიუტეს მაინც ვერ თოკავდა ნიკუშა, თუმცა ერთი გაბრძოლება და ჩახუტება მის აღელვებას შველოდა.
ნიკუშა მეგისთვის მოტივაცია იყო,ერთად ვარჯიში დაიწყეს ფიტნესს კლუბში დადიოდნენ, მეგი ზარმაცობდა როგორც კი ავალიანი თვალს მოაშორებდა.
-ვერ ვიტან შენი მორიგეობის დღეებს!
-ზედმეტად პირდაპირი ხარ.
-მართლა, ეგ დღეები წესიერად ვერ გნახულობ...
-ვიღაც ბუტია ყოფილა, მე კიდევ მიყვარს შენ სპორტდარბაზში რომ ხარ მთელი დღე, მერე მთელი დღე არ მიშლი ნერვებს.
-ხუმრობებს ირაკლი გასწავლის ?
-ნუ ღადაობ შენ ჩვენ ნეიროქირურგზე, მეჩვენბა თუ ვიღაც ეჭვიანობს ?
-რა მაქვს საეჭვიანო ?
-თუმცა ჰო, მეგობრები ვართ- თვალი ჩაუკრა მეგიმ.
მართლაც ასე იყო, არც მეგობრები იყვნენ, არც შეყვარებულები რაღაც მაგათ შუაში ან მეტი კიდევ. უბრლოად ავალიანი სერიოზულ სახეს არ აძლევდა ურთიერთობას ისევ და ისევ კარიერის გამო. სჯეროდა, რომ მასთან ერთად დაბერდებოდა, გაატარებდნენ ზამთრის მოკლე დღეებს და მოუყვებოდნენ ისტორიას, რომელსაც შექმნიდნენ. თამაშებს პერმანენტულად ესწრებოდა მეგი, ქომაგობდა მისთვის საყვარელ ადამიანს.
.--
კაფე დატოვა და ისევ თიკას დაურეკა.
-თიკ სად ხარ ?
-კლინიკაში და ნიკუშა საქართველოშია. ჩამო რა მეგ, რაღატო ართულებ ? ხო გინდა ბედნიერი იყო?
-ბედნიერი ვიყავი...
-დაიბრუნო უნდა, ჩამო რა მოგვენატრე ყველას.
-ნიკუშა მიყვარს, ძალიან მიყვარს.
-ორ კვირაში თამაში აქვს...
გაითიშა.
მეგი ამ წამს ყველაზე დიდი სიმძაფრით განიცდიდა გულისტკივილს. სახლში ავიდა, ავალიანი იყო მხოლოდ მის ფიქრებში. ფანჯრის რაფაზე დაჯდა წვიმა წამოვიდა...
---
ზაფხულში მეგი გერმანიაში წავიდა. ავალიანი ვერ შეეგუა 3 თვეს მის გარეშე. ქალაქში კი ლანა ჯაში დაბრუნდა მილანიდან და რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს მეოთხე კურსზე დასვეს მეგის ჯგუფში. ჯაფარიძეს ახალი ამბავი, კი საუკეთესო მეგობარმა ამცნო. სექტემბრის ბოლომდე ვერ ითმენდა, მხოლოდ ის ენატრებოდა უცხო ქვეყანაში გადაკარგულს ხშირად მიუმსგავსებია უცხო გამვლელები ნიკუშასთვის, თუმცა გაცნობიერება რომ ეს მხოლოდ ილუზია ძალიან ასევდიანებდა. ერთადერთი სიმღერა იყო რაც მონატრებას უქარწ....ბდა. საღამოობით მისი მოწერილი ერთი შეტყობინებაც კი გულს და სულს აუფორიაქებდა, შემდეგ ტკბილი ძილი და ღიმილიანი დილა გარანტირებული ჰქონდა. ვიდეოთი. ავალიანის შეხმიანებები გაიშვიათდა, მეგიც ვერ იცლიდა საკონტაქტოდ ან თუ იცლიდა ნიკუშა იყო დაკავებული.შემთხვევითობები ცვლის ჩვენს დღეებს, ეს დღეები კი შემდეგ ჩვენს ცხოვრებას. ავალიანს ჯაში გააცვნეს, თუმცა ნიკუშა აგდებულად ეპყრობოდა მის მშვენიერებას, რომელსაც მთელი თბილისი , განიხილავდა. ფაქტი ერთი და ჯიუტი იყო ლანა ძალიან ლამაზი გახლდათ, თუმცა ნიკუშასთვის ამას მნიშვნელობა, არ ჰქონდა. გული წყდებოდა ზაფხულზე სადაც მეგი ყველაზე ნაკლები დოზით იყო. ცნობილი მოდელი იგნორირების ქვეშ,რომ მოექცა ამან გამოიწვია სიმპათია ავალიანისადმი ეს სიმპათია კი მალევე გადაიზარდა სიყვარულში. ავალიანს ნაკლებად აღელვებდა ლანას აზრი ურთიერთობაზე, ის ერთობოდა. ქალაქმა მალევე დაიწყო ახალი თემის განხილვა წარმატებულ კალათბურთელსა და წარუმატებელ მოდელზე.
სექტემბერი დაიწყო, ნიკუშამ ინტენსიური ვარჯიში განაახლა. თიკამდემაც მიაღწია ახალმა ამბავმა, თუმცა ხალხის აზრი არ მოახვია საუკეთესოს მეგობარს. 4 სექტემბერს ჩამოვიდა და მაშინვე დაურეკა.
-ხვალ ჩამოვდივარ.
-ეხლა სად ხარ ?
- დაღლილი მოვედი სახლში.
-მეგ ყველაზე ძვირფასს გაფიცებ, მითხარი რომ ვერ იგრძენი მანძილი რომელიც გვაშორებდა, მითხარი რომ...
-რა ნიკუშა?
-რომ მოგენატრე!
-შენ თავს გეფიცები ავალიანი მაგრად მომენატრე! -გაისმა დარბაზში ნაცნობი, სულის საამებელი ხმა.
შემოდგომის ჩახუტება იყო, რომელსაც ეტყობოადა 4000 კილომეტრი, 97 დღე, 17 საათი და 22წამი, თუმცა ამ მაჩვენებლებს რა აზრი აქვს, როცა ამ ჩახუტებას ყველა ვერნათქვამი მიყვარხარ ეტყობოდა.ჩაეხუტა, აი როგორ იცით მონატრებულზე ლამის ნეკნები ჩსუმტვრია, გრძნობდა სიყვარულს მონატრების ფერი რომ დაჰკავდა. წელზე შემოაჭდო ხელები, ყველა საამო სურნელი ეცნო როცა მის ყელში თავი ჩარგო. ხვდებოდნენ აჩქარებულ პულსს, ხმაურიან გულისცემას და ზოოპარკს მუცელში, მაგრამ ხომ გეუბნებით ჩქარობდნენ ნელა, არ აღიარებდნენ რა/
-ცარიელ დარბაზში სულ, როგორ რჩები ?
-მიზანი მაჩერებს მეგი.
-რაღაც მაგ მიზნებზე არ მსმენია ?
-რამდენიმე წელში გაიგებ!-უთხრა და ლოყაზე ხელი მოუსვა.
დარბაზი დატოვეს, მანქანისკენ წავიდნენ.
-ფეხით გავიაროთ რა...
-წვიმას იწყებს მეგი!
-მერე რა დავსველდეთ.
სიგიჟე იყო, ხალხისაგან გალეულ ქუჩაში სეირნობდნენ, სველდებოდნენ და არაფერი ადარდებდათ ერთმანეთი,რომ ყავდათ ეს იყო მათთვის დედამიწაზე მოვლენილი სამოთხე. ბედნიერებაც წვრილმანებში, მთავარია ვინ არის ამის შემოქმედი და ეს უკანასკნელი ჩვენს ხელშია ნებისმიერი სირთულე უბრალო გასართობია.
--.-
კლინიკაში წავიდა, გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. ფიქრობდა დაეთმო თუ არა კარიერა ურთიერთობის გამო.
-მეგი აქ ხარ ?-კითხვას ხელმეორედ უსვამდა მთავარი ექიმი.
-კი აქ ვარ!
-საოპერაციოში სწრაფად.
იმ დღეს ოპერაცია, ვინმე თეა ჯაშს გაუკეთეს. მეგი საოცრად გაღიზიანდა და ლანა ჯაში ამოუტივტივდა გონებაში.

ოცდაერთი წლის მეოთხე კურსელი გახლდათ მეგი, აი ლანა კი უკვე 25-ისა იყო. თავიდანვე აითვალწუნა მეგი. კბილი ჩაასო, როცა მისი ურთიერთობის შესახებ გაიგო ავალიანთან.
-ლანა, რაიმე გაწყენინე ?
-არა რატო მეკითხები ?
-არა უბრალოდ მეგონა, რომ რაიმე გაწყენინე.
მეგი ვერ იტანდა უთანხმოებებს, ამიტომაც ცდილობდა ოქროს შუალედი ეპოვნა მასთან. ლანა და ის ერთად გაანაწილეს და საავდმყოფოში მორიგეობა უწევდათ. იცით პარადოქსი, რა იყო ისინი დამეგობრდნენ. ჯაში, რამდენჯერმე გადაურჩა სერიოზულ შეცდომებს, ისევ და ისევ ჯაფარიძის წყალობით.
13 ნოემბერს მეგი ოცდაერთის გახდა. ღამის თორმეტი საათი იყო. კარზე ზარი იყო და ვარდების თაიგული. პატარა ბარათი შეამჩნია.
„ვიცი ვარ ბანალური, თუმცა ჯერ არ დასრულებულა დაბადების დღე. ჩემი ანგელოზი ხარ დედამიწაზე მოვლენილი და შენთან ერთად როცა ვარ მაშინ ვგრძნობ თავს სამოთხეში!
ნიკუშა ! „
გაიღიმა და ყვავილების თაიგული გულში ჩაიკრა. დადიოდა?! არა უფრო დაფრინავდა, არასდროს ჰქონია ასეთი დაბადების დღე. არასდროს მიახლოვებია ასე ბედნიერებას, თუმცა მათი ურთიერთობის ჯერ კიდევ უსახელობა აგიჟებდა, მაგრამ ავალიანი ვერ იტანდა ჩარჩოებს.
უძილობა მაშინაც შეიძლება გვაწუხებდეს, როცა ბედნიერებას ვეხებით ნაზად და ვცდილობთ მისი კარგი პატრონები ვიყოთ, ისევ და ისევ ჩვენივე კეთილდღეობისთვის დიდი ხნით, რომ დაიდოს ჩვენთან და ჩვენს გულებში ბინა. მეგი ვერ იძინებდა, ფიქრობა ნიკუშაზე მათ მომავალზე, ოცნებაში მთაში იყვნენ და პატარა სახლში ბუხართან ისხდნენ, მეგი წიგნებს უკითხავდა მას. მის გულმკერდს საიმედოდ აჰკვროდა, ავალიანიც მოხვეოდა და კისერში ნაზად ჰკოცნიდა. შეუძლებელია იყოს გაფიქრება ესეთი საამო და ამის შემდეგ რეალობაში დაბრუნება კიდევ უფრო უკეთესი. მეგის ვარდები კი არა, ყურადღება და მზრუნველობა უხაროდა, თავის მხრივ საჩუქრები რომლებზეც მამაკაცები ძალიან დიდხანს ფიქრობენ, ადგენენ ბიუკეტს, ნერვიულობენ შედეგზე, შეუძლებელია გაწბილება მოჰყვეს, რადგან მზრუნველობა და ყურადღება ყველაზე დიდი საჩუქარია.
დილით გვიან გაეღვიძა, კვირა იყო და მეგობრებს შეეხმიანა. ყველანი სახლში მიიპატიჟა, ნიკუშას განრიგიდან გამომდინარე ის სპორტდარბაზში იყო, მაგრამ ასევე თუ გავითვალისწინებთ მის შრომისმოყვარეობას და მიზანდასახულობას, ძალიან დააგვიანდებოდა.
-მოიფიქრე რა უნდა აჩუქო?-პასი ჩააწოდა კაკიმ.
-კი, მაგრამ ეხლა იმაზე ვნერვიულობ რომ არ მოეწონოს.
-15 წელია გიცნობ და ესეთი მგრძნობიარე ბოლოს როდის გნახე აღარც მახსოვს!
კარზე ზარი იყო მეგის ეგონა მისი გოგონები მოვიდნენ, დიახ ეგონა.
-ანდრი!- მთელმა სადარბაზომ გაიგონა მისი ხმა.
მალევე გოგონებიც მოვიდნენ, აი ავალიანი კი იგვიანებდა. გამორთული ტელეფონი კი ჯაფარიძის ხასიათის შეცვლის მიზეზი გახდა.
-დაწყნარდი მოვა! -ამშვიდებდა ქეთა.
-იმ ვარდებით უნდა გამოძვრეს ?
-მეგ
-არა ქეთა არა, დამპირდა რომ მოვიდოდა.
-ვიმედოვნებ არ დაუწყებ ამის გამო ჩხუბს.
კარზე ზარი იყო, თუმცა მეგის ნათლული ანი მოვიდა. ხასიათი კიდევ უფრო გაუუარესდა, მხოლოდ ზრდილობის გამო იღიმოდა.
-მე გავაღებ!-დაიძახა ანდრიამ.
-ავალიანი შენ აქ რა გინდა ?
-ანდრიუშა ბიჭო შენ რა გინდა აქ ?
-რავი აქ დავიბადე.
-მეგი შენი დაა ?
-კი მეგი ჩემი და არის.
-ჩემი მეგობარია და ახალი მეგობარი მოუყვანე.
მეგი მისაღებში გამოვიდა, ნიკუშას პატარა ყავისფერი უგემოვნო ყუთი ეჭირა. ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
-მეგონა აღარ მოხვიდოდი.
-ჩუ!
საჩუქარი გამოართვა.
-მეგ გახსენი რა...
ყუთში პატარა ჰასკის ლეკვი იყო.მეგი სიხარულისგან ხტუნავდა, მერე ნიკუშას კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
-რას არქმევ ?
-ლაქის.
* **
ბედნიერებას ხშირად ლიმიტიც მოჰყვება, ამიტომაც საჭიროა კარგი ეკონომისტი იყო, რათა ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნო.
ზოგისთვის ბედნიერება სავსე ჯიბეა, ზოგისთვის თბილი სხალი, ზოგისთვის მზიანი დღეები აი ავალიანისთვის კი ბედნიერების დეფინიციას მეგიმდე მივყავდით, დიახ დიახ ყველა გზა რომის მაგიერ მეგისთან მიდიოდა.
-მეგ ჩამო რა!
-საათი არ გაქვს ?
-კი ღამის სამი საათია.
-გადაირევა დედაჩემი.
-დავამშვიდებ პირადად ჩამო რა.
ღამის ოთხ საათზე ხალათმოხვეული ჩავიდა. როგორც ყოველთვის მანქანას მიყრდნობოდა და ქვემოდან უყურებდა. თბილად ჩაიკრა გულში, მერე თავზე აკოცა .
-ხვალ მივფრინავ.
-ერთ კვირაში ჩამოხვალ.
-ერთი კვირა შენ გარეშე.
-ნაკლები ნერვების შლაა დამიჯერე.
-ადი ეხლა გაცივდები.
-ჩვენ სულ ესე უნდა ვიყოთ ?
-როგორ ?
-არაფერი წავედი.
მათი ურთიერთობის სტატუსი ვერა და ვერ დაადგინეს, არა სწორი იქნება თუ ვიტყვი არ დაადგინეს. ავალიანს ჩარჩოები არ მოსწონდა, მეგის კიდევ ინიცატორობა არ სურდა. ჯაშმა სიტუაცია გამოიყენა, ქალაქში ყველა იმაზე საუბრობდა რომ ლანა და ნიკუშა წყვილი იყო.
ლატვიაში შეკრება გაიარეს თუ არა ერთ კვირაში თამაში დაიგეგმა.
-მეგ კვირას თამაშია და თუ წამოხვალ თან ჩემ შეყვარებულს გაგაცნობ.
-ისედაც მოვდიოდი მაგ თამაშზე, ჩემი საუკეთესო მეგობარი თამაშობს.
-სწრაფად მიმღებში ავარიააა!
კვირამდე დრო სწრაფად გავიდა , მოგებული თამაშიდან ნიკუშა მალევე გამოვიდა. მეგი და ლანა ერთად მიდიოდნენ, ჯაში ისე აეკრა ნიკუშას ლამის აპნოე დამართა.
-მეგ გაიცანი ეს ნიკუშაა.
ეგონა, რომ მისი გული აიღეს და ნაწილ-ნაწილ უმოწყალოდ დაჯიჯგნეს, ეცადა ემოციები დაეძლია.
-ნიკუშ გილოცავ ეხლა უნდა წავიდე მეჩქარება.
ჯაფარიძე მიხვდა, რატომაც არ აძლევდა ნიკუშა მათ ურთიერთობას სერიოზულ სახეს, მათ შორის მესამე პირი იდგა ლანა. ჯაფარიძე იცით რას ვერ მიხვდა ? ის, რომ მაგრად გაუჩალიჩეს და ისიც ტყუილებს დასჯერდა.
სახლში იჯდა და ლაქის ეხუტებოდა. ეს შველოდა. ასოციალური გახდა, მხოლოდ ლაქი იყო მისი საუკეთესო მეგობარი. ნიკუშას აღარ ნახულობდა, მიზეზად სულ სამსახური ჰქონდა.
მერე გაცვლითი პროგრამა გამოჩნდა და ასე აღმოჩნდა გერმანიაში. მხოლოდ თიკას ეხმიანებოდა და დედამისს. ყველას სთხოვა, რომ მასზე არაფერი ეთქვათ ნიკუშასთვის.
მატყუარებს ვერ იტანდა.
***
დრო დაუნდობლად გადის და ჩვენც ასე თუ ისე ვუწყობთ ფეხს. ასე თუ ისე ვცდილობთ თვალი გავუსწოროთ ცხოვრებას, ვეძებთ მშვიდ ნავსაყუდელს და ვცდილობთ გავიხანგრძლივოთ ბედნიერი დღეები. ადამიანებმა უნდა გავიხსენოთ, რომ უფრო მეტი დრო სიყვარულს და ერთგულებას დავუთმოთ არა ტყუილებს, რომლებიც შემდეგ კიდევ ათასგვარ სიბინძურეში გადადის.
შემოვლა დაიწყო. ჯაშის პალატაში, უცნობ ხნიერ მამაკაცს მიესალმა შემდეგ მისი გასინჯვა დაიწყო, ამ დროს კი ლანა დალანდა. ფონენდოსკოპი ხელში შეახმა და უემოციო სახე შეეყინა. ნერვიულად გადაყლაპა, კისერში მოწოლილი ბურთი და პროცედურა დაასრულა.
-ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შუა მიუნხენში თუ გიპოვიდი ვერ! ლანა როგორ ხარ ?
-კარგად გაიცანი ეს ჩემი ქმარია გიორგი.
-გამარჯობა!-ხელი მაგრად ჩამოართვა გიორგიმ.
-კარგი ეხლა მე შემოვლა უნდა განვაგრძო ბოდიში გნახავ კიდევ.
ეცადა თავაზიანი ყოფილიყო, ისევ და ისევ მეგობრობის ხათრით. მისთვის მეგობრობა მაღალი ფასეულობა იყო, არა ისეთი იაფასიანი როგორ ჯაშისთვის.
ოთახიდან გადიოდა, როცა ლანამ მკლავში ხელი მოჰკიდა და შეაჩერა. თვალი ჯერ მის ხელს გაუსწორა შემდეგ მის სახეს შეხედა.
-მაპატიე რა !
-ლანა რა გაპატიო, ნიკუშას უნდა ეთქვა ყველაფერი. შენი ბრალი არაფერია.

-ჩემი ბრალია, მე და ნიკუშა არ ვყოფილვართ ერთად. უბრალოდ ესე გამოვიდა.
-რას ამბობ ლანა მე და შენ ვმეგობრობდით, შენთვითონვე მითხარი შეყვარებულს გაგაცნობო და შემდეგ ის ნიკუშა აღმოჩნდა. შენ საიდან უნდა გცოდნოდა ?
-მოვიტყუე! მეგი მოვიტყუე ! ვნანობ ! ძალიან ვნანობ მაპატიე!-ყვირილზე გადავიდა ის.
-მე ვინ ვარ ? ღმერთმა გაპატიოს.-კარი გაიჯახუნა.
გასახდელში შევარდა, ცრემლებს ვერ იკავებდა.
სიამაყეს, საკუთარ პრინციპებს შეცდომებამდე მივყავართ. მაშინ ხომ შეეძლო დაედგინა ლანას ნათქვამის სიმართლე ? ხომ შეეძლო ნიკუშასთვის ისტერიკები გაემართა? თუმცა უსახელო ურთიერთობამ გამოიწვია ეს,მეგობრობამ ლანა ჯაშთან და ერთმა ტყუილმა, პატარა ტყუილმა არია ყველაფერი, ამიტომაც ყველაფერს ჭირდება ჩარჩო და ზღვარი.
სახლისკენ მიდიოდა გონებაში ფიქრები ერთმანეთს ებრძოდნენ. ეგო და ალტერეგო ერთმანეთის საპირისპირო აზრებს აწვდიდა. ყავა მოიმზადა და ფეხმორთხმით ჩაესვენა რბილ პუფში, ცხელი სითხე ესიამოვნა. კარის ხმა იყო.
-ანდრია მოხვედი ?
-კი და შოკოლადიც მოგიტანე.
-ცხოვრება დამენგრა ანდრი ცხოვრება!-ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე.
-მაგ დეპრესია შენ უკვე მეორე წელია გაქვს და არაფერს მეუბნები და ეხლა მიხვდი თუ რა ხდება ?
-მირჩიე რა რამე.
-მომიყევი ჩემო პრინცესა.
პუფის გვერდით მიუჯდა და ცრემლები მოწმინდა მეგის ანდრიამ.
-მახსოვს 2 თებერვალი იყო, ქუჩები გაიყინა ისეთი მოთოვა საავდმყოფოში ხალხის ტევა აღარ იყო. იმ საღამოს გავიცანი და მერე წიგნის მაღაზიაში შევხვდით ერთმანეთს. თავს ვარიდებდი, მაგრამ ერთად მოვხვდით ქორწილში არცერთხელ მოვიდა ჩემთან რომ გვეცეკვა ძალიან მეწყინა, გავბრაზდი ასეთი დონის იგნორი არასდროს მიგრძვნია. იმ დღეს, როცა ფეხი დაუმუშავე თვალს არ მაშორებდა, იმ დღიდან ვფიქრობდი მასზე. მერე მის თამაშზე მივედი. ვნახულობდით ხშირად, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდებოდა. მიყვარდა, ვიცი მასაც ვუყვარდი მაგრამ არც კი ეცადა ურთიერთობისთვის სერიოზული სახე მიეცა. ერთ საღამოს ღამის ოთხ საათზე დამირეკა ჩამო ქვემოთო, მეც ჩავედი შენთან ჩახუტება მინდოდაო მაკოცა, ამაფორიაქა ძილი დამიფრთხო და წავიდა. მახსოვს ერთ საღამოს მელაპარაკებოდა და ვუთხარი შოკოლადი მინდა და კაფეტერიაში არაფერიათქო. კლინიკაში მომაკითხა და შოკოლადებით სავსე ერთი ყუთი მომიტანა. ჩემ ახირებებს ასრულებდა, არასასურველ ადამიანებს ჩემს ირგვლივ აქრობდა. მასთან ერთად სასწაულების მეჯერა, მერე ჩემმა კურსელმა და მეგობარმა გამიჩალიჩა მეც დავიჯერე. წამოვედი აქ, ის კიდევ იქ დავტოვე. ამ ორი წლის განმავლობაში ფოტო შეცვალა ასოციუალმა ნიკუშამ და იცი რა ფოტო დადო ? „Miss my angel “ გერმანიაშიც იყო იცი ჩამოსული, მეგი ჯაფარიძე უპოვნია და მასთან ერთად ედო ფოტო. მენატრება საოცრად მენატრება, ის და მისი სიგიჟეები.
-ავალიანი გიყვარს ?
-მიყვარს ! ცხოვრებაში პირველად მიყვარს ჩემ თავზე მეტად !
-ნიკუშა ყველაზე ცუდი მატყუარა და რატომ არაფერი მითხარი.
-ასე უფრო იოლი მეჩვენა ყველაფერი.
-მეგ ლაპარაკი შველის, ტკივილს უშვებ ამ დროს გულიდან. გულში ჩაკეტვით პირიქით ყველაფერი გაართულე.
-თიკა მეუბნება არ იმჩნევს, მაგრამ კაკის ეუბნება როგორ მოენატრეო.
-წავიდეთ თბილისში ?
-მერე გამოცდები კლინიკა ?
-ახალი წლის არდადეგები რვა დღეს გაგრძელდება და გამოიყენო უნდა.
* * *
ბარგი ჩაალაგეს, ბილეთები იყიდეს, საჩუქრები შეარჩიეს და გზა საქართველომდე რამდენიმე საათს გასტანდა.
-ნიკუშ სად ხარ ტო ?
-მეძინა, რომელი საათი ვერ ხვდები ?
-ვერ ვხდები კი არა ჯაფარიძეები ჩამოვიდნენ!
-მერე მე რა ?
ხმა გაუწყდა კაკის, ვეღარაფერი თქვა.
-ეხლა მომისმინე, 80 წლის კაცს რო გევხარ ამჩნევ ? მაგ გოგოს სიყვარულით უნდა დაინვალიდდე მაინც და მაინც ? ჩამოვიდა ადექი და ნახე ! დეპრესია, რომ გაქვს ამას ხვდები ? უკვე ყველაფერი რო გეტყობა იცი ? ქედმაღლობა დაივიწყე ადექი და კაცურად მიდი! ვერასოდეს დაკარგავ იმას რაც შენია, ვერავინ წაგართმევს იმას რაც არ დაგიკარგავს ! და თუ შენ თვლი,რომ მეგი ჯაფარიძე დაკარგე მაშინ ყველაზე ჩლუნგი ძმაკაცი მყოლია ამ დედამიწაზე და არ ვიცოდი !
-კაკი-კატეგორიულობა მოისმოდა ნიკუშას ხმიდან.
-რა კაკი? გერმანია გადააბრუნე და მის საძებნელად ჩასულს სხვა გოგო შეგრჩა ხელში, ჩამოდი და ისევ არ ნებდებოდი ეხლა როცა, ყველაფერი მზამზარეულია და ლამაზ ვერცხლის სინზეა შემოლაგებული ეხლა ხარ უარზე ? არ მესმის შენი ! ეხლა ადგები, მოწესრიდგები გამოგივლი და აეროპორტში დავხვდებით !
-ისე წავიდა არაფერი მითხრა იმის ღირსი არ გამხადა, რომ მენახა. როცა არ გაფასებენ შენ ფეხქვეშ რატო უნდა გაეგო ? ღორებს მარგალიტებს არ უყრიან ! ამ ორ წელიწადში მის ძებნაში გავუფასურდი.
-შენ შეიძლება გაუფასურდი მაგრამ მაგ გრძნობები და სიყვარული რო გაგიძლიერდა ვერ ხვდები ? დღედაღამე მის ფოტოებს რო ათვალიერებ,სხვა გოგოები რო დაიკიდე ვერ ამჩნევ ?
-კაკი ნუ მირევ ტვინს!
-15 წუთში მანდ ვარ.
ცხოვრებაში ყოველთვის დგება ისეთი მომენტი, როცა შანსზე უბრალოდ უარს ვამბობთ ისევ და ისევ იმედგაცრუების შიშით ან იმის შიშით რომ შანსს ვერ გამოვიყენებთ . მიზეზი ისევ ჩვენი პერსონის მიერ მდგრად შემდგარი პრინციპებია, რომლებსაც ვერ ვუხვევთ. როცა სიამაყე მაღლა მდგომი ყველაზე და ყველაფერზე მხოლოდ ჩვენს თავზე გვაფიქრებს საკუთარი თავის ფიქრით გადაღლილები უბრალოდ ვერ ვხვდებით შედგებს, რასაც მომავალი სულ მალე გვიჩვენებს. სინანული ? ზოგჯერ ამართლებს, მთავარია რამდენად ძლიერად ვიქნებით და რამდენად მოგვინდება დანგრეული ცხოვრების აღდგენა.
ყოყმანობდა, ენატრებოდა, უნდოდა მოხვეოდა, უყვარდა, უნდოდა ენახა, მერე ისევ საკუთარი მე და სიამაყე შეახსნებდნენ მეგის წასვლას და ისიც უემოციოდ წაშლიდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილს.
კაკი ოთახში შეუვარდა.
-შენ ბიჭო სულ გააფრინე ?
-მეც ჩემი სიამაყე მაქვს კაკი და არ გვინდა რა.
უთხრა მშვიდად და ტელევიზორი ჩართო. კაკიც დანებდა კარი ხმაურით გაიჯახუნა.
-რაო კაკი- ერთ ადგილს ვერ პოულობდა მეგი.
-ჯიუტობს და ბოდავს.
თიკამ,როცა ასეთი სახეწაშლილი დაინახა საუკეთესო მეგობარი მაშინვე კითხვები მიაყარა. მეგიც ატირდა.
-ბავშვობაში მინდოდა, რომ მეც კონკია ვყოფილიყავი და მეც დამეკარგა ბროლის ქოში სამეფო კარზე, შევყვარებოდი პრინცს და შეგვექმნა ოჯახი, რომელიც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა მაშინ ავალიანზე არაფერი ვიცოდი, თორე ესეთი ფიქრები ? მე ?შანსი არაა.
ერთმანეთს სურვილობდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ როგორ აშორებდათ ერთი ტყუილი ერთმანეთს. ნიკუშა მის ფანჯრებთან იდგა და გონებაში ღმრად გაქვავებულ აზრებს ცვლიდა.
აი ასე ვინგრევთ ცხოვრებას, როცა შეცდომებს არ ვთმობთ. პატიება, სულგრძელობაა, როცა ღმერთი გვაპატიეობს ჩვენ როცა შეცდომებზე თვალს არ ვხუჭავთ ღმერთზე მაღლა ვაყენებთ საკუთარ თავს, შეცდომას შეცდომას ვუმატებთ ამპარტავნობაში გადავდივართ. ეხლა თავად გადაწყვიტეთ რა სჯობს და რა არა.
მეორე დღეს ისევ ვარჯიშზე წავიდა, სიცოცხლით სავსე ავალიანს ყველაფრის ხალისი დაეკარგა. თვალებიდასიებოდა ეტყობოდა ღამე არ ეძინა. მართლაც რა დააძინებდა, მის სახლთან იდგა და მის ოთახში ანთებული შუქი უხაროდა. უხაროდა, რომ დაბრუნდა მერე თუ მასთან არა ახლა იმის საშუალება მაინც ექნებოდა უბრალოდ დაენახა. მერე იქნებ ერთ დღესაც ამ ტკივილს და უაზრო თავდაფასებას გაევლო და ისევ შეშლილიყვნენ სიყვარულით, როგორც ორი წლის წინ. მწვრთნელი გუბრაზდა, სულ არ ფიქრობო და სკამზე დასვა. ჩვევა ისევ ჩვევად ჰქონდა, მერე რა თუ 28 დეკემბერი იყო ? ისევ დარჩა და ბურთებს ყრიდა კალათში. იცოდა მეგის ჯიუტი და ამაყი ხასიათი და არ უშვებდა იმას, რომ ის დაბრუნდებოდა.
-ადრე უკეთ ისროდი...-თუმცა ხანდახან ის რაც წარმოუდგენელი გვგონია, რეალობის მოსასხამს მოიხურავს და ჩვენც ასე გაოგნებულებს გვტოვებს.
ვერაფერს ამბობდა, ვერ ფიქრობდა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ რეალობა იყო. გული ლამის ამოუვარდა, ყელი გაუშრა.
-მეგი...
-ჰო ნიკუშ მოვედი, შენთან ვარ და გეფიცები აღარასდროს დაგტოვებ! -კისერზე მოხვია ხელები და ძალიან ძლიერად ჩაეხუტა, როცა საპასუხო კოცნა იგრძნო საფეთქელთან, გულის ცემა გაუსმაგდა. თვალებს მაგრად ხუჭავდა და იღიმოდა ყველაზე გულწრფელად და ამაყად.
იდგნენ სპორტდარბაზში ჩახუტებულები და ეს ჩახუტება იყო ყველა ვერგამოუთქმელი და შეუგრძნობელი ემოცია, სიტყვა რომელიც ერთმანეთს დააკლეს. ეს ის ჩახუტება იყო, რომელიც ყოველი თვალების დახუჭვისას მათ წარმოსახვაში გამოჩნდებოდა. გამქრალი უერთმანეთობა კი მათი ღიმილის და გამოზაფხულებული გულების მიზეზი იყო.
სიყვარული ხომ ცვლის, შეცდომების პატიება კი აგრძელებს ფერისცვალებას ...
-როგორ გაგაწვალე ჩემო ბიჭო!-თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე შუბლი მიადო.
არაფერს ამბობდა, ავალიანი ყველაზე ძვირადღირებულ სიჩუმეს გრძნობებით, ემოციით და სითბოთი სავსე წუთებს ჩუქნიდა მას.
ტანისამოსს იცვლიდა.
-არ გიყურებ-თვალებზე ხელები აიფარა მეგიმ.
ავალიანს გაეცინა და ტანისამოსის ჩალაგება დაიწყო. მერე ლოყები დაუკოცნა ხელი მაგრად მოხვი და სპორტდარბაზი დატოვეს.
-ნიკუშ დავილაპარაკოთ რა!
-ვიცი სადაც უნდა წავიდეთ.
ქალაქს გასცდნენ, ემოციებითაც და მანქანითაც. წყნეთში ავიდნენ.
-გარეთ დავსხდეთ რა...
-პლედს გამოვიტან ცივა მაინც.
პლედები მოიხურეს და საქანელაში ჩაეშვნენ. მისი მხარი ყველაზე საიმედო ნავსაყუდელად, რომ მიაჩნდა მიჰყრდნობოდა და სულ გადავიწყებოდა საუბრის დაწყება.
-მიუნხენში სადაც ვმუშაობდი კლინიკაში, როგორც რეზიდენტი ლანას დედას გავუკეთეთ გულზე ოპერაცია. მაშინ გავიგე სიმართლე, როგორ გამიჩალიჩა. იმ დღეს თამაშში ემვიპი რომ გახდი გახსოვს ? აი მაგ დღეს მოვტყუვდი მაგ დღეს, დავიჯერე ყველაფერი თუმცა ჩვენი ურთიერთობის უსახელოებამ თითქოს საბაბი მომცა,რომ ყველაფერი რაც გამოვიარეთ ასე უკვალოდ გამექრო.
-იცი სახელს რატომ არ ვარქმევდი ? იცი რატო არ ვაქცევდი ამ ურთიერთობას ჩარჩოში ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიყავით სრულყოფილები. როცა ერთად ვიყავით, მაშინ სასწაულების მეჯერა. იცი ეს რატომ გავაკეთე ? ისევ და ისევ ჩვენ გამო მინდოდა, რომ გვესწავლა, კარიერა შეგვექმნა და მერე მყარი ძლიერი ოჯახი. ის დღე გახსოვს ? მე, რომ ფეხი ვიტკინე ?
-კი მაგ დღეს, გაგიცანი როგორ შეიძლება დავივიწყო.
-მე კიდევ მთელი ცხოვრებაა გიცნობ! შენ როცა დაიბადე ალბათ მაშინ გამაცნო ღმერთმა შენი თავი ან მეტი ადრე ჩვენზე ზემოთ იწერებოდა.
უფრო მიეკრო თითქოს მასში შესახლებას ლამობდა.
-გუშინ კაკის, რომ ველაპარაკე მაგარი უარზეაო და მეგონა მიწა გამისკდებოდა.
-გუშინ ვბრაზობდი, ალბათ იმ ორ წელს და როცა შენ სახთან მოვედი და ფანჯარაში ანთებულ შუქს ვხედავდი, მაშინ ვფიქრობდი სწორად.
-ავალიანი, ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ და როგორ მენანება ის ორი წელი...
-მიყვარხარ მეგი ჯაფარიძე სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!
* * *
ახალი წლის საღამოს საოცრებები ხდებაო, რასაც ჩაიფიქრებ ის აგიხდებაო ჰოდა თუ ეგრეა, ავალიანმა მეგი ჩაიფიქრა.
ჩაიფიქრა და აუხდა.

კომენტარები !! ბევრი ბევრი!!



№1  offline მოდერი 13.

ვააუუუ...
ტბილი იყო, საყავრლად..
ყოჩაღ! <3
--------------------
ნინი.

 


№2  offline წევრი stichi-19

Dzan kai iko

 


№3  offline მოდერი MyLove

ცაკვარლობა იკოო :D :D
მე მჯერა რომ ოცნებები ხდება.
სწრაფად თუ არა, ნელ-ნელა ყველა ოცნება დაიმკვიდრებს ჩვენს ცხოვრებაში თავს რეალობად.
მჯერა მე ამის!.. აი ნიკუშასაც სჯეროდა და აუხდა!
ველოდები შემდეგს..
მარწყვი გოგო ხარ მართლა! love wink
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი mxolod me

Katgi iyoo <3 tbiliii

 


№5  offline წევრი Tako_Latibashvili

Sayvarloba iyoo <3
velodebi shemdeg istorias...
Warmatebebi <3

 


№6  offline წევრი Soomerholic

ვუუუ უძალიანმაგრესი იყო <3 საღოლ <3

 


№7  offline წევრი salomee

რა კარგი იყოო!

 


№8  offline წევრი ფორთოხალი

საყვარელი <3 შაყუარეეელი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent