-რით მოგხიბლა? -თვალებით [1]
3...2...1... გადახტა...ბათუმის უმაღლესი შენობიდან გადახტა. ეშინოდა,მაგრამ სანდროსთან ერთად გადახტა ... და თითქოს ფრთები შეესხა.თითქოს სამყაროს გასცდა..უსასრულობაში დაფრინავდა...დაუმარცხებელი...ოცნებებით დატვირთული ცდილობდა რეალობის აღქმას,მაგრამ თავი მაინც სიზმარში ეგონა..არ უნდოდა ეს წუთები დამთავრებულიყო,რამდენჯერმე კიდევ განმეორდა მსგავსი შეგრძნებები და გაჩერდნენ. -ძალიან მაგარი იყო სანდრო,ძალიან მაგარი...ყვიროდა და ძმაკაცს ეხვეოდა-ძალიან დიდი მადლობა სანდრო,ძალიან მაგარი იყო...-ემოციებს ვეღარ იტევდა,მაგრამ გამოხატვაც არ შეეძლო... დახტოდა..ყვიროდა...იცინოდა,მაგრამ მაინც ემოციებით იყო დატვირთული -კარგი ტასი დაწყნარდი-ხარხარებდა სანდრო და ტასოს იხუტებდა -ანაბელ შენ არ იცი რა გამოტოვე,ძალიან მაგარი იყო,აი იცი რა მაგარიი? აი სიტყვებით რომ ვერ გადმოგცემ -გულის გახეთქვას მაგის გამოტოვება მერჩივნა. -კარგით ხო , წამო ეხლა ნაყინი ვჭამოთ-ხელი გადახვია სანდრომ მეგობრებს და გზას გაუყვნენ. მთელი დღე გარეთ იყვნენ...მეორე დღეს თბილისში ბრუნდებოდნენ და ცდილობდნენ კარგად დამახსოვრებოდათ ეს არდადეგები. საღამო იყო... ბულვარში სეირნობდნენ და იცინოდნენ. -ერთი სამახსოვრო ფოტო არ გადავიღოთ? -აუუ ხო იცით რომ არ მიყვარს ფოტოების გადაღება? -არაუშავს,ამ ერთხელ შეიყვარე რა ანაბელ -აუუ,კაი ხოო. სელფების გადაღება არ უყვარდათ,ამიტომ სანდრომ პროფესიონალი ფოტოაპარატი ამოიღო და გარშემო მიმოათვალიერა,რომ ვინმესთვის გადაღება ეთხოვა.რამდენიმე ბიჭი იდგნენ მათ შორი-ახლოს. მივიდა... -გამარჯობა,შეგიძლიათ სურათი გადაგვიღოთ? -კი ტო,ბაზარი არაა,-თქვა ერთ-ერთმა და ფოტოაპარატი გამოართვა.სანდრო მივიდა და გოგონებს ხელი გადახვია. -ძალიან მაგარი ფოტო გამოვიდა. -მადლობა ბრატ-უთხრა სანდრომ და ფოტოაპარატი გამოართვა. -არა რა მადლობა,მე თემო ვარ -სასიამოვნოა,სანდრო. -კაი ბრატ წავედი მე,მელოდებიან -ნახვამდის. თემოს მეგობრები შორი-ახლოს იდგნენ და რაღაცაზე იცინოდნენ.რამდენიმე წამით შეეჯახა ანასტასიას თვალები ერთ-ერთი მათგანის თვალებს ახლოს იდგნენ და ამიტომ რთული არ იყო გარჩევა,თითქოს ჩვეულებრივი.არც მწვანე,არც ცისფერი,არც შავი ან ნაცრისფერი,მაგრამ მაინც გამორჩეული.ღია ყავისფერი,ღრმა თვალები...მერე რა რომ სულ რამდენიმე წამი უყურებდა უცნობის თვალებს,მაინც მოახერხა დაკვირვება,თუმცა მათ სიღრმეს ვერ ჩაწვდა. სწრაფად მოეგო გონს და ლოყები აუწითლდა.სწრაფად მიაბრუნა თავი და თემოს გაუღიმა,მერე კი ერთმანეთს გამოემშვიდობდნენ და გზას გაუდგნენ..მიდიოდა მაგრამ უცნობის თვალებზე ფიქრობდა...არასდროს მოსწონდა რაიმე კონკრეტული ფერის თვალები, სიმართლე რომ ვთქვათ თვალებს მაინც ვერ ივიწყებდა.. ჩვეულებრივს,მაგრამ მაინც გამორჩეულ თვალებს... ************ მოკლედ... მადლობთ რომ წაიკითხეთ.და თუ რამეა თქვენი აზრიც დაწერეთ კომებში . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ნახეთ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.