შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარულავა 21


1-03-2015, 15:43
ავტორი niakoo
ნანახია 5 738

გიორგის არ დაურეკავს, გაღვიძებულ ლენკას მესიჯი დახვდა კარგა ვარ და საღამოს წამოვალო მაგრამ ხასითი ვერაფრით გამოუსწორდა, ოთახიდან არ გამოსულა მეძინებაო მოიმიზეზა ლაშა რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა ლენკას ორმაგად ბრაზდებოდა და ორმაგად უნდოდა გიორგის მოკვლა, საღამოს პლიაჟზე გავედით და რადგანაც ლენკა არ გამოგვყყვა ლაშაც სახლში დარჩა. სანაპიროზე მისულებს დუდას მზერა რაღაცაზე უსიამოვნოდ გაუშტერდა, ეს რაღაც კი აარ ვიღაცეები იყვნენ..
ირაკლი იჯდა თავის მეგობრებთან და ცოლშცილთან ერთად, ერთერთი ჩემი მეორე ნათლია იყო, გიგა თავისცოლთან ერთად, რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.. ირაკლის ხელი ჰქონდა მოხვეული ლანაზე და ესეც მთელი ძალით ეხუტებოდა ქმარს... დემეტრეც დამთბარი მზერით უყურებდა მშობლებს და ვიღაც გოგოს ეხვეოდა..
- ახლა გული ამერევა- ამოვილაპარაკე ზიზღით და ზურგი ვაქციე ოჯახურ იდილეას.
- წავიდეთ სხვაგან- თქვა დუდამ.
- სადაც არუნდა წავიდეთ ლანა და ირაკლი მაინც ცოლქმარი იქნებიან და დემეტრე მათი ოჯახის მთავარი წერტილი.. აზრი არ აქვს დავრჩეთ და დავიკიდოთ- ვთქვი გაღიმებულმა და დაჩის ვანიშნე კარგად ვართქო.
- მაშიინ - გამხიარულდა დუდაა..- ყველა წყალში!- იყვირა და სწრაფად მომიგდო ზურგზე, მოულოდნელობისგან შევკივლი და მერე ამაზე ამიტყდა სიცილი.. დუდა წყლისკენ გაიქცა.
- ნელა ბიჭო- გაისმა დაჩის სიცილნარევი ხმა.. ნელა დაიძრა ჩვენსკენ და დუდას დაემუპრა მას შემდეგ რაც სამჯერ მომიწია ფსკერის დათვალიერება რომ მოკლავდა.
ფარულავამ ჩემი ყვინთაობისთვის დუდას დასჯა გადაწყვიტა და დაიწყო წყალში ჭიდაობა.. ისეთი სანახაობა იყო მარტო მე და ნუკა კი არა მთელი პლიაჟი იცინოდა.
- სიფათს აგახევ ფარულავა- დაიმუქრა ნაპირზე გაწოლილი დუდა.
-რამის თავი რომ გქონოდა იქ ამახევდი- ქოშინით უპასუხა დაჩიმ და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
- შენი დედა ***- ხმამაღლა შეიგინა დუდამ და ჩვენსკენ მომავალ ბიჭს გახედა რომელსაც სახეზე საზიზღარი ღიმილი აკვროდა უკან კი ხუთი ბიჭი მოსდევდა.
სწრაფად წამოდგა ორივე და დაძაბულებმა ანიშნეს ერთმანეთს რაღაც ..
- კარგად ერთობი?- კითხა იმ ბიჭმა ისევ იმ საზიზღარი ღიმილით.
- კი თუმცა ვატყობ ცოტახანში უფრო კარგად გავერთობი- თქვა ფარულავამ ი.. აი ისევ ის ღიმილი ასე რომ ვერ ვიტან..
- შენი არ ვიცი მაგრამ მე აუცილებლად გავერთობი- მზერა ჩემზე გადმოიტანა იმ ბიჭმა- დემეტრეს დას უკეთესი მოეთხოვება..- თქვა და ისევ დაჩის და დუდას მიუბრუნდა - ჩემს ქალაქში ხართ ბიჭებო და ისე ვერ გაგიშვებთ ჩემი არ ამოვიღო..
- მეერ ვინ გიშლის აქ არ ვართ? - ხელები გაშალა დუდამ.
- მაგრამ ჩემი ძმაკაცებიც გაბრაზებულები არიან- დაამატა იმ ბიჭმა "წყენით".
- გასაგებია ანუ ექვსი კაცის ცემა მოგვიწევს- უთხრა დაჩიმ დუდას ზედმეტად წყნარი ტონით.
- რა ხდება?- იკითხა დემეტრემ და იმ ბიჭს ხელი ჩამოართვა.
- არაფერი რაღაც საქმე მაქვს ფარულავასთან- გაუღიმა ბიჭმა.
- რა საქმე?- კითხა დემემ.
- კატო სახლში წადი- თქვა დაჩიმ მკაცრი ტონით მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ, დემეტრეს ვუყურებდი მიშველე თვალებით.
- ისეთი არაფერი დედა უნდა - დაიწყო ბიჭმა მეერ მე გადმომხედა და დაამთავრა - ვუტირო....
- ბიჭო რამდენს ლაპარაკობ მერე მიდი და გააკეტე რა თუ თავი გაქვს- თქვა დაჩიმ მობეზრებული ხმით..
- შენი დ88888888- იყვირა ბიჭმა და დაჩისკენ წამოვიდა მაგრამ ირაკლის ხმამ გააჩერა.
- მათე!- იყვირა ირაკლიმ.- რა დღეში ხარ?
- არაფერში რაკლი ბიძია, ჩემი მაქვს ამოსაღები..
- აუ ველოსიპედიანი დათვიღა გვაკლია და ცირკია რა- მოთმინება დაკარგა დუდამ- რომ არ გაქვს რაღაცის კეთების უნდა დაეტიო ბიჭო გაიგე? ისიც კი არ იცი რომ ესეთიო საქმეები ხალხით სავსე პლიაჟზე არ გვარდება ხო?
- შენი..
- ხმა !- იყვირა დუდამ- შენი თავი თუ გიყვარს მეორედ აღარ შეიგინო აქ გოგოებთან ერთად ვართ ..
- დაიშალეთ ეხლა- იყვირა ისევ ირაკლიმ.- მათე აქ ჩემი შვილია და იმდენად მაინც უნდა მცემდე პატივს რომ თავი შეიკავოო..
მათე ცოტახანს ჩაფიქრებული იდგა და ფარულავას უბღვეროდა.. მაგრამ აშკარად აღარ აპირებდა არაფრის თქმას, დაჩი ნელა მიუახლოვდა და მისთვის დამახასიათებელი წყნარი, ცინიზმით სავსე ტონით ჩაილაპარაკა.
- აი ეხლა მაგრად მიქარე და შენთვისვე ჯობია აქედან აახვიო თორემ თუ გიპოვე- ისეთი წყნარი ტონით ლაპარაკობდა დაჩი რომ ყველამ სმენა დაძაბა მისი სიტყვების გასაგონად- დედას გიტირებ ..- ბოლო სიტყვები მკაფიოდ წარმოთქვა ფარულავამ და მობრუნდა..
წყნარად მომხვია ხელი, თავზე მაკოცა და ნელი ნაბიჯებით წამომიყვანა იქედან
-დაჩი ეს რა იყო?- ვკითხე როცა იქაურობას მოვშორდი..
- დებილის ჩალიჩი კაი ტიპობაზე- გაიცინა დაჩიმ და ისევ ჩამეხუტა.
- ხომ შეიძლება ერთი დღე მაინც იყოს ჩვეულებრივი მშვიდი..- ამოვიწუწუენა და მხარზე მივეხუტე.
- მერე ყოფილიყავი ბანძი როჟის გვედით და იქნებოდა წყნარი ცხოვრება..
- ასე ხო?- სწრაფად მოვშორდი დაჩის- მაშინ დაგშორდები..
- შენ- დაიწყო დაჩიმ და ჩემი სახე ხელებში მოიქცია- ვერასდროს ვერ დამშორდები გესმის?- დაიჩურჩულა და შუბლზე მაკოცა.
აჰა უთხარი ეხლა ამას რამე.. ნამდვილ ავადმყოფს გადავეყარე.. "მყუდროება " ჩემმა ტელეფონის ხმამ დაარღვია, ირაკლის ნომერია.. ოღონდ ეს არა.
-კატო სად ხარ?- გაისმა ირაკლის მკაცრი ხმა..
- დაცისთან ერთად ვარ ირაკლი რა გინდა?- ამის მამობრივმა გამოხტომებმა ხომ გაბურღა ტვინი.
- მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ, უნდა ვილაპატაკოთ..
- კარგი ბულვარში ვარ და იქ მოდი..
- მანდვეა ჩემი სახლი დემეტრეს გამოვგზავნი და გამოყევი.
- კარგი
ლაპარაკი გინდა ხო? კარგი ვილაპარაკოთ.. არ მინდოდა მაგრამ მომიწევს რაღაც რაღაცეებში გაგარკვიო მამიკო.
- დარწმუნებული ხარ რომ გინდა მარტო წასვლა?- მკითხა დაჩიმ როცა დემეტრე დაინახა.
- ხო.. სახლში მოვალ კაი?
- დამირეკე და მოგაკითხავ..
- არაა საჭირო ტაქსით გამოვალ .. დროებით- ლოყაზე ვაკიცე ფარულავას და დემეტრესკენ წავედი.
- აბა ახლა რა მოელანდა მზრუნველ მამიკოს?- ვკითხე დემეტრეს.
- კატო გთხოვ - დაიწყო დემეტრემ მაგრამ გავაწყვეტინე.
- კარგი მივიდეთ და დაველაპარაკოთ..
დემეტრემ დიდი საკუთარი სახლის კარები გააღო და შიგნით შემატარა, ულამაზესი ეზო აქვთ და ულამაზესი სახლი. სახლისუკან ბარში შემიყვანა დემემ სადაც ირაკლი დამხვდა სკამზე ჩამომჯდარი, უშველებელ ავჩალკას ეთამაშებოდა, ჩემს დანახვაზე ძაღლი დააბა და შუაში მდგარ მაგიდასთან ჩამოჯდა.
- გამარჯობა - მოგვიახლოვდა მოკლე სარაფანში გამოწყობილი ლანა- წვენს დალევ?- ისეთი თბილი ხმით მკითხა წარბები გაკვირვებისგან თავისით წავიდა მაღლა, ცინიკური ღიმილით დავაიგნორე ლანას ნათქვამი და ირაკლის მივუბრუნდი.
- რა გინდა?- ვკითხე რაც შემეძლო წყნარად.
- დაჯექი- მკაცრი მამის იმიჯი მოირგო სანიკიძემ.
- მეჩქარება ირაკოლი აქ საჭორაოდ და მითუმეტეს წვენის დასალევად არ ვარ მოსული- ლანას გადავხედე და გავაგრძელე- მხოლოდ იმიტომ მოვედი რომ რაღაცეები გავარკვიოთ.. ვერსად გავექცევი იმ სამწუხარო ფაქტს რომ მამაჩემი ხარ მაგრამ ახლა მე სრულწლოვან ვარ აღარ გაგაჩნია აღარანაირი კანონიერი უფლებები ჩემზე და გაფრთხილებ თავი დამანებე, არ გაბედო ჩემს ცხოვრებაში ჩარევა..
- კატო!- იყვირა ირაკლიმ.- რა აზრი აქვს რამდენი წლის ხარ ჩემი სისხლი აღარ გექნება სრულწლოვნების მერე?
- მექნება ირაკლი მექნება მაგრამ არ მინდა გესმის? შენ არ ხარ მამაჩემი იცი რატომ? იმიტომ რომ ფეხებზე დამიკიდე და საერთოდ არ მესმის ეხლა რატომ მოგინდა მზრუნველი მამიკოს როლის თამაში, რამდენაჯერაც გამოჩნდი იმდენჯერ ამ მდგომარეობაში ჩავვარდი რა იყო ჩემი და სოფოს განერვიულებული სახეების ყურება მოგწონს? ხომ გყავს ოჯახი? მიხედე რა მე შემეშვი ..
- ხმას დაუწიე!- გამაფრთხილე ირაკლიმ.
- შემეშვი- უფრო ავუწიე ხმას და მხოლოდ ახლა შევნიშნე, ბებიაჩემი სანდრო და ლელუკა რომ შემატებოდნენ ჩვენს სასიამოვნო კამპანიას.- აქამდე ფეხებზე გეკიდე და ეხლა არ მესმის რა გინდა..
- ის მინდა რომ კარგად იყო კატო.. ეგ ბიჭი ავამდყოფია.. ეგეც და მთელი მაგისი ბანდაც..
- თუ მაგათ ბანდაში დუდას და ლაშას გულისხმობ ბოდიში მოიხადე იმიტომ რომ მისი ბანდა მთელი ამ წლების განმავლობაში იმას აკეთებდა რაც წესით შენ ან ჩემს ძმას უნდა ეკეთებინა რომელიც ათი წლისამ გავიგე რომ მყავდა .. შენი წყალობით ის ძმაც დავკარგე რომლის არსებობა არც ვიცოდი და ოჯახიც რომელიც წლების განმავლობაში იდეალური მეგონა.. გეყოფა რაა .. დამანებე ერთხელდასამუდამოდ თავი.. შენ წახვედი და არავის გაუჩერებიხარ ხომ ასეა? ახლა ნუღარ ცდილობ დაბრუნებას..
- კატო ხმას დაუწიე- საუბარში ცაერთო ბებო.
- აჰ კიდევ ერთი ჩემზე შეყვარებული ადამიანი..- არც ამჯერად მიღალატა ირონიამ.- საიდან გამოჩნდეთ ასეთ დროს ყველა ერთად..
მოკლედ მე მივდივარ და მოვითხოვ ისე გაქრე ჩემი ცხოვრებიდან როგორც რვა წლის წინ.. კარგად..
სახლი გაბრაზებულმა დავტოვე.. უკვე ბოლოს მიღებს ეს ყველაფერი.. ირაკლის უადგილო მამიკობანა ისე მაგიჟებს რომ მინდა რამე დავარტყა..
- გავისეირნოთ?- დამეწია სანდრო.
- არ მინდა - ჩავიბურტყუნე გაბრაზებულმა.
- გინდა წამო გავიაროთ- ხელი გადამხვია სანდრომ და ბულვარისკენ გაუხვია.
- ჩვენ ძალიან გვიყვარხარ- დაიწყო სანდრომ დაბალი ხმით როვა სკამზე დავსხედით.
- თქვენ მეც ძალიან მიყვარხართ..- დავიჩურჩულე მეც..
- დემეტრესაც ვგულისხმობ..
- დემეტერეს ყოველთვის მოყვება ირაკლი და ლანა მე კი მათი დანახვა არ შემიძლია..
- დემეტრე შენი ძმაა ასე რომ ოცნებობდი.. პატარები ვიყავით მე რომ მთხოვე ჩემი ძმა იყავიო გახსოვს?- გაეღიმა სანდროს და ჩამეხუტა- შვიდის იყავი..
- მახსოვს..- მეც გამეღიმა როცა გამახსენდა როგორ ვთხოვე ატირებულმა სანდროს სულ ჩემი ძმა იყავი თქო.. მაშინ ერთერთმა უბნელმა წამაქცია და მატირა სანდრომ კი სცემა.
- მაშინ დაგპირდი რომ სულ ვიქნებოდი მაგრამ ვერ შევასრულე- გააგრძელა სანდრომ- ჩემი ადგილი სხვებმა დაიკავეს.. მართალია მათ მიმართ არც ისე კარგად ვარ განწყობილი მაგრამ ყოველთვის მადლობელი ვიყავი ასე რომ ზრუნავდნენ შენზე..
- ყოველთვის?
- თბილისი პატარაა კატო და მაგათნაირი სასტავის ამბები არ იმალება.. ვიცი როგორ ზრუნავდნენ შენზე .. ეს კარგია მაგრამ შენ მაინც უფრო ჩემი და დემეტრესი ხარ ვიდრე მათი დღევანდელი სიტუაცია კი არასწორია..
- ვფიქრობ მაგ თემაზე ბიჭებს პრეტენზია ექნებათ- დუდას სახე წარმოვიდგინე სანდრო რომ ეტყვის კატო ჩემი უფროა ვიდრე შენიო და გამეცინა.- რა იქნება რომ მათთან ერთად იყოთ თქვენც .. ძმაკაცები იყავით თქო არ ვამბობ მაგრამ ეს მტრობა მკლავს..
- არ გამოვა- გამიღიმა სანდრომ- მაგათ სასტავთან ჩევნ ? შანსი არაა მაგრამ მე პირადად აღარ ვაპირებ შენს დაკარგვას..- თავზე მაკოცა ჩემმა სანდრიკამ. ახლა გამახსენდა მამიდა რომ ასე ეძახდა ხოლმე და ესეც მთელი დღე ბუზღუნით დადიოდა წესივრად მომმართეთო.
- საღამოს ბარში მივდივართ მეგობრებთან ერთად, ლელუკაც მიმყავს და წამოხვალ?
- უკვე საღამოა..
- ხო ანუ ახლა....
- არ ვიცი დღეს ძაან დავიღალე..
- კატო ყოველთვის როცა ვცდილობ შენ ამბობ უარს ..
- კარგი მაგრამ ჯერ სახლში უნდა მივიდე გამოვიცვალო..
-წამო ტაქსით გაგიყვან და ერთ საათში გამოგივლი..
- კარგი ..
სანდრომ ტაქსით გამიყვანა და წავიდა.. სახლში ასულს სერიოზული სიტუაცი დამხვდა...........

მადლობა რომ კითხულობთ სამშაბათს ვეცდები დავდო შემდეგი თავი..



№1  offline წევრი S.likuna

Radros gawkvitew dzaankai ikoo velodebi axal tavs ogond did tavs ♥️

 


№2 სტუმარი ღამურა

ეს რა იცით ხოლმე კარგ მომენტშიი გაჩერება

 


№3 სტუმარი TaKo

აუ მალე დადე რაა :/

 


№4 სტუმარი Xxxaagag

Isa daa dgess ukve otxshabatiaa :D Ratoo migalataa xoo tqvii samshabats davdeboo? Sadaabaa shemdegii tavi :D Sagamos dadee raa tore visvrii telefonss fanjridann da axals gayidineb :D

 


№5  offline წევრი niakoo

ver movaxerxe verafrit mapatiet ! Davdeb xvale aucileblad gpirdebi

 


№6 სტუმარი TaKo

niakoo
ver movaxerxe verafrit mapatiet ! Davdeb xvale aucileblad gpirdebi

აუ დადე რა მალეე :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent