შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-შენ თავს ვფიცავარ მიყვარხარ ტო...! { 12 თავი }


1-03-2015, 22:02
ავტორი forever youngs...
ნანახია 3 133

ცეკვით რომ დაიღალნენ,სასტუმრო ოთახში,დივანზე დასხდნენ...ლაშას თავი ნინის კალთაზე ედო...შუა ღამემდე ლაპარაკობდნენ...ყველაფერს მიედ-მოედნენ...უცებ ლაშა ადგა და მოუხერხებლად გადახტა...ფეხი დივანს წამოდო და ტყლაააააააშ...მიწაზე დავარდნის ხმაც იქვე იყო...ნინი თავიდან შეხტა და მერე მიწაზე გაშხლართული ლაშა რომ დაინახა სიცილი დაიწყო...პირდაპირ ცხვირ-პირით დაასკდა,მართლა ძალიან მტკინვეული იყო...სწრაფად ადგა და ვითომც არაფერი ისე გავიდა სამზარეულოში...დარჩენილი შამპანური ბოლო წვეთამდე ჭიქებში გაანაწილა და ისევ სასტუმრო ოთახში გავიდა...ნინის სიცილი დამთავრებული ჰქონდა და ლაშას მოლოდინში იყო...ამჯერად,დივანზე გადახტომა (ლაშას) აღარ უცდია...შემოუარა და ნინის გვერდზე მიუჯდა...ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და დალიეს...
-ისე ნინი სიმართლე რომ გითხრა მანამდე მინდოდა ყველაფრის თქმა...
-და რატომ არ მეუბნებოდი?-ირონიულად იკითხა ნინიმ...
-მართლა კარგი გოგო ხარ სამეგობროდ და თუ გეტყოდი მეგონა,რომ მეგობრობაზეც უარს მეტყოდი...შენი დაკარგვა სამუდამოდ კი არ მინდოდა...!-თქვა ლაშამ და ისევ ნინის კალთაზე დადო თავი...ნინიმ გადახოტრილ თავზე ხელი გადაუსვა...დაბლა დაიწია და ლოყაზე აკოცა...ასე ისხდნენ ერთხანს...ნინი ჰორიზონტს გაჰყურებდა და ფიქრობდა...ლაშა ზემოთ იყურებოდა და თითქოს ღმერთს მადლობას სწირავდა,რომ ყველაფერი შეძლო...მერე ლაშა წამოხტა ოდნავ დაიწია და ხმამაღლა თქვა:
-მადამ...-ხელი გაუშვირა...ნინიმაც არ დააყოვნა ხელი ხელზე დაადო...ლაშამ მაგრად ჩაჭიდა და ასე მივიდნენ მეორე სართულის კიბეებთან...მერე ნინიმ ხელკავი გამოდო და არისტოკრატულად ავიდნენ მეორე სართულზე...დერეფანში ჩახუტებულები იდგნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ...
-კარგი ლაშა წავედი...ცოტა არ იყოს და მეძინება...
-კარგი ნინაჩკა...-ლაშამ შუბლზე აკოცა და ნინის ოთახის კარები გაუღო...ნინიც უხმოდ შევიდა და ოთახის კარები დაკეტა,რომ მიიხედ-მოიხედა არავინ იყო (ოთახში)...მხოლოდ ლიზის ეძინა და ძილში ეღიმებოდა,ალბათ კარგ სიზმრებს ნახულობდა...ნინიმ მალე გამოიცვალა და დაწვა...ლიზიკოს ლოყაზე აკოცა...ის იყო ბალიშზე თავი უნდა დაედო და დაეძინა,რომ SMS მოუვიდა...
"შენს ღიმილზე მეტად არაფერი არ მიყვარს...თვალები რო გიბრწყინდება ხოლმე...!"
"მიყვარხარ გადაუყვარებლად..."-არ დაუყოვნებია SMS ნინის...დიდ ხანს წერდნენ ერთმანეთს...ბოლოს ნინის ჩაეძინა...
"გღვიძავს?"
"ჩემი ძილის გუდა,ჩაეძინა...ტკბილი ძილი...მიყვარხარ...!"-ბოლო SMS მიწერა ლაშამ და მანაც დაიძინა...დილას 9 საათზე გამოეღვიძა...ცოტა ხანი საწოლში იწვა და გუშინ მომხდარს აანალიზებდა და თან ეღიმებოდა...10ის ნახევარზე როგორც იქნა ადგა,სწრაფად სამზარეულოში ჩავიდა,ქვაბი და რკინის დიდი კოვზი აიღო და ისევ მეორე სართულს დაუბრუნდა...დათოს შეუხტა ოთახში... რკინის კოვზი დათოს ყურთან ძლიერად დაარტყა ქვაბს...დათომ გვერდი იცვალა...ლაშამ საწოლს მოუარა და ისევ ძლიერად შემოარტყა (ქვაბს რკინის კოვზი)
-რა იყო შე*ემა დამაძინე რა-თქვა დათომ და საწოლზე წამოჯდა...
-აუ დათო გთხოვ გაიღვიძე რა...რაღაც საქმე მაქვს და შენი დახმარება მჭირდება..
-ბიჭო გუშინ რა მოხდა ტო? როგორ ჩაიარა?
-მოკლედ 5 წუთში დაბლა ჩამოდი და ყველაფერს გაიგებ...!-არ მიუქცევია ლაშას დათოს შეკითხვისთვის ყურადღება ისე გავიდა ოთახიდან...დათოს სხვა რა გზა ჰქონდა..?! ზოზინით ადგა,სანამ ჩაიცმევდა ლაშამ უკვე ნიას და გიორგის ოთახებიც დაიპყრო და ორივე გააღვიძა...(ლაშამ)ფრთხილად შეაღო ნინის კარები და ლიზი დაინახა,რომელიც გამწარებით იცვამდა ჟაკეტს...ხელით ანიშნა გარეთ გამოდიო...ლიზიმაც არ დააყოვნა ჯაკეტი გაიხადა და ლაშას მისცა...ლაშამ ფრთხილად გამოხურა ნინის ოთახის კარები და ლიზის მოიუბრუნდა:
-ლააშა გთქოვ დამეხმარე რა ამის ცაცმაში...
-ჰაჰაჰ კარგი ლიზიკო...ნახე ჯერ უნდა გადმოაბრუნო ჯაკეტი და მერე ჩაიცმევ...-ლიზის ჯაკეტი ჩააცვა და ელვა შესაკრავიც ამოუწია... -ლიზი ჩადი პირველ სართულზე და მეც ახლავე მოვალ...-(ლაშამ)დაინახა როგორ ჩადიოდა ლიზი კიბეებზე დრო იხელთა და ისევ შეაღო ოთახის კარები...(ნინის) დახედა და ფრთხილად გამოვიდა...კიბეებზე დაეშვა...
-როგორც იქნა გამოჩნდი..!
-აუ გიო მაცადე რა...!
-გუშინ გვინდოდა ყველაფერი გეთქვა ნინისთვის,მოგიწყვეთ რაც შევძელით და შენ ამით გვიხდი მადლობას..?10 არ არის ჯერ და ფეხზე წამოგვყარე...-საუბარში დათო ჩაერთო...
-მადლობა ყველას გუშინდელისთვის მაგრამ მისმინეთ ერთ წამს რა იყო? ბოლომდე დამეხმარეთ თუ მეხმარებით...
-ხო კარგი მაგრამ ლიზიკო რატომღა გააგვიძე..?-იკითხა დათომ
-ლიზიმ თვითონ გაიღვიძა...
-ქო მართლა მე გავიგვიძე- დაუდასტურა ლიზამაც და ისევ მულტფილმის ყურება გააგრძელა...
-ისე ლაშა გუშინ როგორ ჩაიარა?-ახლა ნიამ იკითხა და თვალები მოიფშვნიტა...
-თუ მაცდით ყველაფერს გეტყვით...
-კაი ვაცადოთ ტო...-თქვა გიორგიმ და ნიას ხელი გადახვია...
-მოკლედ ნინის გუშინ ყველაფერი ვუთხარი...-ბავშვებმა ტაში დაუკრეს...-თავიდან ცოტა არ იყოს და დაიბნა...მერე ყველაფერი ისე დალაგდა მეც რომ არ ველოდი...მე და ნინაჩკაც ერთად ვართ...-ამასაც ტაშით შეხვდნენ...-ახლა რა იყო მიზეზი იმისა რომ ადრე წამოგყარეთ,მოკლედ ნინის მინდა სიუპრიზი გავუკეთო და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება...
-მიხვდი ჩვენს გარეშე რომ ვერაფერს შეძლებ-მომღიმარი სახით თქვა დათომ..
-ე ბიჭო აცადე რა...-დათოს გიორგი გამოესარჩლა...ლაშამაც განაგრძო...
-ყველაზე კარგი სიუპრიზი ამ შემთხვევაში ის არის რომ დილას როცა გაიღვიძებს საჭმელი მივუტანო...-თქვა ლაშამ და იქ მყოფნს გადახედა
-ვაა შეყვარებული ბასტი რა მზრუნველი ყოფილა-აღნიშნა დათომ
-მე დაგეხმარები ლაშა რაღაცეების გაკეთებაში...-დაპირდა ნიაკო
-მეც დაგექმარები ბასტი-ლიზიმაც პირობა მისცა...ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს...
-ჩვენც გვაქვს სინდისი და ჩვენც დაგეხმარებით კაი ხო...
-მადლობა დათო...
-ოღონდ იცოდე ლაშა კიდევ ერთხელ 10 საათზე გამაღვიძებ და დაგბრიდავ...
-კაი დათო გპირდები აღარასოდეს გაგაღვიძებ ესე ადრე...
-ქალაქი რომ ინგრეოდეს არც მაშინ..!
-კარგი არც მაშინ-დაპირდა ლაშა
-მორჩით ეხლა ლაყბობას და დავიწყოთ გაკეთება თორემ გაიღვიძა ნინიმ...
-მართალი ხარ ნია...
-ბასტი და რა უნდა გაუკეთო?
-არ ვიცი ნია,ალბათ ყავა,შემწვარი კარტოფილი სიგრძეზე დაწრილი ფრის მსგავსად რა
-ლაშა ამ დილა უთენია შემწვარ კარტოფილს რა შეაჭმევს?-გაოცდა ნია
-შეჭმას...უყვარს და შეჭამს...!
-კაი როგორც გინდა და ვსო მეტი არაფერი...? შემწვარი კარტოფილი და ყავა..?
-მაგაზეც ვიფიქრე ნია...-სიცილით თქვა ლაშამ და ბიჭებს გადახედა...-რადგანაც,ჩემს გოგოს შოკოლადიანი კრუასანები ძალიან უყვარს,ბიჭებს მოუწევთ წავიდნენ და მოიტანონ...
-ბიჭო გუშინ ფეხი ვიღრძე და მე ვერ წამოვალ,გიო წავიდეს..-ტქვა დათომ და ფეხზე ხელი მოიკიდა და ფხუკუნს არ ეშვებოდა...
-ნუ აფერისტობ ხოლმე შე*ემა...კაი წავალთ ჩვენ და მოვიტანთ...
-ბიჭო გუშინ რომ მეძინა მაშინ მეღრძო...
-აფერისტ..!
-ხო კაი გიო წამოვალ ჯანდაბას ჩემი ფეხი,მაგრამ ამ დილა უთენია რომელი მაღაზია იქნება ღიაა?-ჩაიცინა დათომ
-ბიჭო,ეს თბილისი კი არაა..! დილა აქ 7-დან იწყება და არა 1-დან დათო...შენაირი უსაქმურები კი არ ცხოვრობენ,ყველას საქმითაა დაკავებული...-ახლა ნია ჩაერთო ლაპარაკში...
-გეუბნებით,ჭკვიანი გოგო მყავსთქო რა...დათო არ შეეპასუხო ეხლა სწორად იძახის ყველაფერს-თქვა გიორგიმ და ნიას ლოყაზე აკოცა...
-მეც ძალიან ჭკვიანი გოგო მყავს...-დათომ ლიზიკოს დაუძახა და ძლიერად ჩაეხუტა
-ბიჭო შენ თუ ფეხი გტკიოდა ლიზა როგორ აიყვანე ხელში..?
-ვაიმე,ლიზიკო ფეხი მტკივა დაბლა ჩამოდი რა...
-აფერისტია რა!კაი წავედით ჩვენ ეხლა-გიორგიმ დათოს ხელი მოჰკიდა და კარისკენ წაიყვანა...დათო რომ გარეთ გააგდო,უკან მოიხედა და ნიას მიაძახა...
-ნიაკო ჭკვიანად იყავი,ლაშას გიტოვებ მიმიხედე,რამე არ გააფუჭოს,სახლი არ გადაგვიწვას...
-მიდი გაიარე რა...-ლაშამ კი უპასუხა მაგრამ გიორგის უკვე კარგა ხნის მიხურული ჰქონდა კარები...წასული იყო...
-ნია რაღაცა უნდა გთხოვო...
-გისმენ ლაშ...
-ნინის მინდა რომ მე გავუკეთო ყველაფერი,ანუ ჩემი ხელით გავაკეთო, ხომ ხვდები რა
-კი ლაშა-ჩეაეცინა ნიას...
-ყველაფერს მე გავაკეთებ და გთხოვ შენ მხოლოდ კარტოფილი გამითალე რა...ვერ ვისწავლე,ნახევარს კანებს ვატან...
-ხო გითხარი ლაშა დაგეხმარებითქო ხოდა გაგითლი აბა რას ვიზავ...
-ჯიგარი ხარ ნიაკო...-თქვა ლაშამ და ნიას მაგრად ჩაეხუტა...
-მეც მინდა კარტოფილი...-სასტუმრო ოთახიდან გამოსულმა ლიზიმ შეჰკივლა...
-მე გაგიკეთებ ლიზა...-თქვა ნიამ,როცა ლაშას გამოეცალა...ლაშამ ნიას კარტოფილი მოუტანა...ნიამ მართლა შეასრულა თავის პირობა და ლაშას გათლილი კარტოფილები თასში ჩაუწყო...ლაშა მთელი სულით და გულით აკეტებდა,ისე თხლად ჭრიდა კარტოფილს,რომ მაკდონალდის ფრი მონაგონი იყო...კარტოფილი ბოლომდე დათალა და გულიანად გარეცხა...გარეცხილი კარტოფილი მარილიან წყალში მოათავსა,ესე უფრო გემრიელიაო...ერთი ორჯერ ამოურია და წყალი გადაწურა...ტაფაზე ზეთი არ დაუშურებია,საკმაოდ ბევრი მოასხა...კარტოფილი კარგად "შეტკაცა" და დიდ თეფშზე ლამაზად დააწყო...ცოტა კეჩუპიც დაასხა თეფშზე და გასაციებლად მაგიდაზე დადო,თვითონ კი დივანზე დაჯდა,ბიჭებს ელოდებოდა...10-15 წუთში დათომ შეამოღო კარები,ლაშა უცებ წამოხტა და დათოსთან მივიდა...
-ბიჭო კრუასანები სადაა?
-ბიჭო არ იყო ტო...
-აუ ნია რა ვქნა ტო-თქვა ლაშამ და ხელები თავზე შემოიწყო...
-კაი არაუშავს ლაშა კარტოფილი მიუტანე და კვერცხიც შევწვათ თუ გინდა,არ ინერვიულო...
-უშავს ნია...-მძიმედ ამოიხვენეშა ლაშამ და სავარძელს დაეყრდნო...
-დათკა და გიო სადაა..?-როგორც კი იკითხა ნიამ,გიორგიმ კარები შემოაღო...
-აჰა ლაშა...-პარკი გაუწოდა გიორგიმ (ლაშას)
-ეს რა არის შე*ემა?
-რა და ცხვრის ხორცხი,რაც დაგვაბარე ისაა სხვა რა უნდა იყოს...
-აბა დათომ არ იყოო
-შენ თუ დათოს დაუჯერე ძმა მაგრად გქონია საქმე...ამ დებილს კიდე მაიმუნობის მეტი არაფერი ახსოვს-თავზე ხელი წამოარტყა დათოს(გიორგიმ)
-რას დგახარ შე*ემა გაიღვიძა ნინიმ და აჭამე მერე თოხლო კვერცხი...-შეჰყვირა დათომ
-ოხ,დათო რომ არ მეჩქარებოდეს მე ვიცი რასაც გიზავდი...-თქვა ბასტიმ და პარკი სამზარეულოში შეიტანა...ნიაც უკან გაჰყვა...
-ნია,ლანგარი არ გვაქვს?
-კი კი მოიცა-თაროებში დაიწყო ნიამ ქექვა,იქიდან საშუალო ზომის ვერცხლისფერი ლანგარი გადმოიღო და ლაშას გაუწოდა,ამასობაში ლაშამ კრუასანები თეფშზე დააწყო და ცხელი წყალი ჭიქაში ჩაასხა...
-ნიაკო,დამერ*ა
-რატომ? რა მოხდა?
-არ ვიცი ნინი რამდენ კოვზ შაქარს იყრის ყავაში...-ნიას პასუხის თქმა ვინ აცადა,ლიზიკო გამოვარდა სასტუმრო ოთახიდან
-ცამი ეთზე
-გეუბნებით რა მეც ჭკვიანი გოგო მყავსთქო...-თქვა დათომ და ლიზი ხელში აიტაცა
-რა სამი ერთზე?-გაუკვირდა ლაშას...
-ეს შეყვარებული,მზრუნველი ლაშა ამავდროულად შტერიც ყოფილა...სამი კოვზი შაქარი და ერთი კოვზი ყავა...-განუმარტა დათომ და ლიზას ლოყები დაუკოცნა.
- ეე ნორმალურად ბიჭო...-ლაშას გაბრაზება ეტყობოდა სახეზე,ყველაფერი ლანგარზე დააწყო და მეორე სართულის კიბეებს აჰყვა...
-ლაშა ხელსახოცები (სალფეტკები) დაგავიწყდა შე*ემა-იხუმრა დათომ
-აუ ეგ კარგი გამახსენე ტო...
-ლაშა მე ამოგიტან,არ ჩამოხვიდე!-ასძახა ნიამ და თეფშის გვერდზე დაუწყო...მზად ხარო მიაძახა და დაბლა ჩავიდა (ნია)...ლაშამ ნინის ოთახის კარები ცალი ხელით შეაღო და ლანგარი კომოდზე დადო...ნინის კი ტკბილად ეძინა...ერთხანს მძინარე ნინის უყურებდა მერე კი დაბლა დაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა..ნინი შეიშმუშნა და მძიმედ გაახილა თვალები...ლაშა რომ დაინახა ძალიან გაუკვირდა,ერთი ორჯერ თვალები გაახილა და დახუჭა,ბოლოს ბასტის ხმა რომ გაიგო ყველაფერს მიხვდა...
-ჩემმა პრინცესამაც გაიღვიძა...
-ლაშა...
-ნინი...-უკან შებრუნდა ბასტი და ლოგინზე წამომჯდარ ნინის კალტაზე ლანგარი დაუდო...
-ვაიმე,ლაშა...-აღტაცებას ვერ მალავდა ნინი
-ნახე აბა როგორია,იქნებ საწამლავს გიყრი...-ჩაიცინა ლაშამ
-მაგას არ იზავდი 100%-ით ვიცი...-მტკიცედ თქვა ნინიმ..ლაშამ კარტოფილი კეჩუპში ამოუსვა და ნინის აჭამა..
-მმმ...გემრიელია,მართლა ძალიან გემრიელია...-პირგამოტენილი ელაპარაკებოდა ლაშას
-ნინ,როგორ მიხარია რომ მოგეწონა...-ნინიმ ყავაც დააგემოვნა,ისიც ძალიან მოეწონა.კრუასანებითაც ჩაიტკბარუნა პირი...
-ლაშა,მართლა ძალიან გემრიელია ყველაფერი...მადლობა,რომ ჩემზე ასე იზრუნე
-ხო იცი როგორ მიყვარხარ?! არაფერი დამეზარება შენი ღიმილის დასანახად...-თქვა ლაშამ და ნინის შუბლზე აკოცა...
-ამიტომაც ასე გადაუყვარებლად მიყვარხარ ლაშა..! - იმ დილამაც მშვიდად ჩაიარა...პირველი საათზე ყველა მზად იყო კოჯრის დასათვალიერებლად და ციხის დასალაშქრათ...საოცარი ზაფხული იყო თითოეულისათვის,რაღაც განსაკუთრებული და შეუდარებელი...იყო სიცილი,გართობა, დათოს იუმორი და რაც მთავარია დიდი დოზით სიყვარული...ყველა ტკბებოდა ამ ზაფხულით,მათ შორის ლიზიკოც...ტყეშიც იყვნენ წასულები კარვებით.მართალია დათოსგან შეშინებულ გოგოებს ნიაკოს ქოხში ეძინათ,მაგრამ იმ დღემაც კარგად ჩაიარა...დათო წამოიწუწუნებდა ხოლმე:
-რა გჭირთ ხალხნო? ერთ სახლში არა ხართ? რა მესიჯობა აგიტყდათ? მეც ვუყიდი ლიზის ტელეფონს და მერე ნახეთ,როგორ მოგეწონებათ ტელეფონში ჩამძვრალი დათო...-ლიზოც იქვე იტყოდა მესიჯობა არ ვიციო,დათოც ანუგეშებდა მე გასწავლიო..მართალი იყო და რა უნდა ექნა?! იმ ღამესაც ტყეში წასულები რომ იყვნენ ერთმანეთს გამწარებით წერდნენ,დაახლოებით ისე სიკვდილი რომ გაქვს მისჯილი და წერილში ყველაფრის თქმა რომ გინდა,მაგრამ დრო არ გაქვს,არადა ნიას ქოხი და კარავი გვერდიგვერთ იყო,დილას ვერ ილაპარაკებდნენ..?! ესეთი სიგიჟე იცის სიყვარულმა...! ლაშა გამოესარჩლებოდა ხოლმე დათოს.ნახავ როგორია საყვარელი ადამიანი შენთან რომ არის და განშორება არ გინდა,შენც იქნები შეყვარებულიო...დათოს რაღა გზა ჰქონდა თავისას კი იძახდა,მაგრამ ვის ესმოდა,ვერ გაეგო სიყვარული რა იყო,არ გამოეცადა იმიტომ...ზუსტადაც იმიტომ..! საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს ზაფხული...ყველაფერს აკეთებდნენ ლამაზი დღეების გასატარებლად.წუწაობა,ღამის გათევა და ალკოჰოლი.ერთხელ გოგოებმაც დალიეს და მერე რომ მიხვდნენ საშინელი თავის ტკივილს,იმის მერე აღარ დაულევიათ.ერთ დილას ნინიმაც გაუკეთა სადილი ლაშას.ბლინები გამოაცხო და გამდნარ შოკოლადთან ერთად გადაახვია.ერთმანეთისას უსიტყვოდ ხვდებოდნენ.ლაშა ყავაზე არ გიჟდებოდა ჩაი ერჩივნა,ნინიმაც იფიქრა ამ ზაფხულში ცხელ ჩაის რა დაალევინებსო და შოკოლადიანი ბლინები და ფორთოხლის წვენი ერთად აუტანა ოთახში...ლაშას ეღვიძა მაგრამ რომ დაინახა ნინი კარის გაღებას და შემოსვლას ცდილობდა თვალები უცებ დახუჭა.
-ლაშ,მეც მოგიტანე ჩემო საყვარელო სადილი,მეც ძალიან მიყვარხარ...გმადლობთ,რომ ასეთი კარგი და მზრუნველი ხარ.-თქვა ნინიმ და "მძინარე" ლაშას ხელი დაუსვა-ლაშ იცი?!პირველ დღეს რომ ჩამოვედით,მწვადებს რომ წვავდით,მაშინ მიიპყარი ჩემი ყურადღება...-ეფერებოდა ნინი ლაშას
-მოიცა,მოიცა რაო რა თქვი?-დაჭყიტა თვალები ლაშამ
-ფუ იდიოტო გეღვიძა და გაინტერესებდა რას ვიზავდი?!
-ხო ჩემო გოგო,კარგი რა არ გაიბუტო ეხლა...- წამოჯდა ლაშა და ნინის სახე დაუკოცნა
-ლიზი კი არ ვარ რომ გავიბუტო-მოეხვია ნინი ლაშას
-ეგრე რა...რა მომიტანეე?-ნინიმ ლანგარი ლაშას მუხლებზე დაუდო და ბლინებიანი თეფში გაუწოდა,ლაშამაც აიღო და მადის აღმძვრელად ჩაკბიჩა
-მმმ...რა გემრიელია ნინაჩკა,შენ გააკეთე...
- მაშ-შეიფერა ნინიმ და თვითონაც აიღო ბლინი,ლაშა გემრიელად შეექცეოდა ბლინებს და წვენს სვამდა,მაშინ როცა ნინიმ ბლინი გადახსნა და ლაშას შოკოლადი სახეზე წაუსვა მერე კი თვალის დახამხამებაში ოთახიდან გავარდა.ლაშა უცებ წამოხტა,სტორტული შარვალი ჩაიცვა და ოთახი სწრაფად დატოვა...სასტუმრო ოთახში და სამზარეულოში არავინ იყო...რაღაც ფხაკუნი გარედან მოესმა და წამში გავარდა,(სახლის) კიბეები უცებ ჩაირბინა და წყლის ძლიერი ნაკადი მისკენ წამოვიდა.ნინის ხელში შლანგი ეჭირა და თან გაიძახოდა:
-აბა რა გეგონა ლაშა თავი რომ მოიმძინარუნე?! ღირსი ხარ...!!
-ნინი გაჩერდი თორემ დაგიჭერ...!
-დამიჭერ და რა ლაშუკ?-სიცილით კვდებოდა ნინი
-დაგიჭერ და მერე შენ თავს დააბრალე...-იმუქრებოდა ლაშა,ისე იყო ნინი გართული ლაშას გაწუწვით რომ ვერ შეამჩნია,როდის გამოვიდა ლიზი გარეთ და ნინის ონკანი დაუკეტა,უკვე საკმაოდ გვიანი იყო,გაწუწული ლაშა ნინისკენ მორბოდა,ნინიმ სწრაფად მიაძახა ლიზის ნახე გოგო შენ რა გიქნაო და სწრაფად გაიქცა...ბოლოს სახლს 20-25 წრე რომ შემოარტყეს...სირბილით და სიცილით დაღლილი ნინი მიწაზე დაენარცხა,ლაშა ინერციით მიდიოდა ნინისკენ,მანძილი გასაჩერებლად ვეღარ მოთოკა და ნინის ზემოდან დაემხო..
-აუუუუ...ადექი ლაშა,მძიმე ხარ...
-ხომ გითხარი ნინაჩკ შენს თავს დააბრალეთქო...-თქვა ლაშა და მუხლებზე დადგა,ოღონდ ისე რომ ნინი ფეხზე მაინც ვერ ადგებოდა...-ნინ 1 სურვილს შემისრულებ,ეს იქნება შენი სასჯელი!
-ჰა აბა გისმენ ლაშუკ...-ირონიას არ იშორებდა ნინი სახიდან...ლაშა დაბლა დაიხარა და ნინის მადისაღმძვრელად აკოცა...კოცნა ლიზის სიცილმა გააწყვეტინა,უცებ ადგნენ და ლიზის გახედეს
-ნინი შეიძლება ტელევიზორი ჩავრთო და მულტფილმს ვუყურო...-სიჩუმე ლიზიმ დაარღვია...
-კი ლიზი,ოღონდ ძალიან დიდხანს არა!-ლიზომ უცებ აირბინა სახლის საფეხურები და სახლში შევიდა...ლაშა ნინის თვალებში უყურებდა და ეღიმებოდა.
-რა იყო ლაშუკ?-ისევ ის ირონია იყო...
-ე.ი. ნინი ჩემი სურვილია...- დიდხანს იდგა ლაშა შლანგით ხელში და ნინის წუწუნს უსმენდა:
-აუ ლაშა მე ამდენ ხანს არ გამიწუწიხარ მორჩა რა...
-ჩემი სურვილი არ დამტავრებულა ნინაჩკა...-თქვა ლაშამ და წყალი გადაკეტა...
-ეე ლაშუკ შენ თქვი ერთი სურვილიო...
-ხოდა არ დამთავრებულა ეგ ერთი სურვილი,ჩემი სურვილის ბოლო ნაწილი შენი ჩახუტებაა
-კაი ჯანდაბას,მოდი ჩამეხუტე...
-მე ვთქვი შენი ჩახუტებატქო...-თქვა ლაშამ და ხელები გაშალა,ჩასახუტებლად.
-მიყვარხარ ლაშა...-სერიოზული და კმაყოფილი სახე ჰქონდა ნინის,მიუხედავად იმისა,რომ ცუდათ ხვდებოდა ტანზე ლაშას სისველე...
-მეც ნინუც,სიცოცხლეზე მეტად...!
-ლაშა რა სველი ხარ!
-მე თუ შენ ნინი,წამო სახლში შევიდეთ თორემ გამიცივდები...-ნინი უსიტყვოდ დაემორჩილა და ერთად შეაღეს სახლის კარები...ყველა სამზარეულოში იყვნენ და სადილობდნენ...ყველას გაეღიმა ნინის და ლაშას დანახვაზე,ეტყობოდა ლიზის უკვე მოყოლილი ჰქონდა მათი ამბავი,მეორე სართილზე ავიდნენ და თავიანთ ოთახებში შევიდნენ,გამოიცვალეს და ქვედა სართულს მიაშურეს...
-არა რა ლაშა,მიგებაძა ნინისთვის ისე უხმაუროდ გაგიკეთა სადილი ჩვენ ვერც კი გავიგეთ,რას წამოგვყარე იმ დილას ფეხზე.-თქვა დათკამ მაშინ,როცა ნინი და ლაშა დივანზე დასხდნენ...იმ დღემაც მშვიდად ჩაიარა,ყოველი მომდევნო დღე ერთმანეთზე უკეთესი და მხიარული იყო...ყველაფერი კი ზაფხულის დამთავრებამდე და თბილისში წამოსვლამდე 2 კვირით ადრე აირია...


P.S. ...ვიცით,რომ საგრძნობლად დავაგვიანეთ..!და ამიტომაც ბოდიში გვინდა მოვუხადოთ თითოეულ თქვენგან..! ბოდიში! (მართალია,ჩვენი ბოდიშით ვერაფერს ვუშველით თუ თავები დროზე არ დავდეთ,მაგრამ ჩვენ მაინც გვებოდიშება გულწრფელი გულით)ვიცით,რომ ისტორიას ხიბლი მაშინ აქვს როცა ყოველ დღე იდება!უფრო გიზიდავს ხოლმე და გითრევს,ჩვენ კი უნამუსოებივით მოვიქეცით!ვერ მოგთხოვთ კომენტარის დაწერას ჩვენი საქციელის (დაგვიანება ვიგულისხმეთ) ფონზე...თუ რაიმეს გაუგებრად ვწერთ ისტორიაში გისმენთ ყურადღებით,რჩევებიც გვაინტერესებს...დიდი სიყვარულით კატო და ელენე...



№1 სტუმარი giorgi

დადეთ რა 13 თავი უკვე მიცეჩვიე ამ სიტუაციებს მიდით არ დაიზაროთ ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent