შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე (6)


1-03-2015, 23:10
ავტორი Dedas Tojina Vaar
ნანახია 4 320

სახლში, რომ შევედით კარები ღია იყო, მაგრამ არავინ არ დაგვხვდა, დემეტრემ მოიარა ოთახები, მაგრამ ვერავინ ნახა... ცოტახანში ასაკიანი ქალი "შემოფანცქვალდა" ოთაში
(დემეტრეს ბებია გურულია... დემეტრე ბებიამისთან მინდა და ჩაეხუტა, ბებომ დემეტრეს მოკითხვის შემდეგ მეც შემამჩნია) დედა აი ანგელოზივით ბაღანა ვინაა, ბოდიში დედა ვერ მოგაქციე ყურადღება
-არაუშავს ბებო გაიცანი ეს გვანცაა ჩემი ცოლი, გვანცი ეს ნინა ბებოა (გაუღიმა დემეტრემ)
-მართლა ბებია თუ მატყუებს რაცხას (გაკვივებულმა გამომხედა)
-მართალია (გავუღიმე, ნინა ბებო ჩემსკენ წამოვიდა და მაგრამ მომეხვია)
-თქვე მოგიქტით მე დაგტიეთ მშივრები, დაჯექით ახლა აგერ და მოვალ მალე მე (ნინა ბებო გავიდა ოთახიდან და მალევე მობრუნდა) დემეტრე, ბებია დაანთე ბუხარი არ გამიცივდეს აი ანგელოზივით ბაღანა (მე და დემეტრეს გაგვეცინა და ნინა ოთახიდან გავიდა)
-დემეტრე ნიკოს როდის უნდა ვუთხრათ?
-დავურეკავ ცოტახანში არ ინერვიულო (გამიღიმა და ბუხრის დანთება დაიწყო, არ ვიცოდი რა მექნა და ვიფიქრე ნინა ბებოს მივეხმარები თქო)
-დემე სამზარეულო საითაა? (დემე? როდის მერე გახდა დემეტრე დემე? ოოხ გვანცა რაა... არ დაგავიწყდეს რო ქმარია უკვე გამომძახა მეორე მემ)
-აი პირდაპირ ოთახში (ხელით მანიშნა დემეტრემ) გინდა რამე?
-არა ვიფიქრე ნინა ბებოს მივეხმარები თქო (გავუღიმე და ოთახისკენ წავედი)
-ნინა ბებო მოგეხმარებით (ოთახში შევედი და გავუღიმე, თავიდან უარზე იყო მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე რომ დავხმარებოდი... ცოტახანში მშვენიერი სუფრა გავშალეთ ბოლო თევში უნდა გამეტანა მაგიდაზე, როცა სამზარეულოში დემეტრე შემოვიდა)
-დედა ბებია აი რაკაი გოგო გყოლია, ქემაინც მეცოდინება მშიერი არ მეყოლები იმფერი საჭმელები გააკეთა თთებს ჩაიკვნეტ (მე გავწითლდი, დემეტრეს კი გაეცინა)
-ნინა რეზო სადაა ამდენ ხანს? (რეზო დემეტრეს ბაბუაა)
-მამაშენი და რეზო სანადიროდ არიან, რავარციქნა მეიცალა მამაშენმა ჩვენდაც (გახარებულმა თქვა ნინამ)
-ანუ გიორგიც აქეთაა? (ნინამ თავი დაუქნია დემეტრეს და სალათის ბოლო თევში ნინა ბებომ გაიტანა)
-ნიკოს ველაპარაკე (გამომხედა დემეტრემ, ისეთი სერიოზული სახე ქონდა შემეშინდა)
-მერე გაბრაზდა? (ჩუმად ვიკითხე)
-ხვალ დილას აქ იქნება (გამიღიმა)
-ესე ძალიან გაბრაზდა? (ლამის ტირილით ვკითხე)
-არა უბრალოდ ნაწყენია მე როგორ დამიმალეთო (გამიცინა და შუბლზე მაკოცა, გამიკვირდა მაგრამ გამიხარდა, რომ არ განაწყენებულა)
-ჰაა ახლა მოით ბაღნებო მერე მეესიყვარულეთ ერთმანეთს გაცივდა საჭმელი (გაგვიცინა ბებიამ, მე შემრცხვა, დემეტრეს კი გაეღიმა და შუბლზე მაკოცა)
-ბებო დაველოდოთ გიორგის და რეზოს და მერე დავჯდეთ
-კი ნენა, მარა ცოდოაა ბაღანა ნამგზავრია და მშიერი იქნება, ისედაც შეხედე ძვალი და ტყავია (ნინას ლააპარაკზე მეღიმებოდა)
-წამო გვანცი დავჯდეთ თორე ნინასთან ლაპარაკს აზრი არააქ (გაეცინა დემეტრეს)
უკვე სუფრასთან დაჯდომას ვაპირებდით, როცა კაცები გაიღო და 2 ერთმანეთის მსგავსი ადამიანი შემოვიდა, უბრალოდ ერთი ასაკიანი იყო მეორე შედარებით ახალგაზრდა, როგორც მივხვდი ესენი დემეტრეს მამა და ბაბუა იყვნენ, ოთახში რომ შემოვიდნენ და დემეტრე დაინახეს გაუკვირდათ
-ოოჰ ეს ვინ გვიკარდა (რეზო ბაბუმ გახარებულმა გახედა დემეტრეს, დემეტრე კი მივიდა და ჯერ მამამისი ნახა მერე კი ბაბუას მაგრად მოეხვია)
-როგორ მომენატრე მოხუცო , შენ როგორც ყოველთვის ჯანზე ხარ ხო? (გაეცინა დემეტრეს) ნახე ბაბუ ვინ ჩამოგიყვანე (ჩემსკენ გამოახედა და გაეღიმა, მე კი დავიბენი არვიცოდი რამექნა, რაც იმწუთში მოვიფიქრე ის იყო რომ მათთან მივსულიყავი და მივსალმებოდი, დემეტრეს მამა გაკვირვებული მიყურებდა, ბაბუა კი გახარებული
-როგორც იქნა (გაეცინა დემეტრეს ბაბუას, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მის ამ საქციელზე გამეღიმა და მეც მოვხვიე ხელი)
-დემეტრე არ ამიხსნი რახდება? (ჩაერია გიორგი, მე რეზო ბაბუას მოვშორდი და მას შევხედე)
-მამა გაიცანი ეს გვანცა არის ჩემი ცოლი (ბატონი გიორგი მომიახლოვდა და შემათვალიერა)
-არა შვილო ერთი მითხარი ასეთი ანგელოზი ამ უჟმურს როგორ გამოყევი (გამომხედა და გამიცინა, მის სიტყვებზე მეც გამეცინა, დემეტრე კი სერიოზული სახით გვიყურებდა, მალევე შევედით ოთახში და სუფრას მივუსხედით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, როცა გარეთ მანქანების სიგნალები ატყდა, ნინა ბებომ გაიხედა და დემეტრეს გამოედა)
-ვინცხა უცხო მანქანები არიან ნენა ჩვენ ჭიშკართან არიან, გავალ ერთი რახდება და მოვალ ეხლავე (ნინა გარეთ გასვლას აპირებდა, როცა დემეტრემ გარეთ გაიხედა და გაეღიმა მერე კი ნინა გააჩერა)
-გაჩე ბებო მე გავალ ჩვენები არიან (გამომხედა და გამიღიმა, მეც ეგრევე მივვარდი ფანჯარასთან და გავიხედე, გარეთ ნიკო, ალექსი, იაკო, თამუნა და გაბრიელი იყო, გაბრიელის დანახვაზე დემეტრეს სახე შეეცვალა მაგრამ არ შეიმჩნია და გარეთ გავიდა, მე ფანჯარასთან მივედი და ნიკოს რეაქციას ვაკვირდებოდი, მაგრამ ვერ დავინახე რადგან ამ დროს რეზო ბაბუამ დამიძახა და მისკენ მივბრუნდი)
-გვანცა შვილო შენებმა იციან? (გამიღიმა)
-ისა... ჩემმა ძმამ იცის გარეთაა ისიც (დავიბენი, რეზო კიდე რაღაცის თქმას აპირებდა როცა კარები გაიღო და ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით შემოცვივდნენ, როგორც ჩანს ბიჭები რეზო ბაბუას და ნინა ბებიასაც ძალიან კარგად იცნობდნენ ... მათთან მივიდნენ და გულიანად "ჩაკოცნეს", მე კი აწითლებული ვიდექი ერთ ადგილას გაშეშებული და ჩემს ძმას ვუყურებდი, რომელიც თვალს არ მაშორებდა და სერიოზული სახით მიყურებდა, მასთან მივედი და ახლოს დავუდექი)
-ჩემზე ნაწყენი ხარ? (ჩუმად ვკითხე, ყველა ჩვენ გვიყურებდა)
-კიი თან ძალიან... (სერიოზული სახით მიპასუხა მე კი თვალზე ცრემლები მომაწვა)
-ჰო მაგრამ .. მეე (დავიბენი, ცოტაც და ვიტირებდი)
-მეწყინა შენს ხელის მოწერას რო ვერ დავესწარი, ასე რომ ორჯერ უფრო დიდი ჯვრისწერის გაკეთება მოგიწევთ (გაეცინა და ჩამეხუტა, მე კი ამოვისუნთქე და მაგრად მოვეხვიე... ცოტახანში უკვე "გამრავლებული" მივუჯექით სუფრას,ერთ მხარეს დემეტრე მეჯდა მეორე მხარეს კი გაბრიელი, შიგადაშიგ მე და გაბრიელი ვლაპარაკობდით და ვიცინოდით... ყველა ბედნიერი იყო მხოლოდ დემეტრე იყო საშინლად ცუდ ხასიათზე)
-2 წუთში დავბრუნდები (სუფრიდან ადგა და გარეთ გავიდა, ვერ მოვითმინე და მეც გავყევი, თან ჩემს თავს ვუბრაზდებოდი რომ ჩემი საქმე არ იყო, და ნამდვილი ცოლივით ვნერვიულობდი, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, რომ ეხლა რომ არ ავმდგარიყავი და არ გამოვყოლოდი, ჩვენები რამეს იეჭვებდნენ... დემეტრე გარეთ გავიდა და იქვე მდგარ ხის "სკამეიკას"ფეხი მთელი ძალით მოუქნია, ამ საცოდავ სკამსაც მეტი რაუნდოდა და გატყდა... ვერ ვხვდებოდი დემეტრეს რა სჭირდა, მივუახლოვდი და გვერდით დავუდექი, გამომხედა და უხეშად მითხრა)
-რაგინდა?
-რასქვია რამინდა? (გაბრაზებულმა გავხედე) არ დაგავიწყდეს, რომ მე შენი ცოლი ვარ და ამ შემთხვევაში საჭირო იყო, რომ გამოგყოლოდი... დეემეტრე რაგჭირს?
-მაშინ არ იყავი ჩემი ცოლი იმ ნაბო..არს, რომ უცინოდი? (მიღრიალა ბოლო ხმაზე, მე კი ვერ მივხვდი რაა იგულისხმა და გაკვირვებულმა გავხედე)
-ვერ მიხვდი არა? რაგინდა მოვკლა? რატო ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო? ჯერ იყოდა საერთოდ არ იცნობდი და მასთან ლამის დააღამე, ეხლა კიდე გვერდიდან არ შორდები, ხელს ხო არ გიშლი? (ირონიულად გამომხედა, მაგრამ ეტყობოდა,რომ საშინლად გაბრაზებული იყო... მე მივხვდი რომ გაბრიელზე ამბობდა და სიცილი ამიტყდა, მერე კი უცებ დავმშვიდდი და მშვიდად შევხედე)
-მომისმინე დემეტრე, არვიცი მაგ თავში, როგორ დაუშვი, რომ მე გაბრიელს ვეპრანჭები, მაგრამ ერთი იცოდე, შენ დამპირდი რომ სანდროს ჩემთან ყოფნაში დამეხმარებოდი, ეხლა კიდე შენი სულელური ეჭვიანობის გამო თუ შენს დაპირებას საფრთხის ქვეშ დააყენებ, გეფიცები არასოდეს გაპატიებ, რადგან მე სათამაშო არ ვარ რომ შენს ჭკუაზე მათამაშო და რა სიტუაციაში, როგორც მოგინდება ისე მოიქცე... შენ კარგად იცი რამხელა საფრთხის წინაშე ვართ, რომ ვინმემ არ გაიგოს ჩვენი გეგმის შესახებ, შენ კიდე რაღაც სულელური ეჭვიანობის გამო ამაზე საერთოდ არ ფიქრობ ... შენ ვერც კი წარმოიდგენ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის ის ერთი ციდა ბავშვი და რა სიყვარული მაკავშირებს მის მიმართ... მე უბრალოდ მართლა ვერ ავიტან ის სხვებთან გაიზარდოს, განა იმიტომ რომ ჩემზე უკეთესები არ არსებობენ? არა უბრალოდ ის პატარაობიდანვე მე გავზარდე, მე მისით ვცოცხლობ გესმის? ეხლა კი მხოლოდ შენ შეგიძლია, რომ დამეხმარო და არჩილმა ის სხვას არ მიაშვილოს (ვლაპარაკობდი და თან ცრემლები მომდიოდა, დემეტრე კი მისმენდა, ბოლოს ჩემთან მოვიდა და მომეხვია)
-მაპატიეე, მაპატიე გვანცი მაგრამ ვერ ვიტან ჯერ, რომ ჩემი ცოლი ხარ და შენზე არანაირი უფლება არ მაქვს, შენ უბრალოდ ვერკ კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავ... ვიცი უფლება არ მაქვს მაგრამ მაინც ვეჭვიანობ, რავქნა ესეთი ვარ... ეგ კიარა მაშინ სანდრომ რომ მითხრა რომ გავიზრდები გვანცა ცოლად უნდა მოვიყვანოო მაგაზეც ვიეჭვიანე... არვიცი ამ ერთი თვის მერე რა მოხდება და შენ რას გადაწყვეტ, მაგრამ ერთი ვიცი, ერთი თვის მერე ჩემთან რომც არ იყო, სხვასთანაც ვერ იქნები, რავქნა ტო ვერ ავიტან ვინმეს შენს გვერდით, ვერ წარმომიდგენია ვინმე სხვა, შენი შვილების მამად... რავქნა ესეთი ვარ საშინლად ფეთქებადი ხასიათი მაქვს მაგრამ მიყვარხარ და სულ მეყვარები... ვერ დაგპირდები რომ სულ გაგიმეორებ "მიყვარხარ" თქო მაგრამ გპირდები ამას სულ გაგრძნობინებ, ეხლა კი შევიდეთ შიგნით თორემ მართლა რამეს იეჭვებენ
თვალებზე ცრემლები მომწმინდა და შუბლზე მაკოცა, მე კი მისი სიტყვების შემდეგ "გაშტერებული"ვიდექი, უბრალოდ ვერ წარმომედგინა, ჩემნაირი უბრალო ადამიანი, თუ შეიძლებოდა ოდესმე ყველასათვის სასურველ სასიძოს და ცნობილ ბიზნესმენს, შეყვარებოდა ეს მარტო სერიალებში ხდებოდა მეგონა... დემეტრემ ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა, ჩემი სუფრასთან დაჯდომა და ტელეფონის ხმა ერთი იყო, დავხედე და არჩილი იყო, ტელეფონის პასუხს ვაპირებდი როცა, დემეტრემ არჩილის სახელი წაიკითხა და გაეღიმა მე კი ტელეფონს ვუპასუხე
-დიახ ბატონო არჩილ
-სადახართ ჩახვედით? ვნერვიულობ არ უნდა გამაგებინოთ?
-არა...ისაა, ჩვეენ დავქორწინდით (დავიბენი, მაგრამ როგორღაც სათქმელს თავი მოვაბი)
-რაა? რასქვია დაქორწინდით? (გაუკვირდა არჩილს, ტელეფონი კი დემეტრემ გამომართვა და გარეთ გავიდა... ცოტახანშ გაღიმებული სახით შემოგვიერთდა)
-ხვალ დილით სტუმრები მოგვემატება (გამომხედა და თვალი ჩამიკრა, მე გამეღიმა)
-არჩილი იყო? (იკითხა გიორგი ბიძიამ)
-ხოო დედა ყოფილა მათთან, და ხვალ ჩამოვლენ (გაეცინა დემეტრეს)
-ოოჰ ეხლა არჩილის სახლში რა პანიკა იქნება, ლია (დემეტრეს დედა) შეყრიდა მეზობლებს (გაეცინა რეზო ბაბუას, მის ნათქვამზე კი გიორგი ბიძიამ რეზოს გახედა)
-ოოხ, მამა შენ ისევ არ იცვლები (გაეღიმა გიორგის, მე ძალიან დავიღალე და მომეძინა, ვეცადე არ შემემჩნია, მაგრამ დემეტრემ შემამჩნია)
-გეძინება? (ყურში ჩამჩურჩულა, მე თავი დავუქნიე და ჩემდა უნებურად თავი მივადე მხარზე, მას გაეღიმა ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა, ჩემი ძმისკენ გავაპარე თვალი და გაღიმებული გვიყურებდა)



№1  offline წევრი Dedas Tojina Vaar

ბოდიში დაგვიანებისთვიიის <3 <3 <3
--------------------
წარსული არასდროს გვავიწყებს თავს ...

 


№2  offline წევრი Shore

მიყვარს ეს ისტორია ძალიაან და არ დააგვიანო რააა:-) ❤❤

 


№3  offline წევრი Ta Ta ))

გვანცას რო შეუყვარდება მერე აეჭვიანებს :D ძალიან მაგარიააა <3 <3 <3

 


№4 სტუმარი ...

აუ დადე რა რამდენი ხანია გელოდები recourse

 


№5  offline წევრი Just give me a Hand . . .

აუუუ დადეე რაააა შემდეგიიიი :( :( :(

 


№6 სტუმარი ...

Dedas Tojina Vaar
ბოდიში დაგვიანებისთვიიის <3 <3 <3

აუ დადე რა გელოდებით love

 


№7  offline წევრი Just give me a Hand . . .

აუუუუუუუ დადეე რააა recourse

 


№8 სტუმარი ...

აუ დადე მართლა რაა

 


№9  offline წევრი lamazmani

აუ მალ ეგააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent