დუმილი, ვით სამარე... (7 ნაწილი)
ყველაფერი თითქოს დალაგდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. არც დიტოს ედგა კარგი დღე, გამუდმებით ფიქრობდა იმაზე თუ რა გაუგებრობაში გაეხვა, როგორ შეცდა, როგორ გადაწონა ფიზიკური და დაგმო ის სულიერი, რომელიც იზიდავდა. გაახსენდა თიკას დაბადების დღე 1 წლის წინ, ვილმას მორცხვი სახე, დაჭრილი ტორტი და მერე ოხუნჯობები, მისი დაბრძენებული საუბრები, სამომავლო გეგმები, ტელეფონით ვირტუალური ურთიერთობა და ლაკონური სიყვარული, შემდეგ კი ბანკეტზე გაზრდილი, დარდით გალამაზებული, დაქალებული და მოხდენილი ვილმა. მიხვდა, რომ თათა არ უყვარდა, მხოლოდ მისმა ქერა თმამ და ცისფერმა თვალებმა შეაცდინა სწორ არჩევანში, მათ გამო კი არ აპირებდა მისი გამოხტომების ატანას და სიბრაზისგან ჭიქა მიახეთქა კედელს. ვილმასაც დღეს განსაკუთრებით შემოაწვა დიტოზე ფიქრები, ის ხომ პირველი სიყვარული იყო, პირველი, რომლის დავიწყებაც არ არის ადვილი და დათრგუნული ლექციების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მოულოდნელად და თან უდროოდ ლუკას შეეფეთა. ვილმა შეეცადა თავი აერიდებინა, მაგრამ ლუკა პირდაპირ წამოვიდა მისკენ და თან ოვაციებით. * * ეს ვის ვხედავ? პატარა მხატვარს ვახლავარ. –––გამარჯობა ლუკა. (აღელვებული ხმით მოუგო და ხმაც რომ ამოეღო კიდევ, ალბათ ტირილი წასკდებოდა) * * მოხდა რამე? ვილმას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი გაუქნია არაო. * * სასწავლებელში გაგაბრაზეს? ისევ თავის გაქნევა, არაო. * * ოჯახში ეჩხუბე დედმამისშვილს ან მშობლებს? კვლავ უარი თავის ქნევით. * * კარგი, ვერ გამოვიცანი ვილმა, ე.ი საქმე გაცილებით ცუდათაა, მოდი აბა აქეთ. (ხელი მოხვია მხარზე და სასწავლებლის ეზოში სკამისკენ წაიყვანა, ჩამოჯდნენ და ისევ ლუკამ გააგრძელა) მიდი, იტირე, ვიცი ეხლა სწორედ ეგ გინდა, ნუ შეგრცხვება. ამის გაგონებაზე ვილმას უფრო ამოუჯდა გული, ლუკას გულზე მიეხუტა სახით და ატირდა. ტირილით გული რომ იჯერა, თვალები მოიწმინდა და დაიწყო საუბარი. ––– უღირსს მივტირი ლუკა, აი ხომ ხედავ შენი რჩევა ყურად არ მივიღე. ჩემივე შეცდომის გამო ის დაქალმა წამართვა, მაგრამ ეხლა ერთმანეთს ვერ გაუგეს და დაშორდნენ, მე კი მგონი ისევ მიყვარს. * * მესმის შენი, მაგრამ უფრო ძლიერი უნდა აგახდე ვილმა, რომელიმე მათგანს რომ ყვარებოდი, ასეთ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მესმის კეთილი ხარ და გინდა აპატიო, ერთი შეცდომიტაც ვერ განსჯი ადამიანს, მაგრამ რაც მოხდა, მაინც ყოველთვის მწარედ შეგახსენებს ტავს, იქნებ ისევ შერიგდნენ და შენ ტავს ამაოდ იტანჯავ კვლავ. --- თქმა გაცილებით მარტივია ლუკა, როგორ ვიყო უფრო ძლიერი, გავდექი განზე, მაგრამ იქნებ ასე იყო მოსახდენი? თუ არ გამოცდი, ამას ვერ გამიგებ. * * და შენ რა იცი მე რა გამოცდილება მაქვს ვილმა? მეც მიყვარდა, არაფერს ვიშურებდი მისთვის, მაგრამ თითქოს ჩვენს შორის შავმა კატამ ჩაირბინა, ჯერ თიტქოს ამყვა სიყვარულში, ხოლო როცა გრძნობებში გამოვუტყდი, უარი მითხრა, სხვას ვხვდებიო. მთელი იმდენი დრო კი გამომიყენა. ეხლა რომ მოვიდეს და შერიგება მთხოვოს, მას არ მივიღებ, მე სათამაშო არ ვარ, მამაკაცი ვარ, რომელსაც მის მიმართ ერთ დროს სუფთა გრძნობები ჰქონდა. მეგობრულად კი შენც იგივეს გირჩევ, მიაბარე წარსულს და იფიქრე მომავალზე, აუცილებლად იქნები ბედნიერი. ვილმა გამხიარულდა ლუკას საუბარზე, გაუღიმა და ადგა სკამიდან. --- უუფ, ცოტა მომეშვა, თოორემ ეს დღეები გამუდმებით ვფიქრობდი და რამის გული გამსკდომოდა ლუკა. დაქალსაც ვერ ვეტყოდი, ერტხელ ისედაც დავკარგე ამ ამბების გამო და მეორედ ამის სურვილი არ მაქვს. * * მიხარია თუ გიშველე, მაგრამ ასე სჯობს დამიჯერე. ეხლა კი წავიდეთ ვილმა, თუ ნებას დამრთავ გაგაცილებ, ცოტახანში ძმაკაცები ვიკრიბებით. ––– სიამოვნებით. (და გზას გაუდგნენ) მრავალმა თვემ განვლო მას შემდეგ, ვილმა და თიკა ისევ კარგი მეგობრები იყვნენ, თათას იშვიათად ნახულობდა, მაინც დისტანცია ერჩია, აი ლუკას კი თითქმის ყოველ დღე ხედავდა სასწავლებელში და მის გარეთაც. დადიოდნენ კაფეში, ბოტანიკურში, მთაწმინდაზე, ერთმანეთს მეგობრებიც გააცნეს და ისეთი მრავალფეროვანი და მხიარული გახდა ვილმას ცხოვრება, როგორზეც ვერასდროს წარმოიდგენდა. --- შენ რა ლექციას აცდენ? * * ჰო ვილმა, მერე რა, მაინც ვერ ვიტან იმ კაცის ლექციებს ხომ გახსოვს? --- წლის ბოლოს პრობლემა არ შეგიქმნას. * * მაგაზე არ იდარდო. --- უნდა აგამაცილო ხო? * * რა თქმა უნდა მისს. (და ღიმილით ხელმკლავი გაუკეთა) ლაპარაკსა და სიცილში გართულები მალე მივიდნენ ვილმას კორპუსთან. * * არ დამპატიჟებ ყავაზე? ვილმა დაიბნა. --- კი, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვი გემრილ ყავას ვაკეთებთქო, მაგრამ ავიდეთ. დედა სახლში არ იყო და ვილმამ გასაღები მეზობელს გამოართვა. უბრალო ხის კარი, სახლიც ძველი გარემონტებული იყო შპალერზე ეტყობოდა, ირგვლივ ყველაფერი მილაგებული იყო, სიმყუდროვეს კი მხოლოდ კედელზე ჩამოკიდებული საათის ხმა არღვევდა. ამოვარდნილ პარკეტზე ლუკამ ფეხი წამოკრა და კინარამ გაიშხლართა შუა ოთახში, ვილმას კი ისტრიკული სიცილი წასკდა, მერე ხელიო აიფარა პირზე და ძლივს დაწყნარდა, ლუკასაც გაეღიმა. ვილმამ ღიმილით შეაღო თავისი ოთახის კარი და ლუკას წინ გაუძღვა. ჩანთა სკამზე დადო, პატარა დივანზე მიუთითა ლუკას დაჯექიო და თვითონ ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავიდა და გზად გამოსძახა რომლი ყავა და შაქარი რამდენიო. * * უნალექო იყოს ვილმა და 2 კოვზი შქარით. სანამ ვილმა დაკავებული იყო, ლუკა მის ნახატებს ათვალიერებდა, ერთი ნახატი მოიპარა და თავის ნახატებში გადაახვია რომ ვილმ არ მიმხვდარიყო. ვილმაც დაბრუნდა ლანგრით, ყავითა და კრენდილებით ხელში, ჩამოდო ლანგარი საწერ მაგიდაზე და ყავის ჭიქა გაუწოდა ლუკას, თვითონაც აიღო და გვერდით მიუჯდა. * * იმედია საწამლავი არ ჩამიყარე. --- ჯერ-ჯერობით არ მაქვს შენთან რაიმე პრეტენზია, შემდეგისთვის ვნახოდ როგორ დამჭირდება. (მიუგო ღიმილით ვილმამ) * * რას ერჩი, მშვენიერი ყავის მოდუღება გცოდნია და მშვენიერი ნახატებია, სანამ მოხვედი შენი ოთახი დავათვალიერე, პლუშის სთამაშოები როგორ გყვარებია, თაყვანისმცემელი არ გყავს და მამიკო გათამამებს? ვილმამ ღრმად ამოისუნთქა. --- მამა არ მყავს. * * მაპატიე, ღმერთმა აცხონოს. --- ეჰ ლუკა, ნეტავ მართლა საცხონებლად ჰქონოდა საქმე, მან მიგვატოვა, სხვა ქალი ყავს, ასე კი არა მგონია ცხონდეს. * * არ მინდოდა ამ თემის წამოწყება ვილმა, რამდენი თვეა ვხვდებით და რატომრაც არასოდეს მიკითხავს აქამდე მასზე. --- არაუშავს ლუკა, რა პრობლემაა, მე არ მიყვარს ხოლმე მასზე საუბარი, საერთოდ მისი ხსენება, პატარა მიმატოვა, მე და დედა მიგვატოვა და სხვა ქალთან წავიდა, ბუღალტრად მუშაობდა ის ქალი მის სამსახურში. მე და დედა წლებია მარტო ვართ, დედა ორ ადგილას მუშაობს, რომ ჩემი სწავლის ხარჯები დაფაროს და არ იცის სად რა დროს გამოიძახებენ, ამიტომ ვტოვებთ ხოლმე კატო ბებიასთან გასაღებს, ის სულ სახლშია თავის კატასთან და სერიალებთან ერთად. იცი დედა როგორ მეცოდებაა, ვერ ვბედავ ვკითხო ხოლმე რას წუხს გულში, სულ მხიარულია და დარდს არ მაჩვენებს, არადა ხომ ვიცი რაც ხდება მის თავს. და ვილმამ მეტი თავის შეკავება ვეღარ შეძლო, აიფარა ცალი ხელი სახეზე და ასლუკუნდა. ლუკამ მეორე ხელიდან ყავის ჭიქა გამოართვა, ლანგარზე დადო თავის ჭიქასთან ერთად და ჩაეხუტა. ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა, მიხვდა როგორ უხშირდებოდა სუნთქვა ვილმას სიახლოვეზე და გულმაც გაორმაგებულად იწყო ძგერა. ვილმაც უცოდველი ბავშვივით იყო მიხუტებული მის სხეულს და ტირილისგან ბავშვივით ჰქონდა გაბუშტული ტუჩები. ლუკამ სველ სახეზე მიკრული თმები მოაცილა და მის ბაგეებს შეეხო ტუჩებით. ვილმას სისხლი გაეყინა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია ისე დაიბნა და თვალები დახუჭა. ორივე წამიერ ბურუსში გაეხვა და არსებულ რეალობაში კარის დახურვის ხმამ დააბრუნა. დედა მოვიდა, თქვა ვილმამ და ხელებით მოიშორა ლუკა. * * ვილმა, ვერ გავუძელი ცდუნებას, ერთიანად ავირიე, სულ მინდა რომ შენთან ვიყო, ჩაგეხუტო და ეს წუთები აღარ დასრულდეს. --- ლუკა დაბნეული ვარ, ასეთი ახლო ურთიერთობები მე არასდროს მქონია, არეული ვარ ძალიან, არ ვიცი რითი გიპასუხო, აღარ მინდა შევცდე, დავიღალე ძალიან. * * ძალიან მიზიდავ ვილმა, რაც პირველად გნახე, მას მერე რატომღაც სულ მინდოდა რომ ხშირად მენახე, ეს რამოდენიმე არაჩვეულებრივი თვეც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ვიცი შენი გრძნობები და ამიტომ იცოდე რომ გულს არასოდეს გატკენ, მეტიც, მინდა ძველი იარები მოგიშუშო, ჩვენი მეგობრობა გადავზარდოთ და დრო გვაჩვენებს ყველაფერს. --- შენთან თავს მეც მშვიდად ვგრძნობ, მაგრამ ვერ მოგატყუებ რომ მიყვარხართქო. * * ძალას ვერ დაგატან ვილმა, ვგრძნობ, რომ გულგრილი არ ხარ, ვიყოთ ერთად და გრძნობაც მოვა. გადაეხვივნენ ერთმანეთს და ამ დროს დედა შემოვიდა. - - ვილმა, მემგონი სტუმრებს მისაღებ ოთახში იპატიჟებენ და არა საძინებელში. * * მაპატიეთ ქალბატონო... - - ქეთი! * * დიახ, ქალბატონო ქეთი, მე მაპატიეთ ამ საქციელისთვის, თქვენი ქალიშვილის მეგობარი ვარ და მინდა გიცნობდეთ, ამისთვის ვარ სწორედ აქ, დამიჯერეთ უმსგავსობებს ადგილი არ ექნება ჩემი მხრიდან, ვილმას გულს არასოდეს ვატკენ გპირდებით. ირონიული სახით გავიდა ქეთი ოთახიდან, ახალგაზრდებიც გაყვნენ უკან. - - ეტყობა თათამ ხელი არ შეგიშალათ და ამიტომ წავიდა, გაფითრებული გამოვიდა და წავიდა. --- რა თქვი დედა? თათა იყო აქ? ეხლა?!! - - კი, ვიფიქრე შენს ოთახში ხარ შენთვის მარტო, როგორც გჩვევია და ხატავდი, აღარ შემოვიხედე აქამდე, თათა მოვიდა და გამოვუშვი შენტან, თუმცა ისევ რომ გამობრუნდა ვკითხე რა მოხდა, რატომ მიდიხართქო და მითხრა სხვა დროს ვნახავ ვილმას, ეხლა აჯობებს წავიდეო. დავინტერესდი რა ხდებოდა ოთახში და... დანარჩენი თქვენც იცით, თუმცა იცოდეთ რომ მსგავს რაღაცეებს ჩემი თანდასწრებით ვერ ავიტან. --- დამშვიდდი დედა, კარგად მიცნობ, რომ უხამს ქცევებს არც მე დავუშვებ არავისთან, შეხსენება არ მჭირდება. * * თათა ვინაა ვილმა? --- ჩემი მეგობარია ლუკა. * * თათას ხსენებაზე, იცი წუხელ ვინ დამირეკა? --- ვინ? * * ვინ და ჩემმა ყოფილმა, მაპატიე უხეშად რომ მოგექეცი, ვიმეგობროთო და უარი ვუთხარი. დამშვიდდი ვილმა, მართლა უარი ვუთხარი. ერთ საათს კიდევ გაჩერდა ლუკა, შემდეგ კი წავიდა, ვილმამ გააცილა კარებამდე, წამოწვა დივანზე, ამოისუნთქა ღრმად და ლუკაზე ფიქრობდა. ფიქრობდა მის დიდრონ მწვანე თვალებზე, სიცოცხლით სავსე ღიმილსა და ბრძნულ გამოხედვაზე, არც კოცნა დავიწყებია, რომელმაც გაყინული სისხლი აუდუღა და მუცელში პეპლები შეუფრთხიალა. ამ კმაყოფილი სახით წამოდგა, თათა გაახსენდა, ნეტავ რა უნდოდაო, დააპირა ადგომა და მასთან დარეკვა, რომ ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.