დაბრუნებას გილოცავ ეილინ (ნაწილი II)
საავადმყოფოში დიდ ხანს აღარ გავჩერებულვარ, როგორც კი მოვმჯობინდი (და ამას სულ ერთი კვირა დასჭირდა), გამომწერეს, მაგრამ არ ვიცოდი სად წავსულიყავი ან კი მქონდა სადმე წასასვლელი. ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ,,ყეყეჩი“ რეზი აღარ გამოჩენილა და ძალიანაც კარგი ნერვები დაწყნარებული მქონდა. -დღეს გაგწერთ, ამის საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს? -არა ბატონო გურამ, პირიქით ერთუ სული მაქვს როდის წავალ აქედან, საავადმყოფოს სუნი გულს მირევს. -ჰმმ... ეს ახალგაზრდები გამაგიჯებთ პირდაპირ! -სად უნდა წავიდე? სრულიად გაუაზრებლად წამოვროშე და ეს რომ მივხვდი კბილით ენა მოვიკნიტე. -სად უნდა წახვიდე და სახლში! -კი, მაგრამ სად არის ჩემი სახლი, ან არის კი? დანანებით ჩავილაპარაკე და ნაღვლიანი თვალები მივაპყრე მთავარ ექიმს ვითომ ის რამეს შეცვლიდა. -რათქმაუნდა არის! მითხრა იმედიანად, თბილად გამიღმა და პალატა დატოვა. დასვენება ვინ მაცალა პალატაში ვიღაც უცხო ქალი შემოვიდა,მომიახლოვდა და გამომცდელი მზერა მომაპყრო. -მე მამიდაშენი ვარ ნინო ! ძალიან გამიხარდა, რომ გადარჩი. არადა საერთოდ არ ეტყობოდა. -დიდი მადლობა. -მოკლეთ, აქ იმიტომ ვარ რომ მემკვიდრეობის საქმე მოვაგვარო. -რა მემკვიდრეობის? -მამაშენს და დედაშენს დანაზოგად 50000 დოლარი ჰქონდათ ანგარიშზე, ამასთან ერთად თბილისის ბინა, და ლოპოტას სახლი ეს ყველაფერი მათი გარდაცვალების შემდეგ შენ განკარგულებაში გადმოვიდა. -კი მაგრამ... დაბნეულობისგან ენა დამება. -აქ მომიწერე ხელი და შენ ამ ქონების კანონიერი მემკვიდრე გახდები. თქვა და ჩანთიდან რაღაც ქაღალდები ამოიღო. უნდობლობა არ მახასიათებს, მაგრამ მაინც გადავიკითხე საბუთებში რაც ეწერა და მამიდაჩემი მართალი აღმოჩნდა. მეც ოდნავ წამოვიწიე და საბუთების ბოლოს განსაზღვრულ ადგილზე ხელი მოვაწერე. -ახლა ყველაფერი მოგვარებულია ! დროებით ეილინ სიტყვის თქმა აღარ დამაცადა მიტრიალდა და წავიდა , თან სახეზე გაბრაზებაც ეტყობოდა. თავიმიზეზის ძებნაში არ დიდად დამიღლია ლოგინიდან წამოვდექი და თავის მოწესრიგება დავიწყე. ჩაცმა დავასრულე თუ არა პალატის კარები ლელამ შემოაღო. ამ ერთ კვირაში ლელაც კარგად გავიცანი, ძალიან კეთილი ქალი აღმოჩნდა, რაც აქ ვარ არ მომშორებია, სულ თავზე მედგა და ჩემს მიმართ დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა. ხასიათებშიც კარგად შევეწყვეთ, ის ჩემი მშობლების შესახებ მიყვებოდა და მეც ეს ძალიან მსიამოვნებდა. -აბა გაემზადე? -კი ლელა დეიდა, ტანსაცმელისთვის მადლობთ. -არაფრის ჩემო გოგოვ. ახლა ზაფხულის არდადეგებია, სწავლა არ გაქვს, ლოპოტაზე ხომ არ წავსულიყავით ცოტა გულს გადააყოლებდი? მისი იდეა ძალიან მომეწონა, მიუხედავად დიდ ხნიანი ,,Time out”სა მაინც მჭირდებოდა დასვენება და ძალების მოკრება, თან მალე სწავლაც დაიწყებოდა და აზრზე არ ვიყავი ამ ორ წლიანი ჩაგდების შემდეგ რა უნდა მექნა, ამიტომ დასვენება-განტვირთვისთვის ალტერნატიული სააშუალებაა რომელზეც უარის თქმას არ ვაპირებდი. -მშვენიერი იდეაა. -როდის წავიდეთ? -დღესვე ! -კარგი, ნათიასაც წამოვიყვან ლოპოტაზე წინააღმდეგი ხომ არ ხარ? ნათია ჩემი დეიდაშვილია, რამდენჯერმე იყო მოსული ჩემ სანახავად, ძალიან კარგი გოგოა ! -პირიქით ძალიან გამიხარდება. -ტანსაცმელების საყიდლად პირდაპირ აქედან გავიდეთ? -ხო, დრო აღარ დავკარგოთ. -კარგი, როგორც შენ გინდა. მითხრა და თბილად გამიღიმა. ჩვენც დიდხანს აღარ დავაყოვნეთ ბატონ მერაბს დავემშვიდობეთ და ამდენი ხნის შემდეგ სავაადმყოფო დავტოვე. თბილისი ძალიან მომეწონა, პატარა ქალაქის კვალობაზე საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, მაგრამ ქალაქის დათვალიერებისთვის არ გვეცალა, საჭირო ნივთები და ტანსაცმელები ვიყიდეთ და ლოპოტისაკენ ავიღეთ გეზი. მალე მანქანა ერთ სადა, კოხტა სახლთან გაჩერდა. ლელამ თვალებით მანიშნა უკვე ადგილზე ვართო და მეც მანქანიდან გადმოვედი. ჩემ წინ ულამაზესი ბუნება გადაიშალა, პატარა ტბა, მის წინ კოხტა სახლი, ბუნგალოებითურთ, ბუნებაზე ხომ აღარ ვამბობ, თავი ზღაპარში მეგონა. პარკები ამოვიღე და სახლისკენ ავიღე გეზი. სახლის ინტერიერის აღწერით თავს არ მოგაბეზრებთ, უბრალოდ შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ დიდი, ნათელი და მყუდრო სახლია. ოთახები დავიარე და ბოლოს ერთ ოთახზე შევაჩერე არჩევანი ფანჯრები აღმოსავლეთით ჰქონდა და ძალიან ნათელი იყო, ავეჯიც ძალიან სადა და კომფორტული, მეც პარკები იქ დავაწყვე და ქვემოთ ჩავედი. -აბა შეარჩიე ოთახი? -კი სულ ბოლო როა ის ! -ჰმმ.. ეს ბავშვობიდან შენი ოთახი იყო საყვარელო ! ძალიან გამიხარდა ამის მოსმენა -მართლა? -ხოო.. სწორი ყოფილა რომ ამბობდნენ: ,,მოგონებები წარსულს ეძლევიან, მაგრამ არა შეხედულებებიო“ -ალბათ ! ვუთხარი და თბილად გავუღიმე. მერე ნათიამ მითხრა ,,წამო გავისეირნოთ, აქაურობას დაგათვალიერებინებ, ძალიან მოგეწონებაო“, თან ერთი წიგნი მათხოვა წაიკითხე, გაერთობიო, მეც დიდი სიამოვნებით გამოვართვი. ჩვენ გვერდით სახლშიც იყვნენ ჩამოსულები, ახალგაზრდები. ნათია მალევე შევიდა მათთან კონტაქტში მე კი არც მიფიქრია, ჩემთვის წყნარად ყოფნა ასი თავით მერჩივნა მაგრამ ვინ მაცალა? -ეილინ წამო რაა ! გამისწორე გთხოვ... მეხვეწებოდა ნათია -მართლა არ მინდა წამოსვლა, ძაან მეზარება! -კარგი რა ხომ არ გეუბნები მთელი სახლი დაალაგე თქო ? გეუბნები წამო საღამოს კოცონს ვანთებთ, გიტარა, სიმღერა და გართობა იქნება თქო შენ კიდე გეზარება? უკვე მთელი აზარტით მიხსნიდა ნათია თუ რატომ უნდა წავსულიყავი მასთან ერთად. -ხო კარგი წამოვალ ! ვუთხარი და თბილად გავიღიმე -მართლა? აშკარად არ ელოდა ასე ,,მარტივად“ თუ დავთანხმდებოდი -ხო თქო -ძალიანაც კარგი! ჩაილაპარაკა და თვითკმაყოფილმა გაიჯგიმა -როდის მივდივართ? -რვაზე გამოგვივლიან, რატი და სანდრო -ვინ? -გაგაცნობ! მითხრა და ჩემ გაკვირვებულ სახეს რომ გადააწყდა გულიანად ახითხითდა. -ანუ ერთ საათში? -უფრო ზუსტად ერთ საათსა და სამ წუთში. ამის გაგონებაზე ფეხზე წამოვხტი და კარადა გამოვაღე -რა ჩავიცვა? ვთქვი, დოინჯი შემოვირტყი და ალმეცრად ავხედე ჩემს ტანსაცმელებს. -თუ ნებას დამრთავთ მე აგირჩევთ. მითხრა ნათიამ და წარბები მაცდურად აათამაშა. -დღეს ბოლომდე დაგითმობ საკუთარ თავს. ვუთხარი, განზე გავდექი და ხელით ვანიშნე მოდი თქო. მანაც არ დააყოვნა კარადისკენ ხტუნვა-ხტუნვით წამოვიდა და მთელი გარდერობი გადმომილაგა, შერჩევაზე დიდი ხანი არ დაუხარჯავს, მაღალწელიანი მუქი ჯინსი გადმოიღო და ,,Pink Floyd“ის მოკლეკლავიანი მაიკა. -მოკლედ ამ მაიკას წინ შარვალში ჩაიყრი რაც შეეხება ფეხსაცმეს ბენსიმონები კარგად წავა გაქვს? -კი, ცისფერი ! -ძალიან კარგი , მიდი ახლა ჩაიცვი, გაემზადე მე ჩემ ოთახში გავალ . მე არაფერი მითქვამს ტანსაცმელებს დავტაცე ხელი და აბაზანას მივაშურე. სარკის წინ დიდხანს არ მიყურყუტია, როგორც ნათიმ დამარიგა ისე გავაკეთე, ბენსიმონი ამოვიცვი, თავზე კოსა გავიკეთე და აბაზანა დავტოვე, კარებში ნათია შემეჩეხა. წამით გაუკვირდა, შემდეგ სახეზე სასიამოვნო ღიმილი გადაეფინა, უკან დაიხია და თვალი კიდევ ერთხელ შემავლო. -არა რა ამ საქმეში მაგარი ვარ ! ჩაილაპარაკა თვითკმაყოფილმა -ნუ ეხლა რაც ხარ ვერ დაგიკარგავ ! ვუთხარი და ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა. -მოკლეთ ბიჭები ქვემოთ გველოდებიან, წავედით? -წავედით! ვუთხარი და ორივემ გასასვლელისკენ ავიღეთ გეზი. მეგონა მანქანით იქნებოდნენ, გაკვირვება ვერ დავმალე როცა წინ ორი ბაიკი დამხვდა. -ვაჰ რა გოგოები! -გაიცანით ეს ჩემი დეიდაშვილია ეილინი! ეილინ ეს რატია ! ხელით შავგრემან ბიჭზე მიმითითა. -ეს კი სანდროა! ახლა უკვე მზერა ქერა, მამაკაცზე გადაიტანა რომელიც გამომცდელი და საკმაოდ გაკვირვებული შემომცქეროდა. -სასიამოვნოა! შევძახეთ ერთხმად. -მოკლეთ ეილინ დღეს ბაიკით მივალთ დანიშნულების ადგილამდე ხომ არ გეშინია? არაფრის გაპროტესტება არ მაცალა, ისე შემოუსკუპდა რატის ბაიკზე და თვალით მანიშნა ახლა შენი ჯერიაო. მეც არაფერი მითქვამს, უხმოდ გავემართე სანდროსკენ. -აჰა აიღე ! მითხრა და ჩაფხუტი გამომიწოდა. მეც გამოვართვი და უკან მივუჯექი. ხელების მოხვევა მომერიდა. -თუ გერიდება შეგიძლია უკან გამოწეული როა იმას დაეყრდნო. მეც არაფერი მითქვამს, მისი რჩევა კი პირნათლად შევასრულე. ადგილზე მისულებს საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგხვდა. ისე ბნელოდა რომ ირგვლივ კოცონისა და მასზე შემოსხდომილი ბავშვების გარდა ვერაფერს ვხედავდი. უცებ ფეხი რაღაცას წამოვდევი, ნამდვილად მიწაზე ზღართანს მოვადენდი, რომ არა ვიღაცის ძლიერი ხელი. გაკვირვება ვერ დავმალე როცა ამ ,,ვიღაცაში“ სანდრო ამოვიცანი. -მადლობა საჭირო არ არის ! მითხრა და თბილად გამიღიმა. -მადლობ! მეც მორცხვად დავხარე თავი და ძვლივს ამოვატიე პირიდან ეს ერთი სიტყვა. ჩემ ბავშვურ ქცევაზე გულიანად გაეცინა, მაგრამ როცა ჩემ გაბრაზებულ სახეს გადააწყდა სახე მალევე დაისერიოზულა და მანიშნა კოცონისკენ წავიდეთ ერთ ადგილზე ნუ შევყონდებითო. მეც დავემორჩილე, ნათიას დავეწიე და კოცონისკენ წავედით. ნათიამ ყველას გააცნო ჩემი თავი და შემდეგ ჩვენთვის განკუთვნილ ადგილზე მოვთავსდით. სანდრო ჩემსკენ წამოვიდა და ჩემ გვერდით რაც შეეძლო კომფორტულად მოთავსდა. მე ყველანაირად ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ რამდენიმეჯერ მაინც გამექცეოდა თვალები და როცა მის მზერას ვაწყდებოდი, დამნაშავე ბავშვივით ვხრიდი თავს.(არადა ასეთები არ მჩვევია). ყურადღება რომ გადამეტანა ბავშვებთან ერთად ლაპარაკში ჩავერთე. უცებ ყველას ყურადღება რატიმ მიიქცია -კარგი რა დაუკარი ჩვენთვის ! მივხვდი რომ სანდროს ეხვეწებოდა რაღაცას. -ჰო რა ! მიდი გთხოვ.. რატის რამდენიმე ბავშვიც აყვა. -კარგი თქვა, გიტარა მუხლზე დაიდო და შემომხედა. როგორ მატყვევებდა მისი ცისფერი, ღრმა, იდუმალი თვალები. შემდეგ თავი შეატრიალა და ამჯერად მზერა აკორდზე შეაჩერა. -რა დავუკრა? -რავი რაც შენ გაგისწორდება. -კარგი! თქვა და ალუდა ქეთელაურის ,,გრძნობების სახლი“ ააჟღერა. სიმღერა ძალიან მომეწონა, თან როგორ კარგად უკრავდა. შიგადაშიგ მეც გამომხედავდა და თბილად გამიღიმებდა. სხვა მნიშვნელოვანი ამ საღამოს არაფერი მომხდარა, რათქმაუნდა თუ სანდროს მწველ მზერას არ ჩავთვლით. ბოლოს როცა უკვე ძალიან შევაწუხე ნათია არიქა და ძალიან მეძინება წავიდეთ თქო, ბოლოს მასაც მოწყინდა და დამთანხმდა. ყველას დავემშვიდობეთ, ჩვენი სახლში მიყვანა ისევ რატიმ და სანდრომ ,,იკისრეს“. ახლა უკვე სანდროს შემოვხვიე ხელები, მისი სასიამოვნოდ ჩაღიმება კი არ გამომპარვია. (რაც უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მესიამოვნო.) სახლთან როგორც კი გაჩერდა ბაიკი წამსვე გადმოვედი, დაუმშვიდობებლად, დავაპირე წასვლა სახლისკენ, ასეც იქნებოდა ვიღაცის ხელს რომ არ შევებრკოლებინე, მეც ინსტიქტურად უკან შემოვტრიალდი, რათქმაუნდა ეს ,,ვიღაც“ სანდრო იყო. -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ეილინ ! იმედია კიდევ შევხვდებით. -იმედია! ვუთხარი თუ არა, ხელი მისი მარწუხებიდან გავინთავისუფლე და სახლში შევედი. რათქმაუნდა ჩემ დაკვირვებულ დეიდაშვილს ეს არ გამოჰპარვია, მალე წამომეწია: -იცოდე ხვალ ყველაფერს დაკონკრეტებით მომიყვები ! გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი -მოსაყოლი არაფერია -ვისთვის ,,არაფერი“ და ვისთვის ,,ყველაფერი“ თქვა და მის ,,ბრძნულ“ წამოროშილზე თვითონ გაეცინა. -მოიცა რა ! მობეზრებულად ავიქნიე ხელი, მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, ფეხს ავუჩქარე და ოთახში შევედი. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მოგწონთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.