შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ჩემი ოქრო ჩემთან'' (სრულად)


2-03-2015, 17:31
ავტორი MyLove
ნანახია 12 891

-დედაა, წავედი მე მასწავლებელთან!-საძინებლიდან გამოსვლისთანავე მიაგება სამზარეულოში მოფუსფუსე დედას სიტყვა, ქერა გოგონამ, ბავშვური სახით და პირდაპირ გასასვლელისკენ დაუყვა გზას.
-საჭმელი გეჭამა ლინდა,-მოაძახა უკვე კარში გასულს, თუმცა პასუხად, მხოლოდ კარის გაჯახუნება მიიღო.
ერთმანეთში გადახლართული ყურსასმენები როგორც იქნა გახსნა და კმაყოფილმა გაიცო ყურებში. ტუჩები ყურებამდე გაწელა და სიმღერას ტუჩები ჩუმად ააყოლა.
ის დრო გაახსენდა, ის და მისი მეგობარი, მასწავლებელთან რომ დადიოდნენ ამ გზით. რა პატარები იყვნენ მაშინ და რამდენ რამეზე შეეძლოთ გაუსაძლისად ტიტინი. ყველაფერზე იცინოდა ლინდა, ყველას აცინებდა, იმ დროს ალბათ, ყველაზე სუფთა და ლაღი იყო, თუმცა იყო მასში რაღაც, ხელშეუხებელი და უმანკო. გულის ერთ-ერთ კუნჭულს წლებია, ერთი პიროვნება ჰქონდა მიწებებული და ვერაფრით იცილებდა.. იმ დღის გახსენებამაც ღიმილი მოგვარა, მაშინ, ძაღლი რომ გამოეკიდათ მას და ნათიას, შეშინებულებს, მზესუმზირა ეჭირათ ხელში, ლინდა თხოვდა მზესუმზირა დაუყარე მაგ ძაღლს იქნებ მოგვშორდესო, მაგრამ რად გინდა?! ნათია ისეთი იყო არაფრით არ დანებდა დაქალს და მანამდე არ ამოიღო ჯიბიდან საკნატუნო, სანამ ძაღლმა სხვაზე არ გადაიტანა ყურადღება.
ძალიან გამყოლი გული აქვს ლობჟანიძეს, ვერაფრით მოახერხა იმ ბიჭის დავიწყება, მერვე კლასიდან რომ უყვარდა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ერთხელაც არ ენახა, ეგონა სასწავლებლად იყო წასული, დედაქალაქში, ის ხომ ქუთაისში ცხოვრობს.
თემოს გახსენებამ ცუდი ხასიათი მოჰგვარა, ამას ისიც დაემატა, მის სახლთან რომ უწევდა ჩავლა, მართალია, ზუსტად არ იცის, სად ცხოვრობს, მაგრამ ამ ქუჩაზე რომ აქვს საკუთარი სახლი, მაგაში დარწმუნებულია. ფეხებში ძალაგამოცლილი მიაბიჯებდა ნაცნობ ქუჩაზე და გულით ნატრობდა, მალე გამოჩენილიყო ინგლისურის მასწავლებლის სახლი, ასე რომ აღიზიანებდა. თუმცა აბიტურიენტის ხვედრი ასეთია, ამ დროს ყველა მასწავლებლის სახლი ეზიზღება, ვერც მათემატიკის რვეულს იტანს და ვერც კალამს.
სამშვიდობოს გასულს, გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მოახსნესო და დაუძახებლად შეაბიჯა ეზოში. კიბით, მეორე სართულზე აირბინა და რკინის კარზე მორიდებით დააკაკუნა, თან ყურსასმენები მოიხსნა.
-ლინდა, შენ ხარ?!-მოესმა მასწავლებლის ხმა კარს მიღმა.
-დიახ, ნანა მას. მე ვარ!-უთხრა მოთმინებადაკარგულმა და გაღებულ კარში, საიდანაც საშუალო სიმაღლის ქალი იყურებოდა, თბილი სახით, გაუბედავად შეაბიჯა. "მის" ადგილზე, სადაც მეცადინეობის დროს, ჩვეულებრივ თვითონ იჯდა, ვიღაც უცნობი ბიჭი წამოჯგიმულიყო.
-ახალი მოსწავლეა მას?!-ჰკითხა სანამ ოთახში შევიდოდნენ და ქურთუკი იქვე დაკიდა.
-მოდი და გაიცნობ,-თქვა მშვიდად ქალმა და მაგიდას მიუსკუპდა. მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა მაგიდას, ისე რომ, უცნობისთვის არ შეუხედავს, სახეზე მოფენილი სიმტკიცე წამში გაუქრა, სამი წლის უნახავი სილუეტი, მის წინ მჯდომი რომ დაინახა. სახეზე საგრძნობლად წამოხურდა და გულის გაუჩერებელმა ბაგა-ბუგმა ყურები დაუხშო, გამომშრალი პირი დამაიმედებლად გაატკლაპუნა და ღრმად ჩაისუნთქა, სიმშვიდე რომ დაებრუნებინა,ეცადა, ნერვიულობა სახეზე არ დასტყობოდა, თუმცა არ იცის იმ წამს ეს რამდენად გამოუვიდა, რადგან გრძნობები ვერაფრით მოთოკა და თვალები ოდნავ მილულა.
"როგორ დაკაცებულა, რამ სიმაღლე გაზრდილა, როგორ გასიმპათიურდა, ღმერთო, თურმე როგორ მომნატრებია ამ თვალების ნახვა,, ისე რატომ მიყურებს, თითქოს, დიდი ხანია არ ვუნახივარ?! ალბათ სკოლიდან ვახსოვვარ, ერთ სკოლაში ხომ ვსწავლობდით და.." თავის თავთან დებატები, ნანას ხმამ შეაწყვეტინა, რომელიც თემოსკენ მიმართულიყო.
-როდის დაბრუნდი ქუთაისში თემო?!
-გუშინწინ ჩამოვედი,-თქვა საოცრად კაცური ხმით და ისევ ისე შეკრა წარბები, როგორც ადრე იცოდა, ხმაც როგორ შესცვლია, თუმცა მისი ხმა ხომ ერთხელ აქვს მხოლოდ მონასმენი, ისიც სკოლის კარნავალზე.
-როდის ბრუნდები?!-აშკარად მომაბეზრებელი კითხვების დასმას არ სწყვეტდა ნანა.
-ერთ თვეში!
-კარგი, ახლა ლინდაც გავარკვიოთ სიტუაციაში,-ორივემ გოგოსკენ მოაბრუნა თავი, ყურსასმენების გახსნით რომ იყო გართული, თუმცა მათ დიალოგს მაინც გულისყურით უსმენდა, ბოლოს და ბოლოს სამი წელია ამ მომენტს ელის,-სულ მაგ ყურსასმენებს როგორ უნდა ხსნიდე?!
-იბურდება და,-გოგონას ბავშვურობაზე გულწრფელი ღიმილი მოეფინა სახეზე თემოს.ბიჭის ღიმილმა, კიდევ ერთხელ შეაკრთო, ისედაც დაბნეული გოგონა და გამობურცული ტუჩები ოდნავ აუწითლდა. ამდენ ემოციას, ერთი დღისათვის, ვერ გადაიტანდა ლობჟანიძის სუსტი გული, ამიტომ ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-სულ რომ წუწუნებდი, მარტო რატომ ვმეცადინეობო, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, თემოსთან ერთად იმეცადინებ,-მისი ჭკუით დაამშვიდა ქალმა, ლინდას კი სიმწრისაგან ოფლი გასდიოდა ხელის გულებზე,ამდენი ემოციისაგან უეჭველად, ინფაქტს განიცდიდა, მეტს თუ არაფერს,-თემო, ჟურნალისტიკაზე აპირებს ჩაბარებას, ამიტომ ინგლისური უნდა გაიხსენოს.. ხო, მანამდე რაზე სწავლობდი?!
-სამედიცინოზე,-ისევ მკაცრი და შეუვალი ტონით მიუგო ბიჭმა და თითები რვეულზე აათამაშა.
-ოჰო, ჩვენი ლინდაც სამედიცინოზე აპირებს!-თქვა კიდევ ერთხელ ნანამ. "ეს ქალი სულ ამდენს როგორ უნდა ლაპარაკობდეს?! დაფქვა ყველაფერი.." გაბრაზებული ბლუყუნებდა გულში და სახეზე სიმშვიდეს ძლივს ინარჩუნებდა.
-კარგით, მოდი, დღეები და საათები ჩაიწერე, თემო!-თქვა და რვეულს ფურცვლა დაუწყო.
-ლინდა ჩამაწერინებს დღეებს და საათებს, მასთან ერთად ხომ უნდა ვიარო.. თქვენ რატომღა წუხდებით?-მისი სახელის მოსმენა, თემოს პირიდან განსაკუთრებით ესიამოვნა, უფრო ეგოისტური სიამოვნება იყო ეს თუმცა, მაინც გაუხარდა.
-კარგით, როგორც გინდათ! ახლა დავიწყოთ მეცადინეობა, ლინდა შენ გამოცდა როდის გაქვს?!
-ერთ თვეში!-თქვა მშვიდად და თხელი თითებით გადაფურცლა რვეული.
-მაქსიმალურად უნდა დავიწყოთ მეცადინეობა! ჩაიწერეთ ახალი დრო,,-დაიწყო ნანამ და მომავალი ოცდაათი წუთის განმავლობაში არც გაჩერებულა. თემო რამდენჯერმე ჩამორჩა, ისე სწრაფად კარნახობდა მასწავლებელი, თვალს აპარებდა ლობჟანიძის ნაწერისკენ, ჩქარა წერის დროსაც ასე ლამაზად რომ გამოიყურებოდა მისი კონსპექტი.
-მომძვრა ხელი, დავისვენოთ ორი წუთი,-ამოიწუწუნა შეწუხებულმა ლინდამ და ხელის მტევანი გააფართხალა.
-ყველაფერზე წუწუნი მე არ გამიგია..
-მართლა ჩქარა კარნახობთ მას,-თავი იმართლა ლობჟანიძემ და კატის თვალები მიაპყრო მომღიმარ ნანას.
-დედას და მამას შორის ურთიერთობა როგორაა?-თქვა უეცრად და ლინდასაც სახეზე ბინდი მოედო,რა საჭიროა ამ ყველაფრის, თემო ჯაშთან ერთად განხილვა? ან საერთოდ, რა მისი საქმეა, მათი ოჯახური პრობლემები. გოგონა ყველაზე მეტად ღელავს დედ-მამის განშორების ამბავს, არა და მათ სიყვარულს რომ იხსენებს,უკვირს ეს გაუგებრობა რამ გამოიწვია.
-არაფერი შეცვლილა,-თქვა ხმაწამხდარმა და თვალები რვეულისკენ დახარა. ოთახში, აშკარად დაძაბულობა ჩამოწვა. ჯაში, სადაცაა იფეთებდა ისეთი სახე ჰქონდა, ვერაფრით გაარკვია ამის მიზეზი ლინდამ, თუმცა ფაქტია, რაღაცამ გააღიზიანა. "ჩემსავით, ამ ქალის ტიტინმა წაუხდინა ხასიათი.."გაიფიქრა და კონსპექტს მიუბრუნდა.
* * *
-კარგი,ბავშვებო, შაბათს მოხვალთ ათ საათზე!!-წასვლის წინ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსწავლეები და კარები მიუხურა. ჭიშკარში გამოსვლისას, გზა ჯენტლმენურად დაუთმო ბიჭმა და ქუჩაში გაატარა, ისევ ნაცნობი სუნამო მოელამუნა ნესტოებში და სიამოვნებისგან შეკრთა "ისევ იმ სუნამოს სურნელი ასდის!" გაფიქრა ამ ფაქტის გახსენებისთანავე და წარსულის გახსენებამ კიდევ ერთხელ ატკინა რაღაც, ძალიან მძლავრად..
უხმოდ მიუყვებოდნენ თემოს ქუჩას თავჩაღუნულები, გოგონას ყოველ წამს ეგონა, სახლში შევიდოდა, თუმცა ჯაში ჯიუტად არ შორდებოდა მის მარჯვენა მხარეს.
საუბრის წამოწყების სურვილი, ორივეს კლავდა, რამდენი რამის თქმა უნდოდა თემოს ახლა,მაგრამ ვერ ეუბნებოდა, რაღაც აკავებდა, შიგნეულობის უხეში წვა, უფლებას არ აძლევდა, ხმა ამოეღო.
ლინდას ჩიხს მიუახლოვდნენ თუ არა, ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და ღრმა ნაფაზი თვალებმოჭუტულმა ჩაბერა. ასე მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა ნერვიულობს,ან რამე უჭირს, ლინდა მხოლოდ დაემშვიდობა, წყნარი, ოდნავ აღელვებული ხმით და ქუჩას თავჩაღუნული დაუყვა.
არ იცოდა, იმ წამს რა აჩერებდა ლობჟანიძის ქუჩის თავში, თუმცა ფაქტია, მანამდე არ დაიძრა ადგილიდან, სანამ გოგო სახლში არ შევიდა. უკვე ჩამწვარი სიგარეტი გადააგდო და მეორე ამოიღო. პირველად შეეშინდა ფიქრებთან მარტო დარჩენის, რომ თავს ვერ გაუმკლავდებოდა და ბოლო ხმაზე დაიყვირებდა ემოციათა სიმძაფრისგან.
-ალო, დავითა, მე ვარ,-ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და ძმაკაცს დაურეკა.
-სულ დაივიწყე შენი მშობლიური მხარე ხომ?!
-გამო დავლიოთ სადმე..-ძმაკაცის სიტყვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე ამოუშვა პირიდან ჩახლეწილი ხმა.
-რა ხმა გაქ?!
-გამო, გამო და ყველაფერს მოგიყვებით,-პასუხის თქმაც არ დააცადა, ისე გაუთიშა.
"Sad mibareb shechema?"
"Agmashenebelze. Bolos rom viyavit im barshi"
რამდენიმე წუთში მანქნაში ჩაჯდა და აღმაშენებელს აუყვა. რამდენი ხანია, აქ არ ყოფილა.. ყველა ემოცია ერთნაირად შემოაწვა, თუმცა იყო ერთი რაც ღრღნიდა.ბარში მისულ ძმაკაცებს სათითაულოდ მოეხვია და მოიკითხა.
-რავახარ შე**მა, ასე უნდა დავიწყება?!-ქუთაისურები შეურია ბექამ.
-ვცოცხლობ, თქვენ რას შვებით?!-ზანტი პასუხი გასცა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა.
-რა გჭირს ბიჭო? არ ხარ ხო კარგად, რამე მოხდა?-ჩაეძია დათო და ლუდი მოწრუპა.
-ის ვნახე, მე რომ ვუყვარდი,-თქვა ჩუმად და კიდევ უფრო ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-რამდენს უყვარდი შენ!-დამცინავად ჩაიალაპარაკა, ლუკამ და ხელები გადააჯვარედინა.
-მართლა რომ ვუყვარდი, იმაზე ვამბობ!-გოგონას სახელს ვერაფრისდიდებით ამბობდა ჯაში. თავს ვერ აბამდა.
-ლინდა?! სად ნახე?! ვიცი ეგ გოგო, გაიზარდა ახლა, აბიტურიენტია უკვე, ძაან დამშვენდა ბიჭო, პატარა რომ იყო, უფრო სხვანაირი იყო, ახლა მაგარი ლამაზია!-ეგოისტურად არ ესიამოვნა დათოს სიტყვები თემოს, არც მისი გამომეტყველება მოეწონა, თუმცა ძმაკაცს ვერაფერი უთხრა.
-ისე დაიბნა რომ დამინახა ნანასთან.. სკოლას ამთავრებს უკვე..-სუნთქვა გაუხშირდა იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლებოდა შეყვარებული ჰყოლოდა,-შეყვარებული..
-არა, არ ყავს! საერთოდ არ ჰყოლია არასდროს,-მიუხვდა ფიქრებს ძმაკაცს ლუკა და დამაიმედებლად გაუღიმა,-ბევრი კი დასდევს მაგრამ, ჭკვიანი გოგოა..შენ?
-რა მე?_გაკვირვებულმა იკითხა და დაცვარული ხელები, ნერვიულობისას რომ გაუოფლიანდა შარვალს შეაწმინდა.
-რა იგრძენი,-სულისმხუთველი სიჩუმე ჩამოვარდა, რა იგრძნო?! ამას ვერ გეტყვით.. გრძნობების ფეერვერკი, სხეული აუდუღდა და ცეცხლი მოეკიდა. სამი წლის უნახავი, ასე დაქალებული რომ ნახა, ასე გალამაზებული.. ასეთი ლინდა რომ ნახა, გულმა რამდენიმე დარტმა პატიოსნად გამოტოვა. იცოდა, ამ გოგოს რომ უყვარდა, თუმცა თავს მართლაც არ აბეზრებდა, არც თვალში ეჩხირებოდა, გადმოცემით იცოდა, რომ უყვარდა.
-მე..არაფერი!-მწარედ იცრუა და კიდევ ერთხელ გააბოლა სიგარეტი.
-ჩვენ მაინც რას გვატყუებ? კარგად იცი, რასაც გაექეცი თბილისში, იმდენად ამაყი ხარ რომ, იმის აღიარებაც კი შეგრცხვა,შენზე ოთხი წლით უმცროს გოგოზე რომ იყავი შეყვარებული. მასთან ყოველთვის მკაცრი იყავი, იცოდი, მისთვის შენი გამოხედვაც კი დიდი ბედნიერება რომ იყო, მაგრამ შენ ჯიუტად თვალსაც კი არიდებდი.. ამდენი ხნის შემდეგ, არ გგონია, რომ სხვას შეიყვარებდა?!-ჰკითხა ბექამ და თვალები მოჭუტა.
-არ მეშინია, იმიტომ რომ, მეც ვიგრძენი, რომ ისევ ვუყვარვარ..სულ მე ვუყვარდი და ჩემს გადაყვარებას ვერ შესძლებს!-გამოსცრა კბილებს შორის და ლუდის მთლიანი კათხა გადაცალა.
-ეგრე ძალიანაც დარწმუნებული ნუ იქნები საკუთარ თავში!-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ბექამ.
-მომავალში რას აპირებ?!
-არ ვიცი ჯერ..
-როგორ თუ არ იცი? სად უნდა იცხოვრო, იმუშავო, ან ლინდასთან რას აპირებ?!
-რას უნდა ვაპირებდე ლინდასთან?!
-ნაცარს გვაყრი თვალში თუ რა ხდება ჯაში?! ვიცით, რომ გიყვარს ეგ გოგო..
-არ ვიცი,-თქვა ხმაჩამწყდარმა და ძმაკაცებს თვალი მოარიდა.
-არ იცი?! რა არ იცი ბიჭო, როდემდე უნდა იაროთ ცალ-ცალკე?
-სანამ ის არ იქნება მზად, რომ ჩემთან იყოს..
-სამ კვირაში ბანკეტი აქვს, ხომ იცი?
-კი, კიდევ კარგი თბილისში მანამდე არ მივდივარ.
-ანუ?!
-ანუ შევთავაზებ, ჩემთან ერთად წამოვიდეს ბანკეტზე.
-წარმატებები ძმა!
* * *
სამეცადინოს გული ვერაფრით დაუდო. რას წარმოიდგენდა, ეს ის თემო თუ იყო, ბოლოს სამი წლის წინ რომ ნახა. არადა, ზუსტად ახსოვს, მისი სახლი, ნანას ჩიხში რომ იყო, ის კი ლამის სახლამდე მიჰყვა.
-ალბათ, აქეთ იყიდა ბინა..-ბურტყუნებდა და ტელეფონს ეძებდა,-სად ყოფილა!-დაიძახა, როდესაც ჩანთაში ჩაფდებული მობილური დაინახა, დაქალთან სწრაფად შეუშვა ზარი და მოუთმენლად დაელოდა, როდის აიღებდა.
-ალო!-გაისმა ყურმილში ნათიას ხმა.
-ნათი, გადმო ჩემთან ისეთი რაღაც უნდა გითხრა რომ, შეიძლება გაგიჟდე,-ვირის წიხლებივით მიაყარა დაქალს სიტყვები.
-ჭიშკართან დამხვდი იცოდე,-მოუთმენელი ხმით ჩაიდუდღუნა გამყრელიძემ და ტელეფონი გაუთიშა.
-ლინდააა! ლინდაა!-ზუსტად ორ წუთში გაისმა ჭიშკართან ხმა და საძინებლის ფანჯრიდან ანიშნა ამოსულიყო.
-ხომ გთხოვე, გარეთ დამხვდითქო?!-ცალი წარბი აზიდა და გოგონას საწოლზე წამოკოტრიალდა,-აბა დაფქვი, რა მოხდა!
-თემო ჩამოვიდა, ინგლისურზე დადის ჩემთან ერთად,-თქვა ჩუმად და ისიც გვერდით მიუჯდა დაქალს.
-ის თემო?-თვალებგაფართოვებულმა წარმოთქვა ეს სიტყვები და საწოლზე წამოჯდა.
-ხო,-თქვა ისევ კატასავით ჩუმი ხმით და დაქალს თვალებით უთხრა "მოახლოვდა ჩემი აღსასრულიო"
-ამის მერე რომ ხალხი იტყვის ბედი არ არსებობსო, ხომ უნდა მიახრჩო!-კარგი რა, ისევ ისეთი ცივია, როგორიც იყო, ერთხელაც არ შემოუხედავს,-თქვა ნაწყენმა ლინდამ და ისტორიის წიგნი იქვე მიაგდო.
-ისევ გიყვარს ხომ?!
პასუხად არაფერი უთქვამს ლობჟანიძეს, ან რა უნდა ეთქვა? არც აღიარებას აპირებდა და არც უარყოფას..
-ბანკეტზე რას აპირებ?-ჰკითხა ისევ გამყრელიძემ.
-არ მინდა წასვლა, მაგრამ…
-შენ ნორმალური თუ ხარ?! რას ქვია არ გინდა..
-არ ვარ შესაბამისად განწყობილი.
-განგაწყობ მე შენ კარგად, მომინდომა გოგომ სენტიმენტები!
-არ ვიცი ნათი, ცუდად ვარ რაღაც,-ამოიკრუტუნა და დაქალის კალთაში თავი ჩარგო.
-მე ვიცი, მაგ ცუდად ყოფნას რაც ჰქვია.. ასეთი სიყვარული როგორ შეგიძლია?! გრძნობები ცუდად გხდის, შენ კიდევ მაინც ჯიქურ, რქებით აწვები.. და საერთოდ, მე მგონია, რომ მაგ თემოს თავში ტვინი არა აქვს ასეთ გოგოს რომ ვერ გამჩნევს..
-გული მისკდება, რომ ვიხსენებ, ხვალ მაგასთან ერთად რომ მიწევს მეცადინეობა..
-ოჰ, დაწყნარდი ახლა! არ გამაგიჟო, ნუ იცი ემოციებზე აყოლა, მიდი ახლა, იმეცადინე, წავედი მეც, მათემატიკაღა დამრჩა, მოვილევ და გავისეირნოთ ჰაერზე,-მშვიდად დატოვა დაქალი მარტო წიგნებთან.
-ღმერთო შენ მიშველე!- ერთხელ ამოიხავლა და წიგნებში ჩარგო თავი.
* * *
მეორე დღეს, ჩვეულებრივ გაუყვა გზას მასწავლებლისაკენ, კიდევ კარგი, შაბათია და სკოლა არ აქვს, თორემ აუცილებლად გაგიჟდებოდა. იმის მოლოდინში, რომ თემო იქ დახვდებოდა, ხელის გულები გაუოფლიანდა, განერვიულებული შევიდა მასწავლებელთან და თავის ადგილას მოთავსდა, თუმცა ჯაში იქ არ იყო.
-თემო სად არის?!
-აი, ისიც მოვიდა,-მის უკან მდგარ, ოდნავ გაღიმებულ ბიჭს კისერგადატრიალებულმა შეხედა და შიშისგან შეკრთა, მის წარბზე ნაკაწრი რომ დაინახა.
-აქ ვარ. ცოტა შემაგვიანდა,-საათს გახედა და ფრთხილად მიუჯდა გვერდით გოგონას.
-წარბზე რა გჭირს?-აღშფოთებულმა ჰკითხა და ენაზე მაშინვე იკბინა, ბიჭის ალეწილი სახე რომ დაინახა.
-არ არის ეგ შენი საქმე!-უთხრა გაბრაზებულმა და წიგნი იქვე დაახეთქა. ნანას არ გამორჩენია დაძაბულობა, თუმცა ამჯერად მაინც დაატია ენა პირში და არაფერი თქვა.
გულისცემა ყელში მოებჯინა ლობჟანიძეს და შეფარკლულ ლოყებზე, დასამშვიდებლად ცივი ხელები მიიდო. მართლაც რა მისი საქმეა, ბიჭს წარბი ექნება გაკაწრული, თუ ღაწვი? უბრალოდ, ძალიან ინერვიულა და აღშფოთების შეკავება ვერ შეძლო.
მთელი გაკვეთილის განმავლობაში ცუდად გრძნობდა თავს, ერთხელაც არ ამოუღია ხმა, დათრგუნულს. მაგიდის ქვეშ, ხელებს ნერვიულად ათამაშებდა და თვალებს დაბნეული აცეცებდა, ოღონდ ჯაშის მზერას არ გადაჰყროდა.
-ლინდა, ხომ კარგად ხარ?-ჰკითხა, როდესაც სახეზე ფერი დაეკარგა ლობჟანიძეს ნანამ.
-კი, კარგად ვარ,,-გაუღიმასავით ნანას და კონსპექტის წერა განაგრძო.
რამდენიმე წუთში, დაამთავრეს თუ არა მეცადინეობა, სახლში უხმოდ წავიდა ლინდა და თემოს თავდახრილმა აუარა გვრდი.
-დედა შე***ცი!-დაიგრგვინა ხმადაბლა ჯაშმა და ჩუმად გაჰყვა გოგონას უკან.
ორი კვირის განმავლობაში, ასეთი იყო მათი ურთიერთობა, ლინდა ცალკე დადიოდა ლანდივით, თემო ცალკე ასკდებოდა გულს, ასე რომ ეუხეშა მისი ამბით შეწუხებულ გოგონას.
-დებილი ხარ შენ ბიჭო?!-ბოლოს, ძმაკაცის ამბით შეწუხებულმა ლუკამ წამოიძახა,-რამდენი უნდა მოწიო? ბარემ ყლაპე ეგ სიგარეტი, მიდი და მოუხადე ბოდიში, თორემ მიდიხარ უკვე, ხომ იცი?
-რა ვუთხრა ტო?
-გეუხეშე და ბოდიში-თქო! აი რა უნდა უთხრა,-დაიყვირა მოთმინებადაკარგულმა და ძმაკაცი სავარძელიდან წამოაგდო,-გაეთრიე ახლა აქედან და ბოლოს და ბოლოს, უთხარი ყველაფერი ლინდას!
-მაგდებ ბიჭო?
-ხო, გაგდებ! დაახვიე ახლა შენს ლინდასთან, ასე მკვდარ-ცოცხალს ვერ გიყურებთ ვერც ერთს!
-კაი, საღამოს შეგეხმიანები!-უთხრა ღიმილმორეულმა და სადარბაზო გადაკვეთა თუ არა, სიგარეტი ამოაძვრინა ტელეფონთან ერთად ჯიბიდან და ნომრებში, ლინდას სახელს დაუწყო ძებნა. "ჩემი ლინდა" ნახა, როგორც იქნა და ყოყმანით გაუშვა ზარი.
-ალო!-გაისმა, აშკარად ნამძინარევი ხმა, რომლის გაგონებამაც ღიმილი მოჰგვარა თემოს, სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელს ტანში დაუარა და უფრო ღრმა ნაფაზი დაარტყა,-რომელი ხარ?-აშკარად გამოფხიზლებულიყო ლინდა, რადგან ხმა ჩაწმენდოდა და მისი თბილი ტემბრი, მთელს სხეულს უთბობდა ჯაშს.
-მე ვარ,-ჩახლეჩილი ხმით უთხრა და აკანკალებული ხელიდან სიგარეტი გააგდო, ნერვები ეშლებოდა, ეს გოგო ასე რომ რეაგირებდა მასზე.
-თემო? შენ.. რამე მოხდა?-გაიკვირვა გოგონამ და აშკარად, საწოლიდან წამოდგა.
-უნდა გნახო, მაღაზიასთან გამოდი,-კატეგორიული ტონით უთხრა და კბილები ნერვიულად გააღრჭიალა.
-ახლა ხომ გვიანაა, თან მთელი უბანი გვიცნობს და ხალხი როგორია ხომ იცი, იმას იტყვიან, რაც არ იყო.
-მიდი თბილად ჩაიცვი და ბაღთან გამოდი მაშინ, ხომ არ შეგეშინდება?
-ხვალ შევხვდეთ, ახლა მართლა გვიანაა, თან სახლში მარტო ვარ და..-წამოცდა ლობჟანიძეს, თემოს კი სახეზე ღიმილი მოეგვარა,-არ გაბედო აქ მოსვლა!
-სახლიდან არ გამოხვიდე!-პასუხის გაცემაც კი არ დააცადა ისე გაუთიშა და სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა ლინდას ქუჩას, თან გზაში, უაზროდ იღიმოდა.
გოგონას სახლს უკნიდან მიადგა და ძლივს აძვრა მეორე სართულზე, სადაც ლინდას საძინებელი იყო. ლობჟანიძე ოთახში ნერვიულად დააბიჯებდა და თან შუბლზე ჩამოყრილ თმას უკან იყრიდა.
-არ იკივლო, აქ ვარ,-ფანჯრიდან ჩახტომისთანავე წამოიძახა ხმადაბლა და თვალებგაფართოებულს, ოდნავ გაუღიმა.
-კიდევ კარგი უკნიდან ამოძვერი,-ამოიხვნეშა და გულზე მარჯვენა ხელი მიიჭდო,-ამ შუაღამეზე მაინც დაიძინოს ამ ქალმა, ღამითაც რომ აკონტროლებს ქუჩას,-ყურადღების გადასატანად ჩაიქირქილა და მის გვერდით აწ მისკუპებულ ჯაშს გადახედა,-რა გინდოდა?
-ბოდიში უნდა მოგიხადო, მაშინდელზე, ცოტა უხეშად გამომივიდა,-თქვა ხმადაბლა და ტუჩები სასაცილოდ გააწკლაპუნა.
-რაც ჩემი საქმე არ იყო, იმაში არ უნდა ჩავრეულიყავი..
-არა, მართლა ჩემი ბრალია.. შენ არაფერ შუაში ხარ,-თავი გადააქნია და ფეხზე წამოდგა,-გაზრდილი ხარ!
-სულ ცამეტის კი არ ვიქნები,-ბავშვური გულუბრყვილობით ჩაილაპარაკა და ისიც წამოდგა.
-მე ის ლინდაც მომწონდა,-თქვა მოულოდნელად, გოგონაც ისე შეკრთა, რომ ლამის ერთ ადგილზე შეხტა, გაკვირვებულმა ჩახედა ამღვრეულ თვალებში.
-ხვალ ბანკეტი მაქვს და ადრე უნდა ავდგე..
-ხო, ვიცი და მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე,-თქვა ისევ მოურიდებლად, ამჯერად კი ნამდვილად ვერ შეიკავა თავი გაურკვეველი ბგერებისგან ლინდამ და ყელი მოიღეღა.
-შეენ? ჩემთან ერთად?-იკითხა თვალებგაფართოვებულმა და პირი ოდნავ გააღო, გაკვირვებისგან.
-ხო, შენ წამოხვალ ჩემთან ერთად!-ბრძანებასავით გაისმა ჯაშის ხმა, ამას მისი შეკრული წარბებიც მიემატა და გოგონა დარწმუნდა, ამ ადამიანისგან, თავს ვერასდროს რომ ვერ დაიხსნიდა.
-კარ…გი,-თქვა ჩუმად და თავი ოდნავ დახარა.
-რომელზე მოვიდე სკოლაში?
-პირველზე.
-კარგი დაიძინე,-წასვლის წინ, მაინც ვერ შეიკავა თავი და გოგონას ავარვარებულ შუბლზე მიაკრო მსხვილი ტუჩები.
პირველმა შეხებამ ორივეზე იმოქმედა, ამდენი ხნის შემდეგ, ასეთ განცდას ვერც ერთი წარმოიდგენდა. ტანში დავლილმა ელექტროდენმა, ტვინამდე მიაღწია და ორივეს აზროვნების უნარი დაუკარგა.
-კარგი, წავედი,-დაიჩურჩულა თემომ და გოგონას მოშორდა.
* * *
-ალო, თემო,-გაისმა ტელეფონში გოგონას შეწუხებული ხმა.
-ხო, რა ხმა გაქვს? რამე მოხდა?-ჰკითხა და დედამისს ანიშნა ჰალსტუხი შეესწორებინა.
-სკოლაში ხარ?
-არა, ახლა უნდა გავიდე, ამ წუთას,-უთხრა და სარკესთან დადებულ შავ სათვალეს ხელი დაავლო გასაღებთან ერთად.
-შეიძლება, ნახევარი საათი დამაგვიანდეს, დღეს დედაჩემი ჩამოვიდა და დაიჩემა, მანიკური უნდა გაიკეთო სალონშიო და, მოკლედ რა, ბოდიში..
-ხმა არ გავიგო შენი!-უთხრა კატეგორიულად და გოგონა გააჩუმა,-ოცდაათი წუთი არ მომკლავს, ესენი წავიდნენ გელათში და მერე ჩემი მანქანით გავყვეთ ჩვენც.
-ჰო, კარგი!
ჯაში, მართლაც და სიმპათიურად გამოიყურებოდა, განიერ მხარ-ბეჭზე გადაჭიმული თეთრი პერანგი, მის სხეულს საოცრად მიმზიდველს ხდიდა, ოდნავ გრძელი თმა სახეზე ჩამოყროდა და სათვალესთან ერთად საოცარ ნაზავს ქმნიდა. ოდნავ გამოკვეთილი ყბები კი მამაკაცურობას სძენდა.
მანქანიდან არც გადმოსულა, არ უნდოდა ლინდას პელენწუკა კლასელებში გარევა და გოგონების ამაზრზენი მზერის ატანა.
მოუთმენლად აკაკუნებდა საჭეზე ხელს და წამდაუწუმ იხედებოდა სკოლის ჭიშკრისენ. ფანჯარაზე კაკუნმა გონს მოიყვანა, თუმცა გონს მოსული, მაშინვე ჩაიძირა ვნებების მორევში, მის წინ მდგარი ლინდა რომ დაინახა. თეთრი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, ბოლოებში ოდნავ გაშლილი, საოცრად სექსუალურს აჩრენდა გოგონას მკვრივ მკერდსა და ვიწრო წელს. ღია ფერის მაკიაჟი, მუქ, ჭაობიაფერ თვალებს, საოცარ სილამაზესა და ეშხს მატებდა.ლამაზი ფორმის, ოდნავ გამობურცულ ტუჩებს, კი წითელი პომადა, საოცრად მიმზიდველს ხდიდა.
პირში ენის ამობრუნებას ვერ ახერხებდა ქალის სილამაზით აღფრთოვანებული, უბრალოდ იდგა და უმზერდა გოგონას, რომელიც უკვე ოთხი წელია გაუსაძლისად უყვარდა, უყვარდა? არა, ეს არ არის სიყვარული, არც მოწონება, ეს არის იმის სურვილი, რომ არ გაუშვა შენს გვერდით მყოფი, ეგოისტურად გსიამოვნებდეს, მისი ნასუნთქი ჰაერის ყნოსვა და მის გახსენებაზე, წვნიანის ჭამა ჩანგლით დაიწყო. ეს სიყვარული კი არა, ღვთიური გრძნობაა.
-არა რომ ვეუბნები დედაჩემს, არ მინდა ამდენი მაკიაჟითქო, კი არ დამიჯერა, ალბათ რას ვგავარ ახლა, ჯერ მანამდეც არ ვიყავი ცაზე მოკიაფე ვარსკვლავი და ახლა, შპაკლის ტომარას ვგავარ ალბათ,-ატიტინდა შეწუხებული სწრაფად და სახე მოეღუშა, ჯაშს რომ არ გაეჩუმებინა, ალბათ კიდევ დიდხანს იბურტყუნებდა.
-"მთვარის შუქზე განაბული ვარსკვლავი ხარ, ჩემო პატარა გოგონავ,"-დაიღიღინა უეცრად, ბოხი ხმით თემომ, რამაც გოგონას შეკრთომა გამოიწვია. აკანკალებულმა ჩახედა ამღვრეულ თვალებში და ქვედა ტუჩი აუთრთოლდა,-კარგი არ იტირო ახლა, ვარსკვლავი რომ თქვი მაგაზე გამახსენდა.
-წავედით ხომ?-ჰკითხა ოდნავ ნაწყენმა ლინდამ და დაუკითხავად ჩაჯდა მანქანაში.
-"მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა, ნატვრის ხესთან, რომ ჩავიფიქრე,"-ღიმილით ჩაიღიღინა და მანქანაში ჩაჯდა.
საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა, ყველა ერთობოდა თემოს გარდა, ის მხოლოდ, ღიმილით აკვირდებოდა კლასელებში გარეულ მოცეკვავე გოგონას,რომელიც მისკენ წამოვიდა დაღლილი სახით.
-თემო, არ გინდა წავიდეთ?მეძინება.-პირი ომხელაზე გააღო თვალებმილულულმა რომ ლამისაა გადაყლაპა ჯაში, ეს უკანასკნელიც ღიმილით აკვირდებოდა პირზეხელმიფარებულს.
-კარგი, წამო!-უთხრა და კარისკენ უბიძგა.
გარეთ გამოსულებს, სასიამოვნოდ მოხვდათ სახეზე გრილი სიო, ნახევრად მძინარეს წელზე მოხვია თუ არა ხელი, სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. ეს პატარა, ტკიპა საოცრად რეაგირებს ამხელა კაცზე და გონებას მთლიანად ურევს.
-თემო, უკან დავწვები რა.. ჩვენ სახლში როდის მივალთ!
-მიდი მერე..-უთხრა და კარი გაუღო.
გზაში დროგამოშვებით გადახედავდა, უკანა სავარძელზე მთვლემარეს და ტუჩის კუთხე, ნასიამოვნებს ეხრებოდა.
-ჩემო პატარა გოგონა..-თბილი ხმით ჩაილაპარაკა და გზას მიუბრუნდა.
გულზე მიხუტებული შეიყვანა სახლში და სავარძელში მჯდომ მამამისს თავი დაუკრა, ეს უკანასკნელიც გაკვირვებული გაჰყვათ უკან და ეჭვისთვალით შეხედა მომღიმარ ჯაშს, მძინარე ლინდას ფოტოს რომ უღებდა.
-რომელი ხარ შვილო შენ?-ჰკითხა ნოდარიმ თემოს და გვერდით დაუდგა.
-მე ლინდას..ჩვენ..-უაზროდ აბლუყუნდა და ხელების ქნევა დაიწყო უმისამართოდ.
-იცოდე ჩემს ქალიშვილს არ აწყენინო, თორემ, შემომაკვდები! თუ გინდა მასთან დარჩი,-უთხრა ლობჟანიძემ ღიმილით და მხარზე ხელი დაჰკრა.
-არა, უნდა წავიდე, ხვალ თბილისში მივდივარ და..
2 კვირის შემდეგ.
-ალო,-ნამძინარევი ხმით უპასუხა ტელეფონს ლინდამ და ნაცნობი სუნთქვის გაგონებაზე, მთლიანად ამოუტრიალდა შიგნეულობა.
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?-ჰკითხა ოდნავ ნაწყენმა.
-დღეს, ბექა გამოგივლის, ბარგი ჩალაგებული გქონდეს, თბილისში მოდიხარ.
-კი მაგრამ მამაჩემი?
-ბატონ ნოდარს დაველაპარაკე, ნუ ღელავ, გიშვებს.
-კი მაგრამ, მანდ რა მინდა?
-ლინდა, წ ა მ ო დ ი!-თქვა მკაცრი ხმით და ტელეფონი გაუთიშა.
-ეს ახლა ნორმალურია? თბილისში რა მინდა? ამ ორი კვირის განმავლობაში, ეთხელ მაინც დაერეკა, ახლა მბრძანებლობს და მეუბნება ჩამოდიო! არა, რომ არ წავიდე ჩამომაკითხავს..-ბურტყუნებდა და დაკეცილ ტანსაცმელს ჩემოდანში ალაგებდა.
* * *
მრავალსართულიანი ბინის წინ გაუჩერა მანქანა ბექამ და ღიმილით უთხრა, მეექვსეზე ადი, მიხვდები, რომელ ბინაშიც ცხოვრობსო. ლინდაც დაბნეული გადმოვიდა მანქანიდან და ისიც კი ვერ გაიაზრა, რომ ლიფტი მუშაობდა, ამიტომ ფეხით აუყვა კიბეებს.
მეექვსე სართულზე, შავი კარების თავზე, ეწერა "ჯაში" გოგონამაც გაუბედავად დააკაკუნა კარებზე და განერვიულებული დაელოდა კარის გაღებას.
-მოდი, ღიაა,-გამოსძახა მკაცრი ხმით თემომ, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ მის ხმაშიც იყო ნერვიულობის ნოტა შეპარული.
ფეხისკანკალით გაუყვა გზას მისაღებამდე და მდივანში მჯდარი თემოს ყურადღებაც მიიპყრო.
-მოდი, რაღაც უნდა გითხრა,-მის გვერდით ადგილზე მიუთითა და ნერვიულად დაისვა თავზე ხელი,-უჰჰ.. მოკლედ, მეთორმეტეში რომ ვიყავი, აზრად მომივიდა, ფარული ფეისბუქის გახსნა, რომლითაც იმ ადამიანს მივწერდი, ვინც მართლა მთელი გულით მიყვარდა, ის უბრალოდ, ძალიან პატარა იყო, იმისთვის, რომ ეს ცისხელა გრძნობა გაეაზრებინა.სრულ კონტროლზე მყავდა აყვანილი, რა ეცვა, სად დადიოდა ყველაფერი ვიცოდი, ისეთი უშუალო, ბავშვური და პირდაპირი იყო, რომ ნებისმიერის გულს დაიპყრობდა, თუმცა ეს აღარ იყო მნიშვნელოვანი, რადგან, იგი მთლიანად მყავდა მისაკუთრებული.. თავიდან ერიდებოდა მიმოწერა, მაგრამ მერე მომეჩვია და ნელ-ნელა მიჯერებდა კიდეც, ამ სიცივისა და სიმკაცრის გამო "მაცივარი" შემარქვა, თავიდან, გულზე მომხვდა, მაგრამ ამას გულით რომ არ ამბობდა, ვხვდებოდი და აღარ მწყინდა. იმ გოგოსთან, მარტო ფეისბუქ კონტაქტი კი არ მქონდა, შეგნებულად ვიცოდი ვინც იყო, ჩემს სკოლაში სწავლობბდა და ვიცოდი მასაც ვუყვარდი, მერე რომ გაიგო ვინც ვიყავი, თვალს ვერ მისწორებდა და არ მელაპარაკებოდა. ქუთაისში წერეთელში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ თბილისში წამოვედი, გამოვექეცი, ჩემს ბუშტს, ორი თვის წინ კი მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი თუ არა, მაშინვე ვნახე.ჩემს სიყვარულში, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, მის გამოხედვას რომ ვგრძნობდი. ახლა ჩემი ბუშტი, ჩემს წინ ზის და აცრემლებული თვალებით მიყურებს, მე რომანტიკოსი გავხდი, ის მტირალა, მე მისი ქმარი გავხდი, ის ჩემი ცოლი.
-სულაც არ ხარ მაცივარი,-ამოიტირა და აკანკალებული მიეკრო აჩქარებულ გულზე.
-ჩემო გოგო, ჩემო ვარსკვლავო, ჩემო ბუშტო, შენ არ იცი მე როგორ მიყვარხარ,-ეჩურჩულებოდა და დროგამოშვებით ჰკოცნიდა შუბლზე.
1 წლის შემდეგ.
-თემო, ბელი ტირის, გთხოვ გააჩუმე,-ამოიტირა შუაღამეს ბავშვის ტირილით შეწუხებულმა.
-მოდი პრინცესა მამასთან, ჩშშ.. დავიძინოთ მა..-პაწაწინა სხეული გულზე ფრთხილად მიიკრა და შუბლზე აკოცა,-შენი დედიკოსავით ლამაზი ხარ მა, იცი შენი დედიკო როგორ მიყვარს? ძალიან. ჩემი ბუშტია შენი დედიკო,შენ კი ჩემი პატარაა ბელი ხარ მა, ჩემი პატარა ანაბელი!
-ხანდახან არ მჯერა რომ ჩემი ქმარი ხარ და შვილი გვყავს,-თქვა უკვე გამოფხიზლებულმა ლინდამ და ქმარს ზურგზე აეკრო.
-"მთვარის შუქზე განაბული ვარსკვლავი ხარ, ჩემო პატარა გოგონა.."-წაიღიღინა და ბელი საწოლში ჩააწვინა,-ჩემს ანაბელს ძამიკო უნდა,-ხუთი წუთის მონატრებულ ტუჩებს წაეტანა და გოგონა საწოლზე დააწვინა.
10 წლის შემდეგ.
-დეე, მამიკო მოვიდაა!-დაიყვირა ანაბელმა და ლუკასთან თამაში განაგრძო.
-ჩემი ბარტყები როგორ არიან?-შვილებს მოესიყვარულა თემო და კისრები დაუკოცნა.
-მა, რა ლამაზი ყვავილებია!-აჟიტირებულმა წამოიძახა ანაბელმა.
-დედიკოს მოვუტანე!
-მე?-გაბრწყინებული თვალებით მიტრიალდა უკან და დიდი, გვირილების თაიგულით ხელში მომღიმარი ქმარი რომ დაინახა, თვალები ცრემლით აევსო,-ჩემი საყვარელი ყვავილები,-თაიგული გულში ჩაიკრა და მაგიდაზე დადო,-როგორ მიყვარხარ შე თბილო მაცივარო, ნეტავ იცოდე!
-ჩემი გაბერილი ცოლი!-გამობურცულ მუცელზე ხელი მიადო და ყელში აკოცა.
-----------
ჯაშების ოჯახში, სულ ჟრიამულია, აბა ადვილი მოსავლელი ხომ არ არის ოთხი ბავშვი? უფრო სწორად ხუთი, ლინდა ქმარს მეხუთე ბავშვს უწოდებს, თემო იმდენ სიყვარულს ამჟღავნებს ყოველდღიურად რომ ქმრის სიყვარული, საარსებო წყაროდ ექცა.
-ლუკა შეეშვი კესანეს და კატოს დაუბრუნე სათამაშო.. ანაბეელ! გამაგიჟებს ეს ბავშვი, რას დაძვრება ამ კომპიუტერში,-ჭუჭყუნით მივიდა კომპიუტერში შემძვრალ შვილთან, რომელიც რაღაცას ბეჭდავდა,-რას აკეთებ ბელ?-შუბლზე აკოცა შვილს.
-შენი და მამას სიყვარულის ისტორიას ვწერ,-ღიმილით მიუგო და ვორდის ფაილი საგულდაგულოდ შეინახა.



№1 სტუმარი taso

Ai dzaalian magari iko. Dzaan mikvarxar <3

 


№2  offline წევრი CooLPlaYeR

კარგი იყო მომეწონაა <3 <3

 


№3  offline წევრი grifini

ვაიმე სეხნია :O შენნაირი სეხნია მეორე არ არის ^_^ ჩემი ლუციფერი ^_^ ჩემი ჩემი ჩემი ჩემი ჩემი ჩემი ჩემი ^_^ დიახაც ჩემი ^_^ მე მიყვარს მარტო <3 მარტო ჩემი სეხნიაა და მარტო მე მიყვარს და ესე ეგოისტურად მარტო მე ვნახავ ოდესმე დიახაც :3 ოცნებების კოშკები არ დამინგრიო ლუციუს :D ხო დიახ ეგოისტურად მიყვარხარ!!!

 


№4  offline წევრი ninee

dzaan kai iyo

 


№5  offline წევრი harryhermione

ძალიან მაგარია თბილი იყო რაღაცნაირად გულში ჩამწდომი ♥♥♥♥ მაგარი გოგო ხარ ♥♥ ნეტა ყველას ლინდას მსგავსად უმართლებდეს სიყვარულში((((

 


№6  offline წევრი natia23

აუუ მაგარიი იყოო ძალიაანნ <3 არ ვაპირებდი რატომღაც წაკითხვას,მაგრამ სულმა წამძლია,, შეუდარებელი ხარრ

 


№7  offline წევრი ana456

ძალიან საყვარელი და თბილი ისტორიაა,ძალიან მომეწონაヅწითური ბავშვი

 


№8 სტუმარი salo

Rogor momewonaa♡ dasasruliic rogorii kargii iyooo

 


№9  offline წევრი coco girl

ძალიან მაგარი ხარ!! სასწოული ხარ იმენა :D ყოჩაღ!
ძალიან მომეწონა და ასეთი სრულად-ები მიყვარს! :) ნუ მოკლედ))) წარმატებები. :*

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra mavari iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent