შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა #147 (დასასრული)


2-03-2015, 21:31
ავტორი salomee
ნანახია 2 808

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხეთ!!!! ველოდები შეფასებებს.

***
რესტორანში მომხდარი კატასტროფიდან ერთი კვირა იყო გასული. ალბათ, ყველაზე მოსაწყენი ცხოვრება მქონდა მთელს დედამიწაზე.

-ხო, ნატა.
-სად ხარ?
-სახლში მოვედი ეხლა. შენ?
-გამოდი რა ჩემთან!
-არ ვიცი ნატა, ვნახოთ.
-აუუუ, ნინაა, კაი რა! გთხოოოოვ. - გაიწელა მოსიძე.
-კაი, ერთ საათში მოვალ!
-იეეეს! მიყვარხააააარ.
არა, ეს გოგო მთლად დალაგებულიც ვერ არის რა. ბავშვობიდან ასეთი გიჟია. ისე მიყვარს, ვგიჟდები. თავიდან დაწყებით კლასებში ერთმანეთს ვერ ვიტანდით. მერე ვეღარ გვწიწკნიდნენ. სულ ერთად ვიყავით ყველგან.

ერთ საათში მართლა ნატას სადარბაზოში ვიყავი. დავაკაკუნე, კარი მოსიძემ გამიღო და გადამეხვია.
-მოდი, მოდი, ნინა.
მისაღებში შევედი და იქვე თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა არანაირად.
-როგორ ხარ, ნინა? - წარბები აწია ბექამ. გაუკვირდა ჩემი დანახვა. ნატას გაჩალიჩებული იყო. -მე... მე კარგად. შენ? -ძლივს მოვაბი სათქმელს თავი მე.
-თამამად, თამამად, ნუ დაიბენი.
ვგრძნობდი უკვე ცუდად რომ ვხდებოდი და კედელს ზურგით მივეყრდენი. ოთახი მოვათვალიერე ნატას ვეძებდი- შუაზე გასახევად. არსად არ იყო.
-ვერ მოვახერხე აქამდე შენთან ლაპარაკი და მოგეწონა ლონდონი?
-კი.
-არ მომიყვები შენ ამბებს? - არ ჩერდებოდა ის. ვამაჩნევდი სარკაზმს და ამაზე კიდევ უფრო ცუდად ვხდებოდი.
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-ყველაფერი.
-ისეთი არაფერი მაქვს მოსაყოლი, რაც შენ დაგაინტერესებს. - მაინც არ ვნებდებოდი მე.
-იქნებ, ზუსტად ეგ მაინტერესებს?
-რა გინდა? - გავღიზიანდი. - სადისტი ხარ? თუ რატო მაწვალებ?
-მე არა. ეგ შენ თავს შენ თვითონ იწვალებ.
-მესმის! მესმის, რომ შეცდომა დავუშვი და არ უნდა წავსულიყავი იმ დამპალ სპექტაკლზე, მაგრამ მთელი ცხოვრება ამას ხომ არ შემახსენებ, არა?!
-რა დარწმუნებული ხარ, რომ მთელი ცხოვრება ჩემი ნახვა მოგიწევს?
ცრემლები მომაწვა. საოცრად მინდოდა მეტირა და მაინც ყველანაირად ვიკავებდი თავს. არ მინდოდა ჩემი სისუსტე დაენახა. ვიდექი, თავი ჩაახრილი მქონდა და უბრალოდ ვდუმდი.
-არაფერს მეტყვი?
-შენ რას ელოდები, რომ გეტყვი? - თავი ავწიე და თვალებში შევხედე.
-მე არაფერს არ ველოდები არავისგან და შენგან - მითუმეტეს! - ხმას აუწია. ეს უკვე აღარ მომეწონა.
-როგორ შეცვლილხარ - თავი დანანების ნიშნად გადავაქნიე მე და რაღაც უჩვეულო სისუსტე ვიგრძენი. ასე მაშინაც არ ვყოფილვარ, როცა საქართველოდან წავედი. ეს იყო ყველაზე საშინელი დიალოგი, ვისთანაც კი ოდესმე მქონია. მინდოდა უბრალოდ გული გამსკდომოდა და იქვე მორჩენილიყო ეს ყველაფერი, რაც არც არასდროს დაწყებულა.
-რა გავაკეთოთ, ვიცვლებით დროთა განმავლობაში ადამიანები - სარკასტულად გამიღიმა და ხელში რაღაც დაატრიალა.
ეს უკვე მართლა ზედმეტი იყო ჩემთვის. არ ვიყავი იმდენად ძლიერი და მყარი, რომ მსგავსი საუბარი გადამეტანა, იმისგან, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს...
ნატასგან წამოსული, მთელი გზა ვტიროდი. ტაქსის მძღოლმა ხომ კარგად ხართო.
-ვაიმე, ნინა დე, რა გჭირს? - შეშინებული წამოვიდა ჩემკენ დედაჩემი.
-დედა, გეხვეწები ეხლა არ შემიძლია, რა. ჩემს ოთახში უნდა ავიდე. - სიტყვის დამთავრება და ისევ ისტერიული ტირილი ერთი იყო. არ მახსოვს როდის ჩამეძინა. უკვე რომ თენდებოდა ეგ ფაქტი იყო...

***
-ნინა! გეხვეწები შემირიგდა რა! გთხოოვ!! ძაან დიდი ბოდიში! - ლამის ტიროდა მოსიძე.
-მაგაზე მაშინ გეფიქრა!
-ბოდიში - თავი ჩახარა ნატამ. -უბრალოდ ისე ძალიან მინდა თქვენ ორი შერიგდეთ!
-თვითონ არ უნდა და მე ხომ არ შევახტები, არა? - ცრემლები მომაწვა.
-ერთი კვირა არც უნივერსიტეტში დადიოდი, ტელეფონიც გამორთული გაქვს და მთელი დღეები გძინავს. გუშინაც ვიყავი და გეძინა.
-ხო ვიცი. მითხრა მანჩომ.
-იდიოტი და დეგენერატია ეგ ბიჭი. - სიგარეტის ღერი ნერვიულად აათამაშა ხელში ნატამ.
-შენი მეგობარია, არ დაგავიწყდეს.
-ეგრე გააგრძელოს და აღარ იქნება! - მკაცრი იყო მოსიძე.
-არ მინდა ჩემ გამო თქვენ ურთიერთობა გაგიფუჭდეთ, გაიგე??
-გთხოვ აღარ იფიქრო მაგაზე. - მეხუტებოდა და თავზე მკოცნიდა ნატა.
-უკვე მართლა აღარ ვიცი რა ვქნა.
-დაწყნარდი, ჩემო სიცოცხლე.
-და სიგარეტზე რა გითხარი მე შენ? - ცრემლები მოვიწმინდე მე და მკაცრად შევხედე ნატას.
-შენ თავს ვფიცავარ მარტო ეს კვირაა, რაც დავიწყე, ისე ვინერვიულე თქვენი ამებები!
-ხვალიდან აღარ დავინახო. გასაგებია?!
-ვგიჟდები შენზე! - ლოყაზე ხმაურით მაკოცა ჩემმა დაქალმა.

***
უნივერსიტეტიდან გამოვედი, ჩემი ჯგუფელი - თაკო უნდა მენახა, კონსპექტების გამოსართმევად.
-ხო თაკო. სად მნახავ?
-აუ ნინ, რჩეულიშვილზე მოდი რა, გეხვეწები!
რაღა მაინც და მაინც ვერაზე და რაღა ბექას სახლთან ძალიან ახლოს?! ვლოცულობდი არ შემხვედროდა. თაკოს კონსპექტები გამოვართვი და ტაქსი უნდა გამეჩერებინა, ვიღაცამ რომ დამიძახა.
-ნინაააა!
შევტრიალდი და გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ბექას დედა - მაკა!!
-როგორ ხარ, ჩემო საყვარელო?? - თბილად მომიკითხა და გადამეხვია მაკა.
-კარგად, თქვენ როგორ ხართ?
-მეც კარგად. იმდენი ხანია არ მინახიხარ! ლამაზი სულ იყავი, მაგრამ ეხლა მაინც ისეთი გალამაზებული ხარ!!
-დიდი მადლობა! - გავწითლდი მე.
-რაღაც სასწაული ნამცხვარი გამოვაცხვე დღეს და რომ არ წამოხვიდე, ძალიან მეწყინება!
მეგონა თავში რაღაც ჩამარტყეს ან ელექტრო შოკი მივიღე. იმიტომ კი არა, რომ გამიკვირდა დაპატიჟება, უბრალოდ ეხლა ბექა რომ მენახა, არ ვიცოდი რა დამემართებოდა.
-ძალიან დიდი მადლობა, მაკა დეიდა, მაგრამ ძალიან მეჩქარება, მართლა!
-მაწყენინებ იცოდე! მალე გაგიშვებ, გეხვეწები, რა!
-კარგით, ოღონდ მალე უნდა წავიდე.
სახლში შემიძღვა. მე მინდოდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად მეჭამა ის ნამცხვარი და აქედან წავსულიყავი. არა გატყუებთ. სინამდვილეში საერთოდ არ მინდოდა ნამცხვრის ჭამა. გემოს ვერანაირად ვერ გავიგებდი მაინც. კიდევ გატყუებთ. ბექას ნახვაც მინდოდა.
-ბექას სძინავს. მე ავალ და გავაღვიძებ.
-ვაიმე, არა! - იმხელა ხმაზე მომივიდა მაკამ გაკვირვებულმა შემომხედა. - არ არის საჭირო. მერე ვნახავ, ნუ გააღვიძებთ. გთხოვთ.
არ ვიცი რამდენად და რას მიხვდა, მაგრამ კარგიო - თავი დამიქნია,.
-აბა მომიყევი შენი ამბები, ნინა. როგორი იყო ლონდონი? - ყავას ასხამდა მაკა, თან მიღიმოდა.
საოცარი ქალი იყო დანელიას დედა. ბევრი ვილაპარაკეთ.
-ჩემი წასვლის დროა, მაკა დეიდა. დიდი მადლობა! ძალიან გემრიელი იყო ნამცხვარი!
-არაფრის, ჩემო საყვარელო! კიდევ შემოიარე, აუცილებლად! დედა მომიკითხე.
ის იყო, კარი უნდა გამეღო და გავსულიყავი, რომ კიბეებზე ბექამ ჩამოირბინა. ნამძინარევი სახე ქონდა და ჩემ დანახვაზე წარბი ზემოთ აწია.
-გზაში შევხვდი დე ნინას და ნამცხვარზე დაპატიჟე. შენი გაღვიძებაც მინდოდა, მაგრამ ნინას არ უნდოდა შეეწუხებინე.
მეხის დაცემის მოლოდინში გავირინდე მე.
-საჭმელი რა გვაქვს?
ვითომ არაფერიო, ისე იკითხა ბექამ და დედამისს შეხედა. ეს იყო პიკი. მაკას თვალები დაექაჩა გაკვირვებისგან.
-ბექა, რა უზრდ...
-მე წავალ, მაკა დეიდა. - სწრაფად გავაწყვეტინე მაკას სათქმელი.
-მოიცა, ბექა გაგიყვანს!
-რა საჭიროა! არ შეწუხდეს. დიდი მადლობა და ნახვამდის! - ყველანაირად ვცდილობდი თავი შემეკავებინა. დანელიას ზედაც არ შევხედე. მაკას გადავეხვიე და სწრაფად წამოვედი.
ვკანკალებდი და ალბათ, მართლაც ყველაზე საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება. როცა ელოდები რაღაცას და ისე არ ხდება, როგორც გეგონა. ჩახუტებას არც ველოდი, უბრალოდ ზედაც არ შემოხედვას - ნამდვილად არა.

***
-ნინა, უნივერსიტეტიდან ჩემთან მოდი პირდაპირ, აუცილებლად! საქმე მაქვს. - შეცვლილი ხმა ქონდა ნატას.
-მოვალ. ხო მშვიდობაა?
-რომ მოხვალ, გეტყვი.
ავფორიაქდი. მოსიძის ხმა არ მომეწონა და მინდოდა მალე დამთავრებულიყო ლექციები.
-ჰე, რა ხდება, აბა? - შესულიც არ ვიყავი, ისე ვკითხე.
-დაჯექი ჯერ. - დავჯექი. - მისმინე ნინა, არ ინერვიულო გეხვეწები, კარგი?
-მიდი თქვი ნატა, რას მაწვალებ.
-მოკლედ, მაინც გაიგებდი და მინდოდა ჩემგან გაგეგო. - თითები ლამის დაიმტვრია მოსიძემ.
-აუუ, ეხლა გცემ! ამოღერღე ოდესღაც!
-აუუუუუ... ლიკუნა გათხოვდა კირთაძე...
-აუფ, მერე მე რა შუაში ვარ? ან ეგ ვინ მოიყვანა, გეხვეწები? - სიცილი ამიტყდა მე.
-ბექა დანელიამ...



№1  offline წევრი madridista...

აუუუ კაი რააა ესე რატო დაამთავრე?მეორე ნაწილიც დადე რა გთხოოვ recourse ისე ძაან კაი იყო მარა ესე არ უნდა დაგემთავრებინა love sad იმედია მეორესაც დადებ request

 


№2  offline წევრი salomee

madridista...
აუუუ კაი რააა ესე რატო დაამთავრე?მეორე ნაწილიც დადე რა გთხოოვ recourse ისე ძაან კაი იყო მარა ესე არ უნდა დაგემთავრებინა love sad იმედია მეორესაც დადებ request

ვაიმეე არ მიფიქრია მეორე ნაწილზე და არ ვიცი ნამდვილად. ცოტა მოულოდნელი დასასრული მინდოდა ყოფილიყოოო. ძალიან დიდი მადლობა, რომ წაიკითხე და შენი აზრი გამოთქვი!!

 


№3  offline წევრი თანანო

Dzalian momewona ^_^ magram aset dasasruls ver gadavitan :* amitom sjobs meore nawilze ifiqroo <3

 


№4  offline წევრი skip beat

რაო? wassat ვინ ლიკუნა რის ლიკუნა, ნინასთან მინდა ეს მე wink ნამდვილად მოულოდნელი იყო მარა მეორე ნაწილზე იფიქრე მართლა რა love

 


№5  offline მოდერი Kira

აუუუ მეორე ნაწილი თორე დაგბრიდავ!!!! ისე ძაან მომწონს კაი იყო საერთო ჯამში.. :D love ავტორ შენ კიდე ძაან ნიჭიერი ხარ და მომწონს შენი წერის სტილი :D და ნუ იზავ ისე რო გამოაკლდეს ერთი მწერალი ამ საიტს(ვხუმრობ არ გეწყინოს) :D love იმედია მეორე ნაწილს ვიხილავთ მალე სადაც ნინასთან ერთად იქნება. love თორე მართლა შევასრულებ wink წარმატებები love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№6  offline წევრი ruska123

au xo ra meore nawili dade dzaan magari iqnebaa radgan eseti dasasruli moulodneli iiyo

 


№7  offline წევრი varduka

რააააააააა ლიკუნააა გააქრე ეხლა ეგ გოგოოო დაააა ნინასთან დატოვეეეეეეეეეე am

 


№8  offline წევრი salomee

თანანო
Dzalian momewona ^_^ magram aset dasasruls ver gadavitan :* amitom sjobs meore nawilze ifiqroo <3

skip beat
რაო? wassat ვინ ლიკუნა რის ლიკუნა, ნინასთან მინდა ეს მე wink ნამდვილად მოულოდნელი იყო მარა მეორე ნაწილზე იფიქრე მართლა რა love

ruska123
au xo ra meore nawili dade dzaan magari iqnebaa radgan eseti dasasruli moulodneli iiyo

varduka
რააააააააა ლიკუნააა გააქრე ეხლა ეგ გოგოოო დაააა ნინასთან დატოვეეეეეეეეეე am

აუუ რა საყვარლები ხააართ!!!! მადლობა რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ ❤ ხო ეხლა მეორე ნაწილს რაც შეეხება არამგონია დავწერო. არც მე მიყვარს ცუდი დასასრულები და მაქვს კიდეც თბილი დასასრულები ჩემს წინა ისტორიებში, მაგრამ მინდოდა ეს მოულოდნელი ყოფილიყო. მეორე ნაწილსაც აღარ ექნება ისეთი მუღამი. ამიტოომ შემოგთავაზებთ მალე ახაალს!!! კიდევ ეთხელ დიდი მადლობა თქვეენ❤❤❤❤

Kira არ ინიშნება რატომღააც( აქ დავუწერ: შენ განსაკუთრებულად მახსოვხარ ყველა თავზე და განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრაა!!! იმ მხარდაჭერისთვის და კომენტარებისთვის, რაც ყოველ თავზე მხვდებოდაა❤❤ იმედია არ გამწირავ ახალი ისტორია მაქვს დასაწერიიი wink

 


№9  offline წევრი yvavi

ღადაობ?
ისედაც დეპრესიაში მყოფს კიდევ ეს მინდოდა? ო.ო
მომკლა და დამმარხა ბოლი ნაწილმა. :|
მაინც ძალიან კარგი იყო ^.^
ასეა.
ბიჭები არასდროს პატიობენ, რაცარუნდა ძალიან უყვარდეთ :/

 


№10  offline წევრი salomee

yvavi
ღადაობ?
ისედაც დეპრესიაში მყოფს კიდევ ეს მინდოდა? ო.ო
მომკლა და დამმარხა ბოლი ნაწილმა. :|
მაინც ძალიან კარგი იყო ^.^
ასეა.
ბიჭები არასდროს პატიობენ, რაცარუნდა ძალიან უყვარდეთ :/

ხო ბექა ზედმეტად ამაყი გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა არ აპატია თხოვნის არ შესრულება, არადა ნინა იმიტომ წავიდა, რომ ეეჭვიანებინა დანელია. დიდი მადლობა, რომ წაიკითხე და შენი აზრი გამოთქვი!!

 


№11  offline წევრი yvavi

salomee
yvavi
ღადაობ?
ისედაც დეპრესიაში მყოფს კიდევ ეს მინდოდა? ო.ო
მომკლა და დამმარხა ბოლი ნაწილმა. :|
მაინც ძალიან კარგი იყო ^.^
ასეა.
ბიჭები არასდროს პატიობენ, რაცარუნდა ძალიან უყვარდეთ :/

ხო ბექა ზედმეტად ამაყი გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა არ აპატია თხოვნის არ შესრულება, არადა ნინა იმიტომ წავიდა, რომ ეეჭვიანებინა დანელია. დიდი მადლობა, რომ წაიკითხე და შენი აზრი გამოთქვი!!


რაც არუნდა ყოფილიყო, მაინც არ აპატიებდა ბექა. განა იმიტომ, რომ თეატრში წავიდან, ანდაც სამი წელი საქართველოში არ ჩამოსულა.
საერთოდ ეგეთი ბიჭები წასულებს აღარ "ეკიდებიან" :/
და მაინც ამის მეორე ნაწილზე იფიქრე :3

 


№12  offline წევრი bendeniani gogo

ვაუ ამას არ ველოდი რა განსხვავებულია ))) რაგაც შოკია ძაან კააია მომოწონს <3

 


№13  offline წევრი salomee

yvavi
salomee
yvavi
ღადაობ?
ისედაც დეპრესიაში მყოფს კიდევ ეს მინდოდა? ო.ო
მომკლა და დამმარხა ბოლი ნაწილმა. :|
მაინც ძალიან კარგი იყო ^.^
ასეა.
ბიჭები არასდროს პატიობენ, რაცარუნდა ძალიან უყვარდეთ :/

ხო ბექა ზედმეტად ამაყი გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა არ აპატია თხოვნის არ შესრულება, არადა ნინა იმიტომ წავიდა, რომ ეეჭვიანებინა დანელია. დიდი მადლობა, რომ წაიკითხე და შენი აზრი გამოთქვი!!


რაც არუნდა ყოფილიყო, მაინც არ აპატიებდა ბექა. განა იმიტომ, რომ თეატრში წავიდან, ანდაც სამი წელი საქართველოში არ ჩამოსულა.
საერთოდ ეგეთი ბიჭები წასულებს აღარ "ეკიდებიან" :/
და მაინც ამის მეორე ნაწილზე იფიქრე :3

Radgan ese mtxovt vifikreb da vnaxot ra gamovaaaa
bendeniani gogo
ვაუ ამას არ ველოდი რა განსხვავებულია ))) რაგაც შოკია ძაან კააია მომოწონს <3

Didi madloba shen❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent