შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირაბი


2-03-2015, 21:48
ავტორი amaglobeli
ნანახია 1 864

1
დილით უხასიათოდ გავიღვიძე. ალბათ გული მიგრძნობდა, მზიან ამინდს ველოდებოდი და წვიმა და სიბნელე დამხვდა. გავიზმორე და დამენანა თბილი საწოლის დატოვება. წინასწარ გამზადებულ ტანსაცმელსაც ვეღარ ჩავიცვამდი.. გული დამწყდა, ისევ შარვალში უნდა ჩავეტენო-მეთქი გავიფიქრე და წამოვდექი. სარკეში ჩავიხედე, გრძელი-გრძელი, სწორი და კუპრივით შავი თმა ფერმკრთალ სახეზე მეფარებოდა, იქიდან კი მონაცრისფრო, ღია თვალები ანათებდა. ხელით გადავიწიე და თხელი მაჯებიც დავაფიქსირე. ფეხებიც ლამაზი მომეჩვენა და წელიც წვრილი.. მოკლედ დღეს ის „იშვიათთაგანი“ დღეა, როდესაც ჩემი თავი მომწონს. განწყობა გამომიკეთდა და გადავწყვიტე რომ წინასწარ არჩეულ ტანსაცმელს ამინდი ვერ შემაცვლევინებს. ვიბანავე, ყავა დავლიე და ჩემს ახალ კაბაში დავტრიალდი სარკის წინ. მერე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე , პიჯაკი მოვიცვი, წავყავი შუზებში ფეხი და სამსახურში გავეშურე.
რას წარმოვიდგენდი რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაური, მნიშვნელოვანი და ცოტა საშინელი დღეც იქნებოდა.
გარეთ რომ გავედი წვიმის წვეთები დამეცა თავზე, თმაზე და უსიამოვნო შეგრძნებამ კვლავ განწყობაზე იმოქმედა.
ცხვირჩამოშვებული გავუყევი ტროტუარს, თან უკან უკან ვიყურებოდი, ავტობუსი არ გამომპარვოდა. ბოლოს როგორც იქნა მოვიდა. ავედი, მოვთავსდი და გავირჭე ყურსასმენები.. ისე ვიყავი გართული ლამის მეტროს გავცდი, ძლივსღა მოვასწარი ჩარბენა, უკვე ავტობუსის კარი იხურებოდა. კიდევ კარგი გამხდარი ვარ... გამოვეტიე. გამოვეტიე და მაშინვე გუბეში ჩავტყაპუნდი, ისე, რომ მუხლს ზემომდე ავიწუწე. ტირილი მომინდა, ნერვები მომეშალა. სიბრაზისგან აღარ მაინტერესებდა ტანსაცმელიც დამესვარა თუ არა, ხელსახოცი მოვუსვი ფეხსაცმელს და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავჯლაგუნდი... ღმერთო რამდენი ხალხია და ყველამ მაინც და მაინც ჩემს ფეხსაცმელზე დაბიჯება გადაწყვიტა.. მაინც რამ გამითენა ასეთი უიღბლო დღე. ახმეტელის მეტროც სწორედ ამიტომ არ მომწონს, ყოველთვის ათი კაცი გადამივლის, სულ რომ არ იყოს ხალხმრავლობა, მაინც და მაინც მე მადგებიან ფეხზე... ცრემლებს ვიკავებდი და ვცდილობდი ნერვებს არ ავყოლოდი. ეს თმაც მაინც და მაინც დღეს რომ გავიშალე, სამჯერ ჩაეტანა ვიღაც გამვლელების ელვაშესაკრავში, კარგად წამოვიკივლე. ჭ....ტვა, ჭ....ტვა, ჭ....ტვა......... კოშმარი, ჩემი კოშმარი.. ექსკავატორზე ისე ჩავრბოდი, თითქოს ვიღაც მომდევდა, ყველა მე მიყურებდა და ალბათ ყველას გიჟი ვეგონე. ის ის იყო უკვე უნდა გადამებიჯებინა ბაქანზე ექსკავატორიდან და ფეხი დამიცდა... როგორც იქნა! ჩემი ბავშვობის კოშმარიც ახდა ! სულ ამის მეშინოდა. ვიღაც უფროსმა კაცმა უცებ წამატანა ხელი და მიხსნა უხერხული დაცემისგან. გაკვირვებული მიყურებდა, ალბათ სიბრაზე მეტისმეტად მეტყობოდა სახეზე. მადლობა მეთქი , მივაჯახე და ისევ სირბილით გავიქეცი ვაგონებისკენ, სადაც უკვე აცხადებდა „ავტოქალი“ – „კარები იხურება, შემდეგი სადგური სარაჯიშვილი...“ შევვარდი გიჟივით. ვაგონში სულ რაღაც 7 ადამიანი იმყოფებოდა.
არ დავჯექი. კარს მივეყრდენი კუთხეში, და კვლავ ნაოშნიკები გავიკეთე.
სამმა გაჩერებამ ისე ჩაიარა ვერც ვერაფერი გავიგე , და აი დიდუბის სადგურს რომ მიუახლოვდა მატარებელი, გული შემიქანდა და აშკარა, უცნაურმა წინათგრძნობამ შემიპყრო. სიმღერის მოსმენაც კი ვერ გავაგრძელე და ყურსასმენები ჩანთაში ჩავაგდე. აი მატარებელიც გაჩერდა... გამოცხადდა „დიდუბის სადგური“. ვგრძნობდი ხელის გულები ცივი ოფლით მქონდა დაცვარული. კარი ნელნელა გაიღო.. ორ ახალგაზრდა ბიჭს მოვკარი თვალი. წითურსა და ქერას.. ქერას ლამაზი მუქი სახე ქონდა, თხელი ცხვირით და ღრმა მწვანე თვალებით. მისმა სახემ მაშინვე ჩემი გული დაიპყრო, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჯღერდეს.. ასე იყო და... ამ ბიჭს თვალებში აშკარა სევდა ედგა და სადღაც შორს იყურებოდა, მის წითურ მეგობარს (თუ ვინც იყო) კი ხელი მის მხარზე ედო და ისიც გვერდზე იყურებოდა, ლანდდებს გავდნენ, უცნაური სანახავები იყვნენ. ქერას დიდიი მწვანე ქურთუკი ეცვა და წვრილ მაჯაზე ფერადი ტატუ მოუჩანდა. მოულოდნელად წითურმა მსუბუქად კრა ხელი და ვაგონში შემოაგდო. „კარები იხურება, შემდეგი სადგური გოცირიძე..“ წითურმა უცებ სახეზე მოკიდა ორივე ხელი ქერას, შუბლზე აკოცა, ძმური მზრუნველობით შეხედა და მშვიდი ხმით უთხრა ხვალ არ დაიგვიანოვო. მერე უკან გადადგა ერთი ნაბიჯი და კარიც დაიხურა... და ჩემს თავს გადახდენილი უცნაური ამბავიც დაიწყო...

2
ქერამ უცებ მომავლო მწვანე თვალები, გულგრილად და უცებვე ჩემს ზურგშექცევით დადგა. ჩემი დილით შექმნილი განწყობა და თავდაჯერებულობა უმალვე დაინგრა და თავი ისევ არასასურველ ქალაბიჭად ვიგრძენი, როგორც ბავშვობაში... კაპიუშონი უფარავდა მაგრამ მაინც ვხედავდი მის წვრილ, მუქ კისერს და უცნაურად ხორბლისფერ-მოქერაო თმას, რომელსაც მუქ და ჩამქრალ ოქროსფერს უფრო მივამსგავსებდი. გული უცნაურად მიცემდა და თვალს ვერ ვწყვტდი. ის უცნაური იყო. მის სევდას თითქოს სუნი ჰქონდა, ყნოსვით ვგრძნობდი...
მოულოდნელად მატარებელი ზედმეტად შექანდა, მერე კი აშკარად ავისმომასწავლებელი ჯღარუნი და ღრჭიალი დაიწყო ლიანდაგებმა, ვაგონმა. უცნაური ამჩატებული გრძნობა დამეუფლა, შიშის დროც აღარ დამრჩა. ქერა ზურგით მომიახლოვდა და ამეფარა. თან ბუნდოვნად მესმოდა „ფრთხილად, თორემ ტვინს დაასხავ...“ ხმა უჩვეულოდ მშვიდი ჰქონდა ამ ავარიული სიტუაციის დროსაც კი.... მოულოდნელად საშინელი ჯახაჯუხი ატყდა, შუქი ჩაქრა ვაგონში ჩაბნელდა. მივეხუტე უცნობ ქერას, სახე მის ბეჭებში ჩავრგე და სიკვდილისთვის მოვემზადე. როგორც იქნა ეს ჯოჯოხეთი შეწყდა. მატარებლის ვაგონი მიჭეჭყილი იყო ერთ მხარეს, ვერ წარმოვმედგინა როგორ გადავრჩით... ქერა ნელნელა მომშორდა.
-ეს რა ჯანდაბააა.-თქვა კვლავ თავისი მშვიდი და ხავერდოვანი ხმით. ის ასეთი გურგრილი იყო, გამიკვირდა, მე შიშისგან ვცახცახებდი სიკვდილის მოლოდინში, მისთვის კი თითქოს სულ ერთი იყო მოკვდებოდა თუ გადარჩებოდა.
ვაგონში მისი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ვაგონის კარი ჩაიმტვრა და ღიად იყო დარჩენილი. მოულოდელად ქერა კარს მიუახლოვდა და გადასვლა დააპირა, შემეშინდა.
-არ ჩახვიდე დენმა არ დაგარტყას!
-რა დენმა... აბა ამდენ გვამში მე ვერ გავჩერდები...-თქვა კვლავ სასწაული სიმშვიდით. რაღაცნაირად გავღიზიანდი კიდეც. უცებ მოვიაზე, გარშემო მიმოვიხედე და რამოდენიმე ადამიანი რომ დავინახე კინაღამ გული წამივიდა.. სიცოცხლის ნიშანი არავის ეტყობოდა. ქერა ვაგონიდან ჩახტა და უცნაური მზერით გამომხედა. მისი თვალები დაახლოებით ამას ამბობდნენ „ჩამოდი შენც მანდ რა ჯანდაბა გინდაო“. ჩასვლაში მომეხმარა. გარშემო მოვათვალიერით და ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როდესაც აღმვაჩინეთ, რომ აქ მხოლოდ ჩვენი ვაგონი იყო, არც ერთი სხვა ვაგონი.
-ერთი წამი დამელოდე.... -მითხრა და ვაგონში აბრუნდა. გარდაცვლილებს ჯიბეები ამოუტრიალა.
-რას შვრები, მარადიოროობ????-ვკითხე და სუსხი შემეპარა ხმაში.
-არა რას ამბობ..-მანაც ცივად გამიღიმა.-აი ამას ვეძებდი.-თქვა და სანთებელა დამანახა. მერე ჩამოხტა და გვირაბი ოდნავ მაინც გააანათა.
-წავიდეთ.
უკან მივყვებოდი შიშისგან მაცახცახებდა.. რამოდენიმეჯერ ვირთხებით შეშინებული ქურთუკზე ჩავებღაუჭე. ნახევარ საათიანი უხმო სიარულის მერე კვლავ ჩვენს დალეწილ ვაგონს მივადექით.
-რა ჯანდაბაა ეს ისევ აქ ვართ?-ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა
-ჰო...-ვუპასუხე შეშინებული ხმით.-რატომღაც ფილმი „სეზონი“ გამახსენდა და მთელს სხეულში ელვამ დამიარა.-იქნებ იქ..იქნებ.. ჩვენც მოვკ..ვდით.-ხმა მიცახცახებდა. გვირაბი მისმა გადახარხარებამ შეძრა.
-რა სისულელეა! წამოდი ისევ, ვცადოთ გასვლა!
ოთხი მცდელობის მერე ოთხივეჯერ ჩვენს ვაგონთან მივდიოდით გვირაბიდან კი საერთოდ ვერ გავდიოდით. ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და ჩავიკეცე. მომიბრუნდა, ჩაიმუხლა ჩემს წინ და ლამაზი წვრილი თითებით თმა გადამიწია, ღრმა თვალებით ჩამხედა.
-მომისმინე.. მე ვიცი რაც ხდება. მაგრამ არ შეგეშინდეს.-ხმაში სითბო და მზრუნველობა შეეპარა.-რა გვქვია?
-მეე? მე.. მე მე გვანცა... შენ?
-მოკლედ გვანცა. ჩვენ დროში გავიჭედეთ...
-რეებს ბოდავ..-უნდობლად შევხედე და მგონი გამეცინა კიდეც... მისმა სერიოზულმა სახემ ბოლო იმედებიც მომიკლა. ღიმილი ტირილით შემეცვალა.- გაგიჟდი? რა დრო რა გაჭედვა... გამიყვანე აქედან..-ამოვილუღლუღე და სახე ხელებში ჩავრგე. მერე მახსოვს მისი სუნელი, რომ მომეხვია და ჩემს დაწყნარებას ცდილობდა. და წაემოიდგინეთ, ის კვლავ შეუდარებლად მშვიდი და გულგრილი იყო.
მოულოდნელად ადგა.
-გცივა, ჩემი ქურთუკი გქონდეს..-გაიხადა და მომახურა მერე რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა გადმოდგა და, მე მეძინება არ შემაწუხოვო.... იქვე ჩაჯდა გვირაბის კედელს მიეყრდნო, თავიმხარზე გადადო და თვალები დახუჭა. ის რაც ჩემს თავს ხდებოდა იმაზე უცნაური იყო და იამზე არარეალური, ვიდრე სიზმარში შეიძლება იყოს. მე მოვყევი რაღაც ავარიაში, ვარ გვირაბში საიდანაც თავს ვერ ვაგწევ, სულიერის ჭაჭანება არ არის, ყველა სხვა ვაგონი გამქრალია, ვიღაც უცნაური ქერა მეუბნება დროში გავიჭედეთო, მერე მშვიდად იძინებს, არ შემაწუხოვო... სადღაც სამი წუთი მოვუნდი ამის გადახარშვას და მოულოდნელად არანორმალური ხარხარი ამიტყდა. ქერამ უკამყოფილოდ გაახილა ჯერ ცალი თვალი, ძირს დამხობილი და გადაბჟირებული რომ დამინახა, მეორეც გაახილა და თავის აწევაც იკადრა.
-კარგი რა იყო, თავი ხელში აიყვანე.
გაკვირვებულმა შევხედე. არმჯეროდა, ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ესეთი მშვიდი და უცნაური ყოფილიყო ასეთი საშიში სიტუაციის დროს...
-შენ.. შენ...!!!-ყვირილი აღმომხდა. -ადეკვატური ხარ??? ნარკომანი ხარ? კაიფში ხარ? ცხოვრება მოგბეზრებია??? თუ დამცინი? ერთობი? მეუბნები დროში გავიჭედეთო და მერე მშვიდად იძინებ??? ადამიანი ხარ???!.-რაღაც მწყობრიდან გამოსული და გაკვირვებით სავსე ხმით ვკიოდისავით.
-არა. მე ადეკვატური არა თორნიკე ვარ.. ნარკომანი არა, მხატვარი ვარ... კაიფში არ ვარ, დაღლილი ვარ, ცხოვრება მომბეზრებია, სწორედ მიხვდი, არ დაგცინი, სიმართლეს გეუბნები, არ ვერთობი, ვცდილობ შიში დავფარო... მშვიდად ვიძინებ მაგასაც სწორედ მიხვდი, და ადამიანი ვარ თუ არა, მაგას ცხოვრება გადაწყვეტს, თუ გაგრძელდება... -მიპასუხა მშვიდი ხმით. მერე გამღიმა კიდეც...-ყველა კითხვაზე გაგეცი პასუხი?
-ჰო..-ავტომატურად ვუპასუხე. არვიცი რატომ მაგრამ გული საშინლად მიცემდა მის სიახლოვეს რომ ვიყავი, რაღაცნაირად ყველაფერი სულ ერთი ხდებოდა რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მასთან ერთად ყოფნაში. მომიახლოვდა და სახე ამიწია. ძალიან ლამაზი იყო ძალიან სხვანაირი და ძალიან უცნაური. თორნიკე.... დაიხარა შუბლზე მაკოცა და წამში სიმშვიდე დამეუფლა, ისეთივე სიმშვიდე როგორც მას.
-რა უნდა ვქნათ? ესე უნდა ველოდოთ?
-ჰო გვანცა, დრო თუ გამოსწორდა, ან ცოცხლებს მოგვისწრებს და ყველაფერი იმ მომენტიდან გაგრძელდება საიდანაც დაიწყო, თუ ცოცხლებს არ მოგვისწრებს დრო, მაშინ ისე აღვიგვებით პირისგან მიწისა, თითქოს არც არასდროს ვყოფილვართ... ეგაა და ეგ.-მიღიმის.
გული მეტკინა, მე ხომ ასე მიყვარს სიცოცხლე. მაგრამ სიმშვიდე ვეღარაფრით დამერღვა.
-ახლა დამაძინებ?
პასუხი არ გავეცი. ისევ ისე დაჯდა და მგონი დაიძინა. ვიჯექი და მისი სახით ვტკბებოდი, მისი ქურთუკის სურნელი თავბრუს მახვევდა. და ამ შუა გვირაბში ბედს მინდობილი, თავს ბედნიერად, დიახ, ბედნიერად ვგრძნობდი.

3
ვირთხამ ფეხზე ჩამირბინა.
-აააააააააა!!!!!!!!
ქერა შეშინებული სახით წამოხტა
-რაა არის რა მოხდა????
-ვირთხა..-ძლივს ამოვილუღლუღე..
-არა გვანცა. ეხლა ეგ ვირთხა კიარა, ეგ საჭმელია...
გავმწვანდი. მეგონა იქვე ამერეოდა გული..
-კარგი გეხუმრე გეეხუმრე..-გაიცინა ქერამ.-შენსავით ვარ მეც. შიმშილით სიკვდილი მირჩევვნია ვირთხის ჭამას..-რაღაცნაირი გაღიმებული, ეშმაკური სახით მიყურებდა.. -ისე კარგი სამი საათი გავიდოდა არა? რამდენ ხანს მეძინა...-ტელეფონი ამოიღო.. არ მუშაობდა დრო არეული იყო, მიღება 0.-ოჰ სულ დამავიწყდა ტექნიკა is down…
-ვაუ ლაპარაკი გცოდნია. მე სიტყვაძუნწი მეგონე..-ღიმილით ვუთხარი. თვითონაც მიღმოდა. უცნაური თვალებით მიყურებდა. ნელნელა მომიახლოვდა, შიშმა შემიპყრო არ დაგიმალავთ. გვირაბში სულ მარტო, ბიჭთან ერთად.. აქამდე უცნობი განცდა გამიჩნდა ქერას მიმართ. დავიძაბე. ის უბრალოდ გვერდზე მომიჯდა და მხარით მხარზე მომეყრდნო.
-რას იზამდი დღეს დილით რომ გცოდნოდა რომ ეს დაგემართებოდა?-ისეთი გულუბრყვილო ხმით მკითხა და ისეთი სუფთა თვალებით შემომხედა, მისდამი ნდობა დამიბრუნდა და ერთი ათად გამეზარდა. ჩავფიქრდი...
-მმ... ეს რომ მცოდნოდა...ალბათ საერთოდ არ გავიდოდი სახლიდან...-სიჩუმე ჩამოწვა, ქერამ თვალი მომარიდა, ჩავფიქრდი და წარმოვიდგინე როგორ დავრჩი დღეს სახლში..
მე მთელს დღეს სახლში გავატრებდი.. მუსიკებს მოვუსმენდი ბოლო ხმაზე... ვიცეკვებდი, ბევრს შევჭამდი, ერთი ორ ფილმსაც ვუყურებდი ალბათ... სახლი ისე მომინდა სახეზე სისხლი მომაწვა. მერე კი გავიაზრე რომ ვერ შევხვდებოდი ქერას, ვერ ჩავრგავდი მის ბეჭებში სახეს, ვერ მომახურებდა თავის ქურთუკს, ვერ ჩავიხედავდი მის ღრმა თვალებში. ტირილი მომინდა. ის ჩუმად იჯდა აღარ მელაპარაკებოდა, საპირისპირო მხარეს მისჩერებოდა რაღაცა, თითონაც ფიქრობდა ალბათ...
-არა !-წამოვიყვირე,-არა მასე არ ვიზამდი. დღეს რომ მცოდნოდა რომ ეს დამემართებოდა არ დავრჩებოდი სახლში. გამოვიდოდი ჩვეულებრივ ისე როგორც გამოვედი, მაგრამ არ მომიშლიდა ნერვებს წვიმის სუნი და თმაში მსუბუქად ჩავარდნილი რამოდენიმე წვეთი.. ავტობუსიდან გუბეში ჩამხტარი აღარ გავბრაზდებოდი, არც ფეხსაცმელზე გადავისვამდი ხელსახოცს. ყველას, ვინც მიწისქვეშა გადასასვლელში ფეხზე გადამივლიდა, ყველას გავუღიმებდი და გულში მშვენიერ დღეს ვუსურვებდი. ექსკავატორზე მშვიდად დავდგებოდი და ხალხის სახეებს დავათვალიერებდი, და თუ მაინც წამიცდებოდა ფეხი, ჩემს გადამრჩენელ კაცს უფრო გულღია და ღიმილიან მადლობას გადავუხდიდი...-ჩაფიქრებული სახით, გულწრფელად მჯეროდა რომ მართალაც ასე ვიზამდი, გადავიტანდი იმ შიშსაც ახლიდან, ოღონდ კი კვლავ მეგრძნო ჩემი ქერას სიახლოვე.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, უცებ შემომხედა ქერამ, ეშმაკური მხიარული და ბედნიერი სახით მიღიმოდა, გული შემიქანდა, ძირს დავიხედე. მან თავი ჩამომადო მხარზე. ისეთი უშუალო და გულწრფელი იყო თვითონაც.
-შენ რას იზამდი?
-მე. მე მიგრძნობდა გული რომ ..არა. მე მერე ოდესმე დაგელაპარაკები თუ დრო ცოცხლებს მოგვისწრებს, და გულს მერე გადაგიშლი.-ჩაიცინა.
-ინტრიგანი ხარ..
-შენ კიდევ მშვენიერი და სასაცილო
-შენ უცნაური და თხელი.
გაეცინა. კიდევ უფრო მომეკრო. მერე ორივეს ჩაგვეძინა.

4
არ ვიცი რამდენი ხანი გვეძინა. რომ გამეღვიძა სახსრებში მამტვრევდა, მთელი სხეული მტკიოდა და დაღლილობას ვგრძნობდი. ქერაზე ვიყავი მიწოლილი მისი ქურთუკი მეხურა, განძრევა არმინდოდა... მის თითებს ჩემს თმაში ვგრძნობდი და ვთბებოდი... შიმშილმა თავი შემახსენა და რაღაც დავიკვნესე.
-გშია?-მკითხა მაშინვე
-ჰო..შენ არა?
-მეც..
-გვანცა...
-ჰო, ქერა
-შენი აზრით ის რაც თავს გადაგვხდა რამე შინაარსს ატარებს?
-არვიცი. მე ხომ ისიც არვიცი რა გადამმხდა თავს.. სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა მსგავსი კოშმარი...
-ნუ გეშინია. გამოსწორდება ყველაფერი. სიკვდილისაც არ შეგეშინდეს..-მის ხმაში პესიმიზმი იყო შეპარული. წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე, მერე მკაცრად ვთქვი
-არ მოვკვდებით.-არ გამომივიდა მკაცრად.. საცოვად დავიწრიპინე და ამით სიტუაციას დრამატულობა შეემატა. ჩემი უცნაური ქერა გადაბჟირდა. მეც გამეცინა. მერე თავზე ხელი მომკიდა გულზე მიმიხუტა.
-მომიყევი შენზე რამე...-მთხოვა. ვიგრძენი მისი სიმშვიდე ნელნელა ქრებოდა.
-იცი რომ დაგინახე რა ვიფიქრე?
-რა?
-რომ უცნაური ხარ და სხვანაირი, ღრმა თვალები გაქვს და ლანდს გავხარ..
-მე რომ დაგინახე არაფერი ვიფიქრე.
- თავს შეუარცხყოფილად ვგრძნობ,..-ვუთხარი ლაზღანდარობით, მისი გამხნევება მინდოდა.
სახე ამიწია და ტუჩები ცხვირზე ნაზად შემახო. თბილი ტუჩები ჰქონდა. მერე ნელა დამიკოცნა მთელი სახე. გატრუნული ვიჯექი, მისი გულის ცემა მესმოდა.
-ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
პასუხად მეც ვაკოცე ტუჩებზე.
მერე გულში ჩავეკარი. მასთან მშვიდად ვიყავი. ვგრძნობდი ისიც ჩემთან იყო მშვიდად. თითქოს ყველაფრი ბანაალურად მიდიოდა, მაგრამ ასეთ საოცარ ვითარებაში...
-იცი.. შენ რომ შეგხვდი.. რაღაც უცნაური დამემართა. შენი სახელის გარდა არაფერი ვიცი, მაგრამ თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ, შეიძლება მარაზმია ახლა ამის მტკიცება მაგრამ...
-ჩუუ..-თითის გამაჩუმა. მერე ისე ჩაიცინა, მივხვდი არ დაიჯერა, აღარ გამიგრძელებია, გავჩუმდი. მერე ვიგრძენი მისი ტუჩები შუბლზე თითებზე მკლავზე მხარზე.
-არ ვიცოდი რა იყო სიყვარული.. არასდროს მყავრებია. იცი შენ ომ იცოდე რა გეგმები მქონდა ... არ მოგეწონება, ახლა აღარ მინდა. სიკვდილი აღარ მინდა....-ლუღლუღებდა თან მკოცნიდა. მიკვირდა, ბანალურად მეჩვენებოდა თან ამავდროულად ყველაზე დიდ საოცრებაში მქონდა თავი გაყოფილი, არვიცოდი ვიცოცხლებდი თუარა, კიდევ ვიხილავდი მზის სინათლეს? კიდევ გავბრაზდებოდი წვიმის წვეთებზე?.. თუ მტანჯველი სიკვდილი მელოდა ნესტიანი და მძიმე ჰაერით გაჟღენთილ ბნელ გვირაბში? საოცრება სწორედ ეს იყო, რომ არც ასეთი სიკვდილი მაშინებდა...
თორნიკემ ნელ დამაწვინა და ჩამეხუტა თვითონაც. არ ვეწინააღმდეგებოდი, არც უცხოობას ვგრძნობდი, არც სირცხვილს ან ზიზღს.. მისი შეხება მომწონდა, მიყვარდა, შემიყვარდა ერთ წამში, ორ წამში ჩემს სიცოცხლედ იქცა, მესამე წამს მივხვდი რომ მასთნ ერთად სიკვდილიც მებედნიერებოდა...
თორნიკემ ნელა ჩამიხსნა კაბის საკინძეები .. ცეცხლი მეკიდებოდა და ვნება მწვავდა.
მისი მჯეროდა, საკუთარი თავისაც მჯეროდა, გულისაც.
მაშიშვლებდა და ეს აარ იყო მიწიერი ვნება, ან სასოწარკვეთლება, სიცოცხლის ბოლო წუთებში რომ გეძლევა, გამბედაობასავით და ცდილობ უკანასკნელი რამ გააკეთო..
მახსოვს ვკითხულობდი ფრედერიკ ბეგბედერის წიგნს “Windows On the World”, სადაც აღწერილია სასოწარკვეთის წუთებში, ცეცხლის ალში გახვეული დანგრეული ცათამბრჯენის ტყვეობაში მოქცეული განწირული წყვილი როგორ კავდება სიყვარულით , მართლაც სიკვდილის ბოლო წუთებში, და ვხვდებოდი რომ ეს ამას არ გავდა.
თორნიკეს დავნდებდი.
ჩემი ქერა..
და მანამდე, სანამ გადამწყვეტ მომენტამდე მივიდოდა საქმე, თორნიკემ ყველაფერი შეწყვიტა, თვალებში ჩამაცქერდა და მითხრა:
-მე ს ვაპირებდი.. რუსთაველზე უნდა ჩამოსულიყავი და მთაწმინდაზე ჩემი სიცოხლისთვის ბოლო მომეღო.. აღარ მინდა ეს აღარ.. ახლა შენ ხარ ჩემს გულში...
გულში რაღაცამ გამკრა, მგონი ტკივილმა. მინდოდა ჩავხუტებოდი და აღარსდროს გამეშვა.
-დრო თუ გამოსწორდა, მე აღარ გეხსომები, შენ - კი. გთხოვ, არ გამიშვა. შემაჩერე. მიყვარხარ
ეს იყო უკანასკნელი რაც მისგან მოვისმინე. და როდესაც ის მომენტი დადგა რასაც პიკს ეძახიან დიდი სიახლოვის წუთებში, გარშმო ყველაფერმა დნობა დაიწყო, გაფერმკრთალდა და გაქრა...

5
მერე იყო რაღაც შხუილის ხმა ყურებში და მე ექსკავატორთან ვეგდე. მამაკცი მომიახლოვდა
-კარგად ხართ გოგონა?
-დიახ მადლობა. -ელვის სისწრაფით წამოვხტი დავიფერთხე კაბა და გონებაარეული გავიქეცი ვაგონისკენ, საშინელმა მონატრებამ გამკრა, და დიდმა შიშმა დამიარა, რა მოხდება ჩემი ქერა რომ არ დამხვდეს დიდუბეში... ან ეს იქნებ უბრალო რაღაც ხილვა ან სიზმარი იყო.
გაფიქრებაც კი მაშინებდა იმის რომ ჩემს რამოდენიმე საათში ნაპოვნ უძლიერეს სიყვარულს ვეღასად ვნაახავდი, ვერ მოვითმინე და ცრემლები წამომივიდა. არ მეშინოდა არაფრის, ვიდექი ვაგონში და მზად ვიყავი ყველაფრისთვის ახლიდან გამეძლო ოღნდ მისი ტუჩები კიდევ შემხებოდა.
დიდუბემდე გული კანკალით გავძელი. დიდუბეში კი....
დიდუბეში ბაქანზე ორ ბიჭს მოვკალი თვალი... წითურს და ქერას.
ქერას ღრმა და სევდიანი თვალები ქონდა. ლანდს გავდა....
სახეზე ცრემლები შემაშრა.. ტუჩები ღიმილმა გამიპო.
მთელი სხეული მიხურდა და ცეცხლი მეკიდებოდა მღელვარებისგან. კარი გაიღო ჩემი ქერა წითურმა შემოაგდო და შუბლზე აკოცა. მერე ჩამესმა „ხვალ არ დაიგვიანო“, ტუჩები ავაყოლე ამ ფრაზას.
ქერამ ზურგი მაქცია, მატარებელი დაიძრა.
მე ვუყურებდი მის ლამაზ კისერს, მომდიოდა უკვე ნაცნობი და ასე საყვარელი სურნელი...
არ მეშინოდა არაფრის..
მატარებელი ბაქანზე ჩამოდგა.. „ნუცუბიძე“..
ჩვენ გადავრჩით. მე მას არ მივცემ სიკვდილის უფლებას.
ქერას თვალები ჩემს თვალებს შეხვდა.
-----

ბავშვებო, იდეაში აქ ვამთავრებ, მაგრამ შემიძლია გაგრძელებაც შემოგთავაზოთ, თუ მსურველები იქნებიან. მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ ^_^



№1  offline წევრი DaaDaa

Gaansxvavebulia ragac magram agar gaahedzelo eseti dasasruliuketesia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent