შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (1 თავი)


2-03-2015, 21:50
ავტორი once upon
ნანახია 6 558

წვიმიანი დღის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ვერ იტანდა წვიმას და უკვირდა ხალხს როგორ უყვარდა. ფიქრობდა, მოდაშია ეს წვიმის სიყვარული და მაგიტოა ყველა გადამკვდარი ამაზეო. ვერ იტანდა შუა ქუჩაში, პირდაპირ მისი მანქანის წინ მოტანტალე შეყვარებულ წყვილებსაც. მათ შემხედვარეს ირონიულად ეცინებოდა და ფიქრობდა, რა გიხარათ, მაინც დაშორდებითო. ზოგადად სიყვარულის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. უბრალო ვნება ან ძლიერი მოწონება მიაჩნდა და მამა ღმერთი რომ ჩამოსულიყო და მისთვის „სიყვარულის არსზე“ ეამბო, მაინც არ გადავიდოდა თავის აზრზს.
-ღმერთო სიარული დაგავიწყდათ? - დაუსიგნალა ერთმანეთზე სუპერ-წებოთი მიკრულ წყვილს და ყვირილიც დააყოლა.
-ბოდიშიი. - წვრილი ხმით ამოთქვა გოგონამ. ბიჭმა კი მხოლოდ „მკვლელი“ მზერა ესროლა. სწრაფად მოცილდნენ გზას „სამუდამოდერთადდაბედნიერად“ მყოფები (ასე ეძახდა ყველა სუპერ-წებოთი მიწეპებულ წყვილს) და მანაც სწრაფად მოკურცხლა იმ ადგილიდან.
საბედნიეროდ სხვა მათნაირი გზაზე არ შეხვედრია, თუმცა მეტი ბედნიერება რა უნდოდა, როდესაც სახლში დახვდნენ.
-ვაიმე მიწეპებულებო... - თვალები აატრიალა სახლში შესვლისას და დაქალს გაუღიმა.
-გამარჯობა ნუც! - მეგობრის „გამოხტომებს“ უკვე კარგად შეჩვეულმა ნიამ ისე გააქნია თავი, თითქოს არც გაეგო სიტყვა „მიწეპებული“ და ნუცას ჩაეხუტა.
-შენმა საქმრომ გამარჯობა არ იცის? არა,გასაღების ადგილი კი იცის! - გაბრაზებული ხმით წამოიძახა ნუცამ და თხელი ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა. შემდეგ ქუსლიანი ფეხსაცმელებიც გაიძრო რომლებიც კი ძალიან მოსწონდა მაგრამ მაინც ვერ იტანდა და ვერც ხვდებოდა რატომ. ფეხები რბილ ჩუსტებში რომ შეყო, სახიდან დაძაბულობა დაუქრა და გაეღიმა. მისაღებში შევიდა და მომავალ სიძეს გვერდით დაუჯდა.
-გამარჯობა გველგესლა. - თბილად გაუღიმა ბიჭმა. რამის თავში შემოარტყა ლარნაკი.
-სიძე, ხომ იცი, სიტყვებში მაინც ვერ მაჯობებ, ტყუილად რას ცდილობ? - თვალები აატრიალა. ბიჭს ჩაეცინა. თითქოს არ ვიცოდიო გაიფიქრა და მომავალ მეუღლეს თმაზე მიეფერა.
-არა, სულ კი ხარ გველგესლა მაგრამ დღეს რაღაც უფრო მძაფრს ვგრძნობ ე! - თვალები დააწვრილა ბიჭმა და ნუცას მიაშტერდა. იკვლია, იკვლია, იკვლია და ბოლოს დაიყვირა:
-მოიცა გზაზე რომელი მიწეპებული ნახე? - ამის თქმა და ნიას ხარხარი ერთი იყო. ნუ, ნუცას გაკვირვებაც. კარგა ხანი იყო გიორგი და ნუცა ერთმანეთს იცნობდნენ და კარგი „ძმაკაცებიც“ იყვნენ, მაგრამ არ ეგონა ასე კარგად თუ გამოიკვლევდა გიორგი მის ხასიათს სულ 1 შეხედვით.
-ბრავო სიძე! ტაშს დაგიკრავ რო არ მეზარებოდეს. - ჩაეცინა და ფეხები შუშის მაგიდაზე შემოაწყო.
-გოგო, მანდ საჭმელს არ ჭამ? - გაუწყრა მეგობარი.
-ნეტაი შენ რა, ნი. - გაეცინა, ხელები გადააჯვარედინა და თვალებიც დახუჭა.
-ამას რა სჭირს? - გადაუჩურჩულა გიორგიმ ნიას. მან კი მხრები აიჩეჩა. ეგონათ ვერ გაიგებდა ნუცა და მწარედაც შეცდნენ.
-მოიცადე, გამოვიცნობ. - წარბები აათამაშა გიორგიმ. ნუცამ თვალები გაახილა და ინტერესით მიაჩერდა. აინტერესებდა რა სისულელეს დააბრეხვებდა.
-ესეიგი, ნუცა ბერდება და აქვს ნაოჭები. დილით წაისვა ტონა ლური. (ტონა პირდაპირი მნიშვნელობით) ჰო და წვიმა რო წამოვიდა სანამ სამსახურიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა, უდიდესი შიში დაეუფლა იმისა რომ წვიმა ტონალურს ჩამორეცავდა და ნაოჭებს გამოუჩენდა. არა კი გადარჩა და არ ჩამოურეცხავს წვიმას არაფერი, მაგრამ ხომ შეეშნდა ძაან და ეხლა შიშის ეფექტები აქვს. ტა-დაა! - ისეთი ხმით ყვებოდა, მგონი თავად სჯეროდა თავის სიტყვების. ნუცამ ამის გაგონებაზე იმხელა ხარხარი ატეხა, ნიას ეგონა კრუნჩხვებში ვარდებოდა და სწრაფად მოუტანა წყალი.
-ქმარი ავად გყავს გოგო! - ძლივს მოითქვა სული. წყალი დალია და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა.
-რომელ სავაადმყოფოს მირჩევთ? - კლოუნობა გააგრძელა გიორგიმ მაგრამ ნუცას აღარ გასცინებია.
-გეშლებათ, მე ადვოკატი ვარ ექიმი არა. - ცინიკურად გაუღიმა და თავის პოზას დაუბრუნდა. მაგრამ ვინ აცადა? ტელეფონმა დარეკა.
-ეხლა რომელი სუპერ-წებო რეკავს? - დაიყვირა. ნიამ ტელეფონი მიწოდა და უთხრა: ანაო.
-ანა რამდენი გყავს ჩემნაირი ნია, ნინო, გიორგი, დათო, საბა, პეტრე, პავლე! - გამოლანძღა დაქალი. შემდეგ კი ინანა მაგრამ სიტყვებს უკან ხომ ვეღად დაიბრუნებდა.
-ცოტა გეძინა? - ირონიული ხმით უთხრა გოგონამ და ნუცამ წარბები შეჭმუხნა.
-კარგი, ზედმეტი ადვოკატსაც მოსდის. რა მოხდა ანა?
-რა და მოვკვდი მომენატრეთ! ნია მანდ გყავს ხო? გიორგიც! სულ დაგვივიწყე დანარჩენები. მიყევი მაგ შენ გამოშტერებულ კლიენტებს და პატიმრებს, უფ! - ამის თქმა და ტელეფონის გათიშვა ერთი იყო. ნუცამ მაგიდიდან ფეხები ჩამოიღო. ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო.
-გეხვეწები ნია, იმდენი ხანია ეს არ მინახია, სულ გავირდა? - ნიამ სინანულით გააქნია თავი.
გიორგი და ნია მალე წავიდნენ. უთხრეს, წვიმაა, შენნაირებს ნერვები უნდა მოვუშალოთ და დაამატეს, ამ დღეებში ანასაც ამოგითრევთ თანო. ისე იყო ნუცა ანაზე გაბრაზებული, ყველაფერი უნდოდა მისი ნახვის გარდა. კარგი, გასაგებია, მართალი იყო რომ ვერ ნახულობდა მეგობრებს ბოლო დროს მაგრამ მისამართი დაავიწყდა? რომელ ერთს დაავიწყდა? გასაღების ადგილიც კი იციან ნიამ და გიომ და ანამ მისამართი აღარ იცის? ნეგატიური ფიქრები თავში ხელის შემორტმით და მერე ამაზე მანჭვით დაასრულა.
ფანჯრიდან გაიხედა. ისევ წვიმდა. ვერ გაეგო, რა წვიმა აუტყდა ამ ოხერ ცას მაისში. ვარდობის თვის ნაცვლად წვიმობის თვე უნდა ერქვასო გაიფიქრა და ფანჯარას მოშორდა შემდეგ ფარდაც ჩამოაფარა ისე რომ წვიმა არ დაენახა და სააბაზანოში შევიდა... უკვირდა, მაგრამ მაინც იმ ბიჭის „მკვლელ“ მზერაზე ეფიქრებოდა, გვერდით რომ ჰყავდა გოგო მიწეპებული და შუა გზაში რომ იყო გაჩხერილი. სააბაზანოდან გამოსულს, გიოს მესიჯი დახვდა:
„xo gaxsovs xval ra dgea :D tu ar gaxsovs eg shen advokatobaze iyos :D mokled 6-ze gelodebi. (imedia misamarti gaxsovs. Tu arada nias kitxe) Ar mainteresebs “vmushaob” “saqme maqvs” da esetebi. Laaaaaaaav iu gvelgesla <3”


-----
ძალიან,ძალიან, ძალიან გთხოვთ გამოთქვით თქვენი აზრი კომენტარებში <3



№1  offline წევრი anni-gio2001

Mgoni AR unda iyos cudi magram am gogos biografia dawere

 


№2  offline წევრი Unnamed

Ar chans cudi.. Vnaxot rogor ganvitardeba movlenebi :)

 


№3  offline წევრი vighaca

Dzalian momewona dzalian magari iyo

 


№4  offline წევრი Barbare ❤

exla wavikitxe, mgoni cota shemagvianda magram ukomentarid ver dagtove ❤️ ragacnairad arachveulebrivia ????

 


№5  offline წევრი .M.A.R.I.

ახლავკითხულო ხდ ყველაფერი უნდა წავიკითხო შენი და ამის ჯერი დადგა უკვე მომწონს <3

 


№6 სტუმარი nato chubinidze

დასაწყისი კარგიაქვს ვნახოტ რა იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent